Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბანკები > საქართველოს ბანკი (FAQ)


Posted by: Did_Giorgi 3 May 2011, 21:47
http://forum.ge/?f=62&showtopic=33602803&st=0

http://forum.ge/?f=62&showtopic=33735179&st=0

http://forum.ge/?f=62&showtopic=33775468

http://forum.ge/?f=62&showtopic=33868849&st=0

http://forum.ge/?&act=ST&f=62&t=33930324

http://forum.ge/?showtopic=34051520

ვებგვერდები:
http://www.bog.ge

http://sb.ge/


Call Center - 444 444


ინტერნეტ ბანკი: https://www.ibank.ge/


სოლო: http://solo.ge/


სოციალური მედია:
http://www.facebook.com/BankOfGeorgia
http://www.youtube.com/user/BankofGeorgiaTV?feature=sub_widget_1
http://like.ge/
http://lovecard.ge/

Posted by: Tvalebi 3 May 2011, 22:02
პიტველი პოსტი ჩემი არ იყოს ტეხავს biggrin.gif smile.gif

Posted by: მეგრელა 4 May 2011, 02:22
საქარტველოს ბანკის პლასტიკური ბარათI რომ გავაკეთო რა არის საჭირო?
ტოტალიზატორისთვის მინდა გამოყენება.
და არასრულწლოვნებზე შესაძლებელია?

Posted by: lilu777 4 May 2011, 13:08
მეგრელა


მშობლის თანხმობა ნოტარიუსით დამოწმებული, მაგრამ ტოტალიზატორზე თამაში შეიძლება არასრულწლოვნისთვის?

Posted by: chakhaia 4 May 2011, 13:46
lilu777
გეთანხმები
18 თუ 21 წლამდე არ შეიძლება კანონით.
არადა არასრულწლოვანს პლასტიკური ბარათის აღების უფლება საერთოდ თუ აქვს (მშობლის თანხმობით თუ მის გარეშე) მაშინ რა მექანიზმები არსებობს იმის რომ ამ ბარათით ტოტალიზატორში ამ არასრულწლოვანმა არ ითამაშოს.

Posted by: Tvalebi 4 May 2011, 14:01
chakhaia

QUOTE
რა მექანიზმები არსებობს იმის რომ ამ ბარათით ტოტალიზატორში ამ არასრულწლოვანმა არ ითამაშოს.

წესიტ მექანიზმია ასაკი, ტოტალიზატოტი რომ ამოწმებს მოცემებს თუ არ ემთხვევა ერთი მაინც ბლოკავს ბარათს yes.gif

Posted by: chakhaia 4 May 2011, 14:07
Tvalebi
QUOTE
წესიტ მექანიზმია ასაკი, ტოტალიზატოტი რომ ამოწმებს მოცემებს თუ არ ემთხვევა ერთი მაინც ბლოკავს ბარათს

ბარათის დაბლოკვის უფლება არ მგონია რომ ქონდეს, შეიძლება მისი პროფილი დაბლოკოს

Posted by: Tvalebi 4 May 2011, 14:24
chakhaia

QUOTE
ბარათის დაბლოკვის უფლება არ მგონია რომ ქონდეს, შეიძლება მისი პროფილი დაბლოკოს

თავის სისტემაში დაბლოკვა ვიგულისხმე, ტორე საერთოდ კი არა
ისე მეგობარს ქონდა შემთხვევა, დაბადების რიცხვი მექანიკურად შეეშალა და მიუბლოკეს yes.gif

Posted by: lilu777 4 May 2011, 23:04
chakhaia


ბანკს თავის მხრივ რაც ევალება იმას აკეთებს და მაგაზე უკვე ტოტალიზატორმა იზრუნოს wink.gif

ისე საერთოდ მასე ბევრი რამე არ შეიძლება არასრულწლოვნის შემთხვევაში, მაგრამ ეს უკვე ადამიანზეა დამოკიდებული და მშობელზე, შვილს სიტყვა ,,არ შეიძლება" და ,,შეიძლება" როგორ აუხსნაsmile.gif

Posted by: chakhaia 4 May 2011, 23:19
lilu777
რა დამრიგებლური ტონით გამოხვედი.
შენ თუ ხარ მშობელი?
* * *
lilu777
შენ რაღაც საეჭვოდ იცავ ბანკს, დამფუძნებელი ხომ არ ხარ ან მინიმუმ თანამშრომელი ?! smile.gif

Posted by: Did_Giorgi 5 May 2011, 00:02
chakhaia
QUOTE
ენ რაღაც საეჭვოდ იცავ ბანკს, დამფუძნებელი ხომ არ ხარ ან მინიმუმ თანამშრომელი ?!

ბანკი რა შუაშია?
ტოტალიზატორის ამბებიც ბანკს დააბრალე ეხლა smile.gif

პ.ს. მე ვარ დამფუძნებელი ამ ბანკის yes.gif

















შემეშალა, დამფუძნებელი კი არა, თანამშრომელი.

Posted by: ayeti 5 May 2011, 14:50
ოვერდრაფტის ვადის გაგრძელება შეიძლება?

Posted by: INA-INA 5 May 2011, 23:18
ayeti

კი შეიძლება, სამსახურიდან ცნობას წარადგენ, სადაც უნდა ეწეროს ანგარიშის ნომერი და ხელფასი რამდენი გაქვს. ნუ სახელი-გვარი და პირადი ნომერი თავისთავად აუცილებელია ასევე ცნობაში.

Posted by: ayeti 6 May 2011, 10:52
INA-INA
სმს სესხით დამიმტკიცეს 10000 ლარი 16%-ში. რა უფრო ხელსაყრელია, (გადასახდელი პროცენტის თვალსაზრისით) ავიღო კრედიტი და გადავფარო ოვერდრაფტი თუ ვადა გავაგრძელებინო. (ოვერდრაფტი-2100ლარი 18% -ში) მადლობა პასუხისთვის 2kiss.gif

Posted by: tuchka84 6 May 2011, 15:34
ayeti
QUOTE
სმს სესხით დამიმტკიცეს 10000 ლარი 16%-ში. რა უფრო ხელსაყრელია, (გადასახდელი პროცენტის თვალსაზრისით) ავიღო კრედიტი და გადავფარო ოვერდრაფტი თუ ვადა გავაგრძელებინო. (ოვერდრაფტი-2100ლარი 18% -ში) მადლობა პასუხისთვის

ერთი და იგივე არ გამოდის?! რადგან სესხის თანხის დამტკიცების 2% საკომისიო გეჭრება

Posted by: Tvalebi 6 May 2011, 16:04
tuchka84

QUOTE
ერთი და იგივე არ გამოდის?! რადგან სესხის თანხის დამტკიცების 2% საკომისიო გეჭრება 

2% რატო ? 1% იჭრება
თუ ლარში ეჭრება 2% ?

Posted by: tuchka84 6 May 2011, 16:28
Tvalebi
QUOTE
2%

yes.gif



QUOTE
რატო ?

აბა რა ვიცი sad.gif

Posted by: Tvalebi 7 May 2011, 02:32
Did_Giorgi შემოვა და ის უკეთ გეტყვის

Posted by: g_o_g_i_n_a 7 May 2011, 15:31
რა მინდა იცით ყველა ტრანზაკცია მომდიოდეს სმს შემომავლებიც და გამავლებიც
რა ჯდება ეს სერვისი 1 წლით
და ფილიალში მისვლის გარეშე თუ შესაძლებელია ჩართვა

Posted by: bandit7777 7 May 2011, 19:00
ჩერეზ ინტერნეტით საქართველოს ბანკში კარტის გაკეთება შესაძლებელია? რაიმე გზა თუ არსებობს?

Posted by: Tvalebi 7 May 2011, 19:45
g_o_g_i_n_a

მე ვცადე ის ჩამერთო მარა მისვლა მომიწია
თვეში თუ არ ვცდები 0,5ლ

Posted by: Mr-Banks 7 May 2011, 21:57
bandit7777


ინტერნეტ ბანკი თუ გაქვს, შეკვეთა შეგიძლია.

Posted by: g_o_g_i_n_a 8 May 2011, 15:28
Tvalebi
ინტერნეტ ბანკით ჩავრთე სმს ბანკი bis.gif

Posted by: Did_Giorgi 8 May 2011, 19:59
g_o_g_i_n_a
თვეში 50 თეთრია
ინტერნეტ ბანკით ჩაგირთია უკვე, ხოდა შესაბამისად შეგიძლია კონკრეტულ ანგარიშებზე კონკრეტული ფუნქციები ჩაირთო.
ჩემი რჩევა იქნება თანხის გასავალზე დაბლოკვა დატოვო და ჩამოჭრა გამორთო, იმიტომ რომ ვთქვათ დღეს თუ 10 ლარი გამოგაქვს პლასტიკურიდან, მაშინვე მოგივა სმს 10 ლარი დაიბლოკა ბარათზეო და 3 დღის მერე მოვა - ჩამოიჭრა ანგარიშიდანო და არ აგებნეს smile.gif

არ შეგეშინდეს რა მერე შუაღამისას სმს თუ მოვიდა smile.gif

Posted by: g_o_g_i_n_a 8 May 2011, 21:01
Did_Giorgi
ვცდი ორივენაირად და ვნახოთ smile.gif


უი ახლა ჩავრიცხე და მივხვდი უფრო კარგად რაც თქვი
მადლობა მართალი ყოფილხარ აშკარად სჯობია შენი ვარიანტი

Posted by: DavidKh 10 May 2011, 14:12
BogChat

ჩატის ოპერატორები პირველად სხედან კომპიუტერთან ?

Posted by: Did_Giorgi 10 May 2011, 20:34
DavidKh
QUOTE
ჩატის ოპერატორები პირველად სხედან კომპიუტერთან ?

ტექსტები ეშლებათ თუ ნელა გპასუხობენ?

Posted by: DavidKh 10 May 2011, 20:52
Did_Giorgi
QUOTE
ტექსტები ეშლებათ თუ ნელა გპასუხობენ?

ერთს ვესაუბრე და დავიტანჯე ისე ნელა მპასუხობდა.

ან ის ტექსტი მაინც დააკოპიროს რომელსაც ყველას წერს, ომგ.



Posted by: xpress-11 10 May 2011, 22:42
საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათის აღება მინდა visa electron-ის და ზუსტად რა ჯდება ხომ არ იცით? ინტერნეტში 10 ლარი წერია რო მივედი 19-იოო. და ინტერნეტ ბანკინგი რა ჯდება თვეში? უფასოა?

Posted by: Did_Giorgi 10 May 2011, 22:49
xpress-11
ბარათი ღირს 10 ლარი
სმს ბანკი ცალკე - 1 ლარი თვეში

19 ლარად გაძლევენ სმს ბანკს და პლასტიკურ ბარათს ერთად.

ინტერნეტ ბანკი თვეში 1.5 ლარი ღირს

Posted by: FishFace 10 May 2011, 23:46
xpress-11
სატარიფო გეგმა აიღე თუ მაგდენი რამ გჭირდება. უფრო მომგებიანია wink.gif

Posted by: valo 11 May 2011, 00:51
როგორ არ ბეზრდება ამ ხალხს ეს თითისგან გამოწოვილი პრეტენზიები drug.gif




:PUKE:

Posted by: playstation 12 May 2011, 11:31
გუშინ რომ სტუდენტური ბარათის გამარჯვებულებთან შეხვედრა იყო იყავით რომელიმე ფორუმელი?
რა ხდებოდა ზოგადად?
ბევრი რამ ხომ არ დავკარგე რომ არ მივედი?
კი შემეძლო მაგრამ გუშინ გადრბენაზე და ნერვების წყვეტაზე ვიყავი
არადა როგორ მინდოდა მისვლა.
sad.gif

Posted by: g_o_g_i_n_a 14 May 2011, 19:50
ინტერნეტ ბანკი ხშირად მჭირდება მაგრამ ტელეფონი არ მაქვს ხოლმე თან
და მინდა რომ შესვლის დრო სმს აქტივაციას რომ მთხოვს ხოლმე აღარ მომთხოვოს
შესაძლებელია ? ასევე გადარიცხვების დროსაც თუ არ მომთხოვს კარგი იქნება

Posted by: tornikke 14 May 2011, 22:01
დამიბარეს ტესტირებაზე, ადმინისტრატორი-ს თანამდებობააო. და თუ იცით რომ მითხრათ რა მოვალეობა აკისრება ადმინისტრატორს?

Posted by: FishFace 14 May 2011, 22:40
g_o_g_i_n_a
დიჯიპასი გჭირდება.


Posted by: Did_Giorgi 15 May 2011, 01:00
g_o_g_i_n_a
შეგიძლია გამოურთო ეგ სმს-ები
როგორც სურათზეა wink.gif
უბრალოდ მერე ძალიან დაუცველი გახდება შენი ინტერნეტბანკი
ისევ ჯობია გქონდეს ეგ კოდები ან დიჯიპასი აიღო და იმისი კოდები მაინც გამოიყენო ხოლმე

Posted by: ბასკუ 15 May 2011, 18:49
მაინტერესებს, ვადიან დეპოზიტზე თუ შეიძლება ინდივიდუალურად საპროცენტო განაკვეთის შეთანხმება? რა თქმა უნდა თანხის სიდიდის მიხედვით.

Posted by: g_o_g_i_n_a 15 May 2011, 22:41
Did_Giorgi
ეგ რა მაქნევინე biggrin.gif
რო გამოვრთე ეგ სერვისი ახლა ინტერნეტ ბანკში ვეღარ შევდივარ
რადგან როცა შევდივარ მაინც მთხოვს სმს ზე გამოგზავნილ კოდს
არადა სმს-ის გამოგზავნის სერვისი გამორთული მაქვს და არ მომდის spy.gif

Posted by: Couperwood 15 May 2011, 23:50
QUOTE
რადგან როცა შევდივარ მაინც მთხოვს სმს ზე გამოგზავნილ კოდს
არადა სმს-ის გამოგზავნის სერვისი გამორთული მაქვს და არ მომდის

ბაგია პროგრამის. smile.gif
გთხოვს ისეთ კოდს რომლის გამოგზავნის გამორთვის საშუალებაც მოგცა biggrin.gif

Posted by: Did_Giorgi 15 May 2011, 23:59
g_o_g_i_n_a
QUOTE
ეგ რა მაქნევინე 
რო გამოვრთე ეგ სერვისი ახლა ინტერნეტ ბანკში ვეღარ შევდივარ
რადგან როცა შევდივარ მაინც მთხოვს სმს ზე გამოგზავნილ კოდს
არადა სმს-ის გამოგზავნის სერვისი გამორთული მაქვს და არ მომდის 

სერვისცენტრში უნდა მიხვიდე
საქართველოს ბანკის რაღათქმაუნდა
ყველაფერს გაასწორებენ biggrin.gif


















იმედია givi.gif

Posted by: Van10Persie 16 May 2011, 01:17
QUOTE
ინტერნეტ ბანკში ვეღარ შევდივარ

მე სხვა ნომერი დავამატე და იმაზე გადავიყვანე ერთჯერადი კოდების მიღება SMS-ით

მერე მივხვდი რომ ნომერი შემეშალა და ვერც მე ვეღარ შევდივარ biggrin.gif

Posted by: FishFace 16 May 2011, 08:34
ბასკუ
შეიძლება. მინიმუმ +1%

Posted by: ბასკუ 16 May 2011, 14:03
FishFace
გასაგებია, და ამას იქვე ოპერატორთან შევათანხმებ? ანუ ამ თვეში გასდის ვადა ჩემს ანაბარს და სხვა ბანკი მეტ განაკვეთსაც მთავაზობს და რაღაც ბონუსებს, ნუ ბონუსები მართლა არ მაღელვებს ძალიან, მთავარია განაკვეთი იყოს მაღალი და დიდი სურვილიც არ მაქვს, რომ სხვაგან გადავიტანო თანხა.

Posted by: ani7777 16 May 2011, 22:20
ამექს ბლუ ლონდონში იმედია ყველა ნებისმიერ მაღაზიაში გატარდება არა? მეგობრი ამერიკაში იყო დ აბევრ ადგილას პრობლემა შეექმნა და კონვერტაციაც საშინლად გააკეთა ბანკმა..მეორე რაც მაინეტერესებს მინიმანურის გადახდის ვადა მაქვს 25 დგე და სანამ გადავიხდი მანამდეც ხო შემიძლია გამოვიყენო,ანუ ხო არ იქნება დაბლოკილი მინიმალურის გადახდამდე?იმ დრიოს საქართველოში არ ვარ და იმედია არ შემექნება პრობლემა

Posted by: g_o_g_i_n_a 16 May 2011, 22:25
Did_Giorgi
ოპერატორიც მე მეღადავება biggrin.gif
ჩაგირთეო მითხრა სახლში მოვედი არაფერი არაა ჩართული იგივეს შვება biggrin.gif

QUOTE
ბაგია პროგრამის. smile.gif გთხოვს ისეთ კოდს რომლის გამოგზავნის გამორთვის საშუალებაც მოგცა biggrin.gif


გამოასწორებენ იმედია, როგორ ვაცნობო მაგის შესახებ
ვინმე თუა წარმომადგენელი იქნებ მიაწვდინოს ხმა

Posted by: deboer 18 May 2011, 09:45
დამეხმარეთ,ინტერნბეტ ბანკში ვერ შევდივარ, გუშინ ავიღე ბარათი. მომხმარებელის ველში შემყავს ბარათის ნომერი და ქვემოთ CIC კოდი
მიწერს რომ:
მომხმარებლის მონაცემები ან CIC კოდი არასწორია

Posted by: journalist 18 May 2011, 13:46
საქართველოს ბანკის ტესტირებაზე ვარ დაბარებული.. რა ტიპის ტესტი იქნება?

Posted by: Tvalebi 18 May 2011, 14:24
deboer

444444 დარეკე, იქ გაგრკვევენ yes.gif

Posted by: ani7777 19 May 2011, 00:37
ამექს ბლუს მაინეტერსებს ტარდება თუ არა ევროპაში ყველა მაღაზიაში? მითხრეს ხშირად პრობლემები აქვსო და მითხარით რააა

Posted by: Baiateo 19 May 2011, 11:59
deboer

სავარაუდოდ კრიფავდი ბარათის უკანა მხარეზე მითითებულ CVC კოდს და არა CIC კოდს


ani7777

მაღაზიებში ჯერ არ მქონია პრობლემა, მაგრამ ერთხელ სასტუმროში არ გაატარეს და აეროპორტში ვერ ჩამომაჭრეს თანხა

Posted by: ani7777 19 May 2011, 15:00
Baiateo
ანუ ვიყო მაგის იმედად მაღაზიებში? ანუ მხოლოდ მაღაზიებში მინდა ტანსაცმლებისთვის, ამექს ბლუ მაქვს

Posted by: Did_Giorgi 19 May 2011, 20:50
ani7777
QUOTE
ამექს ბლუს მაინეტერსებს ტარდება თუ არა ევროპაში ყველა მაღაზიაში?

საქართველოს ბანკის კი არა, ზოგადად ამერიკან ექსპრესის ბარათებს რომელი მაღაზიებიც იღებს, ის მაღაზიები ქართულ ბლუ ბარათებსაც იღებს უპრობლემოდ.
QUOTE
ევროპაში

ლარშია ლიმიტი და კონვერტაციის საკომისიოები დააზუსტე
დააზუსტე რა - 2% არის კონვერტაციის საკომისიო smile.gif

Posted by: Baiateo 19 May 2011, 22:14
ani7777

რა ვიცი ამ ბოლო დროს კი აღარ გაუჭედია ჩემ ამექსსsmile.gif) მაგრამ მაინც ვერ ვარ რაღაც ამის იმედზე. ნუ ვიზა მირჩევნიაsmile.gif))

Posted by: ani7777 19 May 2011, 23:13
Did_Giorgi
ვიცი მაგრამ ბევრმა თქვა რომ გამიჭედაო,ბევრ ადგილას არ გატარდაო დ არავიცი პრბლემები და მაგიტომ ვიკითხე ვიყო თქო ამის იმედად მაღაზიებში?

Posted by: Did_Giorgi 20 May 2011, 00:19
ani7777
QUOTE
ბევრმა თქვა რომ გამიჭედაო,

არ ჭედავს, გარდა 2 შემთხვევისა:
1) ანგარიშზე აღარაა საკმარისი თანხა
2) ობიექტზე არაა ამექსის მომსახურე ტერმინალი.

QUOTE
ვიზა მირჩევნია

ვიზას უფრო ფართო ქსელი აქვს და მაგიტომ ალბათ
Baiateo
იმ 5 % ქეშბექზე გაირკვა რამე? ძალიან მაინტერესებს რა ხდება user.gif

Posted by: ice-girl 20 May 2011, 18:03
ისე ქეშბექი ხშირად არ მიბრუნდება და რატოომ?sad.gif არადა წერია იმ ობიექტების სიაში სადაც ქეშბექი არის

Posted by: Deiko 20 May 2011, 18:40
ice-girl
მაგალითად რომელ ობიექტში? ეს არის ობიექტების განახლებული სია – http://amex.ge/blue/offers.html

Posted by: levaa 21 May 2011, 00:44
სტუნდენტურზე რო ვრიცხავ ფულს მაგალიტად ონლაინ ტოტალიზატორიდან და ბანკომატიდან გამომაქ რამდენს მაჭრის საკომისიოს? უკვე 2 ჯერ ხურდები დატვოვე და 0.00 მანახებს :| რაიყო მაბოლებენ ბლიად?

Posted by: _jani_ 21 May 2011, 01:24
leva_var
შეგიძლია ამონაწერი მოითხოვო და ნახო რო არავინ დაგაბოლოს!
ისე 0.2% განაღდების საკომისო

Posted by: levaa 21 May 2011, 01:28
_jani_ და ოპერატორთან რო გავაანღდო ეგეც მომაჯდება პროცენტებზე? :|

Posted by: _jani_ 21 May 2011, 01:47
leva_var


ოპერატორთან რო გავაანღდო ეგეც მომაჯდება პროცენტებზე? :|
0,6%, მინ. 0,5 ლარი


უმჯობესია ბანკომატით გაანაღდო რადგან "საქართველოს ბანკის" ბანკომატებში თანხის განაღდება 0,2%, მინ. 0,2 ლარი

აი აქ შედი და ნახავ რა დროს რამდენი ჩამოგეჭრება smile.gif

http://sb24.ge/tariff#CashAmount

Posted by: levaa 21 May 2011, 10:14
_jani_ გაიხარე 2kiss.gif 2kiss.gif2kiss.gif

Posted by: bently 21 May 2011, 13:19
რა მაინტერესებს sms ბანკი ჩავრთე ხოდა განვადების ფული რო ჩამომაკლო არ მომივიდა შეტყობინება :|
რა უნდა ვქნა დავრეკე 444444-ზე ბანკში მოდიო ორჯერ ვიყავი უკვე აუცილებელია ცხრაჯერ მივიდე :|

ბარათიდან აჭარაბეთზე გადავიტანე 5 ლარი და მაგ დროს მომივიდა .

Posted by: valo 21 May 2011, 17:38
leva_var
QUOTE
სტუნდენტურზე რო ვრიცხავ ფულს მაგალიტად ონლაინ ტოტალიზატორიდან და ბანკომატიდან გამომაქ რამდენს მაჭრის საკომისიოს? უკვე 2 ჯერ ხურდები დატვოვე და 0.00 მანახებს :|


იქნებ ანგარიშმომსახურების საკომისიო გეჭრება ყოველთვიურად ?

http://sb24.ge/tariff#OpenAcc



bently
QUOTE
რა მაინტერესებს sms ბანკი ჩავრთე ხოდა განვადების ფული რო ჩამომაკლო არ მომივიდა შეტყობინება :|
რა უნდა ვქნა დავრეკე 444444-ზე ბანკში მოდიო ორჯერ ვიყავი უკვე აუცილებელია ცხრაჯერ მივიდე :|

ბარათიდან აჭარაბეთზე გადავიტანე 5 ლარი და მაგ დროს მომივიდა .


http://pix.ge/

Posted by: Baiateo 21 May 2011, 22:41
Did_Giorgi


არ ვიცი იმის მერე აღარ გადამიხდია ამექსითsmile.gif)

ვცდი იდევ ერთხელ იმ კვირაშიsmile.gif)



ისე ნეტავი აქ სხვას არავის გადაუხდია დაუნთაუნში ამექსით? დაეწერა რამდენი დაერიცხა ქეშბექიsmile.gif))



http://www.lovecard.ge/ ეს ამბავი მომწონს ძალიანsmile.gif) ზუსტად სახელფასო ბარათზე გამდის ვადა და თეირანის სურათით მინდა გავაკეთებინოsmile.gif))

Posted by: just_me 22 May 2011, 02:07
bently
როცა პროგრამა დღის ბოლოს ავტომატურად ფარავს განვადების თანხას, სმს არ იგზავნება ამ შემთხვევაშიsmile.gif ასე რომ ფილიალში მისვლით არაფერი შეიცვლება, ამ ეტაპზე ასეაsmile.gif

Posted by: Mama_Basili 23 May 2011, 21:06
რა სჭირს ამ ინტერნეტ ბანკინგს, ახალი firefox-ით და ახალი Internet Explorer-ით ვერ შედის ინტერნეტ ბანკინგში
იურიდიული პირის ინტერნეტ ბანკინგში მინდა შევიდე და ნახეთ რას მიჩვენებს

Posted by: ani7777 23 May 2011, 23:25
ამექსიდან რო გავანაღდო მანკომატში 500 ლარი, რამდენს ჩამომაჭრის?

Posted by: Mr-Banks 24 May 2011, 00:40
ani7777

19,5 ლარი ჩამოგეჭრება. განაღდების საკომისიოა 3.9% მინიმუმ 5.9 ლარი

Posted by: aeroo 24 May 2011, 01:33
სალამი
მინდა ისეთი ბარათი ავიღო რომლითაც მოვახერხებ ინტ ტოტალიზატორებშI თანხის შეტანას და გამოტანას, ლარში.
ასევე ამაზონი/იბეიზე ნივთების შეძენას. ეს დოლარშI ხდება თუ არ ვცდები smile.gif
ინტერნეტ ბანკინგს (კომუნალური გადასახადების გადახდას)
მაინტერესებს რომელი ბარათი უნდა ვითხოვო ბანკშI, რომელშI გავხსნა დოლარში თუ ლარში ( ნუ თუა შეთავსებით შესაძლებლობა biggrin.gif ) მთავარი მაინც ტოტალიზატორთან მოქნილი ურთიერთობაა biggrin.gif
და რა დამიჯდება?
მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: zep 24 May 2011, 10:49
3 წლის უკან სახელფასო ბარათები დაგვირიგეს საქ ბანკის, სადღაც 1 წლის მერე სხვა ბანკზე გადავედით,

ეხლა მომივიდა სმს რომ თურმე მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩართული ყოფილა ინტერნეტ ბანკი და სმს მომსახურება, ( ჩემთვის არავის უკითხავს) ჰოდა გადასახდელი მაქვს 60ლ,

თუკი ბარათს მოქმედების ვადა გაუვიდა მასზე ჩართული მომსახურება არ უნდა გამოირთოს ? სისულელეა ბარათი არ მოქმედებს და ზედ მომსახურებაა ჩართული ( ან შენი თანხმობის გარეშე რატომ უნდა ჩართოს რაიმე მომსახურება?)



Posted by: Mr-Banks 24 May 2011, 17:55
რისთვის ავიღე ეს ამექს ბარათი და გადავყარე 25 ლარი? biggrin.gif

მაჭახელა 5% გააუქმეს, ავერსში ყველგან არ არის 2% (არა და საიტზე ყველა წერია, გარდა ფასდაკლების აქციაში მონაწილე ობიექტებისო).

მხოლოდ ამ მაღაზიებისთვის ნაღდად არ მიღირს. სმარტ ქულები გაცილებით სწრაფად გროვდება და ორმაგდ-სამმაგდება.

მეგატექნიკა - 2%


დაუნთაუნი - 5%


ავერსი- 2%

სოკარი - 2%

ჯი.მარტი - 2%

ამ თვეში გადავფარავ და მივახურავ.

Posted by: Did_Giorgi 24 May 2011, 22:19
Mr-Banks
მოგეხსენება დროებითია ეგ აქციები, მაჭახელა დამთავრდა, სხვა დაიწყება yes.gif
მე მხოლოდ 1% ქეშბექით ვსარგებლობ და მაგითიც კმაყოფილი ვარ yes.gif



QUOTE
სმარტ ქულები გაცილებით სწრაფად გროვდება და ორმაგდ-სამმაგდება.

ეს არ გეკადრება ეხლა, სმარტ ქულები ვჭამოთ? mad.gif
ეგ ქულები იქით თემაში.

Posted by: Mr-Banks 24 May 2011, 22:23
Did_Giorgi

რა აქციები... ავერსზე რომ 2% წერია, მაგაზე გუშინ დავურეკე ოპერატორს და გავასწორებთო (საიტზე 5 ლარი საკომისიო ჩაამატეს და ამის გასწორების იმედიც მაქვს).

ანუ, სადაც ხალხი მასიურად ყიდულობდა ბლუ ქარდით, ყველაფერი გააუქმეს: იოლი, მაჭახელა, ავერსი.

რაც შეეხება სმარტ ქულებს, აღვნიშნე ის ფაქტი, რომ გაცილებით მეტ მოგებაში ვიქნები მაგით, ვიდრე ბლუ-ს ასეთი აქციებით. wink.gif


Posted by: Did_Giorgi 24 May 2011, 22:40
Mr-Banks
QUOTE
რაც შეეხება სმარტ ქულებს, აღვნიშნე ის ფაქტი, რომ გაცილებით მეტ მოგებაში ვიქნები მაგით, ვიდრე ბლუ-ს ასეთი აქციებით. 

ეგ შეგიძლია აღნიშნო საკრედიტო ბარათების თემაში
საქართველოს ბანკის თემაში არ შეიძლება მაგისი აღნიშვნა, ისევე როგორც თიბისის თემაში არ შეიძლება ქეშბექის ავ-კარგიანობაზე საუბარი.

QUOTE
სადაც ხალხი მასიურად ყიდულობდა ბლუ ქარდით, ყველაფერი გააუქმეს: იოლი, მაჭახელა, ავერსი.

ეგ თვითონ ორგანიზაციის სურვილზეა გადაუხადოს კლიენტს ზედმეტი ქეშბექი, ასე ვთქვათ რეკლამის ნაწილია, შესაბამისად სხვადასხვა დროს სხვადასხვა ორგანიზაცია ერთვება აქციაში.
+ ამას კიდე ფასდაკლებებია გარდა ქეშბექისა ბევრ ორგანიზაციაში >> http://offers.amexnetwork.com/portal/site/selects/menuitem.5e69a2019665ca81e0ba4d10101000f7/?vgnextoid=ec1d41a5d80c2210VgnVCM1000001445640aRCRD&locationCity=&locale=ka-ge&disablePageTrack=true&localLocale=ka-ge&localCountryId=ec1d41a5d80c2210VgnVCM1000001445640aRCRD

Posted by: Mr-Banks 24 May 2011, 23:06
Did_Giorgi

როდესაც დავიწყებ რეკლამირებას, მერე მიმითითე. სათქმელს შუაზე ვერ გავხლეჩ, ნაწილი აქ და ნაწილი იმ თემაში.


რაც შეეხება ქეშ-ბექს, ბანკთან არის მოლაპარაკება და ასეთი შეთანხმების დროს, ბანკიც თმობს რაღაცას და ორგანიზაციაც. ქეშ-ბექი მხოლოდ მაღაზიის ხარჯზე და კისერზე არ გადადის. სწორედ ეგ აღვნიშნე, რომ სადაც ხშირად ტარდებოდა ეგ ბარათი, ის ობიექტები ამოიღეს და დასვეს სტანდარტულ 1%-ზე. ნუ, სამაგიეროდ, დაუნთაუნი ბლუ-ს დაარსების დღიდან არსებობს. gigi.gif

ნუ, ეს ბანკის პოლიტიკაა და გასაგებია. სავსებით კანონიერად იქცევა. უბრალოდ, მე ვეთანხმები, თუ - არა ამ პოლიტიკას, ეს უკვე ჩემი საქმეა. biggrin.gif

Posted by: Did_Giorgi 24 May 2011, 23:11
Mr-Banks
QUOTE
როდესაც დავიწყებ რეკლამირებას, მერე მიმითითე.

ნუ მასწავლი რა უნდა ვქნა biggrin.gif
რეკლამა რა შუაშია, ზოგადი წესია ასეთი და ნუღა ვიკამათებთ ამაზე, სხვა დროს გაითვალისწინე.

QUOTE
სავსებით კანონიერად იქცევა. უბრალოდ, მე ვეთანხმები, თუ - არა ამ პოლიტიკას, ეს უკვე ჩემი საქმეა.

ხო, შენი გადასაწყვეტია
მე მაგალითად ის 1%-იც მაწყობს რაც რომპეტროლში დახარჯული ბენზინის ფულიდან მიბრუნდება, მაგითი ბარათის 25 ლარსაც ვფარავ და პლიუს ხელფასამდე ფულის სესხება არ მიწევს ხოლმე ბენზინის ჩასასხმელად.
თუ ვერ იყენებ ბარათს ეფექტურად, მაშინ უნდა გააუქმო, მართალი ხარ.

Posted by: Mr-Banks 24 May 2011, 23:20
Did_Giorgi

სათქმელს ვერ გავწყვეტ, სამწუხაროდ. თუ თიბისის ბარათი ჩამრჩა საქ. ბანკის ბანკომატში, არ უნდა ვახსენო ამ თემაში? gigi.gif ანალოგიურად ხსენება გამოდის და თუ უბრალო მოხსენიება უდრის რეკლამირებას, ეგეც რეკლამად ჩაითვლება.


ეფექტურად ვიყენებდი, რადგან 5% მაჭახელაში მაწყობდა, 2% ავერსში და იოლში და არც ერთი აღარაა და სოკარში ვის ჩავუსხა-ხოლმე ბენზინი? ისევ ჩემ ლაჟვარდისფერ ბარათს მივმართავ. bis.gif

Posted by: Asuka 28 May 2011, 22:09
ხალხო მიშველეთ.
დღეს ავიღე პლასტიკური ბარათი Visa Classic. მანამდე საერთოდ არ მგონია შეხება ბანკთან.
რაღაცა პაკეტი "კლასიკი" შემომაპარეს და მითხრეს, რომ 37,5 ლარი ყოველწლიური უნდა გადაიხადო. ინტერნეტბანკი, SMSბანკი გექნებაო რა. ხო კაი, ჯანდაბას.
მოვედი სახლში, შევედი ibank.ge-ზე და რაღაცა CIC კოდს ითხოვს. სად არის ოხერი კოდი. ყველა ფურცელი გადავქექე არსად არ წერია.
და კიდე ერთი. შევედი adjarabet-ზე და მანდ ვნახე, რომ ჩემი გვარი სხვანაირად არის დაფიქსირებული ( "f" "p"-ს მაგივრად და მგონი ამიტომაა, რომ ფულს ვერ ვრიცხავ და სულ ამას მიგდებს "ბარათი არ მოიძებნა, შეამოწმეთ PAN.") რა ვქნა?
რა ოხრად ავიღე ეს პლასტიკური
* * *
დღეს მივედი ბანკში და თურმე CIC კოდის მოცემა დავიწყებიათ.
ახლა ერთადერთი აჭარაბეთი დარჩა. რა ვუშველო ამ პრობლემას?

Posted by: freedemocrat 30 May 2011, 00:06
Asuka
პინ კოდს წერ არასწორად..

პინი კონვერტში დევს სადაც ბანკომატის პაროლი დევს იქ..
* * *
Did_Giorgi
ლავ ქარდზე მაინტერესებს:

ელექტრონს წარწერები შავად აქვს თუ ოქროსფრად?

ანუ 16 ნიშნა რიცხვი სახელი და გვარი და ა.შ....

მიპასუხეთ რაა..


Posted by: Did_Giorgi 30 May 2011, 00:27
freedemocrat
QUOTE
ელექტრონს წარწერები შავად აქვს თუ ოქროსფრად?

სტანდარტულ ბარათებს (ნარიჯისფერებს) ვერცხლისფრად აწერია


ამ ლავქარდის სურათის წესებს კიდევ ერთხელ დავპოსტავ:

ბარათზე შეზღუდულია შემდეგი შინაარსის სურათის/დიზაინის დატანა:

სასაქონლო/სავაჭრო მარკები;
ლოგოები;
სლოგანები;
ორგანიზაციის დასახელებები;
ნებისმიერი მესამე მხარის ბრენდთან დაკავშირებული საავტორო უფლებებით დაცული მასალები;
სარეკლამო მასალა;
პრომო მასალა;
ცნობილი ადამიანების სურათები;
სურათები ანიმაციური ფილმებიდან;
ტელეფონის ნომრები;
მისამართები;
ინტერნეტბმულები (ლინკები);
ანგარიშების ნომრები;
ბარათის პინკოდები;
პროვოკაციული შინაარსის მქონე სურათები;
სექსუალური შინაარსის მქონე სურათები;
ძალადობის ამსახველი სურათები;
შეურაცხმყოფელი სურათები;
არაეთიკური სურათები;
სიშიშვლისა და ნაწილობრივი სიშიშვლის ამსახველი სურათები;
მკრეხელობის გამომხატველი სიტყვები;
უწმაწური, შეურაცხმყოფელი სიტყვები;
ალკოჰოლური სასმელების სურათები;
თამბაქოს სურათები;
ცეცხლსასროლი, ცივი იარაღის სურათები;
არალეგალური და ანტისოციალური ქცევის ამსახველი სურათები;
სურათები, რომლებიც ეწინააღმდეგება ქვეყანაში დამკვიდრებულ კულტურულ ნორმებს;
სურათები, რომლებიც გამოხატავს პოლიტიკური, რელიგიური ან სოციალურად მიუღებელი ჯგუფების აზრებსა და რწმენას.
სურათები, რომლებიც იკვეთება ბარათის დამცავ ზონებთან/ნიშნებთან.
რელიგიურ თემატიკის შემცველი სურათები/დიზაინები.

Posted by: freedemocrat 30 May 2011, 12:38
Did_Giorgi
გაიხარე..

შავად დაწერა არ მინდოდა გააფუჭებს სურათს..

რამდენიმე ელექტრონი ვნახე ბოგის და ასე შავად ეწერა.. ამიტომ მინდოდა დაზუსტება.. smile.gif

Posted by: Kublicha 30 May 2011, 21:42
ჩემი ერთი ანგარიშიდან გადავრიცხე მეორე ჩემივე ანგარიშზე (ლარი)
ეს ოპერაცია განვახორციელე საღამოს 9 საათზე ინტერნეტ ბანკით.

ჯერ კიდევ არ ჩანს. როდის დაჯდება? მითხრეს რომ შიდა გადარიცხვებს რამდენიმე წუთი უნდაო.

სამაგიეროდ ჩანს დაახლოვებით საღამოს 8 საათზე პოპულში ტერმინალით გადახდა (მეორე ანგარიშის ბარათით), ოღონდ მთლიან ნაშთში არაა გამოკლებული, დაბლოკილ თანხაში ვხედავ და ხელმისაწვდომ თანხაში.

ესე უნდა იყოს?

Posted by: freedemocrat 30 May 2011, 22:45
ეს დიზაინი მინდოდა და უარი მითხრეს.. რატომ ვერ ვხვდები? sad.gif( არადა ძალიან მინდა.. cry.gif

Posted by: FishFace 30 May 2011, 23:59
Kublicha
ეგრევე ჯდება. წამებში. მათ შორის არასამუშაო საათებშიც. შეაწუხე სუპორტი და მოგვიყევი მერე შედეგები.

Posted by: Did_Giorgi 31 May 2011, 00:55
freedemocrat
QUOTE
ეს დიზაინი მინდოდა და უარი მითხრეს.. რატომ ვერ ვხვდები? ( არადა ძალიან მინდა.. 

მადრიდის რეალი საავტორო უფლებითაა დაცული და ვერ გამოიყენებ სამწუხაროდ
მასე მეც მინდოდა ბავარიის ლოგოიანი ბარათი მაგრამ არაო.

Posted by: valo 31 May 2011, 01:33
Did_Giorgi
QUOTE
მასე მეც მინდოდა ბავარიის ლოგოიანი ბარათი მაგრამ არაო

cry.gif cry.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Tvalebi 31 May 2011, 03:01
freedemocrat
Did_Giorgi
valo

სამივე გლიჯავთ რა biggrin.gif lol.gif

Did_Giorgi

ისე ღადავის ამბავში Tvalebi @@ რო დავაწერო დაბრაკავენ ? biggrin.gif

Posted by: Kublicha 31 May 2011, 10:17
FishFace
QUOTE
ეგრევე ჯდება. წამებში. მათ შორის არასამუშაო საათებშიც. შეაწუხე სუპორტი და მოგვიყევი მერე შედეგები.

არავინ არ შემიწუხებია, ამ დილას დამხვდა როგორც უნდა იყოს ყველაფერი.

Posted by: Did_Giorgi 31 May 2011, 20:27
Tvalebi
QUOTE
Tvalebi @@ რო დავაწერო დაბრაკავენ ?

არამგონია
თუ პატენტი არ გაქვს მაგ ნიკზე აღებული, არ დაბრაკავენ biggrin.gif

Posted by: freedemocrat 31 May 2011, 22:33
საქართველოს ბანკის ვიზა კლასიკის შეძენა მინდა ანგარიშთა პაკეტების საშუალებით და მაინტერესებს ვინმეს გაქვთ აქ შეძენელი?
მინ. ნაშთი პაკეტით ყიდვის დროსაც უნდა შევიტანოთ?

Posted by: Franziskaner 31 May 2011, 23:04
თბს-ში 2 დღის გადაცილების გამო საქბანკმა სესხი არ მომცა თან საქბანკს პატიოსნად ვუხდი, თბსისაც, ნუ გადამავიწყდა და შაბათის მაგივრად 2შაბათს შევიტანე თანხა და მაგის გამო გაშავებული ვყოფილვარ და საქბანკმა არასაიმედო გადამხდელად მიმიჩნია, პროსტა რა უნამუსოა ორივე ბანკი @@@@@ ხო არიან ეხლა ღირსები არცერთს აღარ გადაუხადო ფული?! ტეხავს რა 2 დღის გამო რო გაშავებენ sad.gif

Posted by: Tvalebi 1 Jun 2011, 00:06
Did_Giorgi

მოვიფიქრებ რამე ორიგანულ დიზანს მაშინ biggrin.gif

Franziskaner

QUOTE
თბს-ში 2 დღის გადაცილების გამო საქბანკმა სესხი არ მომცა თან საქბანკს პატიოსნად ვუხდი

დიდი სიყვარულიტა ამბანკისადმდი არ გამოვირჩევი, მაგრამ მეეჭვება 2 დღის გამო გაეშავებინე, საუვრავს კი დაგადება yes.gif

Posted by: Mr-Banks 1 Jun 2011, 00:09
Franziskaner

სახელი, გვარი და პირადი მომწერე და გაგირკვევ, 2 დღის გამო გადახვედი, თუ სხვა რამის გამო გადახვედი.

Posted by: Did_Giorgi 1 Jun 2011, 00:58
Franziskaner
2 ჯერ გითხრეს უკვე, მაგრამ კიდევ გავიმეორებ:
ფიზიკური პირი ს.ს. ''კრედიტინფოს'' ვადაგადაცილებული სესხების მონაცემთა ბაზაში გადადის სესხზე ვადაგადაცილებიდან მინიმუმ 30 დღის შემდეგ
ასე რომ 2 დღიანი გამორიცხულია
თუ მასეა, შეგიძლია მოსთხოვო თიბისის და ამოგიღებენ შავი სიიდან.


პ.ს. მე შენი პოსტის შემდეგ უკვე ეჭვი მეპარება რომ 2 დღე გქონდეს დაგვიანება მარტო user.gif

Posted by: Alice_ 1 Jun 2011, 01:00
აუ, esm-ის სტუდენტებისთვის რამე პატარა, ხანმოკლე internship არ გაქვთ? sad.gif

Posted by: Mr.Giorgi 1 Jun 2011, 11:03
Did_Giorgi
ვინდოუს 7 დავაყენე და ინტერნეტ ექსპლორერი აყენია 9.0


ვერაფერი მოვუხერხე იბანკს. იურიდიული პირების ანგარიშს ვერ ვნახულო. შევდივარ გასაღების მეშვეობით


რა უნდა გავუკეთო ხომ ვერ მეტყვი?

Posted by: Mr-Banks 1 Jun 2011, 13:43
ძალიან საინტერესო რაღაცას წავაწყდი ინტერნეტ ბანკში ამექსის ამონაწერში.

1 თეთრი ჩანს შეტანილი და რისია ეს? ხელით არაფერი შემიტანია და თან მადლობას მიხდიან.

არაფრის biggrin.gif

Posted by: Franziskaner 1 Jun 2011, 20:25
Did_Giorgi
Mr-Banks
Tvalebi

ველაპარაკე ჩემს კრედიტ ოფიცერს თბს-ში და ხვალისთვის დამიბარა, ვნახოთ რას მეტყვის... შეცდომაა ალბათ...

ზუსტად მახსოვს ორშაბათს გადავიხადე შაბათის ნაცვლად ...

დავწერ აქ, რასაც მეტყვის...

Posted by: Did_Giorgi 1 Jun 2011, 22:24
Mr-Banks
სავარაუდოდ შენი ქეშბექია
3 თვის განმავლობაში ეტყობა სულ 10 ლარი გახარჯე სადღაც, ხოდა მაგისი ქეშბექი ჩაგერიცხა smile.gif

Posted by: Mr-Banks 1 Jun 2011, 22:26
Did_Giorgi

რა ქეშ-ბექი... აპრილში ავიღე ბარათი... wink.gif ივლისში ველოდები ჩარიცხვას

Posted by: g_o_g_i_n_a 3 Jun 2011, 09:01
აუ რა წესია მერამდენედ ხდება ინტერნეტ ბანკში შესვლა მინდა და სმს-ით ერთჯერადი კოდი არ მომდის
რა ვერ დაადგეს ამ პრობლემის მოგვარებას თავი

Posted by: g_o_g_i_n_a 3 Jun 2011, 10:28
რატომ არ აქ თბს ან რამე დიდ ბანკს ჯორჯიანქარდის ქსელში ჩართვის პრასვეთი
ეგრევე გადავიდოდი რა უბედურებაა ეს მერამდენედ ხდება ვახ

Posted by: CDMA 3 Jun 2011, 11:32
მე კიდე დაზღვევა მაქვს ნაყიდი, ბარათის დაკარგვის ან ინტერნეტით მაიმუნობის შემთხვევაში რო გააუქმო ტრანზაქცია. ეხლა ერთმა სელლერმა გადამაგდო, ხოდა რო ვცდილობ დაზღვევა გამოვიყენო, არ ექვემდებარება თქვენი შემთხვევა დაზღვევის პირობებსო, იმიტო რო თქვენით დაადასტურეთო ტრანზაქციაო. კანეშნა ჩემით დავადასტურე, მაგრამ გამყიდველმა გადამაგდო და მე ვიზარალე.

საქართველოს ბანკი - ფანდერასტ!

Posted by: Gig@ 3 Jun 2011, 19:56
ამ ლავ ქარდზე რაც არ უნდა ატვირთო მემგონი ყველაფერს აუარებენ.

Posted by: DavidKh 3 Jun 2011, 21:29
QUOTE
iBank.ge

ისევ ტექ. სამუშაოები.

კარგით რა, მერამდენედ უნდა შემექმნას პრობლემები ამის გამო mad.gif

Posted by: Did_Giorgi 3 Jun 2011, 22:14
DavidKh
QUOTE
ისევ ტექ. სამუშაოები.

კარგით რა, მერამდენედ უნდა შემექმნას პრობლემები ამის გამო

:O
რა ტექნიკური?
მე არასდროს შემქმნია მასეთი პრობლემა, საათივით მუშაობს
* * *
CDMA
QUOTE
კანეშნა ჩემით დავადასტურე, მაგრამ გამყიდველმა გადამაგდო

მაგას არ აზღვევენ ბანკში
ბანკში გიზღვევენ თქვენს ბარათთან არალეგალურ წვდომას, პინის გატეხვას, გაყალბებას და ა.შ.
შენ თუ ვინმეს შენი ნებით გადაურიცხე, ბანკი რა შუაშია? spy.gif

Posted by: DavidKh 3 Jun 2011, 23:10
Did_Giorgi
QUOTE
:O რა ტექნიკური? მე არასდროს შემქმნია მასეთი პრობლემა, საათივით მუშაობს

დაახლოებით მეხუთედ შემექმნა უკვე პრობლემა.


წეღან დავრეკე 444444-ზე და ნახევარ საათში ამუშავდება სავარაუდოდო...

ადრე ანგარიში მინუსებში წავიდა და 4 დღე ველოდე გამოსწორებას.

Posted by: Tvalebi 4 Jun 2011, 00:12
Did_Giorgi

QUOTE
რა ტექნიკური?
მე არასდროს შემქმნია მასეთი პრობლემა, საათივით მუშაობს

რაღაა დასამალი და მეც მქონია მსგავსი პრობლემა 1-2-ჯერ yes.gif

Posted by: DVX 4 Jun 2011, 00:54
გამარჯობათ smile.gif

მაინტერესებს ibank.ge_ზე ავტორიზაციას რო გავდივარ მომხმარებელში შემყავს card_ის კოდი, პაროლში cic, მერე გადავდივარ დაცულ პაროლში და დიჯიპასიდან აღებულ კოდს ვავსებ, ხოდა, რა მაინტერესებს მომხმარებელი რო შევცვალო არ შეიძლება? ანუ ამ card_ს აქვს ძალიან დიდი კოდი, 16 ნიშნიანი და ვიტანჯები ყოველ შესვლაზე. ხელპ

Posted by: DavidKh 4 Jun 2011, 03:52
DVX
არა მგონია მაგის შეცვლა მოახერხო ...

2-3 წამში შემყავს მე ჩემი 16 ნიშნა ნომერი biggrin.gif

Posted by: playstation 4 Jun 2011, 10:49
love card-ს აქვს თავისი შეზღუდვები
ჩამოწერილია და გადაიკითხეტ
არ შეიძლება
მერე საქმე საქმეზე რომ მიდგეს საქ. ბანკმა უნდა აგოს პასუხი
ამიტომაც აუარებენ.

ნუ რა ვთქვა ძაან მაგარი ბანკია
სულ ამ ბანკის კლიენტი ვარ
ქოლ ცენტი აქვთ ძაან მაგარი
რასაც ეგენი მეხმარებიან ხოლმე.
მადლობა ყველას განსაკუთრებით ქოლ ცნტრის თანამშრომლებს.

Did_Giorgi
რას შვები როგორ ხარ
რა ხდება ახალი
ძველიდან ვინები დარჩნენ?
თუ ვინმე ნახო მომიკითხე
მაგარი ხალხი იყავით ყველა
ფაქტიურად ფეხი თქვენ ამადგმევინეთ smile.gif

Posted by: CDMA 4 Jun 2011, 11:02
Did_Giorgi

ანუ, აწი თუ დამჭირდა, უნდა ვთქვა, ჩუმად მომიხსნეს ფულიო ხო? biggrin.gif


Posted by: g_o_g_i_n_a 4 Jun 2011, 11:30
კლასიკი მაქ მე და მინდა ჩემი ძმაკაცისთვის ჩემ სახელზე ბარათი შევუკვეთო
ინტერნეტ ბანკით ხომ შევძლებ ? ადრე ვნახე ახლა ვეღარ ვიპოვე... სად არის ?
და მინდა ჩემ ბარათთან არ ქონდეს საერთო საერთოდ ცალკე იყოს ყველანაირად
ხომ შეიძლება ასე ?

Posted by: freedemocrat 4 Jun 2011, 11:36
g_o_g_i_n_a
კი იბანკიდან შეიძლება ბარათის შეკვეთა ცალკე ანგარიშზე..

Posted by: Did_Giorgi 4 Jun 2011, 11:38
DVX
DavidKh
QUOTE
card_ს აქვს ძალიან დიდი კოდი, 16 ნიშნიანი

იცველება ეგ ჩვეულებრივ, უპრობლემოდ
იხ. სურათზე:
პარამეტრები>> ავტორიზაცია და მერე ავსებ ახალ მონაცემებს
სახელიც შეგიძლია შეცვალო და CIC კოდიც

Posted by: g_o_g_i_n_a 4 Jun 2011, 11:52
Did_Giorgi
და იცი რა მინდა ავტორიზაციის დროს აღარ მთხოვდეს ერთჯერად კოდს
ფილიალში მისვლის გარეშე არ ხდება ხო ?

Posted by: g_o_g_i_n_a 4 Jun 2011, 13:21
უკვე ნამდვილად ყელშია
ყოველ დილIთ ერთი და იგივე
ჯორჯიანქარდის მეშვეობით ვერ გადამაქ თანხა ვერსად
რა უბედურბეაა ელოდე ახლა მართლა შემზიზღდება ეს ბანკი
ასეთი საშინელება რა არის


აჰა გამარკვიეს როგორც იქნა 2 კვირაა ამაზე ვწვალობ
თურმე 26 საათში 10 ოპერაცია ყოფილა ლიმიტი
სასაცილოა
უკაცრავად მე მაპატიეთ და 10 ოპერაცია სასაცილოა ნამდვილად : down1.gif

Posted by: FishFace 4 Jun 2011, 13:45
g_o_g_i_n_a
QUOTE
და იცი რა მინდა ავტორიზაციის დროს აღარ მთხოვდეს ერთჯერად კოდს ფილიალში მისვლის გარეშე არ ხდება ხო ?

საერთოდ არ ხდება მგონი.
და ეგ შენივე უსაფრთხოებისათვის არის.
აიღე დიგიპასი და დაისვენებ თუ მობილურზე კოდების მოსვლა გაწუხებს.
მე დიგიპასიც მაქვს მაგრამ ძირითადად უცხოეთში ვიყენებ - სმს იქ მართლა ძალიან აგვიანებს და თან ძვირი გამოდის როუმინგზე.
რა პრობლემაა ვერ ვხვდები - ჯერ არ მქონია შემთხვევა რომ მობილურზე მოსულ კოდს ისე დაეგვიანოს რომ გამოყენება ვერ შევძლო.

Posted by: Mr-Banks 4 Jun 2011, 14:45
QUOTE
თურმე 26 საათში 10 ოპერაცია ყოფილა ლიმიტი



უი, ეს რა გავიგე. biggrin.gif

ხანდახან დღეში 20 ოპერაციის წარმოება მიწევს. biggrin.gif

Posted by: Did_Giorgi 4 Jun 2011, 15:09
Mr-Banks
QUOTE
უი, ეს რა გავიგე.

biggrin.gif
ეგღა გაკლდა რა
ეგეც უსაფრთხოების გამოა, შეგიძლია მიხვიდე ფილიალში და გაათიშინო ეგ შეზღუდვა bis.gif

QUOTE
ხანდახან დღეში 20 ოპერაციის წარმოება მიწევს.

ძალიან საინტერესოა რას აკეთებ ხოლმე?
შენ, ბანკის თანამშრომელი, რა საქმით ხარ დაკავებული რომ დღეში საკუთარ პლასტიკურ ბარათზე 20 ოპერაცის ატარებ ინტერნეტ ბანკით? spy.gif
tongue.gif

Posted by: Mr-Banks 4 Jun 2011, 16:23
Did_Giorgi

მე ვთქვი, ხანდახან მიწევს 20-ზე მეტი ოპერაციის შესრულება: კომ. გადასახადები, საგადასახადო დავალებები, გადარიცხვები და ერთ კონკრეტულ თარიღში ვაკეთებ ამ ყველაფერს.

Posted by: Baiateo 4 Jun 2011, 17:11
QUOTE (g_o_g_i_n_a @ 4 Jun 2011, 11:52 )
Did_Giorgi
და იცი რა მინდა ავტორიზაციის დროს აღარ მთხოვდეს ერთჯერად კოდს
ფილიალში მისვლის გარეშე არ ხდება ხო ?

შეგიძლია ინტერნეტ ბანკითვე გადაიყვანო მარტივ ავტორიზაციაზე, მაგრამ გადარიცხვებს ვერ გააკეთებ და ვერც გადახდებს, ნუ მარტო ანგარიშს ნახავ რაsmile.gif)

Posted by: _Lali_ 4 Jun 2011, 18:26
ინტერნეტ ბანკი გათიშულია, თუ ჩემს კომპს აქვს პრობლემა? უკვე მე-2 დღეა

Posted by: FishFace 4 Jun 2011, 19:20
_Lali_
მუშაობს. ოღონდ დღეს კომუნალურების გადახდაზე კაი ხანს მალოდინა.

Posted by: _Lali_ 4 Jun 2011, 19:23
საერთოდ ვერ შევდივარ ინტერნეტ ბანკში, ვერ ვხვდები რატომ. ამას მიწერს: This webpage is not available-ო

Posted by: freedemocrat 4 Jun 2011, 19:24
ანგარიშის სტანდარტ პაკეტს ინტერნეტ ბანკი არ მოყვება თურმე არადა საიტზე წერია მოყვებაო biggrin.gif biggrin.gif ეჰჰ..

Posted by: FishFace 4 Jun 2011, 19:48
freedemocrat
კლასიკში გეშლება. სტანდარტზე არ წერია საიტზე რომ მოყვება იბანკი.

აგერ ა:

შეიძინეთ ანგარიშთ პაკეტი "სტანდარტი" და თვეში მხოლოდ 2 ლარად თქვენ მიიღებთ:

მულტისავალუტო უნივერსალურ საბანკო ანგარიშს;
Visa Electron და Cirrus Maestro სადებეტო პლასტიკურ ბარათს;
SMS ბანკით მომსახურებას;
ფასდაკლებას კვარტალური საკომისიოსა (5,4 ლარი კვარტალურად) და წლიური საკომისიოს (19 ლარი წლიურად) წინასწარ გადახდისას.

Posted by: freedemocrat 4 Jun 2011, 20:11
FishFace
მულტისავალუტო მიმდინარე
ანგარიში საშუალებას მოგცემთ მიიღოთ შემდეგი ტიპის საბანკო მომსახურება:

ინტერნეტ-ბანკით სარგებლობა;
მობილ-ბანკით სარგებლობა;
ტელეფონ-ბანკით სარგებლობა;
ავტომატური გადარიცხვით სარგებლობა;
კომუნალური გადასახდელების სრული პაკეტით სარგებლობა.

აბა ესეც რომ უწერიათ?FishFace

Posted by: g_o_g_i_n_a 4 Jun 2011, 20:13

Logo
გამოსვლა


giorgi goginashvili: გამარჯობათ გადარიცხვებზე ლიმიტის მოხსნა მინდა
giorgi goginashvili: შეგიძლიათ დამეხმაროთ
giorgi goginashvili: ?
XXXXXXXXXXXX: გამარჯობა ბატონო გიორგი
XXXXXXXXXXXX: რა გადარიცხვაზეა საუბარი?
giorgi goginashvili: ჯორჯიანქარდ.ჯის მეშვეობით გადარიცხვებზე ვამბობ
giorgi goginashvili: როგორც ვიცი 10 გადარიცხვაა ლიმიტი 24 საათში და მოხსნა მინდა
XXXXXXXXXXXX: ბატონო გიორგი ოპერაციის შესრულების დღიური ლიმიტის დეაქტივაცია არ ხდება სამწუხაროდ
giorgi goginashvili: და ერთჯერადად შესაძლებელია
giorgi goginashvili: ?
XXXXXXXXXXXX: დაელოდეთ 24-27 საათის განმავლობაში და შემდეგ შეძლებთ გადახდის/განაღდების შესრულებას
XXXXXXXXXXXX: ან დაამზადებინეთ ამავე ანგარიშზე მეორე ბარათი
giorgi goginashvili: დილით ვესაუბრე ოპერატორს და მანდ ერთჯერადად მომიხსნა ეგ ლიმიტი თქვენ არ შეგიძლიათ ანალოგიური
giorgi goginashvili: ?
XXXXXXXXXXXX: ბატონო გიორგი ახლა გახლავთ არასამუშაო საათები,აღნიშნული ლიმიტის დეაქტივაცია ვერ მოხერხდება
XXXXXXXXXXXX: ზოგადად არ ხდება,როგორც ჩანს დაუშვეს გამონაკლისი და ერთჯერადად შესრულდა აღნშნული პროცედურა
giorgi goginashvili: გასაგებია


ვერ გავიგე რატო დამტანჯეს რატო გამაწამეს
10 გადარიცხვა რა ჩემი ფეხებია რომ გეყოს ადამიანს sad.gif

Posted by: FishFace 4 Jun 2011, 22:09
freedemocrat
QUOTE
ინტერნეტ-ბანკით სარგებლობა; მობილ-ბანკით სარგებლობა; ტელეფონ-ბანკით სარგებლობა; ავტომატური გადარიცხვით სარგებლობა; კომუნალური გადასახდელების სრული პაკეტით სარგებლობა.

აბა ესეც რომ უწერიათ?

შეგიძლია სარგებლობა თუ იყიდი სერვისს biggrin.gif

უფასოდ გასარგებლებთო ხომ არ უწერიათ?

გასაგებად წერია რა შედის ამ პაკეტში, და ჩამონათვალში არაა ინტერნეტ-ბანკი. ბანკთან ყურადღებით უნდა იყო და გაიაზრო რა წერია ხოლმე.

Posted by: freedemocrat 4 Jun 2011, 22:41
FishFace
უფასოდ არ მინდა, მაგრამ მეგონა შედიოდა პაკეტში biggrin.gif

Posted by: g_o_g_i_n_a 5 Jun 2011, 10:29
იმდენი დამთარსეს ოპერატორებმა ამ ლიმიტებზე კამიპი ფული აღარ მაქ ვეღარს ოპერაციებს ვაწარმოებ შესაბამისად bis.gif
ყველაფერი წავაგე გუშინ

Posted by: Grlfona 5 Jun 2011, 13:50
იტოგში ერთერთ საიტიდან ვიწერდი ფეხსაცმელს და არ მიიღო საქართველოს ბანკის მასტერქარდი და რავი ესე მითხრეს დაბლოკა ის თანხაო და მაინტერესებს დავუკავშირდე და ვუთხრა რო მოხსნან ბლოკი თუ როგორაა ეგ?


ოღონდ მასტერქარდი ჩემი არაა და უნდა ჩალიჩი ?

Posted by: Switchback 5 Jun 2011, 16:59
დღეს (კვირას) შანსი არ არის ხო ხელფასი რო დაირიცხოს ბარათზე?

Posted by: A1oneman 5 Jun 2011, 18:10
თუ ვინმემ იცით მითხარით რა
ახალი სტუდენტური ბარათები რომ არის, ბარათზე 16-ნიშნა ნომრის დაბლა რომ 9-ნიშნა ნომერია, ეგ ანგარიშის ნომერი ხომ არ არის?

Posted by: Did_Giorgi 6 Jun 2011, 00:03
A1oneman
QUOTE
16-ნიშნა ნომრის დაბლა რომ 9-ნიშნა ნომერია, ეგ ანგარიშის ნომერი ხომ არ არის?

ხო ეგაა, ყოფილი ანგარიშის ნომერი
ანუ ანგარიში სანამ IBAN ფორმატში გადავიდოდა.
ახალი რეკვიზიტებისათვის მიაკითხეთ ნებისმიერ სერვისცენტრს wink.gif

Posted by: A1oneman 6 Jun 2011, 00:07
Did_Giorgi
QUOTE
ხო ეგაა, ყოფილი ანგარიშის ნომერი
ანუ ანგარიში სანამ IBAN ფორმატში გადავიდოდა.
ახალი რეკვიზიტებისათვის მიაკითხეთ ნებისმიერ სერვისცენტრს wink.gif


მადლობა გამოხმაურებისთვს.
მარა სანამ ამ პოსტს წავიკითხავდი მაგ ნომერზე გადმოვრიცხე ვებმანიდან wml.ge-ს დახმარებით თანხა და რა გამოდის, არ დაჯდება ანგარიშზე?

Posted by: Did_Giorgi 6 Jun 2011, 01:45
A1oneman
ჯერჯერობით დაჯდება, 1 სექტემბრიდან უკვე აღარ, ამიტომ შეეცადე მანამდე გადაიყვანო IBAN ფორმატში yes.gif

Posted by: NACNOBI 6 Jun 2011, 02:02
2010 წლის 3 მაისიდან საქართველო ჩაერთო ანგარიშსწორების საერთაშორისო სისტემაში და ანგარიშების გენერაცია საერთაშორისო სტანდარტის დაცვით- იბანის ფორმატით- წარმოებს .მობრძანდით "საქართველოს ბანკის" ნებისმიერ სერვის-ცენტრში ან დარეკეთ ბანკის ქოლ-ცენტრში შემდეგ ტელეფონის ნომერზე +99532 444 444, თქვენს ანგარიშებს გადავიყვანთ იბანის ფორმატზე და ანგარიშების ახალ რეკვიზიტებს გადმოგცემთ ან გადმოგიგზავნით თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
გთხოვთ მომავალში ოპერაციების წარმოებისას აღნიშნული რეკვიზიტებით იხელმძღვანელოთ.

ეს წერილი დამხვდა და რა დოზანაა იცით ვინმემ?

Posted by: Did_Giorgi 6 Jun 2011, 02:49
NACNOBI
QUOTE
ეს წერილი დამხვდა და რა დოზანაა იცით ვინმემ?

ზედა 3-4 პოსტი წაგეკითხა იქნებ?! user.gif

Posted by: playstation 6 Jun 2011, 07:44
amex-ზე ბილინგ თარიღი მქონდა 5 ივნისი ყველაფერი უკან დავაბრუნე დაჟე მეტი დავაბრუნე
დღეს 6-ია ანუ დღეიდან ისევ შემიზლია გამოყენება ხომ?
უბრალოდ ეს პირველი საკრედიტო ბარათის პირველი უკან დაბრუნებაა თანხის და ჯერ ცოტა გაურკვევლობაში ვარ
ლოგიკურად უნდა შემეძლოს ისევ დღეიდან smile.gif

Posted by: Switchback 6 Jun 2011, 08:09
300 ლარიანი ხელფასით800 ლარის კრედიტს ხო გააკეთებენ ??
და ხანგრძლივი პროცედურაა თუ იმ დღესვე მტკიცდება??
და ხელფასი მაქვს სულ 3 ჯერ დარიცხული და რამე პრობლემა იქნება ?

Posted by: FishFace 6 Jun 2011, 08:27
playstation
შეგიძლია რა თქმა უნდა.

ისე გიჩქარია თანხის დაბრუნება. შეგეძლო ბილინგის თარიღს + 25 დღეში გადაგეხადა.

Posted by: Did_Giorgi 6 Jun 2011, 21:49
Switchback
QUOTE
300 ლარიანი ხელფასით

2 444 444-ზე დარეკე ჯობია
თუ არ ვცდები 400 ლარია მინიმალური ხელფასი, მაგ ხელფასზე ორენჯს დაგიმტკიცებენ
მოკლედ უნდა გაარკვიო რა

Posted by: Alcoholic 8 Jun 2011, 16:26
მოკლედ ჩემს ძმას აქვს 2008 - წლის ბარათი , და დაკარგული აქვს პინი თუ რაც ქვია რითიც გამოგაქვს თანხა და შიგნით არის
20 ლარამდე თუ რაღაც და ვერანაირად ვერ გამოვიტან ამ თანხას ან სადმე ვერ გამოვიყენებ ?>

Posted by: iase 10 Jun 2011, 03:04
20 თეთრს რატომ Iღებს ბანკომატიდან თანხის გატანის დროს საქართველოს ბანკი?

თავისზავე პლასტიკურზე

Posted by: justgame 10 Jun 2011, 09:53
საქართველოს ვისა ელექტრონ აქვს საშვალება ინტერნეტში გადახდის?

Posted by: Tvalebi 10 Jun 2011, 15:29
iase

QUOTE
20 თეთრს რატომ Iღებს ბანკომატიდან თანხის გატანის დროს საქართველოს ბანკი?

უფასო განაღდება გინახია სადმე ? თუ ინდივიდუალური პირობები არ გაქ

Posted by: iase 10 Jun 2011, 15:33
Tvalebi
QUOTE
უფასო განაღდება გინახია სადმე ? თუ ინდივიდუალური პირობები არ გაქ

უფასო მომსახურებაა თავისზავე ბანკომატზე

Posted by: Mr-Banks 10 Jun 2011, 15:35
Tvalebi


კი. უფასო არის 2 ბანკში. არ დავასახელებ. biggrin.gif

Posted by: Tvalebi 10 Jun 2011, 20:28
Mr-Banks

QUOTE
კი. უფასო არის 2 ბანკში. არ დავასახელებ.

ხო, მე ეტყობა ცამოვრჩი ცხოვრებას biggrin.gif
ინდივიდუალური ან სელფასო თუ არაა სადმე არი ?
ისე იღიმი ტაოს გულისხმობ ალბათ ხო ? biggrin.gif wink.gif

Posted by: Did_Giorgi 10 Jun 2011, 21:02
ალკოჰოლიკი
QUOTE
მოკლედ ჩემს ძმას აქვს 2008 - წლის ბარათი , და დაკარგული აქვს პინი თუ რაც ქვია რითიც გამოგაქვს თანხა და შიგნით არის
20 ლარამდე თუ რაღაც და ვერანაირად ვერ გამოვიტან ამ თანხას ან სადმე ვერ გამოვიყენებ ?>


ბარათი ალბათ გაუქმებული იქნება
ისე შენი ძმა უნდა მივიდეს რომელიმე სერვისცენტრში და გამოიტანოს ის 20 ლარ თუღა არის დარჩენილი ოღონდ
იმედია საკომისიოებმა არ წაიღო smile.gif

Posted by: FishFace 10 Jun 2011, 22:09
Mr-Banks
QUOTE
კი. უფასო არის 2 ბანკში. არ დავასახელებ

მე 3 ბანკი ვიცი, სადებეტოს უფასო განაღდებით ბანკომატში.

მოგიგე smile.gif

უფრო სწორად 2.5 რადგან ერთერთი შენ რომელსაც გულისხმობდი უფასოა მხოლოდ პირობითად - ანუ გარკვეულ პირობას უნდა აკმაყოფილებდე რომ ბანკომატიდან უფასოდ გაანაღდო.

კიდევ უფასოა სალაროდან ყველაზე პატრიოტულ ბანკში smile.gif დანარჩენები არიან სისხლისმწოველი პარაზიტები! biggrin.gif

Posted by: INA-INA 10 Jun 2011, 22:35
ეს თანხის განაღდების საკომისიო მართლა მარაზმია რა.

Posted by: iase 10 Jun 2011, 23:48
INA-INA
QUOTE
ეს თანხის განაღდების საკომისიო მართლა მარაზმია რა.

ზუსტად 15 ლარი დავსვი
ბარატზე
უნდა გამომეტანა 15 ივე და არ არის საკმარისი თანხაო drug.gif

Posted by: Mr-Banks 10 Jun 2011, 23:53
Tvalebi

ტაო არანაირად. :puke:

2 ვიცი და ხელფასი არაა საჭირო.


FishFace

საუბარია, ბარათიდან ბანკომატში უფასო განაღდებაზე და არა - სალაროში.

Posted by: lilu777 11 Jun 2011, 00:18
კაი რა განაღდების საკომისიოზე წუწუნებთ მერე წახვალთ ბარში ან კიდევ სადმე მთელ ხელფას სასმელში ან სისულელეში გადაყრიან ხოლმე და ოცი თეთრი ან 2 ლარი გახდა პრობლემა? რეალურად მასეთი ხელმომჭირნე და ფულის გამომზოგავი არცერთი ქართველი არაა და რას ჟმოტობთ ეხლა smile.gif

Posted by: FishFace 11 Jun 2011, 01:06
lilu777

QUOTE
ოცი თეთრი ან 2 ლარი გახდა პრობლემა? რეალურად

ეჰ, რაის 20 თეთრი და 2 ლარი. smile.gif
სტანდარტულად 0.2%-ია, ზოგს მეტიც აქვს ხოლმე.
აბა წლიურ ბრუნვაზე გადათვალე.



Posted by: Tvalebi 11 Jun 2011, 01:34
Mr-Banks

QUOTE
2 ვიცი და ხელფასი არაა საჭირო.

დაწერე შე დალოცვილო რა ბანკებია, მე სხვა პლანეტაზე ვარ ? biggrin.gif

lilu777

QUOTE
კაი რა განაღდების საკომისიოზე წუწუნებთ

+1

ისე როგორ ხარ ? wink.gif

FishFace

QUOTE
აბა წლიურ ბრუნვაზე გადათვალე.

1000 ლარის განაღდებაზე 2 ლარი გახდა პრობლემა ? wink.gif
10,000-ზე კიდე 20, კაი რა biggrin.gif

Posted by: lilu777 11 Jun 2011, 01:39
FishFace


ხოდა მაგას ვამბობ რანმდენი უნდა გამოიტანო მაქსიმუმ 2 ლარი გამოგივიდეს დღეში

წლიურ ბრუნვაზე მასე გზის ფული რამდენი გამოგდის? მაშინ სახლში დაჯექი და არსად წახვიდე დაზოგავ. ტაქსში არ ჩაჯდე მარშუტკას გამოეკიდე რომ დაზოგო და ასე შემდეგ smile.gif))

ვისაც ფული არააქ იმათ არც ეჭრებათ დამიჯერე ისეთი ხელშეკრულება აქვთ იმ სახელფასოში ჩართულ ორგანიზაციებს. და საერთოდ საქართველოს ბანკს იმდენი პროდუქტი აქვს და ისეთი ინოვაციურია ყოველთვის მეტიც რომ გეჭრებოდეს არაუშავს smile.gif
* * *
Tvalebi


კარგად შენ როგორ ხარ? დიდიხანია არცერთ თემაში თუ სოციალურ ქსელში არ შევხვედრილვართ tongue.gif

Posted by: FishFace 11 Jun 2011, 02:05
lilu777

QUOTE
წლიურ ბრუნვაზე მასე გზის ფული რამდენი გამოგდის? მაშინ სახლში დაჯექი და არსად წახვიდე დაზოგავ. ტაქსში არ ჩაჯდე მარშუტკას გამოეკიდე რომ დაზოგო და ასე შემდეგ

აბა ეგ რა შედარებაა? არც დავაკომენტირებ იმდენად დემაგოგიურია.

QUOTE
საქართველოს ბანკს იმდენი პროდუქტი აქვს და ისეთი ინოვაციურია ყოველთვის მეტიც რომ გეჭრებოდეს არაუშავს

მადლობა biggrin.gif ჟელეზნაია ლოღიკა ადნაკა biggrin.gif
საინტერესოა სბ-ს მენეჯმენტს რატომ არ მოსდის თავში იგივე ღენიალური აზრი? biggrin.gif გახადონ განაღდება 10% პირდაპირ ზაჩემ მელოჩიტსა. 'ინოვაციური პროდუქტებით' სარგებლობისათვის ვართ ღირსები რომ მეტიც გადავიხადოთ.

Tvalebi
QUOTE
1000 ლარის განაღდებაზე 2 ლარი გახდა პრობლემა ? wink.gif 10,000-ზე კიდე 20, კაი რა biggrin.gif

გააგრძელე და პრობლემას სადაც დაინახავ შეჩერდი და მითხარი smile.gif

ისე მე არც არაფერი არ მეჭრება, არცერთ ბანკში. smile.gif

Posted by: Mr-Banks 11 Jun 2011, 02:36
Tvalebi

ცისფერი სამკუთხედი და წითელი გოჭუნა. biggrin.gif

Posted by: Tvalebi 11 Jun 2011, 02:41
lilu777

QUOTE
საერთოდ საქართველოს ბანკს იმდენი პროდუქტი აქვს და ისეთი ინოვაციურია ყოველთვის მეტიც რომ გეჭრებოდეს არაუშავს

ეს კარგი იყო, ჩაგეთვალა biggrin.gif wink.gif

FishFace

QUOTE
გააგრძელე და პრობლემას სადაც დაინახავ შეჩერდი და მითხარი

რაღა გავაგრძელო ? wink.gif შენ ის თქვი განაღდებელი არ დაილიოს და 2 ლარი ჭირსაც წაუღია biggrin.gif

ისე რა პირობები გაქ თანაც ყველგან რომ უფასოდ გაქ... საინტერესოა ფრიად smile.gif

Mr-Banks

QUOTE
ცისფერი სამკუთხედი და წითელი გოჭუნა.

საკუტხედი გავიგე მარა გოჭუნა ეგ რა ხილია ან ბოსტნეული ? rolleyes.gif

Posted by: Mr-Banks 11 Jun 2011, 03:10
Tvalebi

აი, გერმანიაში რომ აქვს საპროცესინგოო.. biggrin.gif

Posted by: INA-INA 11 Jun 2011, 10:40
lilu777
QUOTE
კაი რა განაღდების საკომისიოზე წუწუნებთ მერე წახვალთ ბარში ან კიდევ სადმე მთელ ხელფას სასმელში ან სისულელეში გადაყრიან ხოლმე და ოცი თეთრი ან 2 ლარი გახდა პრობლემა?



ეტყობა შენ ხარ-ხოლმე მასეთ დღეში biggrin.gif

iase

ხო 20 თეთრი გჭირდება ბანკომატიდან,რომ გაიტანო და ს/ც 50 თეთრი.

Posted by: lilu777 11 Jun 2011, 12:25
FishFace


წეღან მესამე მსოფლიოს ბანკებს რომ გულისხმობდით საკომისიო არ გეჭრებაო. მაგ ბანკებმა რომ საკომისიო მოაჭრან თანხის გატანაზე ყველა დაივიწყებს მაგათ არსებობას biggrin.gif

გატანის საკომისიო კიდევ წესით ჩვეულებრივი ამბავი უნდა იყოს როგორც იცი რომ მგზავრობის დროს თანხა უნდა გადაიხადო. იმიტო რომ ბარათი რომ გაქვს კომფორტია ეს, ბანკომატით რომ გამოგაქ ესეც კომფორტია საქართველოს ბანკის ბანკომატები სხვებთან შედარებით ყველა კუთხეშია, საქართველოს ბანკის კლიენტი რომ ხარ ეგეც კომფორტია და თუ არ მოგწონს წადი ბუღალტერს თხოვე ხელზე მოგცეს თუ ეს კიდევ შესაძლებელია და მერე საფულეში ეგრეთ წოდებულ ,,ბუმაჟნიკში" ჩაიკუჭე ფული biggrin.gif

სხვა ქვეყნებს, რომ ბაძავთ მაშინ საბანკო სისტემაც უდნა გაითავისოთ. ხელფასი ბარათზე, ზედმეტი ფული ანაბარზე და ფული გჭირდება? სესხის აიღე !

Posted by: INA-INA 11 Jun 2011, 16:42


სხვათაშორის სხვა ქვეყნის წარმომადგენლები რომ მოდიან და ანგარიშის გახსნა უნდათ. ანგარიშის მომსახურების საკომისიოზე და თანხის გატანის საკომისიოზე თვალები ეყვლიფებათ-ხოლმე biggrin.gif

Posted by: lilu777 11 Jun 2011, 17:54
INA-INA


იმიტომ რომ ძირითადად მოხეტიალე თავგადასავლების მოყვარული და ღარიბი უცხოელები არიან რომლებიც ძირითადად ისეთი ბანკის მომსახურებით სარგებლობენ რომლებიც ზუსტად მხოლოდ ამ ფენას ემსახურება. ჰოლიდეიში როგორები დადიან დააკვრიდი აბა კითხე ვინმე ნაცნობს იქ თუ ეყვლიფება ვინმე უცხოელს თვალები საკომისიოზე ან კიდევ სხვა მსგავს ფილიალში. საქართველოში ტურისტების ძირითადი ნაწილი ღარიბია

Posted by: FishFace 11 Jun 2011, 18:59
lilu777
ერთი რამ მაინტერესებს - უცხოური ბანკების ამბავი გადმოცემით იცი თუ გისარგებლია როდესმე მათი მომსახურებით? smile.gif

QUOTE
თანხა უნდა გადაიხადო. იმიტო რომ ბარათი რომ გაქვს კომფორტია ეს, ბანკომატით რომ გამოგაქ ესეც კომფორტია

ვაჰ, უკვე მეორეჯერ არ ემთხევა შენი აზრი სბ-ს მენეჯმენტის აზრს, სალაროდან გატანაზე უფრო მეტ საკომისიოს აჭრის სბ, ვიდრე ბანკომატიდან. ანუ მაგ ლოგიკით სბ-ს სალაროდან გატანა უფრო დიდი კომფორტი ყოფილა ჩემთვის, რადგან მეტს მართმევენ biggrin.gif

აქამდე მეგონა რომ ბანკომატი ბანკს საოპერაციო ხარჯებს უზოგავს (ნაკლები ხალხი მიდის ს/ც-ში შესაბამისად ნაკლები ს/ც, პერსონალი და ა.შ.), თქვენ ამ აზრს არ ეთანხმებით?

QUOTE
იმიტომ რომ ძირითადად მოხეტიალე თავგადასავლების მოყვარული და ღარიბი უცხოელები არიან რომლებიც ძირითადად ისეთი ბანკის მომსახურებით სარგებლობენ რომლებიც ზუსტად მხოლოდ ამ ფენას ემსახურება.

სტატისტიკის წყაროს გაგვიმხელთ? smile.gif
* * *
QUOTE
საქართველოში ტურისტების ძირითადი ნაწილი ღარიბია

ეს დასკვნა ალბათ გამოიწვია შემდეგმა ფრაზამ
QUOTE
ანგარიშის მომსახურების საკომისიოზე და თანხის გატანის საკომისიოზე თვალები ეყვლიფებათ-ხოლმე

ქართველები კიდევ მდიდრები ვართ რადგან ნუ რა მნივნელობა აქვს ამ საკუთარი თანხის გადახდის საკომისიო იქნება თუ არა რადგან ჩვენ საკუთარ ტაქსით სიარულზე და რესტორანში ქეიფზე ხომ ვხარჯავთ ფულს და ბარემ მაგაზეც დავხარჯოთ, რა პრობლემაა.
თან ინოვაციური პროდუქტები ქონიათ ქართულ ბანკებს და მაგიტომ საკუთარი თანხის განაღდებაზე საკომისიო რომ დამიწესონ რა პრობლემაა. დაჟე მეტი საკომისიოც გვეკუთვნის გადასახდელად, კიდევ ცოტა ქონიათ დაწესებული smile.gif
კსტაწი 'ინოვაციური პროდუქტი' რომელია ერთი ისიც გვითხარი პლზ. ბოლო ინოვაცია რაც მე ვიცი საბანკო საქმეში პლასტიკური ბარათები და ინტერნეტ ბანკინგი იყო. რომელიც ათწლეულებია არსებობს. ეჭვი მაქვს რომ ინოვაციაში ბარათზე საკუთარი სურათის დატანას გულისხმობ smile.gif

Posted by: lilu777 11 Jun 2011, 21:29
FishFace


გადმოცემით ნათქვამით არასდროს ვლაპარაკობ

ტურიზმის სფეროს კარგად ვიცნობ და თვალები ეყვლიფებათ თუ რა სიტყვაც იყო ეს სხივისი ფრაზის პერეფრაზი გავაკეთე და მაგით დასკვნა არ გამიკეთებია

ქართველები მდიდრები არიან თუ არა არაფერ შუაშია აქ უბრალოდ ყველას და ყველაფერს ვაკრიტიკებთ და თუ მართლა ასეთი ხელმომჭირნეები ვართ მთავარზე არ გვაქ ორიენტირება რაშიც მართლა საჭიროა ხელმომჭირნეობა

და საერთოდ კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო ნათქვამია smile.gif

Posted by: FishFace 11 Jun 2011, 22:28
lilu777
QUOTE
თუ მართლა ასეთი ხელმომჭირნეები ვართ მთავარზე არ გვაქ ორიენტირება რაშიც მართლა საჭიროა ხელმომჭირნეობა

ოკ, მგონი დავაახლოვეთ პოზიციები. smile.gif ეს უკვე უწინ რომ ამბობდი გადაიხადეთ რა პრობლემააო იქედან შორსაა smile.gif

QUOTE
კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო ნათქვამია

ზალატიე სლოვა

Posted by: Mr-Banks 11 Jun 2011, 22:41
რატომ უნდა გადავიხადო თუნდაც 20 თეთრი, თუ მსგავს მომსახურებას სხვა ბანკი უფასოდ მთავაზობს? smile.gif

Posted by: Did_Giorgi 12 Jun 2011, 00:11
Mr-Banks
QUOTE
რატომ უნდა გადავიხადო თუნდაც 20 თეთრი, თუ მსგავს მომსახურებას სხვა ბანკი უფასოდ მთავაზობს?

კარგი კითხვაა up.gif
თუმცა მიუხედავად იმისა რომ აქ 0.2%-არის განაღდება, მაინც უფასო განაღდების მქონე ბანკებზე მეტი კლიენტი ჰყავს tongue.gif
ესაა მთავარი.
უფასო პროდუქტს ყველა გაყიდის, მთავარია ფასიანი გაყიდო biggrin.gif
* * *
კაი ეხლა არ მეჩხუბო ოღონდ, ნახევრად ხუმრობით დავწერე user.gif

Posted by: Mr-Banks 12 Jun 2011, 01:00
Did_Giorgi
ხოდა, მე მიხარია, რომ არ ვიხდი ბანკომატის საკომისიოს და შესაბამისად, არ ვამდიდრებ ნარინჯისფერებს. bis.gif


ვისაც ტვინის განძრევა ეზარება, ღირსია, რომ 20 კი არა, 1200 თეთრი გადაიხადოს. bis.gif

Posted by: @guro@ 12 Jun 2011, 13:56
Tvalebi
QUOTE
საკუტხედი გავიგე მარა გოჭუნა ეგ რა ხილია ან ბოსტნეული ?

პროკრედიტი.


ისე აქ რისთვის შემოვედი,
ე.ი. ბოლო დროს ეს ბანკი უფრო ნაკლებად და ნაკლებად იწვევს ბანკის ასოციაციას biggrin.gif
ყველაფერს მოედო, აი ყველაფერს.
ნუ დამფუძნებლები იასნია ძალიან კარგად გრძნობენ თავს biggrin.gif

ისე დამფუძნებლებს ხო არ გაგვაცნობდით კომპეტენტურო იუზერებო? smile.gif
მე მაინტერესებს.

Posted by: Did_Giorgi 12 Jun 2011, 23:42
@guro@
QUOTE
დამფუძნებლებს ხო არ გაგვაცნობდით კომპეტენტურო იუზერებო?

რას ამბობ კომპეტენტურო
საქაქციო საზოგადოებაა და მაგათ დამფუძნებლებს კი არა და აქციონერებს ვინ მოსთვლის?!
უამრავია.
QUOTE
ყველაფერს მოედო, აი ყველაფერს.

მაგალითად?
თუ მოედო და ეგ ჩვეულებრივი ამბავია - არსებობს თავისუფალი კაპიტალი - ხდება მომგებიან ბიზნესში ინვესტირება, რა პრობლემაა?? spy.gif
Mr-Banks
QUOTE
ხოდა, მე მიხარია, რომ არ ვიხდი ბანკომატის საკომისიოს და შესაბამისად, არ ვამდიდრებ ნარინჯისფერებს.

მე ამ ბანკის თანამშრომელი ვარ და მეც კი მეჭრება ეგ 0.2%, თუმცა არსებობს ბევრი ორგანიზაცია, ვისაც განაღდების საკომისიო არ აქვს. აქვე მინდა მოგახსენო რომ ეგ 0.2% დისკომფორტს არ მიქმნის, იმიტომ რომ, თანხა შემიძლია გამოვიტანო თითქმის ყველა დასახლებულ პუნქტში და დღეღამის ნებისმიერ დროს.
QUOTE
ვისაც ტვინის განძრევა ეზარება, ღირსია, რომ 20 კი არა, 1200 თეთრი გადაიხადოს.

საკუთარ თავს უფლებას მივცემ და ამას ფორუმელთა ირიბ პროვოკაციად და შეურაცხყოფად ჩაგითვლი. განმეორების შემთხვევაში დაივორნები bis.gif bis.gif
თუ არ შეგიძლია ნორმალურ დისკუსიაში შესვლა უსერებთან, შეგიძლია ეგ ცისფერი დემაგოგია არ გამოიყენო ფორუმზე, მომაბეზრებელია user.gif

Posted by: Mr-Banks 12 Jun 2011, 23:57
Did_Giorgi

რა ტეხავს, ბანკის თანამშრომელს რომ ბანკი აჭრის ბანკომატის საკომისიოს. givi.gif

მეც მსგავსი რამის განხორციელება შემიძლია, ოღონდ 0%-ად. wink.gif

საკუთარ თავს უფლებას მისცემ? რა არის ირიბი პროვოკაცია? ვისაც თვლა და ტვინის განძრევა ეზარება, ესე იგი, კიდია საკომისიო, ხოდა დაე, ჩამოეჭრას უფრო მეტი საკომისიო.

აქვე ანდაზა: იმუშავეთ ვირებო და ჭამეთ შეგნებულებოო. ანდაზის გამო ვორნია? lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Did_Giorgi 13 Jun 2011, 00:15
Mr-Banks
QUOTE
რა ტეხავს, ბანკის თანამშრომელს რომ ბანკი აჭრის ბანკომატის საკომისიოს

ხო, მაგრად მიტყდება მეც, დღისით ქუჩაში თავაწეული ვერ დავდივარ sad.gif
biggrin.gif

შენ რომ ვინმემ გითხრას ტვინის განძრევა გეზარებაო, მოგეწონება?

მოკლედ მაგარი მეთოდები გაქვს კლიენტების მოხიბვლის რა.
შენი საქმის შენ იცი, მაგრამ ფორუმის წესები არ დაარღვიო, გადახედე კარგად, გაეცანი.
QUOTE
აქვე ანდაზა: იმუშავეთ ვირებო და ჭამეთ შეგნებულებოო.

მასე არაა ეგ ანდაზა tongue.gif
QUOTE
ანდაზის გამო ვორნია?

ანდაზის გამო არა, მაგრამ:
4.3.1.4. მისთვის ცნობილი ცრუ ინფორმაციის მიზანმიმართული გამოქვეყნება
ეს ანდაზა შენც ხომ იცი სხვანაირად რომაა? biggrin.gif
მოკლედ 1:0.

Posted by: Mr-Banks 13 Jun 2011, 00:25
Did_Giorgi

ხო, რა იყო მერე. ადამიანი კოგნიტურად ძუნწი არსებაა და ხანდახან მიმართავს პრობლემის გადაწყვეტის მარტივ და არა - ალგორითმულ მოდელს. მეზარება ხანდახან ტვინის განძრევა მეც. გასაკვირი რა არის. ვერავის მანახებ, ვინც მთელი დღის მანძილზე მუდმივად აქტიური გონებით მუშაობს და ცოტა ხალტურაზე არ ფიქრობს. wink.gif


და ვინ გითხრა, რომ კლიენტებს ვხიბლავ? აქ საუბარი იყო განაღდების საკომისიოზე და რატომ უნდა გადავიხადო თუნდაც 20 თეთრი + ბარათის ანგარიშის მომსახურება თვეში 1 ლარი, როცა სხვა ბანკში საერთოდ 0-ია (პროკრედიტი, ბაზისი და ა.შ.). სხვა არის, თუ ხელფასი გერიცხება ამ ბანკში, მაშინ ვერაფერს იზამ.

ფორუმის წესებს არ ვარღვევ და შეურაცხყოფას არავის ვაყენებ. მე გამოვთქვი ჩემი სუბიექტური აზრი, რომ ღირსია ყველა, ვინც არ თვლის, რამდენი საკომისიო ეჭრება, რომ უფრო მეტი ჩამოეჭრას. wink.gif

მე ეგრე ვიცი ეგ ანდაზა და იქნებ დაწერო, როგორ არის. სერიოზულად მაინტერესებს. smile.gif

Posted by: g_o_g_i_n_a 13 Jun 2011, 09:57
ამერიკან ექსპრესი თუ გაქვთ ლიმიტის გარეშე ?
თუ გაქვთ უხელფასოდ თუ ამტკიცებენ?
ვიცი რომ სისულელეს ვკითხულობ მაგრამ იქნებ იყოს

Posted by: INA-INA 13 Jun 2011, 11:12
g_o_g_i_n_a

ლიმიტიანია ამერიკან ექსპრესი. ბლუ 500-2000. გრინი 1500-6000.
ბანკში თუ არ გერიცხება ხელფასი, მაინც ჭირდება ცნობა სამსახურიდან რომ ხელზე იღებ. მინიმუმ 400 ლარი.

Posted by: FishFace 13 Jun 2011, 13:05
g_o_g_i_n_a
QUOTE
ამერიკან ექსპრესი თუ გაქვთ ლიმიტის გარეშე ?

არის ამექსი სადებეტოც. საიტზე ნახე. მარა 70 ლარი წლიური მომსახურების და საკუთარი თანხის განაღდება ბანკომატში 0.3% (ინოვაციურია ეტყობა) biggrin.gif

სამაგიეროდ მრ ქულები ერიცხება.

Posted by: Mr-Banks 13 Jun 2011, 16:41
g_o_g_i_n_a

amex rewards ბარათი აქვთ 2 წლიანი, წელიწადში 70 ლარი drug.gif

Posted by: @guro@ 13 Jun 2011, 20:50
Did_Giorgi
QUOTE
საქაქციო საზოგადოებაა და მაგათ დამფუძნებლებს კი არა და აქციონერებს ვინ მოსთვლის?!
უამრავია.

ნუ მე ზოგიერთი ბანკის ვიცი და ჯდება ჩვეულებრივ ჩამონათვალში, ანუ ამდენი აქციონერი ყავთ? spy.gif

Posted by: FishFace 13 Jun 2011, 21:05
@guro@
დამფუძნებელი სხვაა და აქციონერი სხვა.

უფრო უპრიანი იქნებოდა გეკითხა ყველაზე მსხვილი აქციონერების სია.

შენ რომ იცი ჩამონათვალში რომ ეტევიან იმ ბანკების აქციები IPO-ზე არ გასულა და შესაბამისად ისე ფრაგმენტირებული არაა როგორც სბ-სი.

მე ვიცი რომ ლადო გურგენიძე ჯერ კიდევ მსხვილი აქციონერია ამ სბ-ს. აქაც მე ვარ იქაც მე ვარ-ს თამაშობს smile.gif

Posted by: INA-INA 13 Jun 2011, 22:29
FishFace

...და ამექსგრინის ფასდაკლებების აქციაც მოქმედებს მასზე smile.gif ე.წ. სელექტები. biggrin.gif

ნუ რო გამოვთვალე. 70 ლარს იხდი. სამაგიეროდ არ იხდი, ანგარიშის მომსახურების საკომისიოს წელიწადში 12 ლარი. ბარათი დაზღვეულია სტანდარტ+ რომელიც წელიწადში 7 ლარია. მრ ქულებში ჩართვა 10 ლარი ღირს.
და ბევრი ვიცი ეგ ბარათი იმიტომ აიღეს რომ ბანკომატიდან განაღდების ლიმიტი 3000 ლარეა. 27 სთ. განმავლობაში. bis.gif

Posted by: @guro@ 13 Jun 2011, 23:17
FishFace
QUOTE
დამფუძნებელი სხვაა და აქციონერი სხვა.

მე პრინციპში დამფუძნებლები მაინტერესებდა, აქციონერები სულაც არა
მაგრამ რატომღაც აქციონერებისკენ მიმითითეს ზემოთ და biggrin.gif

Posted by: g_o_g_i_n_a 13 Jun 2011, 23:58
18 წლის მოზარდზე არ იძლევიან თურმე მაინც და რა აზრი აქვს


ისე TBC-ს ბარათიდან გადმომირიცხეს საქართველოს ბანკის ბარათზე საღამოს და ხვალ რომელი საათისთვის დამიჯდება?

Posted by: ice-girl 15 Jun 2011, 15:01
საქ ბანკის მარჯანიშვილის მეტროს ფილიალის თანამშრომლებო მადლობააა დამხარებისთვის , სხვანაირად ხმა ვერ მოგაწვდიენთ და იქნებაა აქ შემოდიხართsmile.gif თუ არა და ნუ მაინც მადლობა smile.gif

Posted by: Did_Giorgi 15 Jun 2011, 23:10
ice-girl
QUOTE
საქ ბანკის მარჯანიშვილის მეტროს ფილიალის თანამშრომლებო მადლობააა დამხარებისთვის , სხვანაირად ხმა ვერ მოგაწვდიენთ და იქნებაა აქ შემოდიხართ

მე ვიცნობ მაგათ smile.gif
რა ქნეს ასეთი?? smile.gif

Posted by: chuvak_lexo 15 Jun 2011, 23:24
QUOTE
საქართველოს ბანკი

მუაგრად არ მევასებით :|
არც სხვები ბრწყინავენ მაგრამ ძალიან არ მევასებით დაჟე ჩემ სომეხ კურსელზე მეტად :|

Posted by: FishFace 16 Jun 2011, 00:16
chuvak_lexo
QUOTE
არ მევასებით დაჟე ჩემ სომეხ კურსელზე მეტად

საკუთარ თავს აყენებ შეურაცყოფას მაგ სიტყვებით.

Posted by: chuvak_lexo 16 Jun 2011, 00:33
FishFace
QUOTE
საკუთარ თავს აყენებ შეურაცყოფას მაგ სიტყვებით. 

მგონი უფრო ხელი დავარტყი ჩემს თავს ვიდრე შეურაწყობა მივაყენე

Posted by: ice-girl 16 Jun 2011, 14:33
Did_Giorgi

ხოდა გადაეცი მადლობა რაააsmile.gif დზაან დამეხმარენ ნუ მთელი ისტორიააsmile.gif

Posted by: playstation 16 Jun 2011, 17:31
მოკლედ რა მაინტერესებს ინტერნეტში ვიძენ ნივთს
საიტს უწერია რომ ამოწმებენ ბილინგ მისამართს და შიპინგ მისამართს და თუ არ დამეთხვა აუქმებენ
ხოდა აქ ვიკითხავ რა შინაურულად ვგრძნობ თავს აქ უფრო.

მოკლედ არსებობს რომელიმე ბანკის ბარათი საქართველოში რომელსაც ეს ბილინგ მისამარტი არ ექნება
ადრე პროკრედიტის კლასიკზე ამბობდნენ რომ იმას არ აქვს ეგ ბილინგ მისამართიო და მაგ ბარათით რომ შევუკვეთო შეიძლება ნეტა?

Posted by: chuvak_lexo 16 Jun 2011, 17:36
QUOTE
საქართველოს ბანკი

თვენს სტაჟირებაზე მიღირს? ან დამიტოვებთ ან რეალური პერსპექტივა მააქვს?
HR-ს სამსახურს რო აქვს, არადა წავიკითხე სტაჟირების მერე დაგიტოვებთო და იქნებით ტრენერიო და ხლეფასიც ეწერა 450 თუ არ ვცდები და გუშინ თანამშრომლებმა დატოვებას არ ვაპირებთო და თქვენს სვ-ს რეზერვში შევინახავთო როცა შეიძლება 2 წელი ისე გავიდეს თუ მეტი არა რო არ დამირეკონ და რას მირჩევთ, ამ ეტაპზე ვმუშაობ და 230 ლარს ვიღებ ხელფასს და დაზღვევაც მაქვს და მიღირს წამოსვლა (ერთდროულად გამორიცხულია)

Posted by: Did_Giorgi 16 Jun 2011, 22:10
playstation
QUOTE
მოკლედ რა მაინტერესებს ინტერნეტში ვიძენ ნივთს

პეიპალით ყიდულობ თუ ისე?
პეიპალით თუ ყიდულობ, არცერთი ქართული ბარათი არ გამოგადგება sad.gif

Posted by: freedemocrat 16 Jun 2011, 22:20
მოკლედ გავხდი ამ ბანკის კლიენტი როგორც იქნა biggrin.gif ანგარიში გავხსენი კლასიკ პაკეტით

Posted by: Did_Giorgi 16 Jun 2011, 22:51
freedemocrat
QUOTE
მოკლედ გავხდი ამ ბანკის კლიენტი როგორც იქნა

გილოცავ up.gif

Posted by: Raven 17 Jun 2011, 02:49
ერთი კითხვა.

20-დან რო იცვლება მობილური ტელეფონების პირველი ციფრი და 8-ის მაგივრად 5 რო ხდება და მე ibank.ge-ზე 8-იანი ნომერი მაქ დაფიქსირებული, როგორ მივიღებ სისტემაში შესასვლელ კოდს 21-ში უკვე არარსებულ ნომერზე?

Posted by: chuvak_lexo 17 Jun 2011, 13:25
მეც გამეცით ცინმემ პასუხი :|
......................

Posted by: SkitterZ 17 Jun 2011, 18:51
იქნებ დამეხმაროთ.. ინტერნეტ ბანკში შესვლისას სმს-ით მომდის კოდი და ამ კოდის ჩაწერის შემდეგ შევდივარ მხოლოდ... "რთული ავტორიზაცია" აწერია ზემოთ ხოდა არ მინდა ეს რთული და სმს-ებით მოსული კოდები, პირდაპირ როგორ უნდა შევიდე?

Posted by: CRVENA ZVEZDA 17 Jun 2011, 23:42
მინდა საქ. ბანკმა მომცეს ჩემი რეკვიზიტები (ორანჯი მაქვს) ინგლისურ ენაზე. და რამდენად არის შესაძლებელი ეს და ღირს თუ არა Fული ამ რეკვიზიტების გამოთხოვა?

Posted by: Tvalebi 17 Jun 2011, 23:51
CRVENA ZVEZDA

ეს ინფორმაცია უფასოა wink.gif
რამდენად ღირს შენ უფრო იცი

Posted by: valo 17 Jun 2011, 23:58
chuvak_lexo
QUOTE
თვენს სტაჟირებაზე მიღირს? ან დამიტოვებთ ან რეალური პერსპექტივა მააქვს?


წინა გვერდზე დატოვებული პოსტებით თუ ვიმსჯელებთ არანაირი პერსპექტივა არ გაქვს smile.gif

და მაინც, წარმატებები yes.gif
* * *
SkitterZ
QUOTE
იქნებ დამეხმაროთ.. ინტერნეტ ბანკში შესვლისას სმს-ით მომდის კოდი და ამ კოდის ჩაწერის შემდეგ შევდივარ მხოლოდ... "რთული ავტორიზაცია" აწერია ზემოთ ხოდა არ მინდა ეს რთული და სმს-ებით მოსული კოდები, პირდაპირ როგორ უნდა შევიდე?



1) პარამეტრები
2) არხები
3) მარტივი ავტორიზაცია მონიშნე yes.gif

http://pix.ge/

Posted by: SkitterZ 18 Jun 2011, 00:32
valo
ძალიან დიდი მადლობა smile.gif yes.gif

ვიცი უ-სასაცილოესად ჟღერს ეს კითხვა,პირველად მაქვს შეხება ინტერნეტ ბანკთან, ანგარიშზე რომ დამერიცხება სად დაიწერება?

აქტივები

ვალდებულებები

აქ?

user.gif

Posted by: FishFace 18 Jun 2011, 08:24
SkitterZ
აქტივები რა თქმა უნდა.
ანგარიშების ჩამონათვალი.

Posted by: freedemocrat 18 Jun 2011, 20:49
გადარიცხვა რა ღირს იბანკიდან საქართველოს ბანკის სხვა ანგარიშზე?

Posted by: Mr-Banks 18 Jun 2011, 20:52

freedemocrat


შიდა ბანკის გადარიცხვები ყველა ბანკში უფასოა

Posted by: playstation 19 Jun 2011, 13:33
დღეს AMEX-ის ბარათებით ანგარისშწორებისას გარკვეული პრობლემებია და მოერიდეთ დღეს მაგ ბარათებით ნივთების შეძენას


Posted by: Baiateo 19 Jun 2011, 16:46
SkitterZ

მაგრამ მარტივი ავტორიზაციით გადარიცხვებს ვერ აწარმოებ

Posted by: FishFace 19 Jun 2011, 18:56
playstation
QUOTE
დღეს AMEX-ის ბარათებით ანგარისშწორებისას გარკვეული პრობლემებია და მოერიდეთ დღეს მაგ ბარათებით ნივთების შეძენას

გაიხარე.
ტბს-ს კარტას დააწვა დღეს მთელი სიმძიმე smile.gif

Posted by: DavidKh 19 Jun 2011, 19:17
აფთიაქებში ბარათით გადახდისას რამდენი %-ია საკომისიო ?!

Posted by: Van10Persie 19 Jun 2011, 21:59
ბანკის თანამშრომელი არავინაა აქ? ბარათის ნომერი რომ მივწერო PM-ში და ანგარიშის ნომერი გამიგოს user.gif

Posted by: Did_Giorgi 19 Jun 2011, 22:46
Van10Persie
QUOTE
ბარათის ნომერი რომ მივწერო PM-ში და ანგარიშის ნომერი გამიგოს

არავის მისწერო ბარათის ნომერი biggrin.gif
ბარათზე დახედე, ზედ ეწერება დიდი ალბათობით ანგარიშის ნომერი, თუ არა და ნებისმიერ ს/ც-ში მიდი და უფასოდ და 1 წუთში დაგიბეჭდავენ შენს რეკვიზიტებს
QUOTE
არავის მისწერო ბარათის ნომერი

Posted by: playstation 19 Jun 2011, 22:48
Van10Persie
შედი შენს ინტერნეტ ბანკინგსი და ნახე ანგარისის ნომერი
დღეს არასამუშაო დღე არის მითუმეტეს ეხლა გვიანია
მხოლოდ 24 საატიანი ფილიალები მუშაობს
მერიოტი
აეროპორტი
და მემგონი ჰოლედეი ინნ-შიც არის 24 საატიანი იქნება ეგეც ალბატ
თუ ძაან აუცილებელია გავარდი და უცებ გაიგებ ნომერს
ან დარეკე ქოლ ცენტრში

Posted by: Van10Persie 20 Jun 2011, 00:54
Did_Giorgi
playstation
მადლობა გამოხმაურებისთვის... აუცილებლად დღეს არ მინდოდა, ხვალ მეტროში რომ ბანკია მანდ გავიგებ smile.gif

Posted by: freedemocrat 20 Jun 2011, 14:57
იბანკის მთავარ გვერდზე არ ჩანს ტრანზაქციები და რატომ? დავრეკე გუშინ და ალბათ შაბათ კვირაა და იმიტომო..

არც დღეს ჩანს

ჩემს ანგარიშებში ჩანს მაგრამ აქტივებში და ვალდებულებებში და არც საბუთEბში არა..


Posted by: Tvalebi 20 Jun 2011, 17:01
freedemocrat

QUOTE
ჩემს ანგარიშებში ჩანს მაგრამ აქტივებში და ვალდებულებებში და არც საბუთEბში არა..

შეიძლება რამე დროებითია, დღეს ვნახე იბანკი და ჩანდა ყველაფერი

QUOTE
იბანკის მთავარ გვერდზე არ ჩანს ტრანზაქციები და რატომ?

ამონაწერს დააწრიე, აირჩიე ანგარიში და პერიოდი მიუთითე wink.gif

Posted by: FishFace 20 Jun 2011, 18:59
ამ დღეებში მქონდა ამექსზე დაანგარიშების ვადა და ბლოკში იმდენ ხანს გაჭედეს თანხები რომ კაი 200 ლარი არ მოხვდა დაანგარიშებაში biggrin.gif

ფაქტიურად მაგ თანხაზე საშეღავატო პერიოდი გამიხანრგძლივეს biggrin.gif

მადლობა სბ-ს smile.gif

Posted by: INA-INA 20 Jun 2011, 22:37
DavidKh

არანაირ საკომისიოს არ იხდი როდესაც პოსით სარგებლობ.

Posted by: Mr-Banks 20 Jun 2011, 22:38
ლიმიტი დაფარული მაქვს მთლიანად. ბარათის დახურვა მინდა, ამექს ბლუ. დახურვაზე რაიმე საკომისიო ან პრობლემა ხომ არ იქნება? რაც ქეშ-ბექია დარიცხული, რა ბედი ელის? სადებეტო ბარათზე დაირიცხება, თუ გაქრება?

Posted by: Did_Giorgi 20 Jun 2011, 22:44
Mr-Banks
QUOTE
ბარათის დახურვა მინდა, ამექს ბლუ. დახურვაზე რაიმე საკომისიო ან პრობლემა ხომ არ იქნება?

არაფერი პრობლემა
დახურავ ბარათს, მერე ანგარიშსაც და ვსიო.
QUOTE
რაც ქეშ-ბექია დარიცხული, რა ბედი ელის?

ჩორტ ივო ზნაეტ, სერვის ცენტრში გეტყვიან ზუსტად.

Posted by: playstation 20 Jun 2011, 23:25
Did_Giorgi
მარტლა შენ გეცოდინება ვისოლზე ბენზინს რომ ვასხავ ამექსის ბარათს ვერ მიტარებენ და რატომ?
რა უნდათ რას ერჩიან
ჩვეულებრივ ბრათს იცოცხლე ატარებენ ხოლმე.


Posted by: Did_Giorgi 20 Jun 2011, 23:32
playstation
სურვილი არ აქვთ და მაგიტომ
არც ტერმინალი
ამექსით რომპეტროლში ჩაასხი აწი, უკეთესი ბენზინი აქვთ ვისოლზე smile.gif

Posted by: SkitterZ 21 Jun 2011, 23:20
Baiateo
QUOTE
მაგრამ მარტივი ავტორიზაციით გადარიცხვებს ვერ აწარმოებ

არ დამჭირდება ეს ფუნქცია ალბათ, მაგრამ მაინც დიდი მადლობა ინფორმაციისთვის smile.gif

Posted by: valo 22 Jun 2011, 23:55
Baiateo
QUOTE
მაგრამ მარტივი ავტორიზაციით გადარიცხვებს ვერ აწარმოებ


რატომ ვერ აწარმოებს ? smile.gif
ის სკრინი ჩემი იბანკის იყო და ჩვეულებრივად ვსარგებლობ იბანკით ))

ეგ თავიდან შესვლისას ითხოვს ერთჯერად კოდს yes.gif



Posted by: celestiales 23 Jun 2011, 00:26
ოპერაცია უარყოფილია - არასაკმარისი ნაშთი ანგარიშზე

ეს რა შემთხვევაში შეიძლება დაგიწეროს აჭარაბეთზე ფულის გადატანისას ხომ ვერ მეტვით? ყველაფერი სწორად შემყავს და ხან ამას მიწერს, ხან არასაკმარისი ნაშთიო თუ რაღაც ეგეთი

Posted by: Did_Giorgi 23 Jun 2011, 00:43
celestiales
თანხა არ გაქვს ბარათზე იმდენი, რამდენიც შენ გგონია spy.gif

Posted by: celestiales 23 Jun 2011, 02:11
QUOTE (Did_Giorgi @ 23 Jun 2011, 00:43 )
celestiales
თანხა არ გაქვს ბარათზე იმდენი, რამდენიც შენ გგონია spy.gif

5.15 არაა საკმარისი? user.gif
ნამდვილად მაგდენი უნდა იყოს თუ იგივე ტოტალიზატორიდან გადარიცხული მაშინვე ჯდება ანგარიშზე

Posted by: Did_Giorgi 23 Jun 2011, 22:43
celestiales
QUOTE
5.15 არაა საკმარისი? 
ნამდვილად მაგდენი უნდა იყოს თუ იგივე ტოტალიზატორიდან გადარიცხული მაშინვე ჯდება ანგარიშზე

შეიძლება საკომისიო ან რამე მსგავსი ჩამოგეჭრა yes.gif

Posted by: sunny night 25 Jun 2011, 22:48
ვადიანი ანაბარი მაქვს გახსნილი საქართველოს ბანკში და მაინტერესებს, ვადაზე ადრე რომ გამოვიტანო თანხა და ხელშეკრულება დავარღვიო,
ის პროცენტი აღარ დამერიცხება ნუ ეგ თავისთავად და რა შეიძლება მოყვეს კიდევ? ჯარიმას გადავიხდი? როგორ არის ეს თუ იცით?

Posted by: INA-INA 25 Jun 2011, 23:12
sunny night

პროცენტი დაერიცხება ნაკლები ვადაზე ადრე დარღვევის შემთხვევაში. მთლიანად თუ არ გინდა თანხა ჯობია ანაბრით უზ სესხი გააკეთო.

Posted by: sunny night 26 Jun 2011, 00:33
INA-INA
სიმართლე გითხრა, პროცენტს აღარ დავეძებ, ჩემთვის მთავარია ჩემი თანხა მივიღო უკან სრულად.
ანუ ჯარიმა იმით გამოიხატება რომ პროცენტს აღარ დამირიცხავენ? და საერთოდ აღარ დამირიცხავენ თუ ნაწილს მაინც დამირიცხავენ?

Posted by: Tvalebi 26 Jun 2011, 01:09
sunny night

გააჩნია რამდენ თვიანი ხელშეკრულება გქონა + რამდენი ხანი გედო თანხა ბანკში
მინიმუმ 2% დაგერიცხება

Posted by: Alcoholic 26 Jun 2011, 13:10
უბრალო ბარათი რო ავიღო ღირს რამე ?
ფულის გადარიცხვებისთვის მინდა . Visa მინდა

Posted by: playstation 26 Jun 2011, 22:26
მოკლედ პანიკაში ვარ

რამდენიმე წუტის წინ მომივიდა ეს სმს

SABARATE OPERACIA
tipi gadaxda
barati - 6570
dablokili tanxa - EUR 69.00
obiekti - MOOTORREISI
AS>TALLINN EE
26/06/2011

არადა ევროსი
ამ დღეებში კი არა და საერტოდ არასდროს არ მიყიდია ამ ბარატიტ
მიტუმეტეს 69 ევროს ღირებულების.

სავარაუდოდ ვინმე იყენებს ლევათ ჩემს მონაცემებს?

სად დაიკარგება გადარიცხვა სად წავიდა ხომ გამოჩნდება არა?


ხო ბარატი დაზღვეული მაქვს და ეს ცვლის რამეს ნეტა?
მემგონი ხვალიდან მომიწევს ახალი ბარათის აღება
ეჭვი მაქვს რომ თანხები ქრება ნელ ნელა
ადრეც მომივიდა მემგონი 1$-ზე და ყურადრება არ მივაქციე მემგონი


Posted by: Did_Giorgi 27 Jun 2011, 00:01
playstation
QUOTE
ბარატი დაზღვეული მაქვს და ეს ცვლის რამეს ნეტა?

კიი
თუ დადასტურდა რომ ვინმემ შენი ბარათით არამართლზომიერად ისარგებლა ინტერნეტ გადახდებით, მაშინ თანხა უკან დაგიბრუნდება
ხვალვე მიდი სერვისცენტრში, ბარათი დააბლოკინე და თანხა დააბრუნებინე.

Posted by: playstation 27 Jun 2011, 00:30
Did_Giorgi
ბარატი დავბლოკე მე უკვე ინტერნეტ ბანკინგიტ
ქოლ ცენტრშიც მივიწერე და კი ნამდვილად დაბლოკილია თანხა და სავარუდოდ არის ტურისტული სააგენტოვო
მოინდომა ვიღაცამ ჩემი წვალებით ნაგროვები თანხიტ დასვენება
კიდე კაი ჯერ მხოლოდ 69 ევრო იყო და არა მეტი უფრო.

ანუ ახლი ბარათიზე შანსი არაა ზველი ბარატის ინფორმაციით ვერაფერს იზავს ხო?

და ვსიო ამის მერე ასე გავაკეთებ
ინტერნეტსი ყიდვისთვის ცალკე გამოვყოფ ბარათს რომელზეც ყიდვის წინ გადავრიცხავ ხოლმე თანხას და ისე ვიყიდი
ცოტა თანხა მექნება იმ ბრათზე და შესაბამისად ბევრს ვერც მიპარავენ ხოლმე
ვოტ ტაკ.

ვნახოთ რა მოხდა რეალურად ამონაწერში რამენიმე დღეში გამოცნდებაო
მაგრა მაინტერესებს მეც რომლ საიტზე გადაირიცხა ვინ როგორ რანაირად გადარიცხა

დავწერ მერე როგორ განვითარდება მოვლენები.


* * *
გუსინდელის შემდეგ კიდევ ამოვქექე ბარატიდან განხორციელებული ოპრაციები და
მივაგენი შემდეგს რომ
აი ამ ალილუია სასტავმა
http://www.conventchurch.org

აი ამ მისამართზე მყოფებმა
Convent Avenue Baptist Church
425 West 144th Street, New York, NY 10031
(212) 234-4673 ‎
conventchurch.org

მიითვისეს ჩემი მცირედი თანხები 2-ჯერ 16 ივნისს sad.gif

მივწერე დაჟე support-ის სასტავიც ყავთ საიტზე და ვნახოთ რას მომწერენ

http://www.radikal.ru

Posted by: Lazva 28 Jun 2011, 18:00
ბანკომატის საკომისიო რამდენია?

––––––––––––––––––––––––––––––––––

Posted by: Did_Giorgi 29 Jun 2011, 23:19
iazva
0.2% მინიმუმ 20 თეთრი ლარში
ისე ბარათს გააჩნია და ბანკომატს კიდე

Posted by: რედი 30 Jun 2011, 03:15
კარტის დაკარგვის შემთხვევაში ახლის დამზადება თუ ხდება და რამდენი ხანი უნდა?

Posted by: Tvalebi 30 Jun 2011, 03:20
რედი

QUOTE
კარტის დაკარგვის შემთხვევაში ახლის დამზადება თუ ხდება და რამდენი ხანი უნდა?

განაცხადე რომ დაკარგე ?
იგივე თანხა რაც ახლის აღება

Posted by: რედი 30 Jun 2011, 03:23
Tvalebi
არა არ განმიცხადებია.
ეხლა ვნახე რომ დაკარგული მაქვს. 1 კვირის წინ დავკარგე სავარაუდოდ. ბანკომატიც ვიცი სადაც დამრჩებოდა.
შეიძლება ვიღაცამ აიღო.
ინტერნეტ ბანკში შევამოწმე ანგარიშზე ისევ მაქვს.
ყველაზე ცუდი ისაა ახალი ნომრით მომცემენ ბარათს ალბათ ხო?

რამდენი დღე უნდა დამზადებას?


Posted by: Tvalebi 30 Jun 2011, 03:33
რედი

აუცილებლად დარეკე ხვალვე რომ დაბლოკონ
კი ახალი ნომერი ექნება
ალბათ 2-3 სამუშაო დღე

Posted by: რედი 30 Jun 2011, 03:35
Tvalebi
აიბანკიდან დავბლოკე მე.
ზედ რაც მქონდა ანგარიში ალბათ მარტივად პირადობით გამოვიტან ხო?

OK. მადლობა.
ხვალვე ჩავალ სერვის ცენტრში და შევუკვეთავ ბარათს.

Posted by: Tvalebi 30 Jun 2011, 03:51
რედი

არაფრის smile.gif
კი, პირადობით უპრობლემოდ გამოიტან

Posted by: INA-INA 30 Jun 2011, 21:36
Tvalebi

და როგორ გაიტანს, ბარათი დაბლოკილი არაა?

Posted by: Tvalebi 1 Jul 2011, 01:51
INA-INA

QUOTE
და როგორ გაიტანს, ბარათი დაბლოკილი არაა?

მე მქონია მსგავსი შემთხვევა რამდენიმე წლის წინ, თუმცა პირადობიტ ამიღია yes.gif

Posted by: gulua1 1 Jul 2011, 16:20
ბანკის ცხელ ხაზს რა სჭირს არ იცით ვინმემ

დაკავებას(!) იძლევა

Posted by: FishFace 1 Jul 2011, 17:18
gulua1
გადახურდა ეტყობა biggrin.gif

ონლაინ ჩატით სცადე.

Posted by: d_tsabo 1 Jul 2011, 18:08
სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ დაახლოებით ერთი კვირის წინ მეტრომანზე ფული ჩავირიცხე ერტი ლარი არ ჩაირიცხა ხოდა იქ გოგონამ ნომერი ჩაიწერა ჩემი გავარკვევთო.დღეს დილით მირეკავდნენ 3 დარეკეს გათიშUლი მქონდა ეხლა ერთი სათის წინ კიდე დამირეკეს სამწუხაროდ ჩვენიდან ჩარიცხულია ეტტყობა ბარათის ბრალიაო.კაროჩე არ მეგონა ერთ ლარს თუ ამდენ ყურადღებას მიაქცევდნენ კარგია მომეწონა მიუხევადათ იმისა რო ამ ბანკის მომხმარებელი არ ვარ

Posted by: valo 2 Jul 2011, 02:15
რედი

თუ ნამდვილად ბანკომატში დაგრჩა ბარათი მაშინ არ გინდა ახლის დამზადება,
დარეკე 2 444 444-ზე, შეგიმოწმებენ და გეტყვიან სადაც არის yes.gif

თუ სადმე ფილიალის ბანკომატში დატოვე იმ ფილიალშივე იქნება სავარაუდოდ smile.gif

Posted by: რედი 2 Jul 2011, 09:23
valo
ჩარჩენით არა მგონია.
სავარაუდოდ აღება დამავიწყდა.
გუშინ ინტერნეტბანკიდან შევუკვეთე, არსებულს ანგარიშს მივაბი და ალბათ ორშაბათს იქნება.

Posted by: tamashi 2 Jul 2011, 10:02
რედი
მეც დამრჩენია ერთხელ. პანიკაში ვიყავი ინტერნეტ ბანკით დავბლოკე ანგარიში. მერე ლოგიკურად ვიფიქრე და მივედი ბანკში სადაც მეგონა რომ დამრჩა და მართლაც მანდ იყო. პირადობა გამომართვეს და დამიბრუნეს კარტა. biggrin.gif
მაგრამ გამაფრთხილეს ყურადღებითოოოოოოო biggrin.gif

Posted by: vaska_06 2 Jul 2011, 10:17
QUOTE
მივაგენი შემდეგს რომ
აი ამ ალილუია სასტავმა
http://www.conventchurch.org

აი ამ მისამართზე მყოფებმა
Convent Avenue Baptist Church
425 West 144th Street, New York, NY 10031
(212) 234-4673 ‎
conventchurch.org

მიითვისეს ჩემი მცირედი თანხები 2-ჯერ 16 ივნისს

და ვინ არიან ეგენი საერთოდ და საიდან ქონდათ შენი ბარათის მონაცემები?

Posted by: gio1_1 3 Jul 2011, 01:17
აუ ღამე არ მუშაობს "ონლაინ კონსულტაცია" ?
აჭარას ბალანსშის შევსება მინდა და
ვერ ვახერხებ, გატანით უპრობლემოდ
გავიტანე არადა ...
მეცოდებიან ქოლ ცენტრში ბავშვები
თორე დავრეკვდი sad.gif

Posted by: playstation 4 Jul 2011, 09:12
მოკლედ უკვე რამდენად დაცული და უსაფრთხოა sb-ს ბარათები ეჭვი მეპარება
უკვე დღEსაც მოხდა საკრედიტო ბარათიდან ისეტი ტრანზაქცია და თანხის გადინება რაც მე არ გამიკეთებია

მოკლედ 365 ლარამდე მაქვს ბლოკსი რაღაცSNC Internet წერია

amex-ის საკრედიტოზე მაქვს საუბარი.
ვსიო ამ თანხის ამბავს გავარკვევ უკან დავაბბრუნებ ათვისებულ ლიმიტს და ამ ბარათსაც ვხურავ.


ხოდა ამ ყვლაფრის მერე SB-ს უსაფრთხოების დეპარტამენტი იქნება IT დეპარტამენტი ტუ რაც
მიდა დაგისვათ კითხვა
რამდენად დაცული ვართ მომხმარებლები მსგავსი შემთხვევებისგან
რა დაცვის მექანიზმები აქვს ამ ჩვენს ბარათებს
ან არის კი რამე ისეტი ბარათი რომელიც ყველაზე დაცული იქნება მსგავსი შემთხვევებისგან?

დაზრვევა, რამე სპერ მუპერ ჩიპები ან რამე მსგავსი

რა გავაკეტო რას მირჩევთ რომელი ბარატი ავიღო?

დაწერეთ რამე ტორე ამ ბოლო დროს ეს უკვე 3-4 შემთხვევაა მსგავსი და როგორც ვატყობ TBC ბანკზე მომიწევს გადასვლა რაც ძალიან ძალიან არ მინდა იმიტო რომ პირველივე ბარატი რაც ავიღე SB-ს კლიენტი ვიყავი სულ

Posted by: Mr-Banks 4 Jul 2011, 10:11
playstation
QUOTE
როგორც ვატყობ TBC ბანკზე მომიწევს გადასვლა რაც ძალიან ძალიან არ მინდა იმიტო რომ პირველივე ბარატი რაც ავიღე SB-ს კლიენტი ვიყავი სულ



პირველი არ ნიშნავს საუკეთესოს.

რაც შეეხება ბარათის უსაფრთხოებას, პირველ რიგში, შენ უნდა დაიცვა უსაფრთთხოების წესები: პინ არ გაანდო მე-3 პირს, არავის ანდო შენი ბარათი, ინტერნეტში როდესაც იყენებ, თანხა უნდა გაანულო იმ ბარათზე, მაინც ინტერნეტია.

ამექსს დაზღვევა აქვს და დაკარგული თანხები გინაზღაურდება და როდესაც თანხა ბლოკშია, ბანკმა თავად უნდა იზრუნოს კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე გააუქმოს ტრანზაქცია.

Posted by: playstation 4 Jul 2011, 10:43
Mr-Banks
აქამდე მსგავსი შემთხვევა სხვა ბარათზე მქონდა ის დავბლოკე
ახალი ავიღე და ეხლა იმ ახალზე ცოტა თანხას ვდებ ხოლმე რომ არ დამეკარგოს ხოლმე
მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა ზირითადად საღამოობითაა ხოლმე ონლაინსი კაი რაღAცეები იაფად ხოდა საღამოს კიდევ გადარიცხვებს არ მიკეთებს ერტი ბარატიდან მეორეზე
სანამ მეორ დღის სამუშაო არ დაიწყება მემგონი (:30-ზე იხსნება სბ-ს პროგრამა დილით
ამიტომ ბარათზე გარკვეული თანხ აყოველთვის უნდა ქმონდეს ხოლმე.

ამ ამექ-ზე ქესბექს ველოდები და არ მინდა გაუქმება თან ზეგ მიწევს დაანგარიშების თარირი და ცუდად მაქვს საქმე
გუშინ რომ ჩამომაწრეს თანხა კიდევ მოსულა მოთხოვნა და საკმარისი თანხა რომ არ ყოფილია ვერ ჩამომეჭრა თურმე
კიდე კაი მეტი არ მქონდა ტორე იმასაც წაიღებდნენ.
მივიწერე და ვერ ხსნიან ბლოკს დასტური მიცემულიაო
მოკლედ 1 ტვე გაიწელება ეს პრობლემა ეხლა მერე კიდე უნდა მარბენინონ აქეტ იქეთ და გამიხდება პრობლემა მაგ თანხის დაბრუნება რა sad.gif
ეგრევე ვაუქმებ ამ ბარათსაც როგორც კი თანხა დაბრუნდება და ქესბექიც მოყვება.


ამ ბარატის არსებობა არავინ არ იცის და პინ-ზე და მონაცემებზე ხო საერტოდ
ინტერნეტსი იმ საიტზე საიდანაც დაბლოკილია ტანხა მივაგენი და მსგავსი პრობლემები სხვებსაც ქონდატ
ჰაკერების ამბავიაო და ბევრს მოპარეს მსგავსი ინფორმაციაო.

ბოლო ბოლო SONY-ს PSN მთელი 1 ტვე ჰაკერებს ისე ქონდათ დაჰაკული რომ ამხელა კომპანიამ მთელი 1 თვის მანზილზე ვერ ახერხებდა გამოსწორებას და დღესაც არასტაბილურადაა და მემგონი ჰაკერებს მსგავსი ინფორმაციის მოპარვაც არ გაუჭირდებოდათ ბარათებიდან.


Posted by: Mr-Banks 4 Jul 2011, 11:03
playstation


მსგავსი შემთხვევა არასოდეს მქონია. ბარათზე ყოველთვის მაქვს თანხა და ამ ბარათს ინტერნეტში არ ვხმარობ. როცა მინდა სხვა ბარათზე გადატანა, ვრეკავ ქოლ-ცენტრში და მომენტალურად მესახება მე-2 ბარათზე მაშინვე, დღის ნებისმიერ დროს. chups.gif რავარი კომფორტია, ა? biggrin.gif

Posted by: playstation 4 Jul 2011, 11:04
Mr-Banks
და გაგვიმხელ რომელი ბანკია
სბ-ზე დაიცა და ქოლ ცენტრსი რომ დავრეკო ღამი ასე 9-ის მერე ეგრევე აისახება ანგარიშზე?
თუ კი მაშინ ავშენებულვარ და ეგაა smile.gif

Posted by: Mr-Banks 4 Jul 2011, 11:07
playstation

მაგას ვერ გეტყვი და ჩემი რომელი ბანკია და შენ რომ გადასვლა არ გინდა. biggrin.gif

Posted by: playstation 4 Jul 2011, 16:41
Mr-Banks
smile.gif
მოკლედ ნერვები აღარ მაქვს რა
არ გინდა ეხლა ელოდო მთელი თვე და ისიც არ იცი როორ დამთავრდება ყველაფერი
მოკლედ ამ ოპერაციებს მოვრჩები
ქეშბექიც დამიბრუნდება თუ არა
ეგრევე ყველაფერს ანგარიშებს ბარათებს საერთოდ ყველაფერს ვცვლი.


Posted by: Did_Giorgi 4 Jul 2011, 22:39
playstation
ყველა ბარათი შეიძლება გატყდეს მასე
ბანკზე არაა ეგ დამოკიდებული
შენ რომ საიტებზე შეგყავს მაგ ბარათის ინფორმაცია, ეგ საიტებია არასანდო და მაგას ვერ შეცვლი.
როგორც აღვნიშნე ყველა ბანკის ბარათს დახაკავენ, უბრალოდ მხოლოდ ზოგიერთ ბანკს აქვს ინტერნეტ თაღლიტობისაგან დაზღვევის და შესაბამისად ზარალის ანაზრაურების სერვისი smile.gif

ისე როგორ ხარ? რამე სიახლე ხომ არაა შენს სამსახურში, ანებებ თავს? sad.gif

Posted by: playstation 5 Jul 2011, 09:34
Did_Giorgi
არამიშავს რა
კი მინდა სხვაგან გადასვლა მაგრამ რო არაფერია
აქედანაც რომ წამოვიდე მერე სულ გავრეკავ უფულოდ რომ დავრჩე
ასე რომ გაზლებაზე ვარ
სადამდეც გავუზლებ ვიქნები რა

ბოლოს თუ სხვა გზა არ იქნება ჯარში წავალ ტუ მიმიღეს სიგამხდრის გამო smile.gif და ეგ იქნება რა

Posted by: GLADI 6 Jul 2011, 23:17
მქვს საქართველოს ბანკის ვიზა ელექტრონი, მქონდა ზედ თანხა 40.80 GEL, დღეს ვცადე ლიბერთი ბანკის ბანკომატში თანხის გამოტანა (ახლო მახლო სხვა არაფერი იყო) ანგარიშიც შევამოწმე, მაჩვენა რომ მქონდა 40.80 GEL როგორც მოგახსენეთ და როგორც ვიცოდი, ვცადე თანხის გამოტანა მაგრამ არაა საკმარისი თანხა ანგარიშზეო და გამომიგდო ბარათი. კარგი არაფერი არ მიქნია, წავედი და რამდენიმე საათში ვცადე საქართველოს ბანკის ბანკომატიდან თანხის გამოტანა, მაგრამ ვერ გამოვიტანე! არაა საკმარისი თანხა ნაშთზეო, შევამოწმე ნაშთი და რას ვხედავ, ნაშთი იყო 5 ლარი და რაღაც თეთრები, 38 თეთრი თუ სწორად მახსოვს.

რა მოხდა მეტყვით ვინმე? smile.gif

Posted by: Mr-Banks 6 Jul 2011, 23:20
GLADI

თანხა მოგაჭრა ლიბერთი ბანკის ბანკომატმა, მაგრამ არ მოგცა ფული. განცხადებას წერ ლიბერთი ბანკში, უთითებ კონკრეტულ ბანკომატს, ელოდები ინკასაციას და მაქსიმუმ 45 დღეში დაგიბრუნებენ შენ ანგარიშზე. ხდება-ხოლმე ეგეთი შემთხვევები.

Posted by: INA-INA 6 Jul 2011, 23:26
Mr-Banks

არ მგონია მაგდენი დღე დაჭირდეს, ეგ მგონი იმ დროს როდესაც ფული გამოდის გარეთ და მერე უკან აბრუნებს.

GLADI
სანამ განცხადებას დაწერ ჯერ მაინც შეიარე საქ. ნაბკში ანგარიშიდან ამონაწერი ნახე ნამდვილად ჩამოიჭრა თუ არა თანხა. შეიძლება უბრალოდ დაიბლოკა, მალევე სწორდება-ხოლმე ლიმიტი.

Posted by: GLADI 6 Jul 2011, 23:26
Mr-Banks
კი ეგ მეც ვიფიქრე მაგრამ თუ მომაჭრა 5 ლარი და თეთრები რა პონტში დატოვა ? იმდენი რატომ არ მომაჭრა რამდენიც მივუთითე?

ისე საქ. ბანკის ვიზა ელექტრონით შესაძლებელია სხვა ბანკომატებიდან ფულის გამოტანა? უნდა მოეცა ანუ?

INA-INA
QUOTE
GLADI
სანამ განცხადებას დაწერ ჯერ მაინც შეიარე საქ. ნაბკში ანგარიშიდან ამონაწერი ნახე ნამდვილად ჩამოიჭრა თუ არა თანხა. შეიძლება უბრალოდ დაიბლოკა, მალევე სწორდება-ხოლმე ლიმიტი.

აჰა გასაგებია, მაგას ვაპირებ ზუსტად ხვალ, გავარკვიო რა ხდება თქო და იქ თვითონ აიმხსნიან და მეტყვიან როგორ მოვიქცე? იმედია ძაან საჩალიჩო არ გამიხდება ახლა ეს 40 ლარი :| ლიმიტი იყოს თუ რაღაც და გასწორდეს, კაი იქნება biggrin.gif

Posted by: Mr-Banks 6 Jul 2011, 23:30
INA-INA
45 დღე მაქსიმუმია.

GLADI

2% მინიმუმ 6 ლარია საკომისიო სხვა ბანკომატში თანხის განაღდების დროს. უნდა მოეცა თანხა ელექტრონიდან. დარეკე აბა ქოლ-ცენტრში და კითხე, ბლოკირებული რამდენი გაქვს

Posted by: GLADI 6 Jul 2011, 23:32
Mr-Banks
QUOTE
GLADI

2% მინიმუმ 6 ლარია საკომისიო სხვა ბანკომატში თანხის განაღდების დროს. უნდა მოეცა თანხა ელექტრონიდან. დარეკე აბა ქოლ-ცენტრში და კითხე, ბლოკირებული რამდენი გაქვს

ააა, მივხვდი, მერე 30 ლარის გამოტანაც ვცადე და ალბათ ის 4.70 ეგ საკომისიო ჩამოაჭრა, მაგრამ 40-ის 2% 4.70 ზე მეტი არაა?

მაგრამ 30 ლარი რომ არ მომცა? smile.gif

უი ეს რა დავწერე 40 ის 2% როგორ იქნება 5 ლარი ან მეტი?! :\ xD

Posted by: INA-INA 6 Jul 2011, 23:32
GLADI

სიაისი კოდი თუ არ გაქვს აზრი არ აქვს ქოლცენტრში დარეკვას, ვერ მოგაწვდიან ინფორმაციას.

Posted by: GLADI 6 Jul 2011, 23:35
INA-INA
QUOTE
GLADI

სიაისი კოდი თუ არ გაქვს აზრი არ აქვს ქოლცენტრში დარეკვას, ვერ მოგაწვდიან ინფორმაციას.

არ მაქვს და თქვენ რას მირჩევთ როგორ მოვიქცე? მივიდე ხვალ საქართველოში?

Posted by: Did_Giorgi 7 Jul 2011, 00:06
GLADI
QUOTE
მივიდე ხვალ საქართველოში?

კი, ბანკში მიდი

ლიბერთის ბანკომატებს ძალიან ცუდი ჩვევა აქვთ - თანხის გამოტანა რომ გინდა ბარათიდან, გიწერს ოპერაცია წარმატებით დასრულდაო, მერე ბარათს აგდებს გარეთ და ცოტა ხანში ფული გამოდის biggrin.gif
თუ არ დაელოდე, შეიძლება ჩაიბრუნოს ისევ უკან ან უარეს შემთხვევაში სხვამ წაიღოს ეგ ფული sad.gif
განცხადების დაწერა მოგიწევს ლიბერთიში მაინც, მე ასე ვფიქრობ.

Posted by: GLADI 7 Jul 2011, 00:21
Did_Giorgi
QUOTE
კი, ბანკში მიდი

ლიბერთის ბანკომატებს ძალიან ცუდი ჩვევა აქვთ - თანხის გამოტანა რომ გინდა ბარათიდან, გიწერს ოპერაცია წარმატებით დასრულდაო, მერე ბარათს აგდებს გარეთ და ცოტა ხანში ფული გამოდის
თუ არ დაელოდე, შეიძლება ჩაიბრუნოს ისევ უკან ან უარეს შემთხვევაში სხვამ წაიღოს ეგ ფული
განცხადების დაწერა მოგიწევს ლიბერთიში მაინც, მე ასე ვფიქრობ.

ვაიმეე არა და დამიწერა ანგარიშზე არაა საკმარისი თანხაო და მაინც გამოაგდებდა ვითომ ?

სხვას რო წაეღო (( მაშ ვეღარაფერს გავაწყობ ხომ ?

QUOTE
განცხადების დაწერა მოგიწევს ლიბერთიში მაინც, მე ასე ვფიქრობ.

ეს რა ცუდი რამაა ;ს განცხადებები წერე ახლა ;ს და რა დავწერო მაგ განცხადებაში ან როგორ? ბანკში მივიდე და განცხადების დაწერა მინდა თქო ? :\

Posted by: Did_Giorgi 7 Jul 2011, 00:24
GLADI
ჯერ საქართველოს ბანკში მიდი და გაარკვიე სად წავიდა თანხა.
მერე ლიბერთიში მიხვალ და აუხსნი - თანხა დაბლოკა და ფული არ მოუციათქო.
დაგაწერინებენ განცხადებას, მერე ამოიღებენ ჩანაწერებს ბანკომატის კამერებიდან იმის დასადასტურებლად რომ ნამდვილად არ აგიღია ის ფული შენ.
მერე დაგიბრუნებენ თანხას.

გული არ აიცრუო ამ რთულ პროცედურაზე, სპორტული ინტერესია ერთგვარი ყველაფერს ბოლომდე რომ არკვევ და სამართალი ზეიმობს smile.gif

Posted by: GLADI 7 Jul 2011, 01:10
Did_Giorgi
QUOTE
GLADI
ჯერ საქართველოს ბანკში მიდი და გაარკვიე სად წავიდა თანხა.
მერე ლიბერთიში მიხვალ და აუხსნი - თანხა დაბლოკა და ფული არ მოუციათქო.
დაგაწერინებენ განცხადებას, მერე ამოიღებენ ჩანაწერებს ბანკომატის კამერებიდან იმის დასადასტურებლად რომ ნამდვილად არ აგიღია ის ფული შენ.
მერე დაგიბრუნებენ თანხას.

რა ჩანაწერებს? ვიდეოთი იღებენ დაჟე? biggrin.gif და ბევრი დრო დასჭირდება ამას ხო ? ;ს

QUOTE
გული არ აიცრუო ამ რთულ პროცედურაზე, სპორტული ინტერესია ერთგვარი ყველაფერს ბოლომდე რომ არკვევ და სამართალი ზეიმობს

user.gif უკვე ამიცრუვდა მგონი xD

Posted by: Mr-Banks 7 Jul 2011, 17:09
აჰა, ის ინფორმაცია რაც საქართველოს ბანკმა არ მომაწოდა, დაავალა ეროვნულმა ბანკმა, რომ გამომიგზავნონ. დღეს მაცნობეს ეროვნულიდან. არ ველოდი ასეთ ოპერატიულობას ბანკთა ბანკისგან. bis.gif

იმედია, კიდევ 2 ხაზს და 2 სიტყვას არ მომწერენ. lol.gif

Posted by: Did_Giorgi 8 Jul 2011, 00:15
Mr-Banks
QUOTE
აჰა, ის ინფორმაცია რაც საქართველოს ბანკმა არ მომაწოდა, დაავალა ეროვნულმა ბანკმა, რომ გამომიგზავნონ. დღეს მაცნობეს ეროვნულიდან. არ ველოდი ასეთ ოპერატიულობას ბანკთა ბანკისგან.

იმედია, კიდევ 2 ხაზს და 2 სიტყვას არ მომწერენ.

რა ინფორმაცია აბა?
გასაგებად აგვიხსენი რას ჩივხარ? smile.gif

Posted by: tatmacukatov 8 Jul 2011, 00:27
ვინმემ თუ იცით მომწერეთ
ამ ბანკის რომელიმე საკრედიტო ბარათიდან თუ შემიძლია ინტერნეტბანკით თანხის გადარიცხვა საკომისიოს გარეშე?
ნუ მიმიყვანთ ფილიალში, შეიძლება იცოდეს ოპერატორმა, ტაოსგან განსხვავებით, მაგრამ მაინც......

Posted by: Mr-Banks 8 Jul 2011, 00:28
Did_Giorgi

ამექსზე ვითხოვდი ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს და ოპერატორმა მითხრა, არ მოგცემ, რადგან ბარათი 1-ელ ივნისამდე გაქვს აღებულიო. gigi.gif


Posted by: valo 8 Jul 2011, 01:54
tatmacukatov
QUOTE
ამ ბანკის რომელიმე საკრედიტო ბარათიდან თუ შემიძლია ინტერნეტბანკით თანხის გადარიცხვა საკომისიოს გარეშე?

no.gif no.gif



Posted by: GLADI 8 Jul 2011, 04:34
INA-INA
Mr-Banks
Did_Giorgi
ლიბერთი ბანკს მივწერე ფეისბუქზე და მეილი დაგვიტოვეთო და ეს მომწერეს

"გამარჯობა,



თქვენს შეკითხვაზე პასუხის გასაცემად გთხოვთ მოგვწეროთ თქვენი ბარათის ნომერი და ლიბერთი ბანკის ბანკომატის ტერიტორიული მდებარეობა, სადაც ტრანზაქცია შეასრულეთ.

ჩვენ გამოვიკვლევთ რა მოხდა და შეგატყობინებთ."

ჰო და რომ მივწერე ბარათის ნომერი, მითხრეს ხვალ მოგწერთო, ანუ დღეს რომ გათენდება.. თქვენი აზრით რას გამოიკვლევენ, რა მოხდებოდა? biggrin.gif

Posted by: g_o_g_i_n_a 8 Jul 2011, 05:12
GLADI
რო არ გამოგერთმია ეგ 30 ლარი შარსაც არ აიკიდებდი givi.gif
რა გულითაც მოგეცი იმხელა შარში ხარ givi.gif
თავი მისკდებოდა ისეთ პახმელიაზე ვიყავი
მაგი რო ჩავრიცხე biggrin.gif

Posted by: GLADI 8 Jul 2011, 18:41
g_o_g_i_n_a
კი, დავკარგე რა ცვეტში sad.gif

ფუ რა საზიზღარი ბანკომატი იყო..

აი მომწერეს:

ლიბერთი ბანკის ბანკომატში თქვენ მოითხოვეთ ბალანსი, რომელიც გიჩვენათ სწორად, მაგრამ არ მოგცათ 40 ლარი, რადგან ბარათის გამომშვები ბანკის მიერ ბარათებზე დაწესებულია ტარიფი (საშუალოდ 2% მინ 7 ლარი) სხვა ბანკის ქსელით სარგებლობისას. ამიტომ ხელმისაწვდომი გქონდათ თქვენს ბალანსს გამოკლებული სებ-ის საკომისიო.

თქვენს მიერ 30 ლარის მოთხოვნაზე ბანკომატმა გამოიტანა თანხა, რომლის აღებაც თქვენ ვერ შეძელით, რადგან არ დაელოდეთ მას. თანხა კი მიითვისა სხვა პირმა (გამვლელმა), რაც ასახულია ვიდეოკამერის ჩანაწერშიც (იხ. დანართები).

სავარაუდოდ შეცდომაში შეგიყვანათ ჯერ ბარათის მიღებამ და თანხას აღარ დაელოდეთ. ამიტომაა თქვენი ბალანსი 30 + 2%, მინ.6-7 ლარით შემცირებული.

ვწუხვართ, რომ დაკარგეთ თანხა უყურადღებობის გამო. იმედია სხვა დროს ამ შეცდომას აღარ დაუშვებთ.

პატივისცემით,

http://image.geotorrents.com/images/jkp5vvx42dpi4penzpyz.jpg

http://image.geotorrents.com/images/5dk0imzhb9e6f2g2f54.jpg

Posted by: spider77 8 Jul 2011, 18:52
საქბანკელო კოლეგებო მოგესალმებით, თქვენთან ინტერნეტბანკინგის გადასახადი რამდენია?

Posted by: valo 8 Jul 2011, 19:05
spider77
QUOTE
საქბანკელო კოლეგებო მოგესალმებით, თქვენთან ინტერნეტბანკინგის გადასახადი რამდენია?


სიცოცხლე კოლეგას smile.gif


სტანდარტულად ასეა : http://sb.ge/tariff#RemouteService

ინტერნეტ-ბანკი
რეგისტრაცია უფასო
მომსახურება 1.5 ლარი თვეში

Posted by: Domaci 8 Jul 2011, 19:10
მოგეხსენებათ,
2010 წლის 3 მაისიდან საქართველო ჩაერთო ანგარიშსწორების საერთაშორისო სისტემაში და ანგარიშების გენერაცია საერთაშორისო სტანდარტის დაცვით- იბანის ფორმატით- წარმოებს .მობრძანდით "საქართველოს ბანკის" ნებისმიერ სერვის-ცენტრში ან დარეკეთ ბანკის ქოლ-ცენტრში შემდეგ ტელეფონის ნომერზე +99532 444 444, თქვენს ანგარიშებს გადავიყვანთ იბანის ფორმატზე და ანგარიშების ახალ რეკვიზიტებს გადმოგცემთ ან გადმოგიგზავნით თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
გთხოვთ მომავალში ოპერაციების წარმოებისას აღნიშნული რეკვიზიტებით იხელმძღვანელოთ.




ეს რა არის? )

ძველი რეკვიზიტები ხო ძალაშია? ფულს მიგზავნიან და რამე სლეობა ხომ არ მოხდება ))

Posted by: valo 8 Jul 2011, 19:10
GLADI
QUOTE
ლიბერთი ბანკის ბანკომატში თქვენ მოითხოვეთ ბალანსი, რომელიც გიჩვენათ სწორად, მაგრამ არ მოგცათ 40 ლარი, რადგან ბარათის გამომშვები ბანკის მიერ ბარათებზე დაწესებულია ტარიფი (საშუალოდ 2% მინ 7 ლარი) სხვა ბანკის ქსელით სარგებლობისას. ამიტომ ხელმისაწვდომი გქონდათ თქვენს ბალანსს გამოკლებული სებ-ის საკომისიო.

თქვენს მიერ 30 ლარის მოთხოვნაზე ბანკომატმა გამოიტანა თანხა, რომლის აღებაც თქვენ ვერ შეძელით, რადგან არ დაელოდეთ მას. თანხა კი მიითვისა სხვა პირმა (გამვლელმა), რაც ასახულია ვიდეოკამერის ჩანაწერშიც (იხ. დანართები).

სავარაუდოდ შეცდომაში შეგიყვანათ ჯერ ბარათის მიღებამ და თანხას აღარ დაელოდეთ. ამიტომაა თქვენი ბალანსი 30 + 2%, მინ.6-7 ლარით შემცირებული.

ვწუხვართ, რომ დაკარგეთ თანხა უყურადღებობის გამო. იმედია სხვა დროს ამ შეცდომას აღარ დაუშვებთ.

პატივისცემით,

http://image.geotorrents.com/images/jkp5vvx42dpi4penzpyz.jpg

http://image.geotorrents.com/images/5dk0imzhb9e6f2g2f54.jpg



spy.gif spy.gif spy.gif

კიმაგრამ იმ ბანკომატმა ფული რომ გამოიტანა უკან რატომ არ დაიბრუნა ????

სბ-ს ბანკომატები რამოდენიმე წამში (თუ არ ვცდები 10-15) უკან იბრუნებს თანხას და შემდეგ კლიენტის განაცხადის საფუძველზე უბრუნდება ანგარიშზე .....


და კამერა ზემოდან რატოა, თვითონ ბანკომატიდან არ უნდა იღებდეს სურათს ??

სტრანნა pop.gif

Posted by: GLADI 8 Jul 2011, 19:14
valo
QUOTE
კიმაგრამ იმ ბანკომატმა ფული რომ გამოიტანა უკან რატომ არ დაიბრუნა ????

სბ-ს ბანკომატები რამოდენიმე წამში (თუ არ ვცდები 10-15) უკან იბრუნებს თანხას და შემდეგ კლიენტის განაცხადის საფუძველზე უბრუნდება ანგარიშზე .....


და კამერა ზემოდან რატოა, თვითონ ბანკომატიდან არ უნდა იღებდეს სურათს ??

სტრანნა

აუ ჩემი წასვლიდან 25 წამის მერე გამოუტანია biggrin.gif ეჰ ( თან ჯერ ბარათი გამოაგდო, ჯერ თანხა არ უნდა გამოდიოდეს??

Posted by: valo 8 Jul 2011, 19:18
Domaci
QUOTE
მოგეხსენებათ,
2010 წლის 3 მაისიდან საქართველო ჩაერთო ანგარიშსწორების საერთაშორისო სისტემაში და ანგარიშების გენერაცია საერთაშორისო სტანდარტის დაცვით- იბანის ფორმატით- წარმოებს .მობრძანდით "საქართველოს ბანკის" ნებისმიერ სერვის-ცენტრში ან დარეკეთ ბანკის ქოლ-ცენტრში შემდეგ ტელეფონის ნომერზე +99532 444 444, თქვენს ანგარიშებს გადავიყვანთ იბანის ფორმატზე და ანგარიშების ახალ რეკვიზიტებს გადმოგცემთ ან გადმოგიგზავნით თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
გთხოვთ მომავალში ოპერაციების წარმოებისას აღნიშნული რეკვიზიტებით იხელმძღვანელოთ.


ანუ შენი ანგარიშის ფორმატი გადავიდა იბან-სისტემაზე, როგორც ეროვნულმა მოითხოვა yes.gif

QUOTE
ძველი რეკვიზიტები ხო ძალაშია? ფულს მიგზავნიან და რამე სლეობა ხომ არ მოხდება ))


აღარ no.gif


თუ გქონდა 123456700GEL

ეხლა გექნება GE??BG0000000123456700GEL


ინტენებანკში პირველივე გვერდზე გამოგიჩნდება yes.gif




~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~


GLADI
QUOTE
აუ ჩემი წასვლიდან 25 წამის მერე გამოუტანია  ეჰ ( თან ჯერ ბარათი გამოაგდო, ჯერ თანხა არ უნდა გამოდიოდეს??



ბარათი თუ გამოაგდო მერე თანხა აღარ უნდა გამოეტანა no.gif no.gif

მოკლედ მე არ ვარ მაგ სფეროში ძალიან კომპეტენტური, მაგრამ როგორც ვიცი მასე არ უნდა ექნა baby.gif


ბარათი თუ არ დევს ბანკომატში ვისი ანგარიშიდან იჭრება თანხა spy.gif
რა სისულელეა tuk.gif

Posted by: Domaci 8 Jul 2011, 19:21
valo

ესენია ხო?

მიმდინარე ნაშთი -GE30BG0000000283995900USD
მიმდინარე ნაშთი -GE30BG0000000283995900GBP
მიმდინარე ნაშთი -GE30BG0000000283995900EUR
მიმდინარე ნაშთი -GE30BG0000000283995900GEL

Posted by: valo 8 Jul 2011, 19:23
Domaci
QUOTE

ესენია ხო?


კი ეგენია, ადრე გქონდა ბოლო 12 სიმბოლო, დაემატა გე30ბგ0000000 yes.gif

Posted by: spider77 8 Jul 2011, 19:32
valo
QUOTE
სიცოცხლე კოლეგას


სტანდარტულად ასეა


ჯიგარი ხარ. ისევ შენ რაა ... yes.gif

უღრმესი მადლობა.

Posted by: GLADI 8 Jul 2011, 19:33
valo
QUOTE
ბარათი თუ გამოაგდო მერე თანხა აღარ უნდა გამოეტანა

მოკლედ მე არ ვარ მაგ სფეროში ძალიან კომპეტენტური, მაგრამ როგორც ვიცი მასე არ უნდა ექნა


ბარათი თუ არ დევს ბანკომატში ვისი ანგარიშიდან იჭრება თანხა
რა სისულელეა

ხო ალბათ ჯერ ჩამოაჭრა მერე ბარათი გამოაგდო და მერე დაამუშავა თუ რა ქნა რავი : | მაგათი ბრალია, მოუწესრიგებელი აპარატები რო აქვთ :|

Posted by: valo 8 Jul 2011, 19:39
spider77
QUOTE
ჯიგარი ხარ. ისევ შენ რაა ... 

უღრმესი მადლობა.

alk.gif 2kiss.gif


.GLADI
QUOTE
ხო ალბათ ჯერ ჩამოაჭრა მერე ბარათი გამოაგდო და მერე დაამუშავა თუ რა ქნა რავი : | მაგათი ბრალია, მოუწესრიგებელი აპარატები რო აქვთ :|



არ ვიცი, ვერაფერს გეტყვი sad.gif
აქამდე მეგონა ყველა ბანკომატი ერთი პრინციპით მუშაობდა baby.gif

მაინც ჯობია მიდი ლიბერთიში, დაწერე განცხადება baby.gif
პრეტენზიის ფორმა შეავსე mad.gif
თუ აქვთ მასეთი რამ ... offtopic.gif


Posted by: _Lali_ 8 Jul 2011, 20:36
valo
QUOTE
ინტერნეტ-ბანკი
რეგისტრაცია უფასო
მომსახურება 1.5 ლარი თვეში

თუ იცი, სახელფასო ბარათის დროსაც ასეა? თუ მაგ დროს უფასოა?

Posted by: Mr-Banks 8 Jul 2011, 21:05
არის, აღსრულდა. ჩამბარდა საქართველოს ბანკის წერილი. დეტალურად გამცეს ყველა კითხვაზე პასუხი. მადლობა ეროვნულ ბანკს საქ.ბანკის გამათრახებისთვის. biggrin.gif bis.gif

Posted by: Did_Giorgi 8 Jul 2011, 23:47
Mr-Banks
QUOTE
ამექსზე

არ გააუქმე ეგ ბარათი?
1 თვის წინ არ შეგვპირდი?? smile.gif

* * *
GLADI
როგორც გითხარი ყველაზე ცუდი ვარიანტი მომხდარა
თან იმის გამო რომ უაზროდ ისვრის ჯერ ბარათს და მერე ფულს ეგ ბანკომატები sad.gif
ვწუხვარ და ვიზიარებ, მაგ შემთხვევაში ფულს ვერ დაიბრუნებ. ერთი ვარიანტია მარტო - იმ ადამიანის ფოტო მოსთხოვო ვინც ფული აიღო და მერე ან პირადად მოძებნო, ან უჩივლო
თუმცა 30 ლარისტვის არ რირს ვგონებ

Posted by: valo 9 Jul 2011, 00:02
_Lali_
QUOTE
თუ იცი, სახელფასო ბარათის დროსაც ასეა?

რამდენადაც ვიცი არა, თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია, ორგანიზაციაზეა დამოკიდებული yes.gif

Posted by: FishFace 9 Jul 2011, 00:07
valo
QUOTE
ბარათი თუ გამოაგდო მერე თანხა აღარ უნდა გამოეტანა

რია ვიცი, რია ვიცი პკბ-ც მასე შვება.
it's not a bug, it's a feature smile.gif

Posted by: Tvalebi 9 Jul 2011, 02:57
FishFace

QUOTE
it's not a bug, it's a feature

ნაღდათ არ მხიბლავს ასეტი პერსპექტივა, მარაზმი უფროა, ბევრი დაიბნევა yes.gif

Posted by: Mr-Banks 9 Jul 2011, 13:31
Did_Giorgi

ბარათის გაუქმება არ ზღუდავს ბანკს, რომ გამცეს პასუხი. wink.gif

Posted by: კარტერა 9 Jul 2011, 20:49
გამარჯობათ

ფინანსური ანალიტიკოსი იგივე კრედიტ ოფიცრის რანგში გადის თქვენთან?

ორშაბათს ვარ დაბარებული ტესტირებაზე და მაინტერესებს ღირს თუ არა მისვლა

Posted by: valo 9 Jul 2011, 22:12
კარტერა
QUOTE
ფინანსური ანალიტიკოსი იგივე კრედიტ ოფიცრის რანგში გადის თქვენთან?

მგონი არა no.gif
QUOTE
ორშაბათს ვარ დაბარებული ტესტირებაზე და მაინტერესებს ღირს თუ არა მისვლა

წარმატებები ))

FishFace
QUOTE
რია ვიცი, რია ვიცი პკბ-ც მასე შვება.

დაუძახეთ ვინმე კომპეტენტურს )))
Mr-Banks
QUOTE
არის, აღსრულდა.

სგ სგ mad.gif mad.gif
კიდე დადე გამათრახებები HD-ში mad.gif mad.gif

Posted by: Mr-Banks 9 Jul 2011, 22:34
valo


3D-ში ვერ იქნება და 2D-ზე გული ხომ არ დაგწყდება? givi.gif lol.gif

Posted by: valo 9 Jul 2011, 22:47
Mr-Banks

drug.gif





:eeh:


Posted by: spider77 9 Jul 2011, 23:09
კარტერა
QUOTE
ორშაბათს ვარ დაბარებული ტესტირებაზე და მაინტერესებს ღირს თუ არა მისვლა


არ გეწყინოს, მაგრამ ესეთ კითხვას რო სვავ, ჯობია არ მიხვიდე cry.gif

რიავი, მე ეგრე მგონია და ვფიქრობ კოლეგებიც დამეთანხმებიან fingal.gif



Posted by: Mr-Banks 9 Jul 2011, 23:26
valo

http://elar.ge/

Posted by: valo 9 Jul 2011, 23:36
Mr-Banks


სხვა ბანკის კორპორატიულ სმაილებს ამ თემაში არ ვართ biggrin.gif tongue.gif




spider77

ეგრე პირდაპირაც არ მინდოდა lol.gif 2kiss.gif

Posted by: Kate789 10 Jul 2011, 02:01
Did_Giorgi
რა კარგი ვაკანსია გაქვთ.
ზუსტად საჩემო.
აი ზუსტად. biggrin.gif

Posted by: mze775 10 Jul 2011, 02:28
დღეს ერთი ასეთი ჰოი-საოცრებავ გადამხდა თუ აღმოვაჩინე საქ.ბანკში. ბარათზე ვნახე და 30 ლარით ნაკლები მქონდა და რომ ვკითხე რატომ თქო ბარათის მომსახურებისააო, მეთქი 3 წელია ტქვენთან შავ სიაში ვარ და არანაირი ბარათი არამაქვს (ამ სახელფასოს თუარჩავთვლით) და რა ბარათის მეთქი და 2007 წელს რაღაც ბარათი გქონდა და მაგისიო არარი პირდასაფჩენი ამბავი? მეთქი ჯერ ერთი ბარათს 4 წელია ვადა გაუვიდა და რა მომსახურებისას მტხოვ და ეგ მეორეც, 12 თვეა რაც სახელფასო მერიცხება და ეხლა გაგახსენდათ-თქო? და მესამეც 21.58 რანაირად დაგროვდა თქო და რავიცი აქ ასე მანახებსო. მოკლედ ხომ სულ გაუბერეს ამ ბანკებმა, ორშაბათს ამ ამონაწერით საომრად მივდივარ!!!

Posted by: კარტერა 10 Jul 2011, 10:19
spider77
QUOTE
არ გეწყინოს, მაგრამ ესეთ კითხვას რო სვავ, ჯობია არ მიხვიდე cry.gif

რიავი, მე ეგრე მგონია და ვფიქრობ კოლეგებიც დამეთანხმებიან

ვიცი და მაგიტომ მაინტერესებს ეს ფინანსური ანალიტიკოსი იგივე კრედიტორია თუ არა?
არ მინდა კრედიტოტობა
ვმუშაობ სხვაგან და კრედიტორის ტესტირების გამო ვერ ვთხოვ უფროსს გამიშვითქო
კვირას მაინც დაენიშნათ ან 6 საათის მერე drug.gif

დაწერეთ რა ვინმემ იგივეა თუ არა?
დავიჯერო არავინ არ შემოდის აქ საქ ბანკიდან? spy.gif

Posted by: Mr-Banks 10 Jul 2011, 13:46
mze775

შენ გამოგადგება ეს მუხლი საქართველო სამოქალაქო კოდექსიდან 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი

2. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა
პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.


ბანკს აქამდე უნდა მიემართა ქმედით ღონისძიებებს და რადგან 3 წელი გავიდა, მას კანონიერი უფლება შენი აქტივებიდან თანხების უაქცეპტოდ ჩამოწერის შესახებ, წაერთვა.

Posted by: Did_Giorgi 10 Jul 2011, 22:33
კარტერა
სივი გააგზავნე თუ თვითონ დაგირეკეს?
რანაირად დაგიკავშირდნენ ისეთ ვაკანსიაზე, რომელიც არ იცი რა არის?
QUOTE
ფინანსური ანალიტიკოსი იგივე კრედიტორია თუ არა?

საკრედიტო ექსპერტს თუ გულისხმობ ეგ არაა, ვიწრო კუთხით რომ შევხედოთ, ფართო კუთხიდან იგივე საკრედიტო გამოდის biggrin.gif
* * *
Mr-Banks
QUOTE
ბარათის გაუქმება არ ზღუდავს ბანკს, რომ გამცეს პასუხი.

ხო, არ ზღუდავს, მაგრამ ხალისს უკარგავს ნამდვილად.
რამდენი ყოფილი კლიენტი მივა იმას უნდა უთვალო წარსულში გადასახდელი ეფექტური პროცენტები? არამც და არამც
ინტრიგნობა უფროა ეგ, ვიდრე ეფექტური საპროცენტო სარგებლის ინტერესი user.gif

Posted by: კარტერა 10 Jul 2011, 23:33
Did_Giorgi
QUOTE
სივი გააგზავნე თუ თვითონ დაგირეკეს? რანაირად დაგიკავშირდნენ ისეთ ვაკანსიაზე, რომელიც არ იცი რა არის?

თვითონ დამიკავშირდენ
აპლიკაცია მაქვს შევსებული ესე 6 თვის წინ

QUOTE
საკრედიტო ექსპერტს თუ გულისხმობ ეგ არაა, ვიწრო კუთხით რომ შევხედოთ, ფართო კუთხიდან იგივე საკრედიტო გამოდის

აუ არ ვიცი მივიდე თუ არა
მწარე გამოცდილება ამქვს თიბისიდან, სურვილი გამიჩდა ეიჩარისთვის ხელი გამერტყა, ისეთი სულელური კითხვები დამისვეს biggrin.gif
აქაც იგივე არ მინდა რომ განმეორდეს biggrin.gif

Posted by: Mr-Banks 11 Jul 2011, 00:09
Did_Giorgi


კანონით რაც მეკუთვნის, უნდა მომეცეს. პრაიმ ქარდთან უნდა შემედარებინა ე.ს.გ და ამიტომ მჭირდებოდა. wink.gif ოპერატორებს კი მაგრად ეზარებათ წერა და გაზუთხული აქვთ რაღაც უშინაარსო დებულებები.

Posted by: Johnnie Walker 12 Jul 2011, 10:44
QUOTE
საქართველოს ბანკი

ეგეთი ხანიგა ბანკი მეორე დაჟე საქართველოში არ არსებობს.

გუშინ გამოვიტანე ერთი თვის წინ ჩემივე ქეშად შეტანილი ანაბარი და "განაღდების პროცენტი" (!) დამაწერეს, 12 ლარი! givi.gif

რაის განაღდების %- მეთქი, ეს დარ-ეს-სალამიდან კი არ გადმოურიცხავთ, მე შემოვიტანე-მეთქი ნაღდ თანხად თქვენთან - ვეუბნები ვიღაც ნაშოჩკას, აშკარად თსუ-ს საბუღალტროს წლევანდელ გამოშვებას biggrin.gif

სადაური წესია მეთქი ეგ?

სადოური და აქოური წესია, ბატონო ჯონიო, ისე მიპასუხა, წარბიც არ შეუხრია biggrin.gif

ახლა 12 ლარის გულიზა სიცხეში გარჩევები დამეზარა, მაგრამ ჩემისთანა 12 ლარ-დაწერილი (და ბევრად უფრო მეტდაწერილი smile.gif) რამდენი ეყოლებათ მაგათ lol.gif

მოკლედ, ერთს ამას დააწერავენ, მეორეს იმას და - არიან ასე, ბანკი ჰქვიათ gigi.gif

ხო, თან კიდე: ს ა მ ს ა ხ უ რ ი ს, სახელფასო ბარათზე ინტერნეტ-ბენკინგი მიუკერავთ ისე, რომ მე წარმოდგენაც არ მქონდა (რა ჯანდაბად მინდა ინტენეტ-ბანკინგი ხელფასზე? მე არ ვიცი, ჩვენი ლუბა-ბუღალტერი როდის გამოწერს ფულს?) და იმის მაყუთსაც მაწერავდნენ, თურმე, ყოველთვიურად, ისე, რომ აზრზე არ ვიყავი gigi.gif

ხანიგები, მოკლედ, რა.... gigi.gif

Posted by: FishFace 12 Jul 2011, 11:31
Johnnie Walker
QUOTE
გუშინ გამოვიტანე ერთი თვის წინ ჩემივე ქეშად შეტანილი ანაბარი და "განაღდების პროცენტი" (!) დამაწერეს, 12 ლარი

ეგ რომელი ანაბარი გქონდა? ვადიანზე არაა ქეშით შეტანილზე განაღდება. თან ვადიანი 1 თვიანი არ არსებობს.

ან მაქსიმა იქნებოდა ან ჩემი ქისა. მაგათზე აქვთ გამოტანის საკომისიო. მარაზმია გეთანხმები. მაგრამ ეგრეა - და პირობებშიც უწერიათ.
თუ ჩემი ქისა იყო - მაშინ ინტერნეტბანკით უნდა გადმოგეტანა სახელფასოზე და მხოლოდ 0.2% გადაიხდიდი ბანკომატით გამოტანაზე - ნაცვლად 0.6%-ისა.
მცირე ხნით თანხის განთავსებისათვის დიდი უაზრობაა ეგ ანაბრები.
გამოტანაში უფრო მეტი თანხა წაგართვეს ალბათ ვიდრე 1 თვეში დაერიცხა სარგებელი? smile.gif

Posted by: De-Phazz 12 Jul 2011, 11:53
Johnnie Walker
QUOTE
სადაური წესია მეთქი ეგ?

სადოური და აქოური წესია, ბატონო ჯონიო

....და ეგ საკომისიო არ ეწერა ხელშეკრულების თავსართში?

Posted by: Mr-Banks 12 Jul 2011, 12:57
QUOTE
ეგეთი ხანიგა ბანკი მეორე დაჟე საქართველოში არ არსებობს.



ვეთანხმები!!! ინტერნეტ ბანკი ისევ დამებლოკა ვიღაც კრეტინის გამო. IT სამსახურმა ვიცით, რომ პრობლემააო. მერე მე რა ვქნა? პოლიციაში შემაქვს განაცხადი და ბოლო გამოსავალიც ეგ ყოფილა.


1 საათი უნდა ველოდო ბლოკის ახსნას და ბლოკსაც ვერ მხსნიან. ხტფუი რა!!!!

Posted by: FishFace 12 Jul 2011, 15:54
Mr-Banks
შეცვალე შენც რაიმე უნიკალურ სახელზე და შენც დაისვენებ და სბ-ს სუპორტიც biggrin.gif

Posted by: Mr-Banks 12 Jul 2011, 16:00
FishFace


რატომ უნდა შევცვალო ჩემი საკუთარი სახელი, რომელიც სიმარტივისთვის მაქვს აღებული და თანაც 3-4 წლის წინ? ეს ბანკმა უნდა იზრუნოს უსაფრთხოებაზე. თეორიულად, ვიღაცას შეუძლია ნებისმიერი სახელ სცადოს, მათ შორის, ჭღგჰფჰგდფგჰჰჯ. აზრი?

რთული ავტორიზაციის დროს, სმს მოდის მობილურზე, თუ დაემთხვა სახელი და პაროლი, მაგრამ თუ 3-ჯერ არასწორად შეიყვან, მაინც ბლოკავს. ეს ფუნქცია მაინც ამუშავდეს ისე, რომ არ დაბლოკოს ამ დროს.

აი-პი მისამართი ვიცი და მიხედავს მაგას პატრული.

Posted by: Tvalebi 12 Jul 2011, 23:36
Did_Giorgi
valo

არი ეგეთი სიტუაციები როცა ორინჯის 2-4 თვის გადაუხდელობის სემთხვევაში ბოგ-ი სასმართლოს მიმართავს ?
თუ კი რა სანქციებზეა საუბარი გარდა დასაფარი თანხის ამოღების ?

Posted by: Did_Giorgi 13 Jul 2011, 00:15
Mr-Banks
QUOTE
აი-პი მისამართი ვიცი და მიხედავს მაგას პატრული.

რა პატრული?
რას უზამს ძალიან მაინტერესებს
იბანკ.გე-ზე არასწორი უზერნეიმის შეყვანაზე სასჯელია რამე?? biggrin.gif
კარგი რა.
Tvalebi
QUOTE
2-4 თვის გადაუხდელობის სემთხვევაში

მალოვეროიატნო. არ უღირს უბრალოდ ბანკს მასეთ ტანხაზე და ვადაზე ჩალიჩი.
შეიძლება ვინმე კერძო სამსახურს მიყიდოს ვალი და იმან იჩალიჩოს მერე.
QUOTE
თუ კი რა სანქციებზეა საუბარი გარდა დასაფარი თანხის ამოღების ?

მეტი არაფერი - ვალის დაფარვა პლიუს კრედიტინფოში გადაცემა.
სხვა არაფერი.
* * *
Johnnie Walker
QUOTE
ანაბარი

რა ტიპის ანაბარი გქონდა თუ საიდუმლო არაა?
მაქსიმაზე ვერ გადაურჩებოდი დატრანშვას :დ მაგრამ სხვა ანაბრებზე არის გამოსავალი და მაინტერესებს რატომ არ გითხრეს.

Posted by: Johnnie Walker 13 Jul 2011, 00:45
FishFace
QUOTE
ან მაქსიმა იქნებოდა ან ჩემი ქისა.

Did_Giorgi
QUOTE
რა ტიპის ანაბარი გქონდა

არაფერი არ იყო ეგეთი. უბრალოდ, იყო ხელფასის ბარათზე დადებული თანხა. ამ შემთხვევაში ამას ვუძახი მე ანაბარს.

თან არა ვარ მე მაგათი კლიენტი, მაგათი კლიენტი ჩემი სამსახურია (სამწუხაროდ) biggrin.gif

რავი, მივქარე და ახლოს რომ არის ჩემ სახლთან ეგ ბანკი, იმიტომ შევიტანე - ვიფიქრე, მაინც ხელფასს იქ ვიღებ და ბარეღამ ესეც ხელფასის ბარათზე იდოს-მეთქი... smile.gif

ის ინტერნეტ ბანკინგი და წვრილ-წვრილი მაყუთის დაწერვები მერე შევამჩნიე, ბოლოს, თანხის გამოტანაზე რომ მიდგა საქმე.

Posted by: Tvalebi 13 Jul 2011, 00:47
Did_Giorgi

QUOTE
მალოვეროიატნო. არ უღირს უბრალოდ ბანკს მასეთ ტანხაზე და ვადაზე ჩალიჩი.

მეც გამიკვირდა, მარა ფაქტია... ჩემ მეგობარს დაურეკა აღმსრულებელმა და სასამართლოში დაიბარა

QUOTE
შეიძლება ვინმე კერძო სამსახურს მიყიდოს ვალი და იმან იჩალიჩოს მერე.

ესეთი პრაქტიკსაც მიმართა ბოგ-მა უჟე ?

Posted by: Mr-Banks 13 Jul 2011, 01:22
Did_Giorgi

კომპ. დანაშაულის შესახებ რამე გსმენია?

სისხლის სამართლის კოდექსი

მუხლი 284. კომპიუტერულ ინფორმაციასთან
არამართლზომიერი შეღწევა
1. კანონით დაცულ კომპიუტერულ ინფორმაციასთან, ესე იგი
მანქანამატარებელზე, ელექტროგამომთვლელ მანქანაზე (ეგმ-ზე), ეგმ-ის სისტემაში
ან მათ ქსელში ასახულ ინფორმაციასთან არამართლზომიერი შეღწევა, რამაც
ინფორმაციის განადგურება, ბლოკირება, მოდიფიცირება ან მოპოვება ანდა ეგმ-ის,
ეგმ-ის სისტემის ან მათი ქსელის მოშლა გამოიწვია, ასევე მობილური მოწყობილობის
საერთაშორისო იდენტიფიკატორის შეცვლა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. (19.03.2008 N 5940)


ბლოკირება სახეზეა. მტკიცებულება: ჩემს მობილურზე შემოსული სმს და ოპერატორთან საუბარი.

საკმარისია? smile.gif

იცოდე კანონი, იქნები დაცული!

Posted by: FishFace 13 Jul 2011, 17:09
Johnnie Walker
QUOTE
უბრალოდ, იყო ხელფასის ბარათზე დადებული თანხა. ამ შემთხვევაში ამას ვუძახი მე ანაბარს.

სახელფასო ბარათზე სარგებელი რომ არ ერიცხება? smile.gif ერთადერთი სოლოს ბარათს ერიცხება ისაც ძალიან ცოტა და მხოლოდ 1000 ერთეულზე მეტი თუა ნაშთი.

მოკლედ როგორც ვხვდები ერთი თვით 6000 ლარი მიეცი ბანკს და კიდევ იქეთ 12 ლარი გადაუხადე რომ შეენახათ smile.gif

მაგარია smile.gif

Posted by: Johnnie Walker 13 Jul 2011, 21:26
QUOTE
როგორც ვხვდები ერთი თვით 6000 ლარი მიეცი ბანკს და კიდევ იქეთ 12 ლარი გადაუხადე რომ შეენახათ

კი, დაახლოებით ეგრე smile.gif

12 ლარზე არ არის საქმე, საქმე პრინციპშია.

ვინ არიან ეგენი... biggrin.gif ეგენი არიან ჯიბგირები! biggrin.gif

სუფთა წყლის, ნატურალური ჯიბგირები gigi.gif

მხოლოდ ველურ საზოგადოებაში შეიძლება არსებობდეს ეგეთი ბოდიში მომითხოვია და "ბანკი". ნორმალურ ქვეყანაში ეგეთები მომენტალურად კოტრდებიან. კოტრდებიან კი არა, ვერც ჩნდებიან საერთოდ, ბაზარზე. ვიცი მე, მქონია ურთიერთობა დასავლეთის ბანკებთან, საკმაოდ ხანგრძლივი.

ნაწილობრივ, მაგითაც არის გამოწვეული ჩემი როგორც ჩანს, გულუბრყვილო გაკვირვება გურჯისტან-ბანკით givi.gif

Posted by: tarabua 14 Jul 2011, 01:19
საქართველოს ბანკს HR განყოფილება სად აქვს ???? გამრეკელის რა ნომერში ?

Posted by: 098 15 Jul 2011, 17:02
საქართველოს ბანკში ფირმის ანგარიში მინდა გავხსნა...
შპს-ა რომელიც 2003 წელსაა რეგისტრირებული და მას მერე არ უფუნქციონირია...
ნულოვანი დეკლარაციები შეტანილი მაქვს საგადასახადოში და ფირმა ჩვეულებრივად მოქმედია...
ხოდა
ეხლა ვიწყებ მუშობას და რა საბუთები (ნუსხა მინდა) დამჭირდება თქვენთან რო მოვიტანო?

წინასწარ მადლობა პასუხისთვის...

Posted by: Kate789 16 Jul 2011, 21:03
http://sb.ge/student/loan
მინდა დოქტურანტურისთვის cry.gif weep.gif


098
ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ნახე, აგერ არის ონლაინ კონსულტაცია და დაგეხმარებიან https://chat.bog.ge/ClientLogin.aspx?Language=geo

Posted by: ASUS-TEK 16 Jul 2011, 21:34
ხომ არ იცით იპოთეკით მაქვს აქ სესხი აღებული და პროცენტს შემიმცირებენ რომ მივმართო?

Posted by: 098 16 Jul 2011, 21:53
Kate789




მადლობა...





...

Posted by: Did_Giorgi 16 Jul 2011, 23:27
ASUS-TEK
QUOTE
პროცენტს შემიმცირებენ რომ მივმართო?

თუ კარგი კლიენტი ხარ, შეგიმცირებენ კი

Posted by: ამნეზია 17 Jul 2011, 14:34
საქართველოს ბანკის განვადების პირობები მაინტერესებს და თუ იცით არ დამიმალოთ biggrin.gif

Posted by: Kate789 17 Jul 2011, 22:53
ამნეზია
აი ნახე აბა აგერ.
http://sb.ge/installment/loans

Posted by: norules 19 Jul 2011, 14:02
ერთი რა ამიხსენით ვინმემ უბრალო ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე იცი?

აი გადასახდელი ზედმეტი ტანხის იგივე პროცენტის დათვლის პრინციპი

ანუ ვთქვათ მაქვს ორ წლიანი სესხი 5000 ლარი დიდი ხნის აღებული ნახევრად დაფარული და რამე წლიურ 20 % ად თავისი გრაფიკით და ვიხდი ყოველ თვე რაღაც თანხას

და ავიღე სხვა სესხიც 400 ლარი 16 პროცენტად და გაწელეს 3 წელზე პირველი გადახდა მიწევს 1 თვის შემდეგ

ახლა მინდა რომ 200 ლარი (ზედმეტი 200 ლარი) ავიღო და შევიტანო რომ დავიწინაურო ვალების დაფარვა რომელზე უნდა შევიტანო?
რომელზე ჯობია? თუ დაგეგმილი მაქვს რომ მომდევნო თვეშიც ზედმეტ 200 ლარს შევიტან
გავაკლო ძველ სესხს რომელიც ბევრია მაგრამ დიდი პროცენტი აქვს თუ ამ ახალ 400 ლარს რომ რაც შეიძლება მალე მოვრჩე (ანუ ამ შემთხვევაში კიდევ მომიწევს ზედმეტი 100 ლარის გადახდა როგორც 3 წლიანი გრაფიკის მიხედვით?)

Posted by: tekle333 19 Jul 2011, 14:30
QUOTE (tarabua @ 14 Jul 2011, 01:19 )
საქართველოს ბანკს HR განყოფილება სად აქვს ???? გამრეკელის რა ნომერში ?

არა HR განყოფილება კათალიკოსის ქუჩაზე.სოლოლაკში.
გამრეკელზე საგამოცდო ცენტრია 47 ნომერში თუ ზუსტად მახსოვს

Posted by: Did_Giorgi 20 Jul 2011, 00:18
norules
QUOTE
წლიურ 20 %

მარალ პროცენტიან სესხზე შეიტანე წინსწრებიტ და გრაფიკი გადაატამაშებინა ახალ ძირზე
მასე უფრო რაციონალურია.
მაგ თანხაზე დიდი სხვაობა არც ახალ სესხზე, თუმცარა ძველი სესხი დაფარო ჯობია.

Posted by: Springchild 22 Jul 2011, 10:52
საქართველოს ბანკის ბანკომატებისთვის 1 დღე 24 სთ-ს არ უდრის?

ავიღე თანხა 18:30ზე. მეორე დღეს, 19:00ზე თანხა ვერ ავიღე, დღიური ლიმიტი არის გადაჭარბებულიო.. მაინტერესებს, რამდენი საათია 1 დღეში?

და კიდევ ერთი შეკითხვა, რატომ წერია ხოლმე გატანის ლიმიტი 3100 ლარი მაგალითად, მაგრამ 1400 ლარზე მეტი ვერ გამომაქვს?

Posted by: Mr-Banks 22 Jul 2011, 11:02
Springchild


ბანკომატიდან დღიური განაღდების ლიმიტი 1500 ლარია.

ნებისმიერი ტიპის პლასტიკური ბარათით ნებისმიერი ბანკის ბანკომატებში თანხის განაღდების დღიური ლიმიტი - 1 500 ლარი

http://sb24.ge/tariff#VisaMasCard

Posted by: Springchild 22 Jul 2011, 11:13
Mr-Banks

და 24,5 სთ-ში რატომ მეუბნება, დღიური ლიმიტი გადაჭარბებულიაო? ჩეკები სპეციალურად ამოვაღებინე, დრო ხომ არის იქ მითითებული და უნდა მივიდე ბანკში, მაგრამ თქვენი აზრი მაინტერესებს, ვინმეს თუ გქონიათ ეგეთი პრობლემა..

ბანკომატები რამდენიმე ვცადე ერთი და იგივე პასუხით.

Posted by: Mr-Banks 22 Jul 2011, 11:18
Springchild


როგორ ვიცი, დღიური ლიმიტის გაზრდა შეგიძლია განცხადების დაწერის გზით. მიმართე ბანკს....

Posted by: Gig@ 22 Jul 2011, 11:28
ერთი კითხვა მაქვს.
lovecard-ის გათამშებაში რომ გავიმარჯვო თურმე ყველაზე მეტი ტრანზაქცია უნდა გვააკეთო აგვისტოს ჩათვლით.

თუ ცოტა ფული მაქვს ესეიგი არანაირი შანსი არ მაქვს გამარჯვების ხომ?
მითუმეტეს, რომ ტრანზაქციის მინიმალური მოცულობა 10 ლარით განისაზღვრება!

მჩაგრავთ?

Posted by: valo 22 Jul 2011, 16:22
Gig@


მინიმალური მოცულობა რომ არ იყოს 5 თეთრიან საღეჭ რეზინს ვინმე იყიდის 12345674 ცალს და გაიმარჯვებს.


ეს სამართლიანი იქნება შენი აზრით ?

Posted by: Gig@ 22 Jul 2011, 18:21
valo
ალბათ არ იქნება სამართლიანი.
უბრალოდ მემეგონა რომ შანსი მქონდა და ეხლა ვხდები რომ აზრი არ აქვს ჩალიჩს.

თუ ლოტოტრონის პრინციპი იქნებოდა. როგორც ჯეოსელს ქონდა ან თიბისის მაშინ შეიძლებ ერთი ბილიეთითაც მოეგო საკაიფო პრიზი და ესე ზუსტად ვიცი რომ ჩემი ფულით(შემოსავლით) ვერანიარად ვერ დავაგროვებ იმაზე მეტს ვიდრე ბევრი (უმეტესობა) სხვა.


ასე რომ ესეც არაა სამართლიანი ჩემი აზრით@!

Posted by: valo 22 Jul 2011, 23:08
Gig@
QUOTE
ვერანიარად ვერ დავაგროვებ იმაზე მეტს ვიდრე ბევრი (უმეტესობა) სხვა.


შენ ვერ მოიგებ სხვა მოიგებს yes.gif

QUOTE
ასე რომ ესეც არაა სამართლიანი ჩემი აზრით

ცდები
QUOTE
თუ ლოტოტრონის პრინციპი იქნებოდა.

ყველაზე იდიოტური პრინციპი down1.gif





პ.ს.

როგორ არ იღლებით ეს "სხვა ბანკის" თანამშრომლები : ))

Posted by: gio1_1 23 Jul 2011, 02:49
10 ოპერაცია ონლაინით 24 სთ განმავლობაში რა საშინელებააა ვაიმე
ცოტა გამიზარდეთ ან რამე მიშველთ 3 საათიც არ მყონიფს 10 ოპერაცია ხო ხედავს
უჟას
აი საერთოდ არაფერი არაა კომუნალურები რო გადაიხადო ვსოო
რა აღარ გაქ გადარიცხვა ძალიან ცოტაა მოხსნა მაინც შეიძლებოდეს wink.gif

Posted by: INA-INA 23 Jul 2011, 20:47
24 კი არადა 27 საათია.

gio1_1

რა დაწერე ვერ გავიგე აშკარად biggrin.gif

Posted by: Mr-Banks 23 Jul 2011, 22:14
INA-INA
რა დაწერა და ინტერნეტ ბანკში მხოლოდ 10 ოპერაციის განხორციელება რომ შემიძლია, ძალიან ცოტააო. 10 ოპერაცია კომუნალურების გადახდაზე თუ მეყოფა მხოლოდო და გაზრდა თუ შეიძლება ნეტავო... biggrin.gif

Posted by: INA-INA 23 Jul 2011, 22:25
Mr-Banks

შენ გენიოსი ხარ smile.gif

რაა? 10 ოპერაცია? მეტი არა?

Posted by: g_o_g_i_n_a 24 Jul 2011, 04:23
კარგად აბა
დამთავრდა ჩემი და საქბანკის ურთიერთობა
ადრე ერთჯერადად მაინხ მიხსნიდნენ მაგ ლიმიტს
დღეს მაგაზეც უარი მითხრეს ხოდა კარგად იყავით
უკეთესს ბანკს ვიპოვო smile.gif

Posted by: NUMB 24 Jul 2011, 21:53
კითხვა მაქვს: აქვს საქართველოს ბანკს პლასტიკური ბარათის დაზღვევის სერვისი?

Posted by: Pagani 24 Jul 2011, 22:03
NUMB


აქვს

Posted by: evanesence 25 Jul 2011, 12:42
მდაჰ smile.gif განვადება მინდოდა გამეკეთებინა საქ. ბანკში ტელეფონის 550 ლარიანი ტელეფონია smile.gif 500 ლარი მაქ ხელფასი და რატომღაც უარი მივიღე ძააან საკვირველია ეს ყველაფერიsmile.gif არანაირი შეხება არ მქონია ბანკებთან არც საკრედიტოები არც არაფერი smile.gif

Posted by: Mr-Banks 25 Jul 2011, 12:57
evanesence


თავდებში ხო არ უდგეხარ ვინმეს? smile.gif

Posted by: evanesence 25 Jul 2011, 12:59
არაააა smile.gif არავის არ მქონია ბანკთან შეხება biggrin.gif ვაფშეე ხელფასი მერიცხება და გამაქ biggrin.gif:D ერთხელ მქონდა ოვერდრაფთი თბისიში და ისიც დავფარე ნუ ცოტახნით დავაგვიანე რამოდენიმე დღით და მაგის გამო შეიძლება უარი მითხრან ?

Posted by: Mr-Banks 25 Jul 2011, 13:29
evanesence


ცოტა ხნით დააგვიანე? მაინც რამდენი ხანი? შეიძლება, შავ სიაში იყო მაგის გამო.

Posted by: IT_Zukeee 25 Jul 2011, 13:43
Mr-Banks


თუ იცი დამეხმარე რა

ბანკი რესპუბლიკა <-- აქ მერიცხება ხელფასი, მინდა სახელფასო სესხის გაკეთება (ხელფასი მერიცხება თითქმის 3 წელია და მაქ 500 ლარი) , ადრე რომ ვიყავი მისული მომთხოვეს სად ხარ ჩაწერილი და ასე შემდეგ , არა და ადრე გავიგე რომ მხოლოდ პირადობით შეიძლება სესხის გაკეთება.. ვერ გამარკვევთ სახელფასო სესხი როგორ ავიღო მარტივად?

Posted by: Mr-Banks 25 Jul 2011, 13:49
IT_Zukeee


ამონაწერი აიღე 6 თვის და ცნობა დავალიანების არ არსებობის შესახებ და მოდი აქ

Posted by: IT_Zukeee 25 Jul 2011, 14:06
Mr-Banks



უკაცრავად და რა დავალიანების ?

Posted by: Mr-Banks 25 Jul 2011, 17:30
IT_Zukeee


რესპუბლიკა ბანკში რომ დავალიანება არ გაქვს: სესხი და ა.შ.

Posted by: evanesence 25 Jul 2011, 19:27
არა არა 3 დღით smile.gif მარა გავაკეთე თბისიმ დამიმტკიცა smile.gif

Posted by: Mr-Banks 25 Jul 2011, 23:31
evanesence


გილოცავ up.gif

Posted by: Did_Giorgi 25 Jul 2011, 23:32
IT_Zukeee
რესპუბლიკა ბანკზე კითხვა ხომ დასვი იმ ბანკის თემაში?
ხოდა გიპასუხებენ იქ. სხვაგან არ შეიძლება.

Mr-Banks
QUOTE
ამონაწერი აიღე 6 თვის და ცნობა დავალიანების არ არსებობის შესახებ და მოდი აქ


biggrin.gif
მეტი ნუ იზამ მაგას.

Posted by: Mr-Banks 25 Jul 2011, 23:39
Did_Giorgi

საერთოდ, ზოგად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში წერია, რომ თუ დარღვევა გამოწვეულია გადაუდებელი აუცილებლობით, ჯარიმა არ ეკისრება მოქალაქეს. biggrin.gif


ნაწერებს თუ გადახედავ, გადაუდებელი აუცილებლობა იყო. lol.gif თან ბანკის სახელი არ დამიწერია. wink.gif


ხოდა, იმ პოსტს რაც შეეხება, ლინკი წაშალე, რაც მიაბი ან მოაშორე საერთოდ. wink.gif

Posted by: Did_Giorgi 25 Jul 2011, 23:51
Mr-Banks
QUOTE
საერთოდ, ზოგად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში

ეგ არ ვიცი, არც მაინტერესებს
ფორუმის წესებში წერია რომ უსერი შეიძლება დაისაჯოს შემდეგი წესის თანახმად
4.7. წესების დამრღვევ გზავნილზე გამოპასუხება
შესაბამისად ამ ეტაპზე კანონგარეშე იყო შენი საქციელი smile.gif

Posted by: Mr-Banks 26 Jul 2011, 00:04
Did_Giorgi

lol.gif


თუ არც დამადებ ვორნს რა, ეხლა მაგაზე ვიდარდებ. lol.gif დაგვადე ვორნები და წაშალე პოსტები. wink.gif

Posted by: freedemocrat 27 Jul 2011, 15:47
გუშინ ჩავრიცხე ბარათზე და ჯერ არ დამჯდარა ანგარიშზე.. 2 დღეა ვრეკავ ქოლ ცნტრში და შეფერხებააო..

მომიტეხეს 13 ლარი? biggrin.gif biggrin.gif

აი ბიზნესი

Posted by: GLADI 1 Aug 2011, 16:15
აჭარაბეთიდან გადამაქვს თანხა ვიზა ელექტრონ ბარათზე, Georgiancard-ის მეშვეობით, მაგრამ მიწერს "ოპერაცია უარყოფილია" მონაცემებს სწორად ვწერ... მეტყვით ვინმე რისი ბრალია ? ;შ


სავარაუდოდ სხვა ოპერაციის შესრულების დროსაც იგივეს იზავს.. მაგალითად eMoney-ზე რომ შევიტანო Georgiancard-იდან....

რისი ბრალია? :შ

ახლა საერთოდ მიწერს "შეცდომა დაფიქსირდა ოპერაციის შესრულებისას." არა და ზუსტად იგივე მონაცემებს ვწერ რასაც წინად ვწერდი...

Posted by: xpress-11 1 Aug 2011, 18:33
GLADI
შეიძლება ბარათი არ გაქ გააქტიურებელი. ერთხელ მაინც შეგიტანია ბანკომატში?

Posted by: GLADI 1 Aug 2011, 18:43
QUOTE (xpress-11 @ 1 Aug 2011, 18:33 )
GLADI
შეიძლება ბარათი არ გაქ გააქტიურებელი. ერთხელ მაინც შეგიტანია ბანკომატში?

კი რამოდენიმეჯერ, თურმე დროებითი შეფერხება ყოფილა, ახლა ვცადე და გავიდა ჩვეულებრივად ))

Posted by: Switchback 5 Aug 2011, 13:25
გამარჯობათ.
კრედიტის არება მინდა და რაღაცეები მაინტერესებს რა..
4 თვეა რაც ვმუშაობ 18 წლის ვარ 300 ლარი მაქვს ხელფასი..
ჩვეულებრივად სბ-ს მომხარებელი(ამათ კარტაზე მერიცხება ხელფასი)
700-800 ლარი რო მომცენ შესაძლებელია თუ არა ?
და დაახლოებით რამდენხნიანი სესხებია ანუ ყველაზე დიდივ ადა რა არის მინიმალური თანხის გადახდა რო მიწევდეს თვეში ??

Posted by: g_o_g_i_n_a 5 Aug 2011, 14:06
ბანკომატთან რო მივედი ფულის გამოსატანად ვიღაცის ბარათი დამხვდა შIგნით და წამოვიღე
რა ვუყო ამას ?

Posted by: Mr-Banks 5 Aug 2011, 15:40
g_o_g_i_n_a


ბარათის უკანა მხარეს წერია, რაც უნდა გააკეთო. მიიტანე სათავო ოფისში.

Posted by: g_o_g_i_n_a 5 Aug 2011, 15:46
Mr-Banks
ეუფ ? ფილიალი მაინც გეთქვა ახლა ვიღაც სომეხის ბარათის გამო საქართველოს ბანკის სათაო ოფისი მაძებნინე ......

ფილიალში მივიტან და მიხედონ თვითOნ

Posted by: Switchback 5 Aug 2011, 17:04
გამარჯობათ.
კრედიტის არება მინდა და რაღაცეები მაინტერესებს რა..
4 თვეა რაც ვმუშაობ 18 წლის ვარ 300 ლარი მაქვს ხელფასი..
ჩვეულებრივად სბ-ს მომხარებელი(ამათ კარტაზე მერიცხება ხელფასი)
700-800 ლარი რო მომცენ შესაძლებელია თუ არა ?
და დაახლოებით რამდენხნიანი სესხებია ანუ ყველაზე დიდივ ადა რა არის მინიმალური თანხის გადახდა რო მიწევდეს თვეში ??

Posted by: vaska_06 5 Aug 2011, 21:29
QUOTE
ეუფ ? ფილიალი მაინც გეთქვა ახლა ვიღაც სომეხის ბარათის გამო საქართველოს ბანკის სათაო ოფისი მაძებნინე ......

ფილიალში მივიტან და მიხედონ თვითOნ

biggrin.gif მასე ჯობია, მეც არ ვიჩალიჩებდი მაგდენს. მიიტანე ნებისმიერში და თვითონ გადააგზავნიან სათავოში...

Posted by: Did_Giorgi 5 Aug 2011, 23:01
Switchback
საქარტველოს ბანკში სესხით შეგიძლია ისარგებლო მხოლოდ 21 წლიდან
სამწუხაროდ sad.gif

Posted by: Switchback 6 Aug 2011, 08:54
Did_Giorgi
სხვა ბანკებში შესაძლებელია 18 წლიდან ??

და 300 ლარიან ხელფასზე 700-800 ლარიანი სესხი რო გააკეთონ მოჟნა?

Posted by: Fobos_4L 8 Aug 2011, 22:29
მიხედავს ვინმე გონიოში სოკარზე რომ საქართველოს ბანკის ბანკომატია 3-4 დღეა არმუშაობს და შემოგარენში არსად არარის სხვა, ვერხედავთ სისტემაში დაკიდული როა ბანკომატი ???

Posted by: DavidKh 9 Aug 2011, 16:31
1) მოკლედ, როგორც გუშინ მითხრეს ორ საათზე მივედი დღეს ბარათის ასაღებად, თუმცა ოპერატორმა არ მოსულა ჯერო.
ველოდე და მერე 30 წუთში ადმინისტრატორთან მივედი, შეამოწმა და თურმე მისული ყოფილა drug.gif

2) საქ. ბანკის ბარათების დიზაინერის საფლავი სად არის ? user posted image

3) სესხების განყოფილებაში რა ცუდი სახით გიყურებენ sad.gif გეგონება ვალი გქონდეს იმათი biggrin.gif

Posted by: Did_Giorgi 9 Aug 2011, 23:45
DavidKh
QUOTE
სესხების განყოფილებაში რა ცუდი სახით გიყურებენ  გეგონება ვალი გქონდეს იმათი 

პროფესიული ჩვევაა მასეთი biggrin.gif

QUOTE
საქ. ბანკის ბარათების დიზაინერის საფლავი სად არის ?

გადაიხადე 15 ლარი და დაამზადე საკუთარი დიზაინის ბარათი chups.gif
user.gif

Posted by: DavidKh 10 Aug 2011, 09:45
Did_Giorgi
QUOTE
გადაიხადე 15 ლარი და დაამზადე საკუთარი დიზაინის ბარათი

15 თუ 25?

მინდოდა, მაგრამ ლოგოები და ეგეთები არ შეიძლებაო.
ის ვერ მოვიფიქრე რო ფერბში გამეკეთებინა მარტო sad.gif (FCB)

Posted by: DavidKh 10 Aug 2011, 15:04
დჟანდაბა yes.gif



_______________

Posted by: freedemocrat 10 Aug 2011, 15:58
მაგარი იაზრობა გამოდგა ლავ ქარდის აქცია.. იმდენი რამეა აკრძალული.. smile.gif) ნორმალური ბარათი არანაირად არ გამოვა..

ისე ჩვეულებრივ კლასიკის და ელექტრონის დიზაინს მიხედოს ბანკმა მგონი კარგი იქნება..

Posted by: DavidKh 10 Aug 2011, 16:48
freedemocrat
QUOTE
მაგარი იაზრობა გამოდგა ლავ ქარდის აქცია.. იმდენი რამეა აკრძალული..

მართალი ხარ. ბარსას ლოგო ან რამე მსგავსი მინდოდა, მაგრამ არაო ... smile.gif
არც Battlefield-ის პოსტერიო, მაგიტომ არ ავიღე ...

QUOTE
ისე ჩვეულებრივ კლასიკის და ელექტრონის დიზაინს მიხედოს ბანკმა მგონი კარგი იქნება..

არაფერი არ უნდა ნორმალური დიზაინის დამზადებას. ისე კონკურსს თუ ჩაატარებენ მივიღებ მე მონაწილეობას.

Posted by: Error! 10 Aug 2011, 18:03
აქცია იყო უწინ საქართველოს ბანკში 16%-ით ვიღებდი სამომხმარებლო სესხს, ახლა 24% გახადეს, ხომ არ იცით არის თუ არა უახლოეს მომავალში რაიმე მსგავსი აქციის პერსპექტივა ? თორე დავრჩი უმანქანოდ sad.gif

Posted by: freedemocrat 10 Aug 2011, 19:04
DavidKh
მე რეალის ლოგო მინდოდა კლასიკოზე ტრიბუნაზე რომ იყო მაგრამ არაო..

არც fine art biggrin.gif biggrin.gif

Posted by: nikolakid7 11 Aug 2011, 17:22
გამარჯობათ.

საქართველოს ბანკში განვადების გასაკეთებლად აუცილებელია,რომ 21 წლის იყოს პიროვნება? თუ 18 წელიც საკმარისია ??

Posted by: LUCKY7 11 Aug 2011, 21:51
ონლაინ ბანკის გააქტიურებასთან დაკავშირებით მაქვს კითხვები გამომეხმაურეთ ვინც ერკვევით sad.gif

Posted by: INA-INA 11 Aug 2011, 22:59
LUCKY7

ინტერნეტ ბანკს გულისხმობთ ალბათ. სერვის ცენტრში მიხვალ ბარათით პირადობით და გააქტიურებ. თვეში 1.5 ლარი, თუ კლასიკ პაკეტს აიღებ იქ უფასოდ შედის smile.gif

Posted by: ozzy_ka10 12 Aug 2011, 16:53
400 ან 500 ლარის გამოტანა მინდა ბანკიდან.
ხელფასი ოფიციალურად 250 ( givi.gif )ლარი ირიცხება საქართველოს ბანკშივე.
შესაძლებელია საკრედიტო ბარათის გაკეთება?

Posted by: paparesta 13 Aug 2011, 20:54
რა ს...ი ჭირს ინტერნეტ ბანკსი ვერ შევდივარ 2 საათია გათისულია

Posted by: aleko633 13 Aug 2011, 23:55
ანგარიშზე მაქვს 479 ლარი და ვიყენებ მარტო 29 ლაააარს :@ რაააა არი ეს ტოო, ეს დაბლოკილი თანხა რა პონტია :@ user.gif user.gif

user posted image

Posted by: Did_Giorgi 14 Aug 2011, 00:11
aleko633
რაღაც გაქვს გადახდილი ბარათით დოლარში
271.69$
დაბლოკილ ტანხებში შედი და ზუსტად ნახავ რომელი საიტია თუ რა ტერმინალი.

Posted by: Bubbly 14 Aug 2011, 01:44
ესეთი რამე შემემთხვა, აღმოჩნდა რომ ნივთის შეძენისთვის მაკლდება 6 ლარი და მაინტერესებს ხვალ კი კვირა დღეა და არ მუშაობენ ბანკები, მაგრამ ის რაღაც ავტომატური გადახდის ბანკომატი რომ არის ipay, იმითი შევძლებ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას და მაშინათვე რომ დაჯდეს, ბარათი მაქვს ჩვეულებრივი კლასიკი... ან სხვა რისი გაკეთება შეიძლება... sad.gif ძაან მეჩქარება რომ დროულად გამოიგზავნოს.... sad.gif

Posted by: Did_Giorgi 14 Aug 2011, 01:50
Bubbly
QUOTE
ავტომატური გადახდის ბანკომატი რომ არის ipay, იმითი შევძლებ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას და მაშინათვე რომ დაჯდეს,

ვერა
QUOTE
სხვა რისი გაკეთება შეიძლება..

შეგიძლია მიხვიდე 24 საათიან ფილიალებში ან კიდე მეტროში რომ სერვის ცენტრებია იქ.

Posted by: Bubbly 14 Aug 2011, 02:28
Did_Giorgi
მეტროში რომელზე იწყებენ ხომ არ იცი?და ნამდვილად არიან კვირაობით ? biggrin.gif და 24 საათიანი ფილიალები სად გაქვთ? smile.gif
მაპატიე დაგაყარე კითხვები...
მადლობა პასუხისთვის რასაც ჩატში ვერ ვეღირსე sad.gif საქართველოს ბანკის sad.gif

Posted by: Did_Giorgi 14 Aug 2011, 11:27
Bubbly
ზუსტად არ ვიცი, ეხლა იქნებიან უკვე მეტროში biggrin.gif

24 საათიანებია: შერატონი, თბილისი-მერიოტი, რედისონი, აეროპორტი

Posted by: Bubbly 14 Aug 2011, 14:11
Did_Giorgi
ვიყავი უკვე...
მადლობა, შაბათ კვირას 10:00-18:00 მდე არიან... ეს ისე იქნებ სხვასაც დაჭირდეს

Posted by: FishFace 14 Aug 2011, 14:17
ბანზე პორტირებულ ნომრებზე იბანკით გადახდაზე რამე პრობლემა გაჩნდა?

ამ წუთას 5-ჯერ ვცადე და არ მარიცხინებს. არადა კვირაში ერთხელ ვრიცხავ ხოლმე მგონი მაგ ნომერზე რამოდენიმე თვეა უკვე.

Posted by: Did_Giorgi 14 Aug 2011, 14:25
FishFace
არაფერი პრობლემა
ოპერატორი არ შეგეშალოს ოღონდ
ბანის გადახდებში შედი და იქ აკრიფე ეგ ნომერი და არა ძველი ოპერატორის გვერდზე.

Posted by: FishFace 14 Aug 2011, 14:32
Did_Giorgi
კი კაცო მასე ვაკეთებ. მილიონჯერ გამიკეთებია, პირველად ხომ არაა. ვირჩევ ბანს, შემდეგ პრეფიქსს და ვწერ, დაჟე არც ვწერ ნომერს - დამახსოვრებული აქვს.

დიგიპასითაც ვცადე და სმს-თაც პაროლით.

პაბლიკ ნეტვორქს ხომ არ ბლოკავს სბ-ს ინტერნეტ ბანკი. სალონში ვზივარ ახლა. მასე თუა, საღოლ სბ-ს. სახლიდან ვცდი მოგვიანებით.
* * *
მოკლედ პრობლემაა პორტირებულ ნომრებზე - 'რადნოი' ბანზე რიცხავს ჩვეულებრივად.

შეატყობინეთ ვისაც ეხება.

Posted by: euroslutfucker 18 Aug 2011, 15:35
ამას საქართველოს ბანკი თუ მოიფიქრებდა biggrin.gif

Posted by: INA-INA 18 Aug 2011, 21:53
euroslutfucker

lol.gif

ეს საყვარლობა ბანკომატი სადაა? უნდა წავიდე ჩავუცუცქდე smile.gif)))))

Posted by: Kate789 19 Aug 2011, 00:56
Did_Giorgi
მოი აქანე biggrin.gif

Posted by: Did_Giorgi 20 Aug 2011, 00:32
INA-INA
QUOTE
ეს საყვარლობა ბანკომატი სადაა? უნდა წავიდე ჩავუცუცქდე

ნახალოვკაში იქნება, ან ქუთაისში biggrin.gif

Posted by: g_o_g_i_n_a 20 Aug 2011, 09:45
ვიზა კლასიკი მაქვს
ამერიკაში მივდივარ და
შევძლებ უპრობლემოდ თანხის
განაღდებას იქაურ ბანკომატში ?
საკომისიო რამდენია

Posted by: BIOS_999 20 Aug 2011, 12:15
g_o_g_i_n_a
1. კი
2. 2 % მინ 3$

Posted by: g_o_g_i_n_a 20 Aug 2011, 12:46
QUOTE (BIOS_999 @ 20 Aug 2011, 12:15 )
g_o_g_i_n_a
1. კი
2. 2 % მინ 3$

ვაუ რა ცოტა მე 7-8 % ვფიქრობდი

შესანიშნავია

Posted by: nunuka2 21 Aug 2011, 15:30
QUOTE
ეს საყვარლობა ბანკომატი სადაა? უნდა წავიდე ჩავუცუცქდე )))))



ბათუმშია თუ არ ვცდები biggrin.gif

Posted by: playstation 25 Aug 2011, 15:42
ვაი მეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე


მე მემარტება ასე თუ რა ხდება
უკვე ახალ ბარათზეც მოხდა ისე რომ მომპარეს თანხები

უკვე აღარ ვიცი რა გავაკეტო
რისი ბრალია
როგორ ახდენენ თანხების მოპარვას უკვე მეშინია ბარათზე თანხის გაჩერება რა
არადა მჭირდება ხოლმე
ისეტ დროს არ მაქვს ხოლმე თანხა როდესაც ძალიან ძალიან მჭირდება ხოლმე

Posted by: tuchka84 27 Aug 2011, 14:05
playstation
ბანკში მიდი და ამონაწერი გამოართვი

Posted by: Mr-Banks 27 Aug 2011, 17:05
playstation

ერთადერთი გამოსავალია, რომ ბარათი მუდმივად დაბლოკილი გქონდეს და მხოლოდ მაშინ ახსნა ბლოკი, როდესაც ტრანზაქციის გაკეთება გსურს. საკრედიტო ბარათები, მათ შორის, ამექსიც ეგრე მქონდა. ვადებდი ბლოკს, მაღაზიაში შესვლისას ვხსნიდი ბლოკს მობილ-ბანკით. მერე ისევ ვადებდი ბლოკს. სხვა გზა არაა...........

Posted by: The Finаl Cut 28 Aug 2011, 17:57
სტუდენტური: უფასოდ ისარგებლე დისტანციური საბანკო მომსახურების სრული პაკეტით: ინტერნეტ-ბანკი, მობილ-ბანკი, ტელეფონ-ბანკი, ონლაინ გადახდები.


________

იტერნეტ - ბანკს სწირდება CIC კოდი, ბანკშჳ კი მხოლოდ PIN კოდი მომცეს (ერთი ფურცელი)

CIC კოდი კივ ერსად ვნახე.

არ შემიძლია ონლაინიდან ამ კოდის გაგება?

თუ მისვლა მიწევს და ამის შემდეგ გადმომცემენ ამ კოდს..

(ხო კიდევ, ანგარიშზე რამდენია დარიცხული როგორ გავიგო?
და როგორ განვახორციელო ონლაინ გადახდები საიტიდანვე?)

Posted by: tuchka84 30 Aug 2011, 10:54
The Finаl Cut
უნდა მიხვიდე ფილიალში და გაგიაქტიურებენ ი ბანკს და გამდმოგცემენ სიაისი კოდს

Posted by: cooldadie 30 Aug 2011, 11:11
QUOTE
ბანკში მიდი და ამონაწერი გამოართვი


სწორედ ეგ არის საქმე რომ იმ ამონაწერშიც არ ჩანს, მაგალითად მე რამდენიმე დღის წინ ანგარიშზე მქონდა დარჩენილი 22 ლარი და რაღAც თეთრები, ხელფასამდე როგორმე გავიტანთAვსთქო, 20 ლარს ხომ მაინც ავიღებთქო და რა გინდა რომ ქნა? მივდივარ ბანკომატთან და ეს ახვარი მეუბნება 18 ლარიღAგავსო, რათა რათა რათა თქო და შენც არ მომიკვდე, სულ არ კიდია? შევედი ბანკში და ტუპოი ოპერატორი გოგოები სხედან ამონაწერი აკერიათ პირზე, რომლის თAვსა და ბოლოს თვითონაც ვერ იგებენ sad.gif mad.gif

Posted by: gandagana 30 Aug 2011, 22:13
ბინის ყიდა მინდა რომელიც ღირს40 000,და აკედან 15 000 ჩემი ფულია ანუ სესხი 25 000 მინდა+ ავეჯისათვის რამდენს მომცემენ?

Posted by: Noble 31 Aug 2011, 12:50
playstation
QUOTE
უკვე ახალ ბარათზეც მოხდა ისე რომ მომპარეს თანხები

ინტერნეტ ვაჭრობაში ხშირად იყენებ?

Mr-Banks
QUOTE
ერთადერთი გამოსავალია, რომ ბარათი მუდმივად დაბლოკილი გქონდეს და მხოლოდ მაშინ ახსნა ბლოკი, როდესაც ტრანზაქციის გაკეთება გსურს.

ეს ძალიან საინტერესო და სასარგებლო ინფოა.

QUOTE
მაღაზიაში შესვლისას ვხსნიდი ბლოკს მობილ-ბანკით. მერე ისევ ვადებდი ბლოკს

მობილ ბანკი ჩართული მაქვს, მაგრამ არასდროს არ მისარგებლია, რადგანაც ყველაფერს Ibank-ით ვაკეთებდი,
თუ შეგიძლია იქნებ ამიხსნა როგორ დავლოკო და მოვხსნა ბლოკი ბარათს მობილურით.

Posted by: kamikadze_teroristi 31 Aug 2011, 16:39
რა მოცულობის სამომხმარებლო სესხის აღება შემიძლია 400 ლარიანი ხელფასით?

Posted by: Mr-Banks 31 Aug 2011, 17:20
Noble


wap.ibank.ge -ზე შეხვალ და მენიუდან დაბლოკავ.


ან დარეკე 2 444 444 და დაგიბლოკავს ოპერატორი


სმს-ით დაბლოკვაც შეგიძლია http://sb24.ge/m/f/FlashDemo/ForFlash.aspx?channel=sms&lang=Ge

Posted by: Noble 31 Aug 2011, 17:41
Mr-Banks

მადლობა ინფოსთვის

Posted by: playstation 31 Aug 2011, 17:53
Noble
დღევანდელი გადახდები და შესყიდვები ოპერაციებში ჩამეთვლება ნეტა
თუ როცა ამონაწერსი გადავა მხოლოდ მერე ჩამეთვლება ოპერაციათ

მაინტერესებს რადგან გამარჯვება მსურს love card-ის გათამაშებაში აამდეც საკმაოდ აქტიურად ვხმარობდი და დღEს კაკრას გადასახადების გადახდა მიწევს და გადავიხდი ყველაფერს ერთად smile.gif

Posted by: quchi 1 Sep 2011, 12:02
გამარჯობათ
თქვენი დახმარება მესაჭიროება.

საქართველოს ბანკის საიტზე ვერსად ვიპოვე და იქნებ მითხრად სად შეიძლება ვიპოვო საქართველოს ბანკის სააპლიკაციო ფორმა
(გაზეთში არის მითითებული, ვაკანსია არსებობს, ჩვენს რეგიონში და გამოაგზავნეთ საპლიკაციო )

Posted by: tekle333 1 Sep 2011, 14:24
შედი ან jobs.ge ზე ან hr.com.ge ზე.ნახე ვაკანსიე ექნება სადმე დადებული საქართველოს ბანკს და მანდვე ექნება თანდართული სააპლიკაციო ფორმა

Posted by: Noble 1 Sep 2011, 15:23
playstation
QUOTE
დღევანდელი გადახდები და შესყიდვები ოპერაციებში ჩამეთვლება ნეტა

ნებისმიერი ტრანზაქცია მიეკუთვნება იმ დღეს რომელშიც განხორციელდა, ის ფაქტი რომ ოპერაციები ამონაწერში გვიან გადადის ეს უბრალოდ ტექნიკური საკითხია.

Posted by: playstation 3 Sep 2011, 00:45
LOVE CARD-ს რომელი ფორუმელები იყენებდით ხშირად და რამდენად ხშირად?

მქონდეს ნეტა გამარჯვების იმედი
როგორც მითხრეს გამარჯვებულები 15 სექტემბრის შემდეგ გამოვლინდებაო sad.gif

აუუ რამე რომ მოვიგო რა მაგრა გამიხარდებაააააააააააააააააააააააა

Posted by: GeorgioGe 4 Sep 2011, 17:34
სტუდენტური ბარათის აღება უკვე შემიძლია?
პირველკურსელი ვარ

Posted by: Mr-Banks 4 Sep 2011, 17:52
GeorgioGe

http://nea.ge/Students.aspx

აქ შეიყვანე შენი პირადი ნომერი და თუ მოგძებნა, ესე იგი, ბაზაში ხარ და აიღებ.

Posted by: GeorgioGe 4 Sep 2011, 22:54
Mr-Banks
არ მოიძებნებაო, მაგრამ საქართველოს ბანკმა მითხრა უპრობლემოდ აიღებო spy.gif

Posted by: tarabua 5 Sep 2011, 02:15
axali sabanko produqti rogor shevtavazo saqartvelos banks? sataoshi unda mivitano? tu ra unda vqna?

Posted by: Did_Giorgi 6 Sep 2011, 00:23
tarabua
აღმაშენებლის 80 ნომერში მიდი
და იქ მოახსენე შენი წინადადება smile.gif
პროდუქტების განვიტარება, მარკეტინგი და ა.შ იქ შეგხვდება თუ მოეწონათ.

Posted by: VADA 6 Sep 2011, 11:57
რომელ საათამდე მუშაობთ და შესვენება რამდენი საათი გაქვთ ?

Posted by: apachi 6 Sep 2011, 23:54
გაგიკვირდებათ და საქართველოს ბანკს ყველაზე მაგარი პოლიტიკა აქვს თანამშრომლების მიმართ smile.gif
დეპარტამენტის უფროსი რო თანამშრომელს ეტყვბის კვალიფიკაცია ფეხებზე მკიდია სტუდენტს მოვიყვან 2 კვირაში ისწავლის ყველაფერსო რავიცი რავიცი მთლად ჯანმრთელი ვერ უნდა იყოს ის დეპარტამენტის თავჯდომარე თუ რც ქვია smile.gif
თან 2 წელი რომაა უფროსი და ერთხელ არ დაინტერესდება რეგიონებში მომუშავე თანამრომლების ბედ იღბლით
smile.gif))
მოკლედ ბევრს მიაღწევთ სანამ ასეთი ტოპ-ი ეყოლებათ smile.gif

Posted by: Homo Erotikus 8 Sep 2011, 09:35
შაბათს შესაძლებელია ანაბრის გახსნა?
+1% jump.gif jump.gif

Posted by: lavasha89 10 Sep 2011, 17:46
საქართველოს ბანკის ვიზა ელექტრონი რა ღირს?

Posted by: Mr-Banks 11 Sep 2011, 00:12

lavasha89


ბარათი არის 2 წლიანი და ღირს 10 ლარი. ასევე, თვეში გადასახდელია საკომისიო 1 ლარი.

http://sb24.ge/tariff

Posted by: DavidKh 12 Sep 2011, 12:56
ლიბერთის ბანკის ანგარიშზე გადავრიცხე თანხა და რამდენ ხანში დაჯდება?


ოპერატორმა დამირეკა და საკომისიო 25$ არისო 93$-ის გადარიცხვისასო lol.gif




23% გამოდის საკომისიო, ლოლ lol.gif
ეს სად ვცხოვრობ lol.gif

Posted by: Mr-Banks 12 Sep 2011, 13:19
DavidKh


სხვა ბანკში გადარიცხვა დოლარში ეგრე ღირს ყველა ბანკში.

რატომ?

იმიტომ რომ სავალუტო გადარიცხვა მიდის შუამავალი ბანკის გავლით და არა - ეროვნული ბანკის.

Posted by: DavidKh 12 Sep 2011, 13:26
Mr-Banks
QUOTE
სხვა ბანკში გადარიცხვა დოლარში ეგრე ღირს ყველა ბანკში.

რატომ?

იმიტომ რომ სავალუტო გადარიცხვა მიდის შუამავალი ბანკის გავლით და არა - ეროვნული ბანკის.

რაც არ უნდა იყოს, 93$-ს რო რიცხავ და 25$ გეჭრება დამატებით, რავიცი, რავიცი.
მათხოვრები არიან.

წავედი ეხლა, გამოვიტან ბანკომატიდან და მოვნახავ უახლოეს ფილიალს "ლიბერთი ბანკისას".

Posted by: Mr-Banks 12 Sep 2011, 16:09
DavidKh


საშუამავლო ბანკს მიაქვს საკომისიოს დიდი ნაწილი.....

Posted by: vaknari 13 Sep 2011, 16:54
ანგარიშზე დამიდეს თანხა $ში გამოტანისას ლარად დამხვდა, გამოტანიდან ერთ კვირაში მიკავშირდებიან დაბლოკილია ბარათიო!? ვინ გამარკვევს რა მოხდა

Posted by: dito_slim 14 Sep 2011, 13:47
Visa Electron მაქვს, დამეკარგა ონლაინ გადარიცხვების კოდი (პასვორდი) და მაგის აღდგენა შესაძლებელია?

Posted by: freedemocrat 14 Sep 2011, 13:58
ისევ გაჭედა იბანკმა ქოლ ცენტრში მითხრეს ტექნიკური პრობლემები არისო.. :|

Posted by: dito_slim 14 Sep 2011, 22:37
ამ თემას პატრონი ყავს?

//////////////////

Posted by: Did_Giorgi 14 Sep 2011, 23:38
dito_slim
QUOTE
დამეკარგა ონლაინ გადარიცხვების კოდი

აღდგენა არა, შეცვლა შეგიძლია
სერვისცენტრში მიხვალ, ახალ კოდს შეიყვან და 24 საათში გააქტიურდება ახალი კოდი.

Posted by: dito_slim 15 Sep 2011, 19:34
QUOTE (Did_Giorgi @ 14 Sep 2011, 23:38 )
dito_slim
QUOTE
დამეკარგა ონლაინ გადარიცხვების კოდი

აღდგენა არა, შეცვლა შეგიძლია
სერვისცენტრში მიხვალ, ახალ კოდს შეიყვან და 24 საათში გააქტიურდება ახალი კოდი.

გმადლობ, ველაპარაკე საპორტს და ნებისმიერ დროს ნებისმიერ ფილიალში მობრძანდითო...


Posted by: playstation 17 Sep 2011, 18:29
ძალიან გთხოვთ თუ რომელიმე საქ ბანკში მუშაობთ იკითხეთ რა LOVE CARD-ის გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ უკვე
დაურეკეს უკვე გამარჯვებულებს?

თუ დაუერეკეს უკვე წავედი თავი უნდა მოვიკლა sad.gif


Posted by: Van10Persie 17 Sep 2011, 19:32
სტუდენტურ სესხზე (საპროცენტო განაკვეთი: 15%-დან) 2250 ლარი - 12 თვე. რამდენი უწევს თვეში? user.gif

Posted by: sunny night 18 Sep 2011, 01:20
თუ კი სესხს 15%-ში აიღებ, თვეში 215 ლარის გადახდა მოგიწევს. ანუ 2250-ის 15% რაც არის, ეგ დაუმატე თვითონ 2250 ლარს და გაყავი 12 თვეზე. 215 ლარი და 60 თეთრი უწევს.

Posted by: lavasha89 18 Sep 2011, 11:33
ანგარიშზე რამდენი მაქ როგორ გავიგო სმს თი გუშინ ავიღე ვიზა ელექტრონი და რაღაც ფურცელი მოყვა და იქ წერია ანგარიშის ნომერი და ვალუტა მიუთითეთ და გააგზავნეთ 4444 ზეო, ხოლო მაგალითში წერია ACC და რა არის ეს?
ვერ გავიგე ტექსტის სტრუქტურა როგორი უნდა იყოს.
მაგ: 4545646544521USD ? ase?

Posted by: Mr-Banks 18 Sep 2011, 14:37
sunny night

არ მოუწევს მაგდენი. კლებადი ძირითაა % და არა მარტივი %-ით.



Van10Persie


თუ 15%-ში მოგცემენ, 12 თვის მანძილზე თვეში უნდა შეიტანო 203 ლარი. ჯამში 12 თვის მერე % იქნება 186 ლარი.


lavasha89

acc გააგზავნე 4444-ზე და მოგივა ინფორმაცია.

Posted by: sunny night 19 Sep 2011, 10:31
Mr-Banks
QUOTE
არ მოუწევს მაგდენი. კლებადი ძირითაა % და არა მარტივი %-ით.

მე ბანკში არ ვმუშაობ, მაგრამ ვიცი რომ დაახლოებით ასე ითვლიან თვიურად გადასახდელ თანხას. სავარაუდოდ მასე მოუწევს გადახდა.

Posted by: Mr-Banks 19 Sep 2011, 10:41
sunny night


ხოდა თუ არ მუშაობ, სწორად არ გცოდნია, როგორ ითვლიან. ვინც კითხვა დასვა, დარწმუნებული ვარ, დაახლოვებითი პასუხი არ სჭირდებოდა, არამედ - ზუსტი. უფრო ვრცლად იხილე სესხის კალკულატორი ამ http://ksb.ge/index.php?a=main&pid=60&lang=geo

Posted by: TT-KK 19 Sep 2011, 10:51
Mr-Banks
იპოთეკურ სესხზეც კლებადი ძირით ითვლიან?

Posted by: Mr-Banks 19 Sep 2011, 11:57
TT-KK



რა თქმა უნდა, ბანკში ეგრე ითვლიან.

Posted by: Van10Persie 19 Sep 2011, 14:21
Mr-Banks
მადლობა
QUOTE
ვინც კითხვა დასვა, დარწმუნებული ვარ, დაახლოვებითი პასუხი არ სჭირდებოდა, არამედ - ზუსტი.

აჰაა მართალი ხარ, დაახლოებით მეც ვხვდებოდი რამდენი უწევდა.
15 პროცენტში ვინ რას მომცემს biggrin.gif

Posted by: Van10Persie 19 Sep 2011, 15:32
Mr-Banks
ეს კლებადი ძირი რა მაგარი რაღაცა ყოფილა... მაგალითად რაღაცას დავწერ და თუ რამე მეშლება შემისწორე რა

ვანგარიშობ წლიური 36%-ით.
2250 ლარი - 12 თვე, თვეში უწევს 226.04 ლარი. ჩემი ზარალი: 462.48 ლარი
1125 ლარი - 6 თვე, თვეში უწევს 207.67 ლარი. ჩემი ზარალი: 121.03 ლარი

ესეიგი 2 ჯერ რომ გამოვიტანო 1125 ლარი 6 თვით გამოდის რომ 242.06 ლარით მეტს ვიხდი, ანუ ვზოგავ 220.42 ლარს

Posted by: Mr-Banks 19 Sep 2011, 15:41
Van10Persie


კი, ეგრეა...........................................

Posted by: Chincha 20 Sep 2011, 08:08
QUOTE
სწორედ ეგ არის საქმე რომ იმ ამონაწერშიც არ ჩანს, მაგალითად მე რამდენიმე დღის წინ ანგარიშზე მქონდა დარჩენილი 22 ლარი და რაღAც თეთრები,  ხელფასამდე როგორმე გავიტანთAვსთქო, 20 ლარს ხომ მაინც ავიღებთქო და რა გინდა რომ ქნა? მივდივარ ბანკომატთან და ეს ახვარი მეუბნება 18 ლარიღAგავსო, რათა რათა რათა თქო და შენც არ მომიკვდე, სულ არ კიდია? შევედი ბანკში და ტუპოი ოპერატორი გოგოები სხედან ამონაწერი აკერიათ პირზე, რომლის თAვსა და ბოლოს თვითონაც ვერ იგებენ     

როგორც ჩანს ამ ბანკში ანგარიშიდან თანხების მოპარვამ სისტემატური ხასიათი მიიღო წინა გადარიცხვებიდან 8 ევრო აორთქლდა დაჯე მინუსებში დამსვეს გუშინ ჩარიცხული თანხიდამ გადარიცხვის შემდეგ 42.50 ევრო იყო ანგარიშზე დღეს დილას38.13 ევროა საინტერესოა ბანკი რას იტყვის დღეს მონაცემები ამოვბეჭდე გუშინ ამოვბეჭდე დღესაც სხვაობა 4.37 ევრო გამოდის რომ ამ ბანკში თანხა არ უნდა დატოვო მაგარი ბიზნესია

Posted by: Did_Giorgi 21 Sep 2011, 00:30
Chincha
QUOTE
ანგარიშიდან თანხების მოპარვა

სისულელეა
სხვა ვალუტაში როცაა გადარიცხვა დღის ბოლოს სწორდება კურსები და კურსთა შორის სხვაობები.
მოპარვა გამიგია მაგრამ ბანკს კლიენტისთვის რამე მოეპაროს - არსად შემხვედრია no.gif

Posted by: Royal_Flash 21 Sep 2011, 14:52
ხალხო რა მაინტერესებს. სტუდენტური ბარათი როა, მეტროში 20 თეთრად რითიც გადიხარ, ეგ როგორ უნდა ავიღო ? და რა საბუთების წარდგენაა საჭირო ?

Posted by: Did_Giorgi 21 Sep 2011, 20:53
Royal_Flash
პირადობა გჭირდება და სტუდენტი უნდა იყო რომელიმე აკრედიტებული (ავტორიზირებული ჰქვია მგონი უკვე) უმაღლესი სასწავლებლის
მაგას ბანკში გადაამოწმებენ.

Posted by: _Lali_ 21 Sep 2011, 20:55
Did_Giorgi
მაგ ბარათს ბანკი იძლევა? ანუ საქ. ბანკში უნდა წარვადგინოთ პირადობა მხოლოდ?

Posted by: GeorgioGe 21 Sep 2011, 20:57
_Lali_
წელს თუ გახდი სტუდენტი ჯერ ბაზაში არ იქნები

Posted by: _Lali_ 21 Sep 2011, 22:02
GeorgioGe
და როდის შეაქვთ მაგ ბაზაში? ანუ მაინტერესებს როდის შეიძლება ბარათის აღება

Posted by: GeorgioGe 21 Sep 2011, 22:11
_Lali_
არ ვიცი, მეც პირველკურსელი ვარ და ველოდები უკვე კაი ხანია

Posted by: ქეთუ 22 Sep 2011, 15:15
ონლაინ გამოწერის დროს თანხა დამებლოკა და დაქენსელების წერილი რომ მოვა სად გადავაგზავნო რა მეილზე ბანკში? თუ უნდა მივიტანო?

Posted by: Royal_Flash 22 Sep 2011, 22:35
Did_Giorgi

გასაგებია. გმადლობ smile.gif

Posted by: apachi 25 Sep 2011, 00:43
საქართველოს ბანკზე ამბებენ ფულში იხრჩობაო და თან რეგიონებში იტიშნიკებს 350 ლარს აძლევენ ხელფასსსო მართალია ეს ამბავი? თუ ანეკდოტად დადის?

Posted by: spider77 25 Sep 2011, 21:26
apachi
QUOTE
რეგიონებში იტიშნიკებს 350 ლარს აძლევენ ხელფასსსო მართალია ეს ამბავი?


არამგონია. ალბათ ჭორია givi.gif

Posted by: apachi 26 Sep 2011, 00:54
spider77
QUOTE
არამგონია. ალბათ ჭორია givi.gif

არადა რეალობააა

Posted by: Kuntuniani 26 Sep 2011, 03:33
QUOTE (ქეთუ @ 22 Sep 2011, 15:15 )
ონლაინ გამოწერის დროს თანხა დამებლოკა და დაქენსელების წერილი რომ მოვა სად გადავაგზავნო რა მეილზე ბანკში? თუ უნდა მივიტანო?

თუ ინტერნეტ ბანკინგი გაქვს ჩართული მაგ დაქენსელების წერილიდან ათ დღეში დაურეკე და მოგცემენ მეილს და მაგაზე დააფორვარდებ დაქენსელების წერილს.

Posted by: Ben Dover 28 Sep 2011, 17:31
სტუდენტურ სესხებთან დაკავშირებით მაინტერესებს თუ არ ვმუშაობ ანუ ოფიციალური შემოსავალი თუ არ მერიცხება შანსი არ მაქვს რომ ავიღო სტუდენტური სესხი??

Posted by: ანანოanuka1 28 Sep 2011, 17:52
QUOTE (Ben Dover @ 28 Sep 2011, 17:31 )
სტუდენტურ სესხებთან დაკავშირებით მაინტერესებს თუ არ ვმუშაობ ანუ ოფიციალური შემოსავალი თუ არ მერიცხება შანსი არ მაქვს რომ ავიღო სტუდენტური სესხი??

რავი აბა

მე მაგალითად ვმუშაობ, დამატებითი სემესტრი შემეტენა და არ დამიმტკიცეს

ნერვები მაქვს მოშლილი user.gif

Posted by: Ben Dover 28 Sep 2011, 18:12
ანანოanuka1
და რატო არ დაგიმტკიცეს? რადგან დამატებითი სემსტრი შეგეტენა თუ სხვა მიზეზი აქვთ რაიმე?

Posted by: ანანოanuka1 28 Sep 2011, 18:17
QUOTE (Ben Dover @ 28 Sep 2011, 18:12 )
ანანოanuka1
და რატო არ დაგიმტკიცეს? რადგან დამატებითი სემსტრი შეგეტენა თუ სხვა მიზეზი აქვთ რაიმე?

4 წელში რომ ვერ ავიღე საკმარისი კრედიტი, სტუდენტის სტატუსი შემიჩერეს

და ჰგონიათ დავალიანება მაქვს, ვერ დავამტკიცე რა
არადა 100%იანი გრანტი მქონდა


არაო
sad.gif

რა ვქნა აღარ ვიცი sad.gif

Posted by: Perpetuum_Mobile_Project 29 Sep 2011, 17:17
ონლაინ შოპინგისთვის საქართველოს ბანკის ვიზა ელექტრონს ვეღარ ვიყენებ. უარს მეუბნებიან საიტები და რა ხდება ხომ არ იცით

Posted by: g_o_g_i_n_a 30 Sep 2011, 02:26
Did_Giorgi
შენ ყველაზე გარკვეული ხარ უბრალოდ ამ სიტუაციაში რა უნდა ვქნა მირჩიე
ავტობუსში დამაჯარიმეს, ეგ თუ დაჯარიმება იყო დამკვირვებელმა ქვითარი
რაც მომცა, იმით არც ერთ ბანკში არ გადამახდევინეს ჯარიმა.. და შესაბამისად
75 ლარი გახდა... მარა ამ დროის არ ვიყავი საქართველოში... ხოდა დამიყადაღეს ანგარიში
მე 50 დოლარი დავდე ბალანსზე 10 ლარი დამიჯდა ხელმისაწვდომში დანარჩენი ბლოკში წავიდ
[ანუ ზუსტად 75 ლარი დამებლოკა დოლარის ვალუტაში]

მერე რო დავრეკე ბანკში ვისი ოქმის საფუძველზეც იყო დაბლოკილი ჩემი ანგარიშI იმის ნომერი
მომცეს და ვუთხარი ჩამომაჭერით ბარათიდან თქო კი ბატონოო მიმართვას გავგზავნიო ხვალო
ჩამოგეჭრებათო
დღეს ჩემ ინტერნეტ ბანკში რომ შევედი ასეთი სურათი დამხვდა

http://b.pix.ge/d/jd0kw.png
რეალურად მე ის 10 ლარი გავიტანე რაც ხელმისაწვდომში მეჯდა
მეტი არაფერი მიქნია
მარა 72 ლარი მიწერია ახლა
რა ხდება ავირიე ?

ჩემი აზრით დაკონვერიტრებაში კურსმა ცვლილება გამოიწვია
და ვერ ჩამომაჭრეს ეს პონტია ხო ?
და ახლა რა ვქნა გადავავსო და თავისით ჩამომეჭრება ?

http://pix.ge/

Posted by: Did_Giorgi 30 Sep 2011, 23:49
g_o_g_i_n_a
QUOTE
ჩემი აზრით დაკონვერიტრებაში კურსმა ცვლილება გამოიწვია
და ვერ ჩამომაჭრეს ეს პონტია ხო ?

ნამდვილად
დღის ბოლოს კურსიტ არ იყო საკმარისი და დარჩა ისე.
დაამატე ის 2 ლარი და ეგაა რა

Posted by: Anonymous User 1 Oct 2011, 00:40
მომენტალურ განვადებაზე წლიური პროცენტი რამდენი ემატება?

და cirrus maestro-ს სახელფასო ბარათით ბანკომატიდან თანხის გამოტანისას საკომისიოს ან რამე მაგდაგვარს უნდა მიკავებდეს?

Posted by: Did_Giorgi 1 Oct 2011, 01:04
Anonymous User
QUOTE
ბანკომატიდან თანხის გამოტანისას საკომისიო

0.2% მინიმუმ 20 თეთრი
სტანდარტულად ასეა
თუ რამე ვიპ სახელფასოს წევრი არ ხარ შენი ბარათიანად smile.gif

Posted by: sofisofig 1 Oct 2011, 01:38
გამარჯობათ ,ერთი კითხვა მაქვს ,გუშინწინ საღამოს განვადებით მინდოდა ტელევიზორის ყიდვა და მოვიდა თანხმობა ,რატომღაც მეგონა არ დამიმტკიცებდნენ და არც მიფიქრია რომ ხელფასს დღესს ვიღებდი და გუშინწინ ფული საერთოდ არ მქონდაა,დღეს ავიღე და ეგრევე დავრეკე ,დილას ეგრევე მოვალ თქო და ბანკის წარმომადგენელმა გავაუქმე უკვეო-ქონდა ამის უფლება?
მოკლედ მაგრად ამეშალა ნერვები და ხვალ მინდა სხვა მაღაზიაში შევიდე,იმოქმედებს ეს გაუქმება ბანკის პასუხზე?

Posted by: n-i-c-k 5 Oct 2011, 21:36
სმს ი მომივიდა საქართველოს ბანკიდან biggrin.gif

Tanxis charitsxva tanxa GEL400.00
angarishze - GE74BG0000000343566300GEL

და მეორე

Sabarate operatsia
tipi ganagdeba barati -8620
dablokili tanxa - GEL 380.00 Obiekti BOG ATM KHASGURI

არადა საქ ბანკის კლიენტი არ ვარ biggrin.gif

დავრეკე 244 4444 და ოფისში უნდა მოხვიდეთო sad.gif

პატრონი არ ჰყავს ამ ბანკს ... არასწორედ სხვის ნომერზე გზავნიან შეტყობინებებს და მე უნდა ვირბინო იმათი შეცდომების გამოსასწორებლად ?!!!!


Posted by: Did_Giorgi 5 Oct 2011, 22:59
n-i-c-k
QUOTE
პატრონი არ ჰყავს ამ ბანკს

წითლად უნდა დაგეწერა, უფრო დრამატული იქნებოდა biggrin.gif
ვირაცამ შეცდომით შენი ნომერი ჩაწერა, დიდი ამბავი, შეცვლიან ალბათ.

QUOTE
მე უნდა ვირბინო იმათი შეცდომების გამოსასწორებლად ?!!!!

თუ ეგ მესიჯები არ გაწუხებს, არ მიხვიდე no.gif

Posted by: Mr-Banks 5 Oct 2011, 23:03
Did_Giorgi

საქართველოს ბანკიდან არა, მაგრამ ჩემ მეგობარს მიუვიდა ორი სხვადასხვა ბანკიდან სმს თანხის ჩარიცხვაზე. ანგარიშიც კი არ აქვს იქ. mo.gif


საერთოდ რა ხდება მაშინ, როცა A პირს B ბანკში C ნომერი აქვს დარეგისტრირებული, მაგრამ ეს C ნომერი გაუუქმდა ამ A პირს და ნომერი შეიძინა D პირმა. ამ D პირმა რომ ცნობა მოიტანოს ოპერატორისგან, რომ C ნომერი მას ეკუთვნის, B ბანკს რამდენად აქვს უფლება, ამ A პირს გაუუქმოს C ნომერი პროგრამაში A პირის თანხმობის გარეშე. ქეისია ფაქტობრივად, არა? user.gif

Posted by: Did_Giorgi 5 Oct 2011, 23:12
QUOTE
საერთოდ რა ხდება მაშინ

Mr-Banks
აზრზე არ ვარ, მოიფიქრებენ რამეს ბანკში biggrin.gif
წესიტ ეგ ნომერი უნდა გაუუქმონ, მაგრამ მერე სმს ბანკი? ეგ ხო ფასიანია და უნებართვოდ რომ გაუთიშო ბანკი შარშია ნეტა? spy.gif

Posted by: Mr-Banks 5 Oct 2011, 23:18
Did_Giorgi


ქეისია.... mo.gif

პირის ნებართვის გარეშე, ინფორმაციის ცვლილება შარია, მაგრამ ხელშეკრულებაში ხომ წერია, რომ ნომრის შეცვლის შემთხვევაში, უნდა აცნობოს ბანკს, მაგრამ არ ცნობების შემთხვევაში, სანქცია არაა დაწესებული. წესით, ბანკმა უნდა დააკმაყოფილოს კეთილსინდისიერი შემძენის (D პირის) მოთხოვნა ნომრის შეცვლასთან დაკავშირებით და იმ A პირს გაუუქმოს C ნომერი და შესაბამისად, ყველა სხვა მომსახურება, რომელიც ამ ნომერზეა მიბმული. ეს ჩემი მტკიცე ლოგიკით. biggrin.gif კანონი ამას არ არეგულირებს, პრეცენდენტული შემთხვევაა.

Posted by: n-i-c-k 6 Oct 2011, 00:00
QUOTE
ვირაცამ შეცდომით შენი ნომერი ჩაწერა, დიდი ამბავი, შეცვლიან ალბათ.


მაგის შესაცვლელად ოპერატორმა ოფისში დამპატიჟა !!!

Posted by: Did_Giorgi 6 Oct 2011, 00:04
n-i-c-k
QUOTE
მაგის შესაცვლელად ოპერატორმა ოფისში დამპატიჟა !!!

ოპერატორმა ფაქტის გადასამოწმებლად/დასაზუსტებლად დაგპატიჟა ოფისში, თუ არ გინდა, ნუ მიხვალ.
უბრალოდ ბოლოს აღმოჩნდება ხოლმე ხშირად რომ რაღაც გაუგებრობა იყო, ანუ კლიენტი ისტორიის მხოლოდ ნაწილს უყვება ბანკის წარმომადგენელს და რეალურად სულ სხვა სურათია..
წარმატებები შენ საქმეში, იმედია მალე გაარკვევ მაგ ნომრის ამბებს და ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდება user.gif

Posted by: TT-KK 6 Oct 2011, 15:40
Did_Giorgi
1.ავტოგანვადების დროს შემოსავლის ცნობას თუ ითხოვენ?
2.იპოთეკური სესხი თუ მაქვს, ავტოგანვადება შემიძლია?

Posted by: gandagana 6 Oct 2011, 22:45
TT-KK
თუ შემოსავლები გიწყობს ხელს შეგიზლია აიგო ორივე სესხი
ავტოგანვადების დროს მოითხოვება შემოსავლის ცნობა არანაკლებ750 ლარის,არის ასევე ე.წ 'ჩეკინგით'გაიცემა მხოლოდ პირადობის საპუზველზე ,ოგონდ ავტო საჭრიროებს რომ პარტნიორი ავტოსალონიდან იკოს ,ამ დროს წინასწარ იხდი ღირებულების 30%

Posted by: Twisom 8 Oct 2011, 10:44
სალამი ყველას,
მოკლედ, გუშინ ავიღე BOG-ის Visa Electron-ი და ibank-ზე ვერ შევდივარ. გუშინვე მივწერე და ერთი დღე სჭირდება პაროლის გააქტიურებასო და ის ერთი დღეც გავიდა, ეს კიდე მაინც არ შედის. ან მე ვარ ძაან გამოუცდელი და უვიცი ამ საქმეში ან ესენი უFრიკინებენ :? იქნებ მომეხმაროთ რამეში. ტოტალიზატორიდანაც ვერ გადამაქ თანხა. პაროლი არასწორიაო მიწერს

Posted by: Edie_Sedgwick 8 Oct 2011, 14:20
საიტებიდან გამოწერას სპეციალური კარტა რომ სჭირდება ეგ აქვს საქართველოს ბანკს??

Posted by: nat_nat777 9 Oct 2011, 22:14
PFLK გადარიცხვების შესახებ მიამბეთ რაა, საქართველოს ბანკის თანამშრომლებს გთხოვთ sad.gif
* * *
_Lali_
QUOTE
და როდის შეაქვთ მაგ ბაზაში? ანუ მაინტერესებს როდის შეიძლება ბარათის აღება

GeorgioGe
QUOTE
არ ვიცი, მეც პირველკურსელი ვარ და ველოდები უკვე კაი ხანია

დეკანატში შედით და შეაწუხეთ ვინმე, სიებზე პასუხისმგებელი პირი : )

აი, როგორც კი სია გადაეგზავნება ბანკს, მერე შეგიძლიათ იმ დღესვე შეაავსოთ განაცხადი და მეორე დღეს ბარათი მზად გექნებათ : )

Posted by: BIOS_999 10 Oct 2011, 13:09
Twiosm
1. CIC კოდი მოგცეს? ibank.ge ზე ბარათის ნომერ (16 ციფრი) და CIC კოდი გჭირდება, რომელიც აუცილებლად ცალკე კონვერტით უნდა მოგცენ და არა პინ თან ერთად
2. ტოტალიზატორიდან თანხის გადმოსატანად გჭირდება ბარათის ნომერი, სახელი და გვარი, PASSWORDი რომელიც დევს პინ კოდის კონვერტში, არის 8 სიმბოლო და დიდ და პატარა ასოებს აქვს მნიშნველობა (ანუ ჩაწერე ისე როგორც წერია)

ანუ იბანკი და ტოტალიზატორიდან თანხის გადატანა გადმოტანა ერთმანეთთან არანაირ კავშირში არარი ამის თქმა მინდოდა
თუ ყველაფერს ისე აკეთებ როგორც მე დაგიწერე მაშინ ან სხვა ბრაუზერით ცადე ერთხელ (ხრომ, მოზილა, ოპერა) ან კიდევ მიდი ბანკში და ოპერატორს გააწერინე და აახსნევინე ზუსტად ისე როგორც მე დაგიწერე




Edie_Sedgwick
სპეციალური ბარათი არ არსებობს. გჭირდება ნებისმიერი ვიზა კლასიკი და ზემოთ/მასტერქარდ სტანდარტი და ზემოთ. ზოგი საიტი ვიზა ელექტრონსაც იღებს.
რათქმაუნდა ეს ყველა ბარათის BOGსაც აქვს


nat_nat777

ეგ კლიენტს არ უნდა აინტერესებდეს smile.gif) შიდა სამზარეულოა

Posted by: gsmgeo 10 Oct 2011, 14:31
american express ლიმიტის გაზრდაზე როდის შეიძლება შეიტანო განაცხადი

Posted by: Twisom 10 Oct 2011, 19:30
BIOშ_999
დიდი მადლობა, გავიგე ყველაფერი, მაგრამ tt92XI1I წერია თუ მე მეჩვენება ასე? :დ http://www.radikal.ru

Posted by: nat_nat777 10 Oct 2011, 20:03
BIOS_999
QUOTE
ეგ კლიენტს არ უნდა აინტერესებდეს ) შიდა სამზარეულოა

სია რომ უნდა გადაგზავნოს დეკანატმა, ეგ კლიენტის ინტერესებში შედის ზუსტადაც და შიდა სამზარეულო სულაც არაა smile.gif

Posted by: sxvaveli 10 Oct 2011, 23:41
გამარჯობათ.
19 წლის ვარ და საქართველოს ბანკში განვადების გაკეთება შემიძლია ? ვიცი რო კრედიტის გამოტანა 22 მდე არ შეიძლება,მაგრამ განვადებაზე როგორ არის ხო არ იცით?

Posted by: BIOS_999 11 Oct 2011, 09:54
nat_nat777
PFLK ზე ვამბობ

Twiosm
ვა მაგარი მარტივი შეგხვედრია biggrin.gif


Posted by: shelo1 11 Oct 2011, 14:49
მაინტერესებს რამდენია საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე? ხელფასი საქ. ბანკში მერიცხება , ოპერატორმა მითხრა ბანკში უნდა მიხვიდე და პროცენტი 15-დამ 28-მდე მერყეობსო... რაზეა დამოკიდებული მაინტერესებს რა.

ხო, ნუ პირველად გამომაქვს სესხი, არანაირი საკრედიტო ისტორია არ მაქ.. ხელფასის 1000-1500 ლარის ფარგლებში. მოკლედ ამ მონაცემებით მაქსიმუმ რამდენ %-იან სესხს გამიფორმებენ? .. ხო , 2 წლიანზე მეტი ხანგრძლივობით გამოტანას არ ვაპირებ.

Posted by: Twisom 11 Oct 2011, 17:25
BIOS_999
საშინლად მარტივია biggrin.gif დღეს ვიყავი და შევცვალე, თორემ დამაწყდა უკვე ნერვები

Posted by: nat_nat777 11 Oct 2011, 21:01
BIOS_999
QUOTE
PFLK ზე ვამბობ

არ ვარ კლიენტი ვახ. წინასწარ მაინტერესებდა biggrin.gif

Posted by: sxvaveli 11 Oct 2011, 22:54
19 წლის ვარ და განვადებაზე რამე პრობლემა ხო არ შემექმნება??

Posted by: shelo1 12 Oct 2011, 14:25
QUOTE
მაინტერესებს რამდენია საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე? ხელფასი საქ. ბანკში მერიცხება , ოპერატორმა მითხრა ბანკში უნდა მიხვიდე და პროცენტი 15-დამ 28-მდე მერყეობსო... რაზეა დამოკიდებული მაინტერესებს რა.

ხო, ნუ პირველად გამომაქვს სესხი, არანაირი საკრედიტო ისტორია არ მაქ.. ხელფასის 1000-1500 ლარის ფარგლებში. მოკლედ ამ მონაცემებით მაქსიმუმ რამდენ %-იან სესხს გამიფორმებენ? .. ხო , 2 წლიანზე მეტი ხანგრძლივობით გამოტანას არ ვაპირებ.


ვინმემ იცის ამაზე პასუხი ?

Posted by: BIOS_999 12 Oct 2011, 15:15
shelo1
გააჩნია ორგანიზაციას, შეიძლება რაიმე ფიქსირებული პროცენტი ქონდეს შეთავაზებაში თავის თანამშრომლებზე - ამას ბანკში გეტყვიან


ისე კი დიაპაზონი 15 დან 28 მდეა - ეს სწორად უთქვამთ

ანუ პირდაპირ კითხვაზე მაქსიმუმ რა % ში მოგცემენ სესხხს, პასუხი არის 28% მაქსიმუმ.

დანარენი ბანკში უნდა გაარკვიო თვითონ და იქ გეტყვიან უფრო დეტალურად


პ.ს. ასაკი მინიმუმ 22 წელი


sxvaveli

განვადება 20 წლიდან ზემოთ

Posted by: _Lali_ 12 Oct 2011, 16:14
ხომ არ იცით, პარასკევი 15 ოქტომბერი ბანკისთვის სამუშაო დღეა?

Posted by: spider77 12 Oct 2011, 18:33
_Lali_

ისე, ჩვენში დარჩეს და 15 ოქტომბერი შაბათია და არა პარასკევი. wink.gif

ამ პარასკევს, ზოგადად ბანკები არ მუშაობენ. შაბათს კი შაბათის რეჟიმით. yes.gif



Posted by: _Lali_ 12 Oct 2011, 20:08
spider77
QUOTE
ისე, ჩვენში დარჩეს და 15 ოქტომბერი შაბათია და არა პარასკევი

უი, შემშლია, ჰო, პარასკევი უნდა დამეწერა. ესე იგი დასვენების დღეა.
მადლობა

Posted by: shelo1 13 Oct 2011, 10:27
BIOS_999

გაიხარე დღეს როგორმე გავალ და გავიგებ ყველაფერს. მადლობა ინფოსთვის...

22 წლის წინა თვეში გავხდი და არ იქნება პრობლემა მგონი smile.gif smile.gif smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: BIOS_999 13 Oct 2011, 14:15
shelo1
არანაირი პრობლემა არ გექნება ასაკზე. წარმატებები

Posted by: Gode 19 Oct 2011, 00:17
მშვიდობა გაქვთ? ნახევარი დღეა ინტერნეტ-ბანკინგი გათიშულია, არადა შუადღეზე ვნახე, იცინოდა user.gif

Posted by: spider77 19 Oct 2011, 09:44


ამუშავდა საქბანკი?


ხო მშვიდობაა?




Posted by: Luis_Ocaña 19 Oct 2011, 12:51
დახმარება მჭირდება...

მოკლედ, კომპიუტერის, ტელევიზორის განვადება, ორენჯ ბარათი, სესხი...

თავიდან კარგად ვიხდიდი... მერე გამიჭირდა...

რაც მქონდა დარჩენილი გავაერთიანე...

მაგრამ მაინც ვერ გადავიხადე...

წელიწადზე მეტია ასე ვარ... ძირი მაქვს დარჩენილი 5000 მდე...

ახლა ჯარიმიანად 22 000 ია...

ვიყავი პრობლემურებში... მითხრეს ჯარიმას მოგაჭრითო, მაგრამ პროცენტი მაინც უნდა გადავიხადოო...

4000 ია დაახლოებით პროცენტი...

შემიძლია მხოლოდ ძირის გადახდა...

მარტო ძირი თანხის გადახდით ვერ მოვაგვარებ ამ პრობლემას?

არაფერი მეშველება?

მითუმეტეს რომ...

რაც საქართველოს ბანკიდან თანხა ამქვს აღებული...

2 იმდენი მაქვს გადახდიილი, პროცენტიან-ჯარიმებიანად...

Posted by: UTILIZ@TOR 19 Oct 2011, 16:21
Luis_Ocaña


ისევ პრობლემურებთან თუ შეთანხმდები რამეზე. ისე არ მგონია გამოვიდეს რომ საერთოდ მოჭრან პროცენტები

Posted by: Gode 19 Oct 2011, 20:32
Luis_Ocaña

იქნებ პროცენტის გაყინვაზე და დროში გაწელვაზე დაგთანხმდენ? ძირს ეხლა გადაიხდიდი და პროცენტს ეტაპობრივად...

Posted by: ქეთუ 19 Oct 2011, 20:49
ჩაინიკური კითხვა მაქვს biggrin.gif

ბარათს ვადა გასდის და გამოცვლა მინდა, ხოდაა ანგარიშის ნომერი იცვლება? და ტანხა რაც მაქვს ავტომატურად გადავა იმ ბარათზე?

Posted by: UTILIZ@TOR 20 Oct 2011, 10:50
ქეთუ
ანგარიში იგივე დარჩება და თანხაც რათქმაუნდა გადავა (თანხა ანგარიშზე დევს და არა ბარათზე smile.gif )

თუ გენდომება შეგიძლია ძველი ანგარიში დაახურინო და ახალი ბარათი ახალი ანგარიშით გაახსნევინო

Posted by: sabuk 20 Oct 2011, 10:52
აუ რა ხდება ინტერნეტ ბანკინგი გათიშულია და ბანკის საიტზე საერთოდ არ შედის sad.gif
ოოო რა როცა რამე დაგჭირდება ადამიანს მაშინ არაა მაინდამაინც....

Posted by: spider77 20 Oct 2011, 11:41
ქეთუ
QUOTE
ბარათს ვადა გასდის და გამოცვლა მინდა, ხოდაა ანგარიშის ნომერი იცვლება? და ტანხა რაც მაქვს ავტომატურად გადავა იმ ბარათზე?


ამას ფულის გათეთრება ჰქვია. დაგიჭერენ, ტრიფონსაც დაიჭერენ და შეიძლება მეც დამიჭირონ ..... fingal.gif

Posted by: Luis_Ocaña 20 Oct 2011, 11:51
UTILIZ@TOR
Gode

TNX...

....................................................


Posted by: Sagh 20 Oct 2011, 17:25
გამარჯობა
სბ-ს თანამშრომელს მინდა ვკითხო:

რა არის ტექნიკური ანგარიში საქართველოს ბანკში? რა შემთხვევაში ეხსნება ის კლიენტს?

რატომ მაინტერესებს:
მქონდა სბ-ში მუშაობის ბედნიერება, თუმცა მცირე ხნით (სამი თვე) და დაახლოებით 4 წლის წინ. იმ პერიოდში ვსარგებლობდი სახელფასო ბარათით + უფასო ინტერნეტ ბანკინგით, შემდგომ მქონდა "ორანჯ" ბარათი რომელიც მოგვიანებით შეიცვალა "აიმექსით". გარდა ამისა ვიყავი ჩემი მეგობრის თავდები, სესხი წარმატებით დაიფარა გართულებების გარეშე. სექტემბერში გავხსენი ვადიანი ანაბარი.
ყოველთვიურად შემქონდა შენატანები და დღემდე ვაგრძელებ, ერთ მშვენიერ დღეს (დაახლოებით ერთი კვირის წინ) ერთ-ერთმა ოპერატორმა გამომიცხადა, რომ მაქვს დაგროვილი დავალიანება 10 ლარი და არის ტექნიკური ანგარიშის მომსახურების საკომისიო.
როდესაც ვკითხე ოპერატორს თუ რა იყო ეს ტექნიკური ანგარიში, რა დანიშნულება ჰქონდა მას ვერ მიპასუხა....

იქნებ მიპასუხოს ვინმემ რა არის ესეთი იდუმალებით აღსასვე "ტექნიკური ანგარიში", რაში უნდა დამჭირვებოდა მე (სწორედ ამისთვის ჩამოვთვალე ზემოთ ის პროდუქტები რომელთა მეშვეობითაც შეხება მქონდა სბ-სთან) და რატომ მოხდა ისე, რომ მინიმუმ 3 წლის განმავლობაში სხვადასხვა ფილიალის სხვადასხვა ოპერატორმა არა და მხოლოდ ერთმა განსაკუთრებული ნიჭის მქონე ადამიანმა შენიშნა და მითხრა (ან საიდუმლო გამანდო) ამ დავალიანების და ანგარიშის შესახებ?

წინასწარ დიდი მადლობა იმ ადამინს ვინც დამეხმარება ამ საკითხის გარკვევაში.

Posted by: Gode 21 Oct 2011, 02:33
თხოვნა საქართველოს ბანკს: გასაგებია რო ცვლილებები გაქვთ, გასაგებია რო ჩვეულებრივ შემთხვევებშიც, როცა ცვლილებები არაა, პრობლემა შეიქმნას და რაიმე გაითიშოს, არ იმუშავოს და ა.შ. მაგრამ მესამე დღეა ინტერნეტ ბანკინგი სერიოზული შეფერხებებით მუშაობს. ჩემი ჩათვლით ყველა კლიენტი კმაყოფილი იქნება, თუ საიტზე, ან თვითონ ინტერნეტ ბანკინგის მთავარ გვერდზე რამე ინფორმაციას გამოკიდებთ შეფერხებებთან და ხარვეზებთან დაკავშირებით, რა პერიოდებში იქნება გეგმიურად/ავარიულად გათიშული და ა.შ.

წინასწარ დიდი მადლობა!

სერვისის მალე აღდგენის მოლოდინში მყოფი თქვენი ერთგული მომხმარებელი user.gif

Posted by: UTILIZ@TOR 21 Oct 2011, 13:01
Sagh
რომელ ოფისში იყავი შეგიძლია დაწერო?
ტექნიკური ანგარიში ეხსნებათ დეპოზიტებს და განვადებებს. ანუ დეპოზიტებზე მათი გავლით ხდება თანხის დამატება (ამ შემთხვევაში შეგროვებადი). განვადებებს კიდევ იმიტომ უხსნიდნენ რომ სხვა ყველა ანგარიშს აქვს მომსახურების საკომისიო. ანუ ხაზს გავუსვამ რომ ტექნიკური არის ისეთი ანგარიში რომელსაც არ აქვს არანაირი მომსახურების საკომისიო არც წლიური, არც ყოველთვიური, არც დღიური და არც საათ/წუთობრივი. smile.gif შესაბამისად ან ოპერატორს რაღაც შეეშალა (მეეჭვება ეგ არ ცოდნოდა) ან სახელი ვერ გაიგე სწორად - შეიძლება გითხრა სტანდარტული/მიმდინარე/უნივერსალური.

ეხლა ჩემი მოსაზრება. რადგან ფლობდი ბარათს - ესეიგი ფლობდი უნივერსალური ანგარიშს, სანამ ბანკში მუშაობდი ამ ანგარიშს არ ქონდა მომსახურების საკომისიო, და თუ არ დაგიხურავს ეხლა 1 ლარი ექნება ყოველთვიური


ინტერნეტ ბანკინგიც უფასო აღარ არის მაგასაც და სმს ბანკინგსაც ცალცალკე მომსახურების საკომისიოები აქვს - კორპორატიულ კლიენტებს ზოგს უფასო აქვს, ან რაიმე პაკეტის მფლობელებს, მაგრამ ეს ალბათ თქვენ სიტუაციას არ ეხება



ჩემი რჩევა იქნება, მიხვიდე რომელიმე ოფისში და თხოვო დეტალურად გითხრან საკომისიო: 10 ლარი ზუსტად რა და რა პროდუქტების გამო დაგერიცხა. თუ ვერ აგიხსნიან, PM მომწერე უკვე მე და ვეცდები დაგეხმაროთ



Gode
მალე უნდა გამოსწორდეს, მადლობა ერთგულებისთვის smile.gif

Posted by: Natuka NGN 22 Oct 2011, 12:49
UTILIZ@TOR
როდესცა ხელფასი გერიცხება თვქენთან, სესხის აღების % რამდენია?

Posted by: Sagh 23 Oct 2011, 23:23
UTILIZ@TOR
მადლობა თექნიკური ანგარიშისთვის და რჩევისთვის.

Posted by: UTILIZ@TOR 24 Oct 2011, 10:39
Natuka NGN
გააჩნია ორგანიზაციას შეიძლება 15% იც იყოს, შეიძლება 16% ან სულაც არ ქონდეს ორგანიზაციას რაიმე შეღავათი სესხებზე, მოკლედ ეს ორგანიზაციაზეა დამოკიდებული

ისე კი დიაპაზონი 15-28% მდე მერყეობს და დამოკიდებულია თვითონ მსესხებელზე, სესხის თანხაზე ვადაზე და ასე შემდეგ. ჯობია ოფისში მიხვიდე და ადგილზე გაარკვიო ან სულაც გაგზავნო განაცხადი (უფასოა) და თუ პირობა არ მოგეწონება არ გააქტიურო სესხი


Sagh

თუ პრობლემას მოაგვარებ, გთხოვ აქაც დაწერო ან გამაგებინო

Posted by: Natuka NGN 25 Oct 2011, 02:41
UTILIZ@TOR
ვერ ვიპოვნე ეს ფორმა

Posted by: UTILIZ@TOR 25 Oct 2011, 13:04
Natuka NGN
რა ფორმა უნდა გეპოვნა? smile.gif) ვერ გავიგე

Posted by: Natuka NGN 25 Oct 2011, 13:45
UTILIZ@TOR
QUOTE
ან სულაც გაგზავნო განაცხადი (უფასოა) და თუ პირობა არ მოგეწონება არ გააქტიურო სესხი

განაცხადის ფორმა... სადაა, საიდან გავაგზავნო.

Posted by: UTILIZ@TOR 25 Oct 2011, 14:03
Natuka NGN
იბანკში შედიხარ, განაცხადებში გადადიხარ (მესამე პუნქტი მაღლა) და მარცხნივ ჩამონათვალში ირჩევ სესხებს (მეხუთე)

შემდეგ იღებ დანიშნულებას, სამომხმარებლო მანდ არ არის და ირჩევ სხვა დანიშნულებით


მე მაინც გირჩევ სერვისცენტრში მიხვიდე



P.S. მაღლა განაცხადის გაგზავნაში ვიგულისხმე სერვის ცენტრიდან განაცხადის გაგზავნა

Posted by: ozzy_ka10 26 Oct 2011, 01:09
2010-ის დასაწყისში (ან 2009-ის ბოლოს. აღარ მახსოვს) ავიღე ბარათი. ნუ.. სულ ვიყენებდი მგონი 2 თვე. ჩავრთე ი-ბანკი.
იმის მერე ბარათი საერთოდ არ გამომიყენებია. არც ერთი ოპერაცია საერთოდ. ბალანზე 0 და რაღაც თეთრები იყო დარჩენილი. მოკლედ, ეგ ბარათი დავიკიდე.
ახლა დამირეკა ოპერატორმა და მითხრა ი-ბანკი გამორთეო. :/
დამატებით კითხვებზე არ მიპასუხა. მახსოვდა რომ მაგ ბარათს საერთოდ ვადა უნდა გასვლოდა წესით.

შეიძლება ი-ბანკის მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო რამე ჯარიმა დამკისვროდა? :/ :/ :/ :/


Posted by: Did_Giorgi 26 Oct 2011, 01:24
ozzy_ka10
ჯარიმა არა, საკომისიოები იქნება ბარათისაც
ბარათი 2 წლიანია სტანდარტულად და მიუხედავად იმისა რომ 2 თვე ისარგებლე მარტო, საკომისიოები დაერიცხებოდა მაინც
ასევე იბანკიც.
მოკლედ 30-40 ლარით გაღარიბდები რა smile.gif

Posted by: ozzy_ka10 26 Oct 2011, 02:06
Did_Giorgi
QUOTE
მოკლედ 30-40 ლარით გაღარიბდები რა

drug.gif user.gif

Posted by: actionscript 28 Oct 2011, 14:11
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
vax

Posted by: Nikalas 29 Oct 2011, 09:29
ვახ ჩემი პოსტი წაუშლიათ, არა უშავს, ჩემი ავატარი ამბობს სათქმელს

ლა ცაკალელი ხარ ჩემო ნათკუწკუწკუწკუნები, იბძვი ხომ გაბრწყინებული საქართველოსთვის როგორც შეგიძლია,

2kiss.gif

Posted by: Did_Giorgi 29 Oct 2011, 23:36
Nikalas
არათემატურ პოსტებს მოერიდე.
ქართუ ბანკზე ლინკები იყო და ეგენი შეგიძლია ქართუს თემაში დაპოსტო.

პოლიტიკაზე და მაიმუნობებზე პოლიტიკის განყოფილებაში მიბრძანდით user.gif

Posted by: PooPoo 30 Oct 2011, 22:22
საქართველოს ბანკის საიტზე ვერ ვიპოვე ვაკანსიები, სააპლიკაციო ფორმა მინდა და ელექტრონული ფოსტის მისამართიც იქნებ იცოდეთ smile.gif

Posted by: celestiales 30 Oct 2011, 22:34
ანგარიში მაქვს გახსნილი განვადებით თუ როგორც ქვია და ბოლომდე არ მაქვს დაფარული ეგ 37 თუ რაღაც ლარი
ახლა გაუქმება მინდა და სანამ ბოლომდე არ დავფარავ ვერ გავაუქმებ?

Posted by: Kate789 30 Oct 2011, 22:34
PooPoo
გადავატრიალე ორივე საიტი და ვერც მე ვერ მოგიძებნე mo.gif

Posted by: PooPoo 30 Oct 2011, 22:41
Kate789
მადლობა მაინც smile.gif, იქნებ გამოჩნდეს ვინმე ვინც იცოდეს smile.gif

Posted by: ._. 30 Oct 2011, 23:09
PooPoo
http://jobs.ge/client/bog/

ჯობს გეზე ვიპოვე სააპლიკაციო ფორმაც და იქვეა იმეილის მისამართი (ფორმაში)...
ვაკანსიები სბ-ს ვებგვერდზე არ დევს -- ალბათ ჯობია, სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ იმეილზე სივისაც თუ გააგზავნით

Posted by: PooPoo 30 Oct 2011, 23:12
._.
აუ მადლობა დიდი, გაიხარე smile.gif

Posted by: ._. 30 Oct 2011, 23:32
PooPoo
არაფრისsmile.gif წარმატებას გისურვებ!


Posted by: lavasha89 31 Oct 2011, 14:02
პირველ რიგში მოგესალმებით!
ვიზა ელექტრონი ავიღე და ყოველდღე ანგარიშიდან მაკლდება გარკვეული თანხა. ბევრი არა მარა ყოველდღე. გუშინ მაგალი
თად 1$ დამაკლდა.
რისი ბრალია? და როგორ მოვაგვარო?

Posted by: Nikalas 31 Oct 2011, 14:13
QUOTE (Did_Giorgi @ 29 Oct 2011, 23:36 )
Nikalas
არათემატურ პოსტებს მოერიდე.
ქართუ ბანკზე ლინკები იყო და ეგენი შეგიძლია ქართუს თემაში დაპოსტო.

პოლიტიკაზე და მაიმუნობებზე პოლიტიკის განყოფილებაში მიბრძანდით user.gif

არანაირი პოლიტიკა, მართალი ბრძანდებით , მე აღარაფერი მესაქმება ამ თემაში რადგან მივბაძე ბატონ დავით მაღრაძეს და ჩემი ანაბრებიან ხელფასიანად საქართველოს ბანკიდან ქართუში გადავბარგდი, ადიოს მეგობრებო, წარმატებებს გისურვებთ 2kiss.gif

Posted by: ანრიNBA 31 Oct 2011, 15:25
აქ მაინც დამეხმრეთ როგორ გაავრიცხო ფული აჭარაბეთIდან საქართველოს ბანკის კარტაზე

Posted by: lavasha89 31 Oct 2011, 15:33
შედი აჭარაზე, დააჭირე თანხის გატანას, მიუთიტე საქართველოს ბანკი, შეიყვანე შესაბამისი მონაცემები გახსნილ ფანჯარაში, დააჭირე ტრანსფერს და ეგაა

Posted by: ანრიNBA 31 Oct 2011, 15:34
lavasha89
მიწერს რო პაროლი არასწორია sad.gif არადა ზუსტია ტო

Posted by: lavasha89 31 Oct 2011, 17:52
Anrinba
დიდ და პატარა ასოებს აქცევ ყურადღებას?
* * *
ვიზა ელექტრონი ავიღე და ყოველდღე ანგარიშიდან მაკლდება გარკვეული თანხა. ბევრი არა მარა ყოველდღე. გუშინ მაგალი
თად 1$ დამაკლდა.
რისი ბრალია? და როგორ მოვაგვარო?
არავინ იცით?

Posted by: Did_Giorgi 31 Oct 2011, 21:58
lavasha89
QUOTE
რისი ბრალია? და როგორ მოვაგვარო?

ამონაწერი გააკეთე და ნახე სად მიდის ეგ ფული.
თუ სხვა იყენებს შენ ბარათს, დაბლოკე!

Posted by: Van10Persie 1 Nov 2011, 11:59
სტუდენტურ ბარათზე ინტერნეტ ბანკი უფასოა?
ისე ხო 1.5 ლარი ღირს თვეში?

Posted by: UTILIZ@TOR 1 Nov 2011, 14:25
Van10Persie
კი, 1.5 ლარი


lavasha89
ამონაწერს თუ არ გააკეთებ ვერაფერს გაიგებ ისე

Anrinba
პაროლში დიდ და პატარა ასოებს მიაქციე ყურადღება და ზუსტად ისე დაწერე როგორც გიწერია პინ კოდის კონვერტზე

Posted by: _Lali_ 1 Nov 2011, 14:28
სტუდენტური ბარათი ჩვეულებრივი ვიზა ელექტრონია? შეიძლება ინტერნეტში გამოყენება?

Posted by: UTILIZ@TOR 1 Nov 2011, 14:32
_Lali_
კი შეიძლება




303030303030303030303030

Posted by: Mr-Banks 2 Nov 2011, 23:24



პირველი და ბოლო რეკლამა "ეკუთვნის" საქართველოს ბანკს. biggrin.gif

Posted by: playstation 3 Nov 2011, 18:54
QUOTE (Mr-Banks @ 2 Nov 2011, 23:24 )



პირველი და ბოლო რეკლამა "ეკუთვნის" საქართველოს ბანკს. biggrin.gif

ყეაააა ყოჩღ კარგი ვიდეო მოარტყი
სულ ნერვებზე მხეთქავს ხოლმე ასეთი რეკლამები
განსაკუთრებით ელიტ ელექტრონიქსის მაღიზიანებდა
HTC-ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთEსო კამპანიის კომერციალი რომ დააკოპირებს
HTC YOU რომ გააკეთა მასეთი რავიცი იმენა სულში და გულში ჩამწვდომი კომერციალები აქვს



Posted by: ildamusa 7 Nov 2011, 11:28
ერთი შეკითხვა მაქვს ამ ბანკთან დაკავშირებით. ადამიანი იღებდა ამ ბანკში ხელფასს, მერე სხვა ბანკზე მიება მისი ხელფასი და ახლა 2 წლის მერე შეატყობინეს რომ ანგარიშის და ინტერნეტ ბანკინგის 2 წლის თანხა აქვს გადასახდელი სადღაც 60 ლარი. არადა ბარცერთ არ იყენებდა და ხელფასი რომ სხვა ბანკში გადავიდა ესენი არ გაუუქმებიათ თურმე. როგორ ჯობს მოგცევა? რომ არ გადაიხადოს შავ სიაში შევა და გასაჩივრებას აქვს რამე აზრი?

Posted by: nerio 7 Nov 2011, 15:42
QUOTE (ildamusa @ 7 Nov 2011, 11:28 )
ერთი შეკითხვა მაქვს ამ ბანკთან დაკავშირებით. ადამიანი იღებდა ამ ბანკში ხელფასს, მერე სხვა ბანკზე მიება მისი ხელფასი და ახლა 2 წლის მერე შეატყობინეს რომ ანგარიშის და ინტერნეტ ბანკინგის 2 წლის თანხა აქვს გადასახდელი სადღაც 60 ლარი. არადა ბარცერთ არ იყენებდა და ხელფასი რომ სხვა ბანკში გადავიდა ესენი არ გაუუქმებიათ თურმე. როგორ ჯობს მოგცევა? რომ არ გადაიხადოს შავ სიაში შევა და გასაჩივრებას აქვს რამე აზრი?

გადაიხადოს უნდა ყველა შემთხვევაში.

მეც მქონდა მსგავსი რამ შარშან მივდექი, მოვდექი, გადავრეკე, მივწერე და ბოლოს გადავიხადე smile.gif

აზრი არ აქვს რა დამიჯერე. თუ ხელფას აღარ იღებ უნდა მიხვიდე და ყველაფერი მოიკითხო უნდა რა გაქვს გახსნილი ან გქონია და მერე განცხადება უნდა დაწერო გაუქმებაზე, თორე "სოჩიკი" ტრიალებს smile.gif

Posted by: Mama_Basili 7 Nov 2011, 17:45
ოვერდრაფტი მინდა ჩავირთო და რა არის ამისთვის საჭირო და სად უნად მივიდე?

Posted by: ildamusa 7 Nov 2011, 18:36
QUOTE
გადაიხადოს უნდა ყველა შემთხვევაში.
რომ არ გადაიხადოს ჯარიმა მოემატება?
QUOTE
თორე "სოჩიკი" ტრიალებს
გათიშულია უკვე ეგ.

Posted by: nerio 7 Nov 2011, 22:12
მე მითხრეს ემატება ყოველდღიურიო და სადღაც 6 ლარით ზედმეტიც გადავიხადე.

Posted by: Did_Giorgi 7 Nov 2011, 22:31
ildamusa
nerio
არაფერი არ ემატება
პლიუს კიდე რომ მივიდეს, გაარკვიოს რა ხდება, რეალურად შეიძლება უფრო ნაკლები აღმოჩნდეს გადასახდელი, კერძოდ 12 თვეში ყველა ბარათი იხურება თავისით და ანგარიშის მომსახურების საკომისიოები არ ერიცხება, 3 თვეში ავტომატურად დისტანციური არხებიც (სმს ბანკი, ინტერნეტ ბანკი) უქმდება. შესაბამისად 2 წლის არ იქნება ეგ, რამდენიმე ანგარიში აქვს შეიძლება და ა.შ.
პ.ს. შავ სიაში არ გადაგსვამენ მაგის გამო, მაგრამ ოდესმე თანხა რომ ჩაგერიცხოს ან სესხი დაგჭირდეს, მოულოდნელად ჩამოგაჭრიან და გეწყინება smile.gif

Posted by: nerio 8 Nov 2011, 10:30

Did_Giorgi
მე არ დამეხურა ავტომატიურად. თანხის გადახდისას მენეჯერმა ამიხსნა უნდა მოსულიყავი და განცხადება უნდა დაგეწერა გაუქმების შესახებო.

მაგ დავალიანების გამო 2-ჯერ დამირეკეს და 8 დღე გადააცილეო და 0.5 %-იც ერიცხებაო.

მე რაც შემემთხვა იმას ვწერ, და არ არის საჭირო სტანდარტული ფრაზებით საუბარი,რომლის მორალია: "ბანკი მუდამ მართალია" smile.gif




Posted by: Did_Giorgi 8 Nov 2011, 20:30
nerio
QUOTE
2-ჯერ დამირეკეს და 8 დღე გადააცილეო და 0.5 %-იც ერიცხებაო.

სესხი გქონია მაშინ ვადაგადაცილებაში და მაგას ერიცხება ჯარიმა.
ჩვენ ანგარიშის მომსახურების საკომისოებზე ვლაპარაკობთ, რა ჯარიმა, რის ჯარიმა. გაერკვიე ჯერ და მერე.

QUOTE
არ არის საჭირო სტანდარტული ფრაზებით საუბარი,რომლის მორალია: "ბანკი მუდამ მართალია"

რა სტანდარტული ფრაზები, გეჩვენება. იკითხა ადამიანმა და ავუხსენი.

Posted by: nerio 9 Nov 2011, 10:47
QUOTE (Did_Giorgi @ 8 Nov 2011, 20:30 )

სესხი გქონია მაშინ ვადაგადაცილებაში და მაგას ერიცხება ჯარიმა.
ჩვენ ანგარიშის მომსახურების საკომისოებზე ვლაპარაკობთ, რა ჯარიმა, რის ჯარიმა. გაერკვიე ჯერ და მერე.


ეგებ იმარჩიელო კიდევ რა მქონდა? smile.gif არ მქონდა სესხი და არც სხვა რამ.
გარკვევა და მოკითხვა რომ ვცადე ამასობაში მეორედ დამირეკეს, და ისევ იგივე გამიმეორეს და აქცენტები კვლავ ჯარიმაზე და კრედიტ ინფოზე გააკეთეს smile.gif

უჩვეულო სიტუაცია რომ არის ეგ მეც ვიცი მაგრამ მაშინ საქმე მიზანმიმართულ ტყუილთან გვქონია რომელსაც ბანკის თამანშრომლები ავრცელებს.

მე იმას მოვუწოდებ ყველას ჩემს მაგალითზე რომ როცა აღარ აიღებენ ხელფას საქ.ბანკში, მსგავსვი რამ რომ არ მოხდეს უნდა მივიდნენ ს/ც და დაწერონ განცხადება ყველაფრის გაუქმების შესახებ.

Posted by: nick_el_son 9 Nov 2011, 13:44
გამარჯობა


მაინტერესებს სტანდარტულ ანგარიშზე ნაღდ ფულად შეტანილი დოლარის უკან გამოტანისას რამე პროცენტი ხომ არ მეჭრება?

საიტზე ვნახე რომ წერია რომ ამ შემთხვევაში განაღდება თავისივე სერვის-ცენტრებში განაღდება არის უფასო:

http://pix.ge/

http://sb.ge/tariff#CashAmount

ნამდვილად მასეა?


და კიდევ, ანგარიშზე თახნის შეტანის და გამოტანისას რაოდენობის მხრივ რაიმე ლიმიტი თუ არის?


მადლობა წინასწარ smile.gif


Posted by: bum 9 Nov 2011, 18:20
CIC კოდი რა არის ვერ გავიგე, პაროლი რაცაა უბრალო ის?


ინტერნეტ ბანკით მინდა სარგებლობა და არასწორიაო პაროლზე წერს და I პეით ჩვეულებრივად ვიხდი ყველაფერს, მარა ბარათის ბალანის გაგება როგორ უნდა ვერ მივხვდი :|

Posted by: UTILIZ@TOR 10 Nov 2011, 13:28
nick_el_son
სადაც გახსნილია მიმდინარე ანგარიში, იმავე ფილიალში ნაღდ შეტანილ თანხას გამოიტან უფასოდ. ლიმიტირებული არ არის თანხა, მაგრამ სადაც გახსნი ანგარიშს იქ იკითხე ზუსტად კონკრეტულ თანხაზე, შეიძლება სალაროს გამაგრება დაჭირდეთ და დროში რომ არ გაიჭედო

bum
პაროლი გჭირდება მხოლოდ აიფეისთვის, ინტერნეტ ბანკისთვის გჭირდება CIC კოდი რომელიც ცალკე კონვერტით უნდა მოგცენ ფილიალში

ანუ არ არის ერთი და იგივე პაროლი და CIC

Posted by: thor 11 Nov 2011, 01:59
ვიინმემ თუ იცით ესეთი რაღაც მაინტერესებს, მინდა იპოთეკური სესხი, დაახლოებით 10.000$ ხელფასზე პრობლემა არ მაქვს და არც გირაოზე, მაგრამ ამ თანხიდან 2-3 ათასი მინდა რემონტისთვის დანარჩენი რაღაც ბიზნესის წილის საყიდლათ ხოდა ბანკს უნდა ვუთხრა რომ სულ რემონტისთვის მინდა, და რამე პრობლემა აქვს ბანკს მე თუ სულ რემონტზე არ დავხარჯე?

Posted by: _Lali_ 11 Nov 2011, 19:11
დამეხმარეთ რა. ინტერნეტ ბანკში მინდა შესვლა. ახალი ბარათია. ბანკომატში ჩავდე და გავააქტიურე. ეხლა საიტზე მომხარებელში ვწერ სახელს და გვარს, რაც ბარათზე წერია და CIC-ში კოდს, რომელიც მომცეს კონვერტით, მაგრამ არასწორიაო მიწერს და რატომ?
CIC-ში კონვერტზე რაც წერია CIC Activation Code ეგეც ვცადე და შიგნით რომ დევს ოთხნიშნა კოდი, ისიც, მაგრამ უშედეგოდ sad.gif რამეს არასწორად ვაკეთებ?

Posted by: Mr-Banks 11 Nov 2011, 19:26
_Lali_


მომხმარებელში ბარათის ნომერს წერ და CIC-ში კონვერტში მოთავსებულ კოდს....



რა სქემითაც შენ ცდილობ შესვლას, ეგრე ცდილობს ალბათ ყველა და შედეგად, ვისაც ჩემი სახელი ჰქვია, მიბლოკავს ინტერნეტ ბანკს.

Posted by: _Lali_ 11 Nov 2011, 19:44
Mr-Banks
დიდი მადლობა, ბარათის ნომერი შევიტანე და მოგვარდა ყველაფერი. სამჯერ არ ამიკრეფია, ვიცი, რომ ბლოკავს.

Posted by: g_o_g_i_n_a 11 Nov 2011, 21:57
ამერიკაში რომ გამოვიტანო ფული ბანკომატიდან? რამდენს წაიღებს საკომისიოს?
ნებისმიერი ბანკომატიდან შევძლებ გამოტანას თუ რაღაც შეზღუდვებია მაგაზე?

Posted by: Mr-Banks 12 Nov 2011, 01:06
g_o_g_i_n_a


2% მინიმუმ 3$


ნებისმიერიდან გამოიტან....

Posted by: g_o_g_i_n_a 12 Nov 2011, 02:58
Mr-Banks
ვახ არ ყოფილა ბევრი, მე 7-8 % წარმომედგინა

Posted by: Did_Giorgi 12 Nov 2011, 16:09
thor
QUOTE
რამე პრობლემა აქვს ბანკს მე თუ სულ რემონტზე არ დავხარჯე?

კი, რემონტის სესხს ტრანშებად მოგცემენ და პირველი ნაწილი თუ არ დახარჯე მიზნობრივად, დანარჩენს აღარ მოგცემენ. smile.gif

ხელფასი თუ გაქვს ბარემ უთხარი რისთვისაც გინდა სესხი და სტანდარტული სამომხმარებლო სესხი გააკეთე უძრავი ქონების გირავნობით, რატომ ატყუებ???

Posted by: _Lali_ 12 Nov 2011, 16:28
ეხლა რა პრობლემა მაქვს. გუშინ შევედი ინტერნეტ ბანკში როგორც იქნა და გავაუქმე რთული ავტორიზაცია. ჰოდა ახლა, როცა ვცდილობ შესვლას, ისევ მიწერს რთულ ავტორიზაციას და SMS კოდს რომ ვაჭერ, არ მოდის კოდი ტელეფონზე. როგორ მოვიქცე? ერთჯერადი კოდის მიღება რომ გავაუქმე ალბათ იმიტომ, ხომ? მაშინ რაღატომ მთხოვს რთულ ავტორიზაციას, ისე რატომ არ მიშვებს მარტო სახელით და CIC კოდით?

Posted by: _Lali_ 14 Nov 2011, 12:06
QUOTE
ეხლა რა პრობლემა მაქვს. გუშინ შევედი ინტერნეტ ბანკში როგორც იქნა და გავაუქმე რთული ავტორიზაცია. ჰოდა ახლა, როცა ვცდილობ შესვლას, ისევ მიწერს რთულ ავტორიზაციას და SMS კოდს რომ ვაჭერ, არ მოდის კოდი ტელეფონზე. როგორ მოვიქცე? ერთჯერადი კოდის მიღება რომ გავაუქმე ალბათ იმიტომ, ხომ? მაშინ რაღატომ მთხოვს რთულ ავტორიზაციას, ისე რატომ არ მიშვებს მარტო სახელით და CIC კოდით?

HELP!

Posted by: Mr-Banks 14 Nov 2011, 16:40
_Lali_


ფილიალში მიდი... სავარაუდოდ, სმს-კოდების მიღება სრულად გექნება გათიშული

Posted by: UTILIZ@TOR 16 Nov 2011, 14:49
QUOTE (_Lali_ @ 14 Nov 2011, 12:06 )
QUOTE
ეხლა რა პრობლემა მაქვს. გუშინ შევედი ინტერნეტ ბანკში როგორც იქნა და გავაუქმე რთული ავტორიზაცია. ჰოდა ახლა, როცა ვცდილობ შესვლას, ისევ მიწერს რთულ ავტორიზაციას და SMS კოდს რომ ვაჭერ, არ მოდის კოდი ტელეფონზე. როგორ მოვიქცე? ერთჯერადი კოდის მიღება რომ გავაუქმე ალბათ იმიტომ, ხომ? მაშინ რაღატომ მთხოვს რთულ ავტორიზაციას, ისე რატომ არ მიშვებს მარტო სახელით და CIC კოდით?

HELP!

მემგონი საერთოდ სმს კოდის მიღება გამორთეთ და არა რთული ავტორიზაცია. აუცილებლად რომელიმე სერვის ცენტრში უნდა მიხვიდეთ

Posted by: _Lali_ 16 Nov 2011, 14:59
Mr-Banks
UTILIZ@TOR
დიდი მადლობა

Posted by: დედიშენიძე 16 Nov 2011, 15:17
ამის დედაც ვატირე ერთი კომპლეინტი უნდა გამოვთქვა თქვენს მიმართ.

არ შეიძლება ვისაც ბანკომატებიდან ჩაყლაპულ ბარათებს იღებს, რომ ქონდეს უფლება იქვე მისცეს ბარათის მფლობელს, აიღოს დოკუმენტი რაზეც ხელი უნდა მომაწერინოს და მომცეს ბარათი იქვე, არ ჯობია?

Posted by: Mama_Basili 18 Nov 2011, 00:19
ასეთი რამ მიანტერესებს CVV2-ის შემოწმება რომ გავათიშინო ჩემს ამექს გრნზე დროებით შეიძლება?

Posted by: INA-INA 18 Nov 2011, 00:38
დედიშენიძე

ხო კარგი იქნებოდა, სხვასაც რომ შეეძლოს გატანა chups.gif

Posted by: David_S 20 Nov 2011, 19:03
გამარჯობათ

ფიზიკური პირებისთვის სავალუტო ოფციონები გაქვთ (ფუნტი/ლარი - 8 თვიანი)?

Posted by: ._. 22 Nov 2011, 16:06
QUOTE
სავალუტო ოფციონები გაქვთ?

David_S
სავარაუდოდ არა -- ძალიან ძვირი ჯდება (ლარის დაბალი ლიქვიდობის გამო). რა გაინტერესებს? იქნებ სხვა გამოსავალი არსებობს

Posted by: manutd777 23 Nov 2011, 17:11
რა პრობლემა მაქვს:

ონლაინ შევუკვეთე საიტზე რომელიც გაუქმდა (3ჯერ) და 800 ლარი მიზის ბლოკებში რომელიც არ ისახება ძირითად ანგარიშზე, ბანკში მივედი და ჩვენტან ბლოკებიში არ ზისო მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვერ ვნახულობთ და სათავოში მივწერთო და დაგირეკავთო, ასევე წერილი გვინდა იმ საიტიდან რომ გაუქმდა ნამდვილად შეკვეთაო, მეილიც იმ დღესვე გავუგზავნე და იმის მერე 10 დღე გავიდა მარა დაიკიდეს და არავის დაურეკია sad.gif 800 ლარი კი ისევ ბლოკებშია , ასევე მითხრეს 1 თვე ჭირდება რო მოიხსნასო , პირველი შეკვეთიდა 22–ში იყო და 22 გავიდა 1 თვე მაგრამ პროგრამასაც მაგარი კიდია და არაფერი არ მოიხსნა sad.gif



ამახიეთ არა? sad.gif ეს როგორ არის იცი? გეკუთვნის მაგრამა არ გეკუთვნისო მივქარე რო მაბოლებდნენ და დავიბოლე თავი და ამექსი გავაკეთე sad.gif


ამდენი ტყუილად ვწერე თუ უყურებს ვინმე ბანკიდან ამ თემას?

Posted by: Did_Giorgi 24 Nov 2011, 02:01
manutd777
დაგიბრუნებენ მაგ ფულს
არავის არ ჭირდება შენი 800 ლარი, პროცედურებია გასავლელი უბრალოდ
გარწმუნებ კაპიკიც არ დაგეკარგება
QUOTE
ონლაინ შევუკვეთე საიტზე რომელიც გაუქმდა (3ჯერ)

ეგ ბანკის ბრალი არაა, საიტის ბრალია, სამწუხაროდ
მაქსიმუმ 45 დღეა მაგისი დაბრუნების ვადა.
სხვა დროს სანდო საიტებზე შეუკვეთე ხოლმე wink.gif

Posted by: manutd777 24 Nov 2011, 02:19
Did_Giorgi
QUOTE
არავის არ ჭირდება შენი 800 ლარი, პროცედურებია გასავლელი უბრალოდ


ჩვენი ფულით არსებობენ ბანკები ასერომ ძალიანაც ჭირდებათ biggrin.gif


კი დააბრუნებენ თუ იპოვეს, 3 ფილიალში ვიყავი და ვერსად ვერ გაიგეს აკლდა თუ არა ეს თანხა და ყველაფერი წესრიგშიაო სანამ არ გავაპატოლოგე და ვათვლევინე მანამ სანამ რაგაცას იპოვიდნენ მაგრამ შედეგი დიდი არაფერი მაინც , დაჟე ერთგან ისიც მითხრეს არ გახსოვს ალბატ რამდენი გქონდაო, ბრმა ვარ ბლიად :@

QUOTE
სხვა დროს სანდო საიტებზე შეუკვეთე ხოლმე


http://www.manutd.com/en/Shopping.aspx ყველაზე მდიდარი კლუბის საიტია და რავიცი უფრო სანდო რომელია smile.gif

ისე საიტის კიარა გადამზიდის ბრალი იყო ზიპ კოდს არ იღებდა საიტი რადგან ამათ ქალაქათ ლონდონი ქონდათ მითითებული და ის საიტი უბნეის მიხედვით ითხოვდა მისამართს და ამ ზიპ კოდზე ლონდონის გარეუბანს აგდებდა სადაც რეაალურად არის გადამზიდის საწყობი და არა ზოგადად ლონდონში

Posted by: freedemocrat 24 Nov 2011, 02:32
მე 10 ლარს მახევდნენ მასე ჯორჯიან ქარდის სასტავი smile.gif) კინაღამ სერიოზული შარი გავუშვი და მერე დამისვეს.
აჭარიდან გადმოვრიცხე და არც ბანკში ჩაირიცხა და აჭარიდანაც მომიხსნეს

Posted by: _Lali_ 24 Nov 2011, 13:10
Did_Giorgi
QUOTE
სხვა დროს სანდო საიტებზე შეუკვეთე ხოლმე

ეს არაფერ შუაშია ამ შემთხვევაში.
ამაზონზე სანდო საიტი არსებობს? მაგრამ მოხდა ისე, რომ ნივთი რომ გამოვიწერე, 1-2 დღის მერე, როცა შიფავდნენ, აღმოჩნდა, რომ აღარ იყო საწყობში. წერილი მომწერეს, რომ დიდი ბოდიში, მაგრამ გათავებულაო და დააქენსელეს შეკვეთა. მე კი დამრჩა თანხა ბლოკში და ველოდები ახლა 45 დღე როდის გავა. არადა, სხვა ბანკები უცებ ხსნიან, წერილს რომ მიიტან. საქ. ბანკს კი აქვს ეს პრობლემა, რას იზამ?!
თუმცა, სხვა მხრივ, მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ბანკის. და პირველ რიგში ინტერნეტ ბანკი აქვს ძალიან კარგი და მოსახერხებელი.

Posted by: manutd777 24 Nov 2011, 13:39
_Lali_
QUOTE
ეს არაფერ შუაშია ამ შემთხვევაში.
ამაზონზე სანდო საიტი არსებობს? მაგრამ მოხდა ისე, რომ ნივთი რომ გამოვიწერე, 1-2 დღის მერე, როცა შიფავდნენ, აღმოჩნდა, რომ აღარ იყო საწყობში. წერილი მომწერეს, რომ დიდი ბოდიში, მაგრამ გათავებულაო და დააქენსელეს შეკვეთა. მე კი დამრჩა თანხა ბლოკში და ველოდები ახლა 45 დღე როდის გავა. არადა, სხვა ბანკები უცებ ხსნიან, წერილს რომ მიიტან. საქ. ბანკს კი აქვს ეს პრობლემა, რას იზამ?!
თუმცა, სხვა მხრივ, მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ბანკის. და პირველ რიგში ინტერნეტ ბანკი აქვს ძალიან კარგი და მოსახერხებელი.


იმედია 45 დღეში მოხსნიან .
მაგრამ ნერვები იმაზე მიშალეს რო მეუბნებიან ყველაფერი წესრიგშაი და არაფერი თანხა არ გაკლიაო და გავარკვევტ და დაგირეკავთო და არც რეკავენ


QUOTE
მე კი დამრჩა თანხა ბლოკში და ველოდები ახლა 45 დღე როდის გავა


მე მითხრეს 1 თვე უნდაო

Posted by: David_S 25 Nov 2011, 15:16
._.
QUOTE
რა გაინტერესებს? იქნებ სხვა გამოსავალი არსებობს

8 თვის თავზე ჩამერიცხება თანხა, რომლის კონვერტაციაც მინდა £-ში

კონვერტაციის შედეგად მიღებული თანხაზე კიდე მკაცრად ლიმიტირებული ზღვარი მაქვს

Posted by: ._. 25 Nov 2011, 23:34
QUOTE
კონვერტაციის შედეგად მიღებული თანხაზე კიდე მკაცრად ლიმიტირებული ზღვარი მაქვს

David_S
იდეაში, ლარი უნდა ისესხო და ფუნტებში გადაიყვანო და ეს ფუნტები დეპოზიტზე დადო - ამით ფაქტიურად "ფორვარდ" კონტრაქტის რეპლიკაციას აკეთებ...
თუმცა, მესმის, რომ პრაქტიკაში ასეთი ადვილი არ არის სესხება იმ თანხის რამდენადაც გჭირდება... (და პლუს ეს "ოპერაცია" დაახლოებით წლიური 8% დაგიჯდება -- ლარის სესხების და ფუნტის დეპოზიტს შორის განსხვავება)

ისე, მე "ლარის ოპტიმისტი" ვარ -- იდეაში 8 თვეში ფუნტის მიმართ 5+%-ით (8% წლიური) არ უნდა გაუფასურდეს...

Posted by: dikka 26 Nov 2011, 18:26
manutd777
QUOTE
მე მითხრეს 1 თვე უნდაო


4-6 კვირამდე სჭირდება ხოლმე, დაელოდე ცოტა ხანიც და მოგეხსნება აუცილებლად

Posted by: David_S 27 Nov 2011, 00:00
._.
QUOTE
ისე, მე "ლარის ოპტიმისტი" ვარ -- იდეაში 8 თვეში ფუნტის მიმართ 5+%-ით (8% წლიური) არ უნდა გაუფასურდეს...

ფუნდამენტური ფაქტორებიც იგივეს გეუბნებიან?

QUOTE
იდეაში, ლარი უნდა ისესხო და ფუნტებში გადაიყვანო და ეს ფუნტები დეპოზიტზე დადო - ამით ფაქტიურად "ფორვარდ" კონტრაქტის რეპლიკაციას აკეთებ...

ვნახოთ, ტიპი გავჩითე სარკისებული დისპოზიციით, ოღონდ იმას 9 თვიანი ჰორიზონტი აქვს

Posted by: manutd777 29 Nov 2011, 14:05
Did_Giorgi
QUOTE
დაგიბრუნებენ მაგ ფულს
არავის არ ჭირდება შენი 800 ლარი, პროცედურებია გასავლელი უბრალოდ
გარწმუნებ კაპიკიც არ დაგეკარგება



კი დააბრუნებენ, ეხლა ბლოკებიდანაც გაქრა მარა ნაშთი იგივე დარჩა მიდი და ედავე ეხლა არ არსებულზე, შავზე შავს ვერ დაარწმუნებ მაგათ და ეხლა რო გაქრა მიტუმეტეს შავზე თეთრი უნდა დაუმტკიცო და როგორი შანსი მაგისი გეცოდინება

და საერთოდ რა უფლებით მიჩერებენ თანხას თუნდაც 1 თვე? თანხის გაჩერება ბანკში რო მინდოდეს დეპოზიტზე შევიტანდი , mad.gif

არა რა ეს ამბავი როგორც კი მოგვარდება ვაუქმებ მაგათთან ყველაფერს, ჯერ ის რა იდიოტური წესი აქვთ განვადებაზე ახლობელს უთხრეს სქ ბანკთან შეხება რო არ გქონია
აქამდე ამიტომ განვადება 100 ლარით გაგიძვირდება biggrin.gif მოფიქრება არ უნდა D:

Posted by: no_name52 29 Nov 2011, 14:24
მე მეგონა რომ შემეშალა დათვლაში რამე ეხლა ზემოთ პოსტების წაკითხვის მერე მგონია რომ მეც მომატყუეს mad.gif

ამაზონმა შემთხვევით ჩამომაჭრა 75$, (ამაზონ პრაიმი თურმე ავტომატურად აჭრის თანხას და არ ვიცოდი), როგორც კი ჩამომაჭრა ანგარიშიდან თანხა ჩამომაკლდა ჩვეულებრივად მაშინვე,( ინტერნეტბანკინგშიც დაემატა ჩამოჭრა და მესიჯიც მომივიდა), მერე მივწერე ამაზონს და კარგი დაგიბრუნებთ 3-4 სამუშაო დღეშიო მითხრეს, ერთი კვირის მერე შევამოწმე ანგარიში და ინტერნეტბანკში ჩანდა რომ ეს 75$ დაირიცხა მარა რეალურად არაფერი დამმატებია, ოპერატორს დავურეკე და ვუთხარი ესედაესეა და რა ხდება მეთქი, გადაამოწმა და თანხა არ ჩამოჭრილა არც ადრე და გადარიცხვის შეჩერება მოხდა უბრალოდ და ეხლა იმიტომ არ ჩანსო, რაღაცეები იბოდიალა რა თვითონაც ვერ გაერკვა მგონი, თავიდან შეცამოწმე ინტერნეტ ბანკით ჩემი ანგარიშის ჩანაწერები და რას ვხედავ: გადარიცხვა და თანხის დაბრუნება ერთი თარიღით არის გატარებული ეხლა არადა მანამდე ერთი კვირა იყო მათ შორის სხვაობა + ისიც მაეჭვებს რომ ამაზონმა თანხა რომ გადმორიცხა მესიჯი არ მომსვლია თანხის დარიცხვაზე როცა ჩამოჭრაზე ჩვეულებრივ მომივიდა, ჰოდა მიდი და უმტკიცე ეხლა ამათ რომ ეშლებათ rolleyes.gif

Posted by: miravilla 29 Nov 2011, 14:31
ვინმემ ხომ არ იცით საქართველოს ბანკმა სესხების გაცემა შეწყვიტაო და რა ხდება? ფული აღარ აქვთ თუ რამე იციან? smile.gif

Posted by: manutd777 29 Nov 2011, 22:04
no_name52
QUOTE
მე მეგონა რომ შემეშალა დათვლაში რამე ეხლა ზემოთ პოსტების წაკითხვის მერე მგონია რომ მეც მომატყუეს 



მეც იგივე მომივიდა თანხა ზუსტად კი ვიცოდი მარა პირველ შემთხვევაში რო მივედი აქ ბლოკებში არაფერი გიცანსო და ალბათ არ გახსოვდა რამდენი იყოო. მერე დანარჩენი 3 გადარიცხვაც ერე მოხდა , ეხლა ბლოკებიდან 400 ლარი აორთქლდა უკვე მეორე 400-სსაც იგივე ელის სავარაუდოდ sad.gif

ნაგავი ბანკია

ოპერატორი მეუბნება ესენი რო დაგიბრუნდა მერე იმ თანხით გაქვს ნაყიდიო, ისე ვერ იყიდიდიო თაანხა არ იყო ანგარიშზეო არადა 2 დღის წინ 1500 ლარი მქონდა შეტანილი და ისიც კი ვერ დაინახა mad.gif


Posted by: ._. 29 Nov 2011, 23:42
QUOTE
ფუნდამენტური ფაქტორებიც იგივეს გეუბნებიან?

David_S
სანახევროდsmile.gif
სავაჭრო სალდო + გადმორიცხვები + ინვესტიციები უარყოფითი ციფრია, მაგრამ ამაში არ შედის დონორთა დახმარებები...
ამასთან სავალუტო რეზერვები M2-ს 130%ია რაც ძაალიან მაღალია...


Posted by: Did_Giorgi 29 Nov 2011, 23:50
miravilla
QUOTE
საქართველოს ბანკმა სესხების გაცემა შეწყვიტა

რას არ გაიგებს კაცი smile.gif
არა, არ შეუწყვეტია.

no_name52
QUOTE
75$

QUOTE
ოპერატორს დავურეკე და ვუთხარი ესედაესეა და რა ხდება მეთქი

მაგ დროს ჯობია მიხვიდე ხოლმე.
რელაურად რა ხდება გეტყვი, მაგრამ ჯობია პირადად მოისმინო ოპერატორისგან და უფრო დარწმუნდები - თანხა დაიბლოკა რაღაც რიცხვში, არ გადარიცხულა, 3 დღის შემდეგ დამბლოკველმა მოთხოვნა გააუქმა, შესაბამისად ბლოკიც მოიხსნება მალე მაგ თანხაზე - ზუსტ თარიღს ბანკში გეტყვიან, პროგრამაში გადამოწმების შემდეგ. ამონაწერში სხვადასხვა დღეს აისახება თუ ერთ დრეს რა მნიშვნელობა აქვს შენთვის? დიდი გზა გაიარა მაგ თანხამ - ვიზას საპროცესინგოს ჩათვლით და ფერხდება დროში.
QUOTE
რაღაცეები იბოდიალა რა თვითონაც ვერ გაერკვა მგონი

არ გეწყინოს მაგრამ შეიძლება შენ ვერ გაერკვიე, არაა პრობლემა, კითხე განმეორებით, უბრალოდ ტელეფონზე საუბარს ჯობია პირადად უყურებდე ადამიანს და უფრო ადვილია.
მე შენს ადგილას 75 დოლარს ტელეფონის ზარით არ შევატოვებდი ვინმეს, მიდი და გაარკვიე პირადად, გარწმუნებ არსად არ დაიკარგება ეგ თანხა, გამორიცხულია.

Posted by: ვეგა 30 Nov 2011, 12:58
გამარჯობათ

ევროპაში (ბელგია) საფოსტო ბანკის პირად ანგარიშზე რო გადავრიცხო 1400 ევრო რა დაჯდება პროცედურა და რამდენ ხანში გადაიგზავნება?

Posted by: PaKuRa 30 Nov 2011, 20:28
love card მაქ ვიზა ელექტრონი და გაუქმება მინდა ანგარიშის ბარათის გაუქმება მინდა და როგორ მოვიქცე?

Posted by: dikka 30 Nov 2011, 20:57
PaKuRa
QUOTE
როგორ მოვიქცე?


უნდა მიხვიდე ნებისმიერ ს/ც-ში და გააუქმო smile.gif smile.gif

Posted by: Camel 2 Dec 2011, 14:11
ახალი ოფისის დიდი სურათები არსად დევს? სანაპიროდან გადაღებული სურათები,..

Posted by: Did_Giorgi 2 Dec 2011, 22:30
Camel
QUOTE
ახალი ოფისის დიდი სურათები არსად დევს? სანაპიროდან გადაღებული სურათები,..

http://hq.ge/

Posted by: David_S 4 Dec 2011, 11:22
._.
QUOTE
ინვესტიციები უარყოფითი ციფრია

მაგაში ჩვენც მიგვიძღვის წვლილი sad.gif

QUOTE
ამასთან სავალუტო რეზერვები M2-ს 130%ია რაც ძაალიან მაღალია...

თუ მაგ რეზერვებს ეროვნულის ვალდებულებებს ჩამოვაკლებთ (სადღაც 900მლნ მწვანე იყო ოქტომბრის ბოლოსთვის), ვეჭვობ მნიშვნელოვნად ჩამოვარდება

Posted by: LEVA1989 4 Dec 2011, 13:47
American Express GREEN Card თაღლითობისგან ხო დაზღვეულია?

მაინც ვერ გავიგე ამ "თაღლითობაში" რა იგულისხმება.

1 კვირის წინ ერთ-ერთ საიტზე ვიყიდე ნივთი 70$-ად.

გადახდის მერე საიტი აღარ მიგზავნის ჩემს ნივთს.
ეს თაღლითობად არ ითვლება?

იქნებ ვინმე კომპეტენტურმა პირმა გამცეთ პასუხი.
ოპერატორს ველაპარაკე და საერთოდ ვერაფერი ვერ მითხრა.

Posted by: Asuka 5 Dec 2011, 13:21
Amazon-ზე ვიყიდე წიგნი და მეორე დღეს გავაუქმე შეკვეთა. დაწერა, რომ შეკვეთა უკვე იყო სტადიაში "items dispatching soon" და ორ საათში გავაუქმებთო.
შეკვეთა კი გაუქმდა, მაგრამ უკვე ფულიც იყო ჩამოწერილი ბარათიდან და მაინტერესებს, დამიბრუნდება თუ არა მე თანხა და როდის?
მეილზე ასეთი წერილი მოვიდა Amazoni-სგან:
QUOTE
Hello %Username%,

We're contacting you about your cancellation request for order #%Random%.


We were able to cancel the following item(s) from your order:

%Random%


In most cases, you pay for items when we ship them to you, so you won't be charged for items that you cancel. In some cases (e.g., you use a gift card or your debit card is processed as a PIN-less transaction), you may see a charge for a cancelled item. If you are charged for a cancelled item, we will refund you within 1-2 business days.


ibank.ge-ზე ჩანს პროფილში, რომ ოპერაცია ჯერ დაბლოკილ თანხაშია.
P.S. ამ სისტემაში ძალიან ცუდად ვერკვევი და ბოდიში თუ რამე სისულელე კითხვას ვსვამ.

Posted by: _Lali_ 5 Dec 2011, 14:45
Asuka
თანხა რა თქმა უნდა არ დაგეკარგება. ბლოკში ზის და თავისით 1 თვის მერე დაბრუნდება ბარათზე, მაგრამ ჯობია ბანკს გაუგზავნო ის წერილი, რომელიც მიიღე საიტიდან გაუქმებაზე და უფრო მალე დაგიბრუნებენ. ყველაზე კარგი ვარინატია თვითონ ინტერნეტ ბანკიდან გაუგზავნო მეილზე

Posted by: 7-november 5 Dec 2011, 17:09
http://www.bankofgeorgia.ge/express/ge/express-products/express-loan


ყაჩაღობა


კრედიტი 10% თვეში


biggrin.gif

Posted by: moli-si 5 Dec 2011, 17:19
ორენჯ ბარათი თუ მაქვს დასაფარი რატომ არ მაძლევთ საშუალებას დავფარო განვადება? და იქ შეტანილი თანხა რატომ მიდის პირდაპირ ორენჯ-ზე?

Posted by: g_o_g_i_n_a 5 Dec 2011, 19:28
http://www.georgiancard.ge/

ბლიინ, ინტერნეტ გადარიცხვებზე ჩემი პაროლი დამავიწყდა
გუშინ შევცვალე და ამომივარდა თავიდან, რა შეიძლება ვქნა
საქ/ბანკის ოპერატორმა მIთხრა ფილიალში მოსვლის გარეშე
ვერაფერს იზამო.. არადა უცხოეთში ვარ

მახსოვს წინა ორი პაროლი რაც მქონდა, ასევე დიდი ალბათობით ახალი პაროლის პირველი ან ბოლო ხუთი ასო
sad.gif

სატელეფონო კონსულტაციის ვერაფერს გავაწყობ ბლიინ sad.gif

Posted by: Asuka 5 Dec 2011, 23:17
QUOTE (_Lali_ @ 5 Dec 2011, 14:45 )
Asuka
თანხა რა თქმა უნდა არ დაგეკარგება. ბლოკში ზის და თავისით 1 თვის მერე დაბრუნდება ბარათზე, მაგრამ ჯობია ბანკს გაუგზავნო ის წერილი, რომელიც მიიღე საიტიდან გაუქმებაზე და უფრო მალე დაგიბრუნებენ. ყველაზე კარგი ვარინატია თვითონ ინტერნეტ ბანკიდან გაუგზავნო მეილზე

გავუგზავნე წერილი როგორც მირჩიე. დამირიკეს მობილურზე ამ ნომრიდან 8322444444 და მითხრეს, რომ თანხა დამიბრუნდება 14 კალენდარულ დღეში და ასევე მათქმევინეს ბარათის ნომერი და CIC კოდი. აი ეს CIC კოდი რათ უნდოდა ვერ გავიგე. და შეიძლებოდა თუ არა მისი თქვა. PIN კოდს არ ვეტყოდი არანაირ შემთხვევაში და ამ CIC კოდზე არ ვიცი. eek.gif

Posted by: INA-INA 5 Dec 2011, 23:38
Asuka
შენი ანგარიშები რომ ნახოს ოპ-მა ჭირდება ბარათის ნომერი და სიაისი კოდი, ანუ ამას ქვია დისტანციური მომსახურება-ტელეფონ ბანკი. ჩვეულებრივი მოვლენაა smile.gif არ ინერვიულო.

7-november
მეც ვნახე წეღან, რა გინდა უპროცენტოა biggrin.gif
* * *
moli-si

უფრო პრიორიტეტულია საკრედიტო დავალიანების დაფარვა, მერე სესხები და ოვერდრაფტი.

Posted by: Asuka 5 Dec 2011, 23:41
QUOTE (INA-INA @ 5 Dec 2011, 23:38 )
Asuka
შენი ანგარიშები რომ ნახოს ოპ-მა ჭირდება ბარათის ნომერი და სიაისი კოდი, ანუ ამას ქვია დისტანციური მომსახურება-ტელეფონ ბანკი. ჩვეულებრივი მოვლენაა smile.gif არ ინერვიულო

გაიხარე =)
ისე უკვე პანიკაში ვიყავი და კოდის შეცვლას ვაპირებდი და საერთოდ ბარათის დაბლოკვას. yes.gif

Posted by: INA-INA 5 Dec 2011, 23:49
LEVA1989
მიაკითხე ყველა შემთხვევაში ბანკს.

აქ წერია კიდევ რაღაცეები დაზღვევაზე
http://americanexpress.ge/main.php?action=118&lang=geo

Posted by: g_o_g_i_n_a 6 Dec 2011, 00:00
QUOTE (g_o_g_i_n_a @ 5 Dec 2011, 19:28 )
http://www.georgiancard.ge/

ბლიინ, ინტერნეტ გადარიცხვებზე ჩემი პაროლი დამავიწყდა
გუშინ შევცვალე და ამომივარდა თავიდან, რა შეიძლება ვქნა
საქ/ბანკის ოპერატორმა მIთხრა ფილიალში მოსვლის გარეშე
ვერაფერს იზამო.. არადა უცხოეთში ვარ

მახსოვს წინა ორი პაროლი რაც მქონდა, ასევე დიდი ალბათობით ახალი პაროლის პირველი ან ბოლო ხუთი ასო
sad.gif

სატელეფონო კონსულტაციის ვერაფერს გავაწყობ ბლიინ sad.gif

არაფერი შანსი არ მაქვს ძალიან მჭირდება უბრალოდ

Posted by: moli-si 6 Dec 2011, 09:26
QUOTE
უფრო პრიორიტეტულია საკრედიტო დავალიანების დაფარვა, მერე სესხები და ოვერდრაფტი.


მაშინ როდესაც ფულს ვიხდი სესხის დასაფარად უნდა მითხრან რომ სესხზე კი არა ორენჯზე მიდისოოო და არ უნდა აღმოჩნდეს 5 თვის მერე რომ 1700% დამედო ვალი!!!!!!!!!!!!

Posted by: bet555 7 Dec 2011, 00:52
ამექსი ბლუ მქონდა და დავფარე, ეხლა თავიდან მინდა რო ავიღო და უარი მითხრეს და ვერ ვხვდები რატო? არც ვადაგადაცილება არ მქონიდა და არც არაფერი ყოველთვის წინსწრებით ვიხდიდი და მიზეზსაც არ მეუბნებიან და რა ხდება?


იქნებ ვინმემ დამეხმაროთ?

Posted by: no_name52 7 Dec 2011, 23:46
Did_Giorgi
QUOTE
მაგ დროს ჯობია მიხვიდე ხოლმე.რელაურად რა ხდება გეტყვი, მაგრამ ჯობია პირადად მოისმინო ოპერატორისგან და უფრო დარწმუნდები - თანხა დაიბლოკა რაღაც რიცხვში, არ გადარიცხულა, 3 დღის შემდეგ დამბლოკველმა მოთხოვნა გააუქმა, შესაბამისად ბლოკიც მოიხსნება მალე მაგ თანხაზე - ზუსტ თარიღს ბანკში გეტყვიან, პროგრამაში გადამოწმების შემდეგ. ამონაწერში სხვადასხვა დღეს აისახება თუ ერთ დრეს რა მნიშვნელობა აქვს შენთვის? დიდი გზა გაიარა მაგ თანხამ - ვიზას საპროცესინგოს ჩათვლით და ფერხდება დროში.

ფორუმზე იშვიათად შემოვდივარ და ეხლა ვნახე თქვენი მონაწერი smile.gif
თანხა დაიბლოკა თუ რა ქნა არ ვიცი მაგრამ ანგარიშიდან ჩამომაკლდა მაშინვე (27 ოქტომბერს მოხდა თანხის ჩამოჭრა), მომატებით არ მომატებია არაფერი sad.gif
QUOTE
არ გეწყინოს მაგრამ შეიძლება შენ ვერ გაერკვიე, არაა პრობლემა, კითხე განმეორებით, უბრალოდ ტელეფონზე საუბარს ჯობია პირადად უყურებდე ადამიანს და უფრო ადვილია.მე შენს ადგილას 75 დოლარს ტელეფონის ზარით არ შევატოვებდი ვინმეს, მიდი და გაარკვიე პირადად, გარწმუნებ არსად არ დაიკარგება ეგ თანხა, გამორიცხულია.

იბოდიალაში ის ვიგულისხმე რომ ვკითხე ეს თანხა სად წავიდა მე ხომ არ მეშლება ან დაირიცხება მეთქი? თავიდან კი დაირიცხებაო, მერე ბლოკებში ზისო, ბოლოს გაირკვა რომ არსად არ ზის თურმე და არც ჩამოჭრილა არც დარიცხულა არაფერიო. ჰოდა ამდენი ხანი გავიდა უკვე და ეხლა მისვლას რაღა აზრი აქვს

Posted by: playstation 9 Dec 2011, 19:40
ეე მე რაც თანხები მაქვს დააკარგულ მოპარუკ რავიცი ყვეალ ჰაკერი ჩემ ბარათებზე სწავლობდა მოპარვებს
რუსები და ესტონელები ჩალიჩობენ მაგრადო
უკვე მორედ ესტონელებმა მომპარეს თანზები დაახლოებით ჯამში 500 ლარამდე
კიდე კაი დაზღვეულია და ალბატ ამინაზღაურებს სბ.

მოდი დრი მაქვს და ჩამოვწერ უსაფრთხოების ნორმებს რომლის დაცვის შემდეგ მინიმუმამდე დავა თქვენი ბარათიდან თანხის მოპარვის ალბატობა.

1. არასოდეს გამოიყენო საკრედიტო ბარათი ონლაინ შოპინგისთვის
2. იქონიე მინიმუმ 2 ბარათი
3, გაააქტიურა ყველა ბარათზე ინტერნეტ ბანკინგი, სმს ბანკინგი რომ აკონტროლო თითოეული თეთრი
4. სასურველი ოპერაციის შემდეგ დაბლოკე ყველა ბარათი (არ დაგავიწყდეს ბლოკის მოხსნა გამოყენებამდე თორემ ბანკომატი ჩაგიყლაპავს და დაგტოვებს 2 დღე გაღიმებულს, როგორც მე დამტოვა დღეს, კიდ კაი მეორე ბარათი დამეხმარა თორე მივარდებოდა საქმე)
5. მობილური სასუსრველია იქონიო რაიმე სმარტი რომ შეხვიდე ნებისმიერ დროს ibank-ზე და მოხსნა და დაადო ბლოკი შენს ბარათებს
6. ტელეფონში ყოველთვის გააკეთე note-ში ჩანაწერი რომელ ბარათზე დაახლოებით რა თანხა გაქვს დარჩენილი
7. 1 ბარათზე დატოვე ძირითადი თანხა რომელიც იქნება მუდმივად დაბლოკილი, ყიდვის წინ გადარიცხა თანხა მეორე ბარათზე და იქედან მოახდინე ანგარისშწორება
8. გადახდებისათვის გამოიყენე მხოლოდ ერთი ბარათი.

ეს რაც შეეხება ბარათებს ეხლა კომპიუტერს

ნუ აქ უბრალოდ დააყენე რომელიმე სერიოზული ლიცენზირებული ანტივირუსი რადგამ მე არაერთხელ დავიჭირე უკვე ვირუსი რომელიც უშუალოდ მაგაზე მუშაობდა იპარავდა პაროლებს საკრედიტო ბარათEბის მონაცემებს და მსგავს ინფორმაციას.

დააზღვიე ყველა ბარათი

P.S.
ჩემი ბარათი ჩაყლაპა და 2-3 დღEსი სათაოში მივიდე ასაღებათ?
აუ მითხარით სათაოში მიდიო რა მაგრა მინდა მანდ მივლა და ახალი ოფისის ნახვა
თან მითხარით ქვემოდან შუშის შესასველიდან შედიო რა მაგარია smile.gif

Posted by: INA-INA 9 Dec 2011, 23:17
playstation

biggrin.gif რა გინდა სათაოში? მანდ ბექოფისია, კლიენტებს არ ემსახურებიან. ბარათები გაიცემა პუშკინის 7 ნომერში. ისე შეიარე მანდ ექსკურსიაზე biggrin.gif

Posted by: Did_Giorgi 9 Dec 2011, 23:27
playstation
QUOTE
ქვემოდან შუშის შესასველიდან შედიო რა მაგარია

მისაღები ისედაც მაქედანაა, მაგრამ . . .
QUOTE
ბარათები გაიცემა პუშკინის 7 ნომერში.


Posted by: freedemocrat 10 Dec 2011, 00:06
2 ანგარიში მაქვს ერთზე მქონდა -0.89 ლარი, მეორე ანგარიშზე ჩავრიცხე 8 ლარი ტოტალიზატორიდან და ანგარიშზე დამერიცხა 6.22 ლარი, ხოლო მეორეზე ისევ -0.89 ლარი იყო biggrin.gif
ეხლა განულად მეორე ანგარიში biggrin.gif
მოკლედ საოცრებები ხდება რა biggrin.gif

ადრეც შემინიშნავს ეგ ტოტალიზატორიდან გადმორიცხულზე რომ იპარავდა სბ 1-2 ლარს smile.gif

Posted by: Did_Giorgi 10 Dec 2011, 00:19
freedemocrat
QUOTE
საოცრებები ხდება

biggrin.gif
ანგარიშის მომსახურების საკომისიო რამდენი გაქვს?
ინტერნეტ ბანკინგი ან სმს ბანკინგი თუ გაქვს და ტარიფი თუ იცი მაგისი?
იქნებ ჯერ ეგ გაარკვიო და მერე თქვა ასეთი სისულელეები.
QUOTE
იპარავდა სბ 1-2 ლარს

QUOTE
ტოტალიზატორიდან გადმორიცხულზე

ისე ტოტალიზატორებს აქვთ ტარიფები - თანხას რომ შეიტან და არ იტამაშებ, უკან გამოტანისას კარგად გეჭრება საკომისიო.
შეიძლება ეგეც იყო.

ყველაზე კარგი მეთოდი ''ქურდის'' გამოსაჭერად არის ამონაწერის გაკეთება.
smile.gif

Posted by: freedemocrat 10 Dec 2011, 01:32
Did_Giorgi
1 სტუდენტურია და მეორეზე 1 ლარი არის საკომისიო თვეში.
ხო ტოტალიზატორების % არის ალბათ

Posted by: dikka 10 Dec 2011, 15:50
QUOTE
ისე შეიარე მანდ ექსკურსიაზე

არ გირჩევთno.gif no.gifno.gif ისე დავიკარგე გუშინ გამოსასვლელს ვეღარ ვპოულობდიlol.gif lol.gif

Posted by: INA-INA 11 Dec 2011, 02:22
freedemocrat

სტუდენტური დაიტოვე და ის მეორე გააუქმე, იქამდე სანამ სტუდენტური გაქვს, ტყუილად იხდი ფულს. wink.gif

Posted by: K1CK3R 15 Dec 2011, 19:53
ბიჭებო დეტალურად ვწერ პაროლს რაც პინთან ერთად მომცემს , მაგრამ მაინც ვერაფერი მოვუხერხე, რისი ბრალი შეიძლება იყოს ხომა რ იცით? მიწერს პაროლი არასწორიაო აევე მაინტერესებს cic activation code სად უნდა გამოვიყენო ? cic code შევცვალე

Posted by: nina1992 16 Dec 2011, 09:08
ვინმე მეტყვის ბანკის ამონაწერის ნორმალური ფორმატში როგორ გავაკეთო?
CSV ფაილია და თან შრიფტია სხვა.



* * *
QUOTE (niana @ 16 Dec 2011, 09:08 )
ვინმე მეტყვის ბანკის ამონაწერის ნორმალური ფორმატში როგორ გავაკეთო?
CSV ფაილია და თან შრიფტია სხვა.

ამ კითხვაზე ამ წელს გამცემს ვინმე პასუხს?


war.gif

Posted by: Did_Giorgi 16 Dec 2011, 23:02
niana
ინტერნეტ ბანკიდან?
PDF ფაილს არ აკეთებს დავიჯერო??
მოიცა შევამოწმო...

Posted by: Did_Giorgi 16 Dec 2011, 23:10
ჩვეულებრივ უნდა შეინახო წესიტ PDF-ში

Posted by: nina1992 17 Dec 2011, 00:01
Did_Giorgi
excel მინდა მაგრამ შრიფტის კონვერტირება შეიძლება?
დავაკოპირო მინდა რაღაც ნაწილი ტექსტის ამონაწერიდან და ეს კიდევ რაღაც იეროგლიფებია,

Posted by: Farel0x 17 Dec 2011, 22:24
საკრედიტო ბარათებში დილეტანტი ვარ და იქნებ გამარკვიოთ რაღაცეებში.
1.მაქვს სტუდენტური ბარათი,საქართველოს ბანკის (VISA electron - ი),მაინტერესებს თუ არის შესაძლებელი amazon იდან გამოვიწერო რაიმე?
2.გამოწერის მომენტში,პროდუქტი არის დოლარებში,ბარათზე კი მაქვს ლარებში. ავტომატურად მოხდება კონვერტირება ლარიდან დოლარში? თუ როგორაა ეგ საქმე.

Posted by: freedemocrat 17 Dec 2011, 22:34
Farel0x
ამაზონიდან შეიძლება გამოწერა და სხვა საიტებიდან როგორც ვიცი ელექტრონით ვერ გამოიწერ.

ავტომატურად კონვერტირდება

Posted by: tsvrkaua 19 Dec 2011, 13:27
7ნოემბერს დაბლოკა თანხა ამაზონმა, შემდეგ დაქენსელდა ორდერი, ანუ 30 დღეში უნდა მოხსნოდა ბლოკი ამ თანხას და დაბრუნებულიყო თავისით ანგარიშზე.

რაღა თქმა უნდა ასე არ მოხდა, ბლოკი არავინ მოხსნა სანამ არ დავრეკე.
გუშინწინ გადმომირეკეს ბლოკი მოიხსნა და თანხა დღეს, ხვალ ან ზეგ აისახებაო.
დადგა ზეგ, თანხა ისევ არ ზის ანგარიშზე, ვრეკავ და დაკავებაა
down1.gif

Posted by: Did_Giorgi 19 Dec 2011, 22:57
tsurkava
QUOTE
ვრეკავ და დაკავებაა

სადაა დაკავება?
ქოლცენტრში? biggrin.gif

QUOTE
7ნოემბერს დაბლოკა თანხა ამაზონმა

45 დღე ჭირდება დაახლოებით
ზუსტად ვერავინ გეტყვის მაგას ვერსად

Posted by: Farel0x 19 Dec 2011, 23:42
მაქვს სტუდენტური ბარათი და როგორ ვნახო რამდენი მაქვს ანგარიშზე?

Posted by: freedemocrat 20 Dec 2011, 00:49
Farel0x
acc გააგზავნე 4444-ზე

Posted by: Natuka NGN 20 Dec 2011, 13:39
რატომ არ ეძებს ანგარიშის მიხედვით მიმღებს ინტერნეტ-ბანკინგი? გადასარიცხი მაქვს თანხა, გარეთ ევრ გავდივარ და ვერაფროთ ვერ ვახერხებ sad.gif ეს ჰელპიც რა ძველია.

Posted by: Farel0x 20 Dec 2011, 20:18
freedemocrat
გმადლობ.
---
amazon იდან ვიწერ წიგნს და billing address ში მომთხოვა ბევრი ველების შევსება.
სად ვნახო ეს billing address?

P.S სტუდენტური ბარათი მაქვს.

Posted by: gochino80 20 Dec 2011, 20:32
რა მაინტერესებს ამ ექსპრეს(200ლარიან) სესხით რატომ ატყავებთ ხალხს? რა ამბავია წელიწადში 240 ლარის გადახდა და ზემოდან დასაბრუნებელი თანხა?

Posted by: INA-INA 20 Dec 2011, 22:38
gochino80
უჰუ თან კუდში დასდევენ და ძალით უფორმებენ biggrin.gif რა სისასტიკეა.

Natuka NGN
რავი ჩემთვისაც არ მოუძებნია-ხოლმე, მაგრამ ეგ პრობლემაა არაა ჩვეულებრივ შეავსე მონაცემები და გადარიცხე.

Farel0x
ლამის ყველა საშუამავლო კომპანიას უწერია თავის გვერძე როგორ ხდება გამოწერის დროს მისამართების შევსება, შედი და მოძებნე, კითხვა-პასუხებში დევს-ხოლმე ძირითადად. სტუდენტურია, თუ როგორი მაგას არ აქვს მნიშვნელობა, ეგ ჩვეულებრივი ვიზა ელექტრონია.

Posted by: Farel0x 21 Dec 2011, 15:03
QUOTE (freedemocrat @ 20 Dec 2011, 00:49 )
Farel0x
acc გააგზავნე 4444-ზე

გავაგზავნე ასე:
card#ბარათის ბოლო 4 ნიშნა ციფრი

და მომივიდა შეტყობინება,რომ მიმდინარეობს მოთხოვნის დამუშავებაო.

რა აღარ ვცადე და მაინც ყოველ ჯერზე ამას მიწერს.

INA-INA
სამწუხაროდ ვერ ვნახე,მსგავსი გვერდი საქართველოს ბანკის საიტზე.

Posted by: gochino80 21 Dec 2011, 15:38
INA-INA
უჭირს ხალხს , თან ახალი წელია და იმიტომ იღებს ხალხი და ამაზე თამაშობენ

Posted by: _Lali_ 21 Dec 2011, 18:08
Farel0x
აქ წერია ყველაფერი დაწვრილებით, როგორ შეავსო

http://zere.ge/index.php?option=com_content&view=article&id=55&Itemid=59

Posted by: Kakha 21 Dec 2011, 18:32
სირცხვილი საქართველოს ბანკს!!!
ეს ისტორია მოხდა სბ-ს მეტრო ელექტროდეპოს ფილიალში.
მოქალქემ ამ ფილიალში გადაიხადა თელასის ქვითრით დენის წყლის და დასუფთავების გადასახადები 10 დღით ადრე რომ არ გაეთიშათ.
ქვითარიც აიღო და მშვიდად იყო რომ უდენოდ არ დარჩებოდა.
ხოდა ერთ მშვენიერ დღესაც მივიდა სახლში და დენი არაა!
აღმოჩნდა რომ იგი გათიშულია, მეორე დღეს წავიდა ამ ფილიალში და განუცხადეს რომ დიდი ბოდიში მაგრამ მაშინ ის ოპერაცია ვერ განხორციელდა და ეხლა ხელმოერედ გადავრციხავო, ყველაზე საინტერესო ისაა რომ ბანკმა ტრანზაქციის ქვითარი თავიდან გამოწერა! ხოლო ძველის დატოვება მოითხოვა, მოქალაქემ არ დაუტოვა იმის შიშით რომ ვერ დაამტკიცებდა რომ დროზე გადაიხადა.
ახალი ტრანზაქცია გატარდა ახალი თარიღით! 1 კვირის დაგვიანებით ფულის გადახდიდან! ასევე მოხდა საინტერესო რამ - ოპერატორმა განუცხადა რომ წყლის გადასახადს ვერ ვატარებო და წყლის ფული დაუბრუნა უკან (ლაპარაკია 1 კვირის წინ გადახდილ ფულზე).
წამოვიდა მოქალაქე ფილიალიდან რადგან სამსახურში აგვიანდებოდა და მთელი დღე ვერ დაელოდებოდა ოპერატორს.
მან სცადა სიტუაციაში გარკვევა ნაცნობების დახმარებით. როდესაც GWP-ში კითხეს თუ რაშია საქმე, მათ უთხრეს ყველაფერი რიგზეა და არანაერი შეფერხება ბანკიდან ტრანზაქციის მიღებაში არაა.
ამის მერე ძაან მალე ბანკის ოპერატორი ურეკავს მოქალაქეს მობილურზე ( yes.gif ) და ეუბნება რომ ეხლა მუშაობს სერვისი და ჩემი ფულით გავაკეთებ გადარიცხვას ოღონდ როგორც კი შეძლებთ ფული გამომიტანეთო. ფული მართლაც გადარიცხა და მოქალქეს ელექტროენერგიის მიწოდება იმ საღამოს აღუდგინეს ოღონდ გათიშვის გამო მას დაერიცხა ჯარიმა 2 ლარი. საქმე იმაშია რომ თელასში ტრანზაქცია მივიდა არა ოპერაციის ორიგინალი თარიღით არამედ 1 კვირის მომდევნო თარიღით რაც უკვე ჩაჭრის თარიღის შემდეგი თარიღი იყო და ამიტომაც ჯარიმა დაერიცხა.
მე არ მინდა ეს ისტორია ერთ კონკრეტულ ოპერატორზე ან მოლარეზე გადატყდეს, მე მინდა ეს ბანკი სერიოზულად დაიფქრდეს რა გზით უნდა წასვლა და განვითარება, კლიენტებსაც ცისფერი კაბები უნდა ჩააცვან თუ როგორაა საქმე?

Posted by: Did_Giorgi 21 Dec 2011, 22:49
Natuka NGN
QUOTE
რატომ არ ეძებს ანგარიშის მიხედვით მიმღებს ინტერნეტ-ბანკინგი?

ეგ მარტო შენს შაბლონებში ეძებს
კლიენტების მთელ ბაზაში ხომ არ დაუწყებს ძებნას?? smile.gif
პრობლემა არაა, ჩაწერე ანგარიშის ნომერი და მიმღების სახელიც.
სახელს თავისით არ ჩაგიწერს :შ

Posted by: tp52 22 Dec 2011, 00:16
QUOTE
Did_Giorgi


შენთან მაქ ესეთი კითხვა.ვთამაშობ პოკერს მაქვს თიბისი ბანკის ბარათი და ანუ თანხა გამომაქ ხოლმე ეგრევე ტოტალიზატორიდან თიბისზე არ გადადის.და ვფიქრობ ავიღო საქართველოს ბანკის ბარათი რო გადავიტანო ხოლმე და მაინტერესებს შემდეგი.

ანუ გამომაქ ხოლმე ყოველდღიურად საქართველოს კვალობაზე კაი თანხები და რა მაინტერესებს ეხლა დავუშვათ კრედიტი რო დამჭირდეს და მოვიდე თქვენთნა შემოსავალზე რო მკითხოთ და რო გიპასუხოთ ჩემი შემოსავალი პოკერიდან არი მეთქი შეილება რამე ჩამარტყათ თავში ეს იგროკი ვინ არიო.და ბარათი რო ავიღო იქ ხო დაფიქსირდება ანუ ისტორია რა თანხა როდის და რა სიხშირით გამომაქ და გამომადგება ეგ ისტორია მერე კრედიტის აღებაში თუ არა?არც ვაპირებ კრედიტის აღებას მარა ყველაფერი ხდება და მაინტერესებს რო ვიცოდე ავიღო თუ არა ბარათი თუ ტყუილა ავიღEბ და ეგ ისტორია არაფერს არ ცვლის?

Posted by: De-Phazz 22 Dec 2011, 10:34
Kakha
QUOTE
განუცხადეს რომ დიდი ბოდიში მაგრამ მაშინ ის ოპერაცია ვერ განხორციელდა და ეხლა ხელმოერედ გადავრციხავო,

ამიტომაც
QUOTE
თელასში ტრანზაქცია მივიდა არა ოპერაციის ორიგინალი თარიღით არამედ 1 კვირის მომდევნო თარიღით

ეს ბუნებრივია.

მაგრამ ყველაზე საინტერესო იცი რა არის? ამ ერთი კვირის განმავლობაში თანხა სად იყო? ანუ ფული რომ არ გადაირიცხა, თანხა სად წავიდა? ან კლიენტს რატომ არ დაურეკეს?

მოკლედ სერვის მინუსია და არა პლიუსი givi.gif

Posted by: Kakha 22 Dec 2011, 22:06
De-Phazz
არ ვიცი სად იყო თანხა, ყველაზე საეჭვოა რომ ორდერი თავიდან გამოწერა მოლარემ, დღე რო იხურება ბალანსი ხო დგება, ეს ორდერი სადღაც ჰაერში იყო?

Posted by: Did_Giorgi 23 Dec 2011, 22:48
tp52
QUOTE
გამომადგება ეგ ისტორია მერე კრედიტის აღებაში თუ არა?

გამორიცხულია.
სტაბილური შემოსავალი ნიშნავს რომ რაღაც გარანტია არსებობს ამ შემოსავლის შენარჩუნების, ხოდა თამაშით ფულის მოგება და მაგის იმედზე ყოფნა ტყუილი ამბავია
ბანკისთვის ყოველშემთხვევაში ასეა.

Posted by: nerio 25 Dec 2011, 23:44
QUOTE (gochino80 @ 20 Dec 2011, 20:32 )
რა მაინტერესებს ამ ექსპრეს(200ლარიან) სესხით რატომ ატყავებთ ხალხს? რა ამბავია წელიწადში 240 ლარის გადახდა და ზემოდან დასაბრუნებელი თანხა?

შენ რა ახალი რამ აღმოაჩინე შენთვის. ბანკი მაგისთვისაა შექმნილი რომ ხალხი გაატყავოს. მოგცეს ქოლგა მზიან ამინდში, რომ წაგართვას წვიმიანში.

ჰოოდა ასეთი ქოლგაა ეგეც რა წინასაახალწლო ოღონდ givi.gif

Posted by: Did_Giorgi 26 Dec 2011, 00:41
nerio
QUOTE
მოგცეს ქოლგა მზიან ამინდში, რომ წაგართვას წვიმიანში.

აღარაა ეს ფრაზა უკვე მოდაში.

Posted by: freedemocrat 26 Dec 2011, 02:54
nerio
ადრე რომ იყო 90იანებში ხალხი რომ ფულს აპროცენტებდა იგივე პონტია biggrin.gif

Posted by: De-Phazz 26 Dec 2011, 14:31
Kakha
QUOTE
, ეს ორდერი სადღაც ჰაერში იყო?

მეც მაგას ვკითხულობ, თანხა სად იყო ერთი კვირის განმავლობაშითქო. თორემ თანხა რომ დაგვიანებით მივიდა ზუსტად იმის ბრალია, რომ ახალი ორდერი გამოიწერა.

იქნებ Did_Giorgi-მ გაგვარკვიოს რა ხდება?

Posted by: Did_Giorgi 26 Dec 2011, 23:22
De-Phazz
Kakha
მე ნამდვილად ვერ გაგირკვევთ რა მოხდა მანდ, იმიტომ რომ არაა მარტივი საკითხი, თან ინფორმაციაც მხოლოდ ერთი მხრიდან ვიცით (საწყენად არ ვამბობ, ხშირად ''უმნიშვნელო'' დეტალებს ტოვებენ ხოლმე მოყოლისას)
შეიძლება მართლა მოხდა კიდეც მასეთი ფაქტი, რაც ძალიან სამწუხაროა და იმ კაცისაც მესმის 2 დღე უშუქოდ რომ იჯდა.
მაგრამ მაინც მაგრამ...
ყველაფერს გარკვევა უნდა აუღელვებლად და ცივ გონებაზე.
შეიძლება ოპერატორს შეეშალა, რაც სამწუხაროდ ყველგან ხდება. ასეც რომ იყოს მაინც გაბოლდებულად იმის დაწერა რომ ბანკი კი არა და კანტორააო, არასერიოზული საქციელია და რეალურად ვერაფერი გამოსავალი ამ სიატუაციიდან.
მივიდოდი მენეჯერთან, ავუხსნიდი თანამშრომლის შეცდომას და იქნებ ის ბანკი გამოასწორებდა თავის დანაშაულს როგორმე? იმ ჯარიმასაც გადაუხდიდა, ბოდიშსაც მოუხდიდა და ა.შ.
ასე სულ გაურკვევლობაში იქნება ის კლიენტიც და ჩვენც biggrin.gif
არ გვეცოდინება სინამდვილეში რა მოხდა და სად იყო ის ფული smile.gif

Posted by: Kakha 27 Dec 2011, 10:38
Did_Giorgi
თუ გაინტერესებს, ვთხოვ იმ ადამიანს ქვითრები მომაწოდოს, უფრო სწორედ სალაროს ორდერები რაც ბანკმა გამოუწერა. სამწუხაროდ ის ადამიანი სიტუაციის გასარკვევად ვერ დაიწყდება ფილიალიდან ფილიალში სირბილს, მენეჯერის ძებნას, სიტუაციის გარკვევამდე იქ ლოდინს და ა.შ. იმიტომ რომ იმ 2 ლარის გულისთვის სამსახურს დაკარგავდა.
აქ კი დავწერე იმიტომ რომ თუ ბანკს რეალურად სურს სიტუაციის მენეჯმენტი, უნდა შეეცადოს ამ სიტუაციის მოდელირება მოახდინოს და სუსტი წერტილები აღმოფხვრას მარა ეს სავარაუდოდ არ მოხდება, ისევ კლიენტისკენ გაიშვერენ ხელს, ჩვენ არაფერ შუაში ვართო.

Posted by: pleita 27 Dec 2011, 11:24
გამარჯობა, მაინტერესებს კიდევ ძალაშია აქცია :ანაბრის შეტანის შემტხვევაში ორი თვის სარგებლის წინასწარ მიღების შესახებ?

და რომელ ანაბარს მირჩევდით , პროცენტული სარგებლის და მოქნილობის მხრივ? mo.gif

გმადლობთ

Posted by: Da Boogie Woogie 27 Dec 2011, 18:18
მოკლედ რა მაინტერესებს,შეგროვებადი ანაბრის გახნსა მინდა საქართველოს ბანკში,ალბათ 3 თვით...
დეპოზიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 5.9%

ანუ რა გამოდის,სიტყვაზე 10 000$ თუ ჩავდებ,3 თვეში მივიღებ წლიური განაკვეთის (5.9%) მეოთხედს (1/4),ანუ ჩვენს შემთხვევაში 147.5$ ?

სწორად გამოვთვალე? cry.gif
მაგარი ჩინიკი ვარ ამ საბანკო საქმეებში და გამარკვიეთ პლიზ

Posted by: INA-INA 27 Dec 2011, 19:45
10 000 გაამრავლე 5.9-ზე, გაყავი 365 და გამრავლე 90. ზოგადად ასე გამოითვლება ვადიანი.

შეგროვებადი თუ გაიხსნა ვთქვათ 500 დოლარით. ანგარიშონ ამ 500 -ის % იმ დღეებზე გადაანგარიშებით რამდენი ხანიც იყო 500. ვათქვათ 500*5.9/365*30(თუ 30 დღე იყო) მერე თუ დაამატე 2000, ანგარიშობ 2500-ის % იმდენ დღეზე რამდენი დღეც იყო 2500. 2500*5.9/365*25(თუ იყო 25 დღე) და ა.შ.

Posted by: Magdala 28 Dec 2011, 11:25
ერთი კითხვა მაქვს ამ ბანკთან

სტუდენტი რო გავხვდი მომცეს პლასტიკური , 2 წლიანი მგონი
გავიდა რამდენიმე წელი და 2 წლის წინ მინდოდა სადებეტო ბარათის აღება
თქვენ დავალიანება გაქვთო იმ სტუდენტური ბარათისო, არც მახსოვდა ეგ ბარათი თუ მქონდა

ხო კაი მეთქი და გადავიხადე.
ეხლა ჩემი მეგობარი მეუბნება სტუდენტური ბარათები რო გვქონდა ხო გახსოვსო ეგ ბარათი უნდა "დავხუროთო" (არ ვიცი ეს რას ნიშნავს) თორემ ყოველ თვეში რაღაც თანხა გემატება დავალიანებაზე სანამ არ დახურავო

კონტრაქტში ეწერა ესეთი რამ?
და თუ მართალია მაინტერესებს. არ უნდა გაგვაფრთხილოთ მაინც თუ ასეა? smile.gif


* * *
ორანჯიდან 650 ლარი მაქვს გამოტანილი და რამდენი უნდა დავაბრუნო სულ? 650 + ?

Posted by: spider77 28 Dec 2011, 13:52
Magdala

QUOTE
ეხლა ჩემი მეგობარი მეუბნება სტუდენტური ბარათები რო გვქონდა ხო გახსოვსო ეგ ბარათი უნდა "დავხუროთო" (არ ვიცი ეს რას ნიშნავს) თორემ ყოველ თვეში რაღაც თანხა გემატება დავალიანებაზე სანამ არ დახურავო

უნდა მიხვიდე ნებისმიერ ფილიალში, დაწერე განცხადება იმ კონკრეტული საბარათე ანგარიშის გაუქმების შესახებ და გაგიუქმებენ.
იქვე იკითხე ორინჯის საკითხიც და უცბად გიპასუხებენ.


ხოლო თუ ფილიალამდე ვერ მიდიხარ, მაშინ ჩადე ბარათი ბანკომატში, ნახე რამდენი გაქვს ხელმისაწვდომი თანხა დოლარებში, ეგ ციფრი გამოაკელი საკრედიტო ლიმიტს (ანუ რამდენ დოლარიანიცა შენი კარტა იმას გამოაკელი ხელმისაწვდომი რაც გაქვს) და მიიღებ გადასახდელ თანხას.

ნუ ცალკე პროცენტი (ჯარიმა ან სხვა რამე) რო არ გქონდეს დარიცხული, მაინც ჯობია მიხვიდე ფილიალში და გადაამოწმო ოპერატორთან, ადგილზე.


Posted by: Paranormal 28 Dec 2011, 14:17
თანხა რომ გადავრიცხო ბანკში
არასრულწლოვანი აიღებს??

Posted by: Magdala 28 Dec 2011, 14:37
QUOTE (spider77 @ 28 Dec 2011, 13:52 )
Magdala

QUOTE
ეხლა ჩემი მეგობარი მეუბნება სტუდენტური ბარათები რო გვქონდა ხო გახსოვსო ეგ ბარათი უნდა "დავხუროთო" (არ ვიცი ეს რას ნიშნავს) თორემ ყოველ თვეში რაღაც თანხა გემატება დავალიანებაზე სანამ არ დახურავო

უნდა მიხვიდე ნებისმიერ ფილიალში, დაწერე განცხადება იმ კონკრეტული საბარათე ანგარიშის გაუქმების შესახებ და გაგიუქმებენ.
იქვე იკითხე ორინჯის საკითხიც და უცბად გიპასუხებენ.


ხოლო თუ ფილიალამდე ვერ მიდიხარ, მაშინ ჩადე ბარათი ბანკომატში, ნახე რამდენი გაქვს ხელმისაწვდომი თანხა დოლარებში, ეგ ციფრი გამოაკელი საკრედიტო ლიმიტს (ანუ რამდენ დოლარიანიცა შენი კარტა იმას გამოაკელი ხელმისაწვდომი რაც გაქვს) და მიიღებ გადასახდელ თანხას.

ნუ ცალკე პროცენტი (ჯარიმა ან სხვა რამე) რო არ გქონდეს დარიცხული, მაინც ჯობია მიხვიდე ფილიალში და გადაამოწმო ოპერატორთან, ადგილზე.

მადლობა

აღარც მაქვს ის ბარათი რამდენი ხანია

Posted by: Homo Erotikus 29 Dec 2011, 12:21
ახალი ფილიალები რომ გაიხსნა, ექსპრესი თუ რაღაც მსგავსი, რა ოპერაციების განხორციელება შეიძლება მანდ?
აი, მაგალითად ანაბრის გახსნა შეიძლება?

Posted by: INA-INA 29 Dec 2011, 23:08
Homo Erotikus

კი შეიძლება smile.gif
* * *
Paranormal
გზავნილის განაღდება შეიძლება 16 წლიდან.

Posted by: Did_Giorgi 29 Dec 2011, 23:56
Homo Erotikus
QUOTE
რა ოპერაციების განხორციელება შეიძლება მანდ?

ფიზიკურ პირებს ემსახურებიან ოტ-ი-დო biggrin.gif
იურიდიული პირებისთვის არაა მანდ სერვისები

Posted by: _Lali_ 30 Dec 2011, 00:03
Homo Erotikus
QUOTE
ახალი ფილიალები რომ გაიხსნა, ექსპრესი თუ რაღაც მსგავსი

რა ექსპრესი, მეც მითხარით, რა, სად გაიხსნა?

Posted by: Paranormal 30 Dec 2011, 00:18
INA-INA
QUOTE
გზავნილის განაღდება შეიძლება 16 წლიდან.

მადლობთ გაანაღდა უკვე smile.gif
და დახარჯავდა ალბათ biggrin.gif

Posted by: king2004 30 Dec 2011, 00:41
ანაბრების აქცია 1 თებერვლამდე გაგრძელდება. 4თვიდან 8 თვემდე გახსნილებს, წინასწარ 1 თვის პროცენტი საჩუქრად, 9-24 თვემდე გახსნილებს წინასწარ 2 თვის პროცენტი საჩუქრად.

Posted by: Homo Erotikus 30 Dec 2011, 09:08
_Lali_
QUOTE
რა ექსპრესი, მეც მითხარით, რა, სად გაიხსნა?

ჩემს სახლთან ახლოს გაიხსნა დიღმის მასივში, ექსპრესი აწერია თუ მეხსიერება არ მღალატობს...
ადრე პოკერები იყო მანდ.

Did_Giorgi
INA-INA
up.gif ძალიან კარგი jump.gif

Posted by: LechO-N 31 Dec 2011, 08:22
აბა თანაფორუმელებო დამეხმარეთ

მომივიდა SMS რო დამიმტკიცდა SMS სესხი 10 000 ლარის ოდენობითო და ეხა რა ხდება? მივალ და უპრობლემოდ გამოვიტან თუ კიდე რამე პროცედურებია გასავლელი??

Posted by: Did_Giorgi 31 Dec 2011, 19:38
LechO-N
მიხვალ ნებისმიერ ფილიალში და უპრობლემოდ გამოიტან, 5 წუთში დაახლოებით.
არავითარი ზედმეტი პროცედურები.

Posted by: LechO-N 2 Jan 2012, 19:14
Did_Giorgi

მოკლედ დღეს ონლაინ მივწერე და მკითხეს ხელფასი რამდენი გაქო და ვუთხარი 900 მეთქი და 900 ლარზე 10 000 არამგონია 10k დაემტკიცებინათ და შეიძლება შეცდომა იყოსო :|

ხვალ მივალ და გავარკვევ smile.gif იმედია მართლა შეცდომა არ იქნება

Posted by: xpress-11 2 Jan 2012, 21:44
adjarabet-იდან საქართველოს ბანკის ვიზაზე რო გადამაქვს თანხა, მიწერს ოპერაცია უარყოფილიაო და ხომ ვერ მეტყვით რისი ბრალი შეიძლება იყოს?
15 წუთის წინ უპრობლემოდ გადავრიცხე. 150 ლარის ტრანზაქცია შევასრულე დღეს და ვითომ დამებლოკა ბარათი?

Posted by: king2004 2 Jan 2012, 22:54
xpress-11

იქნებ აჭარაბეთის ბრალია, რამე ტექნიკური შეფერხება აქვთ, ცხელი ხაზი ექნებათ გადარეკე და იკითხე

Posted by: ნოდარი13 2 Jan 2012, 23:53
xpress-11

24 სააათის გამნავლობაში 10 ოპერაციაზე იბლოკება დილიდან შეძლებ

Posted by: INA-INA 3 Jan 2012, 00:39
რას იგებთ ამ ტოტალიზატორში მაგდენს ანგარიშზეც რომ ირიცხავთ? ამ სტუნდეტებსაც რომ ვუყურებ(კიდევ კაი სტუდენტური ბარათები გაჩნდა smile.gif)) მაგის მეტს არაფერს არ აკეთებენ. გადარიცხა-გადმორიცხა . ხალისობთ, თუ რა ხდება?

Posted by: ნიკა 3 Jan 2012, 09:57
INA-INA
აბა ქართველი ბიჭი ხო არ იმუშავებს. ეგ როგორ შეიძლება. ხალიავა უნდა.

Posted by: Pinturico 7 Jan 2012, 18:19
INA-INA
QUOTE
რას იგებთ ამ ტოტალიზატორში მაგდენს ანგარიშზეც რომ ირიცხავთ? ამ სტუნდეტებსაც რომ ვუყურებ(კიდევ კაი სტუდენტური ბარათები გაჩნდა )) მაგის მეტს არაფერს არ აკეთებენ. გადარიცხა-გადმორიცხა . ხალისობთ, თუ რა ხდება?


ონლაინ აზარტული თამაშების ინდუსტრია გაჩნდა, უფრო სწორედ წინ წავიდა. შესაამისად, გაიზარდა მოთხოვნაც ბარათებით განხორციელებულ ოპერაციებზე smile.gif მთავარია, inflow მეტი იყოს ვიდრე outflow ბარათის მფლობელისთვის, თორე ოპერაციების სიმრავლეს არა უჭირს.

მე ის მაინტერესებს, იმაში რა ლოგიკაა აჭარაბეთიდან გადმორიცხული თანხის განაღდება იმწამსვე რომ შემიძლია, და გადარიცხვა თუ მინდა, 3 დღე რომ სჭირდება biggrin.gif

Posted by: _Lali_ 10 Jan 2012, 11:34
დღეს შევედი ინტერნეტ ბანკში და ამონაწერში წერია 31 დეკემბერს: "კაპიტალიზაცია" და ბარათზე ჩარიცხულია რაღაც 2,39 ლარი და იქნებ ვინმემ იცოდეს, რას ნიშნავს ეს?

Posted by: just_me 11 Jan 2012, 12:00
_Lali_
ანაბრის სარგებელი ჩაგერიცხა. რა ტიპის ანაბარი გაქვს ? smile.gif

Posted by: _Lali_ 11 Jan 2012, 12:59
just_me
ანაბარი რომ არა მაქვს საერთოდ? სახელფასო ბარათია

Posted by: Did_Giorgi 11 Jan 2012, 23:14
_Lali_
QUOTE
ანაბარი რომ არა მაქვს საერთოდ?

გაქვს ალბათ, ან წინა თვეში გქონდა.
შეიძლება მაქსიმა ბარათი გაქვს, ან ქისა სერვისიტ სარგებლობ და თავისით გიგროვდება თანხები. აღარ გახსოვს ალბათ ეგ ქისა რომ ჩართე smile.gif

Posted by: _Lali_ 11 Jan 2012, 23:19
Did_Giorgi
ვაიმე, ეხლა გამაგიჟებთ თქვენ მე. რას ნიშნავს არ მახსოვს?! ნამდვილად არაფერი არა მაქვს სახელფასო ბარათის გარდა. არც მქონია. არც მაქსიმა მაქვს, ქისა საერთოდ პირველად გავიგე givi.gif

ჰო, ერთადერთი სესხი მაქვს და თებერვალში ვამთავრებ გადახდას. მეტი არაფერი

Posted by: Did_Giorgi 11 Jan 2012, 23:59
_Lali_
მაშინ გილოცავ biggrin.gif
ვირაცამ შენს სახელზე ანაბარი გახსნა biggrin.gif
არ გაინტერესებს რა არის? რომელიმე სერვისცენტრში მიდი და იკითხე yes.gif
მეც მაინტერესებს ორონდ და გამაგებინე აუცილებლად smile.gif

Posted by: _Lali_ 12 Jan 2012, 00:03
Did_Giorgi
კარგი, მივალ, გავარკვევ და გაგაგებინებთ smile.gif მაგრამ იქნებ ერთი თვეც დამეცადა, ვნახავ აბა, იანვრის ბოლოსაც ჩამერიცხება რამე? იქნებ მოიმატოს კიდეც თანხამ wink.gif

Posted by: signature 12 Jan 2012, 15:13
კარგი ბანკია, მე კმაყოფილი ვარ ზალიან თან.

Posted by: ._. 12 Jan 2012, 17:36
_Lali_
სახელფასოზე იქნებ პროცენტი გერიცხება (მიმდინარეზე)? იქნებ შენმა კომპანიამ "ვიტორგოვალი" და პროცენტის დარიცხვა დაიწყო?
მე, მაგალითად, საბარათე ანგარიშზე პროცენტს მარიცხავენsmile.gif

Posted by: _Lali_ 12 Jan 2012, 17:52
._.
QUOTE
სახელფასოზე იქნებ პროცენტი გერიცხება (მიმდინარეზე)? იქნებ შენმა კომპანიამ "ვიტორგოვალი" და პროცენტის დარიცხვა დაიწყო?
მე, მაგალითად, საბარათე ანგარიშზე პროცენტს მარიცხავენ

სერიოზულად ამბობ? შესაძლებელია მართლა ასეთი რამე?

გავარკვევ ერთი...

Posted by: ნიკა 12 Jan 2012, 19:22
SMS სესხის კოდი რომ მოსდის მესიჯით რამდენი ხანი მოქმედებს ეგ კოდი?

Posted by: marge 12 Jan 2012, 19:51
სესხი გავაკეთე საქართველოს ბანკიდან პირველი გადახდა მიწევს ამ თვეში. მაინტერესებს შემიძლია თუ არა ინტერნეტ ბანკით გადავრიცხო და როგორ ხდება?


Posted by: ._. 12 Jan 2012, 20:04
_Lali_
კი, შესაძლებელია -- გაარკვიე

Posted by: Inc 12 Jan 2012, 22:50
გამარჯობა

საქ. ბანკის visa electron ით უცხოურ საიტიდან შევძლებ გამოწერას ?

Posted by: paparesta 12 Jan 2012, 22:52
Inc

QUOTE
საქ. ბანკის visa electron ით უცხოურ საიტიდან შევძლებ გამოწერას


მაგისთვის ინტერნეტ კარტა აიღე ჯობია ბევრად

Posted by: Inc 12 Jan 2012, 22:58
კარტის აღებას არ ვაპირებ დრო არ მაქ , ხვალ მჭირდება სასწრაპოდ და ვაზუსტებ შემიძლია თუ არა ვისა ელექტრონით გამოწერა

Posted by: _Lali_ 12 Jan 2012, 23:56
Inc
QUOTE
საქ. ბანკის visa electron ით უცხოურ საიტიდან შევძლებ გამოწერას ?

კი, მე ვიწერ ამაზონიდან და ვოლმარტიდან. ყველა საიტებზე არ გადის

Posted by: playstation 13 Jan 2012, 00:08
ეს ბანკი უკვე მაოცებს
დაზღვეული ბარატიდან მომპარეს თანხა
შევავსე საპრეტენზიო
გუშინ დამიბრუნეს თანხა მთელი 3 ტვე ველოდე
და რამდენიმე საათში საქ ბანკმა ისევ უკან წაიროს ეს თანხა
დავრეკე და ამ თანხით ბილეთბია ნაყიდიო
მეთქი ვიცი რომ ბილეთები იყო ნაყიდი და მომპარეს და ისე იყისედ ჰაკერებმა თუ რავიცი ვინც ოიპარეს რა
და მაგიტომაც მქონდა შევსებული საპრეტენზიო განაცხადი მეთქი
და მოკლედო თქვენი ბარატიდან ოპერაცია შესრულდაო ამაზე საიტმა თანხმობა მოვცაო და ეს თანხა გადაირიცხაო
ვახ გავოცდი კაცი
ვიცი რომ ეგრე მოხდა მაგრამ მომპარეს
მოხდა თარლითობა კომპიუტერით
დაზღვევა ხომ სწორედ ამისთვის აქვს
აბა რაში ვიხდი წელიწადში 7 ლარს?

თან ესტონეთში მე რატომ შევიძენდი ბილეთებს თბილისიდან???

მოკლე ხვალე ახალ სათაოში ვაპირებ წასვლას და საიდან მივიდე არ ვიცი დაბლიდან თუ მაღლიდან?
დაბლიდან მანქანას შემაყვანინებენ? თორე მაგარი მიუდგომელი ადგილია რა რომ მოგინდეს რანსპორტით მისვლა ვერ მიუდგები კაცი

Posted by: Did_Giorgi 13 Jan 2012, 00:35
playstation
QUOTE
დაბლიდან მანქანას შემაყვანინებენ?

კი შეზღუდვა არა მეორე იარუსის პარკინგზე.
შუშის კუბში უნდა ჩახვიდე, მაქედანაა კლიენტებისთვის მისაღები, მაგრამ რას გაარკვევ სათაოში ისეთს რასაც სხვაგან ვერა?
ისე შენ საოცარი რაღაც გჭირს, მასეთი რამე არც გამიგია sad.gif

Posted by: Mr-Banks 13 Jan 2012, 01:40

playstation


შენ ეს ბანკი გაოცებს და მე შენ მაოცებ.... გსიამოვნებს მგონი ესეთი რაღაცეები lol.gif


მერამდენედ წერ მსგავს რაღაცას. smile.gif

Posted by: playstation 13 Jan 2012, 10:23
Mr-Banks
სულ 3-ჯერ მომივიდა მსგავსი რაღაც
აქედან 2-ჯერ ერტი და იგივე საიტზე იყო შეძენილი ბილეთები
გავარკვიე რომ მსგავს რამეებზე ესტონელი და რუსი ჰაკერები ძალიან მაგრად ჩალიჩობენო
მერე ოფიციალური ანტივირუსი დავაყენე მაგ ამბების შემდეგ
და დავიჭირე კიდევაც ვირუსი.
ნეტში შემთხვევით ამომიგდო ვირუსი და დაწერო რომ დაჭერილია ვირუსი რომელიც შესაზლოა იპარავდეს თქვენს ინფორმაციას მეილიდან, სოციალური ქსელებიდან და საბანკო ანგარიშებიდანო.
ხოდა იმის მერე კი ვბლოკავ ხოლმე ყველა ბარათს რაც კი მაქვს და იმის მერე კაპიკი არ დამკარგვია.

Posted by: NikoloZoid 13 Jan 2012, 22:26
მოლარე ოპერატორებს რამდენი აქვთ ხელფასი იცის ვინმემ?

Posted by: Georgian. 13 Jan 2012, 22:28
ხვალე ბანკები მუშაობს? sad.gif



.................

Posted by: playstation 14 Jan 2012, 14:19
Did_Giorgi
ვიყავი მოკლედ რა აან სიცარიელე იყო სათაოსი გეგონება სადღაც საიდუმლო ორგანიზაციაში მოხვდიო სულ 4 ადამიანი იყო ჩასასვლელესი 1 ტერმინატორი იდგა
მერე მეორე მოვიდა
და 2 ოპერატორი
შემთხვევით
მანდ სოლო მომსახურება ხომ არ იყო?
რაღAც მასეთ გარემოს გავდა
ოპერატოს სიტუაცია რომ ავუხსენი ასეი შემთხვევა არასდროს გვქონიაო და წავედი ისევ ზველ სათაოში
იქ საკმაოდ კარგად გარკვეული ოპერატორი შემხვდა და გამარკვია რაღAცეებში
წერილიც მივიწერეთ და ველოდებით პასუხს.
რაც შეეხება ახალ სათაოს მაგარი მომეწონა
ძაააააააააააააააან მაგარიაააააა
უბრალოდ იმ შუშის შესასვლელი ზემოთ ეფლს როგორც აქვთ თქვენ ლომი რომ გამოკიდოტ უფრო ლაამზი არ იქნება

მაგრამ მერე იცოდეთ ეფლი გიჩივლებთ და მოგიწევთ სასამართლოებსი სირბილი smile.gif

ესკალატორები კიდე ჯობია ან სულ ჩაროტ ან გამორტოთ კინაღამ კისერი მოვიტეხე გამორტული მეგონა რომ გადავედი და 2 ნაბიჯი გადავდგი სენსორებმა მერე აღიქვეს და ჩაირთო.
ახალი ვინც შედის და არ იცის შეიზლება წაიქცეს მაგ ესკალატორზე. smile.gif


Posted by: Did_Giorgi 14 Jan 2012, 16:45
playstation
QUOTE
ესკალატორები კიდე ჯობია ან სულ ჩაროტ ან გამორტოთ კინაღამ კისერი მოვიტეხე გამორტული მეგონა რომ გადავედი და 2 ნაბიჯი გადავდგი სენსორებმა მერე აღიქვეს და ჩაირთო.
ახალი ვინც შედის და არ იცის შეიზლება წაიქცეს მაგ ესკალატორზე.

biggrin.gif
ხო, ეგ მაგარია. თავიდან მეც გული გამისკდა ფეხით რა ჩაივლის ამხელა კიბესთქო და..
ენერგიას ვზოგავთ smile.gif

Posted by: zabzu 15 Jan 2012, 16:48
ვინმეს არ შეუძლია დამიწეროს საქართველოს ბანკის სუსტი მხარეები, ძალიან მჭირდება, მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნება ჩემთვის

Posted by: Junior K 15 Jan 2012, 17:04
რა მაინტერესებს .

ნივთის განვადებით გამოტანა მინდა.

თქვენი ბანკის კრედიტ ოფიცერთან მქონდა საუბარი მაგრამ ბოლომდე ვერ გავიგე წესიერად.

ნივთის ღირებულებაა 423 ლარი.

პირველადი შემაქვს 20%. 85 ლარი.

ვაკეთებ 12 თვიან განვადებას. თვეში მითხრა 39 ლარი.

ანუ ჯამში პროდუქტის ღირებულება გამოდის 423 ლარის ნაცვლად. 12X39+85=553 ლარი

130 ლარით მეტი გამოდის. მაგრამ მაგალითად მე მინდა ჩამივარდა ფული და გადავიხადე 2-3 თვეში 12 თვის მაგივრად. მაინ 130 ლარის მეტობით გადავიხდი თუ მომაკლდება პროცენტი.

წინსწრების პირგასამტეხლო 2% ია ღირებულების . ანუ მალევე თუ დავფარე დაჟე გამოდის რო 553 ლარს მაინც გადავიხდი + 9 ლარს კიდე თავზე მიუხედავად იმისა რომ წინსწრება მექნება ?

Posted by: dikka 15 Jan 2012, 19:01
Junior K
წინსწრების პროცენტი დარჩენილ ძირ თანხაზე დაგიანგარიშდება, ანუ 423 ლარიდან ძირი რაც იქნება დარჩენილი + წინსწრების 2%-ს გადაიხდი.

Posted by: Junior K 15 Jan 2012, 22:56
dikka

ანუ შედარებით ნაკლები დამიჯდება ხო საერთო ჯამში ?

Posted by: ._. 16 Jan 2012, 21:52
zabzu
QUOTE
ვინმეს არ შეუძლია დამიწეროს საქართველოს ბანკის სუსტი მხარეები, ძალიან მჭირდება, მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნება ჩემთვის


ასეთი მნიშვნელოვანი რატომ არის; ძლიერიო რო გეთქვა, კიდევ ჰო, "ჯობ ინტერვიუზე" მიდის მეთქი ვიფიქრებდი; და სუსტი? (თიბისიში ხომ არ მიდიხარ გასაუბრებაზე?biggrin.gif))

Posted by: Kakha 17 Jan 2012, 12:11
ყურადღებით შეამოწმეთ ბანკის ორდერი სანამ ხელს მოაწერთ!
თანამშრომელს დაერიცხა საგადასახადოს საურავი სბ-ს ოპერატორის შეცოდმის გამო , ამანათის განბაჟების გადასახადის დანიშნულების ანგარიში არასწორედ ჩაუწერეს (დავალებაში სხვა ანგარიში ეწერა და ორდერში არასცწორი ანგარიში ჩაუწერა), მანაც აღარ გადაამოწმა (როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება).

Posted by: Otka 17 Jan 2012, 21:07
მაქსიმა ბარათზე გაანღდების % ფილიალში რამდენია ვინ დამიწერს?

შეტანა უპროცენტო იქნება იმედია biggrin.gif

Posted by: dia-lion 17 Jan 2012, 21:22
Otka
QUOTE
მაქსიმა ბარათზე გაანღდების % ფილიალში რამდენია ვინ დამიწერს?

საქართველოს ბანკის ს/ც-ებში თანხის განაღდება 0.25% მინ. 1 ლარია smile.gif


QUOTE
შეტანა უპროცენტო იქნება იმედია

yes.gif biggrin.gif

Posted by: zvio89 17 Jan 2012, 22:35
დავკარგე ბიზნეს ბარათი, მიბმულია შპს ს ანგარიშზე sad.gif
ხვალ მივალ ბანკში,თუ იცით რამდენია ჯარიმა? და რამდენ დღეში ამზადებენ ახალს?

Posted by: playstation 17 Jan 2012, 23:48
Junior K
მოკლედ მანდ რთულადაა საქმე
წინსწრებით როცა იხდი ჯერ იხდი უმეტესწილად %-ს და მერე ხდება ძირის გადახრა
% ერიცხება ძირს შესაბამისად ნაკლებ დარჩენილს უფრო ნაკლები დაერიცხება და შედარებით ნაკლების გადახდა მოგიწევს.
ის პირგასამტეხლოს 2% კიდე დაერიცხება იმ წინსწრებ თანხას თუ არ ვცდები ასეა
თუ ვცდები შემისწორეთ

Posted by: g_o_g_i_n_a 18 Jan 2012, 01:20
მოკლედ ბaრaთი მჭირდებa aმ დaნიშნულებისთვის
რომ ჩaრიცხული თaნხa გaმოვიტaნო საზღვaრგaრეთ ბaნკომaტიდaნ (კერძოდ aმერიკიდaნ)

უბრaლოდ ვიზa ელექტრონი გaმომaდგებa ? smile.gif

Posted by: ._. 18 Jan 2012, 02:05
QUOTE
უბრaლოდ ვიზa ელექტრონი გaმომaდგებa ?

კლასიკიდან გამომიტანია -- ელექტრონი არ ვიცი, ალბათ კი, რატომაც არა?

Posted by: ნიკა 18 Jan 2012, 11:00
QUOTE (playstation @ 17 Jan 2012, 23:48 )
Junior K
მოკლედ მანდ რთულადაა საქმე
წინსწრებით როცა იხდი ჯერ იხდი უმეტესწილად %-ს და მერე ხდება ძირის გადახრა
% ერიცხება ძირს შესაბამისად ნაკლებ დარჩენილს უფრო ნაკლები დაერიცხება და შედარებით ნაკლების გადახდა მოგიწევს.
ის პირგასამტეხლოს 2% კიდე დაერიცხება იმ წინსწრებ თანხას თუ არ ვცდები ასეა
თუ ვცდები შემისწორეთ

ეგრეა. ჯერ დაიფარება %, მერე ძირი, რაც ზედმეტობაა ის დაიყოფა 2% და 98% ნაწილებად. 2% წავა ბანკის მოგებაში და დარჩენილი 98%-ით დაიფარება ძირი წინსწრებით.

Posted by: ratomac aRa 18 Jan 2012, 11:14
QUOTE
უბრaლოდ ვიზa ელექტრონი გaმომaდგებa ?


კლასიკიდან გამომიტანია -- ელექტრონი არ ვიცი, ალბათ კი, რატომაც არა?



ელექტრონიდან გამომქონდა ხოლმე, ბულგარეთში ოღონდ


Posted by: Booom 18 Jan 2012, 17:54
ბანკომატიდან მინიმუმ რამდენი ლარის აღებაა შესაძლებელი?

Posted by: memento_more 18 Jan 2012, 18:43
Booom
5 ლარის
ზოგიდან 10
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

იმდღეს ვიღაც ყვებოდა ყველას აძლევს საქართველოს ბანკი ბარათსო
200 ლარიანი ლიმიტით თუ 400 ლარიანით ზუსტად ვერ გავიგე და რაზეა ბაზარი?

Posted by: playstation 19 Jan 2012, 00:52
მემგონი ჯობია აქ დავდო ხომ?
აი კიდევ ერთხელ დავიჭირე ეს ვირუსი
ამას ვაბრალებდი ჩემი ბარათიდან თანხების მოპარვის ამბავს

მემგონი მიხვდებიან ვინც ვარ და ვუთხარი კიდევაც ვირუსის გამო მოხდათქო დარწმუნებული ვიყავი რომ ამის გამო იყო.

ასე რომ მეგობრებო შეიძინეთ ანტივირუსი ნუ დაგენანაბათ 70-80 ლარი წელიწადში თქვენინე დაცვისათვის.

გაგიკვირდებათ და მსგავსი ვირუსი რაც შევატყვე ძირითადად მაშინ ჩნდება ოდესაც ფოტოს ათვალიერებ
პირველად აღმოვაჩინე გუგლზე სურათEბის თვალიერების დროს მეორედ ფორუმზე ამ სურათის გახსნის დროს.
ეხლა მივიწერები მსგავს თემასი ვინც შევიდა იმათთან როგორ ქნა და დავწერ

http://www.radikal.ru



Posted by: nat_nat777 19 Jan 2012, 00:55
Georgian.
QUOTE
ხვალე ბანკები მუშაობს?


არა. მხოლოდ სასტუმროების 24 საათიანები და აეროპორტში არსებული სერვის-ცენტრი smile.gif
* * *
memento_more
QUOTE
იმდღეს ვიღაც ყვებოდა ყველას აძლევს საქართველოს ბანკი ბარათსო
200 ლარიანი ლიმიტით თუ 400 ლარიანით ზუსტად ვერ გავიგე და რაზეა ბაზარი?


200 ლარიანი ექსპრეს-სესხი გაინტერესებთ თქვენ smile.gif


Posted by: Did_Giorgi 19 Jan 2012, 03:24
g_o_g_i_n_a
შენს კლავიატურაზე ა-ს რა სჭირს? smile.gif


memento_more
QUOTE
მდღეს ვიღაც ყვებოდა ყველას აძლევს საქართველოს ბანკი ბარათსო
200 ლარიანი ლიმიტით

200 ლარიან ექსპრეს სესხზეა საუბარი.
ექსპრეს ფილიალს უნდა მიაკითხო
მისამართები შეგიძლია ქოლცენტრში დააზუსტო: 2 444 444

Posted by: g_o_g_i_n_a 19 Jan 2012, 03:35
Did_Giorgi
QUOTE
შენს კლავიატურაზე ა-ს რა სჭირს?

ცუდ მდგომარეობაშია
ხან ლათინური "ა" მაქვს დაკოპირებული ხან ქართული და იმისდამიხედვით მიწევს "ა"-ს წერა

http://www.radikal.ru

Posted by: memento_more 19 Jan 2012, 13:52
გავარკვიე ყველაფერი და ერთია რა
22 წლიდან 60 წლამდეაო და მე 21ის ვარ და არ მომცემენ რო მივიდე ვითომ?

Posted by: Did_Giorgi 19 Jan 2012, 14:27
memento_more
QUOTE
22 წლიდან

-ო თუ გითხრეს, მაშინ არ მოგცემენ არცერთ ვარიანტში
სამწუხაროდ.

Posted by: memento_more 19 Jan 2012, 14:37
Did_Giorgi
სხვა ბანკს არ აქვს რამე მსგავსი?
ტაოს გარდა

Posted by: nat_nat777 22 Jan 2012, 23:15
memento_more
QUOTE
სხვა ბანკს არ აქვს რამე მსგავსი?


დაელოდე 22 წლის შესრულებას და მერე საერთოდ ამექსი აიღე bis.gif

Posted by: memento_more 22 Jan 2012, 23:27
nat_nat777
სესხის აღებას რო 1 წელი დაუცდი ესე იგი ის არ გჭირდება

Posted by: nat_nat777 23 Jan 2012, 22:37
memento_more


QUOTE
სესხის აღებას რო 1 წელი დაუცდი ესე იგი ის არ გჭირდება


ადამიანს სულ ჭირდება ფული : ) მუდმივად smile.gif

Posted by: aleko633 27 Jan 2012, 16:22
რა მაინტერესებს, მოკლედ ესეთი რაღაც მოხდა ჩემს თავს, ამაზონზე გამოვიწერე psp, მოკლედ დაგვიანდა Shipping და ბოლოს გამყიდველმა ბოდიშების მოხდით გააუქმა შეკვეთა. მიზეზი: გაიყიდა უკვეო( item is out of stock). ინტერნეტ ბანკინგში რო ვნახე psp-ს თანხა 84 დოლარი არის ჩემ ანგარიშზე დაბლოკილ თანხებში. და რამდენი ხანი უნდა ველოდო რო ეს თანხა გააქტიურდეს და ხელახლა გამოვწერო?

Posted by: _Lali_ 27 Jan 2012, 16:34
aleko633
ბანკს უნდა გაუგზავნო გაუქმების მეილი, რომელიც მიიღე ამაზონიდან და დააჩქარებენ ბლოკის მოხსნას. თუ არ გაუგზავნი, თავისით მოიხსნება 30-45 დღეში

Posted by: aleko633 27 Jan 2012, 19:12
_Lali_

მადლობა, დავუკავშირდი, 4 თებერვლამდე უნდა ველოდო help.gif , ვიღაცის შეცდომის გამო (((((((((( user.gif

Posted by: king2004 27 Jan 2012, 21:39
ვისაც საქ. ბანკის ექსპრეს ფილიალები გაინტერესებდათ ამ ბმულზე შედით http://www.bankofgeorgia.ge/express

Posted by: _Lali_ 27 Jan 2012, 22:06
aleko633
QUOTE
ვიღაცის შეცდომის გამო

ეს ვიღაცის შეცდომა არ არის. მასე ხშირად ხდება ამაზონზე და საერთოდ ონლაინ საიტებზე. იწერ და მერე უცებ ვიღაც დაგასწრებს და თავდება ნივთი, თანხაც იბლოკება. უცებვე თუ გააგზავნი მეილს, მალევე ხსნიან ბლოკს

Posted by: aleko633 27 Jan 2012, 23:30
_Lali_

ჩემ შემთხვევაში ვიღაცის შეცდომა იყო , თვითონ გამყიდველმაც მომწერა ქალაქიდან გასული ვიყავიო და... ((( ნუ რა მნიშვნელობა აქვს ყველა შემთხვევაში დროში დავზარალდიი sad.gif(

Posted by: pihtona 28 Jan 2012, 06:30
მოგესალმებით. რამოდენიმე წლის უკან ვსარგებლობდი სმს-მოსახურეობით საქრთველოს ბანკით. უკვე ბოლო რამოდენიმე წლია ახარ მისარგებლია საქრთველოს ბანკით ანუ ახარ მერიცხება ანგარიში ზემოთ ახნიშნულ ბანკში (ანუ ხელფასი) ჭორის დონეზე ყური მოვკარი რომ ამათან დაკავშირებით შესაძლოა პრობლემებიშემექმნას ანუ შესაძლოა რაიმე სახის ვალი დამადონ. გტხოვთ გამარკვიოთ??????????

Posted by: playstation 28 Jan 2012, 13:45
რა მაინტერესებს სად შეიძლება საკუთარი იდეის მიწოდება სბ-ს ახალი მომსახურება რომ შევთავაზო
თავდაპირველად იდეის დონეზე და თუ რაიმე დაინტერესება იქნება შემდეგ დეტალურად ვეცდები ყველაფრის მიწერას გარკვევას და ა.შ.
უბრალოდ არ მინდა მივიდე რამე შევთავაზო და არ მითხრან ჯერ დაუმუშავებელია ეგ იდეა წადი ბოლომდე ჩამოყალიბდი და მერე მოდიო.

საკმაოდ აქტუალურია ეს თემა დღEს დღEობით და მემგონი რაც მალე გააკეტებენ ბანკები ამ მომსახურებას დამიჯერეთ ის ბანკი ბევრად მოგებული იქნება

თუ რომელიმე მუშაობთ ამ ბანკის შესაბამის განყოფილებაში ძალიან გთხოვთ გამომეხმაურეთ

Posted by: pihtona 28 Jan 2012, 15:13
მოგესალმებით. რამოდენიმე წლის უკან ვსარგებლობდი სმს-მოსახურეობით საქრთველოს ბანკით. უკვე ბოლო რამოდენიმე წლია ახარ მისარგებლია საქრთველოს ბანკით ანუ ახარ მერიცხება ანგარიში ზემოთ ახნიშნულ ბანკში (ანუ ხელფასი) ჭორის დონეზე ყური მოვკარი რომ ამათან დაკავშირებით შესაძლოა პრობლემებიშემექმნას ანუ შესაძლოა რაიმე სახის ვალი დამადონ. გტხოვთ გამარკვიოთ??????????

Posted by: GeorgioGe 28 Jan 2012, 17:14
citibank-ის ჩეკს ანაღდებენ საქ ბანკში?

Posted by: pihtona 28 Jan 2012, 17:27
მოგესალმებით. რამოდენიმე წლის უკან ვსარგებლობდი სმს-მოსახურეობით საქრთველოს ბანკით. უკვე ბოლო რამოდენიმე წლია ახარ მისარგებლია საქრთველოს ბანკით ანუ ახარ მერიცხება ანგარიში ზემოთ ახნიშნულ ბანკში (ანუ ხელფასი) ჭორის დონეზე ყური მოვკარი რომ ამათან დაკავშირებით შესაძლოა პრობლემებიშემექმნას ანუ შესაძლოა რაიმე სახის ვალი დამადონ. გტხოვთ გამარკვიოთ??????????

Posted by: king2004 28 Jan 2012, 19:06
pihtona

მიდი ნებისმიერ ფილიალში, აჩვენე პირადობა და ნახავენ გაქვს თუ არა დავალიანება. შენ თუ რამე ანგარიში გქონდა და არ გააუქმე, შეიძლება რაღაც პერიოდის დავალიანება დაგიგროვდეს, როგორც ვიცი 1 წლის შემდეგ უქმდება ანგარიში თუ ანგარიშს არ იყენებენ, თან თანხაც არ არის ანგარიშზე და საფასურსაც არ იხდი.

Posted by: ჯაRმენი 29 Jan 2012, 00:25
მოგესალმებით.

24 საათიანი სერვის ცენტრები სად აქვს საქართველოს ბანკს?

ხვალ მინდა, რომ კარტაზე შევიტანო თანხა.

გთხოვთ უყურადღებოდ არ დამტოვოთ smile.gif

Posted by: INA-INA 29 Jan 2012, 00:53
ჯაRმენი

სასტუმროები; მეტეხი, ჰოლიდეი, რედისონი, მარიოტი. აეროპორტი. ისე რა ამბავია რა რის biggrin.gif მეტროები 10-დან 6-მდე და ასევე ექსპრეს ს/ც-ები. ნუ მოკლედ ფართო არჩევანია, შენ ოღონდ ფული შეიტანე biggrin.gif

Posted by: ჯაRმენი 29 Jan 2012, 00:56
QUOTE (INA-INA @ 29 Jan 2012, 00:53 )
ჯაRმენი

სასტუმროები; მეტეხი, ჰოლიდეი, რედისონი, მარიოტი. აეროპორტი. ისე რა ამბავია რა რის biggrin.gif მეტროები 10-დან 6-მდე და ასევე ექსპრეს ს/ც-ები. ნუ მოკლედ ფართო არჩევანია, შენ ოღონდ ფული შეიტანე biggrin.gif

ვაა, რამდენი ჰქონია.
მალადეც.


მადლობა დიდი!

Posted by: pihtona 29 Jan 2012, 01:46
king2004
დიდი მადლობა...

Posted by: aleko633 29 Jan 2012, 13:56
საქართველოს ბანკის საიტზე ვერ ვნახე ინფორმაცია და თუ იცით რამე ვაკანსიები არ აქვთ სტუდენტებისთვის?

Posted by: playstation 29 Jan 2012, 18:14
aleko633
ალბატ ექნებატ სავარაუდოდ ეხლა თებერვლიდან დაიწყება გარე გაყიდვები
პრომოუტერობა და ეგეთები
მაგ სამსახური ავიდგი მეც ფეხი და ეხლაც დიდი სიამოვნებიტ დავიწყებდი ისევ ორონდ რამე სამსახური იყოს

Posted by: Vergilius 30 Jan 2012, 11:10
ანაბრებზე მაინტერესებს: ანაბრის გახსნის შემთხვევაში 2 თვის საპროცენტო სარგებელს წინასწარ მომცემენ? რიეკლამას მოვკარი ყური biggrin.gif მადლობა წინასწარ.

Posted by: king2004 31 Jan 2012, 00:01
კი, წინასწარ გაძლევენ, ოღონდ მინიმუმ 9 თვიან ან მეტ ვადაზე უნდა გახსნა.

Posted by: celestiales 31 Jan 2012, 05:26
რა მაინტერესებს, აჭარაბეთიდან თანხის სხვის საბანკო ანგარიშზე გადატანა შესაძლებელია? (საქართველოს ბანკზეა საუბარი რა თქმა უნდა)
ვერაფრით გამომაქვს, იქნებ დამეხმაროთ user.gif

Posted by: Robert_Lokamp 1 Feb 2012, 17:08
სესხის დაფარვის გადაცილებაზე (ამ.ექს, ორენჯი, ლომბარდი, სესხი) რაიმე მოჭრილი ჯარიმა აქვს საქართველოს ბანკს?
ვ სმისლე ტიბისის 20 ლარი აქვს ჯარიმა რამდენიც არ უნდა გქონდეს შესატანი და პახოდუ რასაკვირველია პროცენტები.
აქ არის რამე ამდაგვარი?

Posted by: CAN SLIM 1 Feb 2012, 17:34
იქნებ ბანკის თანამშრომელმა ვინმემ მიპასუხოს: ფიზიკური პირის ანგარიში რომ გაიხსნას, თუ არის შესაძლებელი რომ რამდენიმე კაცმა განკარგოს ეს თანხა ან მეორე ვარიანტი |თანხის გადარიცხვა ან გამოტანა მხოლოდ ამ ადამიანების თანხმობისტ უნდა მოხდეს. ტუ არის ასეთი ვარიანტი შესაძლებელი - რა არის ამისათვის საჭირო (დოკუმენტები)?

Posted by: Did_Giorgi 1 Feb 2012, 21:03
Robert_Lokamp
QUOTE
რაიმე მოჭრილი ჯარიმა აქვს საქართველოს ბანკს?

არა
ძირითადად ვადაგადაცილებული თანხის 0.5%
QUOTE
სესხის დაფარვის გადაცილებაზე

სესხზე ოღონდ

ნებისმიერი ტიპის, გარდა საკრედიტო ბარათებისა
საკრედიტო ბარათზე აქვს.

CAN SLIM
QUOTE
ფიზიკური პირის ანგარიში რომ გაიხსნას, თუ არის შესაძლებელი რომ რამდენიმე კაცმა განკარგოს ეს თანხა

კი, მინდობილობა უნდა გასცეს იმ ადამიანმა და ამ მინდობილობის ბანკში წარმდგენი მინდობილი პირი განკარგავს.

QUOTE
თანხის გადარიცხვა ან გამოტანა მხოლოდ ამ ადამიანების თანხმობისტ უნდა მოხდეს.

ეს უფრო რთულია, ანუ შენ გინდა რომ მარტო ერთმა ვერ მიიღოს გადაწყვეტილება და რამოდენიმეს თანხმობა იყოს საჭირო?
ფიზიკურ პირზე არამგონია კეთდებოდეს ეგ, იურიდიულ პირზე კი ბატონო.

Posted by: Robert_Lokamp 1 Feb 2012, 21:41
Did_Giorgi
მადლობა
.....................

Posted by: CAN SLIM 2 Feb 2012, 09:41
QUOTE
ეს უფრო რთულია, ანუ შენ გინდა რომ მარტო ერთმა ვერ მიიღოს გადაწყვეტილება და რამოდენიმეს თანხმობა იყოს საჭირო?
ფიზიკურ პირზე არამგონია კეთდებოდეს ეგ, იურიდიულ პირზე კი ბატონო.


ანუ ასეტი პრობლემაა რომ 7 კაცს სახლის ამბავში გვაქვს მშენებლობა დასამთავრებელი, ამხანაგობა არა გვაქვს და არც გვინდა, ნაღდი ფულით ანგარისსწორებაც ბევრ პრობლემას ქმნის, ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ფიზიკურ პირზე ჩვენი სასტავიდან ვისაც ყველაზე მეტი ნდობა აქვს იმ ორ ადამიანის განკარგვით გაიხსნას ერთობლივი ანგარიში და განხორციელდება საერთო კონტროლი და მშენებლებთან ურტიერთობაში. მთელი არსი არის ეს. შესაბამისად იმიტომ გვინდა ასეთი ტიპის ანგარიში თუ არის შესაზლებელი

Posted by: Жми На Газ 2 Feb 2012, 22:39
Did_Giorgi
საქართველოს ბანკის ვიზა ელექტრონი მაქ

აჭარაბეთიდან თანხა გამაქ. მაგრამ შემოტანით ვერ შემომაქ
ახალი გაკეთებულია
რისი ბრალი შეიძლება იყოს?

არადა ძმაკაცს გაქონდა და შემოქონდა ჩემს ნიკზე
მგონი პრობლემა თითონ ბარათშია

რახამ შენ პასუხობ აქ კიტხვებს, შენ გკიტხე, თუ არიცი ბოდიშI

Posted by: Did_Giorgi 2 Feb 2012, 23:36
CAN SLIM
QUOTE
ანუ ასეტი პრობლემაა რომ 7 კაცს სახლის ამბავში გვაქვს მშენებლობა დასამთავრებელი, ამხანაგობა არა გვაქვს და არც გვინდა, ნაღდი ფულით ანგარისსწორებაც ბევრ პრობლემას ქმნის, ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ფიზიკურ პირზე ჩვენი სასტავიდან ვისაც ყველაზე მეტი ნდობა აქვს იმ ორ ადამიანის განკარგვით გაიხსნას ერთობლივი ანგარიში და განხორციელდება საერთო კონტროლი და მშენებლებთან ურტიერთობაში. მთელი არსი არის ეს. შესაბამისად იმიტომ გვინდა ასეთი ტიპის ანგარიში თუ არის შესაზლებელი


არამგონია მასეთი რამე შესაძლებელი იყოს, მაგრამ, ხვალისთვის დაგიზუსტებ მაინც და გეტყვი საღამოს.

Жми На Газ
QUOTE
ახალი გაკეთებულია
რისი ბრალი შეიძლება იყოს?

ინტერნეტ გადახდების კოდი რომ გაქვს შესაყვანი, ბარათის ნომრის და ვადის შემდეგ - ის შეგყავს ალბათ არასწორად
8 ნიშნა უნდა იყოს, აი სულ ბოლოში რომ იწერება - პაროლი

Posted by: dia-lion 3 Feb 2012, 21:59
იბანკიდან ოპერაციას ვერ ვასრულებ. ბარათიდან ანაბარზე თანხა ვეღარ გადამაქვს, რისი ბრალი შეიძლება იყოს? ტექნიკური შეფერხება შეიძლება იყოს თუ სხვა რამ? smile.gif

Posted by: king2004 4 Feb 2012, 01:07
ეგეთ შემთხვევაში უნდა დარეკო საქ. ბანკის საინფორმაციოში და იკითხო... ტელ: 244 44 44

Posted by: GURAMI19 5 Feb 2012, 12:25
დღეს მუშაობს მეტროს ფილიალები ?

Posted by: Anonymous User 5 Feb 2012, 13:48
ამექსის პირობები: "საკომისიო სავაჭრო ობიექტებში გადახდის ოპერაციებზე - 0%"

ჰოდა ეს რისი საკომისიოა ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: INA-INA 6 Feb 2012, 23:38
Anonymous User


ქეშბექის პროცენტს გიჩვენებს.

Posted by: Landish 6 Feb 2012, 23:44
ელექტრონული ყულაბა რა პონტია, შეულია ვინმეს ამიხსნას? : )

Posted by: INA-INA 7 Feb 2012, 00:00
Landish


გაქვს სადებეტო ბარათი, და ასევე შეგროვებადი ტიპის ანაბარი, ანუ ისეთი ანაბარი სადაც თანხის დამატება შესაძლებელია. შეგიძლია ჩართო ელექრონული ყულაბა ბარათზე და როდესაც თანხას გაიტან, რაღაც ოდენობის თანხა მოიხსნება ბარათიდან და ავტომატურად დაემატება ანაბრს.
* * *
ეს თანხა შეიძლება იყოს : 50 თეთრი, 1,2,5 ან 10 ლარი. გააჩნია რომელს აირჩევ. მე მაგალითად 2 ლარიანი მაქვს ჩართული. დღეში რამდენ გასავლის ოპერაციასაც ვაკეთებ იმდენი 2 ლარი გადადის შეგროვებად ანაბარზე. ანუ გეხმარება ფულის დაგროვებაში.

Posted by: Landish 7 Feb 2012, 00:10
INA-INA

ეგ წავიკითხე საიტზეც და "რეკლამაც" ვნახე იუთუბზე მარა, ბანკს არ მესმის, ბანკს რა მოგება აქ, თუ ყველას ასე ურიცხა თანხა? :დ
მაგალითად ახლა მე მაქვს ანგარიში გახსნილი ბანკში, მაგრამ ჯერ არ მაქვს ანაბარი, რომ ავიღო მაგალითისთვის შეგროვებადი ანაბარი ( ეს ანაბრის თემა ცალკე საკითხია ) და ჩავრთო ეგ ელექტრონული ყულაბა, და ავირჩიო 10 ლარიანი ტარიფი, პაკეტი, თუ რაც ჰქვია. რა შემთხვევაში დამერიცხება ეგ ათი ლარი? თუ ათ ლარზე მეტი გამოვიტანე თანხა, გადავრიცხე, ტერმინალში გავატარე თუ ნაკლებზეც შეილება?
ანუ რატომ აირჩიე შენ 2 ლარიანი, როცა შეილებოდა ათიანი აგერჩია?

Posted by: INA-INA 7 Feb 2012, 00:15
Landish

ბანკს ხო იცი მთავარა დევიზი აქვს ასიამოვნე შენც მომხმარებელს biggrin.gif თანხა შენი ანგარიშიდან ირიცხება, თავის ჯიბიდან კი არ გირიცხავს ბანკი biggrin.gif

Posted by: Soft_Eject 7 Feb 2012, 00:16
ამერიკან ექსპრეს ბიზნეს რა პონტია ნეტა ?

Posted by: INA-INA 7 Feb 2012, 00:18
ვთქვათ ანგარიშზე გაქვს 50 ლარი და ელ. ყულაბა ჩართული გაქვს 2 ლარზე. წახვედი მაღაზიაში გადაიხადე 20 ლარი, 2 ლარი გადადის ანაბარზე და ანგარიშზე გრჩება 28 ლარი.



* * *
Soft_Eject


ვინმემ გითხრა, თუ სადმე წაიკითხე? ამერიკან ექსპრეს გამიგია, და ამერიკან ექსპრეს ბიზნეს არა biggrin.gif არა მოგონება არ გინდა ბიზნეს biggrin.gif


Posted by: Landish 7 Feb 2012, 00:22
INA-INA

QUOTE
თანხა შენი ანგარიშიდან ირიცხება, თავის ჯიბიდან კი არ გირიცხავს ბანკი


ეეე ))) მოიცა, ანუ თუ 10 ლარიანი მაქვს არჩეული და რამე ოპერაცია ჩავატარე, ეგ ათი ლარი ჩემი ანგარიშიდან ანაბარზე გადამერიცხება ? biggrin.gif
ე, მეთქი ბანკი გირიცხავს და : ))



Posted by: INA-INA 7 Feb 2012, 00:25
Landish

რა საყვარელი ხარ biggrin.gif ხოდა მაგიტომ მაქვს 2 ლარიანი ჩართული, დღეში ბევრს გადარიცხვას ვაკეთებ და მაგდენი 10 ლარი თუ გადავიდა ანაბარზე, თვის ბოლომდე რაღა დამრჩება ანგარიშზე. smile.gif
მე მომწონს გადასარევი სერვისია, საბოლოოდ კაი თანხაც მიგროვდება-ხოლმე.

Posted by: Landish 7 Feb 2012, 00:25
QUOTE
ვთქვათ ანგარიშზე გაქვს 50 ლარი და ელ. ყულაბა ჩართული გაქვს 2 ლარზე. წახვედი მაღაზიაში გადაიხადე 20 ლარი, 2 ლარი გადადის ანაბარზე და ანგარიშზე გრჩება 28 ლარი.

ეს, ეხა ვნახე, გასაგებია..

კაი და ისა, ანაბრის გახსნა მინდა და შეგილია დამეხმარო? რამდენიმე კითხვა მაქვს და ამის მიხედვით რო ჩემთვის შესაფერისი ანაბარის ტიპი ამარჩევინო?
ანუ მინდა რაც შეილება ყველაზე მაღალ პროცენტიანი სარგებელი, თანხის ნებისმიერ დროს შეტანა, ანუ დამატება და თანხის გამოტანის შესაძლებლობა პერიოდულად,
მაგალითად 3 თვეში ერთხელ რო შემეძლოს თანხის გამოტანა.. ეგეთი რამე მოსულა? : )

QUOTE
რა საყვარელი ხარ


tuk.gif

Posted by: Soft_Eject 7 Feb 2012, 00:28
INA-INA
http://www.commersant.ge/?id=6744

Posted by: INA-INA 7 Feb 2012, 00:36
Landish

კი მოსულა. 2 ვარიანტია.
1. ნუ რახან 3 თვეში ერთხელ გაწყობს თანხის გატანა შეგიძლია გახსნა სამთვიანი შეგროვებადი ანაბარი.
ანუ 1000 ლარამდე 8.50 %, 1000-3000 ლარამდე 8.75% 3000-5000 9% და ა.შ. თანხას ვერ გაიტან სანამ გახსნიდან 3 თვე არ გავა.


* * *
და მეორე ვარიანტი.
ანაბარი რომელსაც მოყვება ბარათი, ვიზა კლასიკი. ანაბარი იხსენა ავტომატურად 4 ვალუტაში. ანუ ოთხივე ვალუტაში ცალ-ცაკლე შეგიძლია შეიტანო თანხები.
ლარში განთავსებულ თანხას წლიური - 8.25% ერიცხება; აშშ დოლარში, ევროში ან გირვანქა სტერლინგში დაზოგილ თანხას წლიური - 3.75%. აქ რა ხდება ახლა, თანხის გატანის საშუალება გაქვს ნებისმიერ დროს, ბანკომატიდან და სერვის ცენტრიდან.
ბარათი მზადდება 2 წლიანი და წელიდანი ღირს 10 ლარი. არ აქვს ანგარიში მომსახურების საკომისიო. აქვს მხოლოდ განაღდების საკომისიო ს/ც-დან 0.25 % მინ 1 ლარი. და ბანკომატიდან 0.4 % მინიმუმ 1ლარი.
* * *
Soft_Eject


"American Express Business-ის შესხებ ხვალ "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი, ირაკლი გილაური პრესკონფერენციას ისაუბრებს."
ხვალ გავიგებთ. wink.gif

Posted by: Landish 7 Feb 2012, 00:46
INA-INA

და თუ ანაბრის გახსნისას არ მოჰყვა ეგ ბარათი, ამჟამინდელი ბარათითად ვერ შევძლებ თანხის მოხსნას ბანკომატებიდან? აუცილებლად სერვის ცენტრში უ და მივიდე და რამე?

* * *
მოკლედ საიტზე ანაბრების განყოფილებას კიდევ ერთხელ ჩავხედე და.. საბავშვო ანაბარი საჩემო არაა ხო? ამიტომ ეგრევე გამოვრიცხოთ... :დ
სოლო მე არ ვარ, ამიტომაც ექსკლუზიური ანაბარიც ამოვიღოთ..
შენ რაც მომწერე ეგ მაქსიმა ანაბარია ხო?
ახლა მოთხოვნამდე ანაბრის შესახებ მაინტერესებს რაღაც, რაც აქ წერია http://bankofgeorgia.ge/retail/ge/deposits/call-deposit,
1) ანუ მაქვს ეს ანაბარი უკუნითი უკუნისამდე ხო?
2) შემაქვს და გამომაქვს რა თანხაც მინდა და როცა მინდა? და საიდან გამომაქ ანუ? ბარათი მეძლევა თუ სერვის-ცენტრში უნდა ვიდგე საათნახევარი რიგში და იქ მოცემენ ოპერატორები/მოლარეები?
3) მინიმალური შენატანიო 1000 გელაო და ეს მარტო პირველადზეა? მერე უკვე ნაკლების შეტანა შემილია ხო სურვილისამებრ?
4) ეს 4% რატოა ასე ცოტა? თუ მე მეჩვენება რო ცოტაა? მაგალითად შევიტანე ეს 1000 ლარი ერთხელ, პირველად და ნელ-ნელა შემაქ ხოლმე თუმანი, ორი თუმანი და ა.შ. და ავდივარ ასე წლის ბოლომდე 1000ლარამდე ანუ სულ ჯამში მიხდება 2000 და ამ ორი ათასის 4% მემატება წლის ბოლოს?

Posted by: INA-INA 7 Feb 2012, 01:05
Landish

მოყვება ყველა ვარიანტში, ბარათიან ანაბარს მაქსიმა ქვია, უბარათოთ არც იხსნება.

პირველი რაც დავწერე, ის ჩვეულებრივ უბარათოდ იხსნება და 3 თვე,რომ გავა მხოლოდ იმ სერვის ცენტრიდან გაიტან თანხას სადაც გახსენი.


* * *
1) უჰუ, სანამ არ დახურავ გაქვს და გაქვს.
2) უჰუ, როცა გინდა შეგაქვს და გამოგაქვს. გამოგაქვს ს/ც-დან მხოლოდ, თუ ინტერნეტ ბანკი გაქვს და არ გინდა რიგში დგომა, შეგიძლია ბარათის ანგარიშზე გადაირიცხო თანხა და ბანკომატით გაიტანო.
და კიდევ ნიუანსი ამ ანაბართან დაკავშირებით, რომელიც ეხება განაღდების საკომისიოს. რომელ ს/ც-შიც გახსნი და შეიტან თანხას ხელზე. გატანის დროს იმავე სერვის ცენტრიდან განაღდების საკომისიო არ გეჭრება. დანარჩენ ყველა ვარიანტში განაღდების საკომისიო 0.6 %. ანუ თანხა ჯობია ყოველთვის შეიტანო და გაიტანო იმ სერვიც ცენტრში სადაც გახსენი. ოღონდ ხელზე. ვთქავთ ვიღაცამ ჩაგირიცხა ფული, ან შენ შეიტანე სხვა სერვის ცენტრში ან ბარათიდან გადარიცხე, განაღდების დროს გიწევს საკომისიო იმ თანხაზე რომელიც ანგარიშზე მოხვდა მაგ გზებით.
3) ხო რომ გახსნა უეჭველი გჭირდება 1000 ლარი. მერე რამადენსაც გინდა იმდენს დაამატებ და გაიტან როცა გინდა, ოღონდ 1000 ლარს თუ ჩამოსცდა 4% აღარ ერიცხება.
4) საერთო ისეთ ანაბრებზე საიდანაც ხდება თანხის გატანა % დაბალია.
ყველაზე მაღალი პროცენტები არის ვადიან ანაბრებზე, როდესაც ხსნი დიდი ხანით. ვადიან ანაბრებზე არ ხდება თანხის ცვლილება, არც აკლებ და არც ამატებ.
მოთხოვნამდე ანაბარზე % ემატება გახსნიდან ყოველ 30 დღეში, ანუ რთულ პროცენტს ეძახიან მაგას.

Posted by: Landish 7 Feb 2012, 10:57
INA-INA
QUOTE
თუ ინტერნეტ ბანკი გაქვს და არ გინდა რიგში დგომა, შეგიძლია ბარათის ანგარიშზე გადაირიცხო თანხა და ბანკომატით გაიტანო.

ეს ყველა ანაბარზე მასეა ? და საკომისიო იმედია არაა ხო მსგავს შიდა გადარიცხვაზე? : )
QUOTE
ყველაზე მაღალი პროცენტები არის ვადიან ანაბრებზე

ეს კარგია
QUOTE
ვადიან ანაბრებზე არ ხდება თანხის ცვლილება, არც აკლებ და არც ამატებ.

ეს ცუდია...
ანუ გამოდის რო ვადიანიც არ მაწყობს, ახლა შეგროვებადს მივადგეთ.

1) ანუ, ერთხელ გავხსნი. შევიტან 50 ლარს და მერე როცა მინდა დავამატებ ხოლმე, რამდენსაც მინდა ( მინ. 50ლ) ? + ელექტრონული ყულაბა?
2) თანხის გამოტანა შემიძლია ვადის ბოლოს ხო? მაგალითად 3 თვიანი ავიღე, 90 დღეში გამოვიტანე და თუ უფრო ადრე, მაშინ რაღაც პროცენტი აკლდება ხო?
3) ახლა ქვემოთ რო არის კალკულატორი http://bankofgeorgia.ge/retail/ge/deposits/accumulative-deposit იქ მთხოვს "ყოველთვიური შენატანის მოცულობა:" -ის შევსებას და ანუ გამოდის რო ყოველთვე რაღაც თანხა უნდა შევიტანო? ( თუ კი, მაშინ ელ. ყულაბით მოგროვებული თანხა ითვება თუ ცალკე უნდა შეიტანო მაინც? ) თუ უბრალოდ გასასწორებელია კალკულატორი?
4) ამას როგორც ვხვდები ბარათი არ მოჰყვება ხო? და თუ ვადაზე ადრე მინდა გამოტანა, სც-ში იქნება მისვლა საჭირო და რაღაცეების შევსება და ხელის მოწერებები? თუ უბრალოდ გადავრიცხავ ინტ ბანკით ჩემს სხვა ბარათზე და იქ ავტომატურად დამაკალდება ის 4% თუ რაც არის...

Posted by: Did_Giorgi 7 Feb 2012, 20:16
Soft_Eject
QUOTE
ამერიკან ექსპრეს ბიზნეს რა პონტია ნეტა ?

ბიზნეს ბარათია ჩვეულებრივი, იურიდიული პირებისათვის.
ჩვეულებრივზე უკეთესი დაჟე - ამექსის დამატებითი სერვისები მოყვება
შპს-ს ანგარიშზეა მიბმული, დამოუკიდებელი საკრედიტო ლიმიტი აქვს და ა.შ.

შპს-სთვისაა კარგი სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების დასაფიქსირებლად და კიდევ 1000 სხვა რამისთვის
* * *
INA-INA
QUOTE
ხვალ გავიგებთ

1 თებერვლიდან გაიცემა wink.gif

Posted by: INA-INA 7 Feb 2012, 22:12
Did_Giorgi

biggrin.gif ცოცხალი კურიოზია რა.

Landish

1) რამდენსაც გინდა და როცა გინდა იმდენს ამატებ(მთავარია თავიდან 50 ლარი შეიტანო) და + კიდევ ის თანხა დაემატება რასაც ელ. ყულაბა გადარიცხავს-ხოლმე.
2) კი, დააკლდება დასარიცხი პროცენტი, ანაბრის ვადაზე ადრე გატანის გამო.
3) კალკულატორი საშუალებას გაძლევს გაიგო რამდენი ემატება პროცენტი გარკვეული გეგმიური თანხების დამატების დროს. ყულაბა რაიცი როდის რას დაამატებ, მაგას ვერ გამოთვლი და არ შედის კალკულატორში.
4) შეგროვებად ანაბარს მომსახურებისათვის ბარათი არ მოყვება, როგორც მაქსიმას,(უბრალოდ თუ გინდა ბანკი გაგიკეთებს საჩუქრად(უფასოთ) ვიზა ელექტრონს) ოპერაციების განხორციელება ხდება ს/ც-ში, ვადა რომ გაუვა თანხას გაიტან მხოლოდ იმ ს/ც-დან სადაც გახსენი. სხვა ანგარიშზე ვერ გადაირიცხავ. ეგ მოთხოვნამდედან შეგიძლია გადაირიცხო.

Posted by: Landish 7 Feb 2012, 22:22
INA-INA

QUOTE
(უბრალოდ თუ გინდა ბანკი გაგიკეთებს საჩუქრად(უფასოთ) ვიზა ელექტრონს

და ამ ბარათიდან შევძლებ ხო მერე თანხის გატანას? : ) აბა ისე რათ მინდა extra ბარათი რო მომცენ ხო? :დ

QUOTE
სხვა ანგარიშზე ვერ გადაირიცხავ

ეს, ცუდია ..

კაროჩე, ყველას აქვს რაღაც ისეთი მინუსი რო რავი რა... Y NO EXISTS IDEAL DEPOSIT TYPE?
user posted image

Posted by: INA-INA 7 Feb 2012, 22:42
Landish


სასტიკ დღეში ხარ რა biggrin.gif და ს/ც-ში მისვლა ასე სასტიკად რატომ არ გინდა? biggrin.gif არ თქვა ახლა რიგებიაო.

Posted by: Landish 7 Feb 2012, 22:59
INA-INA

რიგები ცალკე თემაა, მარა როცა 21 საუკუნეში ყველაფერი ციფრულ ტექნოლოგიებამდე მიდის, ბანკიდან თანხის გამოსატანად სცში მისვლა არ უნდა იყოს აუცილებელი და ელ. გადარიცხვებით უნდა ხდებოდეს ეგ ყველაფერი : )

ისე, დუმილი თანხმობის ნიშანია, მარა მაინც double check-ს ვიზამ biggrin.gif
QUOTE
და ამ ბარათიდან შევძლებ ხო მერე თანხის გატანას? : ) აბა ისე რათ მინდა extra ბარათი რო მომცენ ხო? :დ



Posted by: INA-INA 7 Feb 2012, 23:15
Landish

შეგროვებადი ანაბრის დროს ს/ც-ს ვერ აცდები smile.gif გახსნით შეგიძლია ინტერნეტ ბანკით გახსნა და გამოტანაზე უეჭველი უნდა მიხვიდე. (რაღაცეები შეიცვალა, ადრე სხვათაშორის შეძლებდი ინტერნეტ ბანკით ანაბარს ვადა რომ გასდიოდა(ვადიანზე და შეგროვებადზე მაქვს საუბარი) სადებეტო ბარათზე გადატანას და მერე ბანკომატით განაღდებას, ახლა აღარ.) ნუ ბარათი თუ გაქვს ისედაც ახალი რათ გინდა. მაშინ გახსენი მაქსიმა და სულ არ დაგჭირდება ბანკში მისვლა თანხის შეტანა-გატანაზე. მაქსიმაც ინტერნეტ ბანკით შეგიძლია შეუკვეთო და მიხვალ მხოლოდ ბარათის წამოსაღებად.

Posted by: Landish 7 Feb 2012, 23:23
INA-INA

მარა მაქსიმაზე იმდენი პროცენტი არ მიგროვდება, რამდენიც შეგროვებადზე ...
თან ანაბარი თანხის შესანახად და შესაგროვებლად მინდა და არა დამატებითი ბარათების დამზადებასა და წლიურ საკომისიოების ხდაში :დ
მოკლედ ამასა და შეგროვებადს შორის ვარ გაჭედილი რა... biggrin.gif

Posted by: Did_Giorgi 7 Feb 2012, 23:27
Landish
მაქსიმა აიღე
ჯობია

(იმედია დაგეხმარე დილემის გადაწყვეტაში)

QUOTE
წლიურ საკომისიოების ხდაში

10 ლარი რა საკომისიოა, არაფერი ფაქტიურად, სამაგიეროდ როგორი კომფორტულია ... biggrin.gif

Posted by: INA-INA 7 Feb 2012, 23:29
Landish

მაშინ შეგროვებადი,უფასოდ ხსნი და არანაირი საკომისიო არ აქვს. მეც სულ ეგ ანაბარი მაქვს. 2 და ხან 3 პარალელურად, გააჩნია რისთვის ვაგროვებ და რა მინდა biggrin.gif ვადების მიხედვით მაქვს გაწერილი.

Posted by: Landish 7 Feb 2012, 23:33
თქვენ იმდენს იზამთ ვაბშე წავალ და სხვა ბანკში გავხსნი ანაბარს )))

Did_Giorgi

გარდა "კომფორტისა" კიდევ რატომ მირჩევ მაქსიმას? : )
თუ მხოლოდ კომფორტია შენი არგუმენტი? :დ

INA-INA
შეგროვებადზე შეტანა რო მომინდე სც-ში მიწევს მისვლა ? თუ მაგას მაინც შევძლებ ინტ. ბანკიდან? :დ

Posted by: Did_Giorgi 7 Feb 2012, 23:39
Landish
პროცენტი არაა დაბალი, თან ისიც გაითვალისწინე რომ ყოველდრიურ ნაშთზე ერიცხება და არა რაღაც სულელურ თვის უმცირეს ნაშთზე.
თან ფული თუ დაგჭირდა ცოტა, უცებ ადგები და გამოიტან, მერე შეიტან ისევ.
2 წელზე მეტია ეგ მაქვს და მაგრად ვხმარობ ძალიან.
მეტსაც გეტყვი - პირველი მანქანა მაქსიმას ხათრით ვიყიდე, მანდ მოვაგროვე უნებურად თანხა user.gif

Posted by: INA-INA 7 Feb 2012, 23:40
Did_Giorgi


ხო ისე მაქსიმა ძალიან კაი რამეა.

ინფო მაქსიმასთან დაკავშირებით. ვიმე რა მოცლილი ვარ biggrin.gif
მოკლედ ვისაც გინდათ ბანკში ანგარიშები მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის რომ თანხა შეიტანოთ და გაიტანოთ(ანუ არ აპირებთ ბარათის მაღაზიაში გამოყენებას, გადახდებს და ა.შ.) გირჩევთ მაქსიმას, უფრო იაფი ჯდება ჩვეულებრივ ვიზა ელექტრონზე, ს/ც-ში განაღდების საკომისიო უფრო დაბალია. და აქვს კიდევ დიდი + მათთვის ვისაც უყვარს და უნდა დიდი თანხის გატანა ერთიანად ბანკომატიდან. ანუ აქ რა ხდება. ჩვეულებრივ ბარათებზე არსებობს ბანკომატიდან თანხის განაღდების ლიმიტი და ეს არის 27 საათის განმავლობაში 1500 ლარი განაღდების საკომისიოს ჩართვლით. მაქსიმაზე ლიმიტი გაზრდილია და არის 5000 ლარი. wink.gif თან % ემატება ყოველი თვის ბოლოს იმ თანხაზე რაც იყო ანგარიშზე.
* * *
Landish

უჰუ, შეძლებ ინტერნეტ ბანკით თანხის დამატებას.

Posted by: Landish 7 Feb 2012, 23:49
INA-INA

QUOTE
ჩვეულებრივ ბარათებზე არსებობს ბანკომატიდან თანხის განაღდების ლიმიტი და ეს არის 27 საათის განმავლობაში 1500 ლარი განაღდების საკომისიოს ჩართვლით. მაქსიმაზე ლიმიტი გაზრდილია და არის 5000 ლარი.


მე 3 100 მაქვს ლიმიტი, ასე რომ მაგით ვერ მომთაფლავ :დ

Did_Giorgi

კაი, რახან ასე აქებთ მაქსიმას :დ მიპასუხეთ შემდეგზე : )
QUOTE
მაქსიმალური სარგებელი – მიიღეთ ყოველთვიურად მაღალი სარგებელი, რომლის საპროცენტო განაკვეთი თანხის ცვლილების მიუხედავად არ მცირდება;

ანუ მე თუ თანხა გამოვიტანე პროცენტი არ დამაკლდება თუ რა? რაა? კაროჩე ეს ვერ გავიგე და ჩინურად რო ამიხსნათ იქნებ? biggrin.gif : )

და მოდით მაშინ მაგალითები მოვიყვანოთ და ისე მითხრათ რამდენი დამიჯდება და ა.შ.

ვთქვათ გავხსენი მაქსიმა, შევიტანე პირველადი 100 ლარი, ამის შემდეგ გძეტა ერთ კვირაში შევიტანე ისევ 100 ლარი და თვის ბოლოს მაქვს 200 ლარი.
როგორ დამიანგარიშდება ეს 8.25 % და რამდენი მექნება თვის ბოლოს?
QUOTE
თან ისიც გაითვალისწინე რომ ყოველდრიურ ნაშთზე ერიცხება და არა რაღაც სულელურ თვის უმცირეს ნაშთზე.

აი, ამან მიმაბნია ცოტა...

Posted by: Did_Giorgi 8 Feb 2012, 00:03
Landish
QUOTE
ვთქვათ გავხსენი მაქსიმა, შევიტანე პირველადი 100 ლარი

QUOTE
ერთ კვირაში შევიტანე ისევ 100 ლარი და თვის ბოლოს მაქვს 200 ლარი.

QUOTE
8.25 %

ვიწყებთ
smile.gif
პირველი 100 ლარი რადგან 30 დღე გაჩერდა ანგარიშზე, დაერიცხება 30 დღის პროცენტი ანუ 100*(8.25/365*30)%
მეორე 100 ლარი რადგან1 კვირის შემდეგ შეიტანე და ანგარიშზე იყო 23 დღე, დაერიცხება 23 დღის პროცენტი ანუ 100*(8.25/365*23)%
ჯამში გამოგივა 200+100*(8.25/365*30)%+100*(8.25/365*23)%=200+0.678+0.519=201.197 ლარი biggrin.gif
და ასე შემდეგ.


ყოველდღიური ნაშთი ნიშნავს იმას რომ დღის ბოლოს რა თანხაცაა ნაშთი, იმას ერიცხება შენი 1 დღის პროცენტი და ვსიო, იმ პროცენტს ვერავინ წაგართმევს !! მეორე დღესვე რომ გაიტანო მთელი თანხა, შენი პროცენტები უკლებლივ დაგერიცხება თვის ბოლოს.
ამას ხაზი იმიტომ გავუსვი რომ არსებობს ანაბრები, რომელზეც თვის მინიმალურ ნაშთზე გერიცხება მარტო პროცენტი და მაგარი უაზრობა გამოდის, ანუ თუ თვეში 30 დღიდან 29 დღე 10 000 ლარი გქონდა ანაბარზე და იმ ოცდამეათე დღეს 50 ლარი, მაშინ მთელი თვის სარგებელი იმ 50 ლარს ერიცხება და დანარჩენი გინდა გქონია გინდა არა.

მაგითი ჯობია მაქსიმა სუყველას smile.gif

Posted by: Landish 8 Feb 2012, 00:44
Did_Giorgi

ვა, 1 ლარი და 20 თეთრით გავმდიდრებულვარ, რაღა მიჭირს :დ
და ანალოგიურ სიტუაციაში შეგროვებადზე რამდენი მექნებოდა?
+ შეგროვებადზე შეტანის დროსაც ბანკში უნდა მივიდე? თუ შემილია ინტ.ბანკიდან გადავრიცხო?

Posted by: INA-INA 8 Feb 2012, 23:30
Landish


რა საყვარელი და არადაკვირვებული ხარ biggrin.gif

Posted by: Landish 9 Feb 2012, 03:24
INA-INA

არადაკვირვებული? Why? biggrin.gif

and please, don't tell me, "fuck you, that's why" biggrin.gif

Posted by: enigm-A 13 Feb 2012, 22:14
იცით რა მაინტერესებს, საქართველოს ბანკში ტესტირებაზე ვერბალური და მათემატიკური ტესტებია თუ რამე სხვა სახის?

Posted by: freedemocrat 14 Feb 2012, 17:19
რატომ არის ასეთი ძვირი საქართველოს ბანკის ვიზა კლასიკები?

Posted by: Did_Giorgi 14 Feb 2012, 22:05
freedemocrat
QUOTE
რატომ არის ასეთი ძვირი საქართველოს ბანკის ვიზა კლასიკები?

პაკეტით რომ აიღო არ გინდა?
ინტერნეტბანკით, სმს ბანკით და ა.შ.
38 ლარამდეა წელიწადში ყველაფერი

Posted by: shelo1 15 Feb 2012, 10:45
ე.ი. რა მაინტერესებს. საქ. ბანკში მაქ სესხი 4 თუ 5 თვის წინ გამოტანილი, წინა თვეზე გადახდა დავაგვიანე 2 დღით, იმიტო რო არ ვიყავი აქ და სადაც ვიყავი იქ ფული ვერ ჩავრიცხე ჩემს ანგ.ზე რო იქიდანვე პირდაპირ მოეჭრა ბანკს. ნუ, ასეა თუ ისე, ეხლა მჭირდება 500 ლარი და ისევ მინდა, რომ საქ. ბანკს მივმართო, მაგრამ რამდენად გამოვა ეგ მაინტერესებს. მადლობა წინასწარ.

Posted by: freedemocrat 15 Feb 2012, 11:42
Did_Giorgi
კი მაგრამ მინიმალური ნაშთი რატომ არის მაშინ?


Posted by: Did_Giorgi 15 Feb 2012, 22:48
freedemocrat
QUOTE
მინიმალური ნაშთი

იმიტომ რომ თუ ნამდვილი ვიზა კლასიკის პრივილეგიები გინდა მიიღო, მაშინ ეგ ნაშთიც უნდა გედოს სანდოობისთვის, ეგ ვიზას წესებია. თან გამოიტანე მერე, როცა აღარ დაგჭირდება, ხარჯში რატომ თვლი?

Posted by: Mama_Basili 16 Feb 2012, 00:52
ეხლახანს ავიღე ვიზა ბიზნეს ბარათი და მივაბი ჩემს შპს-ს
დღეს შევედი ინტერნეტბანკინგში და არ ჩანს არსად რომ ბარათი მაქვს აღებული და რა ხდება ხომ არ იცით? რაღაც ტრაზანქციები ვაკეთე და ამონაწერის ნახვა მინდა

Posted by: freedemocrat 16 Feb 2012, 11:05
Did_Giorgi
სხვა ბანკებს რომ არ აქვს ეგ ნაშთი? მაგ თიბისის ვითიბის..

გამოტანა შეიძლება მერე?
ანუ ვთქვათ დღეს ავიღე ბარათი დავდენ ნაშთი და 1 კვირაში რომ გამოვიტანო შეიძლება?

Posted by: ნიკა 17 Feb 2012, 22:47
ინტერნეტბ\ანკინგით ვინმეს უცდია ამონაწერის ექსელში ექსპორტი. ჯერ ხო რარაც მაკროს უშვებს და არის წივილ კივილი ბილის პროგრამების მხრიდან რომ ფრთხილად რაღაცას გიჩალიჩებენო. მერე კიდე მარტო ოპერაციების დანშნულებებს მაჩვენებს.

პ.ს. ცეცხლოვან მელაკუდაში. სხვა ბრაუზერით ვცადო ვითომ?

Posted by: Did_Giorgi 18 Feb 2012, 00:35
ნიკა
მართალი ხარ ხო იცი შენ, ეხლა გუგლ ხრომით ვცადე და არ გადაყავს ექსელში, ბრაკ ფაილს აფორმირებს.
სამაგიეროდ PDF არის ულამაზესი love.gif

Posted by: _Lali_ 18 Feb 2012, 00:44
Did_Giorgi
ნიკა
თანხას რომ გადავრიცხავ, ორდერი როგორ შევინახო PDF-ში, შეგიძლიათ ამიხსნათ, თუ აქ შესაძლებელია?!

Posted by: ნიკა 18 Feb 2012, 10:18
Did_Giorgi
და რა მოგწონს მაგ PDF-ში? ეგ ამონაწერი არაა იმ გაგებით როგორც ბანკი უნდა იძლეოდესნ ანუ ოპერაცია, დებეტი-კრედიტი ნაშთი ამ ოპერაციის შემდეგ. ეგეთი არაფერი მანდ არაა. ჯამური დებეტი, ჯამური კრედიტი. არაფერი არაა. შევედი ფეიფალზე და იქიდან დავაექსელე და ავაჯამე.

პ.ს. ბონუს ქულების დათვლა მინდოდა. რაღაც მებევრა. მერე გამახსენდა რომ 1000+500 თავიდან მაჩუქეს.

Posted by: da_to 18 Feb 2012, 23:36
საქართველოს ბანკელებო რატომ იყიდა ბანკმა ამდენი ახალი მანქანა? ორი დღის უკან შევამჩნიე ეზო გადავსებული იყო.

Posted by: Fabian 18 Feb 2012, 23:38
da_to
QUOTE
საქართველოს ბანკელებო რატომ იყიდა ბანკმა ამდენი ახალი მანქანა? ორი დღის უკან შევამჩნიე ეზო გადავსებული იყო.

შენ თუ ინტრიგანი არ ხარ, რა პონტში გაინტერესებს? spy.gif spy.gif

Posted by: nat_nat777 18 Feb 2012, 23:43
freedemocrat
QUOTE
კი მაგრამ მინიმალური ნაშთი რატომ არის მაშინ?


QUOTE
სხვა ბანკებს რომ არ აქვს ეგ ნაშთი? მაგ თიბისის ვითიბის..

გამოტანა შეიძლება მერე?
ანუ ვთქვათ დღეს ავიღე ბარათი დავდენ ნაშთი და 1 კვირაში რომ გამოვიტანო შეიძლება?


იმიტომ გჭირდება მინიმალური ნაშთი რომ შედარებით მაღალი კლასის ბართია და შესაძლებელია გადახარჯვაში გაგიშვას, ამიტომაც თავს იზღვევს ბანკი. მაგ თანხას ედება ჯავშანი, იმ დრომდე სანამ იყენებ ბარათს და მერე არავინ გართმევს. წაიღებ იმ 50 ლარს და ბედნიერი დატოვებ საქართველოს ბანკის სერვის ცენტრს smile.gif

Posted by: Did_Giorgi 18 Feb 2012, 23:50
da_to
QUOTE
საქართველოს ბანკელებო რატომ იყიდა ბანკმა ამდენი ახალი მანქანა?

არის საშუალება და... lol.gif

Posted by: da_to 19 Feb 2012, 00:04
Fabian
QUOTE
შენ თუ ინტრიგანი არ ხარ, რა პონტში გაინტერესებს?


აქ რას გამომყევი თავად ინტრიგანო .....


Did_Giorgi
QUOTE
არის საშუალება და...


biggrin.gif ეგ გასაგებია აბა არავინ აჩუქებდა....

დანიშნულება მაინტერესებს?

Posted by: Did_Giorgi 19 Feb 2012, 00:10
da_to
QUOTE
დანიშნულება მაინტერესებს?

რაღათქმაუნდა მომხმარებელთა უკეთესი მომსახურებაა მაგ შენაძენის მიზანი yes.gif

Posted by: da_to 19 Feb 2012, 00:15
Did_Giorgi
QUOTE
მომხმარებელთა უკეთესი მომსახურებაა


ძაან ფართო მცნებაა biggrin.gif

უფრო კონკრეტულად ? ისე რამ მანქანებია ?

Posted by: valo 21 Feb 2012, 00:25
da_to
QUOTE
უფრო კონკრეტულად ?

ძველი მანქანები შეცვალეს ახლით biggrin.gif

QUOTE
ისე რამ მანქანებია ?

kia cerato მგონი smile.gif



_Lali_
QUOTE
თანხას რომ გადავრიცხავ, ორდერი როგორ შევინახო PDF-ში, შეგიძლიათ ამიხსნათ, თუ აქ შესაძლებელია?!


ეს სცადეთ ? smile.gif

Posted by: playstation 21 Feb 2012, 19:34
აუ ამ AMEX-ს რა ეტაკა
რა $#%$%#$%# უააააააააააააა გავრეკავ ეხლა
რა უბედურებააა
დაბლიოკილი ბარათიდან რატომ ხდება თანხების სრულიად უაზრო კლება
წეღან 385 იყო
ეხლა 375-ია
ცოტა ხანში რომ შევიდე შეიძლება 303 დამხვდეს
მერე 345
და ასე თამაშობს

აარ თქვატ ეხლა კურსთა შორის სხვაობაო და ამბები
ნუთუ რამდენის უნდა მეყიდა საქონელი რომ კუსთა სორის სხვაობას 10 ლარი მოეცა განსხვავება
მითუმეტეს რომ ლარი დღეს დოლარის მიმართ საკმაოდ გამყარდა
1.66 იყო დღეს შუადღისას რომ ვნახე

Posted by: Did_Giorgi 21 Feb 2012, 22:44
playstation
ამონაწერი ნახე და დამშვიდდები ვახ.
ყველაფერი წამებში ხო არ აისახება მაგ ბარათზე, ზოგიერთი თანხა ბლოკში ზის ხოლმე და მეორე დღეს გამოჩნდება იბანკში

Posted by: playstation 22 Feb 2012, 17:16
Did_Giorgi
სულ ასე რატომ არის ხოლმე დახტის კალიასავით
სულ მგონია ომ მპრავანე იმის მერე რაც ის ამბები მომივიდა სულ ვბლოკავ ხოლმე და რომ მაკლდება მერე უკვე ვირევი

P.S. ისე რაც ქეშბექი მაქვს ამექსიდან აღებული გავაკოტრებ მემგონი sb-ს smile.gif

აუ სტუდენტურზე გავიმარჯვე კიდევ და ბარათზე თანხები რომ მომპარეს ეგ ბარათი ხომ დაიბლოკა და დაიტოვებს სბ-ში და მაგის გამო რომ ბარათი აღარ გაქვს იმ სტიპნდიას ვერ მიიღებო
მეწყინა
გულში ;(

Posted by: _Lali_ 22 Feb 2012, 21:49
valo
QUOTE
ეს სცადეთ ?

დიახ, ეგ ვიცი, ძალიან მოსახერხებელია, მაგრამ მე იურიდიული პირების შემთხვევაში მაინტერესებდა. იქ სხვანაირად არის სრულებით.

Posted by: Did_Giorgi 22 Feb 2012, 22:32
playstation
QUOTE
ბარათი ხომ დაიბლოკა და დაიტოვებს სბ-ში და მაგის გამო რომ ბარათი აღარ გაქვს იმ სტიპნდიას ვერ მიიღებო

ეე, რატომ?
არაა ეგ სწორი
ფული დაკარგე და მაგის გამო სტიპენდიასაც გართმევენ? უსამართლობაა!

Posted by: neno meski 23 Feb 2012, 15:49
ამექსით ვერ ვიწერ ზოგი საიტიდან და რატომ ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: valo 23 Feb 2012, 22:39
_Lali_
QUOTE
დიახ, ეგ ვიცი, ძალიან მოსახერხებელია, მაგრამ მე იურიდიული პირების შემთხვევაში მაინტერესებდა. იქ სხვანაირად არის სრულებით.


იურიდიულ პირსაც შეუძლია დაბეჭდოს PDF-ში, ზუსტად აღარ მახსოვს საიდან,
საბუთების დათვალიერებიდან უნდა იყოს თუ არ ვცდები.

* * *
neno meski
QUOTE
ამექსით ვერ ვიწერ ზოგი საიტიდან და რატომ ხომ ვერ მეტყვით?



ალბათ თვითონ საიტი არ იღებს smile.gif

Posted by: INA-INA 24 Feb 2012, 00:45
playstation

მერე ადექი და ახალი ბარათი დაამზადე, თუ აღარ ხარ უკვე სტუდენტი?

Posted by: lilu777 24 Feb 2012, 16:00
რაღაც პრობლემაა ონლაინ შოფინგზე ნახეთ ეს ლინკი და ვინმე თუ მოაგვარებს პლასტიკურებში კაი იქნება http://forum.ge/?f=57&showtopic=34302129&st=285

Posted by: valo 24 Feb 2012, 20:31
_Lali_
QUOTE
დიახ, ეგ ვიცი, ძალიან მოსახერხებელია, მაგრამ მე იურიდიული პირების შემთხვევაში მაინტერესებდა. იქ სხვანაირად არის სრულებით.

QUOTE
იურიდიულ პირსაც შეუძლია დაბეჭდოს PDF-ში, ზუსტად აღარ მახსოვს საიდან,
საბუთების დათვალიერებიდან უნდა იყოს თუ არ ვცდები.


ეს აშკარად არასწორად ვიცოდი :დ

როგორც მითხრეს იურიდიულების იბანკიდან მარტო ბეჭდავს, თუმცა და-PDF-ებაც შეიძლება,
თქვენს Iტ-ს დაუკავშირდით, თუ არ ვცდები ვირტუალური პრინტერის დაყენება უნდა, არის პროგრამები.. baby.gif



Posted by: _Lali_ 24 Feb 2012, 21:02
valo
QUOTE
თქვენს Iტ-ს დაუკავშირდით, თუ არ ვცდები ვირტუალური პრინტერის დაყენება უნდა, არის პროგრამები.

დიდი მადლობა

Posted by: Zumbizu 27 Feb 2012, 11:27
პირადი ინფორმაციის გავრცელება არ ტეხავს თქვენი თანამშრომლების მხრიდან???

Posted by: Did_Giorgi 27 Feb 2012, 23:29
Zumbizu
QUOTE
პირადი ინფორმაციის გავრცელება არ ტეხავს

კონკრეტული ფაქტები თუ გაქვს, უჩივლე ბანკს
ძალიან დიდ ფულს იშოვი.

პ.ს. ######-ებზე დაისჯები სხვა დროს yes.gif

Posted by: Zumbizu 28 Feb 2012, 15:33
Did_Giorgi

QUOTE
კონკრეტული ფაქტები თუ გაქვს, უჩივლე ბანკს


ქალ ცენტრი თუ იწერება ესეიგი მაქვს.




პ.ს. ავღელდი ცოტა

Posted by: nutsiko 28 Feb 2012, 19:42
ერთი შეკითხვა, თეორიულად მაინტერესებს, თუ გაქვს ბლუქარდი, რომელზედაც ლიმიტია 1300 ლარი. გამოტანილია მთლიანად ეს თანხა, რამდენი უნდა შეიტანო ყოველ თვე და როდის დაასრულებ (რამდენ თვეში მის გადახდას), საუბარია, რომ საერთოდ აღარ გამოგაქვს თანხა უკან.

არ დამიწყოთ ახლა, ხელშეკრულება წაიკითხე და ა.შ. არ მაქვს მე ბლუქარდი და მის პირობებს არ ვიცნობ. ზოგადი ხასიათის შეკითხვაა. საქართველოს ბანკის ამ საბანკო პროდუქტში არ ვარ გარკვეული და იქნებ, დამდოთ პატივი, გამარკვიოთ, წინასწარ დიდი მადლობა.

პ.ს. იმედია ვინმე გამცემს პასუხს. კითხვა-პასუხის თემაში კი დავწერე, მაგრამ არსაიდან ხმა, არსით ძახილი...

Posted by: Did_Giorgi 28 Feb 2012, 20:51
nutsiko
აქაც აგიტვირთავ იმ გრაფიკს, მგონი უკეთ გამოჩნდება


* * *
აქედან გამომდინარეობს ის რომ ნებისმიერ საკრედიტო ბარათზე თუ წინასწარ არ შეიტანე თანხა, მინიმალურებით ვერასდროს დაფარავuser.gif

Posted by: nutsiko 28 Feb 2012, 21:09
Did_Giorgi
მადლობა ამომწურავი პასუხისთვის.

არ გამახარა ამ ამბავმა. sad.gif მოკლედ, შარია რა ეს საკრედიტოები.

Posted by: Kate789 1 Mar 2012, 18:27
"თქვენი ბანკი - საქართველოს ბანკი უკვე ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგშია. გილოცავთ! დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ https://london.bog.ge "




მეკაიფებით??? spy.gif
რატომ მსპამავთ??? spy.gif
ან მე რატომ მილოცავთ??

Posted by: David 1 Mar 2012, 19:39
httpS ეწერა მისამართში? სად მოვიდა მასე?

Posted by: AKREATON 2 Mar 2012, 11:03
ანგარიშზე მაქვ რაღაც "დაბლოკილი თანხა" 6 ევრო და რაღაცა

რა არის საიდან და რატო შეიძლება გაჩენილიყო ან ინტერნეტ ბანკინგით რა შეიძლება ვუშველო?

ან უნდა ვუშველო თუ არა საერთოდ

მოკლედ wtf?

Posted by: _Lali_ 2 Mar 2012, 11:41
AKREATON
ინტერნეტ ბანკში დაბლოკილ თანხებში რომ შედიხარ, იქ არ აჩვენებს საიდან არის დაბლოკილი? თუ არ აჩვენებს, მაშინ ოპერატორს უნდა დაურეკო და ნახავს

Posted by: AKREATON 2 Mar 2012, 12:08
და თუ აჩვენებს? ანუ საიდანაა ეგ არაა მნიშვნელოვანი, რა პონტია

რამე უნდა გავაკეთო? თუ არ უნდა გავაკეთო. თუ დრო რომ გავა გაქრება/ანგარიშზე დაბრუნდება

ან ჯარიმა ხომ არ დაირიცხება

ეგ მაინტერესებს

ან რატომ ხდება ხოლმე საერთოდ თანხების დაბლოკვა?
რასაც ვყიდულობდი იმათმა დაბლოკეს თუ მე მაქვს ბანკისგან რაიმე ლიმიტი


Posted by: _Lali_ 2 Mar 2012, 12:15
AKREATON
QUOTE
რამე უნდა გავაკეთო?

არა
QUOTE
თუ დრო რომ გავა გაქრება/ანგარიშზე დაბრუნდება

კი
QUOTE
ან რატომ ხდება ხოლმე საერთოდ თანხების დაბლოკვა?

თუ დაწერ რას გიჩვენებს იბანკი, საიდან არის დაბლოკილი თანხა. მაშინ აგიხსნი რატომ, ისე როგორ გითხრა?
QUOTE
რასაც ვყიდულობდი იმათმა დაბლოკეს

თუ რამე იყიდე ონლაინ საიტიდან, მაშინ მაგიტომ იქნება თანხა დაბლოკილი. პრობლემა არ არის smile.gif

Posted by: valo 2 Mar 2012, 12:46
Kate789


უჩივლე ბანკს yes.gif
biggrin.gif




David
QUOTE
httpS ეწერა მისამართში? სად მოვიდა მასე?


ჩემთან სწორად მოვიდა bis.gif

Posted by: დაღლილი 2 Mar 2012, 15:15
საქართველოს ბანკი უკვე ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიერ ლიგაში

premium LSE listing = პრემიერ ლიგას? facepalm.gif

კარგი ვინც ბანერი დახატა შეიძლება პრემიერ ლიგა ფეხბურთის პონტში გაუგია, მაგრამ ვინც მოიწონა იმან premium listing პრემიერ ლიგად რომ ვერ ითარგმნება ვერაა?

იმედია მალე ბანერებზე

bog 100 pts
man city 63 pts
man united 61 pts

არ იქნება

givi.gif

Posted by: David 2 Mar 2012, 18:00
დაღლილი
იციან სწორი თარგმანი smile.gif უბრალოდ, პროფესიულ წრეებში დაიწერა პრემიუმ ლისტინგი, ხოლო ისეთ ადგილებში, სადაც ამ ტერმინის გაგების შანსი ნაკლები იყო, შეიცვალა უფრო გავრცელებული ფრაზით პრემიერ ლიგა, რითიც გასაგები იქნებოდა განთავსების დონე smile.gif

P.S. ყველა ბანერი, ლიგითაც და ლისტინგითაც, გააკეთა ერთმა დიზაინერმა და დაამტკიცა ერთმა თიმმა smile.gif

Posted by: დაღლილი 2 Mar 2012, 19:35
ხოო, რა ვიცი ეგ დაახლოებით ისე ჟღერს რომ Fitch-მა ან S&P-მ საქართველოს რეიტინგი NBA-მდე (ან NHL-მდე) გაუზარდაო რომ გამოეცხადებინათ :37: (იმის გათვალისწინებით რომ ბევრმა საერთოდ არ იცის მათი რეიტინგების სისტემა)

QUOTE
სადაც ამ ტერმინის გაგების შანსი ნაკლები იყო, შეიცვალა უფრო გავრცელებული ფრაზით პრემიერ ლიგა


ასეთ ადგილებში საერთოდ ვერ მიხვდებიან რა კავშირი აქვს საქართველოს ბანკს პრემიერ ლიგანსთან და ისევ უბრალოდ პრემიუმ ლისტინგი (ან პრივილეგირებულთა სია) ყოფილიყო ჯობდა

როდესაც ერთ ტერმინს ცვლი მეორეთი რაღაც მიზერული კავშირი მაინც ხომ უნდა იყოს მათ შორის?

P.S საქართველოს ბანკს რომ ეპასუხა იგივე რაც შენ, ვიფიქრებდი რომ შემდეგი ტიპის პასუხია: "შეცდომა გაგვეპარა, მაგრამ ხომ არ ვაღიარებთ და ამიტომ გავაპრავოთო" :37:

Posted by: Did_Giorgi 3 Mar 2012, 01:21
დაღლილი
არადა დაღლილი უნდა იყო წესით, ძალიან ბევრს ფიქრობ დაღლილის კვალობაზე biggrin.gif
QUOTE
შეცდომა გაგვეპარა

რა სისულელეა
ყველამ იცის პრემიუმ ლისტინგი რას ნიშნავს
უბრალოდ პრემიერ ლიგა სახალხო ფრაზაა რა.
დამიჯერე მადრიდის ბირჟა რომ ყოფილიყო, პრიმერა დივიზიონს დაწერდნენ.
მოკლედ, არ გეზარება ამაზე მსჯელობა? biggrin.gif

Posted by: ._. 3 Mar 2012, 06:32
დაღლილი
my 2 cents:)
პრემიუმ ლიგა არის უმაღლესი დივიზიონი -- ჰოდა პრემიუმ ლისტინგიც ბანკებს შორის უმაღლეს დივიზიონში მოვხვდითო-რა?smile.gif
ძალიან ტყუილად ჭედავ -- ცვეტში...

Posted by: 2012 3 Mar 2012, 06:47
zep
QUOTE
3 წლის უკან სახელფასო ბარათები დაგვირიგეს საქ ბანკის, სადღაც 1 წლის მერე სხვა ბანკზე გადავედით,

ეხლა მომივიდა სმს რომ თურმე მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩართული ყოფილა ინტერნეტ ბანკი და სმს მომსახურება, ( ჩემთვის არავის უკითხავს) ჰოდა გადასახდელი მაქვს 60ლ,

თუკი ბარათს მოქმედების ვადა გაუვიდა მასზე ჩართული მომსახურება არ უნდა გამოირთოს ? სისულელეა ბარათი არ მოქმედებს და ზედ მომსახურებაა ჩართული ( ან შენი თანხმობის გარეშე რატომ უნდა ჩართოს რაიმე მომსახურება?)


მევახშეები არიან ბანკირები კი არა biggrin.gif

Posted by: დაღლილი 3 Mar 2012, 14:08
Did_Giorgi

უბრალოდ აზრი გამოვთქვი


._.


და ჭედვა ნამდვილად არ დამიწყია :ცაცა:

Posted by: piterpeni 4 Mar 2012, 17:11
საქართველოს ბანკი ძალიან გარანტირებული ბანკია და სანდო მომხმრებლებისათვის

Posted by: LUCKY7 4 Mar 2012, 20:29
ამ ბანკის სახელფასო ბარათი მაქვს. სულ რაღაც 1 თვე ვიყენებდი, შემდეგ აღარ დამჭირდა და არც მიმიქცევია ყურადღება.
4 ლარი მქონდა ანგარიშზე დღეს შევამოწმე ბარათი და ანაგარიში 0 ია.
ეს ალბათ ყოველთვიური საკომისოს გამო, მაგრამ რადგან ეხლა არ მაქვს თანხა საკომისიო ვალად მერიცხება?

უპს ეხლა წავიკითხე ზედა პოსტი... ალბათ მეც მომიწევს დავალიანების გადახდა sad.gif

ხო კიდევ საკრედიტო ისტორიაში იწერება ეს დარიცხვები? spy.gif

Posted by: jinchvel 6 Mar 2012, 00:15
მაინტერესებს, როდის უნდა დაადგეს საშველი იურიდიული პირების ინტერნეტბანკინკს?

Posted by: Mama_Basili 6 Mar 2012, 09:16
ვიზა ბიზნესი მაქვს აღებული და სმს-ები არ მომდის ტრაზაქციებზე, ოპერატორს რომ ვკითხე არ მუშაობს ვიზა ბიზნესზე სმს-ებიო. შეიძლება ასეთი რამ?

Posted by: _Lali_ 6 Mar 2012, 10:24
Mama_Basili
QUOTE
ვკითხე არ მუშაობს ვიზა ბიზნესზე სმს-ებიო

მე ელექტრონი მაქვს და არც მე არ მომდის. მარტო კლასიკებზე მუშაობს ნეტავ?

Posted by: banker 6 Mar 2012, 17:39
ძალიან მეჩქარება და თუ შეგიძლიათ ვინმემ მიპასუხოთ, დღეს რამდენი ფილიალი და სერვისცენტრი აქვს ბოგ-ს?
მადლობა წინასწარ smile.gif
პ.ს. საიტზე ძალიან ძველი ინფოა.

Posted by: d1GmeLa 6 Mar 2012, 19:49
სტუდენტურზე ფული გადავრიცხე და მესიჯიც მოვიდა ეხა და ანგარიში როგორ შევამოწმო?

Posted by: nat_nat777 6 Mar 2012, 20:25
LUCKY7
QUOTE
ამ ბანკის სახელფასო ბარათი მაქვს. სულ რაღაც 1 თვე ვიყენებდი, შემდეგ აღარ დამჭირდა და არც მიმიქცევია ყურადღება.
4 ლარი მქონდა ანგარიშზე დღეს შევამოწმე ბარათი და ანაგარიში 0 ია.
ეს ალბათ ყოველთვიური საკომისოს გამო, მაგრამ რადგან ეხლა არ მაქვს თანხა საკომისიო ვალად მერიცხება?

უპს ეხლა წავიკითხე ზედა პოსტი... ალბათ მეც მომიწევს დავალიანების გადახდა

ხო კიდევ საკრედიტო ისტორიაში იწერება ეს დარიცხვები?


ალბათ ჩამოგეჭრა ანგარიIშ მომსახურების საკომისიო, რომელიც შეადგენს ყოველთვიურად ერთ ლარს. smile.gif
ეს საკომისიოები გროვდება და თუ არ გჭირდება ბარათი, ანგარიIშ დაახურინე. ზოგი ფიქრობს ხოლმე რომ ბარათის ვადის გასვლა გულისხმობს ანგარიშების ავტომატურ დახურვასაც...

ეს საკომისიოები სავალდებულო გადასახადი არაა , ამის გულისთვის არავინ დაგახრჩობს, უბრალდ ოდესმე ამ ბანკთან შეხება თუ \ ისევ გექნება და შენს ანგარიშზე ოდესმე თანხა მოხვდება მაშინვე ჩამოგეჭრება smile.gif

საკრედიტო ისტორიასთან არაფერი არ აქვს საერთო smile.gif

Posted by: Mama_Basili 7 Mar 2012, 08:29
_Lali_
QUOTE
მე ელექტრონი მაქვს და არც მე არ მომდის. მარტო კლასიკებზე მუშაობს ნეტავ?

ელექტრონიც მაქვს და იმაზე მომდის ჩვეულებრივად, ამ ბიზნეს კლასისი ბარათზე ჩაისვარეს

Posted by: მ ე თ ე ვ ზ ე 7 Mar 2012, 08:51
ბარათზე 10 ლარი მქონდა და გაქრა. ამონაწერშიც არ ჩანს.

დამახია რა ბანკმა.

Posted by: David 7 Mar 2012, 11:19
banker
QUOTE
პ.ს. საიტზე ძალიან ძველი ინფოა.

აქ უახლესი ინფოა: http://www.atm.ge
* * *
_Lali_
QUOTE
მე ელექტრონი მაქვს და არც მე არ მომდის. მარტო კლასიკებზე მუშაობს ნეტავ?

ibank-დან შეგიძლია ჩართო ნებისმიერი ანგარიშისთვის
* * *
Mama_Basili
QUOTE
ვიზა ბიზნესი მაქვს აღებული და სმს-ები არ მომდის ტრაზაქციებზე, ოპერატორს რომ ვკითხე არ მუშაობს ვიზა ბიზნესზე სმს-ებიო. შეიძლება ასეთი რამ?

ვიზა ბიზნესი კომპანიის ბარათია, ხოლო სმს-სერვისი ფიზიკური პირის ანგარიშებზე გექნება გააქტიურებული. ამიტომ არ მუშაობს.

Posted by: _Lali_ 7 Mar 2012, 14:22
David
QUOTE
ibank-დან შეგიძლია ჩართო ნებისმიერი ანგარიშისთვის

სმს სერვისს ვერ ვპოულობ საიდან უნდა ჩავრთო. "პარამეტრებში" შევედი და იქ არის სმს ბანკი. ეგ მგონი სხვა რამეა sad.gif

Posted by: piterpeni 7 Mar 2012, 16:20
საქართველოს ბანკი ჩემი ფავორიტიი ბანკია

Posted by: banker 7 Mar 2012, 16:29
David
QUOTE
აქ უახლესი ინფოა: http://www.atm.ge

სულ 1 რიცხვი მინდა და მანდ ნახევარი დღე მოვუნდები ამოკრეფას თბილისის რაიონების და რეგიონების ქალაქების მიხედვით.
ჯამურად არ წერია

ამასობაში გავარკვიე რაც მჭირდებოდა, მადლობა!
* * *
http://sb.ge/ServiceCenters

აი აქ თუ იგივე ინფოა, ჯამში 133 სერვისცენტრი წერია და არასწორია

Posted by: Mama_Basili 7 Mar 2012, 20:12
David
QUOTE
ვიზა ბიზნესი კომპანიის ბარათია, ხოლო სმს-სერვისი ფიზიკური პირის ანგარიშებზე გექნება გააქტიურებული. ამიტომ არ მუშაობს.

რა ვუთხრა ოპერატორს რომ ჩავართვევინო?

წინაზე სამჯერ მისვლა დამჭირდა რომ იგივე ვიზა ბარათი ჩემს ინტერნეტ ბანკინგში გამოჩინენილიყო. ბოლოს ორი ოპერატორის გამოცვლის მერე მესამე ოპერატორი მიხვდა როგორც კეთდებოდა და იმან მიშველა.

Posted by: valo 7 Mar 2012, 22:48
banker
დიდება შენს გამოჩენას 2kiss.gif
როგორ ხარ ბატონო ვანო ? alk.gif

d1GmeLa
QUOTE
სტუდენტურზე ფული გადავრიცხე და მესიჯიც მოვიდა ეხა და ანგარიში როგორ შევამოწმო?

ინტერნეტ ბანკით, თუ არ სარგებლობ მაშინ ფილიალს მიმართე

მ ე თ ე ვ ზ ე
QUOTE
ბარათზე 10 ლარი მქონდა და გაქრა. ამონაწერშიც არ ჩანს.

ამონაწერში აუცილებლად უნდა ჩანდეს, შეიძლება დაბლოკილია ჯერ თანხა და არ არის ჩამოჭრილი,
ფილიალს მიმართე yes.gif
QUOTE
დამახია რა ბანკმა.

უყურე შენ smile.gif)))

_Lali_
QUOTE
სმს სერვისს ვერ ვპოულობ საიდან უნდა ჩავრთო. "პარამეტრებში" შევედი და იქ არის სმს ბანკი. ეგ მგონი სხვა რამეა


ეგ არის ნამდვილად yes.gif
მანდ უნდა იყოს გააქტიურებული, გადაამოწმე ...

Posted by: _Lali_ 8 Mar 2012, 00:18
valo
გაიხარე! დიდი მადლობა bis.gif

და კიდევ ერთი საკითხი, თუ შეგიძლიათ, რომ ამიხსნათ. რას ნიშნავს:
ანგარიშის მომსახურების საკომისიო, საბარათე ანგარიშების გადახურვა ბანკის კომერციული კურსით

Posted by: vivaro 8 Mar 2012, 00:39
21ის ვარ და შანსი არაა რო ექსპრეს სესხი მომცენ ??????????

Posted by: Did_Giorgi 8 Mar 2012, 00:49
_Lali_
QUOTE
ანგარიშის მომსახურების საკომისიო, საბარათე ანგარიშების გადახურვა ბანკის კომერციული კურსით

ანგარიშის მომსახურების საკომისიო ჩამოგეჭრა, ოღონდ თანხა სხვა ბარათიდან/ ანგარიშიდან ან სხვა ვალუტიდან გადმოვიდა მოცემულ ანგარიშზე

Posted by: _Lali_ 8 Mar 2012, 00:55
Did_Giorgi
გასაგებია. ერთი ბარათი ლარზეა და მეორე დოლარზე. ალბათ მაგიტომ ხდება ეგ ყოველი თვის დასაწყისში

Posted by: banker 8 Mar 2012, 10:56
valo
QUOTE
banker
დიდება შენს გამოჩენას 
როგორ ხარ ბატონო ვანო ?

ჩათში თუ არ ჩაგვეთვლება, გადასარევად ვგრძნობ თავს, თავად როგორ გიკითხოთ? smile.gif

Posted by: valo 8 Mar 2012, 15:38
banker
QUOTE
გადასარევად ვგრძნობ თავს, თავად როგორ გიკითხოთ?


გადასარევად biggrin.gif
განსაკუთრებით რაც პოზიციები გავიმყარეთ შავწითელ სამყაროში biggrin.gif biggrin.gif
22-ში შეიძლება ფორუმული შეკრება ვქმნათ, იმედია შემოგვიერთდები wink.gif

ერთად ვიგრძნოთ მომავალი bis.gif

gigi.gif


QUOTE
ჩათში თუ არ ჩაგვეთვლება


მოდერატორი ჩვენი კაცია, გვაპატიებს wink.gif

Posted by: leoleo1993329 8 Mar 2012, 15:41
დავიტანჯე დღეს ვიზა ბარათზე ფულის შეტანა მინდოდა 30 წუთი რიგში ვიდექი. უფრო მეტი ფილიალია საჭირო ხომ ხედავთ როგორ ჩქარა ვითარდებით

Posted by: valo 8 Mar 2012, 15:47
leoleo1993329
QUOTE
დავიტანჯე დღეს ვიზა ბარათზე ფულის შეტანა მინდოდა 30 წუთი რიგში ვიდექი. უფრო მეტი ფილიალია საჭირო ხომ ხედავთ როგორ ჩქარა ვითარდებით


დღეს არასამუშაო დღეა და რამოდენიმე ფილიალი მუშაობს,
ამიტომაა რიგები user.gif



Posted by: anderson 9 Mar 2012, 13:26
ეროვნულებზე რომ დავრეგისტრირდე რა უნდა ვქნა? ანგარიში უნდა გავხსნა საქართველოს ბანკში? პირდაპირ ვერ გადავრიცხავ? და ipay-ს მხარდაჭერა არ გააჩნია ამ ბანკს? რა პროცედურა უნდა გავიარო, რომ ანგარიში გავხსნა?

Posted by: burke 9 Mar 2012, 21:29
QUOTE (anderson @ 9 Mar 2012, 13:26 )
ეროვნულებზე რომ დავრეგისტრირდე რა უნდა ვქნა? ანგარიში უნდა გავხსნა საქართველოს ბანკში? პირდაპირ ვერ გადავრიცხავ? და ipay-ს მხარდაჭერა არ გააჩნია ამ ბანკს? რა პროცედურა უნდა გავიარო, რომ ანგარიში გავხსნა?

ანგარიშის გახსნა არ გჭირდება, მიხვალ ნებისმიერ სერვის ცენტრში მოლარე ოპერატორთან და ფულს გადაიხდი

აი ფეი აგერ არის
სადღაც შუაშია ეროვნულების

https://www.ipay.ge/navigateCategory.servlet?catId=category.financial.key

Posted by: wilkinson 10 Mar 2012, 16:24
დღეს რომელ საათამდე მუშაობენ არ იცით?

Posted by: January987 10 Mar 2012, 16:37
QUOTE
დღეს რომელ საათამდე მუშაობენ არ იცით?

შაბათობით თუ არ ვცდები 1მდე ან 2მდე.

Posted by: TENGIZI87 10 Mar 2012, 17:00
ძაან მაგარი პონტია ხვალ წავალ დდა ავიღებ ბარათს დღEსაც ვიყავი მაგრამ იმდენი ხალხი იყო 1 საათი ველოდე და წამოვედი
http://bankofgeorgia.ge/express/ge/express-products/express-loan

Posted by: ltdswarowski 10 Mar 2012, 21:20
რა მაინტერესებს იცით. ექსპრეს კრედიტზე თვეში ორჯერ რო იხდი 10 ლარს ეგ ძირ თანხას აკლდება?????

Posted by: baggins 10 Mar 2012, 22:40
საქართველოს ბანკის ბანკომატიდან ერთბაშად რამდენი თანხის გამოტანა შეგიძლია?

თიბისიც მაინტერესებს

Posted by: dikka 10 Mar 2012, 23:12
ltdswarowski
QUOTE
რა მაინტერესებს იცით. ექსპრეს კრედიტზე თვეში ორჯერ რო იხდი 10 ლარს ეგ ძირ თანხას აკლდება?????


არაა არ აკლდებაა smile.gif)) რამდენი ხანიც ისარგებლებ საკომისიოს იხდი 10 ლარს 15 დღეში ერთხეელ

* * *
baggins
QUOTE
საქართველოს ბანკის ბანკომატიდან ერთბაშად რამდენი თანხის გამოტანა შეგიძლია?


1500 ლარი 24-27 საათში (1500 უნდა იყოს საკომისიოსთან ერთად სულ)
თიბისიი არ ვიცი sad.gif

Posted by: burke 10 Mar 2012, 23:46
baggins
QUOTE
საქართველოს ბანკის ბანკომატიდან ერთბაშად რამდენი თანხის გამოტანა შეგიძლია?
თიბისიც მაინტერესებს



1500 ლარი
თუ ამექს გოლდი გაქვს 4000 ლარი
თუ მაქსიმა ბარათი გაქვს 5000 ლარი


Posted by: nino877 11 Mar 2012, 13:59
მაინტერესებს
საქართველოს ბანკშჳ მაქვს საბარათე ანგარიში
ლარშჳც და დოლარშიც
სმს რომ ვაგზავნი 4444 ზე
acc ტექსტით
მხოლოდ ლარის ანგარიში მომდის
ტერმინალით შევიძინე $ ში მაგრამ მითხრეს რომ ლარში მაქვს ჩამოჭრილი
ასევე გამოვიტანე 200$
მანამდე მქონდა 6699.00 ანგარიშზე ახლა მაქვს
ახლა რომ შევამოწმე მაწვს 6357.90
მოკლედ კითხვა მაქვს დოლარის ანგარიშზე რამდენი დამრჩა როგორ შევამოწმო , ბანკომატშიც მხოლოდ ლარს მაჩვენებს
და ეგრეა საერთოდ? თუ რამეს არასწორედ ვაკეთებ ?


Posted by: Did_Giorgi 11 Mar 2012, 14:17
nino877
ძირითადი ვალუტა ანგარიშებზე გაქვს შენ ლარი
ანუ მთელი შენი თანხები რაც შეგაქვს, ჩანს ლარში, მაგრამ თავისუფლად შეგიძლია ჩაატარო ოპერაციები დოლარში, ევროში და გირვანქა სტერლინგებშიც შესაბამისი კურსით
მულტისავალუტო ანგარიში ქვია მაგას.
შენ თუ დოლარს შეიტან შენ ბარათზე, რაღათქმაუნდა დოლარზე დაჯდება და დოლარის ხარჯვისას ჯერ ეგ დაიხარჯება, მერე ლარიდან გაკონვერტირებული. სხვა შემთხვევაში გამოჩნდება ლარის ნაშთები და ექვივალენტი სხვა ვალუტაში, მაგალითად
თუ გაქვს 1660 ლარი ანგარიშზე, ასე გამოგიჩნდება ნაშთები:
ლარი - 1660
დოლარი - 1000

მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ 1000 დოლარი და 1660 ლარი გაქვს
შენს გაქვს 1660 ლარი, რომელიც ტულია 1000 დოლარის თუ დოლარს დახარჯავ და სიტყვაზე 750 ევროსი თუ ევროს დახარჯავ.
ესაა სულ.

პ.ს. ერთი ვალუტიდან მეორეზე კონვერტაციები ხდება ავტომატურად, საკომისიოების გარეშე, იმ დღეს ბანკში არსებული კომერციული გაცვლითი კურსის მიხედვით.
* * *
ასეთი ვარიანტია რა:
შენს ერთ ბარათზე მიბმულია 4 ერთმანეთის მსგავსი ანგარიში:
GEXYBG0000000123456789GEL
GEXYBG0000000123456789USD
GEXYBG0000000123456789EUR
GEXYBG0000000123456789GBP

ძირითადი ნაშთი ლარში, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ავტომატურად კონვერტირდება სხვა ვალუტებშიც.
თანხის გახარჯვის დროს ჯერ იხარჯება კონკრეტული ვალუტის ანგარიშიდან, რომელ ვალუტასაც ხარჯავ, მერე ძირითადი ანგარიშიდან. მაგალითად თუ 1000 ლარი გაქვს და პლიუს კიდევ 100 დოლარი, მაგრამ გჭირდება 150 დოლარის დახარჯვა, 100 დოლარი მოიხსნება დოლარიდან, კონვერტაციების გარეშე, დანარჩენ 50 დოლარს აიღებს ლარის ანგარიშიდან.

Posted by: nino877 11 Mar 2012, 17:08
Did_Giorgi
დიდი მადლობა კარგად ამიხსენი , მაგრამ მე მაინტერესებს რამდენი მაქვს ეხლა ამ ეტაპზე $ ანგარიშზე , და ოპერატორიც ვერ მეუბნება
ამიტომ სხვა გზა თუ არსებობს, ასევე მაქვს ინტერნეტ ბანკინგი , ნუ ბარატის აღების დროს მითხრეს რომ მაქვს
ხოლო ოპერატორი მეუბნება რომ არ მაქვს , ხო და საგონებელშჳ ჩავვარდი ,ალბათ სადაც ავიღე ბარათი იქვე სჯობს მივიდე ხომ ?

Posted by: ikandro 11 Mar 2012, 17:15
ე.ი. მინდა ავიღო კრედიტი 5000 ლარი 36 თვით. რამდენ პროცენტში შემიძლია ავიღო საქ ბანკში?
ხელფასი 800 ლარი მაქვს.

Posted by: vivaro 13 Mar 2012, 18:31
QUOTE (TENGIZI87 @ 10 Mar 2012, 17:00 )
ძაან მაგარი პონტია ხვალ წავალ დდა ავიღებ ბარათს დღEსაც ვიყავი მაგრამ იმდენი ხალხი იყო 1 საათი ველოდე და წამოვედი
http://bankofgeorgia.ge/express/ge/express-products/express-loan

22ის ხარ?
_______________________________

Posted by: gandagana 15 Mar 2012, 22:36
ikandro
გააჩნია რა სახის კრედიტი გსურს ,თუ 22 წლის ბრძანდები დაწერე განაცხადი ფიულიალში იმ დღესვე გეცნობება პასუხი რა თანხა რა% და რა ვადით ან მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღეს ,წინასწარ ვერავინ გეტყვის რა % ინება
ზოგადად თუ სამომხმარებლო გსურს 15% დან 28 %არის განსაზღვრული

Posted by: anabel1986 20 Mar 2012, 13:00
გამარჯობათ მაიტერესებს კარგი საკრედიტო ისტორია მაქვს,შემოსავალიც ხელფასი ბანკში დარიცხვით 1000 ლარი წელიწად ნახევარია მერიცხება+ 1100$ იჯარა რომელიც ასევე ბანკში მერიცხება საშემოსავლოს მქირავებელი იხდის,+თანამონაწილეობა მშობლის სახით 700 ლარამდედა.მაქვს სხვენი ნაყიდი და გამოვიტანე კრედიტი ამის შესაძენად და შემდეგ გასარემონტებლად,ვინაიდან სხვენს მშენებლობის პროექტი არ ქონდა მხოლოდ შეძენის თანახა ავითვისე და დანარჩენი თანახა უკან შევაბრუნე.ეხა ავიღე ნებართვა და მინდა მშენებლობა რემონტის გაკეთება + გადაპარვა დაახლოებით 11000$ სულ მინდა გამოვიტანო დაახლოებით 55000$ მაქვს სხვა ბანკიდან ანალოგიური საკრედიტო ისტორია შევიძინე სხვენი სესხის დახმარებით,უკვე ეგ სესხი დავამთავრე და მისიდახმარებით შეძენილი ბინიდან მაქვს შემოსავალი იჯარის სახით,ეს იმიტო დავწერე რო დამატებით ინპორმაცია რო ეხა სესხი შეიძლება როგორც იპოტეკია ასევე ბიზნეს სეხის სტატუსით განიხილოს,ჩემთვის მნიშვნელოვანია დაბალი %,რადგანაც ამჯამიდელი სესხი რომელ ბანკშიც მაქვს იმათი საპროცენთო განაკვეთი აგარ მაწყობს.გთხოვთ მომაწოდოთ ინფპრმაცია თქვენ თუ დაინტერესდებით და რა პირობები შეგიძლიათ შემომთავაზოთ

Posted by: t e o n a 24 Mar 2012, 12:54
დიჯიპასის დაკარგვის შემთხვევაში რას ვაკეთებ ?

Posted by: cruella 25 Mar 2012, 14:54
ეხლა პირველად შევედი ინტერნეტ ბანკში და განვახორციელე ტრანზაქცია ჩემი ერთი ბარათიდან მეორეზე და აურია რაღაცები. მიჩვენებს რომ გადარიცხვის მერე კიდევ უფრო მეტი დამრჩა ბარათზე ვიდრე მანამდე მქონდა smile.gif)) ესეთ რაღაცებს ხშირად აკეთებს და ჩვევია ინტერნეტ ბანკს თუ უნიკალური შემთხვევა ვარ? biggrin.gif

Posted by: Fata Morgana 25 Mar 2012, 17:17
მეგობრებო, გამარჯობა! თუ არ დაიზარებთ, შეკითხვა მაქვს თქვენთან:
დღეს მაილზე მომივიდა შეტყობინება რომ მოვიგე რაღაც.... ბლა ბლა ბლა. რა თქმა უნდა არ დავიჯერე და ვითომ სერიოზულად ვუპასუხე, ანუ მონაცემები შევუვსე. მასუხად მომივიდა შემდეგი:
Good day to you from the Monday Lottery Board we are very glad to inform you that your winning insured cheque of One million pounds {1,000,000.00 Gbp} is currently with the paying bank ( TESCO BANK ) and you are advice to please contact them so that they can open an international online account in your name and your insured cheque will be deposited and cleared in the newly international account created for you before it can be transfer to any of your local account in your country.




Congratulation once again and have a lovely day.



Ensure you contact the bank via this email address ( ) with your legalisation code:(MNL/11/011NL) your Full name, Address and Cell phone number as the bank will not honor your mail/request without your details and legalization code of your lottery winning.

smile.gif რა საბანკო რეგისტრაციას მთხოვენ ხომ არ იცით? და საერთოდ რამდენად სერიოზულია, რომ მე, ზრდასრული ადამიანი, ამაზე დროს ვხარჯავ და თქვენც გაწუხებთ? biggrin.gif

Posted by: ASUS-TEK 25 Mar 2012, 22:10
უპროცენტო ექსპრეს სესხიო და თვეში 10 ლარი ორჯერ საკომისიოო biggrin.gif რაღა უპროცენტო გამოდის თვეში თუ თუ ამხელა თანხა ვიხადე biggrin.gif

Posted by: AquariuMANIAK 26 Mar 2012, 23:47
ხალხო გამანათლეთ აბა

ახლობელმა ჯარიდან გამომატაინა 7 000 ლარი (ჩესმ სასარგებლოდ თავდებიშიც რა თქმაუნდა მე ვარ) ხო და 1 წელია ვიხდი ეხლა ბოლოს აუღია ბარათი ამერიკან ექსპრესი

და ბოლო შეტანა ჩემი თანხა იმ ექსპრესზე დაჯდა და თვითონ გამოიტანა და მეუბნევა შევიტანო ანუ ბოლო 255 ლარი ხო და რა უფლებით დაჯდა?

საქართველოს ბანკში აქვს 2ივე სესხი და ესე მითხრეს ამ,ერიკაექსპრესი უფრო პრიორეტიანიაო და იმ დანაკლაისზე დაჯდაო

მე თავდებში ვარ მარტო 1 სესხზე და რა უფლებით დაჯდა ამ ბარათზე? და რა გავაკეთო რომ იქ აღარ დაჯდეს? თვითონ ლოთაობს და სლეზე კიდია

საერთოდ მაგ ბამერიკან ექსპრესს რამდენი ირიცხება? ლიმიტი რამდენია? გადაცილების დროს %რამდენი ემატება და ასე შემდეგ

და რაც მთავარი ის მაინტერესებს

მაქვს თუ არა უფლება როგორც თავდებს და როგორც პირს რომელმაც 1 სესხზე მოვაწერე ხელი რომ იმ სესხზე გახდე ბანკი პასუხის მგებელი?


და იმის მერე ის ამავე ბანკში რას გააკეთებს ჩემ,ი საქმე რომ არ იყოს? ძალ;იან გაურკვეველ სიტუაციაში ვარ

რაზეც მოვაწერე ხელი მე იმის ვიხდი და რატო უნდა ვაგო პასუხი სხვა რამეზე რაზეც არ მომიწერია?

მოკლედ...




Posted by: tuchka84 27 Mar 2012, 13:34
დაბლოკილი თანხების ჩამონათვალიდან გამიქრა ერთი ამაზონდაკენსელებული გადარიცხვა არც ამონაწერში ჩანს არც ანგარიშზე დამბრუნებია. ქოლ ცენტრში რო დავრეკე გადარიცხვიდან 10 დღეში დაგვირეკეთ და მოგვწერეთო რო განვბლოკოთო facepalm.gif

Posted by: levan88 28 Mar 2012, 17:21
American Express ® Blue Card რა ჯდება ამ ბარათის აღება და მინიმუმი ასაკი რამდენია ? 18წლის სკოლის მოსწავლეს შეუძლია აიღოს ?

Posted by: NikoloZoid 28 Mar 2012, 21:05
levan88

22წლიდან შეიძლება აღება თუ არ ვცდები..მოსწავლე ვერ აიღებს..

Posted by: koba71786 29 Mar 2012, 19:05
გამარჯობათ
აქ ვინც ბრძანდებით საქართველოს ბანკის წარმომადგენელი გთხოვთ მიპასუხით
მოკლედ ევროპიდან ხშირად მიგზავნიან თანხას ვესტერნის მეშვეობით და ვიღებ ხოლმე საქართველოს ბანკში
რამდენჯერმე მითხრეს თუ ხშირად გიგზავნიან ფულად გზავნილს,შეგიძლია გააკეთო პლასტიკური ბარათიო(სახელი არ მახსოვს) და ნაკლები პროცნეტის გადახდა მოუწევს იქ და შენც პირდაპირ პლასტიკურზე დაგისვავს თანხასო. 1 წლიანი ბარათის აღება 10 ლარი ღირსო
ხოდა მაინტერესებს:

1)რა ქვია ამ პლასტიკურ ბარათს?

2)სად ვნახო ამ პლასტიკურ ბალანზე მეტი ინფორმაცია?

3)შეიძლება მართლა პირდაპირ ევროპიდან პლასტიკურზე დამისვას თანხა ვინც მიგზავნის?

4)იქ ნაკლები პოცენტი ჩამოიჭრება თანხიდან?( მაგალითად რო მიგზავნიან 200 ევროს აქ მომდის 177 ევრო.ანუ იქაური ბანკი 23 ევროს აჭრის)

5)ამ ბარათზე რამდენი უნდა მქონდეს ბალანსი სულ რომ თან პროცენტებიც მომემატოს.( ესე მითხრეს როგორც მახსოვს დაგერიცხება წელიწადში რამდენიმე პროცენტიო) და ეს რა შემთხვევაში ხდება?
\
6)თუ შემეძლება ამ პლასტიკურით ონლაინ მაღაზიებიდან ნივთის გამოწერა?,მაგალითად amazon.com

7) რამდენ ვალუტაში შემიძლია გავხსნა ანგარიში ამ ბარათზე?და თუ შემეძლება მე თვითონ ვალუტის გადაცვლა ჩემივე პლასტიკურზე? ანუ ვთქვათ მაქვს დოლარის ანგარიშზე 100$ და ლარის ვალუტაზე თუ გადავიყვან ბანკში მისვლის გარეშე?

Posted by: ნოდარი13 29 Mar 2012, 20:45
ამექსი არის ეგ. დაგისვავენ საზღვარგარეთიდან მაგრამ დიდი ხანი დაჭირდება 2-3 დღე დაახლოებით საკომისიოს მაინც გადაიხდის ეგ რეკომენდირებულია დიდ თანხებზე 100 და 200 დოლარზე არ ღირს.. არის სხვა გზავნილის სისტემებ სადაც დაახლოებით 2 % იხდი და 2-3 საათში იღებ აქ ისარგებლე იმ სისტემით 10 წელია საზღავრგარეთიდან მიგზავნიან ფულს და პრობლემა არ მქონია...

Posted by: koba71786 29 Mar 2012, 23:06
nodari77
რავი ის არ უთქვიათ რომ 2-3 დღე უნდაო,საკომისიოს კი გადაიხდის მარა ცოტასო
2-3 დღე თუ მოუნდა მაშინ ცუდია,მე რომ მიგზავნიან ეგრევე ვიღებ ხოლმე თანხას


QUOTE
არის სხვა გზავნილის სისტემებ სადაც დაახლოებით 2 % იხდი და 2-3 საათში იღებ აქ ისარგებლე იმ სისტემით 10 წელია საზღავრგარეთიდან მიგზავნიან ფულს და პრობლემა არ მქონია...

რა სისტემაა ეგ?


Posted by: koba2004 30 Mar 2012, 11:57
QUOTE (TENGIZI87 @ 10 Mar 2012, 16:00 )
ძაან მაგარი პონტია ხვალ წავალ დდა ავიღებ ბარათს დღEსაც ვიყავი მაგრამ იმდენი ხალხი იყო 1 საათი ველოდე და წამოვედი
http://bankofgeorgia.ge/express/ge/express-products/express-loan

გეხვეწები, რა არის ამაში ძალიან მაგარი? smile.gif))

ექსპრესკრედიტის პირობები

მსესხებლის ასაკი – 22-დან 60 წლამდე
სესხის თანხა – 200 ლარი
სესხის ვალუტა – ლარი
სესხის ვადა – 12 თვე
საპროცენტო განაკვეთი – 0%
წინსწრებით დაფარვის საკომისიო – არ მოითხოვება

ექსპრესკრედიტის დაფარვა

ექსპრესკრედიტისთვის შემუშავდა სესხის დაფარვის უნიკალური, მოქნილი სისტემა. თვეში ორჯერ იხდით მხოლოდ სესხის მომსახურების საკომისიოს, სულ რაღაც 10 ლარს.

ანუ, გამოდის სესხი უპროცენტო კი არაა, რეალურად 20%-იან სესხს იღებ smile.gif)) რაც რეალურად ასე გამოდის, ამ სესხის საკომისიო 20% -ია თუ 200 ლარს იღებ და 1 წლით, მაგრამ თუ 50 ლარს და ერთითვით??. მაშინ გაცილებით მეტი გამოდის, ყოველ შემთხვევაში, ეს სესხი უპროცენტო არანაირად არაა

მაგრამ უარესი!

"სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ სესხის ძირითადი თანხის ნაწილობრივი გადახდაც, თუმცა მისი შემცირების მიუხედავად ფიქსირებული საკომისიო და გადახდის პერიოდულობა არ შეიცვლება."

გამოდის, რომ წინსწრებით თანხის გადახდის შემთხვევაში ეს პროცენტი მაინც არ გიმცირდებათ smile.gif))

Posted by: kranci 30 Mar 2012, 14:29
სალამი.
ინტერნეტბანკი ჩავრთე დღეს
ფლეშკა მომცეს, ადგილზე დავტესტეთ და ჩვეულებრივად მუშაობდა ყველაფერი
ახლა კომპიუტერთან ვზივარ და ვერაფრით ვერ შევედი სისტემაში, 3საათია ვწვალობ ავტორიზაციაზე.
მირჩიეთ ვინმემ რამე help.gif
ბანკში ავტომატურად შეივსო მომხმარებელი, მარტო პაროლის ჩაწერა ჭირდებოდა
აქ კი მომხმარებელში არაფერს მიწერსweep.gif ბარათის კოდითაც არ შვებაsad.gif

შევედი bis.gif დიდი მადლობა ოპერატორ ქეთისlove.gif

Posted by: TENGIZI87 30 Mar 2012, 20:47
koba2004
QUOTE
გეხვეწები, რა არის ამაში ძალიან მაგარი? ))

ექსპრესკრედიტის პირობები

მსესხებლის ასაკი – 22-დან 60 წლამდე
სესხის თანხა – 200 ლარი
სესხის ვალუტა – ლარი
სესხის ვადა – 12 თვე
საპროცენტო განაკვეთი – 0%
წინსწრებით დაფარვის საკომისიო – არ მოითხოვება

ექსპრესკრედიტის დაფარვა

ექსპრესკრედიტისთვის შემუშავდა სესხის დაფარვის უნიკალური, მოქნილი სისტემა. თვეში ორჯერ იხდით მხოლოდ სესხის მომსახურების საკომისიოს, სულ რაღაც 10 ლარს.

ანუ, გამოდის სესხი უპროცენტო კი არაა, რეალურად 40%-იან სესხს იღებ )) რაც რეალურად ასე გამოდის. 40% საკმაოდ მაღალი განაკვეთია სესხისთვის.

მაგრამ უარესი!

"სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ სესხის ძირითადი თანხის ნაწილობრივი გადახდაც, თუმცა მისი შემცირების მიუხედავად ფიქსირებული საკომისიო და გადახდის პერიოდულობა არ შეიცვლება."

გამოდის, რომ წინსწრებით თანხის გადახდის შემთხვევაში ეს პროცენტი მაინც არ გიმცირდებათ ))

მაგარი კი არა აფერისტები არიან
დავიწყოთ იქიდან პირობებშიმიწერია რომ 200 ლარი ავიღე არა 180 იძლევია 20 ლარს რაში ქვითავენ არ ვიცი
ეხლა ის რაც გამოვიტანე დავხარჯე აღარ მაქვს ფული უკვე ანუ ყოველთვე უნდა ვიხადო 20 ლარი
ვთქვათ მეათე თვეს დეავფარე სრულად გამოდის რომ რაც გამოვიტანე იმაზე 120% მეტი შემაქ
ანუ 180 გამოვიტანე და %ნად უნდა შევიტანო 180 +10 თვე 200 ლარი + ის 20 ლარი ვითომ 200 რომ მოცეს
ამაზე არ დავფიქრდი ფული მჭირდებოდა თორემ არ შევყობდი ტაავს
წლიური 120 % გამომდის არადა რეალურად საშუალოდ წლიური 25 % აქვთ ბანკებს

Posted by: valo 30 Mar 2012, 21:41
nodari77
QUOTE
ამექსი არის ეგ.


ამექსი არ არის, მაქსიმაა yes.gif


koba71786

აქ არის პირობები : http://sb.ge/maxima/deposit

Posted by: paparesta 30 Mar 2012, 22:04
ექსპრესი ქვია თუ სუპერ მუპერ დაქცევა მაგას no.gif

Posted by: koba2004 30 Mar 2012, 22:50
ბანკებთან ურთიერთობისას ერთი რამე ვისწავლე

1. არასოდეს დაუჯერო და ცხრაჯერ გადაამოწმე რას გთავაზობენ!

Posted by: Did_Giorgi 30 Mar 2012, 23:01
TENGIZI87

QUOTE
20 ლარს რაში ქვითავენ არ ვიცი


კარგად დაფიქრდი აბა

ისე თუ არ იცი, მართლა შენი ბრალია, რო მოკიდე იმ ბარათს (!) ხელი და გამოიქეცი, მიდი და იკითხე, ზუსტად აგიხსნიან ის 20 ლარი სად წავიდა, დარწმუნებული ვარ მანამდეც აგიხსნეს.

QUOTE
გამოდის რომ რაც გამოვიტანე იმაზე 120% მეტი შემაქ

რომ გამოიტანე ხომ იცოდი რომ 2 კვირაში ერთხელ 10 ლარი უნდა გეხადა საკომისიო?
აბა ბანკთან რა პრობლემა გაქვს? მაშინ კარგი იყო ხო ფული რომ გაიტანე. სესხის გადახდა არავის სიამოვნებს biggrin.gif

Posted by: valo 30 Mar 2012, 23:34
koba2004
QUOTE

1. არასოდეს დაუჯერო და ცხრაჯერ გადაამოწმე რას გთავაზობენ!

up.gif



ზოგადად ცხოვრებაშია მასე, არამარტო ბანკში yes.gif

Posted by: koba71786 30 Mar 2012, 23:47
valo
QUOTE
აქ არის პირობები : http://sb.ge/maxima/deposit

მადლობა
QUOTE
მაქსიმაა

კი რაღაც ეგეთი მითხრეს და ეგაა ალბათ
მაგ ბარათით ონლაინ მაღაზიებში შეიძლება ნივთის შეძენა?
მაგალითად ამაზონს ებმევა ეგ ბარათი?
და როცა თანხას მირიცხავენ უცხოეთიდან,ბარათზე ეგრევე ჯდება თუ ლოდინი უნდა?


Posted by: valo 30 Mar 2012, 23:55
koba71786
QUOTE
მაგ ბარათით ონლაინ მაღაზიებში შეიძლება ნივთის შეძენა?
მაგალითად ამაზონს ებმევა ეგ ბარათი?

განაღდება + კონვერტაცია. yes.gif


გადახდები/გადარიცხვები არა no.gif




დეპოზიტია რომლიდანაც მებისმიერ დროს შეგიძლია მოხსნა თანხა bis.gif

QUOTE

ლარში განთავსებულ თანხას წლიური - 8.25%; აშშ დოლარში, ევროში ან გირვანქა სტერლინგში დაზოგილ თანხას წლიური - 3.75%.


* * *
QUOTE
და როცა თანხას მირიცხავენ უცხოეთიდან,ბარათზე ეგრევე ჯდება თუ ლოდინი უნდა?


ეს არ არის მიმღებ ბანკზე დამოკიდებული no.gif

ნუ გზავნილი რათქმაუნდა უფრო სწრაფია, მაგრამ ძვირი yes.gif



ჩვენგან სტანდარტულად 3 სამუშაო დღე უნდასავალუტო გადარიცხვის შესრულებას,
თუმცა შეიძლება იმავე დღეს დაჯდეს, გააჩნია შუამავალი ბანკი როგორ ხასიათზეა biggrin.gif

Posted by: koba71786 31 Mar 2012, 00:09
valo
QUOTE
განაღდება + კონვერტაცია. yes.gif


გადახდები/გადარიცხვები არა

ეს ვერ გავიგე

ანუ ონლაინ მაღაზეიბში ნუ ძირითადს უცხოურს ვგულისხმობ,ამაზონს,შემეძლება ნივთის ყიდვა?

QUOTE
გადახდები/გადარიცხვები არა

სხვას ვერ გადავურიცხავ თანხას ჩემი ბარათიდან? მაგალითად იგივე საქართველოს ბანკის სხვა ბარათებზე?

QUOTE
დეპოზიტია რომლიდანაც მებისმიერ დროს შეგიძლია მოხსნა თანხა

ანუ მხოლოდ დაგროვება ხდება ხომ?

QUOTE
ეს არ არის მიმღებ ბანკზე დამოკიდებული no.gif

ნუ გზავნილი რათქმაუნდა უფრო სწრაფია, მაგრამ ძვირი

ესეიგი ვესტერნით,როგორც აქამდე ვიღებდი თანხას,ეგრევე ვიღებ და ამ ბარათით თანხას ეგრევე ვერ ავიღებ
უნდა დაველოდო როდის დაჯდება ბარათზე, ეს ცუდია




QUOTE
თუმცა შეიძლება იმავე დღეს დაჯდეს, გააჩნია შუამავალი ბანკი როგორ ხასიათზეა

ვესტერნის მეშვეობით როცა ხდება გადარიცხავა .აქ შუამავალი ბანკები არაფერ შუაშია და ამიტომ ხდება სწრაფი დარიცხვა?


Posted by: valo 31 Mar 2012, 00:50
koba71786
QUOTE
ანუ ონლაინ მაღაზეიბში ნუ ძირითადს უცხოურს ვგულისხმობ,ამაზონს,შემეძლება ნივთის ყიდვა?

no.gif

QUOTE
სხვას ვერ გადავურიცხავ თანხას ჩემი ბარათიდან? მაგალითად იგივე საქართველოს ბანკის სხვა ბარათებზე?

no.gif

QUOTE
ანუ მხოლოდ დაგროვება ხდება ხომ?

yes.gif
+ დარიცხული სარგებელი wink.gif

QUOTE
ესეიგი ვესტერნით,როგორც აქამდე ვიღებდი თანხას,ეგრევე ვიღებ და ამ ბარათით თანხას ეგრევე ვერ ავიღებ
უნდა დაველოდო როდის დაჯდება ბარათზე, ეს ცუდია


ანგარიშიდან ანგარიშზე გადარიცხვას ცოტა მეტი დრო უნდა, სამაგიეროდ იაფი ჯდება smile.gif
გზავნილის განაღდება ბარათითაც შეიძლება.
http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=ou8p3HQIYvo



QUOTE
ვესტერნის მეშვეობით როცა ხდება გადარიცხავა .აქ შუამავალი ბანკები არაფერ შუაშია და ამიტომ ხდება სწრაფი დარიცხვა?


ვესტერნით გამოგზავნილი თანხა 15 წუთში შეუძლია მიიღოს მიმღებმა,
მაგრამ საკომისიოა დიდი...

Posted by: koba71786 31 Mar 2012, 12:29
valo
ეხლა გასაგებია ყველაფერი

დიდი მადლობა

Posted by: matta 31 Mar 2012, 15:42
აუ ძალიან გთხოვთ რა, საქართველოს ბანკის თანამშრომელი თუ არის აქ ვინმე მომწეროს პირადში, რაღაც შეკითხვა მაქვს smile.gif

Posted by: Pinturico 1 Apr 2012, 20:08
matta

smile.gif რატო წვალობ? ლაივ ჩეთი ხო აქვთ საიტზე და მიწერე. და გიპასუხებენ, თანაც მომენტალურად wink.gif

Posted by: koba2004 2 Apr 2012, 11:34
ისე უნდა აღუნიშნოს, რომ დღეს დღეისობით ყველაზე კარგი მომსახურება მაინც საქართველოს ბანკს აქვს.

თუ გავითვალისწინებთ იმ პროგრესს, რომელიც ამ ბანკმა განიცადა ბოლო წლებში, ნამდვილად ქათინაურების ღირსია ეს ბანკი. შეიძლება ითქვას სოფლის ბანკიდან გახდა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ბანკი.

სახეზეა სწორი მენეჯმენტის ნათელი ვარიანტი.

Posted by: lelukaa 2 Apr 2012, 21:49
ვინმე კომპეტენტურმა მითხარით ამექსზე მინიმალური შესატანი რამდენი იქნება თუ 570 ლარი მაქვს გამოყენებული?

Posted by: koba2004 3 Apr 2012, 16:17
დღეს, მთელი დღეა ამაოდ ვცდილობ გადავიხადო ამაზონზე საქართველოს ბანკის საკრედიტო ბარათით. ყველა გადახდა წარუმატებლად დასრულდა, რის შედეგადაც დავრეკე ამაზონში და სულ ტყუილად ვეჩხუბე, როგორც შემდეგ აღმოჩდა.

თურმე საქართველოს ბანკმა დაბლოკა ამაზონი და მსგავსი საიტები, როგორც ტელეფონზე განმიმარტა ოპერატორმა, "უსაფრთხოების" მიზნით. რას გავს ეს?

გაითვალისწინეთ, ვინც ამაზონით სარგებლობთ!

შეზღუდვა ეხება როგორც ამექსის ასევე ვიზა-ს ტიპის ბარათებს.

Posted by: Satevari 3 Apr 2012, 16:29
დიდი ხნით იქნება ეგ უსაფრთხოების მიზნითო?

Posted by: spider77 3 Apr 2012, 16:36
koba2004
Satevari


ზუსტად მაგისთვის, თიბისიში არსებობს ბარათი ინტერნეტ შოპინგისთვის:

http://www.tbcbank.ge/ge/private/cards/icard/

Posted by: Satevari 3 Apr 2012, 16:37
spider77
ხო რომელსაც ფეიფალი არ ებმება

Posted by: Aushki 3 Apr 2012, 16:37
გამოშტერდნენ?

რა უბედურებაა...

Posted by: Limes 3 Apr 2012, 16:39
ადრეც დაბლოკეს რამოდენიმე დღით და მერე ისევ გამოასწორეს. ალბათ რამე ინციდენთი მოხდა

Posted by: koba2004 3 Apr 2012, 16:40
spider77

PayPal-ს არ ემბევა და eBay-ზე არ მუშაობს ეგ ბარათი

* * *
Limes

იმედი მაქვს! თორე რა უბედურებაა, რათ მინდა ასეთი ბარათი, თუ ამაზონზე არ იმუშავა და ებეიზე

Posted by: Satevari 3 Apr 2012, 16:42
koba2004
დროებიტო თუ ვაფშეო?

Posted by: KANCELARIA 3 Apr 2012, 16:42
არა მარტო ამაზონი!!!! ფული იშოვეს და ეხლა გააჩერეს!!!! ასე არ შეიძლება!

Posted by: Aushki 3 Apr 2012, 16:43
მართალია, არაფერი არ მეშველება მაგრამ ოპერატორი დავცეცხლე smile.gif))

Posted by: Satevari 3 Apr 2012, 16:53
Aushki
რაო რა გითხრა?
.............................

Posted by: koba2004 3 Apr 2012, 16:58
არადა ჩემს ამექსს ვადა გასდიოდა და გაგრძელებას ვაპირებდი

Posted by: Limes 3 Apr 2012, 17:23
თან ნერვების მოშლელი ისაა რომ რეალურ მიზეზს არ გეუბნებიან და რაღაცას გაბოლებენ....

Posted by: burke 3 Apr 2012, 17:29
lelukaa

დაახლოებით 74.1 ლარი
ეს არის მიახლოებითი ციფრი
სანამ გადაიხდი გადაამოწმე

Posted by: cannabis 3 Apr 2012, 17:55
მცირე ტექნიკური შეფერხებაა და უახლოეს საათებში გამოსწორდება smile.gif
არავინ არაფერს არ ბლოკავს, მითუმეტეს ამაზონს )

Posted by: Landish 3 Apr 2012, 18:03
მითხარით, რომ ღადაობენ http://forum.ge/?f=29&showtopic=34375622 : )

Posted by: Kissie 3 Apr 2012, 18:21
Landish

დროებით იყო შეზღუდული და უკვე მოიხსნა შეზღუდვა wink.gif

Posted by: David 3 Apr 2012, 18:22
ამჟამად შეზღუდვა მოხსნილია. თუ ვინმეს კვლავ შეექმნება პრობლემა, აუცილებლად მოიწერეთ.

Posted by: NineFinger 3 Apr 2012, 18:29
მარტო ამაზონზე არა, მე ჰოსტგატორ.კომზე ვერ გადავიხადე ჰოსტინგის ფული და ტექსტბროკერ.კომზე სტატიები ვერ შევუკვეთე. არადა ორივეგან ითხოვს კოდს განსხვავებით ამაზონისგან.

ნამდვილ;ად იცით რომ მოიხსნა შეზღუდვა?

ჰოსტგატორზე მიიღო ამწუთას!

Posted by: cannabis 3 Apr 2012, 18:33
QUOTE
ნამდვილ;ად იცით რომ მოიხსნა შეზღუდვა?

კი ნამდვილად smile.gif

Posted by: NineFinger 3 Apr 2012, 18:45
ამ წუთას 98 დოლარის რაღაცეები ვიყიდე ამაზონზე და საქართველოს ბანკმა დამიმესაჯა, რომ ანგარიშიდან 1 დოლარი ჩამომეჭრა!!!

Warning:
მეორედ მსგავს უმისამართო გინებაზე ვორნი.

Posted by: cannabis 3 Apr 2012, 18:47
NineFinger
და ლიბერთის ბარათის შემთხვევაში არ ჩამოგეჭრება? wink.gif

Posted by: Kate789 3 Apr 2012, 18:48
ამისათვის უნდა აიღო ქართუს ი-ქარდი, http://www.cartubank.ge/index.php?m=626 და აგრეთვე შეგიძლია გააქტიურო vbv (verified by VISA), რომელიც ონლაინ-ოპერაციებს ქმნის დაცულს და უსაფრთხოს.

http://www.cartubank.ge/index.php?m=643
http://www.cartubank.ge/index.php?m=642

Posted by: NineFinger 3 Apr 2012, 18:49
cannabis
თავს იგიჟიანებ? 98 დოლარი თუ გადავიხადე, 98 დოლარის ჩამოჭრაზე უნდა მოსულიყო მესიჯი, როგორც აქამდე ხდებოდა.

Posted by: cannabis 3 Apr 2012, 18:51
NineFinger
biggrin.gif ანუ 98$-ის ნაცვლად 1$ ჩამოგეჭრა და ამაზე ნერვიულობ?
დანარჩენი თანხა ჩაჯდება ბლოკში და სავარაუდოდ თვის ბოლოს ავტომატურად მოიხსნება ბარათიდან.

Posted by: NineFinger 3 Apr 2012, 18:53
cannabis
მე იმაზე ვნერვიულობ, რომ ადრე ასე არ ხდებოდა და ეხლა ასე ხდება.
ესეიგი რაღაც ღლეობაა.

Posted by: David 3 Apr 2012, 18:56
თემა მალე მიუერთება საქართველოს ბანკის Faqს. გაითვალისწინეთ

Posted by: David 3 Apr 2012, 18:58
NineFinger
დარწმუნებული ხარ რომ ბანკს მიაქვს ეგ 1$? smile.gif

Posted by: NineFinger 3 Apr 2012, 19:03
David
მე არ ვიცი ვის მიაქვს და სულ არ მაინტერესებს. საერთოდ არ არის მაგაში საქმე. მე იმას ვამბობ, რომ ადრე მომდიოდა მესიჯი ეგრევე, რომ ეს და ეს თანხა ჩამოგეჭრაო.
ეხლა კიდე მარტო 1 დოლარზე მომივიდა და ინტერნეტბანკინგში რომ ვნახე ამწუთას, დაბლოკილებში საერთოდ არაა ის 98 დოლარი.
ეს ნორმალურია შენი აზრით?

Posted by: David 3 Apr 2012, 19:07
1$-იან ოპერაციას ინტერნეტ მაღაზიები ახორციელებენ ბარათზე მისი მონაცემების შესამოწმებლად. თუ 98 დოლარი ბლოკებში არ ზის, შესაძლოა საერთოდ არ ჩამოიჭრა ის თანხა და/ან არ მიიღო ბარათი

Posted by: NineFinger 3 Apr 2012, 19:08
Kate789
QUOTE
ამისათვის უნდა აიღო ქართუს ი-ქარდი

ქართუ არა... კარგი რა biggrin.gif
ერთი ეგ არის ბანკი და მეორე ტაოპრივატი კიდე biggrin.gif

Posted by: Kate789 3 Apr 2012, 19:14
NineFinger
spy.gif spy.gif spy.gif spy.gif
ლოლ.
ვითომ რატომ არ არის ბანკი???
QUOTE
ერთი ეგ არის ბანკი და მეორე ტაოპრივატი კიდე

ან ეს საერთოდ რა შუაშია???

Posted by: Kate789 3 Apr 2012, 19:18
NineFinger
QUOTE
ამ წუთას 98 დოლარის რაღაცეები ვიყიდე ამაზონზე და საქართველოს ბანკმა დამიმესაჯა, რომ ანგარიშიდან 1 დოლარი ჩამომეჭრა!!!

და რა პრობლემაა მერე???
ამაზონი ხშირად აკეთებს ეგრე.

Posted by: NineFinger 3 Apr 2012, 20:09
კიდევ ვიყიდე რაღაც და ეხლა იმ 1 დოლარზეც აღარ მომდის მესიჯი smile.gif

Posted by: dikka 3 Apr 2012, 20:17
NineFinger
QUOTE
ლიბერთის ვიზა კლასიკი

lol.gif lol.gif lol.gif ლიბერთს კლასიკიც აქვს?

Posted by: LOTUSi 3 Apr 2012, 20:18
ბარათის მეპატრონის პირადობით რო მივიდე ანგარიშის ამონაწერს მომცემენ?

Posted by: NikoloZoid 3 Apr 2012, 20:20
L0TUS

არამგონია. ამონაწერი კონფიდენციალურია და მხოლოდ მფლობელს უნდა გადაეცეს

მგონი მინდობილობით შეიძლება

Posted by: dikka 3 Apr 2012, 20:20
L0TUS
არაა არ მოგცემენ sad.gif((

Posted by: Kate789 3 Apr 2012, 20:21
NineFinger
იმიტომ, რომ ის ერთი დოლარი არ არის ჩამოჭრილი. დაბლოკილია.


dikka
QUOTE
ლიბერთს კლასიკიც აქვს?

biggrin.gif biggrin.gif


L0TUS
QUOTE
ბარათის მეპატრონის პირადობით რო მივიდე ანგარიშის ამონაწერს მომცემენ?

არ მოგცემენ.

Posted by: ნოდარი13 3 Apr 2012, 21:28
ამექსს ავიღებ? 350 ლარი მაქვს ხელფასი და თიბისიში მერიცხება ხელფასი

Posted by: dikka 3 Apr 2012, 21:40
nodari77
კიი მინიმალური ხელფასი 300 ლარია და შგიძლია განაცხადის შევსება, დანარჩენს რისკები წყვეტენ smile.gif
3 თვის ხელფასის ამონაწერი მიიტანე სხვა არაფერი დაგჭირდება.

Posted by: _pulpa_ 3 Apr 2012, 21:43
ხალხნო, ამექსს როგორ მივაბა პაიპალი, მასწავლეთ რა, გთხოვთ smile.gif

Posted by: Kate789 3 Apr 2012, 21:45
_pulpa_
ნახე აბა ეს ლინკი. http://zere.ge/index.php?option=com_content&view=article&id=67&Itemid=67

Posted by: Satevari 3 Apr 2012, 21:47
ვეღAრ მიაბამთ.......................................................

Posted by: Kate789 3 Apr 2012, 21:58
Satevari
ამექსი ებმება მე რამდენაც ვიცი.
თუმცა ყველა არა.

Posted by: _pulpa_ 3 Apr 2012, 22:00
Kate789
QUOTE
_pulpa_ნახე აბა ეს ლინკი. http://zere.ge/index.php?option=com_conten...id=67&Itemid=67 

უღრმესი მადლობა

QUOTE
ამექსი ებმება მე რამდენაც ვიცი. თუმცა ყველა არა. 

კერძოდ რომელი ებმევა, როგორ განვსაზღვრო?

Posted by: dikka 3 Apr 2012, 22:01
QUOTE
ამექსი ებმება მე რამდენაც ვიცი


კიი, 95% ებმება, იშვიათია რომ ვერ მიებას.

Posted by: Kate789 3 Apr 2012, 22:03
_pulpa_
QUOTE
უღრმესი მადლობა

არაფრის smile.gif

QUOTE
კერძოდ რომელი ებმევა, როგორ განვსაზღვრო?

აი ეგ უკვე არ ვიცი. ვერ გეტყი. გამართლებაზეა რა.

Posted by: _pulpa_ 3 Apr 2012, 22:10
და ეს ხმები რატომ დაირხა რომ დაბლოკილიაო ეხლაო, პაიპალის მიბმაო? ანუ იმის შისიც გამიჩნდა ერთხელ თუ ვერ მიიბა, მეორე და ასე შედეგ ცდაზე შეიძლება საერთოდ აღარ მიიბას

Posted by: Kate789 3 Apr 2012, 22:17
_pulpa_
ნუ, ეგეც არ არის გამორიცხული.
ანუ რისკის ფაქტორი არის და რა ვიცი აბა. რა გითხრა.
მე კიდევ კარგი, თავის დროზე მივაბი პროკრედიტის ბარათი.

Posted by: koba2004 3 Apr 2012, 22:23
NineFinger

ეგ 1$ არის ბარათის შესამოწმებელი თანხა, რომელიც არ ჩამოგეჭრება. დაახლოებით 1 თვეში დაგიბრუნდება უკან, მანამდე იქნება ბლოკში. ამას ამაზონი და სხვა მსგავსი მაღაზიები აკეთებენ ხოლმე.

Posted by: _pulpa_ 3 Apr 2012, 22:25
ანუ ეხლა პროკრედიტსაც არ მიებმევა?
იდეასჰი ეგ ბარატიც მაკვს და რომელზე უფრო ჯობია?
ეხლა ამექსზე მეგობარს მვიცერე რომ მისი მისამარტი დამადეიბონოს, ამერიკასჰია და მგონი უფრო რეალურად გამოვა, ტუმცა ვნახოტ smile.gif

Posted by: mamachemi 3 Apr 2012, 22:35
ჩემზე მეტი ოპოზიცია ამ ბანკს არასდროს ყოლია. მათი ყველა პროდუქტიც ისეთ დონეზე ვიცი ნებისმიერს რო შეშურდება, მაგრამ ამ თემაში რომ შემოვდივარ ვინმეს დახმარების სურვილით და ესეთ პოსტებს ვხედავ...

Posted by: Did_Giorgi 3 Apr 2012, 22:36
უზერნო, სიმშვიდისკენ მოგიწოდებთ!!
biggrin.gif
ამ თემაში ვლაპარაკობთ საქართველოს ბანკზე, პროდუქტებზე და ა.შ. (ისევე როგორც სხვა ბანკის თემებში)
სხვა ბანკების შედარებები, გადადი-გადმოდი არაა სანქცირებული!

წინა 2 გვერდზე მომხდარ დომხალს შევეშვათ და ამის შემდეგ გთხოვთ ნუ იზამთ იმას, რაც დიად ფორუმს არ ეკადრება.


mamachemi
მშვიდად!

Posted by: koba71786 3 Apr 2012, 22:37
ამაზონს რომელი საქ,ბანკის რომელი ბარათი ებმევა?


Posted by: Did_Giorgi 3 Apr 2012, 22:39
koba71786
ვიზა ელექტრონიც მიდის ამაზონზე, მაგრამ თუ სხვა საიტებზეც გინდა გამოიყენო - ვიზა კლასიკი.

Posted by: cooldadie 3 Apr 2012, 23:22
ხალხო ამ კრახმა ბანკმა რატომ დაბლოკა პეიპალი? ნერვებზე ვარ მოთხრილი, საათი მოვიგე და თანხა ვერ გადავრიცხე, თურმე მთელი მსოფლიოს ქვეყნები როა პაიპალში იმათ კიდიათ თავისი კლიენტების უსაფრთხოება და ეს მათხოვრები ნერვიულობენ, მართლა ხრთფუი რა!!! mad.gif mad.gif mad.gif mad.gif

Posted by: Did_Giorgi 3 Apr 2012, 23:29
cooldadie
QUOTE
პეიპალი

პეიპალი არცერთი ქართული ბანკისთვის არაა ხელმისაწვდომი ლეგალურად!
ჯერ გაარკვიე რა გინდა და რას ერჩი და მერე პრეტენზიები და იმ პრეტენზიებშიც ცენზურა დაიცავი.

პეიპალი არავის დაუბლოკია, არც იყო მანამდე და რას დაბლოკავდნენ? biggrin.gif
ონლაინ ტრანზაქციებზე იყო დროებით შეზღუდვა და გაეშვა ისევ, შეგიძლია შენი მოგებული საათი ჩამოიტანო.
ისე არ დაფიქრებულხარ საათი თუ მოიგე, ფულს რაღატომ გარიცხინებენ?

მოკლედ, შენი პოსტიდან უაზრო გინაბას ამოვშლი, მეორედ აღარ გაგაფრთხილებ.

Posted by: koba71786 3 Apr 2012, 23:38
Did_Giorgi
QUOTE
ვიზა ელექტრონიც მიდის ამაზონზე, მაგრამ თუ სხვა საიტებზეც გინდა გამოიყენო - ვიზა კლასიკი.

არც ერთი მაქ ჯერ და ვიზა კლასიკის აღება რა ღირს თქვენთან? რა პირობებია მაგ ბარათზე ინფო სად ვნახო?


Posted by: Did_Giorgi 3 Apr 2012, 23:39
koba71786
http://sb.ge/visa
http://sb.ge/Standart

Posted by: koba71786 3 Apr 2012, 23:41
Did_Giorgi
QUOTE
http://sb.ge/visa
http://sb.ge/Standart

მადლობა smile.gif


Posted by: cooldadie 3 Apr 2012, 23:42
ვააა ჩაურთავთ მართლა, გადავიხადე biggrin.gif ეტყობა ჩემნაირი გამწარებული ბევრი იყოდა აუფეთქეს დღეს ტელეფონები biggrin.gif

Posted by: giogiorgi12 4 Apr 2012, 09:00
მაინტერებესბ ვიზა ელეკტრონის გაკეთება შემიძლია მე ჩემს სახლეზე ამზონისთვის 17 წლის ვარ რამდოენიმე თვეში უკვე 18 ის ვხდები ? და რამენი ხანი უნდა ?

Posted by: LOTUSi 4 Apr 2012, 11:15
NikoloZoid
dikka
Kate789

მადლობთ smile.gif


Posted by: koba71786 4 Apr 2012, 13:30
Did_Giorgi
და ვიზა ელექტრონზე არ აქ მნიშვნელობა მექნება თუ არა ყოველთვის თანხა ხომ? მოქმედებაში იქნება ეს ბარათი 2 წლის განმალობაში ხო თანხაც რო არ მქონდეს ხანდახან მასზე


Posted by: alika1982 4 Apr 2012, 14:50
დღეს საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკიდან გადავრიცხე თანხა ლიბერთიში.

ოპერაცია დასრულდა წარმატებითო მაგრამ ორჯერ მეტი თანხა მომიჭრა.
დავრეკე და ტექნიკური პობლემა შეიქმნა და ორჯერ ჩამოიჭრაო დამიდასტურეს.
მაგრამ ვერ გავასწორებთო. თითონ გასწორდებაო.
როდის გასწორდება მეთქი და არ ვიცითო ალბათ იმ კვირაშია. ნაშთების დაფიქსირებას ვაკეთებთ ხოლმეო და მაშინ გასწორდებაო. როგორც ვიცი 15–ში აკეთებენ ამ პროცედურას.

და 11 დღე ჩემი ფულის გარეშე ვიყო?

რომ კითხო ლონდონის ბირჟის პრემიერ ლიგაში არიან! sad.gif

Posted by: kmas 4 Apr 2012, 16:08
QUOTE
რომ კითხო ლონდონის ბირჟის პრემიერ ლიგაში არიან!

რო კითხო არა - არიან smile.gif

მიდი რომელიმე სერვის ცენტრში და აუხსენი სიტუაცია... მგონია რომ მოაგვარებენ....

Posted by: alika1982 4 Apr 2012, 16:31
kmas
QUOTE
რო კითხო არა - არიან smile.gif

მიდი რომელიმე სერვის ცენტრში და აუხსენი სიტუაცია... მგონია რომ მოაგვარებენ....

3 საათია მაგას ვჩალიჩობ, პასუხი ცალსახაა ვერაო. თვითონ აღდგებაო არ ვიცით როდისო. ნუ 1–2 დღეში ვერა smile.gif

Posted by: kmas 4 Apr 2012, 17:01
QUOTE
3 საათია მაგას ვჩალიჩობ, პასუხი ცალსახაა ვერაო. თვითონ აღდგებაო არ ვიცით როდისო. ნუ 1–2 დღეში ვერა

ტელეფონზე თუ მისული ხარ?
თუ მისული ხარ, მოითხოვე სერვის ცენტრის ხელმძღვანელთან შეხვედრა და აუხსენი სიტუაცია... ტექნიკური ხარვეზები ხდება ზოგადად ნებისმიერ ბიზნესში და კომპანიაში მაგრამ ამ შემთხვევაში შენ შეიძლება იზარალო - მაგალითად სესხი რომ გქონდეს დასაფარი და მაგ ფული იმედად იყო ხო იზარალებდი - აუხსენი კარგად და უნდა მოაგვარონ!

თუ ვერ აგვარებენ, მაშინ ოო...

Posted by: alika1982 4 Apr 2012, 17:09
kmas
QUOTE
თუ ვერ აგვარებენ, მაშინ ოო...

აი ზუსტად ასეა.
პირდაპირ მითხრა მენეჯერმა ვერაო!!!

Posted by: kmas 4 Apr 2012, 17:29
alika1982
QUOTE
პირდაპირ მითხრა მენეჯერმა ვერაო!!!


გაფიცებ რომელ სერვის ცენტრში იყავი .... რო ვიცოდე ნა ბუდუშეე... smile.gif

Posted by: alika1982 4 Apr 2012, 17:40
kmas
QUOTE
გაფიცებ რომელ სერვის ცენტრში იყავი .... რო ვიცოდე ნა ბუდუშეე... smile.gif

სერვის ცენტრში არ ვიყავი, 2 444 444 დავრეკე
გოგონამ ვერ გამცა პასუხი, და მვთხოვე პასუხისმგებელ პირთან შევეერთებინე.
ცოტახანი მაცდევინა და შემაერთა რომელიღაც მენეჯერთან.
ამ მენეჯერს ავუხსენი (ყურადღებით მომისმინა) და მითხრა გავარკვევო და თვითონ დაგიკავშირდებიო.
მართლაც დამიკავშირდა და მომახალა ბევრი ვიწვალე მაგრამა რ გამოდისო.

Posted by: kmas 4 Apr 2012, 18:02
alika1982
QUOTE
სერვის ცენტრში არ ვიყავი, 2 444 444 დავრეკე
გოგონამ ვერ გამცა პასუხი, და მვთხოვე პასუხისმგებელ პირთან შევეერთებინე.
ცოტახანი მაცდევინა და შემაერთა რომელიღაც მენეჯერთან.


შეიძლება ძალიან მომდის, მარა მე მაინც მივიდოდი სერვის ცენტრში შენს ადგილას... იმენნა სერვის ცენტრი მენეჯერთან სასაუბროდ...



Posted by: alika1982 4 Apr 2012, 18:06
kmas
QUOTE
შეიძლება ძალიან მომდის, მარა მე მაინც მივიდოდი სერვის ცენტრში შენს ადგილას... იმენნა სერვის ცენტრი მენეჯერთან სასაუბროდ...

სერვის ცენტრის მენეჯერი ვინ არის კაცო, რომელიგაც დეპარტამენტის უფროსს ველაპარაკე.

Posted by: kmas 4 Apr 2012, 18:09
alika1982
QUOTE
სერვის ცენტრის მენეჯერი ვინ არის კაცო, რომელიგაც დეპარტამენტის უფროსს ველაპარაკე.


ოკ ოკ...

Posted by: JPEG 5 Apr 2012, 18:39
გამარჯობათ ბოდისშ მოვიხდი თუ ასეთი თემა არის უკვე უბრალოდ სასწრაფოდ მინდა დახმარება
http://s60.radikal.ru/i168/1204/fc/9f44e776ec31.jpg
ვიაც ვურიცხავ
ანგარიშის ნომერში ვწერ 16 ნისნა კოს სწორია?
სახელში ?
და ვერ პოულობს რა ვქნა მიშველეთ რამე

Posted by: Did_Giorgi 5 Apr 2012, 19:50
JPEG
რომელ ბანკში რიცხავ??

Posted by: dikka 5 Apr 2012, 20:24
JPEG

16 ნიშნა კოდი არსად არ იწერება, ანგარიშიდან - აქ ირჩევ შენ ანგარიშს საიდანაც გადარიცხვა მოხდება და მიმღებში ბანკი-წერ ბანკის კოდს; სახელს და ანგარიშის ნომერს (არა 16 ციფრა ბარათის კოდს)
სხვა ბანკის ანგარიშზე გინდა გადარიცხვა?

Posted by: koba71786 5 Apr 2012, 22:39
Did_Giorgi
QUOTE
და ვიზა ელექტრონზე არ აქ მნიშვნელობა მექნება თუ არა ყოველთვის თანხა ხომ? მოქმედებაში იქნება ეს ბარათი 2 წლის განმალობაში ხო თანხაც რო არ მქონდეს ხანდახან მასზე


Posted by: Did_Giorgi 5 Apr 2012, 23:28
koba71786
არა
არაა აუცილებელი თანხა გქონდეს სულ
აუცილებელი კი არა, სასურველიცაა რომ ბარათზე, რომელსაც ინტერნეტ შესყიდვისთვის იყენებ თანხა შეიტანო ხოლმე უშუალოდ გადარიცხვის წინ
მაინც, სიფრთხილეს თავი არ სტკივა smile.gif
* * *
alika1982
არ გასწორდა? იყავი ს/ც-ში მისული?
წესით გასწორებული იქნება უკვე yes.gif

Posted by: Grome 5 Apr 2012, 23:56
ვიზა გოლდით ამაზონზე ვიყიდი? რამე პროცენტს თუ გაკლებს (საკომისიოს) თანხის შევსებისას ან ყიდვისას?

Posted by: koba71786 6 Apr 2012, 00:12
Did_Giorgi
QUOTE
არა
არაა აუცილებელი თანხა გქონდეს სულ
აუცილებელი კი არა, სასურველიცაა რომ ბარათზე, რომელსაც ინტერნეტ შესყიდვისთვის იყენებ თანხა შეიტანო ხოლმე უშუალოდ გადარიცხვის წინ
მაინც, სიფრთხილეს თავი არ სტკივა

დიდი მადლობა


Posted by: NikoloZoid 7 Apr 2012, 21:04
grome
QUOTE
ვიზა გოლდით ამაზონზე ვიყიდი?



ვიზა გოლდით რამეს ვერ იზამ? biggrin.gif

QUOTE
რამე პროცენტს თუ გაკლებს (საკომისიოს) თანხის შევსებისას ან ყიდვისას?


არამგონია

Posted by: Grome 7 Apr 2012, 22:04
NikoloZoid
givi.gif იგივე კითხვა მაქვს, ოღონდ ამჯერად ელექტრონზე და კლასიკზე smile.gif
წინასწარ გმადლობ bis.gif

Posted by: NikoloZoid 8 Apr 2012, 20:13
grome

ანალოგიურად მანდაც

მხოლოდ სირუს მაესტროთი ვერ გამოიწერ ინტერნეტიდან

ხვალ ვმუშაობთ cry.gif



აჰა ესეც იდოს

Posted by: koba71786 8 Apr 2012, 21:10
NikoloZoid
ვიზა ელექტრონზე ფეიფალის მიბმა შეიძლება?

ამაზონიდან,იბეიდან და სხვა ცნობილი საიტებიდან შევძლებ ვიზა კლასიკით გამოწერას?

და რამდენ ვალუტა შეიძლება გავხსნა ვიზა კლასიკზე?


QUOTE
აჰა ესეც იდოს

ლამაზი მუსიკაა up.gif

Posted by: NikoloZoid 8 Apr 2012, 21:48
koba71786
QUOTE
ვიზა ელექტრონზე ფეიფალის მიბმა შეიძლება?


ზუსტად ვერ გეტყვი..

QUOTE
ამაზონიდან,იბეიდან და სხვა ცნობილი საიტებიდან შევძლებ ვიზა კლასიკით გამოწერას?


კი

QUOTE
რამდენ ვალუტა შეიძლება გავხსნა ვიზა კლასიკზე?


კლასიკს რომ იღებ.მანდ უკვე 4 ვალუტა მიბმული აქვს. ლარი,დოლარი,ევრო და ფუნტი

Posted by: koba71786 8 Apr 2012, 22:17
NikoloZoid
QUOTE
ამაზონიდან,იბეიდან და სხვა ცნობილი საიტებიდან შევძლებ ვიზა კლასიკით გამოწერას?


კი

QUOTE
რამდენ ვალუტა შეიძლება გავხსნა ვიზა კლასიკზე?


კლასიკს რომ იღებ.მანდ უკვე 4 ვალუტა მიბმული აქვს. ლარი,დოლარი,ევრო და ფუნტი



აუ შემეშალა, ელექტრონზე უნდა მეთქვა ეს, ელექტონზეც ეგრეა?



Posted by: NikoloZoid 8 Apr 2012, 22:37
koba71786

კი,თავისუფლად შეგიძლია გამოწერა ელექტრონითაც

ვალუტაზეც იგივეა

Posted by: koba71786 8 Apr 2012, 23:15
NikoloZoid
4 ვალუტა რომელი,ევრო,დოლარი,რუბლი და ლარი?

და რა მაინტერესებს ამათი გადაცვლა როგორ ხდება? ვთქვათ ლარის ანგარიშზე მაქ 100 ლარი და მინდა დოლარის ანგარიშზე გადატანა,ბანკში უნდა მივიდე თუ მე თვითონ შემიძლია გადაცვლა დოლარის ანგარიშზე


Posted by: NikoloZoid 9 Apr 2012, 17:54
koba71786

ლარი დოლარი ევრო ფუნტი

ინტერნეტბანკით შენც შეგიძლია. სერვის ცენტრშიც მისვლითაც შეგიძლია. გააკონვერტირებს პროგრამა და დაჯდება შიდა გადარიცხვით სასურველ ვალუტაში

Posted by: koba71786 9 Apr 2012, 19:25
NikoloZoid
გასაგებია დიდი მადლობა,ინტერნეტბანკის საიტი მომეცი აბა

Posted by: JPEG 9 Apr 2012, 19:44
koba71786
bog.ge
da mand shexval mere

Posted by: NikoloZoid 9 Apr 2012, 19:59
https://www.ibank.ge/

Posted by: koba71786 10 Apr 2012, 11:49
NikoloZoid
QUOTE
https://www.ibank.ge/

როგორც ვნახე ამ ინეტრნეტ ბანკის მომსახურება ფასიანია ხო?
ანი მე რომ გავაკეთო ხოლმე კონვერტაცია ინტერნეტით მაგალითად
აქ ამაზე არ წერია?

http://sb.ge/Standart

Posted by: INA-INA 10 Apr 2012, 15:36
koba71786

იბეიდან ვერ გამოწერ პლ. ბარათებით. ეგ საიტი იყენებსა ფეიფალს, ფეიფალი კი საქართართველოს ბანკების ვიზა და მასტერქარდ ბარათებს არ იღებს. ჰაჰა შეგიძლია ამექსით იჩალიჩო ისიც 50/50-ზე.

ინტერნეტ ბანკი თუ გექნება კონვერტაციას შენთვითონ გააკეთებ, არ მოგიწევს მაგისთვის ბანკში სიარული.

Posted by: koba71786 10 Apr 2012, 15:54
INA-INA
QUOTE
იბეიდან ვერ გამოწერ პლ. ბარათებით. ეგ საიტი იყენებსა ფეიფალს, ფეიფალი კი საქართართველოს ბანკების ვიზა და მასტერქარდ ბარათებს არ იღებს. ჰაჰა შეგიძლია ამექსით იჩალიჩო ისიც 50/50-ზე.

გასაგებია
QUOTE
ინტერნეტ ბანკი თუ გექნება კონვერტაციას შენთვითონ გააკეთებ, არ მოგიწევს მაგისთვის ბანკში სიარული.

მაგ ინტერნეტ ბანკის ჩართვა ხო ფასიანია ოგორც ვიცი თვეში ორი ლარი
დღეს ვიყავი ბანკში მეტროებში როა. ვიზა ელექტრონზე,ხოდა უცებ მიპასუხა გოგომ,ბევრი ხალხი იყო და კარგად ვერ გავიგე.
რაღაც ორნაირი პაკეტი მითხრა ერთი 24 ლარიო წელიწადშიო,ან თვეში 2 ლარიო თუ არღაც. მოკლედ კარგად ვერ გავიგე

ვიზა ელექტონის აღება თვითონ ბარათის 2 წლიანი ხო ღირს 10 ლარი? ხოდა ეს ბარათი რო ავიღო და ვიხმარო,კიდე რეების გადახდა მიწევს? ანუ იმ 24 ლარიანი პაკეტი უნდა გავააქტიურო თუ როგორაა?


Posted by: Pinturico 12 Apr 2012, 11:59
სალამი ყველას. ბევრი ვიფიქრე, დამეწერა თუ არა, მაგრამ რომ არ დამეწერა არ შემეძლო smile.gif

საქართველოს ბანკთან დაახლოებით 5 წლიანი ურთიერთობა მაქვს და ამ ურთიერთობით ძალიან კმაყოფილი ვარ. მაგრად მიყვარს ეგ ბანკი. არასდროს უღალატია ჩემთვის და არც მე. უბრლოდ, ბოლოს რა ფაქტიც დაფიქსირდა, ცოტა გულისდამწყვეტია და მეტი არაფერი.

ამექსის მინიმალური მქონდა დასაფარი 10 აპრილს. დირექტ დებეტი მაქვს ჩართული და ხელით არასდროს ვფარავ ხოლმე თანხას, მაგრამ ამ შემთხვევაში 6 აპრილს Adjarabet-იდან გადმოვრიცხე თანხა და მანდ ხო უნიკალური წესია ანაღდებ მომენტალურად, მარა ნაშთში გიჩნდება 3 სამუშაო დღის მერე. დღესასწაულები დაემთხვა და ოპერატორმა მითხრა 3 სამუშაო დღე არ გასულა და დიდი შანსია 10 აპრილის ბოლომდე არ აგესახოსო. გადავწყვიტე, აღარ გამერისკა და 10 აპრილს გვიანობამდე მომუშავე წერეთლის ფილიალში მივედი. ადჯარაბეთიდან გადმორიცხული თანხა გავანაღდე და ოპერატორთან მივედი ამექსის დასაფარავად.

ოპერატორმა მითხრა, რომ ამექსის მინიმალური უკვე დაფარული იყო. რა თქმა უნდა გამიკვირდა, მივხვდი რომ რაღაც არ იყო წესრიგში, მაგრამ უკვე გვიან იყო და იხურებოდა ბანკი. ვთხოვე კიდევ ერთხელ გადაემოწმებინა და დამიდასტურა. მანდ შეცდომა დავუშვი, მაინც უნდა შემეტანა ამექსის ანგარიშზე ან ბარათზე მაინც თავის დაზღვევის მიზნით, თუმცა ეგ ვერ გავთვალე.

სახლში მივედი თუ არა, ინტერნეტბანკში შევედი და მინიმალურ გადასახადში 0 ეწერა. მივხვდი, რომ აშკარად პროგრამული ხარვეზი იყო და მეორე დღეს "გავიშარებოდი" მარა უკვე გვიან იყო: ამიტომ ისღა მოვიფიქრე ინტერნეტბანკს სურათი გადავუღე და მოთმინებით დაველოდე მეორე დილით განაჩენს.

http://pix.ge/

რა თქმა უნდა, მოხდა ისე, როგორც ველოდი. მეორე დილით მინიმალური გადასახადი 0-ის ნაცვლად ის თანხა იყო, რაც უნდა ყოფილიყო და რა თქმა უნდა ჯარიმაც დამერიცხა.

მივედი იმავე ფილიალში იმავე ოპერატორთან. თანხა და ბარათი რომ გავუწოდე, გაუკვირდა: რა მოხდაო. ავუხსენი რაც მოხდა და ძალიან შეწუხდა. იქით ვაწყნარებდი, თქვენ რა შუაში ხართ მეთქი. მენეჯერთან წავიდა. თან სქრინშოთი მქონდა ფერად პრინტერზე დაბეჭდილი და ისიც მივუტანე. 15 წუთი მენეჯერთან იყო და მერე დამწუხრებული დაბრუნდა. სამწუხაროდ ვერაფრით დაგეხმარებით. სურათი კი არ გამოდგება დოკუმენტად და სამწუხაროდ ვერაფერს დავამტკიცებთო.

წასვლის წინ ბოდიში მომიხადა კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ გავუმეორე, რომ საბოდიშო არაფერი გაქვთ, თქვენ არაფერ შუაში ხართ მეთქი: კი, მაგრამ ეს ხომ ჩვენი ბანკიაო მითხრა და ძალიან მომეწონა ეს პასუხი smile.gif Respect

10 ლარი აქ თემა არაა, უბრალოდ ისეთი პიროვნება ვარ, წესრიგის მოყვარული და არ მინდოდა ჩემი საკრედიტო ისტორია, რომელსაც 1 დღით ვადაგადაცილებაც კი არ ახსოვს, ასეთი უწყინარი სიტუაციის შედეგად გაფუჭებულიყო.

და კიდევ, მე პირადად არ შევხვედრივარ, მაგრამ ვთვლი რომ მენეჯერეს ალბათ მეტი ყურადღება მართებდა.

ეს შემთხვევა არც ჩემს დამოკიდებულებას შეცვლის ამ ბანკის მიმართ მაგრამ უბრალოდ ძალიან ძალიან დამწყდა გული smile.gif
ეგ არის და ეგ smile.gif

Posted by: Kaiser 12 Apr 2012, 12:35
გამარჯობათ

ამაზონზე ამექსით ყიდვაზე რამე პრობლემებია? დღეს ვცადე რაღაცეების ყიდვა და არ მიიღო გადახდა. იგივე ბარათით 3-4 თვის წინ უპრობლემოდ ვიყიდე რაღაცეები და ანუ ბარათის მონაცემები ყველაფერი სწორია და დღეს რატომღაც აღარ იღებს sad.gif

We're having trouble completing the payment for the above order. The issuing bank may have declined the charge if the name, expiration date, or ZIP Code you entered at Amazon.com does not exactly match the bank's information. ამას წერს sad.gif

Posted by: Landish 13 Apr 2012, 13:51
გაიზ, როგორ ვქნა ისე რო წამდაუწუმ CIC კოდის შეცვლას არ მთხოვდეს ibank?

აქ კი ასე მაქვს მონიშნული, მარა მაინც შვრება..

Posted by: dikka 13 Apr 2012, 16:48
Landish
ცვლილების სიხშირეს ვერ შეცვლი, უბრალოდ ისევ იგივე კოდით შეცვალე ხოლმე და გაგიშვებს უპრობლემოდ jump.gif

Posted by: Mr-Banks 13 Apr 2012, 17:02
Pinturico

QUOTE
წასვლის წინ ბოდიში მომიხადა კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ გავუმეორე, რომ საბოდიშო არაფერი გაქვთ, თქვენ არაფერ შუაში ხართ მეთქი: კი, მაგრამ ეს ხომ ჩვენი ბანკიაო მითხრა და ძალიან მომეწონა ეს პასუხი  Respect


კარგად დაუტრეინინგებიათ ეგ თანამშრომელი და შენც არ გაწყენდა ცოტა lol.gif

სიცილისგან გავიგუდე. lol.gif


აბა, მე ვარ შუაში? კამერის ჩანაწერები რატომ არ მოითხოვე, თუ სურათს იურიდიული ძალა არ აქვს? biggrin.gif

Posted by: Landish 13 Apr 2012, 17:22
QUOTE (dikka @ 13 Apr 2012, 16:48 )
Landish
ცვლილების სიხშირეს ვერ შეცვლი, უბრალოდ ისევ იგივე კოდით შეცვალე ხოლმე და გაგიშვებს უპრობლემოდ jump.gif

მასე ვაკეთებ ხოლმე... ახლა "არასდროს"-ის ნაცვლად 12 თვე დავაყენე..

იმედი მაქ ერთი წელი დავივენებ :დ

არადა, ადრე არ აკეთებდა ხოლმე მასე :|

Posted by: Pinturico 13 Apr 2012, 18:27
Mr-Banks
QUOTE
აბა, მე ვარ შუაში? კამერის ჩანაწერები რატომ არ მოითხოვე, თუ სურათს იურიდიული ძალა არ აქვს? 


და აი ყველა ყველა და ოპერატორი რა შუაში იყო: შეამოწმა და მინიმალური 0 ეწერა.მითხრა ის რაც უნდა ეთქვა: მინიმალური დაფარული გაქვთ და თუ გინდა შევიტან მაინცო. რადგან მინიმალური დაფარული მქონდა(უფრო სწორად ასე ჩანდა), მეც აღარ შევიტანე და ეგ იყო და ეგ.

ზევით ის პოსტი იმიტომ არ დამიწერია, რომ გაბოროტებული ვარ ან დაბოღმილი biggrin.gif უბრალოდ, მომინდა ფორუმზე მომეყოლა.
რომ მინდოდეს, მივალ სადაც საჭიროა და გადავწყვეტ მაგ საკითხს ჩემთვის სასარგებლოდ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი მართალი ვარ, მაგრამ 10 ლარის გულისთვის ბოდიალი და საჩივრების წერა ძალიან მეზარება smile.gif

ამიტომ არც ვწუწუნებ, არც თავ ბედს ვიწყევლი უბალოდ რაც მოხდა მოხდა.smile.gif ვერ გეტყვი რომ ნასიამოვნები ვარ მაგ ფაქტით, მაგრამ ტრაგედიაც არ არის. თან ჭკუისსასწავლებელი იყო ფრიად: რო იცი, რომ არ დაგიფარავს და პროგრამა გიჩვენებს რომ დაფარულია, უნდა მიხვდე რომ ხარვეზია გამოსავალი უნდა ნახო კაცმა. რა უნდოდა შეიტანე მაინც ამექსის ან სხვა ანგარიშზე smile.gif

რაღა დავმალო და მაგ შემთხვევის შემდეგ, ჩემს თავაზე უფრო მომეშალა ნერვები, ვიდრე ბანკზე ან მის რომელიმე თანამშრომელზე biggrin.gif

პ.ს. ალბათ როგორ ნატრულობთ ჩემნაირ კლიენტებს არა: სხვა მივარდებოდა წივილ კივილით, აიკლებდა იქაურობას შევარდებოდა მენეჯერთან. მე კიდე ჩემს თავს ვადანაშაულებ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Mr-Banks 13 Apr 2012, 23:40
Pinturico
QUOTE
მაგრამ 10 ლარის გულისთვის ბოდიალი და საჩივრების წერა ძალიან მეზარება


QUOTE
რომ მინდოდეს, მივალ სადაც საჭიროა


მდა....


არასწორად ჩამოჭრილი ერთი ლარიც კი დამიბრუნებინებია biggrin.gif


Posted by: Pinturico 14 Apr 2012, 02:02
Mr-Banks
QUOTE
მდა....


არასწორად ჩამოჭრილი ერთი ლარიც კი დამიბრუნებინებია


ვაფასებ მაგ თვისებას და რაღაც პონტში "მშურს" კიდეც, უბრალოდ ეხლა იმდენი რამ დაემთხვა(ერთ-ერთ სადაზღვეოსთან მაქვს ომი) რო მაგის რკვევის ნერვები აღარ მაქვს. smile.gif

Posted by: geto_88 16 Apr 2012, 17:17
გამარჯობათ თუ იცით დღეს საქართველოს ბანკი მუშაობს?

Posted by: bacho_b 16 Apr 2012, 18:01
geto_88
სასტუმროებში უნდა მუშაობდეს, თავისუფლებაზე მარიოტში მუშაობდნენ წითელ პარასკევს, 2 444 444 ზე გეტყვიან ზუსტად

Posted by: geto_88 16 Apr 2012, 18:08
bacho_b

გაიხარეე დიდი მადლობაა smile.gif

Posted by: MeAndYou 17 Apr 2012, 22:57
ფეიფალზე ბოლო დროს ვინმემ მიაბა ამექსის ბარათი?

თუ კი, როგორ ხდება გაკეთება, რა პირობებია, წლიური საკომისიო რა არის და ა.შ.

Posted by: Luca Brasi 19 Apr 2012, 13:07
ორენჯ ბარათი არსებობს კიდე?
ვ სმისლე ეხლა რო ადამიანი მივიდეს ასაღებად მოსულა?

Posted by: dikka 19 Apr 2012, 18:40
Luca Brasi

კი არსებობს smile.gif))) შეგიძლია მიხვიდე

Posted by: >>>james Bond< 19 Apr 2012, 18:51
სტუდენტურზე აპარატიდან ჩავრიცხე 15 ლარი, ინტერნეტში რაღაცის ყიდვა მინდა და საიტზე ბარათის მონაცემები რომ შემყავს მეუბნება თანხა არასაკმარისიაო.
* * *
და კიდევ ინტერნეტ ბანკინგზე ვერ შევდივარ და სად გამოვასწორო?

Posted by: m_japaridze 19 Apr 2012, 19:39
იმინა მევახშეობის ზეიმია და წართმევა წაგლეჯის პოლიტიკა ესაა ჩვენი სანაქებო ბანკები განსაკუთრებით საქართველოს ბანკი

Posted by: MeAndYou 24 Apr 2012, 10:04
გუშინ ვიყავი, საათნახევაზე მეტი ბარათზე განაცხადის შევსებას მოვანდომე,
ზედმეტად ჩამორჩენილი სიტოაცია მომეჩვენა, ტაოს სერიოზული კონკურენტები ხართ.

Posted by: Luca Brasi 24 Apr 2012, 14:17
ბანკის გინებაზე ვორნია?

დილიდან გათიშული აქვთ პროგრამა. მერამდენედ ხდება უკვე.
სოფელი, ბაღჩა, ბოსტანი. 21-ე საუკუნეა. თუმცა რა პროგრმის გათიშვას მივადექი, კედლები ისეთი ბინძურია სიახლოვეს დადგომაც გულისრევის შეგრძნებას იწვევს.

არადა გაუკრიათ ბანერები - "უკვე ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიერლიგაში ვართო".
სასაცილოა. პრემიერლიგაში კიარა პალეოლითის ხანაშია რეალურად სტაფილოსფერი ბანკი.

Posted by: Did_Giorgi 25 Apr 2012, 00:47
Luca Brasi
QUOTE
ბანკის გინებაზე ვორნია?

კი
აუცილებლად
გინაბაზე ვორნია
პრეტენზიაზე არა

შენ ნებისმიერ ბანკზე შეგიძლია გამოთქვა პრეტენზია, დაუსაბუთებელიც კი. არავინ მოგთხოვს პასუხს
აი გინება-ბილწსიტყვაობაზე მე დაგვორნავ პირადად.

აბა ჰე.

Posted by: Luca Brasi 25 Apr 2012, 00:51
Did_Giorgi
QUOTE
აბა ჰე.

lol.gif lol.gif lol.gif მწვანე შუქი ამინთე?

გინებაში მაინცდამაინც "ტ" და "ყ"-ებით გატენილი სიტყვები არ მიგულისხმია. თუმცა კი იმსახურებენ რიგ შემთხვევებში.

ხოდა კიდე ისა - "კლიენტ ვსეგდა პრავ"-ი ბანკების შემთხვევაში არ მოქმედებს?

Posted by: Did_Giorgi 25 Apr 2012, 01:03
Luca Brasi
QUOTE
"კლიენტ ვსეგდა პრავ"-ი ბანკების შემთხვევაში არ მოქმედებს?

კი, როგორ არა
მე გითხარი არ მოქმედებსთქო?

ზოგადად პრეტენზია თუ არ გაქვს კომპანიასთან, ჩათვალე რომ არც ურთიერთობ იმასთან.
ჯანსაღ პრეტენზიას ჯანსაღი პასუხი მოყვება და შედეგად ყველა ბედნიერია.

ქსელი გათიშული იყო ნამდვილად საქართველოს ბანკში, ტექნიკური პრობლემის გამო
მაგისგან არაა დაზღვეული არავინ.
მასე ნახევარი დღე თბილისში შუქი არ იყო და შუქნიშნები არ მუშაობდა, რა მოხდა მერე.
შენი პრეტენზიაც გასაგებია - ბანკი როცა გჭირდება, მაშინ უნდა მუშაობდეს, ტექნიკური შეფერხება კლიენტს არ ადარდებს
მაგრამ
QUOTE
მერამდენედ ხდება უკვე.

აი აქ გადააჭარბე smile.gif
მერემდენედ?
წინაზე როდის მიხვედი საქართველოს ბანკის სერვისცენტრში სამუშაო საათებში და როდის გითხრეს უარი მომსახურებაზე?

Posted by: Luca Brasi 25 Apr 2012, 12:37
Did_Giorgi
QUOTE
აი აქ გადააჭარბე smile.gif მერემდენედ? წინაზე როდის მიხვედი საქართველოს ბანკის სერვისცენტრში სამუშაო საათებში და როდის გითხრეს უარი მომსახურებაზე?

შე კაცო ინტრიგანი კიარ ვარ. biggrin.gif
ბოლო ორ თვეში მეორე შემთხვევა იყო:
წინაზე გზავნილებზეა მხოლოდ შეფერხებაო მითხრეს და 2 საათი ველოდე. რიგში ვინც იდგნენ ბევრმა დაიჩივლა "ამის წინაც მასე იყოო".
გუშინდელი ამბავი ისედაც გცოდნია.

ეხლა იტყვი იღბალი არ გქონია მაინცდამაინც მაშინ ითიშება შენ რო მიდიხარო, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? უიღბლოებს არ აქვთ უფლება ბანკის მომსახურებით ისარგებლონ? biggrin.gif


შეიძლება მწვავედ გამომივიდა და ესე ჩანდა ჩემი ნაწერიდან რო ამათთან როგორ დავიჭერ საქმეს თქო, მაგრამ სხვაგან რო უარესი სიტუაციაა ისევ მაგათთან ვურთიერთობ.
ბანკს არ დავასახელებ - დიღმის ფილიალში შევედი და უმარტივეს ოპერაციაზე 40 წუთი ვიდექი ოპერატორთან. მე ვეხმარებოდი ზეპირად თვლაში როგორც ბავშვს ისე ვუხსნიდი ყოველ ნაბიჯს.

Posted by: NikoloZoid 25 Apr 2012, 18:41
>>>james Bond<
QUOTE
სტუდენტურზე აპარატიდან ჩავრიცხე 15 ლარი, ინტერნეტში რაღაცის ყიდვა მინდა და საიტზე ბარათის მონაცემები რომ შემყავს მეუბნება თანხა არასაკმარისიაო.


სამგზავროზე ჩარიცხე ეტყობა..ანგარიშზე უნდა შეიტანო.მიდი სერვის ცენტრში და ინტერნეტ ბანკის პრობლემასაც მოგიგვარებენ და მაგასაც

Posted by: Did_Giorgi 26 Apr 2012, 01:27
Luca Brasi
QUOTE
გზავნილებზეა მხოლოდ შეფერხებაო მითხრეს

ეგ გლობალურად იყო
ყველა ბანკში
ვესტერნ იუნიონი დაეკიდა smile.gif

Posted by: gipsy_ 26 Apr 2012, 20:37
მარტში გამოცხადებული ვაკანსიების ტექსტები ხომ არ გაქვთ? მოტივაცია მაქვს მოსამზადებელი და არ მახსოვს კონკრეტული პოზიცის აღწერა, ბანკის HR- ის წარმომადგენლებს უმორჩილესად ვთხოვ, დამეხმარონ smile.gif , პერსონალის განვითარების ასისტენტი''- ამის მაინტერესებს.

Did_Giorgi
dikka

Posted by: dikka 26 Apr 2012, 22:10
gipsy_
სამწუხაროდ მე ვერ დაგეხმარები sad.gif(( არ მახსოვს და არც მიმიწვდება ხელი მაგ ინფორმაციაზე

Posted by: gipsy_ 26 Apr 2012, 22:41
dikka

კარგი და ზოგადად მაინც თუ გაქვს წარმოდგენა ,,პერსონალის განვითარების ასისტენტი''-- რას მოიცავს ეს პოზიცია? sad.gif ასისტენტის ტიპიური მოვალეობების გარდა კიდევ რას ითავსებს საქართველოს ბანკში პერსონალის განვითარების ასისტენტი? sad.gif

Posted by: DINAMOFAN 29 Apr 2012, 23:44
საქართველოს ბანკის BIC swift code IBAN-ი ხომ არ იცით?

Posted by: dikka 30 Apr 2012, 00:07
DINAMOFAN

BAGAGE22 - ესაა სვიფტი

Posted by: DINAMOFAN 30 Apr 2012, 00:07
dikka

დიდი მადლობა smile.gif

Posted by: Wednesday 30 Apr 2012, 00:27
QUOTE (gipsy_ @ 26 Apr 2012, 22:41 )
dikka

კარგი და ზოგადად მაინც თუ გაქვს წარმოდგენა ,,პერსონალის განვითარების ასისტენტი''-- რას მოიცავს ეს პოზიცია? sad.gif ასისტენტის ტიპიური მოვალეობების გარდა კიდევ რას ითავსებს საქართველოს ბანკში პერსონალის განვითარების ასისტენტი? sad.gif

მაგაზე როდის იყო მოტივაცია დასაწერი?

Posted by: cin_namon 30 Apr 2012, 20:37
როდემდე უნდა ვიჯდე ამ ინკასირების მოლოდინში????

sad.gif sad.gif



Posted by: NikoloZoid 1 May 2012, 00:09
play it fucking loud

6ის ნახევრიდან მაგ დრომდე ელოდებოდი? biggrin.gif

ისე მოლარეობა საშინელებაა mo.gif

Posted by: baqari1001 1 May 2012, 00:24
QUOTE (Luca Brasi @ 25 Apr 2012, 12:37 )
Did_Giorgi
QUOTE
აი აქ გადააჭარბე smile.gif მერემდენედ? წინაზე როდის მიხვედი საქართველოს ბანკის სერვისცენტრში სამუშაო საათებში და როდის გითხრეს უარი მომსახურებაზე?

შე კაცო ინტრიგანი კიარ ვარ. biggrin.gif
ბოლო ორ თვეში მეორე შემთხვევა იყო:
წინაზე გზავნილებზეა მხოლოდ შეფერხებაო მითხრეს და 2 საათი ველოდე. რიგში ვინც იდგნენ ბევრმა დაიჩივლა "ამის წინაც მასე იყოო".
გუშინდელი ამბავი ისედაც გცოდნია.

ეხლა იტყვი იღბალი არ გქონია მაინცდამაინც მაშინ ითიშება შენ რო მიდიხარო, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? უიღბლოებს არ აქვთ უფლება ბანკის მომსახურებით ისარგებლონ? biggrin.gif


შეიძლება მწვავედ გამომივიდა და ესე ჩანდა ჩემი ნაწერიდან რო ამათთან როგორ დავიჭერ საქმეს თქო, მაგრამ სხვაგან რო უარესი სიტუაციაა ისევ მაგათთან ვურთიერთობ.
ბანკს არ დავასახელებ - დიღმის ფილიალში შევედი და უმარტივეს ოპერაციაზე 40 წუთი ვიდექი ოპერატორთან. მე ვეხმარებოდი ზეპირად თვლაში როგორც ბავშვს ისე ვუხსნიდი ყოველ ნაბიჯს.

ინტრიგნობას არავინ გაბრალების მარა გზავნილები საერთოდ არავითარ კავშირშია საქართველოს ბანკის პროგრამასთან. ის იყო დაკიდული და რომელ ბანკშიც გინდა მისულიყავი იგივე დაგხვდებოდა. საქართველოს ბანკის გზავნილი ელვაა და მე ეგ გაჭედილი არ მახსოვს და არც არავის დაუჩივლია მაგაზე.

წაგლეჯვა და მევახშეობა რა შუაშია ბანკი რო თავის ინტერესზე მუშაობს და მოწყალების სახლი არაა აქამდე არ იცოდით?

Posted by: cin_namon 1 May 2012, 09:20
NikoloZoid
8 იდან 10 ის ნახევრამდე...: ))

Posted by: qaf 1 May 2012, 17:52
gipsy_

აუ მაგ ვაკანსიაზე მეც მაინტერესებს, ეგ სტაჟირება იყო თუ ვაკანსია ჩვეულებრივი? გაარკვიე რამე?

Posted by: g_o_g_i_n_a 2 May 2012, 19:08
მოკლედ ვარ უცხოეთში ხშირად ვგზავნიდი ფულს მონაგრამის მეშვეობIთ ჩემივე სახელზე და ბარათზე გადამქონდა
ახლა გავგზავნე კიდევ ერთხელ დავრეკე და ოპერატორი მეუბნება პროგრამა არ გვინახებს თქვენ მონაცემებსო
და გზავნილის გადატანასაც შესაბამისად ვრ ვაწარმოებთო

რეალურად მოხდა ასეთი რამ ჩემ პირადობას ვადა გასვლია და ეს არის მიზეზი 5 დღეა გაუვიდა და ამიტომ არ ვჩანვარ პროგრამაში
და არანაირი შანსი არ არის რომ გადავიტანო ბარათზე? უბრალოდ დავკარგავ ამ ფულს ? დიდ თანხაზე არ არის საუბარი მაგრამ
მაინც საინტერესოა


თუ ხართ ვინმე თანამშრომელი ვინც იცით ასეთი საკითხების რამე იქნებ დამაკვალიანოთ
არ მიყვარს ფულის ასე უაზროდ დაკარგვა არაფრის გამო
არადა დილით ველაპარაკე ოპერატორს სანამ გავგზავნიდი ვკითხე
პირადობას ვადა გაუვიდა თქო და შევძლებთქო თანხის გადატანასთქო
და კი შეძლებთო უპრობლემოდ პასპორტის მეშვეობითო

Posted by: g_o_g_i_n_a 3 May 2012, 05:16
რო გათენდება მივწერ აბა ოპერატორს კიდევ ერთხელ იქნებ მიშველონ რამე

Posted by: SauronMag 3 May 2012, 20:30
ამექსის სადებეტო ბარათის შემთხვევაში - ვინაიდან 1 ვალუტიანია თუ მაქვს ევრო და ამ ევროს ვხარჯავ - ქულები ლარის კურსით ერიცხება? ანუ 100 ევროს დახარჯვის შემთხვევაში 220 ქულა ერიცხება მიახლოებით?

Posted by: dikka 3 May 2012, 21:57
g_o_g_i_n_a

ალბათ პროგრამულად მხოლოდ იმ ვადაგასული პირადობიტ ხარდარეგისტრირებული და იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება, სამწუხაროდ სატელეფონო ცენტრი ვერ გაგინაღდებს. მაგრამ თანხას არ დაკარგავ, 45 დღის მანძილზე პროგრამულად შეგიძლია განაღდება თუ ჩამოხვალ, 45 დღს შემდეგ არქივში გადადის და ნებისმიერ დროს შეძლებ თანხის გატანას.
არ მოგიწევს საქართველოში ჩამოსვლა ახლო მომავალში?


SauronMag
კი 1 ლარის (ექვივალენტი ვალუტაში) გახარჯვისას იღებ 1 ქულას

Posted by: baqari1001 3 May 2012, 21:58
g_o_g_i_n_a
ფულს არ დაკარგავ არავითარ შემთხვევაში, უბრალოდ ვერ გაანაღდებ სანამ ახალ პირადობას არ აიღებ, ან ვადიანი პასპორტი გინდა. როცა ვადიანი საბუთი არ აქვს კლიენტს სრს ბაზაში არ იძებნება და შესაბამისად არც ჩვენ პროგრამაში ჩანს

SauronMag
კი რომელ ვალუტაშიც არ უნდა გქონდეს ბანკის კომერციული კურსით ლარში იანგარიშება და გერიცხება 1 ქულა 1 ლარზე

Posted by: g_o_g_i_n_a 3 May 2012, 22:02
baqari1001
dikka
მოგვარდება მგონი, დამიკავშირდნენ და გადავუგზავნე
პასპორტის ასლი.

Posted by: baqari1001 4 May 2012, 02:05
g_o_g_i_n_a
კი ფულს არავინ დაგიკარგავს. რას გიპასუხებენ დაწერე მაინტერსებს smile.gif

Posted by: GLADI 4 May 2012, 23:59
მოკლედ რაღაც გამოვწერე ონლაინ მაღაზიიდან.. 40$ ჩავრიცხე და ახლა ibank.ge-ზე ვნახულობ და ისევ ისეა მიმდინარე ნაშთზე ზის ეგ თანხა და რატომ? მაგრამ ამავდროულად დაბლოკილ თანხაშიცაა ეგ 39.48 USD.

არა და წესით მგონი ჩამოჭრილი უნდა იყოს თანხა ონლაინ მაღაზიის მიერ.

აი ვნახე დაბლოკილ თანხაში გადავედი და როგორაა:

user posted image

ანუ რას ნიშნავს ეს, გადახდილია?

Posted by: g_o_g_i_n_a 5 May 2012, 00:03
GLADI
მასე უნდა იყოს,პროცესია მასეთი

baqari1001
ვსო მოხერხდა პასპორტით თანხის გადატანა ბარათზე

Posted by: tuchka84 5 May 2012, 11:17
ე.ი გუშინ გავხსენი ანაბარი რომელიც ითვალისწინებდა ბონუს პროდუქტებს ბანკის თანამშრომელმა არ შემახსენა და მეც გამომრჩა ხოდა დღეს რო მივიდე და მოვითხოვო შეიძლება? rolleyes.gif

Posted by: dikka 5 May 2012, 14:46
tuchka84
რა ტიპის ანაბარი გახსენი და რა ბონუსს ითვალისწინებდა?
+0.5 % შემოგთავაზეს?
თუ ბარათს გულისხმობ, ვადიანი ტიპის ანაბრებზე საჩუქრადაა და ნებისმიერ დროს შეგიძლია მიხვიდე და აიღო

Posted by: tuchka84 5 May 2012, 15:04
dikka
QUOTE
რა ტიპის ანაბარი გახსენი და რა ბონუსს ითვალისწინებდა?

შეგროვებადი
და ამას ითვალისწინებდა
3,500-40,000 ლარამდე (თანხის ექვივალენტი უცხოურ ვალუტაში) ანაბრის გახსნისას -Visa Classic/ MasterCard Standard პლასტიკური ბარათი;

ხოდა აქვე ჩაგეკითხებით ეს ახალი ბარათი თუ შეიძლება სასურველ ანგარიშზე რო მივაბმევინო

Posted by: baqari1001 5 May 2012, 17:38
tuchka84
აღება კი შეილება და ნებისმიერ ანგარიშზე, ოღონდ შენ ანგარიშზე. სხვის ანგარიშებზე ვერ შეუკვეთავ თუნდაც იმისი თანხმობით
* * *
GLADI
ესე უნდა იყოს. რაღაც დრო სჭირდება რო აისახოს ანგარიშზე. დაბლოკილში რაც გიწერია შენი დახარჯულია სულ

Posted by: tuchka84 5 May 2012, 17:54
baqari1001
მადლობა პასუხისთვის
ჩემთვის მინდა სირუს ბარათი მინდა დავააპგრეითო givi.gif

Posted by: baqari1001 5 May 2012, 18:31
tuchka84
არაა პრობლემა ამ ანაბარზე ან კლასიკი ან სტანდარტ ბარათი გეკუთვნის

Posted by: g_o_g_i_n_a 7 May 2012, 19:34
ვიზა ელექტრონი რომ ავიღო
უცხოეთში ნებისმიერ ქვეყანაში
შევძლებ ნებისმიერი ბანკომატიდან
გამოტანას ?

Posted by: baqari1001 7 May 2012, 19:43
g_o_g_i_n_a
ნუ წესით კი არა უცხოეთში კლასიკი წაიღე ჯობია. უფრო საიმედოა, ან ამექსი საერთოდ

Posted by: Did_Giorgi 7 May 2012, 19:49
g_o_g_i_n_a
კლასიკი ჯობია, განაღდების ლიმიტო აქვს მაღალი
თორე ბანკომატიდან ელექტრონითაც გამოიტან
უბრალოდ რომ გაიწეწები საკომისიოებში იცი ხო?
3.5 % ქართული ბანკებისთვის სხვა ბანკომატებში განაღდება

Posted by: g_o_g_i_n_a 7 May 2012, 20:53
Did_Giorgi
baqari1001
და მაღაზიებში თუ გავატარებ ?
1 დოლარია ხომ მგონი მაგაზრ ჩარჯი
თუ კიდევ ემატება რაიმე ?

Posted by: Did_Giorgi 7 May 2012, 21:28
g_o_g_i_n_a
ტერმინალში თუ გაატარებ საქართველოს ბანკის ბარათებიდან უფასოდ მოხსნი თანხას, საკომისიოს გარეშე

Posted by: baqari1001 8 May 2012, 00:33
g_o_g_i_n_a
ხო ტერმინალებზე წესით არაფერი უნდა ჰქონდეს გადასახადი თვითონ მერჩანტი თუ არაფერს ამატებს, მარა აი მაგ გატარებებზეა ზუსტად საიმედო კლასიკი რა, ელექტრონი შეილება ზოგგან არ მიიღონ

Posted by: Vako_Barca 8 May 2012, 21:34
გეორგიანქარდით მინდა თანხის გატანა და რომელი ბარათი ავიღო?

Posted by: baqari1001 8 May 2012, 22:29
Vako_Barca
საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათი ჩართულია ჯორჯიან ქარდის სისტემაში

Posted by: Vako_Barca 8 May 2012, 22:35
baqari1001
ტოტალიზატორიდან მინდა გატანა და რო გადავდივარ გეორგიან ქარდის გვერდზე თვითონ წერს სახელს და გვარს და სხვისი ბარათით ვერ გავიტან?

Posted by: baqari1001 9 May 2012, 00:20
Vako_Barca
სცადე წესით უნდა გაიტანო. გააქვთ ხოლმე სხვებს. ოღონდ კოდს მოითხოვს, რომელიც ამონაწერში გამოჩნდება 2 სამუშაო დღეში, მარა მაგ კოდს მარტო ბარათის პატრონს ეტყვიან

Posted by: cooldadie 9 May 2012, 15:11
მოგეკითხათ ბოგელებო ბიძინას ბანკის დაყაჩაღებაში მონაწილეობა? biggrin.gif

http://forum.ge/?f=29&showtopic=34388274

Posted by: g_o_g_i_n_a 9 May 2012, 15:39
QUOTE (Vako_Barca @ 8 May 2012, 22:35 )
baqari1001
ტოტალიზატორიდან მინდა გატანა და რო გადავდივარ გეორგიან ქარდის გვერდზე თვითონ წერს სახელს და გვარს და სხვისი ბარათით ვერ გავიტან?

ეგ ის სახელი და გვარი უნდა იყოს რომლითაც გაკეთებული
გაქ რეგისტრაცია მითითებულ ტოტალიზატორში.
არ შეგექმნება გატანისას პრობლემა

Posted by: spider77 9 May 2012, 16:45

Vako_Barca
QUOTE
ტოტალიზატორიდან მინდა გატანა და რო გადავდივარ გეორგიან ქარდის გვერდზე თვითონ წერს სახელს და გვარს და სხვისი ბარათით ვერ გავიტან?

რა იყო ჯიგარო, სხვისი ბარათიდან შეავსე შენი ბალანსი? wink.gif

Posted by: Vako_Barca 9 May 2012, 17:19
spider77
ოკ.

lol.gif


lol.gif


lol.gif




აღარ გავაგრძელებ

Posted by: baqari1001 9 May 2012, 21:40
cooldadie
კი შორს წავლენ. მაგისნაირები ყოფილან და ზიან ეხლა სადაც საჭიროა. მაგათი საათები დათვლილია

Posted by: Did_Giorgi 9 May 2012, 22:34
cooldadie
baqari1001

Warning:
ფრთხილად იყავით!

Posted by: spider77 9 May 2012, 22:39
დღეს რაც მოხდა ეს აბსოლუტურად მიუღებელია და პირადად მე ვგმობ ამ და ნებსიმიერ მსგავს ფაქტს. არანაირი გამართლება არა აქვს ძალადობას, ყაჩაღობას და ა.შ. არა აქვს მნიშვნელობა ბოგელი ხარ თუ არა ბოგელი და საერთოდ, სულაც რო საბანკო სისტემის ზიზღი გქონდეს, ნებისმიერი ბანკის მიმართ ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია.

Posted by: tuchka84 10 May 2012, 12:24
კრედიტ ოფიცერი ხომ არ ხართ რომელიმე რაღაც კითხვები მქონდა და პმ ში მივწერდი smile.gif

Posted by: ქეთუ 11 May 2012, 10:46
ბოლო 10 ჩარიცხვა მინდა ვნახო და აუცილებელია ბანკში მისვლა? სხვა ფორმით ვერ ვნახავ?

Posted by: baqari1001 11 May 2012, 18:11
ქეთუ
თუ ინტერნეტ ბანკი გაქ იქ ნახავ

Posted by: nat_nat777 15 May 2012, 23:25
Luca Brasi
QUOTE
შეიძლება მწვავედ გამომივიდა და ესე ჩანდა ჩემი ნაწერიდან რო ამათთან როგორ დავიჭერ საქმეს თქო, მაგრამ სხვაგან რო უარესი სიტუაციაა ისევ მაგათთან ვურთიერთობ.
ბანკს არ დავასახელებ - დიღმის ფილიალში შევედი და უმარტივეს ოპერაციაზე 40 წუთი ვიდექი ოპერატორთან. მე ვეხმარებოდი ზეპირად თვლაში როგორც ბავშვს ისე ვუხსნიდი ყოველ ნაბიჯს.


როგორ არც ერთი სერვის ცენტრის არც ერთი თანამშრომელი უვარგა საქართველოს ბანკს რაა : )))

სულ ასეთი ქრონიკული უკმაყოფილება არაა ლამაზი : )

მარტივ ოპერაციაში რა შედის უკაცრავად ან რის დაანგარიშებაში ეხმარებოდით ? biggrin.gif ანაბრით უზრუნველყოფილი სესხი? biggrin.gif

Posted by: pelikuna 16 May 2012, 21:14
nat_nat777
QUOTE
როგორ არც ერთი სერვის ცენტრის არც ერთი თანამშრომელი უვარგა საქართველოს ბანკს რაა : )))

აბა რომელი ბანკის რომელი სერვის ცენტრის თანამშრომლები ვარგა?? biggrin.gif

Posted by: NikoloZoid 16 May 2012, 21:37
დღეს მეილი რომ მოვიდა თანამშრომლის ოპერაციის თანხებთან დაკავშირებით ნახეთ? დღის ბოლომდე შეგროვებულა მთელი თანხა და მიფრინავენ ოპერაციის გასაკეთებლად უკვე

Faith in humanity-restored love.gif

Posted by: Kate789 16 May 2012, 21:44
NikoloZoid
ვაა ბოგელი ხარ???

QUOTE
Faith in humanity-restored

ძალიან კარგი. love.gif
გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

Posted by: NikoloZoid 16 May 2012, 21:48
Kate789

გავხდი რამდენიმე დღის წინ უკვე პროგრამულად biggrin.gif ისე თებერვლიდან

Posted by: Kate789 16 May 2012, 22:04
NikoloZoid
ვაა. მაგარია.
გილოცავ.
ისევ მშურს შენი weep.gif
ოღონდ ბოგელობა არა.

Posted by: NikoloZoid 16 May 2012, 22:05
Kate789

კიდეეეევ ? biggrin.gif მე გავალ შენს მაგივრად და ეგ იქნება რა biggrin.gif

Posted by: nat_nat777 16 May 2012, 22:05
pelikuna
QUOTE
აბა რომელი ბანკის რომელი სერვის ცენტრის თანამშრომლები ვარგა??


პოსტი თავიდან ბოლომდე რომ წაგეკითხა, მიხვდებოდი რა მიზნით დავწერე smile.gif

Posted by: Kate789 16 May 2012, 22:27
NikoloZoid
QUOTE
კიდეეეევ ?

weep.gif weep.gif weep.gif weep.gif
QUOTE
მე გავალ შენს მაგივრად და ეგ იქნება რა

cry.gif cry.gif

Posted by: nutsiko 16 May 2012, 23:03
ერთი მითხარით, საქართველოს ბანკის ოპერატორმა რამდენჯერ შეიძლება დამირეკოს და შემომთავაზოს თავისი ამექს ბარათი? და რამდენჯერ შეიძლება ავუხსნა, რომ არ მჭირდება საკრედიტო ბარათი (თიბისის ჯოჯო ბარათიც მეყოფა).


კმარა, ბატონებო, კმარა!

მადლობა ყურადღებისთვის.

Posted by: Kate789 16 May 2012, 23:14
QUOTE
ბანკის ოპერატორმა რამდენჯერ შეიძლება დამირეკოს და შემომთავაზოს

ააა როგორ ვერ ვიტან sad.gif

Posted by: nutsiko 17 May 2012, 10:27
ახლა რა ხდება, არაერთხელ დავრეკე საქართველოს ბანკის ოპერატორთან, დიდი ამბით ჩაიწერეს ინფორმაცია და ზრდილობიანად მადლობაც მითხრეს, თუმცა შედეგი მაინც არაა. სანზონაში, გუდამაყრის ქუჩაზე არ მუშაობს საქართველოს ბანკის ბანკომატი. კვირაზე მეტია გამორთულია, მართალია გარეუბანი და ეს არ არის რუსთაველი ან თავისუფლების მოედანი, ვინმე რომ შეფუცხუნდეს, მაგრამ მოსახლეობა იქაც ცხოვრობს და უამრავი ადამიანია საქართველოს ბანკის კლიენტი.

ან საერთოდ აიღეთ ის ბანკომატი ან შეაკეთეთ, ჩართეთ და უშველეთ.

აქ არის ვინმე საქართველოს ბანკის წარმომადგენელი თუ ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა გამომდის?

Posted by: Luca Brasi 17 May 2012, 14:20
nutsiko
QUOTE
ან საერთოდ აიღეთ ის ბანკომატი ან შეაკეთეთ, ჩართეთ და უშველეთ.

შენ მასე ადვილი გგონია საქართველოს ბანკის ბანკომატის შეკეთება?
უნდა ჩაიცუცქო და ისე უნდა შეაკეთო.
მიდი აბა სცადე როგორია. შედი მათ მდგომარეობაში ადამიანო. lol.gif
user posted image

Posted by: nutsiko 17 May 2012, 14:28
Luca Brasi
მერე ჩაიცუცქონ და შეაკეთონ. ერთ კვირაში ჩაცუცქვასაც მოასწრებდა და ბანკომატის შეკეთებასაც.

არა, რა... არ ვეშვები ამ ტანკისტობას. ვინ მეკითხება? რა მრჯის? რაის მოქალაქეობრივი ვალი? რაის პატიოსნება? არამკითხე მოამბეო, მიტყიპე და მიაგდეო, ამაზეა ნათქვამი.

რაში მადარდება საქართველოს ბანკის კლიენტები შეწუხდებოდნენ თუ არა ან მათი ბანკომატი იმუშავებდა თუ არა?!

მადლობა მწარე გაკვეთილისა და სიმართლისთვის. როცა არ გეკითხებიან ადამიანს (ჩემზე მაქვს საუბარი), უნდა დაეგდო ერთ ადგილას.


Posted by: papashage 17 May 2012, 14:30
ერთი შეკითხვა მაქ რატოა რომ როცა ვიღაცას თავდებში უდგები და ის ვიღაცა ვთქვათ არ იხდის წესიერად იმ თავის კრედიტს მე მარტო მაშინ მირეკავს ბანკი როცა იმის 1000 ლარიანი კრედიტი 5000 გახდა ?????????, ამას ხომ ქვია დაყაჩაღება ? დაგერეკათ რა თავის დროზე , როცა ერთი შესატანი გადააცილა ჰა მეორეც გაახალტურა, ეხლა მე რატომ უნდა ვიხადო იმის ჯარიმები სანამ ჯარიმებამდე მივიდოდა საქმე მანამდე არ მოგვარდებოდა ვითომ საქმე??? მათხოვრული დამოკიდებულებაა კლიენტის მიმართ, ლიჟბი ფული გამოღლიტოთ ვინმეს ....ტფუ რა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!1

Posted by: greenboy 22 May 2012, 13:37
გუშინ შევედი რომპეტროლზე და ბარათით მინდოდა გადახდა 20 ლარის, და დაწერა ოპერაცია უარყოფილიაო და არადა ანგარიშზე 114 ლარი მქონდა და რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: ATILA_travian 22 May 2012, 15:42
ვინც ამ ბანკში მუშაობთ იმათ გეკითხებით, ვთქვათ რომ მივიდე რისკების მართვის დეპარტამენტში და მოვითხოვო რისკების მართვის მეთოდოლოგიის ან სისტემის შესახებ ინფორმაცია მომაწვდიან თუ ეგ კონფიდენციალური ინფორმაციაა

Posted by: Did_Giorgi 22 May 2012, 23:28
ATILA_travian
QUOTE
რომ მივიდე რისკების მართვის დეპარტამენტში და მოვითხოვო რისკების მართვის მეთოდოლოგიის ან სისტემის შესახებ ინფორმაცია

1) კონფიდენციალურია
2) დაეზარებათ და არ მოგაწვდიან
3) ვერ მიხვალ
4) biggrin.gif
* * *
5) უბრალოდ შეიძლება ვერ მიხვდნენ რას თხოვ და შესაბამისად არ მოგაწოდონ ინფო

Posted by: korsikeli 24 May 2012, 21:22
ბანკიდან იქნებ ვინმე გამომეხმაუროს. რატომ მავალდებულებთ მე ჩემთვის აბსოლიტურად უცნობ საიტთან მიმოიწერას და იმის გარკვევას თუ რატომ ჩამოიჭრა თანხა ჩემი ორანჟ ბარათიდან, როდესაც მე არანაირი ტრანზაქცია არ განმიხორციელებია?
დაცვის სისტემა არ გაქვთ არანაირი თუ რა ხდება ბოლოსდა ბოლოს?
სადღაცას დაფიქსირდაო თქვენი ბარათის მონაცემებიო რომ მეუბნებით, და სადღაც სად დაფიქსირდა მე საიდან გავიგო?
მითუმეტეს რომ თანხა არ იყო ჯერ გადარიცხული და იყო დაბლოკილი, როდესაც მე შევატყობინე თქვენ ბანკს გაერკვია და მეორე დღეს დამირეკეს და კარტა დავბლოკოთო და 1 თვის მერე ავტომატურად უარყოფილი იქნება საიტის მოთხოვნაო და თანხა დაჯდება ისევო. 2 დღეში თანხა ჩამოიჭრა მაინც.

უსაფრთხოების სამსახურთან ამ საკითხზე ვერ დაუკავშირდებითო-თქვენი ოპერატორის ნათქვამი. აბა რაზე უნდა უკავშირდებოდე -ამინდის და მერცხლების გადაფრენის პერიოდებზე?

Posted by: kmas 25 May 2012, 16:45
Did_Giorgi
QUOTE
5) უბრალოდ შეიძლება ვერ მიხვდნენ რას თხოვ და შესაბამისად არ მოგაწოდონ ინფო


სბ-ში მუშაობ?
მაგარი უცნაური პასუხი გაეცი ამ ადამიანს...
თუ ვერ მიხვდნენ რა არის რისკების მართვის მეთოდოდლოგია ძალიან მძიმედ ყოფილა საქმე... თუმცა მე დარწმუნებული ვარ რომ გადასარევად მიხვდებიან...

Posted by: baqari1001 26 May 2012, 12:54
korsikeli
მესმის რო გაბრაზებული ხარ მარა ეხლა ამ ყველაფერს სხვა მხრით შეხედე აბა.

QUOTE
და სადღაც სად დაფიქსირდა მე საიდან გავიგო?

ეს ბანკმა იმიტო არ იცის რო კლიენტი ბარათს როგორ ხმარობს ეგ კონფიდენციალური ინფორმაციაა და ეს შენ უნდა იცოდე სად შეხვედი. მეც მქონდა ეგეთი შემთხვევა შევედი საიტზე რეგისტრაცია $1 იო დავრეგისტრირდი და ხელფასი რო ჩAმერიცხა $80 ჩამომაჭრეს. ცოტა მიმოწერის მერე იმ საიტთან დამიბრუნეს უკან. შენც სცადე იგივე. მიწერე იმათ ვინც ჩამოგაჭრა

Posted by: Noble 26 May 2012, 18:24
korsikeli

როცა არ იყენებ ბარათს ყოველთვის დაბლოკილი გქონდეს, მხოლოდ მაშინ განბლოკე როცა რაიმე კონკრეტული ტრანზაქციის განხორციელება გინდა, ერთმა დაკვირვებულმა იუზერმა ადრე დაწერა ეს მეთოდი და მინდა გითხრა მას მერე მეც სულ ასე ვიქცევი, ძალიან კარგი ხერხია არასანქცირებული ტრანზაქციების თავიდან ასარიდდებლად.


ვინმემ თუ იცით იქნებ გამარკვიოთ ჯამურ ნაშთს და ანგარიშსზე ხელმისაწვდომ თანხას შორის სხვაობა რით შეიძლება იყოს გამოწვეული, მინიმალური თანხა არ მაქვს დაბლოკილი.

Posted by: baqari1001 26 May 2012, 21:49
Noble
ანუ ხელმისაწვდომი თანხა არი ანგარიშზე რეალურად არსებული თანხა. ჯამური ნაშთი თუ განსხვავდება ხელმისაწვდომისგან ყოველთვის მეტი იქნება ამაზე. ჯამურ ნაშთში ხანდახან არ არის ჩათVლილი ბოლო რამდენიმე ტრანზაქცია

Posted by: Noble 27 May 2012, 11:09
baqari1001
დიდი მადლობა

Posted by: baqari1001 27 May 2012, 21:32
Noble
არაფრის smile.gif თუ რამეა დაწერე და შეძლების შესაბამისად გიპასუხებ

Posted by: ketochka 28 May 2012, 16:54
მაინტერესებს შემიძლია თუ არა ავიღო American Express ® Blue Card?
თუ ვინმეა ბანკიდან აქ პირადში მომწეროს.
მადლობა

Posted by: Did_Giorgi 28 May 2012, 17:21
ketochka
შემოსავლის დადასტურება შეგიძლია?
რამდენის?

საკრედიტო ისტორია როგორი გაქვს?

Posted by: ketochka 28 May 2012, 19:00
შემოსავლების დასასტურება შემიძლია. Kონტრაქტში არის მითითებული თანხა. საკრედირო ისტორია მაქვს ავტოსესხით გაფუჭებული. ჩემს სახელზე არის და თავიდან იხდიდნენ მერე ვერ გადაიხადეს. ბოლოს მე გადავიხადე ჯარიმებიც და ვიხდი ბოლო 3 თვეა. არ ვიცი ამშემთხვევაში ღირს თუ არა მივმართო ბანკს.

Posted by: Alcoholic 28 May 2012, 21:20
გამარჯობათ, ვარ 19 წლის , მჭირდება 150 - 200 ლარი სესხი რომ გავაკეთო რას მირჩევთ ?

Posted by: NikoloZoid 29 May 2012, 01:31
ალკოჰოლიკი

ექსპრესს არ გირჩევდი მე პირადად

დანარჩენი რაც გინდა

Posted by: long 29 May 2012, 17:21
QUOTE
ეს ბანკმა იმიტო არ იცის რო კლიენტი ბარათს როგორ ხმარობს ეგ კონფიდენციალური ინფორმაციაა და ეს შენ უნდა იცოდე სად შეხვედი.

საპორესინგომ მშვენივრად იცის, ეგ ოპერატორი ვერ ხედავს ალბათ. შესაბამისად ბანკს შეუძლია მოითხოვოს საპორცესინგოდან ინფორმაცია.

Posted by: baqari1001 29 May 2012, 19:37
long
ფული სად წავიდა მაგას ხედავს ოპერატორი, რისთვის უკვე ეგ სხვა საქმეა. პლიუს კიდე ჩანს რომელი საგადახდო სისტემითაა გადახდილი. ანუ ფეიფალი თუ სხვა რამე, მარა რისთვის ან კონკრეტულად რომელ საიტზე ეგ უნდა ბარათის მფლობელმა იცოდეს

Posted by: tuchka84 30 May 2012, 21:44
ე.ი ორი რაღაცის გარკვევაში დამეხმარეთ ბოგელებო smile.gif სმს სესხი მაქ და მინდა გადავფარო მთლიანად წინსწრების საკომისიო ხელშეკრულებაში წერია http://sb.ge/~/m/u/f/file/sms%20-xelshekruleba_ფინ.pdf მაქსიმუმ 2% იო და შეიძლება ნაკლებიც გადამახდევინონ? რაზეა ეგ დამოკიდებული? smile.gif

გადაფარვიდან ცნობას რამდენ ხანში მომცემენ რო დავალიანება აღარ მაქ ბანკში და რა ღირს ცნობა?




Posted by: Did_Giorgi 30 May 2012, 22:27
tuchka84
ნაკლები იქნებოდა თუ საქართველოს ბანკის სესხით მოხდებოდა რეფინანსირება ან რამე მსგავსი
QUOTE
გადაფარვიდან ცნობას რამდენ ხანში მომცემენ რო დავალიანება აღარ მაქ ბანკში

მომდევნო სამუშაო დღეს
QUOTE
რა ღირს ცნობა?

http://sb.ge/tariff#Notification

პ.ს. სესხის დასაფარად თანხას რომ შეიტან, მერე ოპერატორთან უნდა მიხვიდე და უთხრა რომ სრულად გინდა სესხის დაფარვა, განულება და ა.შ.
მარტო ანგარიშზე თანხის შეტანით სესხის არ იფარება, განცხადებაზე უნდა მოგაწერინონ ხელი.

ეს ისე, ყოველი შემთხვევისთვის

Posted by: tuchka84 31 May 2012, 10:53
Did_Giorgi
მადლობა პასუხებისთვის

QUOTE
პ.ს. სესხის დასაფარად თანხას რომ შეიტან, მერე ოპერატორთან უნდა მიხვიდე და უთხრა რომ სრულად გინდა სესხის დაფარვა, განულება და ა.შ.
მარტო ანგარიშზე თანხის შეტანით სესხის არ იფარება, განცხადებაზე უნდა მოგაწერინონ ხელი.

smile.gif
ეს ვიცი როგორც ხდება



Posted by: ketochka 31 May 2012, 15:43
Did_Giorgi
QUOTE
შემოსავლების დასასტურება შემიძლია. Kონტრაქტში არის მითითებული თანხა. საკრედირო ისტორია მაქვს ავტოსესხით გაფუჭებული. ჩემს სახელზე არის და თავიდან იხდიდნენ მერე ვერ გადაიხადეს. ბოლოს მე გადავიხადე ჯარიმებიც და ვიხდი ბოლო 3 თვეა. არ ვიცი ამშემთხვევაში ღირს თუ არა მივმართო ბანკს.


გავიმეორებ ჩემს კითხვას თუ შეიძლება.

Posted by: baqari1001 31 May 2012, 18:28
ketochka
რამდენი ხანია მაგ სესხის მერე გასული? 6 თვეზე მეტი თუა არ უნდა შეგიშალოს მაგან ხელი მაგრამ შემოსავლების დასტურის ფორმად მიიღება როგორც წესი ამონაწერი სახელფასო ბარათიდან ან ინდ .მეწარმეს შემთხვევაში წლიური დეკლარაცია. კონტრაქტი რამდენად გაჭრის ვერ გეტყვი

Posted by: Did_Giorgi 31 May 2012, 18:34
ketochka
QUOTE
გავიმეორებ ჩემს კითხვას თუ შეიძლება.

ეხლა ვნახე
რომ მიპასუხე წინაზე, ნიკი არ მოგინიშნია და გამომრჩა ეტყობა მაგიტომ
საკრედიტო ისტორიაზე გეტყვი ჯერ - თუ ის სესხი ეხლა დაფარულია, რომელმაც ისტორია გაგიფუჭა ასე ვთქვათ, მაშინ შეიძლება განხილვა
QUOTE
ვიხდი ბოლო 3 თვეა.

ამ ტექსტით თუ ვიმსჯელებთ, აქტიურია ის სესხი კიდე და სავარაუდოდ ხელს შეგიშლის საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობაში.

Posted by: ketochka 31 May 2012, 20:33
Did_Giorgi
დიდი მადლობა პასუხისათვის. უბრალოდ ეხლა მჭირდებოდა ბარათი და მაინტერეაებდა რამდენად ღირდა მიმართვა. Kრედიტი ისევ არის არაა სრულად დაფარული. ვიხდი სესხის გრაფიკის მიხედვით.
baqari1001
კონტრაქტში მითითებულია ხელფასის ყოველთვიური ოდენობა და ხანგრძლივობა პროექტის.
მადლობა პასუხისათვის.

Posted by: tuchka84 1 Jun 2012, 12:42
რა სჭირს ი ბანკს ან როდის ჩაირთვება ხომ არ გაქვთ ინფორმაცია?

Posted by: Kakha 1 Jun 2012, 14:11
სადღაც 5 წლის წინ აქცია იყო და დაგვირიგეს უფასოდ ორანჯ კარტები. თან ინტერნეტბანკინგიც უფასო იყო და ისიც ჩამირთეს. რეალურად ეს ბარათი არ დამჭირვებია, ცოტა ხანი მქონდა ანგარიშზე თანხა და მერე გამოვიტანე, ბარათს ვადა გაუვიდა დიდი ხნის წინ და არც გამხსენებია. თურმე სადა ხარ, 2010 წლიდან ინტერნეტბანკინგი გახდა ფასიანი. და ამის შესახებ თურმე თავად ინტერნეტბანკინგის ინტერფეისით დააგზავნეს შეტყობინება, რომელიც ცხადია მე არ წამიკითხავს იმიტომ რომ ამ სერვისს საერთოდ აღარ ვიყენებდი, ან რატო უნდა გამომეყენებინა თუ ბანკში არცერთი თეთრი არ მქონდა არცერთ ანგარიშზე და არც რამე ბარათი მქონდა?! ხოდა მერიცხება ეს დავალიანება და თან ემატება საკომისიო, ასულა 40 ლარზე მეტზე და ეხლა ამ თანხის გადახდას მთხოვენ!
არც ტელეფონით (ქონდათ ჩემი ნომერი, გადავამოწმე), არც ელექტრონული ფოსტით არ შეუტყობინებიათ რომ ცალმხრივად შეცვალეს ხელშეკრულების პირობები!
შემპირდნენ გარკვევას და იმედია სამართლიანად გადაწყვეტენ პრობლემას.

Posted by: baqari1001 1 Jun 2012, 18:47
Kakha
მესმის შენი მდგომარეობა მარა მეორე მხრივ შეხედე ამას. ხელს რო აწერ განაცხადს იქ ყოველთვის წერია რომ ბანკს უფლება აქვს შეცვალოს პირობები. ეგ ერთი. მეორე, გაცნობეს ამით ინტ. ბანკის საშუალებით, ის რომ შენ ამ სერვის არ ხმარობ ეგ გამართლება არაა. ამიტომ მაგ საკომისიოს არავინს არ გაგიუქმებს. გადახდასაც მოთხოვნით არ მოგთხოვენ მარა ეგ დარჩება მანდ სამუდამოდ და როდისმე რამე ბანკში თუ გექნება ჩამოეჭრება მერე

Posted by: tuchka84 1 Jun 2012, 22:39
შემნახველ ანაბარს განაღდების საკომისიო აქვს? http://sb.ge/accumulative აქ არაფერი წერია

Posted by: Did_Giorgi 1 Jun 2012, 23:10
Kakha
ფილიალში მიდი და პრეტენზიის წერილი დაწერე გაუქმებაზე
აიტი ნახავს რომ მართლა არ სარგებლობდი ინტერნეტბანკით და გაგიუქმებენ

Posted by: Kakha 2 Jun 2012, 08:44
Did_Giorgi
შემპირდნენ ზუსტად მაგას ვნახოთ რა შედეგი იქნება.
ბევრ ბანკთან მქონია ურთიერთობა და არცერთში არ მქონია ასეთი სიტუაცია რომ გაუფრთხილებლად რამე შეეცვალათ, მირეკავდნენ ყოველთვის.

baqari1001
ეს არის საკმაოდ ელემენტარული შემთხვევა იურისპოდენციაში, ხელშეკრულებაში შეიძლება ვინმეს ჩავუწერო რომ უფლებას ვაძლევ მოკლას ვიღაც და ეს არც მას და არც მე არ მათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, კონსტიტუციას და კანონებს აქვს პრიორიტეტი და ამ შემთხვევაში დაირღვა ჩემი როგორც მომხმარებლის უფლება, ბანკმა უნდა დაამტკიცოს რომ მე შემატყობინეს ხელშერკულების პირობების ცვლილება, მაგ ლოგიკით შეიძლება რამე ფურცელზე დაეწრათ ეს ცვლილება და სეიფში შეენახათ თავისთან.

Posted by: baqari1001 3 Jun 2012, 01:05
tuchka84
QUOTE
შემნახველ ანაბარს განაღდების საკომისიო აქვს?

არა

Kakha
QUOTE
რამე ფურცელზე დაეწრათ ეს ცვლილება და სეიფში შეენახათ თავისთან.

მაგ ფურცელზე ხელი გაქ მოწერილი

Posted by: Kakha 3 Jun 2012, 22:18
baqari1001
რა ფურცელზე? რომ ფასიანი ინტერნეტბანკინგი მინდაო? smile.gif))

Posted by: baqari1001 3 Jun 2012, 23:13
Kakha
სადაც ეწერა რომ ბანკს აქვს პირობების შეცვლის უფლება, მაგრამ ეჭვი არ მეპარება რომ ეგ ხელშეკრულება სახლამდეც არ მიგიტანია. მე საწყენად არაფერს ვამბობ არაფერი გეწყინოს, პროსტა ვამბობ რაც მგონია ამ სიტუაციაში, და ვიცი smile.gif

Posted by: Did_Giorgi 3 Jun 2012, 23:32
baqari1001
არ გინდა რა მასე
იქ ეწერა, აქ ეწერა
მტავარია ყველაფერი მოგვარდება უმტკივნეულოდ და იმ საკომისიოსაც მოხსნიან yes.gif

Posted by: Inc 4 Jun 2012, 00:14
cry.gif cry.gif cry.gif cry.gif cry.gif cry.gif

Posted by: Kakha 4 Jun 2012, 08:41
baqari1001
წინა პოსტები წაიკითხე კიდევ ერთხელ smile.gif

Posted by: Kate789 4 Jun 2012, 12:55
ეს ამექსი რომ არის 20 ლარად (აგერ http://forum.ge/?showtopic=34354448&view=findpost&p=31485225 ) ნეტავ როდემდეა???
ან სხვა დროს არ იქნება მსგავსი აქცია???
ფეიფალზე მინდა, რომ მივაბა.
მაგრამ ახლა ჯერ არა.
ჯერ პროკრედიტს აქვს ვადა და ამას ვიყენებ.

Posted by: Kakha 4 Jun 2012, 13:43
Kate789
QUOTE
ჯერ პროკრედიტს აქვს ვადა და ამას ვიყენებ.

ბედნიერო smile.gif

QUOTE
ან სხვა დროს არ იქნება მსგავსი აქცია???

ეგ მარტო ლელა კაკულიამ იცის, მაგი მგონი ბანკმაც არ იცის თვითონ smile.gif))

პ.ს. ჩემ "დავალიანებაზე" ეხლა დამაწერინეს განცხადება, კი მარა როცა პირვლეად მივედი მაშინ რატო არ დამაწერინეს? ოპერატორი არ იყო პროცედურებში ბოლომდე გარკვეული როგორც ჩანს sad.gif

Posted by: baqari1001 4 Jun 2012, 18:33
Kate789
ვერავინ გეტყვის
სულ ცოტა ხნის წინ იყო ეგ აქცია, მაგრამ მაშინ 70 ლარი ღირდა ეგ ბარათი. აიღე და მიაბი ჯობია, 4 წელი გარანტირებული გექნება ფეიფალი. ჩემ პროკრედიტის ბარათს წელს ოქტომბერის ჩათვლამდე ჰქონდა ვადა მარა მაინც ამექსი მივაბი რევარდ ქულების ხათრით smile.gif

Posted by: geg 5 Jun 2012, 21:15
რა განსხვავებაა American Express® ბარათი და Blue Card-ს შორის?
Amex Blue Card-ის ასაღებად მინიმალური ხელფასი რამდენი უნდა გქონდეს?

Posted by: tuchka84 6 Jun 2012, 10:14
geg
QUOTE
Amex Blue Card-ის ასაღებად მინიმალური ხელფასი რამდენი უნდა გქონდეს?

300 ლარი
http://sb.ge/bluecard

Posted by: cannabis 6 Jun 2012, 11:31
QUOTE
რა განსხვავებაა American Express® ბარათი და Blue Card-ს შორის?

ლიმიტი, Blue Card -ს აქვს ქეშბექი (ანუ დახარჯული ფულის რაღაც % გიბრუდნება უკან) და American Express® (Green)-ს დაგროვების პროგრამა MR, დახარჯულ თანხაზე იღებ გარკვეულ ქულებს, მერე ამ ქულებით ირჩევ კატალოგიდან სასურველ მომსახურებას ან პროდუქტს.

Posted by: 19natia95 8 Jun 2012, 18:26
რომელ საათამდე მუშაობს საქართველოს ბანკი??

Posted by: baqari1001 8 Jun 2012, 18:44
19natia95
ჩვეულებრივი სერვის ცენტრები 17;30 მდე, მეტროსები 21;00 მდე. არის სადღეღამისოებიც, აეროპორტში და დიდი სასტუმროებში

Posted by: 19natia95 8 Jun 2012, 19:49
baqari1001

ძალიან დიდი მადლობა

Posted by: l123456789 8 Jun 2012, 22:40
baqari1001
19natia95
QUOTE
მეტროსები 21;00 მდე

მეტროში 20:00-მდე არიან smile.gif

Posted by: tuchka84 9 Jun 2012, 10:15
ცოტა ავირიე გამარკვიეთ რა ორშაბათს მინდა ამექსიდან გამოვიტანო თანხა და გადახდის თარიღად რატო მიწერს 11 ს? წესით 16 ამდე ხო არ უნდა მიწევდეს თანხის შეტანა?

Posted by: Did_Giorgi 9 Jun 2012, 10:55
tuchka84
11.06-მდე უნდა დაგეფარა ეგ თანხა, რაც დაფარული გაქვს უკვე, ასე რომ არ ინერვიულო
გადახდის ვადა 11 რიცხვი გაქვს ხოლმე
შენ რა თანხაც გქონდა გამოყენებული 16 აპრილიდან 16 მაისამდე, იმისი მინიმალური დაგიანგარიშდა 16 მაისს და გქონდა 25 დღე (11 ივნისამდე) კრედიტის ან სრულად დასაფარად, ან მინიმალურის გადასახდელად
შენ სულ დაფარე და შესაბამისად პროცენტი არ დაგერიცხა
ორშაბათს ჩვეულებრივ შეგიძლია გამოიტანო ან დახარჯო თანხა, დღესაც შეგიძლია.
გადახდაც მალევე არ მოგიწევს - 16 მაისიდან 16 ივნისამდე გახარჯული თანხის დაფარვა მოგიწევს 11 ივლისამდე და ა.შ.

ეგაა ის 55 დღე უპროცენტოდ რომ შეგიძლია ისარგებლო

Posted by: tuchka84 9 Jun 2012, 11:47
Did_Giorgi
დიდი მადლობა ესე დეტალურად ახნისთვის. ყველაფერი გასაგებია smile.gif

Posted by: Kakha 11 Jun 2012, 13:56
მეორე კვირაა ველოდები პასუხს საჩივარზე და არაფერი ისმის, ბოლოს ოპერატორმა მითხრა ვიღაც უფრო შვებულებაშია და ველოდებითო...

Posted by: g_o_g_i_n_a 12 Jun 2012, 13:30
ქოლ ცენტრში სასაუბრე დროზე უეჭველი ლიმიტი აქვთ ხო ?
და თუ გადააჭარბებენ თვითონ იხდიან

მერამდენედ დავაფიქსირე უცხოეთის ნომერს რომ ხედავენ
მეუბნებიან ვერ გიკავშირდებითო, მერე მეორე ოპერატორს
თუ მივწერი ის მიკავშირდება ხოლმე უპრობლემოდ givi.gif

Posted by: tuchka84 12 Jun 2012, 13:50
სმს სესხი გაძვირდა? შარშან 16% ავიღე ეხლა 18 ად მთავაზობენ drug.gif

Posted by: NACNOBI 12 Jun 2012, 13:55
ბანკი კი არა ყაჩაღები არიან... თანხა ჩამომაჭრეს, ისტორიაში ჩემთან არ აჩვენებდა. ჩვენ ვხედავთო მიმტკიცებდნენ.. ეს თანხა სულ დაიკარგა და ეხლა რიგითი ოპერატორივერ ხედავს ვერაფერს.. 200 ლარამდე შეიტყაპუნეს მგონი მაგათი... არა და რამოდენიმე თვე გამიწელეს გარკვევის ამბავი..

Posted by: "winston" 13 Jun 2012, 09:02
QUOTE (Kakha @ 1 Jun 2012, 15:11 )
სადღაც 5 წლის წინ აქცია იყო და დაგვირიგეს უფასოდ ორანჯ კარტები. თან ინტერნეტბანკინგიც უფასო იყო და ისიც ჩამირთეს. რეალურად ეს ბარათი არ დამჭირვებია, ცოტა ხანი მქონდა ანგარიშზე თანხა და მერე გამოვიტანე, ბარათს ვადა გაუვიდა დიდი ხნის წინ და არც გამხსენებია. თურმე სადა ხარ, 2010 წლიდან ინტერნეტბანკინგი გახდა ფასიანი. და ამის შესახებ თურმე თავად ინტერნეტბანკინგის ინტერფეისით დააგზავნეს შეტყობინება, რომელიც ცხადია მე არ წამიკითხავს იმიტომ რომ ამ სერვისს საერთოდ აღარ ვიყენებდი, ან რატო უნდა გამომეყენებინა თუ ბანკში არცერთი თეთრი არ მქონდა არცერთ ანგარიშზე და არც რამე ბარათი მქონდა?! ხოდა მერიცხება ეს დავალიანება და თან ემატება საკომისიო, ასულა 40 ლარზე მეტზე და ეხლა ამ თანხის გადახდას მთხოვენ!
არც ტელეფონით (ქონდათ ჩემი ნომერი, გადავამოწმე), არც ელექტრონული ფოსტით არ შეუტყობინებიათ რომ ცალმხრივად შეცვალეს ხელშეკრულების პირობები!
შემპირდნენ გარკვევას და იმედია სამართლიანად გადაწყვეტენ პრობლემას.

მე ანალოგიურ დგესჰი ვარ და ეხლა 10 დღეა გასული პასუხს ვერ მეუბნებიან ერთი მეუბნებიან იმას რომ დღეს 100 ლარი რომ შემოიტანო ბანკში ეგრევე ჩამოგეჭრება დავალიანების სახით. პახუხის გამორთმევას ვაპირებ წერილობითი ფორმით ზეპირსიტყვიერებას ფასი აღარ აქვს საქართველოში

Posted by: Kakha 13 Jun 2012, 10:51
"winston"
მალე 2 კვირა შესრულდება, პასუხი კვლავ არაა, იძულებული ვარ კიდევ მივაკითხო და გავაკრვიო რატომ აჯანჯლებენ.
* * *
დღეს ვიყავი და კიდე ერთხელ შევახსენე. შემპირდნენ რომ ხვალე პასუხი ექნებოდათ ჩემს განცხადებაზე.

Posted by: Did_Giorgi 14 Jun 2012, 01:38
NACNOBI
QUOTE
თანხა ჩამომაჭრეს, ისტორიაში ჩემთან არ აჩვენებდა. ჩვენ ვხედავთო მიმტკიცებდნენ.. ეს თანხა სულ დაიკარგა და ეხლა რიგითი ოპერატორივერ ხედავს ვერაფერს.. 200 ლარამდე შეიტყაპუნეს მგონი მაგათი... არა და რამოდენიმე თვე გამიწელეს გარკვევის ამბავი..

კონკრეტულად შეგიძლია მოყვე რა მოხდა?
ამონაწერი თუ გააკეთე შენი ანგარიშიდან ?
რა ''დანიშნულებით'' მოგაჭრეს ეგ 200 ლარი?

Posted by: ani7777 14 Jun 2012, 15:01
საზღვარგარეთ ბანკომატიდან რო გავანაღდო ამექს ბლუ ბარათიდან თანხა, პროცენტს რამდენს ჩამომაჭრის???

Posted by: Kakha 15 Jun 2012, 11:19
მომიხსნეს როგორც იქნა იბანკის დავალიანება smile.gif
* * *
ჩემი ზოგადი შთაბეჭდილება ბანკზე ასეთია -
ქვედა დონის თანამშრომლები მაქსიმალურად ცდილობენ მომსახურება იყოს მაღალ დონეზე და კლიენტი იყოს კმაყოფილი.
ეს ეხება როგორც ფილიალების ოპერატორებს, ასევე ცხელი ხაზის ოპერატორებს. ისინი თავის საქმეს აკეთებენ კარგად შესაძლებლობების ფარგლებში.
თუმცა როგორც ჩანს ბანკში არის პრობლემები მენეჯმენტის ზედა რგოლებში. აქ უკვე იკვეთება კლასიკური ქართული კომპანიის მანკიერებები. როდესაც არ ხდება პრობლემების გათვლა და ანალიზი, არ ხდება სისტემის სრულფასოვანი ანალიზი და რისკების გათვლა. ბევრი პროცესი არის დაუხვეწავი ან მიშვებული თვითდინებაზე და უმეტესი პრობლემა გადადის ქვედა დონის თანამშრომლების ზურგზე.

Posted by: "winston" 15 Jun 2012, 21:43
QUOTE (Kakha @ 15 Jun 2012, 12:19 )
მომიხსნეს როგორც იქნა იბანკის დავალიანება smile.gif
* * *

მომილოცნია ესეიკი ვიქონიო იმედი და საქართველოს ბანკის თანემშრომლების სამართლიანობაზე გავაკეთო ფსონი

Posted by: GeezerButler 17 Jun 2012, 01:43
18-წლამდელებს სადებიტო ბარატს აძლევენ?

Posted by: Did_Giorgi 18 Jun 2012, 22:55
GeezerButler
QUOTE
18-წლამდელებს სადებიტო ბარატს აძლევენ?

კი, მშობლის თანხმობით ოღონდ

Posted by: GeezerButler 19 Jun 2012, 04:58
Did_Giorgi
QUOTE
კი, მშობლის თანხმობით ოღონდ

და ჩვეულებრივად ვიხმარ? ანუ რამე შეზღუდვა ხო არ არი?
* * *
ისე ამათი ATM-ები ატრაკებს ძაან. უბარათო გადარიცხვაზე ძაან ხშირად წერს "მომსახურება დროებით შეუძლებელია" თუ რაღაც ამდაგვარს.

Posted by: suxinio190 19 Jun 2012, 12:16
გამარჯობათ ხომ არ იცით თუ არის შესაძლებელი რამენაირად უცხოური ბანკის ანგარიში ქართულის ბანკის ნაგარიშზე მივაბა ან სწრაფი გადარიცხვა გადმორიცხვა გავაკეთო ???


მადლობთ წინასწარ !

Posted by: baqari1001 20 Jun 2012, 23:16
suxinio190
QUOTE
უცხოური ბანკის ანგარიში ქართულის ბანკის ნაგარიშზე მივაბა

არა
ერთადერთი რაც შეილება უცხურ ბანკში გახსნილი ანგარიშიდან გადარიცხვა გადმორიცხვა გაკეთდეს, რასაც მაქსიმუმ 2 სამუშაო დღე სჭირდება (თითო გადარიცხვას)

Posted by: cooldadie 21 Jun 2012, 02:24
გამარჯობათ, მაქვს საქართველოს ბანკში 30000$ იპოთეკური სესხი, რომლესაც ვეღარ ვიხდი, რესტრუქტურიზაციაზე უარს მეუბნევიან, რას იტყვით რომ მოვიდე ხვალ დღის 1 საათისთვის, ბენზინი გადავისხა და თავი დავიწვა? ძალიან ხომ არ შეგაწუხებთ? პუშკინზე სათაო ოფისის წინ ვაპირებ sad.gif

Posted by: Mr-Banks 21 Jun 2012, 16:13
cooldadie


ბანკის გენ. დირექტორის განცხადება : "სესხის რესტრუქტურიზაცია 10-ჯერაც კი მომხდარა "


წყარო - comersant.ge

Posted by: Did_Giorgi 21 Jun 2012, 19:46
cooldadie
QUOTE
პუშკინზე სათაო ოფისის წინ ვაპირებ


პუშკინზე აღარაა სათაო, თუ თავის დაწვაა, ბარემ გაგარინზე მიდი!

პ.ს. დღეს ბენზინიც გაიაფდა კაკრაზ!

Posted by: g_o_g_i_n_a 23 Jun 2012, 18:41

სტატუსი: აქტიური
გამოსვლა
ლანა
გამარჯობა, რით შემიძლია დაგეხმაროთ?
giorgi goginashvili
gamarjobat, tanxis gadaxdas vcdilob internetit da aset ragacas miwers, "Decline, exceeds withdrawal frequency limit."
giorgi goginashvili
shegidzliat ertjeradad momixsnat es limiti
ლანა
ბ–ნო გიორგი, დღის განმავლობაში 10 ოპერაციაზე მეტი ხომ არ შეასრულეთ ბარათით?
giorgi goginashvili
diax shevasrule ukanaskneli 24 saatis ganmavlobashi, magis bralia
giorgi goginashvili
ertjeradad shegidzliat momixsnat eg limiti
giorgi goginashvili
?
ლანა
სამწუხაროდ ლიმიტის მოხსნა არ ხდება ბ–ნო გიორგი
ლანა
24 საათის შემდეგ შეგიძლიათ სცადოთ ოპერაციის შესრულება
giorgi goginashvili
adre araertxel mouxsniat ertjeradad chemtvis eg limiti rogor ar xdeba
ლანა
სამწუხაროდ უკვე არ გახლავთ შესაძლებელი ბ–ნო გიორგი
giorgi goginashvili
da 24 saati unda velodo magis gulistvis ? metad sainteresoa tqveni bankis momxmareblisadmi damokidebuleba
ლანა
ვწუხვარ, ბ–ნო გიორგი



საღოლ ასეთ სისულელეებს რატო აკეთებთ
როგორ შეილება 10 ოპერაციაზე მეტი ვერ განვახორციელო
გამონაკლისის წესითაც კი ნამუსი არ გაქვთ ?

Posted by: greenboy 23 Jun 2012, 19:03
g_o_g_i_n_a
QUOTE
როგორ შეილება 10 ოპერაციაზე მეტი ვერ განვახორციელო

ეგ მეც მიქმნის დისკომფორტს


Posted by: ._. 23 Jun 2012, 20:58
g_o_g_i_n_a
ხდება ლიმიტის მოხსნა -- ხშირად მომიხსნია; ლანას ეზარებოდა ალბათsmile.gif ან ცუდი დღე ჰქონდაsmile.gif

Posted by: GIZ 23 Jun 2012, 21:24
ხომ ვერ მეტყვით, ალტაში რომ კომპიუტერი შევიძინო, განვადებით, საქართველოს ბანკს რამდენი პროცენტი აქვს? დაახლოებით...

Posted by: g_o_g_i_n_a 24 Jun 2012, 05:34
._.


giorgi goginashvili
adre araertxel mouxsniat ertjeradad chemtvis eg limiti rogor ar xdeba
ლანა
სამწუხაროდ უკვე არ გახლავთ შესაძლებელი ბ–ნო გიორგი


შეილება არ გახლავთ შესალებელიში იგულისხმა არასამუშაო
საათებში ლიმიტის მოხსნა

Posted by: gandagana 24 Jun 2012, 23:44
g_o_g_i_n_a
ოპერატორი სამწუხაროდ ვერ მოხსნის ლიმიტს აქ დაზარება მერწმუნეთ არაფერ შუაშია.არ ხდება ლიმიტის მოხსნა სამწუხაროდ არ არის ამ ეტაპზე შესაძლებელი ,და არასამუშაო საათებიც არაფერ შუაშია

Posted by: mamachemi 27 Jun 2012, 11:43
საქ. ბანკის თანამშრომელთან ან რომელიმე კომპეტენტურ პიროვნებასთან მაქვს შეკითხვა

მინდობილობა გაცემულია ჩემ სახელზე, უკვე 3 თვეა, უვადოდ. მინდობილობაში წერია რომ მაქვს ყველა საბანკო ოპერაციის ჩატარების უფლება, მათ შორის გზავნილების აღება, ანაბრით უზრუნველყოფილი სესხის გაკეთება, ანგარიშების გახსნა, დაკარგული-დაზიანებული-ჩაყლაპული ბარათების აღება-ახლის დამზადება.

აი ამ ყველაფრის მერე 1 თვის ამონაწერს არ მაძლევენ ბარათიდან, სადაც მარტო მე შემაქვს თანხა და ვიხდი ტერმინალებით.

არანაირ ლოგიკაში არ ჯდება და თუ გამირკვევთ ამას და დამისაბუთებთ თუ რის გამო არ მაძლევენ ამონაწერს დიდად მადლობელი დაგრჩებით

Posted by: Spill 27 Jun 2012, 16:20
მინდა გავეცნო საქ. ბანკის სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულებას და აქ თუ არის ვინმე თანამშომელი, შეუძლია ელ. ფოსტაზე გამომიგზავნოს დრაფტი? თუ გამომეხმაურებით პმ-ში მოგწერთ ელ.ფოსტის მისამართს

Posted by: ._. 27 Jun 2012, 18:10
mamachemi
შენც ინტერნეტ-ბანკიდან გააკეთე (თუ გაქვს ინტერნეტ ბანკი)

Posted by: mamachemi 27 Jun 2012, 21:30
._.

ინტერნეტ ბანკიც მაქვს და დიჯიპასიც, მაგრამ როცა დეტალური ინფორმაცია მინდა + სხვადასხვა რაცხა რუცხებიც და შიგადაშიგ ვეკითხები მაგას, მერე იწყება განუკითხაობა. ლოგიკური პასუხი გამცეს ვინმემ და მეტი არაფერი მინდა. თუ ჩვეულებრივი მოლარე-ოპერატორი დაშტამპულია და მენეჯერისგან იღებს პასუხს არას, რომელიც არცერთ კონტექსტში არ ჯდება და კითხვაც არ უჩნდება მას, ასეთივე დაშტამპული იქნება მენეჯერიც, რადგან ყველა დაუსაბუთებელი პასუხი მიმაჩნია არასწორად და ეს იძლევა ამის დაწერის პირობას. თუ რაიმე გაინტერესებს მაშინ შენც უნდა შეწუხდე და მივიდეს იმის ყურამდე რომელმაც ესეთი ლაფსუსი დაუშვა, ბოდიში ლაფსუსი კი არა მე მგონია ეს იურიდიული ასპექტი ლიფტიორშიკის დადგენილია. ან საერთოდ მის ყურამდედაც კი არაა მისული. ხოდა (იმედია) წაიკითხავს ვინც აქ ნაწერს დიდ ყურადღებას ანიჭებს და გასცემს ამ კითხვას პასუხს, ან წერილობით ან ქმედებით ან რომელიმე, თუნდაც მთავარ, საიტზე განთავსებით, რაზედაც დიდ მადლობას მოვახსენებ.

პ.ს. დავიჯერო მინდობილობის გაკეთება იურისტს არ შეუძლია? მაინცდამაინც სიტყვები უნდა ამოქაჩო ყველას და თან კითხვაც არ გაგიჩნდეს ეს ესე რატომაა?

Posted by: ._. 28 Jun 2012, 13:51
mamachemi
აბა რა გითხრა მეგობარო?
1) ბანკი (არა მარტო საქართველოს ბანკი) საკმაოდ ჩახლართული სტრუქტურაა და სწორად მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს თუ თანამშრომლები (გარდა მაღალი რანგის მენეჯერებისა) მხოლოდ თავის საქმეს გააკეთებენ და არ გამოეკიდებიან სხვის კომპეტენციას. ხოდა უთხრეს იურისტებმა ასე გააკეთეო და აკეთებენ-კიდეც... სხვა შემთხვევაში (მაგ. ოპერატორმა რომ იურისტების ინსტრუქციების უგულვებელყოფა დაიწყოს) ეს სტრუქტურა ვერ იმუშავებდა...
ხოდა თუ არის გამოსავალი (ინტერნეტბანკი) შენც გამოიყენე...
2) ბანკებში არსებობს პერსონალური საბანკო მომსახურება იმათთვის ვისაც განსაკუთრებული სერვისი უნდა -- რა თქმა უნდა გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდე...

Posted by: kmas 29 Jun 2012, 16:01
mamachemi
როგორ წერია შენს მინდობილობაში? "ყველა საბანკო ოპერაცია" თუ ჩამოთვლილია კონკრეტული ოპერაციები?
რისი თქმა მინდა: ეგ უფრო იურიდიული საკითხია ვიდრე საბანკო სერვისის.... კონკრეტულად უნდა იკოს ჩამოთვლილი ოპერაციები... სიტყვა "ყველა" არ არის მისაღები იურისტებისათვის რადგან ტოვებს (მათი გაგება ასეთია) რისკს მოდავების, საჭიროების შემთხვევაში...

Posted by: Buduli 29 Jun 2012, 17:36
საქართველოს ბანკი საკქიცები ვისია? ანუ საერთოდ უცხოური კაპიტალია ჩარტული თუ ქართველებისაა მთლიანად??? რაოდენ დაცულია ჩვენი ანაბრებიი smile.gif))))) ნეტაა

Posted by: kmas 29 Jun 2012, 19:21
Buduli
აი ამ ლინკზე შედი და ნახავ საკმაოდ დეტალურ ინფო-ს:
http://www.bogh.co.uk

თუ გაყვები პრეზენტაციების ბმულს იქ ატვირთულ ფაილში ნახავ შენთვის საინტერესო ინფო-ს...

პ.ს. იდე მაინცდამაინც პირდაპირ კავშირში არ არის ანაბრების დაცულობა და ბანკის აქციონრების ეროვნება smile.gif

Posted by: baqari1001 29 Jun 2012, 23:06
mamachemi
სხვათაშორის ტერმინი "ყველა საბანკო ოპერაცია" ბევრ რამეს ტოვებს, რადგან კლიენტები ისეთ რაღაცეებს ითხოვენ მერე რაც არ არის საბანკო ოპერაცია. უარის მიღებაზე კი კიდევ ისევ სიტყვა "ყველას" აწვებიან.
._.
QUOTE
ეგ უფრო იურიდიული საკითხია ვიდრე საბანკო სერვისის

აი ზუსტად აღნიშნა. საეჭვო მინდობილობები გადაეცემათ იურისტებს და რასაც იტყუვიან ისინი ისე კეთდება ყველაფერი.

Posted by: Did_Giorgi 30 Jun 2012, 00:31
Buduli
QUOTE
რაოდენ დაცულია ჩვენი ანაბრებიი

როგორ გგონია ''უცხოელი'' აქციონერების ხელში უფრო დაცული ხარ?
ანაბრების დაცულობის საკითხზე მიმართე ეროვნულ ბანკს >> www.nbg.gov.ge

Posted by: tete- 30 Jun 2012, 01:45
საქ ბანკში ვიყავი გასაუბრებაზე, ვაკანსია იყო უძრავი ქონების ექსპერტზე ხომ არ ავინ იცის რა პირრობები აქვთ

Posted by: baqari1001 30 Jun 2012, 15:10
tete-
ვსითან იყავი? ან რა პასუხით გამოგიშვეს?

Posted by: tete- 30 Jun 2012, 15:22
baqari1001
სათაოში ვინები იყვნენ არ მახსოვს 3 გამესაუბრა
მითხრეს რპომ ზარს დაველოდო

Posted by: NikoloZoid 30 Jun 2012, 17:25
tete-
QUOTE
მითხრეს რპომ ზარს დაველოდო


სხვა რა დაგრჩენია biggrin.gif


Posted by: 2kS1N 5 Jul 2012, 00:51
ბარათიდან ბარათზე როგორ გადავრიცხო ინტერნეტით?

Posted by: Did_Giorgi 5 Jul 2012, 01:31
AkS0N
მარტივად - ინტერნეტბანკი გაქვს?

Posted by: 2kS1N 5 Jul 2012, 02:56
Did_Giorgi
ეგ არ მაქვს და სხვანაირად ვერა?

Posted by: NikoloZoid 5 Jul 2012, 20:30
AkS0N

მაშინ ს/ც–ში მიდი და ისე..

ან ინტერნეტბანკი ან ეგ

Posted by: HoNeY 6 Jul 2012, 13:07
გამარჯობათ
მაქვთ თქვენი ამერიკან ექსპრესის ბარათი რომელიც მაქვს მიბმული paypal-ზე და დიდიხანია უკვე ვხმარობ უპრობლემოდ.
მალე გასდის ვადა და ავიღე ახალი ამერიცან ექსპრესი, ჩვეულებრივად paypal-ის ჩემს გვერდზე, ახალი ბარათის მიმაგრება ვცადე და ... არ იმაებს sad.gif რატო ? რაშია პრობლემა ? აქამდე ჩვეულებრივად ვხმარობდი და ეხლა ახალს აღარ იმატებს. იქნებ ვინმემ დამეხმაროთ და გამარკვიოთ რაშია საქმე და როგორ უნდ ამოვიქცე

Posted by: Luca Brasi 6 Jul 2012, 14:47
ამექსზე დაანგარიშების თარიღი თუ მაქვს ყოველი თვის 7 რიცხვი.
თანხა როდის შემიძლია ავიღო რო მომდევნო თვეზე გადავიდეს დანახარჯი.
ანუ 8-ში გამოვიტანო ბარათიდან თანხა თუ 7-ში?
მიხვდება ვინც კომპეტენტურია.

მადლობა წინასწარ.

Posted by: NikoloZoid 6 Jul 2012, 19:46
Luca Brasi

7ში რაც დაანგარიშდება ის იქნება 25 დღის მანძილზე უცვლელი.ანუ 8ში უნდა გამოიტანო და შემდეგ მინიმალურში გადავა ეგ თანხა

მემგონი სწორად მივხვდი რასაც ამბობ

Posted by: dikka 6 Jul 2012, 21:45
Luca Brasi
7 რიცხვშიც შეგიძლია გატანა, 12 საათის შემდეგ. 7 რიცხვში გიანგარიშდება 6-ის ჩათვლით გახარჯული თანხა.


Posted by: Luca Brasi 6 Jul 2012, 22:05
dikka
მადლობა.
NikoloZoid
მაინც მადლობა biggrin.gif

Posted by: baqari1001 9 Jul 2012, 02:22
HoNeY
რომელი ამექსია?? სადებეტო თუ საკრედიტო?

Posted by: gandagana 10 Jul 2012, 20:34
AkS0N
bankomatidanac shegidzlia es sheasrulo tu ar gak internet banki da axloa bankomati

Posted by: ckupee 10 Jul 2012, 21:01
შემოიხედეთ
http://foum.ge/?shotopic=3485313&st=55&hl=
2+1 აქციააა


Warning:
ჩვენთანაც აქციაა, ფაქტიურად
+20%

Posted by: Luca Brasi 10 Jul 2012, 23:06
QUOTE
ჩვენთანაც აქციაა, ფაქტიურად
+20%

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: abes777 11 Jul 2012, 21:37
ადგილი შემეშალა

Posted by: Van10Persie 12 Jul 2012, 03:33
რა განსხვავებაა Maestro-სა და MasterCard-ს შორის?

Posted by: beka331 13 Jul 2012, 16:18
ბარათზე ნაშთის რაოდენობა როგორ გავიგო სახლიდან გაუსვლელად???

Posted by: baqari1001 13 Jul 2012, 18:37
beqa331
სმს ბანკი თუ გაქ გაგზავნე შენი ნომრისან acc 4444 ზე, ან თუ ინტერნეტ ბანკი გაქ შედი და იქნება იქ

Posted by: EXHALATING 15 Jul 2012, 15:12
Van10Persie
მასტერქარდი არის საგადამხდელო სისტემა
Mაესტრო მისი ბარათი
საქართველოს ბანკს აქვს Kომბინირებული სირუს-Mაესტრო

Posted by: ტუტრუცანა 16 Jul 2012, 12:44
სალამი ყველას!!!
მგონი საჭირო ადგილას ვპოსტავ!!!
ონლაინ შოპინგში ახალი ვარ და მაინტერესებს, რომელი ქართული ბანკის პლასტიკური ჯობია ავიღო ამ პერიოდში და რომელი სახის ბარათი, რომ შევიზინო ნივთები სხვადასხვა საიტებზე, თუმცა ვიცი ყველაზე ვერ შევიძენ მაგ ბარათით..... და კიდევ მიმანიშნეთ სადმე თუ არის გარკვევით ახსნილი, ცვვ1 და ცვ2 კოდები რა არის და ცვ2 კოდის თუ მოხსნი მერე შენ ხარო პასუხისმგებელიო, აი ეს რას ნინავს რომ ამიხსნათ ვინმე ღვთისნიერმა.
წინასწარ დიდი მადლობა პასუხისათვის!!!

Posted by: _Lali_ 16 Jul 2012, 13:11
ტუტრუცანა
საიტი, სადაც ყველაფერი დაწვრილებით წერია ონლაინ შოფინგზე
http://www.zere.ge/

აქ კი, ფორუმზე, ამ განყოფილებას უნდა გადახედო:
http://forum.ge/?showforum=5

Posted by: ტუტრუცანა 16 Jul 2012, 13:18
_Lali_
QUOTE
ცვ2 კოდის თუ მოხსნი მერე შენ ხარო პასუხისმგებელიო, აი ეს რას ნინავს რომ ამიხსნათ ვინმე ღვთისნიერმა.


ეს არ წერია მანდ
თანაც ზოგი რას ამბობს ბარათები არ ებმებაო და ზოგი რას, ასე რომ იქნებ დამიზუსტოთ ვინც გარკვეულია

Posted by: _Lali_ 16 Jul 2012, 13:56
ტუტრუცანა
მაგ კოდის მოხსნა სჭირდება მხოლოდ პროკრედიტ ბანკის ბარათებს, სხვას არა, მაგრამ ამ თემაში ამაზე ლაპარაკი არ შეიძლება, შესბამის თემაში დასვი ეგ კითხვა

Posted by: ტუტრუცანა 16 Jul 2012, 14:03
_Lali_
QUOTE
მაგ კოდის მოხსნა სჭირდება მხოლოდ პროკრედიტ ბანკის ბარათებს,

ეგ არ ვიცოდი, მე ზოგადად დავსვი კითხვა....

ისე კი, მე მაინტერესებს ონლაინ შოპინგისთვის კარგია თუ არა მაგ: საქართველოს ბანკის რომელიმე ბარათი და თუ ხდება ამჟამად "მიბმა".

არა მგონია აქ რამე წესებს ვარღვევდე......

Posted by: baqari1001 16 Jul 2012, 19:26
ტუტრუცანა
ამექს რევარდი ან გრინი გამოიყენება ფაქტიურად ნებისმიერ საიტზე. მე მაქვს და უპრობლემოდ ვხმარობ ფეიფალზეც და სხვა საიტებზეც

Posted by: peto567 16 Jul 2012, 22:28
ჩემი CIC როგორ გავიგო რამე მესიჯით რო მომივიდეს ეგეთი არი? დამავიწყდა და ფურცელი გადავაგდე

Posted by: baqari1001 17 Jul 2012, 18:45
peto567
ბანკში მიდი ახალს მოგცემენ

Posted by: sophya 18 Jul 2012, 12:30
ხომ ვერ მეტყვით საქართველოს ბანკის კადრების იმეილს?
რეკრუტმენტის არ მინდა, აი კადრების თანამშრომლების გრუფ იმეილი

Posted by: g_o_g_i_n_a 18 Jul 2012, 15:39
დავიღალე უკვე, ჯორჯიანქარდ სისტემის დახმარებით ხშირად შემაქ და გამაქ თანხა
გუშინწინ 30 ლარი გამიქრა, დღეს ხუთი დაბლოკილილი თანხების ლისტში არ ჩანს.
ადრეც არაერთხელ გამქრალა ასე თანხა ერთი ორჯერ დავაფიქსირე რო დამიბრუნდა
დანარჩენ შემთხვევებში არ ვიცი ვერ დავაკვირდი... რისი ბრალია ასე რატომ მოსდის

Posted by: swimmeRboy 18 Jul 2012, 23:46
Orange Card-ს არ მომცემენ ? ხელფასს საქართველოს ბანკში ვიღებ ყოველ თვიურად , მაგრამ 19 წლის ვარ sad.gif

Posted by: Did_Giorgi 19 Jul 2012, 00:40
swimmeRboy
QUOTE
Orange Card-ს არ მომცემენ ?

არა, იმიტომ რომ
QUOTE
19 წლის

ხარ

Posted by: Kuntuniani 20 Jul 2012, 01:39
იცით რა მაინტერესებს ვიზა კლასიკი მაქვს აღებული უკვე ერთი წელია, მაგრამ როდესაც ვიდხიდი შემეძლო გადამეხადა თვითონ ბარათის საფასური მგონი 37 ლარი მაგრამ არ გადამხიდია და ეგ თანხა ავტომატუურად თანხიდან ჩამომეჭრება თუ როცა მინდა მაშინ გადავიხდი ამ 2 წლის განმავლობაში? ანუ ბარათის წლიურ ღირებულებაზე ვიძახი

Posted by: freedemocrat 20 Jul 2012, 03:09
Kuntuniani
მინიმალური ნაშთი შეტანილი გაქვს? ეგ გადასახდელი ყოველთვიურად მოგაკლდება ანგარიშიდან

Posted by: LUNATIKI 20 Jul 2012, 12:06
დამემართა ასეთი რაღაცა.

საქართველოს ბანკში გავაკეთე ამერიკან ექსპრესი იანვარში. მერე ისე მოხდა რომ თარიღი არ ემთხვეოდა ჩემს ხელფასის თარიღს და ძაან გამიჭურდა გადახდა. მივედი ბანკში მთლიანად შევიტანე ეს 1500 ლარი, გავანულებინა მათთან დავლიანება ყველაფრის, ცნობაც მომცეს.

დაახლოებით 1 თვის მერე მომდის მესიჯი რომ ქეშბექი დაგერიცხათო. გავგიჟდი კინაღამ. თან პერიოდი დაემთხვა რომ ფული ძალიან მჭირდებოდა. გამოვიტანე ეგ თანხა. შემდეგ 23 ში ვერ გადავიხადე, გადავიხადე 27 -ში და ბარათი დაბლოკილი დამხვდა და შეტანილ 226 ლარს დაამატეს ზევიდან 180 ლარი. შევიტანე რატქმაუნდა.

მაგის მერე მიწევდა მაისში გადახდა. ვერ გადავიხადე, ივნისშიც და ეხლა ვაპირებდი შეტანას 25 ში მთლიანად.

მაგრამ დღეს მირეკავს საპრობლემოდან ვიღაცა ქალი, მარიამ ბერიძე რომელიც ძალიან მკაცრი ტონით, ხმამაღლა მელაპარაკება, რომ ხვალ შავ სიაში იქნები თუ თანხას არ შეიტანო. ეს პროგრამა გბლოკავს ავტომატურადო და ვერაფერი გეშველებაო...

არადა კრედიტ ისტორია მაქვს ბრწყინვალე, ყველა ბანკში.... 1000 ობით მაქვს დაფარული სესხები და კრედიტები უპრობლემოდ, აუხსენი ამ მარიამს ეს ყველაფერი მაგრამ ვერაფერს მივაღწიე. რა არ ვთხოვე რა არ ვეხვეწე... 2 დღე აცალეთ, 25 ში შევიტან თანხას მთლიანადდთქო, დაემატოს ამ თვის მინიმალურიცმეთქი, მაგრამ არავიტარ შემთხვევაში არ აკეტებს.

თან მეუბნება ეს მარიამ ბერიძე - მაგ ამერიკან ექსპრესი არის მაღაზიებში გამოსაყენებლად და ნორმალური ადამიანი ამას ასეც იყენებსო. სხვას გამოაქვსო. ანუ მე არანორმალურიც მიწოდეს ამ ბანკში, მიყვირეს, მიკივლეს და ა.შ.

რისთვის მსვავენ ამ შავ სიაში, რაღაც 2 თვის მინიმალურის არ შეტანისთვის? ეს არის ბანკი? ეს არის საქართველოს ბანკი ხალხს ეხმარებაო? იმისთვის რომ რიცხვი არ ემთხვევა გადახდის ჩემს ხელფასს, ამხელა პრობლემას მიქმნიან. არადა 10000 ჯერ ვთხოვე რიცხვი შეეცვალათ, რამდენჯერ არ მივედი ბანკში, მაგრამ ვინ მომისმინა.

იქნებ მიშველოთ რამე აქ ვინც ხართ, ჩემს მონაცემებს პირადში გეტყვით და იქნებ რაიმე მიშველოთ რა....

25-26 ში ამ თვის და შემდეგი თვის მინიმალურებიანად შევტან ყველაფერს. თუ არა მერე ჩამსვან სავ სიაში. 2 დღე რაც უწყვიტავთ.

Posted by: dreamer012 23 Jul 2012, 00:24
ძალიაან გთხოვთ მითხარით რააა.... baby.gif ანაბარი მაქსიმა უნდა გავხსნა და მაინტერესებს მაქსიმას ბარათით მაღაზიებსი თუ შევძლებ გადახდას და უცხოეთიდა ნ გამოწერაას???

Posted by: baqari1001 23 Jul 2012, 00:33
dreamer012
ვერა

QUOTE
უცხოეთიდა ნ გამოწერაას???

ამისთვის ამექსია

Posted by: David 23 Jul 2012, 02:50
QUOTE
ამისთვის ამექსია

არამარტო ამექსი - ნებისმიერი ვიზა ან მასტერკარდი. უბრალოდ მაქსიმა ბარათი არის შეზღუდული ფუნქციონალით - უმეტესად ფულის გამოსატანად.

Posted by: baqari1001 24 Jul 2012, 22:01
David
ვიზას და მასტერქარდს ფეიფალს ვერ მიაბავ

Posted by: _Lali_ 24 Jul 2012, 22:13
baqari1001
QUOTE
ვიზას და მასტერქარდს ფეიფალს ვერ მიაბავ

მართალი, მაგრამ ფეიფალი არ უხსენებია იმ ადამიანს, უბრალოდ გამოწერა იკითხა და ონლაინ საიტებზე საქ. ბანკის ნებისმიერი ბარათი გადის

Posted by: ltdswarowski 25 Jul 2012, 15:54
ექსპრეს კრედიტიო მაქვს გამოტანილი და აღარ გადავიხადე 4 თვეა... ჰოდა სხვა ბანკში რომ დაირიცხოს ჩემ სახელზე თანხა ჩამომეჭრება თუ როგორ არის ეგა?

Posted by: Mr-Banks 25 Jul 2012, 16:08
ltdswarowski


თუ სასამართლოს მიერ გამოცემული აღსრულების ფურცელი არსებობს, დაედება ყადაღა შენ ნებისმიერ თანხას, უძრავ-მოძრავ ქონებას და ნებისმიერ მატერიალურ აქტივს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.


P.S. აღსრულების ფურცელი იძულებითი გადახდევინების თაობაზედ ბანკს შეუძლია 3 წლის მანძილზე მოითხოვოს. ამ ვადის გასვლის შემთხვევაში, ბანკს ეკარგება მოთხოვნის უფლება. უკვე გამოცემულ აღსრულების ფურცელს აქვს 10 წლიანი ვადა.

Posted by: Did_Giorgi 27 Jul 2012, 01:35
ltdswarowski
QUOTE
ექსპრეს კრედიტიო მაქვს გამოტანილი და აღარ გადავიხადე 4 თვეა

80 ლარი ვერ გადაიხადე 4 თვეში ???
და ამის მერე იძახი რომ:
QUOTE
სხვა ბანკში რომ დაირიცხოს ჩემ სახელზე თანხა

რა თანხა უნდა დაგერიცხოს კარგი რა, თვეში 20 ლარი ვერ გადაგიხდია
არ მესმის შენნაირი ტიპების, მერე ოდესმე პრეტენზია ექნებათ კარგი კლიენტი ვარ ბანკის და განვადებას არ მიმტკიცებენო ! facepalm.gif

Posted by: Pinturico 27 Jul 2012, 02:29
Did_Giorgi
QUOTE
არ მესმის შენნაირი ტიპების, მერე ოდესმე პრეტენზია ექნებათ კარგი კლიენტი ვარ ბანკის და განვადებას არ მიმტკიცებენო ! 


ან რას გვიშვებიან ბანკები, ეგ ნაძირალები და ქურდები, როგორ გვყლეფენო biggrin.gif

რბილად რომ ვთქვათ ტეხავს.

პ.ს. ისე მოდი სიმართლე ვთქვათ და ეგ პროდუქტი რომ იქმნებოდა, ხო ნათელი იყო, რომ სწორედ ასეთი ადამიანები იყო მისი მიზობრივი სეგმენტი. იმიტომ რომ რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი სესხს 120% წლიური განაკვეთით (რომელიც სესხის მომსახურების საკომისიოს სახელით არის შენუღბული), უბრალოდ არ გაეკარება smile.gif

რაში ჭირდება ბანკს ამდენი წვრილი პრობლემური სესხი, ეგ ჩემთვის დღემდე გამოცანად რჩება. მით უმეტეს, ერთ–ერთ უმსხვილეს ბანკს საქართველოში smile.gif

Posted by: ltdswarowski 27 Jul 2012, 11:48
Pinturico
QUOTE
რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი სესხს 120% წლიური განაკვეთით (რომელიც სესხის მომსახურების საკომისიოს სახელით არის შენუღბული), უბრალოდ არ გაეკარება

არაფხიზელ მდგომარეობაშიი მომიწია სესხის აგება, სპონტანურად, თან ვმუშაობდი მაშინ და ცოტა იმედიანად ვიყავი...3თვე პუნქტუალურად ვიხდიდი 10 ნაცვლად 20 ლარს თვ ეში 2ჯერ. მაგრამ მერე რო გავიგე ძირი თანხა არ იფარებოდა და პროცენტი 100-ზე მეტი გამოდიოდა წლიური, დავიკიდე რააა.....
QUOTE
ასეთი ადამიანები იყო მისი მიზობრივი სეგმენტი

ასე ადვილად არ უნდა აკეთებდე შეფასებას! იმედია ბანკში არ მუშაობ!
QUOTE
ან რას გვიშვებიან ბანკები, ეგ ნაძირალები და ქურდები, როგორ გვყლეფენო

მიუხედავად ჩემი ბრალეულობისა მე მაიინც იმ აზრზე ვარ რომ ქართული საბანკო სექტორი დაკავებული მოსახლეობის გაყვლეფით, რაც დასტურდება შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთებით და ხელშეკრულების კაბალური პირობებით!Did_Giorgi
Did_Giorgi
QUOTE
80 ლარი ვერ გადაიხადე 4 თვეში ???

80 კი არა 120 ლარი გადავიხადე და 200 ლარს 40 ლარი მოაკლდა,,
ისე სასხვათაშორისოდ საქ. ბანკის გარდა 3 ბანკიდან მაქვს კრედიტი და არც ერთთან არანაირი ვადაგადაცილება არ მაქვს....და ეს ექსპრესი სპონტანურად და გაუაზრებლად მაქვს აღებული და გახარჯული..
Did_Giorgi
Pinturico
მადლობა ამ საკითხის მიმართ გამოჩენილი ინტერესისთვის!

Mr-Banks
QUOTE
P.S. აღსრულების ფურცელი იძულებითი გადახდევინების თაობაზედ ბანკს შეუძლია 3 წლის მანძილზე მოითხოვოს.

ისე ამ 3 წლიანი ვადის ათვლა საიდან იწყება?

Posted by: Mr-Banks 27 Jul 2012, 11:59
ltdswarowski
QUOTE
ისე ამ 3 წლიანი ვადის ათვლა საიდან იწყება?


როცა პირველად გადააცილე ვადა......

თუ სამ ბანკში იხდი კრედიტს, მაშინ არც ეს 200 ლარი უნდა გაიჭირვო.




P.S. ამდენ ვალებს როგორ იღებთ, ან როგორ გძინავთ smile.gif

Posted by: baqari1001 27 Jul 2012, 19:42
ltdswarowski
QUOTE
დავიკიდე რააა.....

ნუ შენ არავინ და არაფერი დაგიკიდებია 200 ლარისთვის ისტორია გაიფუჭე მომავალში შეილება ბევრად ძვირი დაგიჯდეს

Posted by: Hyperzet 31 Jul 2012, 00:04
სად შეიძლება ლონდონის ბირჟის გარდა საქართველოს ბანკის აქციების ყიდვა?
საფონდო ბირჟაზე თუ შეიძლება განაცხადი შევიტანო და აქციების გაყიდვის მსურველის შემთხვევაში ვიყიდო?


Posted by: Did_Giorgi 31 Jul 2012, 00:45
Hyperzet
QUOTE
სად შეიძლება ლონდონის ბირჟის გარდა საქართველოს ბანკის აქციების ყიდვა?

www.gse.ge
http://www.gse.ge/Stocks/data3.asp?Code=GEB
საქართველოს საფონდო ბირჟაზე ეგაა

Posted by: Hyperzet 31 Jul 2012, 01:34
Did_Giorgi
QUOTE
www.gse.ge
საქართველოს საფონდო ბირჟაზე ეგაა

მადლობა. ვიცი ეგ საიტი, smile.gif
საფონდო ბირჟაზე ბროკერებმა ლონდონის ბირჟაზე გადამაგზავნეს, იქ უნდა იყიდოთო.
აბა საქართველოს საფონდო ბირჟაზე რომ იყიდება აქციები, ვინ ყიდულობს ამ აქციებს?
ყიდვა–გაყიდვის პროცედურა საქართველოს ბირჟაზე ხდება და მე რომ ყიდვა მინდა, ლონდონში რატომ მამისამართებენ? smile.gif

Posted by: rivaldo_71 31 Jul 2012, 11:09
გთხოვთ მითხარით რა, Visa Electron ბარათი მაქვს და ჩემი პერსონალური საინდენტიფიკაციო კოდი (პაროლი) როგორ გავიგო?

Posted by: David 31 Jul 2012, 18:41
თუ ბანკომატში ასაკრეფ პინს გულისხმობ - ვერანაირად smile.gif

თუ აიფეის პაროლს გულისხმობ, აქ დაგეხმარებიან: http://contact.bog.ge
* * *
Hyperzet
QUOTE
ყიდვა–გაყიდვის პროცედურა საქართველოს ბირჟაზე ხდება და მე რომ ყიდვა მინდა, ლონდონში რატომ მამისამართებენ?

საქართველოს ბირჟაზე ხდება გარიგება საქართველოს ბანკის აქციებით (ამჟამად ღია ვაჭრობაში აღარაა), ხოლო ლონდონის საფონდო ბირჟაზე - ბანკის მფლობელი ბრიტანული ჰოლდინგის აქციებით. ამიტომაც გაგაგზავნეს ლონდონში smile.gif

Posted by: rivaldo_71 31 Jul 2012, 19:20
David
სერვის-ცენტრში მოდი და აღგიდგენთო

Posted by: ._. 31 Jul 2012, 19:40
Hyperzet
QUOTE
მადლობა. ვიცი ეგ საიტი, 
საფონდო ბირჟაზე ბროკერებმა ლონდონის ბირჟაზე გადამაგზავნეს, იქ უნდა იყიდოთო.
აბა საქართველოს საფონდო ბირჟაზე რომ იყიდება აქციები, ვინ ყიდულობს ამ აქციებს?
ყიდვა–გაყიდვის პროცედურა საქართველოს ბირჟაზე ხდება და მე რომ ყიდვა მინდა, ლონდონში რატომ მამისამართებენ? 


http://bgcapital.ge
ამათ მიმართე (საქ. ბანკის საბროკერო კომპანიაა) და დაგეხმარებიან ყიდვაში. აქციები მართლაც ლონდონის ბირჟაზე იყიდება (საქართველოს ბირჟაზე აღარ)...
ისე, ლონდონში ვინ "გადაგამისამართა" მითხარი რა პლზ... შენით ლონდონის საფონდო ბირჟაზე ოპერაციას ვერ განახორციელებ, ბროკერი უნდა გამოიყენო

Posted by: Hyperzet 31 Jul 2012, 23:44
David
QUOTE
საქართველოს ბირჟაზე ხდება გარიგება საქართველოს ბანკის აქციებით (ამჟამად ღია ვაჭრობაში აღარაა), ხოლო ლონდონის საფონდო ბირჟაზე - ბანკის მფლობელი ბრიტანული ჰოლდინგის აქციებით. ამიტომაც გაგაგზავნეს ლონდონში

._.
QUOTE
http://bgcapital.ge
ამათ მიმართე (საქ. ბანკის საბროკერო კომპანიაა) და დაგეხმარებიან ყიდვაში. აქციები მართლაც ლონდონის ბირჟაზე იყიდება (საქართველოს ბირჟაზე აღარ)...
ისე, ლონდონში ვინ "გადაგამისამართა" მითხარი რა პლზ... შენით ლონდონის საფონდო ბირჟაზე ოპერაციას ვერ განახორციელებ, ბროკერი უნდა გამოიყენო

ორივეს დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის smile.gif

სამწუხაროდ, კონკრეტულად იმ ბროკერის გვარი არ მახსოვს.

და რამდენიმე კითხვაც:
ლონდონში წაუსვლელად შემიძლია ონლაინ გარიგება დავდო , ჰო ?
ბროკერი ლონდონის ბირჟიდან უნდა მომემსახუროს თუ აქედან?




Posted by: ._. 1 Aug 2012, 00:32
Hyperzet
QUOTE
ლონდონში წაუსვლელად შემიძლია ონლაინ გარიგება დავდო , ჰო ?


QUOTE
http://bgcapital.ge

შედი საიტზე, კონტაქტები ნახე და დაურეკე -- ჭავჭავაძეზე აქვთ ოფისი.

ონლაინ გაგიჭირდება -- ერთი ვარიანტია interactive brokers სისტემა დააყენო და მათი საშუალებით იყიდო (ერთადერთი სავაჭრო პლატფორმაა, რომელზეც BGEO ივაჭრება) -- ეს ნამდვილად უფრო იაფიანი ალტერნატივაა, მაგრამ ძალიან გრძელვადიანი (სისტემის დაყენებას თვეები უნდა, და შეიძლება საერთოდ უარიც გითხრან).

Posted by: Kuntuniani 1 Aug 2012, 16:54
წინა პარასკევს ბანკომატმა დამიბლოკა ბარათი, ანუ პინ კოდი არასწორედ ავკრიფე რამოდენიმეჯერ, და ჩაყლაპა, შემდეგ ჩეკი მომცა ტელეფონის ნომრით და რომ დავრეკე იმ დღესვე მითხრეს ორი სამუშაო დღის შემდეგ გადმორეკეთ აგერ უკვე რამდენი დღე გავიდა და დღესაც რომ ვურეკავ ბარათი სიაში ვერ მოიძებნაო, ბანკომატი იყო აღმაშენებლის 94 ნომერში აი სამი ბანკომატი რომ დგას აფთიქთან მგონი მანდ. ანუ სერვის ცენტრს არ ეკუთვნის, ვისაც მსგავსი შემთხვევა გქონიათ საშუალოდ რამდენი დღე სჭირდება ბანკომატიდან დაბლოკილი ბარათის დაბრუნებას?

Posted by: Hyperzet 1 Aug 2012, 19:39
._.
QUOTE

http://bgcapital.ge
შედი საიტზე, კონტაქტები ნახე და დაურეკე -- ჭავჭავაძეზე აქვთ ოფისი.
ონლაინ გაგიჭირდება -- ერთი ვარიანტია interactive brokers სისტემა დააყენო და მათი საშუალებით იყიდო (ერთადერთი სავაჭრო პლატფორმაა, რომელზეც BGEO ივაჭრება) -- ეს ნამდვილად უფრო იაფიანი ალტერნატივაა, მაგრამ ძალიან გრძელვადიანი (სისტემის დაყენებას თვეები უნდა, და შეიძლება საერთოდ უარიც გითხრან).

უღრმესი მადლობა ასეთი ამომწურავი ინფორმაციისთვის smile.gif


Posted by: Mr-Banks 1 Aug 2012, 20:54
http://info9.ge/?l=G&m=1000&id=2042


facepalm.gif ვიდეოს ბოლოში

Posted by: NikoloZoid 1 Aug 2012, 21:04
Kuntuniani

3–4დღის შემდეგ ხდება ხოლმე ბარათის ამოღება

შეიძლება ქოლ ცენტრისთვის არ გადაუციათ ჯერ და პუშკინის ქუჩაზეა სათაოში

Mr-Banks

და? ახალი ამბავია რო არ შეიძლება ფოტო/ვიდეო გადაღება სამსახურის დროს?

Posted by: Did_Giorgi 1 Aug 2012, 21:38
Mr-Banks
მთელ ვიდეოს ხო უყურე შენ?

შენი აზრით ზოგადად საქართველოს ბანკის ბრალი რა არის იმაში, რასაც ეგ პოლიტიკურად აქტიური პიროვნება ჩიოდა?

ბოლო კადრებზე რა გითხრა აბა, შენ რომ დაგადგნენ სამსახურში და გადაღება დაგიწყონ, რა ხასიათზე დადგები?

Posted by: Mr-Banks 1 Aug 2012, 21:45
აღნიშნული ტერიტორია საქართველოს ბანკის საკუთრებას წარმოადგენს? ეგ ბიჭი გამოვარდა სამსახურიდან, შენობიდან, იმ ადგილზე, სადაც ქვეითთა გადასასვლელი იწყება.

რა შუაშია ფრაზა: "გადაღება არ შეიძლება?" ეგ ტერიტორია არის საერთო მოხმარების და არა - საქართველოს ბანკის. ბანკის საკუთრებაში არ ხდებოდა გადაღება.

ხოდა, ეს ტექნიკური ხარვეზი რატომღაც ქართული ოცნების წევრებს დაემართათ? givi.gif

Posted by: Did_Giorgi 1 Aug 2012, 22:05
Mr-Banks
QUOTE
ეგ ბიჭი გამოვარდა სამსახურიდან,

სამსახურიდან კი არ გამოვარდა, კლიენტს ბანკომატთან პრობლემა ჰქონდა და გასარკვევად გამოვიდოდა. გეტყვი თუ გინდა პირველ კითხვას რას დაუსვამდა მაგ კლიენტს - ბანკომატმა რა კოდი დაგიბეჭდათ უარის მიზეზადო
რელურად ეგაა ის რაც სიტუაციის გასარკვევად უნდა გააკეთოს ნებისმიერმა.
მერე ის კამერები, ტელევიზია და ა.შ. ძალაუნებურად ყველას ძაბავს რა.

უბრალოდ არამგონია ბანკომატები ქართული ოცნების წევრებს ცნობდნენ, ან ბარათის დაბლოკვას რა აზრი აქვს კარგი რა, ბანკში მაინც არ მუშაობდე. ან ბანკს რა ინტერესი აქვს რომ კლიენტმა თანხა ვერ გაიტანოს საკრედიტო ბარათიდან, საიდანაც განაღდების საკომისიო მინიმუმ 3.9% ეჭრება? საპროცენტო განაკვეთი სხვაა კიდე.

ან ბანკომატი როდის მერე იძლევა ხელმოწერილ ქვითრებს.

QUOTE
ეს ტექნიკური ხარვეზი რატომღაც ქართული ოცნების წევრებს დაემართათ? 

facepalm.gif

Posted by: SpyZooka 1 Aug 2012, 22:06
რახდება ახლა მჭირდება პირი ამ ბანკში მომუშავე ვინც გამიწევს რეკომენდაციას ვერ ვიწყებ მუშაობას ვაკანსია აქვს ამ ბანკს 1000ჯერ გავაგზავნე სივი და არ მეძახიან
არადა ზუსტად შევეფერები , ვინმემ გამიწიეთ რა რეკომენდაცია თუ როგორც ხდება რა .(იმედია გამომეხმაურება ვინმე)

Posted by: Mr-Banks 1 Aug 2012, 22:10
Did_Giorgi


ამას ქვია პოლიტიკანთა ენაზე "გაპრავება". facepalm.gif

მე ყურადღება გავამხვილე ამ ბიჭის ქცევაზე, ვინც გამოვარდა. არ შეეფერება ბანკის თანამშრომელს. ტელევიზია და კამერა რატომ ძაბავს ადამიანს, თუ თვლის, რომ ის მართალია? არასოდეს დავუძაბივარ ტელეკამერას. 999 999 ლარიანი ჯარიმაც შემთხვევითი იყო, ხომ? givi.gif რატომღაც ესეც მხოლოდ ოცნების წევრთათვის. givi.gif

Posted by: Did_Giorgi 1 Aug 2012, 22:16
Mr-Banks
კაი, შევეშვათ მაშინ ამ საკითხს

Posted by: rivaldo_71 1 Aug 2012, 22:42
ჩემი ბარათის პინ-კოდი როგორ გავიგო??

Posted by: Did_Giorgi 1 Aug 2012, 22:59
rivaldo_71
ვეღარანაირად
თუ დაკარგე ან დაგავიწყდა, ბარათი უნდა გამოცვალო მაშინ

Posted by: baqari1001 1 Aug 2012, 22:59
rivaldo_71
ვერანაირად თუ დაგავიწყდა. არ ინახება არსად

Posted by: rivaldo_71 2 Aug 2012, 16:51
VISA ELECTRON ბარათი, რომ ავიღო იმას ექნება ონლაინ გადახდებისთვის კოდი??

Posted by: Pinturico 2 Aug 2012, 18:17
rivaldo_71
QUOTE
VISA ELECTRON ბარათი, რომ ავიღო იმას ექნება ონლაინ გადახდებისთვის კოდი?


მე მაქვს. მაგ ბარათებს, თავისი პასვორდი მოყვება. უმეტესობა საიტზე არ გჭირდება (ამაზონზე) ჯორჯიან ქარდის სისტემით თუ აკეთებ ტრანსაქციას კი. მოკლედ, აღებისას მიუთითე რომ ინტერნეტოპერაციებისთვის გინდა და მოყვება კოდი

Posted by: Kuntuniani 2 Aug 2012, 18:49
ძალიან მაგრად მაინტერესებს, ძირითადად ინტერნეტ ბანკიტ ვსარგებლობ და რამოდენიმეჯერ რო ვცადე ბარათიტ მაღაზიაში გადახდა და პინ კოდი შევიყვანე დაწერა არასწორიაო, არადა ზუსტად იმავეს ვცერ ibank.ge_ზე შესვლისას და ანუ განსხვავდება ბარათის და ინტერნეტ ბანკის პინ კოდები?

Posted by: INA-INA 2 Aug 2012, 18:57
Kuntuniani

ბარათის პინ კოდი და ინტერნეტ ბანკის სიაისი კოდი სხვადასხვა რამეა. ნუ შეგიძლია დაამთხვიო და ორივე ერთი და იგივე კომბინაციის გქონდეს.

Posted by: rivaldo_71 2 Aug 2012, 19:02
Pinturico
VISA CLASSIC-ის შემთხვევაშიც იგივე ხდება?

Posted by: kmas 3 Aug 2012, 15:24
Mr-Banks
QUOTE
999 999 ლარიანი ჯარიმაც შემთხვევითი იყო, ხომ?  რატომღაც ესეც მხოლოდ ოცნების წევრთათვის. 


ეს რა ისტორიაა? არ გამიგია - რა მოხდა? ვინ დაჯარიმდა ? smile.gif

Posted by: Mr-Banks 3 Aug 2012, 15:39
kmas

ერთ-ერთი წყაროს ლინკს ვდებ, თუმცა ძალიან ბევრგან იყო

http://humanrights.ge/index.php?a=main&pid=15246&lang=geo

ესეც http://news.ge/ge/news/story/24998-qartuli-otsnebis-aqtvistebi-sakutari-angarishebit-isev-ver-sargebloben



http://pix.ge/

Posted by: kmas 3 Aug 2012, 16:11
Mr-Banks
მადლობა!
მაგრამ აქ ჯარიმაზე არ არის საუბარი... თუმცა გასაგებია პრობლემის არსი...

Posted by: cortex-amygdala 3 Aug 2012, 16:37

ამექსი დამიბლოკა ბანკმა, უკვე ერთ კვირაზე მეტია მხოლოდ ერთი პასუხი აქვთ, ”ტექნიკური ხარვეზია, ვერ გეტყვით როდემდე”

მე ამ ბარათს ძალიან აქტიურად ვიყენებდი, ბანკმა პრობლემა შემიქმნა და ვერაფერს მპასუხობს.

ხელშეკრულების დარღვევა მარტო მომხმარებელზე ვრცელდება?

ასეთ დროს ბანკი პასუხს არ აგებს?

ისეთ მოწესრიგებულ გადამხდელს როგორიც მე ვარ, ასე რომ მოექცევა ბანკი, რის იმედი უნდა გქონდეს ამ ქვეყანაში. მე კი ვიცი რატომაც გააკეთეთ ეს, და თქვენც იცით smile.gif მაგრამ გეშინით პირდაპირ მითხრათ

Posted by: Mr-Banks 3 Aug 2012, 16:55
kmas


მე ის ტერმინები გამოვიყენე, როგორც მედიაში იყო დაანონსებული. smile.gif

Posted by: cortex-amygdala 3 Aug 2012, 17:12
QUOTE
ამექსი დამიბლოკა ბანკმა, უკვე ერთ კვირაზე მეტია მხოლოდ ერთი პასუხი აქვთ, ”ტექნიკური ხარვეზია, ვერ გეტყვით როდემდე”

მე ამ ბარათს ძალიან აქტიურად ვიყენებდი, ბანკმა პრობლემა შემიქმნა და ვერაფერს მპასუხობს.

ხელშეკრულების დარღვევა მარტო მომხმარებელზე ვრცელდება?

ასეთ დროს ბანკი პასუხს არ აგებს?

ისეთ მოწესრიგებულ გადამხდელს როგორიც მე ვარ, ასე რომ მოექცევა ბანკი, რის იმედი უნდა გქონდეს ამ ქვეყანაში. მე კი ვიცი რატომაც გააკეთეთ ეს, და თქვენც იცით smile.gif მაგრამ გეშინით პირდაპირ მითხრათ


ამაზე ვინმეს პასუხი აქვს?
ვის შეექმნა კიდევ მსგავსი პრობლემა მომწერეთ გთხოვთ.

Posted by: Mr-Banks 3 Aug 2012, 18:02
cortex-amygdala


პოლიტიკური პარტიის წევრი ხარ?

Posted by: cortex-amygdala 3 Aug 2012, 18:54
Mr-Banks

არ ვარ და არც ვყოფილვარ. ( თუმცა ხშირად ვაკრიტიკებ ხელისუფლებას სოცქსელში)

და რომ ვიყო რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი , ეს საკმარისი მიზეზი იქნებოდა იმისთვის , რომ ასე მოულოდნელად და გაურკვევლად დაებლოკა ბანკს წესიერი მომხმარებლისთვის ბარათი?


QUOTE
ასეთ დროს ბანკი პასუხს არ აგებს?

თუ შეიძლება კითხვაზე იქნებ გამცეთ პასუხი .
მადლობა

Posted by: freedemocrat 3 Aug 2012, 19:55
cortex-amygdala
QUOTE
და რომ ვიყო რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი , ეს საკმარისი მიზეზი იქნებოდა იმისთვის , რომ ასე მოულოდნელად და გაურკვევლად დაებლოკა ბანკს წესიერი მომხმარებლისთვის ბარათი?


ჰმ შენ გავიწყდება რომელ ქვეყანაში ცხოვრობ smile.gif

Posted by: cortex-amygdala 3 Aug 2012, 20:31
freedemocrat
QUOTE

ჰმ შენ გავიწყდება რომელ ქვეყანაში ცხოვრობ smile.gif


არ მავიწყდება, აქ ყველაფერი მოსულა, მაგრამ კითხვები მაინც უნდა დავსვათ.

Posted by: Mr-Banks 3 Aug 2012, 20:44
cortex-amygdala


ხელშეკრულება უნდა ინახოს, რომელიც გაფორმდა შენსა და ბანკს შორის. შესაძლებელია, ხელშეკრულებაში იყოს ისეთი მუხლ(ებ)იც, რომლებიც ეწინააღდეგება სამოქალაქო კოდექსს. ამ დროს, ხელშეკრულების ეს მუხლ(ებ)ი კარგავს ძალას.

Posted by: Kakha 7 Aug 2012, 12:27
დღეს მინდოდა დამეწერა რომ სბ-ს მომსახურების ხარისხი ბევრად გაიზარდა მეთქი და ... smile.gif)
მოკლედ ესე იგი მინდოდა გამერკვია თუ რატომაა თანხა დაბლოკილი ბარათზე 1 თვის განმავლობაში.
ჩატში ვერ მითხრეს, მივწერე წერილი და დამირეკეს მეუბნებიან, თქვენი ინტერნეტბანკინგის პაროლი გვითხარით და ვნახავთო lam.gif
კი მარა ინტერნეტბანკინგი რომ არ მქონოდა მაშინ ? drug.gif
პაროლი მაინც არ ვუთხარი, პრინციპის გამო biggrin.gif
აქ შემოდიხართ სბ-ს ხალხი ვიცი, ეხლა გულახდილად მითხარით, ესეთი პროცედურა სერიოზულ ბანკს ეკადრება? smile.gif))
* * *
პ.ს. ბარათის ნომერიც უნდა გვითხრაო smile.gif)))))))))

Posted by: ._. 7 Aug 2012, 16:11
Kakha
QUOTE
მოკლედ ესე იგი მინდოდა გამერკვია თუ რატომაა თანხა დაბლოკილი ბარათზე 1 თვის განმავლობაში.


იმიტომ, რომ პროცედურაა ასეთი -- თუ თანხა დაიბლოკა და არ მოიხსნა (მაგ. სასტუმროები აკეთებენ ბლოკს) ზუსტად ერთი თვე აჩერებს ბანკი ამ ბლოკს. 1 თვე როგორც კი გავა ავტომატურად მოიხსნება ბლოკი

QUOTE
თქვენი ინტერნეტბანკინგის პაროლი გვითხარით და ვნახავთო

რომც გქონდეტ ინტერნეტბანკინგის პაროლი არავითარ შემთხვევაში არ გასცეთ ეს ინფო -- არც ბანკის თანამშრომელზე არც სხვა ვინმეზე



Posted by: Kakha 7 Aug 2012, 20:22
._.
ხოდა რა კომენტარს გაუკეთებთ ოპერატორის ამ მოთხოვნას, როგორც გავიგე ეს სბ-ში სტანდარტული პროცედურაა, ხშირად ითხოვენ ბარათის ნომერს, და ასევე ინტერნეტბანკინგის პაროლსაც smile.gif

Posted by: usaqmurologi 7 Aug 2012, 20:49
http://jobs.ge/47512/


ამ ვაკანსიასთან დაკავშირებით მაინტერესებს ხელფასი რამდენი იქნება დაახლოებით ხომ არ იცით?

Posted by: ნიკა 7 Aug 2012, 21:43
Kakha
გამოუვალი მდგომარეობა მქონდა ხელმისაწვდომი თანხა უცნაურად შემიმცირდა და რა ხდებოდა არ ვიცოდი. მომიწია პაროლის თქმა აბა სხვა რა გზა მქონდა sad.gif მერე ეგრევე შევცვალე პაროლი
თურმე 1-ის მაგივრად 3 თანხა დამებლოკა.

Posted by: Pinturico 7 Aug 2012, 22:09
Kakha
QUOTE
ჩატში ვერ მითხრეს, მივწერე წერილი და დამირეკეს მეუბნებიან, თქვენი ინტერნეტბანკინგის პაროლი გვითხარით და ვნახავთო 
კი მარა ინტერნეტბანკინგი რომ არ მქონოდა მაშინ ? 
პაროლი მაინც არ ვუთხარი, პრინციპის გამო 


ბანკის თანამშრომელი არ გეგონოთ, უბრალო კლიენტი ვარ, მაგრამ უსამართლობას ვერ ვიტან smile.gif

ეხლა რა ხდება:

უკავშირდები ბანკს, გაინტერესებს რატომ დაგებლოკა თანხა. ვანგაა ბანკის ოპერატორი? როგორ უნდა გითხრას რატომ დაგებლოკა და საერთოდ რა ხდება? ამისთვის სჭირდება CIC კოდი (ანუ რასაც პაროლს ეძახით თქვენ)

და რომ არ უთხარი რა მაგით? შენი პაროლი რომ იცოდეს, მაქსიმუმ შენი ანგარიშები ნახოს. ვერანაირ ოპერაციას ვერ განახორციელებს, იმიტომ რომ ან სმს კოდზეა მიბმული ან დიჯიპასზე და ეგ კოდი მას ვერანაირად ვერ ექნება.

QUOTE
კი მარა ინტერნეტბანკინგი რომ არ მქონოდა მაშინ ? 

მაშინ მიხვიდოდი ფილიაში და გაარკვევდი რა ხდება. ინტერნეტ ბანკი და ყველა დისტანციური არხი იმისთვისაა მოგონილი, რომ ფილიალში მისვლა და დროის კარგვა არ მოგიწიოს. თუ არ გინდა ნუ ჩართავ და იარე ფილიალში. არავინ გიშლის?

QUOTE
პ.ს. ბარათის ნომერიც უნდა გვითხრაო )))))))))

biggrin.gif და აბა ისე როგორ ნახოს შენი ანგარიშები smile.gif


QUOTE
რომც გქონდეტ ინტერნეტბანკინგის პაროლი არავითარ შემთხვევაში არ გასცეთ ეს ინფო -- არც ბანკის თანამშრომელზე არც სხვა ვინმეზე


აი ამას რომ წერ, რატომ წერ შენთვითონ თუ გესმის? რომ გასცე რა რო? სხვა პირზე გასაგებია, მაგრამ ბანკის ნებისმიერი ოპერატორი ნებისმიერი ადამიანის ანგარიშებს ხედავს. და რა შავდება იმით, რომ ვიღაცას ინტერნეტ ბანკის პაროლს აძლევ? პაროლი იგივეა რაც ბანკში ოპერატორს მიაწოდო პირადობის მოწმობა. იგივე ინფოს ნახავს რაც ტელეფონის ოპერატორი ინტ. ბანკის პაროლით. პაროლი მარტო ტელეფონზე იდენთიფიცირების საშუალებაა. იმიტომ რომ ოპერატორთან რომ მიდიხარ და პირადობას აწვდი ის გხედავს შენ და ტელეფონით როგორ მიხდვეს შენ ხარ თუ არა? ამისთვისაა პაროლი.

და რა არის ეხლა ამ ყველაფერში, აღმაშფოთებელი, მომსახურების დაბალი დონის მაჩვენებელი ან პასუხგასაცემი?

პ.ს. ვიც მაინც ბანკის თანამშრომელი გეგონებით, მარა ამ ბანკში არასოდეს მიმუშავია. უბრალოდ მათი კლიენტი ვარ, კმაყოფილი კლიენტი და ვერ ვიტან, როცა ასეთ უაზრობში სდებენ ბრალს.

ეგაა ჩემი კომენტარი

Posted by: Mama_Basili 7 Aug 2012, 23:33
aliexpress.com -ზე ვცდილობ საქართველოს ბანკის ბარათით გადახდახდას და მიწერს 3-D Security Code აუტორიზაციას ვერ გავდივარ და ჩართული არ გაქვსო და ბანკის იაღლიშია ხომ?

Posted by: usaqmurologi 7 Aug 2012, 23:36
QUOTE (usaqmurologi @ 7 Aug 2012, 20:49 )
http://jobs.ge/47512/


ამ ვაკანსიასთან დაკავშირებით მაინტერესებს ხელფასი რამდენი იქნება დაახლოებით ხომ არ იცით?

მიპასუხეთ რაა თუ ვინმემ იცით user.gif

Posted by: Kakha 8 Aug 2012, 09:44
Pinturico
QUOTE
ბანკის თანამშრომელი არ გეგონოთ

ლოლ, დიდი იმედი მაქვს biggrin.gif
თორე ისეთი რაღაცეები დაწერე რომ უცებ შემეშინდა.
ანა ბანაზე კამათიც კი მეზარება, ეს ამბავი რომ რომელიმე უცხოურ ბანკში მოყვეთ არ დაგიჯერებენ არ დაგცინებენ smile.gif))
არ მეგონა თუ მოიძებნებოდა ხალხი ვინც ამის ახსნას შეეცდებოდა smile.gif)))
* * *
იმედია სხვა დანარჩენებს ესმის პროცედურა როგორი უნდა იყოს, და არა კლიენტის პაროლით შესვლა biggrin.gif biggrin.gif
ხო, CIC კოდი რთულ ავტორიზაციაზეა, მარტივზე არაა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: BIOS_999 8 Aug 2012, 10:47
Kakha
CIC კოდი რთულზეცაა და მარტივზეც

რთულის დროს უბრალოდ ბარათის ნომრის (უზერ ნემის) და CIC კოდის გარდა ასევე ერთჯერად კოდსაც გთხოვს.

ზემოთ რაც დაიწერა სრული სიმართლეა, ქოლცენტრში ბარათის ნომერს და CIC ს გთხოვენ იმისთვის რომ გაიარო ავტორიზაცია, აბა რომ დაურეკო და უთხრა რომ ხარ ვიღაც სახელი და გვარი ტელეფონით ხმაზე უნდა გიცნონ რომ ნამდვილად ეგ პიროვნება ხარ? biggrin.gif

ეხლა რაც შეეხება ოპერაციებს, ვერავინ აბსოლუტურად ვერ გააკეთებს ვერანაირ ოპერაციას დამატებითი ერთჯერადი კოდის გარეშე რომლის მიღებაც შეგიძლია ტელეფონზე ან დიჯიპასის საშუალებით. მაქსიმუმ ამ ერთჯერადი კოდის გარეშე შეიძლება საკუთარ ანგარიშებს შორის ოპერაციის გაკეთება, და თუ ვინმეს შენი ანგარიშებიდან რაიმის მოპარვა უნდა შენი ერთი ანგარიშიდან შენივე მეორე ანგარიშზე რომ გადარიცხოს რა მერე?

თუ მაინც არადამაჯერებელი არგუმენტები მოვიყვანე მაშინ დააყენეთ რთული ავტორიზაცია და 3 პარამეტრი დაჭირდება ინტერნეტ ბანკში შესვლას: ბარათის ნომერი ან იუზერი, სი აი სი კოდი და დამათებით ერთჯერადი კოდი

კიიდევ დამატებით ვისაც უნდა რომ ყოველდღიურად აკონტროლოს რომელიმე ბოროტმა ქოლცენტრის ოპერატორმა ხომ არ ჩაინიშნა მისი მონაცემი და ხომ არ ამოწმებს ყოველდღე, შეგიძლიათ ყოველი დღის ბოლოს შეხვიდეთ ინტერნეტბანკში, გადახვიდეთ პარამეტრებში და აირჩიოთ ავტორიზაციების ისტორია სადაც წერია ბოლოს რომელი IP დან მოხდა შესვლა, რამდენი წუთი იყო სესია და ასე შემდეგ.






Posted by: Kakha 8 Aug 2012, 11:10
მოკლედ აქ ისეთი დაბოლება მიდის იძულებული ვარ დავღეჭო ელემენტარული რაღაცეები smile.gif))
ძაან ვწუხვარ რომ ელემენტარული საწყისების ახსნა მიწევს ადამიანებისთვის ვინც თვლიან რომ საბანკო სექტორში გარკვეული არიან, ბარათის ნომერის და პაროლის კონფიდენციალურობის საკითხი თუ განხილვის თემად იქცეოდა ამას ყველაზე ნაკლებად მოველოდი ამ განყოფილებაში.

1) პაროლის, ბარათის ნომრის ან სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის სხვა პირზე გადაცემა უსაფრთხოების წესების დარღვევაა არა მარტო იმიტომ რომ სხვა პირს შეუძლია გამოიყენოს ეს ინფორმაცია არამედ მესამე პირს ეძლევა ამ ინფორმაციის გამოყენების საშუალება მომავალი ტრეკინგის შეუძლებლობის დიდი ალბათობით. საერთოდ ნებისმიერი ნორმალური სისტემის მომხმარებილის პაროლი სისტემის ადმინისტრატორმაც არ იცის, იგი სერვერზე ჰეშირებულად ინახება. და ეს ელემენტარული უსაფრთხოების წესია. ოპერატორის ნდობაზე არაა აქ ლაპარაკი, ვისაც ერთი წიგნი მაინც წაუკითხავს უსაფრთხოებაზე იცის რომ პაროლის გადაცემით მეორე პირზე ხდება თავად ამ პირის უსაფრთხოების დარღვევა, იმატებს არასასურველი პასუხისმგებლობის სფერო რომელსაც პროცედურულად არანაერი დადებითი დატვირთვა არა აქვს.
სატელეფონი ლაპარაკის მოსმენა, ფურცელზე დაწერილი პაროლის დაკარგვა/მოპარვა, კონფლიქტური სიტიაციის ამოხსნა და ა.შ. ეს არის უკვე დაღეჭილი და გადაღეჭილი თემა.

2) მარტივი ავტროზაციის დროს იბანკში შესასვლელად მხოლოდ პაროლი სრულიად საკმარისია, ამის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია კომუნალური და სხვა ნებისმიერი მომსახურების გადახდა, მათ შორის სახაზინო კოდებზე ჩარიცხვა, ჯარიმების გადახდა, მობილურის შევსება და ა.შ.

3) ვიცი ბევრმა მშვენივრად იცის ნორმალური სისტემა როგორ უნდა მუშაობდეს მარა მაინც დავღეჭავ რომ არამცოდნეების დაბოლების მცდელობა გამოვრიცხო. ნომრალურ სისტემაში არის ავტორიცასიის დონეები შესაბამისი როლებით. არის კლიენტის როლი, არის ოპერატორის როლი, არის ადმინისტრატორის როლი და ა.შ. არ იცოდით ხო? wink.gif
ოპერატორის როლი გულისხმობს კლიენტების ინფრმაციის ნახვას გარკვეული შეზღუდვებით. ეს ნიშნავს რომ იგი შედის სისტემაში თავისი პაროლით და არა სხვისი პაროლით (ლოლ), ეს თავის მხრივ სისტემის მართვისთვის და მენჯმენტისთვისაც არის საჭირო როდესაც ჩანს თუ ვინ როდის და რატო რას აკეთებდა სისტემაში. მითუმეტეს როცა ტრანზაქციაზეა ლაპრაკი, ის მარტო კლიენტის ინტერფეისში უნდა ჩანდეს? biggrin.gif biggrin.gif თქვენ ეხლა სერიოზულად მეკამათებით ამ თემაზე? biggrin.gif თქვით რო ხუმრობთ biggrin.gif

4) თუ ოპერატორს ეჭვი აქვს რომ სისტემაში , კერძოდ კლიენტის ინტერფეისში არის პრობლემა/შეცოდმა/ბაგი, მაშინ იგი მიმართვას ადმინისტრატორს რომელიც თავისი პაროლით (და არა კლიენტის პაროლით!) შედის კლიენტის ბარათზე და ნახულობს ინტერფეისზე ასახული ინფორმაცია რამდენად შეესაბამება ბაზაში არსებულს და ბაზაში არსებული რამდენად კორექტულად ასახავს ტრანზაქციებს.

5) ანალოგიურად ბარათის ნომერი, ესეთი აბსურდი პირველად მოვისმინე რომ ოპერატორს ჭირდება კლიენტის ბარათის ნომერი ტრანზაქციების სანახავად (ბარათის ნომერი და არა ანგარიშის!!!) ბარათის ნომერი არის კონფიდენციალური, არ იცოდით ხო? biggrin.gif

სირცხვილია რომ ბანკი იმის მაგვირად რომ თქვან რომ ეს დროებითია და სისტემა დაიხვეწება, აცხადებს რომ ეს ნორმალურია და ასე უნდა იყოს და არანაერად სხვანაერად, ეს ნიშნავს რომ არა მარტო რესურსების უკმარისობასთან გვაქვს საქმე, არამედ ელემენტარულ ცოდნის არქონასთანაც გვაქვს საქმე.

Posted by: Pinturico 8 Aug 2012, 11:12
Kakha
QUOTE

რთულის დროს უბრალოდ ბარათის ნომრის (უზერ ნემის) და CIC კოდის გარდა ასევე ერთჯერად კოდსაც გთხოვს.

ზემოთ რაც დაიწერა სრული სიმართლეა, ქოლცენტრში ბარათის ნომერს და CIC ს გთხოვენ იმისთვის რომ გაიარო ავტორიზაცია, აბა რომ დაურეკო და უთხრა რომ ხარ ვიღაც სახელი და გვარი ტელეფონით ხმაზე უნდა გიცნონ რომ ნამდვილად ეგ პიროვნება ხარ? 

ეხლა რაც შეეხება ოპერაციებს, ვერავინ აბსოლუტურად ვერ გააკეთებს ვერანაირ ოპერაციას დამატებითი ერთჯერადი კოდის გარეშე რომლის მიღებაც შეგიძლია ტელეფონზე ან დიჯიპასის საშუალებით. მაქსიმუმ ამ ერთჯერადი კოდის გარეშე შეიძლება საკუთარ ანგარიშებს შორის ოპერაციის გაკეთება, და თუ ვინმეს შენი ანგარიშებიდან რაიმის მოპარვა უნდა შენი ერთი ანგარიშიდან შენივე მეორე ანგარიშზე რომ გადარიცხოს რა მერე?

თუ მაინც არადამაჯერებელი არგუმენტები მოვიყვანე მაშინ დააყენეთ რთული ავტორიზაცია და 3 პარამეტრი დაჭირდება ინტერნეტ ბანკში შესვლას: ბარათის ნომერი ან იუზერი, სი აი სი კოდი და დამათებით ერთჯერადი კოდი

კიიდევ დამატებით ვისაც უნდა რომ ყოველდღიურად აკონტროლოს რომელიმე ბოროტმა ქოლცენტრის ოპერატორმა ხომ არ ჩაინიშნა მისი მონაცემი და ხომ არ ამოწმებს ყოველდღე, შეგიძლიათ ყოველი დღის ბოლოს შეხვიდეთ ინტერნეტბანკში, გადახვიდეთ პარამეტრებში და აირჩიოთ ავტორიზაციების ისტორია სადაც წერია ბოლოს რომელი IP დან მოხდა შესვლა, რამდენი წუთი იყო სესია და ასე შემდეგ.


ესეც მე ვარ? smile.gif მე მგონი გასაგებად დავწერე მეც და
BIOS_999–მაც როგორია პროცედურა და ამ პროცედურაში საგანგაშო რომ არაფერია.


QUOTE
ეს ამბავი რომ რომელიმე უცხოურ ბანკში მოყვეთ არ დაგიჯერებენ არ დაგცინებენ ))


და ეს რა შუაშია? ოპერაციები ყველა ქვეყანაში და ყველა ბანკს სხვადასხვანაირად აქვს აწყობილი. შენ სხვას და სხვა ქვეყნის ბანკს რას უყურებ? რა არ მოგწონს ამ ოპერაციებში ის დაწერე, თორე სხვაგან რომ სხვანაირადაა ეგ არგუმენტი არ არის.

მე და აქ მყოფმა ბევრმა ადამიანმა ვერ გაიგო რა იყო შენი უკმაყოფილების და აღშფოთების მიზეზი. იმიტომ რომ ამის მიზეზი არ გქონია. სატელეფონო კონსულტაციისას მოგთოვეს იდენტიფიცირების საშუალებას და შენ გაბრაზდი და პრინციპზე დადექი. ეს არ უნდა იყოს საჭიროო.

აბა როგორ უნდა იყოს?

და რომ არის საჭირო, ამით რა შავდება?



Posted by: Kakha 8 Aug 2012, 11:14
პ.ს. კლიენტის იდენტურობისთვის დიდი ხნის წინ შემუშავებული უმარტივესი პროცედურაა - კლიენტის სატელეფონო სიტყვა-კოდი. მაგრამ! ჩემ შემთხვევაში ეს სიტყვა-კოდიც საჭირო არ იყო იმიტომ რომ მე სენსიტიურ ინფორმაციის გაცემას არ ვითხოვდი, მე რეპორტი გავაკეთე სისტემაში ბაგზე და ოპერატორს უბრალოდ უნდა გადაემოწმებინა ეს და თუ მართლა შეცდომა იყო გამოესწორებინა, ვისაც არ უნდა დაერეკა მნიშვენლობა არა აქვს.
* * *
Pinturico
დავწერე როგორიც უნდა იყოს, მე ეხლა ვხედავ რომ მძიმედაა საქმე საქართველოში smile.gif))
იმ ოპერატორზე სულაც არ გავბრაზდი, ზრდილობიანად დავემშვიდობე, აი აქ კი თხვენ გამაოცეთ შავის გათეთრებით, ნუთუ არ ცდონით მოგდით ეს თუ უბრალოდ "გაპრავების" უხეში მცდელობაა? smile.gif))

Posted by: BIOS_999 8 Aug 2012, 11:19
QUOTE (Kakha @ 8 Aug 2012, 11:10 )
მოკლედ აქ ისეთი დაბოლება მიდის იძულებული ვარ დავღეჭო ელემენტარული რაღაცეები smile.gif))
ძაან ვწუხვარ რომ ელემენტარული საწყისების ახსნა მიწევს ადამიანებისთვის ვინც თვლიან რომ საბანკო სექტორში გარკვეული არიან, ბარათის ნომერის და პაროლის კონფიდენციალურობის საკითხი თუ განხილვის თემად იქცეოდა ამას ყველაზე ნაკლებად მოველოდი ამ განყოფილებაში.

1) პაროლის, ბარათის ნომრის ან სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის სხვა პირზე გადაცემა უსაფრთხოების წესების დარღვევაა არა მარტო იმიტომ რომ სხვა პირს შეუძლია გამოიყენოს ეს ინფორმაცია არამედ მესამე პირს ეძლევა ამ ინფორმაციის გამოყენების საშუალება მომავალი ტრეკინგის შეუძლებლობის დიდი ალბათობით. საერთოდ ნებისმიერი ნორმალური სისტემის მომხმარებილის პაროლი სისტემის ადმინისტრატორმაც არ იცის, იგი სერვერზე ჰეშირებულად ინახება. და ეს ელემენტარული უსაფრთხოების წესია. ოპერატორის ნდობაზე არაა აქ ლაპარაკი, ვისაც ერთი წიგნი მაინც წაუკითხავს უსაფრთხოებაზე იცის რომ პაროლის გადაცემით მეორე პირზე ხდება თავად ამ პირის უსაფრთხოების დარღვევა, იმატებს არასასურველი პასუხისმგებლობის სფერო რომელსაც პროცედურულად არანაერი დადებითი დატვირთვა არა აქვს.
სატელეფონი ლაპარაკის მოსმენა, ფურცელზე დაწერილი პაროლის დაკარგვა/მოპარვა, კონფლიქტური სიტიაციის ამოხსნა და ა.შ. ეს არის უკვე დაღეჭილი და გადაღეჭილი თემა.

2) მარტივი ავტროზაციის დროს იბანკში შესასვლელად მხოლოდ პაროლი სრულიად საკმარისია, ამის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია კომუნალური და სხვა ნებისმიერი მომსახურების გადახდა, მათ შორის სახაზინო კოდებზე ჩარიცხვა, ჯარიმების გადახდა, მობილურის შევსება და ა.შ.

3) ვიცი ბევრმა მშვენივრად იცის ნორმალური სისტემა როგორ უნდა მუშაობდეს მარა მაინც დავღეჭავ რომ არამცოდნეების დაბოლების მცდელობა გამოვრიცხო. ნომრალურ სისტემაში არის ავტორიცასიის დონეები შესაბამისი როლებით. არის კლიენტის როლი, არის ოპერატორის როლი, არის ადმინისტრატორის როლი და ა.შ. არ იცოდით ხო? wink.gif
ოპერატორის როლი გულისხმობს კლიენტების ინფრმაციის ნახვას გარკვეული შეზღუდვებით. ეს ნიშნავს რომ იგი შედის სისტემაში თავისი პაროლით და არა სხვისი პაროლით (ლოლ), ეს თავის მხრივ სისტემის მართვისთვის და მენჯმენტისთვისაც არის საჭირო როდესაც ჩანს თუ ვინ როდის და რატო რას აკეთებდა სისტემაში. მითუმეტეს როცა ტრანზაქციაზეა ლაპრაკი, ის მარტო კლიენტის ინტერფეისში უნდა ჩანდეს? biggrin.gif biggrin.gif თქვენ ეხლა სერიოზულად მეკამათებით ამ თემაზე? biggrin.gif თქვით რო ხუმრობთ biggrin.gif

4) თუ ოპერატორს ეჭვი აქვს რომ სისტემაში , კერძოდ კლიენტის ინტერფეისში არის პრობლემა/შეცოდმა/ბაგი, მაშინ იგი მიმართვას ადმინისტრატორს რომელიც თავისი პაროლით (და არა კლიენტის პაროლით!) შედის კლიენტის ბარათზე და ნახულობს ინტერფეისზე ასახული ინფორმაცია რამდენად შეესაბამება ბაზაში არსებულს და ბაზაში არსებული რამდენად კორექტულად ასახავს ტრანზაქციებს.

5) ანალოგიურად ბარათის ნომერი, ესეთი აბსურდი პირველად მოვისმინე რომ ოპერატორს ჭირდება კლიენტის ბარათის ნომერი ტრანზაქციების სანახავად (ბარათის ნომერი და არა ანგარიშის!!!) ბარათის ნომერი არის კონფიდენციალური, არ იცოდით ხო? biggrin.gif

სირცხვილია რომ ბანკი იმის მაგვირად რომ თქვან რომ ეს დროებითია და სისტემა დაიხვეწება, აცხადებს რომ ეს ნორმალურია და ასე უნდა იყოს და არანაერად სხვანაერად, ეს ნიშნავს რომ არა მარტო რესურსების უკმარისობასთან გვაქვს საქმე, არამედ ელემენტარულ ცოდნის არქონასთანაც გვაქვს საქმე.

აი ამის მერე მოდი კამათს აღარ გავაგრძელებ smile.gif

უბრალოდ ეხლა შედი ინტერნეტ ბანკში, ბარათის ნომრით ან იუზერით + CIC კოდით და მობილურზე 5 ლარი ჩაირიცხე ისე რომ დამატებითი ერთჯერადი კოდი არ მოგთხოვოს. ანალოგიურად ცადე ნებისმიერი ოპერაცია გარდა საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვისა და თუ შენ ამას შეძლებ, სულერთია რომელს, დღესვე მივალ ბანკში და ინტერნეტ ბანკს გავაუქმებ smile.gif







Posted by: Pinturico 8 Aug 2012, 11:21
Kakha
QUOTE

2) მარტივი ავტროზაციის დროს იბანკში შესასვლელად მხოლოდ პაროლი სრულიად საკმარისია, ამის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია კომუნალური და სხვა ნებისმიერი მომსახურების გადახდა, მათ შორის სახაზინო კოდებზე ჩარიცხვა, ჯარიმების გადახდა, მობილურის შევსება და ა.შ.


წინა პოსტის დაწერამდე შენ ახალი პოსტი დაგიწერია და ეხლა გამოგეხმაურე.

რაც არ იცი იმას რატომ წერ?

მოდი მოგცემ ჩემი ბარათის ნომერს და CIC კოდს და რაზეც გინდა დაგენიძლავები, ჩემს ანგარიშებს შორის ოპერაციების გარდა ვერანაირ ოპერაციას ვერ განახორციელებ. 1 ლარსაც ვერ ჩარიცხავ მობილურზე.

პ.ს.
BIOS_999
ერთსა და იმავეს რომ ვწერთ მე და შენ იმაზე ვღადაობ smile.gif

ნუ პრინციპში რაც არის და როგორც არის იმას ვწერთ და იმიტომ smile.gif

Posted by: Kakha 8 Aug 2012, 11:25
გამგები გაიგებს და ვისაც გაგება არ უნდა, არც ვეკამათები wink.gif
2-3 წლის მერე შემოდით და იგივე გაიმეორეთ აბა smile.gif)))

Posted by: BIOS_999 8 Aug 2012, 11:31
Kakha
მარტივი ტესტი შემოგთავაზეთ, მეც და Pinturico მაც, შენივე ინტერფეისში ცადე უბრალოდ რაიმე ტრანზაქცია, არააქ მნიშვნელობა რა - გარდა საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვისა , ისე რომ არ მოგთხოვოს დამატებითი ერთჯერადი კოდი და თუ შენ ამას მოახერხებ პირადში გამოგიგზავნი რამდენიმე სააათში ჩემი ინტერნებანკის გაუქმების ხელშეკრულებას smile.gif

თუ ისევ შენ აზრზე ხარ რომ არ ჭირდება ამას არავითარი დამატებითი კოდი, მოდი შენ ნუ ეტყვი ნურავის შენს CIC ს (რომელიც მხოლოდ საქართველოს ინტერნეტ ბანკის გვერდისთვის არსებობს და ყველაფერი სხვისთვის გამოუსადეგარია) და პასვორდს (რომელიც პინის ქვეშ წერია და მხოლოდ ჯორჯიან ქარდის სისტემაში გამოიყენება) ხოლო მე და დანარჩენი ალბათ ბევრი კლიენტი ისევ ვისარგებლებთ ქოლ ცენტრის და ინტერნეტ ბანკის მომსახურებით smile.gif




აი ის თემაა რა, ამასწინებზე სადღაც ვკითხულობდი: საკრედიტო ბარათიდან თანხა რომ გავანაღდე ხომ გადავიხადე განაღდების საკომისიო და შემოტანის დროს მეორედ რატო მახდევინებთო smile.gif

Posted by: Kakha 8 Aug 2012, 11:33
ველოდები სერიოზულ არგუმენტებს, არასერიოზულ კამათში არ ჩავერთვები smile.gif)))

Posted by: _Lali_ 8 Aug 2012, 11:39
წავიკითხე აქ დაწერილი პოსტები და ერთი რამ მაინტერესებს: როცა რაღაცის გარკვევა მინდა და ვრეკავ ბანკში. რა უნდა მკითხოს ოპერატორმა და რა ინფორმაცია უნდა მივაწოდო მე, რომ შეძლოს ნახოს ჩემს ბარათსა და ანაგრიშებზე რა ხდება და გამოასწოროს პრობლემა. იქნებ ამიხსნათ ვინმემ

Posted by: BIOS_999 8 Aug 2012, 11:44
_Lali_
ბარათის ნომერი ან იუზერ ნეიმი (თუ დაყენებული გაქვს) და CIC კოდი, იგივე ინტერნეტ ბანკის პაროლი

თუმცა ზემოთ მოყვანილი პოსტებიდან არ გვაძლევენ იმის რეკომენდაციას რომ ეს მონაცემი ვინმეს (ბანკის ქოლ ცენტრის ოპერატორს) გავანდოთ.

Posted by: _Lali_ 8 Aug 2012, 12:06
BIOS_999
QUOTE
თუმცა ზემოთ მოყვანილი პოსტებიდან არ გვაძლევენ იმის რეკომენდაციას რომ ეს მონაცემი ვინმეს (ბანკის ქოლ ცენტრის ოპერატორს) გავანდოთ.

ჰოდა ეგ რომ წავიკითხე, იმიტომ ვიკითხე, იქნებ ვინმე კომპეტენტურმა გვითხრას სინამდვილეში რა უნდა გვკითხოს ოპერატორმა, რომ არ შეგვეშინდეს რაიმესი?

Posted by: BIOS_999 8 Aug 2012, 12:12
_Lali_
კომპეტენტურობას გააჩნია რითი ზომავ smile.gif

გადარეკე ქოლ ცენტრში და გაიგებ რასაც გკითხავენ და უმარტივესია, თუ ამ ინფოთი რასაც გასცემ, შენ დაზარალდები და ამას დაამტკიცებ, შეგიძლია ბანკსაც უჩივლო


ზემოთ მოყვანილი არგუმენტი რომ არ უნდა მისცე ეს ინფო ქოლ ცენტრის ოპერატორს, მე პირადად აზრს ვერ მაცვლევინებს, იმიტომ რომ ვერ მიმტკიცებს რომ დამატებითი ერთჯერადი კოდის გარეშე (რომელიც ისევ და ისევ ჩემს მობილურზე მოდის და აქტიურია მხოლოდ 3 წუთის განმავლობაში ან გენერირდება დიჯიპასის მეშვეობით რომელიც მე გადმომეცა) შეიძლება რაიმე არაკეთილსინდისიერი ჩაიდინოს ოპერატორმა







Posted by: _Lali_ 8 Aug 2012, 12:26
BIOS_999
გასაგებია ყველაფერი.

უბრალოდ, ბევრჯერ მითქვამს კოდიც და ნომერიც, მაგრამ არაფერი არ მომხდარა. არც კი მიფიქრია, რომ რაღაცა ცუდს ვაკეთებდი. უბრალოდ, აქ რომ წავიკითხე პოსტები, მას მერე გამიჩნდა ეს კითხვა.

QUOTE
დამატებითი ერთჯერადი კოდის გარეშე (რომელიც ისევ და ისევ ჩემს მობილურზე მოდის და აქტიურია მხოლოდ 3 წუთის განმავლობაში ან გენერირდება დიჯიპასის მეშვეობით რომელიც მე გადმომეცა) შეიძლება რაიმე არაკეთილსინდისიერი ჩაიდინოს ოპერატორმა

ეს 100%-იანია!

Posted by: Pinturico 8 Aug 2012, 13:49
_Lali_
QUOTE
უბრალოდ, ბევრჯერ მითქვამს კოდიც და ნომერიც, მაგრამ არაფერი არ მომხდარა


და ვერც მოხდებოდა smile.gif

QUOTE
არც კი მიფიქრია, რომ რაღაცა ცუდს ვაკეთებდი. უბრალოდ, აქ რომ წავიკითხე პოსტები, მას მერე გამიჩნდა ეს კითხვა.


უფრო სწორად ერთი იუზერის მცდარი შეშფოთება იყო ეგ, თორემ რეალურად საგანგაშო არაფერი მომხდარა.

მაგაზე უფრო საგანგაშოა ბარათის ანგარიშსწორებისას (ბენზინგასამართსადგურებზე ან რესტორნებში განსაკუთრებით) ოპერატორის ან ოფიციანტის ხელში მოხვდება თქვენი ბარათი.

გასნაკუთრებით ხშირია შემთხვევები რესტორნებში, რადგან მიღებული პრაქტიკაა მოტანილ ანგარიშში ბარათის ჩადება. შემდეგ ამ ანგარიშის ბარათთან ერთად წაღება და მოტანა.

რომ ამოიწეროს ვინმემ ბარათის ნომერი და CVV2 კოდი (სამნიშნა ან ოთხნიშნა ბარათის უკანა მხარეს განთავსებული) დიდი საფრთხის მატარებელია.

თუ ლოხია, სავარაუდოდ აჭარაბეთზე ან მსგავს ტოტალიზატორში გადარიცხავს და ადვილად მიაკვლევთ აღმოჩენის შემთხვევაში.

თუ არც ისე ლოხი, რომელიმე უცხოურ საიტზე გამოიყენებს და მერე სდიე იმ უცხოურ საიტს და უმტკიცე, რომ არაკანონიერად მოხდა შენი ბარათის გამოყენება და მოგცენ ინფორმაცია, ვის სახელზეა ანგარიში, ვინც ბარათი გამოიყენა.

ეს იმ შემთხვევაში თუ სმს ბანკი გაქვთ გააქტიურებული ან ინტერნეტბანკის საშუალებით აკონტროლებთ დანახარჯებს. თუ არა, მაშინ დიდი შანსია დიდი ხნის განმავლობაში ვერც მიხვდეთ.

აი სადაა რეალური საფრთხე დამალული და არა ბანკის ქოლ ცენტრის ოპერატორისთვის CIC კოდის გამხელაში smile.gif

Posted by: _Lali_ 8 Aug 2012, 14:03
Pinturico
მე მომივიდა ერთხელ (ოღონდ ამ ბანკში არა, სხვა ბანკში) ასეთი რამ: ბარათზე არ მქონდა არაფერი და უცებ მირეკავენ ბანკიდან, თქვენი ბარათიდან ხდება რუსეთში რაღაც ტურისტულ ფირმაში თანხის გადარიცხვა და დავბლოკეთ ბარათიო. ვერ მივხვდი, რანაირად მოახერხეს და ვინ საერთოდ. და კიდევ ის გამიკვირდა, ბანკს რომ ასეთი რეაქცია ჰქონდა და დაბლოკა ბარათი, იქნება და მე ვრიცხავდი იმ თანხას. თანხა რომ არ იყო, ეგეც არაფერს წყვეტდა, რადგან მინუსებშიც გავსულვარ და პრობლემა არ მქონია.

Posted by: Pinturico 8 Aug 2012, 14:50
_Lali_
QUOTE
მე მომივიდა ერთხელ (ოღონდ ამ ბანკში არა, სხვა ბანკში) ასეთი რამ: ბარათზე არ მქონდა არაფერი და უცებ მირეკავენ ბანკიდან, თქვენი ბარათიდან ხდება რუსეთში რაღაც ტურისტულ ფირმაში თანხის გადარიცხვა და დავბლოკეთ ბარათიო. ვერ მივხვდი, რანაირად მოახერხეს და ვინ საერთოდ. და კიდევ ის გამიკვირდა, ბანკს რომ ასეთი რეაქცია ჰქონდა და დაბლოკა ბარათი, იქნება და მე ვრიცხავდი იმ თანხას. თანხა რომ არ იყო, ეგეც არაფერს წყვეტდა, რადგან მინუსებშიც გავსულვარ და პრობლემა არ მქონია.


ყველა ეგეთი ოპერაცია დასტურდება ბანკის ოპერატორის მიერ. ოპერატორს აქვს უფლევა ეჭვი შეიტანოს ტრანსაქციაში და დაუკავშირდეს ბარათის მფლობელს დაზუსტებისთვის.

ძალიან კარგად მოქცეულა ის ბანკი, რომ არ დაიკიდა და შეგატყობინა.

Posted by: ._. 9 Aug 2012, 15:11
Pinturico
QUOTE

QUOTE
რომც გქონდეტ ინტერნეტბანკინგის პაროლი არავითარ შემთხვევაში არ გასცეთ ეს ინფო -- არც ბანკის თანამშრომელზე არც სხვა ვინმეზე
აი ამას რომ წერ, რატომ წერ შენთვითონ თუ გესმის? რომ გასცე რა რო? სხვა პირზე გასაგებია, მაგრამ ბანკის ნებისმიერი ოპერატორი ნებისმიერი ადამიანის ანგარიშებს ხედავს. და რა შავდება იმით, რომ ვიღაცას ინტერნეტ ბანკის პაროლს აძლევ?



ბანკის თანამშრომელს აქვს სისტემა, რომელშიც ანგარიშებზე ოპერაციებს ახორციელებს -- მას ჩემს ინტერნეტბანკინგზე წვდომა არ ჭირდება და არც უნდა ჰქონდეს.

* * *
ხო ერთიც -- ელემენტარულად შესაძლებლობა არსებობს ინტერნეტბანკში შეცვალო ტელეფონის ნომერი რომელზეც ტრანზაქციის დასადასტურებელი კოდი მოდის. მიდი და ამტკიცე მერე, რომ შენ არ გაგიკეთებია ტრანზაქცია. ამიტომ cic კოდს ნუ აბაზრებთ, ვისაც უნდა ჰქონდეს წვდომა ინფოზე და ტრანზაქციებზე ისედაც აქვს.

Posted by: amadeus 10 Aug 2012, 14:56
რა ჭირს აიბანკს? ტრანზაქციას არ აკეთებს

Posted by: Pinturico 11 Aug 2012, 02:09
amadeus



QUOTE
რა ჭირს აიბანკს? ტრანზაქციას არ აკეთებს

რას გიწერს?

Posted by: Did_Giorgi 11 Aug 2012, 15:01
amadeus
მომდევნო სამუშაო დღესო? ასე დაგიწერა?

Posted by: amadeus 13 Aug 2012, 17:29
არა სმს-ს არ აგზავნიდა და რამოდენიმე ხნის მერე ერთიანად მოამესიჯა

Posted by: mamachemi 16 Aug 2012, 12:22
საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკის სახელით თუ ლაპარაკობ მემგონი აჯობებდა რაღაცაში გაურკვეველი კლიენტებისთვის მიგეხედათ (ფორუმზე) ვიდრე ძალიან მაგარი ბანერისთვის smile.gif

პ.ს. მაგალითად ჩემთვის

Posted by: Did_Giorgi 16 Aug 2012, 13:00
mamachemi
რა გაქვს გაურკვეველი?
თუ არ იკითხე აქ, ვინ გამოიცნობს?

Posted by: gvaska 20 Aug 2012, 13:48
თქვენ ბანკები არ უნდა გერქვათ - რასაც თქვენ აკეთებთ, არის მარტივი მევახშეობა, - უმძიმეს ფორმებში...!

საბოლოო ჯამში, იპოთეკური სესხი, რომელსაც რატომღაც 13% ასაღებთ - გამოდის ლამის 100% !!!



სულ გადასახდელი თანხაა - 73 302.03

ძირი - 38 982.12

პროცენტი!!!!!!!!!!!!! - 33 407.44

Posted by: Pinturico 21 Aug 2012, 12:57
gvaska
QUOTE
საბოლოო ჯამში, იპოთეკური სესხი, რომელსაც რატომღაც 13% ასაღებთ - გამოდის ლამის 100% !!!


დამშვიდდი მეგობარო. 13% არის წლიური საპროცენტო განაკვეთი და ვინაიდან იპოთეკური სესხები გრძელვადიანია, ის ძალიან "ძვირდება"


აი 13% რომ არის წლიური ეგ უფრო საწუწუნო, იმიტომ რომ ძალიან მაღალია იპოთეკური სესხისთვის.

თუმცა ეგ კონკრეტულად რომელიმე ბანკის ბრალი არ არის, ზოგადად პოლიტიკაა ეგეთი უკუღმართი.

Posted by: gvaska 21 Aug 2012, 17:41
Pinturico
QUOTE
ბანკის ბრალი არ არის, ზოგადად პოლიტიკაა ეგეთი უკუღმართი.


უკაცრავად, და უკუღმართ საბანკო პოლიტიკას კლიენტებს აბრალებთ, თუ როგორ არის თქვენი საქმე????????

ბანკებს რომ სათანადო ღირსება გააჩნდეთ და საბანკო ეთიკას იცავდნენ, კლენტებზე რომ ზრუნავდნენ და ხელისუფლების სათამაშოდ და ქისად არ იყვნენ ქცეული, ასეთი სამარცხვინო და ბანდიტური პოლიტიკაც არ ექნებოდათ!

ასე რომ, ნუ ამართლებ....

Posted by: Pinturico 22 Aug 2012, 02:11
gvaska
QUOTE
ხელისუფლების სათამაშოდ და ქისად არ იყვნენ ქცეული


ამას ვამბობ მეც smile.gif

რა უნდა თქვა, როცა ერთი ბანკის გენერალური დირექტორი ყოფილი პრემიერ მინისტრის ძმა არის. მეორე ბანკის გენერალური დირექტორი - თავად იყო ყოფილი პრემიერი.

Posted by: Did_Giorgi 23 Aug 2012, 00:31
gvaska
Pinturico
თემას ხომ არ გადაუხვიეთ?
პოლიტიკის განყოფილება ცოტა ზემოთაა
yes.gif

Posted by: ScrewDriver 23 Aug 2012, 05:02
QUOTE (gvaska @ 20 Aug 2012, 13:48 )
თქვენ ბანკები არ უნდა გერქვათ - რასაც თქვენ აკეთებთ, არის მარტივი მევახშეობა, - უმძიმეს ფორმებში...!

საბოლოო ჯამში, იპოთეკური სესხი, რომელსაც რატომღაც 13% ასაღებთ - გამოდის ლამის 100% !!!



სულ გადასახდელი თანხაა - 73 302.03

ძირი - 38 982.12

პროცენტი!!!!!!!!!!!!! - 33 407.44

lol.gif lol.gif სად ვკვდებით facepalm.gif

დეტალურად დაწერე აბა თვეში რამდენს იხდი
და რამდენი ხანი უნდა იხადო, დამაინტერესა როგორ
ანგარიშებენ პროცენტს

Posted by: mamachemi 23 Aug 2012, 21:31
Did_Giorgi

ჩემი ზემო კითხვა რომელსაც უპასუხე მხოლოდ ერთ ასე ვთქვათ 'ნიკს' უკან მყოფი ადამიანთა ჯგუფისკენ იყო მიმართული. 'მის' მიერ გაცემული პასუხი შედარებით რთულ საბანკო კითხვებზე, და არა პოლიტიკანარევ-გამრავლებისარცოდნა პოსტებზე, იქნებოდა იმ ადამიანებისათვის მისაღები ვისაც ეს კითხვები გაუჩნდათ. დავაზუსტებ ჩემ ნათქვამს გაუგებარი რომ არ დარჩეს: არავისთან პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ მირჩევნია კონკრეტულად ამ თემის 'სპეციალისტმა' გამცეს სათანადო პასუხი.

პ.ს. ჩემი კითხვა თუ გაინტერესებს 2-3 გვერდის იქით დევს wink.gif

Posted by: Gam3Master 24 Aug 2012, 00:04
იმ ნომერზე რომელზეც ანგარიში მაქვს გახსნილი და პლასტიკური ბარათი მაქვს, როგორ შევამოწმო ანგარიში? ანუ რა ნომერზე რა სმს უნდა გავგზავნო რომ თანხა რამდენი მაქვს მაჩვენოს

Posted by: Pinturico 24 Aug 2012, 00:16
Gam3Master


http://bankofgeorgia.ge/retail/ge/remote-banking/sms-banking

ამ ლინკზეა ყველა სასურველი ოპერაციის სმს ტექსტი

Posted by: giorguna22 24 Aug 2012, 00:43
გამარჯობათ, მოკლედ ასეთი რაღაც მინდა რომ გავაკეთო... გამოვიტანო იპოთეკური სესხი, ამ სესხით შევიძინო ბინა (ანუ ეს ბინა იყოს იპოთეკაში და + ერთი ჩემი ბინა აახლოებით 40 000დოლარიანი ) და ყოველთვე ვიხადო 500-600 ლარი, სესხიც მინდა დაახლოებით ეგრე 40 -50 000...გამოვა?

Posted by: Did_Giorgi 24 Aug 2012, 01:25
giorguna22
QUOTE
გამოვა?

შემოსავლის წყარო გაქვს რამე?
ხელფასი, დივიდენდი, ბიზნესი, იჯარა .... ????

ისე არ გამოვა
ლომბარდსა და ბანკს შორის არის განსხვავება yes.gif
* * *
mamachemi

QUOTE
ჩემი ზემო კითხვა რომელსაც უპასუხე მხოლოდ ერთ ასე ვთქვათ 'ნიკს' უკან მყოფი ადამიანთა ჯგუფისკენ იყო მიმართული. 'მის' მიერ გაცემული პასუხი შედარებით რთულ საბანკო კითხვებზე, და არა პოლიტიკანარევ-გამრავლებისარცოდნა პოსტებზე, იქნებოდა იმ ადამიანებისათვის მისაღები ვისაც ეს კითხვები გაუჩნდათ. დავაზუსტებ ჩემ ნათქვამს გაუგებარი რომ არ დარჩეს: არავისთან პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ მირჩევნია კონკრეტულად ამ თემის 'სპეციალისტმა' გამცეს სათანადო პასუხი.


ძალიან ბრჭყალებიანი პოსტი გამოგივიდა ხო იცი
თუ რამის თქმა გინდა, პირდაპირ თქვი, შემოვლითი გზებით მე პირადად ძალიან დამაბნიე და ვერაფერიც ვერ გავიგე რას ითხოვ და ვისგან
ან პოლიტიკა რა შუაშია?

QUOTE
ჩემი კითხვა თუ გაინტერესებს 2-3 გვერდის იქით დევს

შენ თუ პასუხის მიღება გაინტერესებს მაგ კითხვაზე, შეგიძლია ''დააქვოთო'' და წამოწიო წინ. ფორუმია ეს და არავინ არაა ვალდებული ვინმეს რამე საკითხზე პასუხი გასცეს, მითუმეტეს ოფიციალური ნიკები არ არსებობს, მიუხედავად დასახელებისა და მსგავსებისა. უბრალოდ ნიკია და ვსიო. user.gif


Posted by: mamachemi 24 Aug 2012, 02:52
Did_Giorgi

პირდაპოირ გეტყვი: ეს კითხვა შენ არ გეხებოდა და არც მე მაინტერესებდა შენგან პასუხი, მაგრამ რადგან ჩემი ნათქვამი დააციტირე ღირსად ჩაგთვალე რომ ამეხსნა. ეს კითხვა იყო საქართველოს ბანკის ნიკის მიმართ. ბრჭყალებზე გრამატიკის წესების ახსნას იმედია არ მომთხოვ. ასე გვიან რომ მომწერე ჩავთვლი რომ დაღლილი ხარ და ბოლომდე ვერ გაშიფრე რაც მე დავწერე. ერთისიტყვით შენთან არაფერი მაქვს სადაო. და ნიკს რაც შეეხება თუ კარგად დააკვირდები ეგ ნიკი 'უბრალო' ნიკი არ არის. smile.gif

Posted by: giorguna22 24 Aug 2012, 09:41
Did_Giorgi
QUOTE
შემოსავლის წყარო გაქვს რამე?ხელფასი, დივიდენდი, ბიზნესი, იჯარა .... ????ისე არ გამოვალომბარდსა და ბანკს შორის არის განსხვავება 

რა თქმა უნდა.
850 ლარი ხელფასი...ბიზნესი არა

Posted by: baqari1001 24 Aug 2012, 18:57
giorguna22
ნუ საკმაოდ ბევრ სესხს ითხოვ. 40-50 ათასის გაცემა ეგრე ადვილი არაა
იპოთეკაზე შეილება დალაპარაკება კრედიტ ოფიცრებთან, მარა მაგხელა სესხი მაგ ხელფასზე არ გამოვა

Posted by: ArxeoptericS 24 Aug 2012, 21:48
სალამი ))

ესეიგი ნაცნობმა აიღო ექსპრესს კრედიტი(200გელა), ნუ არ იხდიდა პროცენტებსაც, ბოლოს დაურეკეს და უთხრეს რომ სრულად უნდა დაფარო სესხი ამა და ამ დროს თორემ სასამართლოს გადავცემთო biggrin.gif

რეალურად რა ხდება მაგ დროს? არ მუშაობს და მასზე არაფერი არ არის გაფორმებული.

ანუ ზუსტად მაინტერესებს თუ არ შეიტანა რა მოხდება, ფოსტით მოუვა წერილი კიდევ?

Posted by: giorguna22 24 Aug 2012, 22:33
baqari1001
QUOTE
ნუ საკმაოდ ბევრ სესხს ითხოვ. 40-50 ათასის გაცემა ეგრე ადვილი არაა
იპოთეკაზე შეილება დალაპარაკება კრედიტ ოფიცრებთან, მარა მაგხელა სესხი მაგ ხელფასზე არ გამოვა

არ მესმის რატომ არ უნდა მომცენ, ლოგიკას რომ მივვეთ პირიქით, სიხარულით უნდა გამომატანონ რაც შეიძლება მეტი სესხი, 50 000 დოლარის გარანტად ორ ბინას ვდებ, რომელთაგანაც თვითეული ღირს დაახლოებით ეგ თანხა, ვერ გადავიხდი და ორმაგ მოგებას ნახულობს ბანკი? მუღამს ვერ ვიგებ რატომ არ უნდა გაიცეს ამ დროს სესხი? (რა და რა პრობლემაა შესატანის დროულად შეტანა, სულ რო წამოვიდე სამსახურიდან ავდგები და ორივე ბინას გავაქირავებ და ქირიდანაც კი თავისუფლდ დავფარავ ყოველთვიურ 500-600 ლარს)

Posted by: dima z3stafan 25 Aug 2012, 19:10
გამარჯობათ.

პლასტიკურ ბარათზე რა თანხა მაქვს ამჟამად შემიძლია ამის ინტერნეტით გაგება?

ვინმემ ამიხსენით და მასწავლეთ რაა.

Posted by: salaga 25 Aug 2012, 23:09
გამარჯობათ, თუ ვინმემ იცით ან გამოცდილება გაქვთ დამეხმარეთ რა წინასწარ მადლობა smile.gif

ესეიგი იპოთეკური სესხის აღება მინდა ბინით უზრუნველყოფით ბინა დაახლოებით 60 ათასი $ ღირს და ბანკი ალბათ სადღაც 30 ათასათ$ შეაფასებს ხო? თან პარალელურად მაქვს სესხი 18ათასი ლარი TBC ში და მინდა რომ ამ ახალი სესხით ეს ძველიც გადავფარო, რეფინანსება გავაკეთო, შემოსავალი 1500GEL (პრემიების გარეშე).
როგორც ვიცი საქართველოს ბანკს აქვს 13%დან მაგრამ მე ბოგ ში ისტორია არ მაქ და ალბათ დაახლოებით 24 % ში დამიმტკიცდება? . გირაოსთვის მინდა დარჩენილი თანხა და იმედია იპოთეკური სესხის მიზნობრიობაში შედის გირაოც .
რას მირჩევთ, შეიძლება თუარა რეფინანსება და ა.შ თქვენი იმედი მაქ biggrin.gif smile.gif smile.gif

Posted by: NikoloZoid 26 Aug 2012, 00:25
dima z3stafan

სმს ბანკი ჩაირთე და მესიჯის ველში acc გააგზავნე 4444-ზე

ან ინტერნეტ ბანკი უნდა გაიაქტიურო. ნებისმიერ სერვის ცენტრში მოახერხებენ მაგას 2 წუთში

ibank.ge

Posted by: Did_Giorgi 26 Aug 2012, 18:30
salaga
შემოსავლის წყარო რა გაქვს? მაგითი უნდა დაგეწყო
QUOTE
როგორც ვიცი საქართველოს ბანკს აქვს 13%დან მაგრამ მე ბოგ ში ისტორია არ მაქ და ალბათ დაახლოებით 24 % ში დამიმტკიცდება?

არასწორ დასკვნებს აკეთებ, ისტორიაზე არაა დამოკიდებული პროცენტი იმგვარად, შენ როგორც წარმოგიდგენია smile.gif

ხელფასი გაქვს ხო ალბათ? დაწერე რამდენი და დაგითვლის ვინმე ღვთისნიერი რამდენი გამოგივა

Posted by: ArxeoptericS 26 Aug 2012, 18:31
იქნებ მეც მიპასუხოთ? (((

//////////

Posted by: Did_Giorgi 26 Aug 2012, 18:39
ArxeoptericS
QUOTE
იქნებ მეც მიპასუხოთ?


რავიცი აბა, რა გიპასუხო შენს კითხვაზე
200 ლარს რომ ვერ ფარავს შენი ნაცნობი ძალიან ცუდია.
ბანკის მხრიდან არამგონია მეტი სანქცია გატარდეს გარდა მის სახელზე არსებული ქონების დაყადაღებისა და შეტყობინებების გაგზავნისა

საკრედიტო ისტორია გაუფუჭდება კიდევ

სხვა მეტი რაღა უნდა მოუვიდეს, 200 ლარს ვერ იხდის კაცი biggrin.gif

Posted by: ArxeoptericS 26 Aug 2012, 19:00
Did_Giorgi
აუ რამდენია მასეთი იცი biggrin.gif

საერთოდაც ცუდი პოლიტიკა აქვს SB-ს, თუ ვერ იხდი % 1.5 თვის განმავლობაში სრულად დაფარვას გთხოვენ და სასამართლოთი გემუქრებიან smile.gif

წერილი მოუვა ხომ სახლში ფოსტიდან?

Posted by: salaga 26 Aug 2012, 19:08
QUOTE (Did_Giorgi @ 26 Aug 2012, 18:30 )
salaga
შემოსავლის წყარო რა გაქვს? მაგითი უნდა დაგეწყო
QUOTE
როგორც ვიცი საქართველოს ბანკს აქვს 13%დან მაგრამ მე ბოგ ში ისტორია არ მაქ და ალბათ დაახლოებით 24 % ში დამიმტკიცდება?

არასწორ დასკვნებს აკეთებ, ისტორიაზე არაა დამოკიდებული პროცენტი იმგვარად, შენ როგორც წარმოგიდგენია smile.gif

ხელფასი გაქვს ხო ალბათ? დაწერე რამდენი და დაგითვლის ვინმე ღვთისნიერი რამდენი გამოგივა

შემოსავლის წყარო ხელფასი და როგორც უკვე ვთქვი 1500 ლარი .

"რამდენი გამოგივა" ეგ ხელფასიდან გამომდინარე? მე ვთქვი ბინით უზრონველყოფა თქო

ანუ რამდენია პროცენტი? და შეიძლება თუარა იპითეკური სესხის ნაწილი თანხით სხვა სესხი გადავფარო ნაწილით კიდე ბინა ვიგირაო? biggrin.gif

ღვთისნიერო ხალხო დამეხმარეეეეეეეეეეთ smile.gif smile.gif

Posted by: baqari1001 26 Aug 2012, 20:19
QUOTE (giorguna22 @ 24 Aug 2012, 22:33 )
baqari1001
QUOTE
ნუ საკმაოდ ბევრ სესხს ითხოვ. 40-50 ათასის გაცემა ეგრე ადვილი არაა
იპოთეკაზე შეილება დალაპარაკება კრედიტ ოფიცრებთან, მარა მაგხელა სესხი მაგ ხელფასზე არ გამოვა

არ მესმის რატომ არ უნდა მომცენ, ლოგიკას რომ მივვეთ პირიქით, სიხარულით უნდა გამომატანონ რაც შეიძლება მეტი სესხი, 50 000 დოლარის გარანტად ორ ბინას ვდებ, რომელთაგანაც თვითეული ღირს დაახლოებით ეგ თანხა, ვერ გადავიხდი და ორმაგ მოგებას ნახულობს ბანკი? მუღამს ვერ ვიგებ რატომ არ უნდა გაიცეს ამ დროს სესხი? (რა და რა პრობლემაა შესატანის დროულად შეტანა, სულ რო წამოვიდე სამსახურიდან ავდგები და ორივე ბინას გავაქირავებ და ქირიდანაც კი თავისუფლდ დავფარავ ყოველთვიურ 500-600 ლარს)

არა ეგრე არ ხდება. ბანკი კლიენტის გაყიდული ქონებიდან არანაირ მოგებას არ იღებს. გინდ ბინა იყოს გინ ოქრო იღებს მხოლოდ თავის ფულს, დანარჩენი ნამეტი თანხა ისევ პატრონს უბრუნდება. და როცა ქონების გაყიდვაზე მიდის საკითხი ეგ როგორც კლიენტს ისე ბანკს არ აწყობს, ნუ გგონიათ რო აი ვერ გადაიხადე და 1ის ფასად 2 ბინა შერჩა ბანკს და აშენდა, ეგრე არ ხდება. ეგ არის საკუთარი ფულის ამოღების უკიდურესი ზომა. და სესხი ისევ ხელფასზე ან სხვა შემოსავალზეა დამოკიდებული. მარტო იმიტო რომ კაი ბინები გაქვს მაგის უზრუნველყოფით სესხი არ გაიცემა
* * *
salaga
მიდი და კონკრეტულად კრედიტ ოფიცერს დაელაპარაკე, ესე არა მგონია ვინმემ გიპასუხოს, და თუ კი ეგეც ძაან ზედაპირულად.

საერთოდ იპოთეკური სესხები წლიური 13%-დან იწყება

Posted by: Luca Brasi 27 Aug 2012, 11:16
გუშინ დამჭირდა 20 დოლარი.
20 დოლარი და არა მისი ექვივალენტი ლარებში.
დიღმის მასივში ახლომახლო 3 ბანკომატია. (ერთ-ერთი სერვისცენტრშია განთავსებული)
არცერთ ბანკომატში 100 დოლარიანი კუპიურის მეტი არ აღმოჩნდა. რა უბედურებაა? 50 იანი რო მაინც ყოფილიყო კიდე არაუშავდა.
პირველი შემთხვევა არ არის. რატო არ აქცევენ ყურადღებას?

Posted by: ,Katie 27 Aug 2012, 18:32
ინტერნეტ ანკს რამდენ ხანში ჩამირთავენ რომ მივიდე რომელიმე ფილიალში?

და პირადობის გარდა მჭირდება რამე კიდევ?

არ წამაკითხოთ წინა გვერდები

იქნებ მიპასუხოთ

ხვალ მინდა გავაკეთო მაგრამ ბევრი დრო არ მაქვს და user.gif



Posted by: baqari1001 27 Aug 2012, 21:12
Luca Brasi
QUOTE
რატო არ აქცევენ ყურადღებას?

ეგ არ ნიშნავს რო გამოილა სხვა კუპიურები, საერთოდ არ ალაგია 100იანების გარდა სხვა კუპიურები

,Katie
ბარათი უნდა გქონდეს და რიგი თუ არ დაგხვდა 10 წუთი მაქსიმუმ

Posted by: ,Katie 27 Aug 2012, 21:49
baqari1001


მაქვს ბარათი.

მადლობა

აუ, ხვალ მგონი დასვენებაა, მარიამობაა.

იმუშAვებს საქ. ბანკი? mo.gif

Posted by: Luca Brasi 27 Aug 2012, 21:58
baqari1001
QUOTE
ეგ არ ნიშნავს რო გამოილა სხვა კუპიურები, საერთოდ არ ალაგია 100იანების გარდა სხვა კუპიურები

მით უმეტეს.

Posted by: Did_Giorgi 27 Aug 2012, 22:13
,Katie
QUOTE
იმუშAვებს საქ. ბანკი?

იმუშავებს კი, ოღონდ ცოტა ფილიალი
2 444 444 დარეკე და გეტყვიან რომლები მუშობენ

salaga
QUOTE
"რამდენი გამოგივა" ეგ ხელფასიდან გამომდინარე?

კი, ნამდვილად
ბინა არაა გადამწყვეტი, მთავარია შენი შემოსავალი ემსახურებოდეს სესხს
ბანკს არ სჭირდება ბინა, ურჩევნია თავისი პროცენტები აიღოს დავიდარაბის გარეშე

QUOTE
შეიძლება თუარა იპითეკური სესხის ნაწილი თანხით სხვა სესხი გადავფარო ნაწილით კიდე ბინა ვიგირაო?

ეგ იპოთეკური სესხი არ გამოდის, თუმცა შეგიძლია მაგ მიზნობრიობის გაკეთება

იპოთეკური სესხის მიზნობრიობა შეიძლება იყოს სულ 3 ვარიანტი:
1) ბინის/სახლის/სხვა უძრავი ქონების შეძენა
2) ბინის/სახლის/სხვა უძრავი ქონების გარემონტება
3) აშენება

შენ რაც გინდა ეგაა სამომხმარებლო სესხი, უბრალოდ უზრუნველყოფილი
მიდი ფილიალში და გამოგივა იმედია სესხი smile.gif

Posted by: salaga 27 Aug 2012, 23:25
Did_Giorgi

გაიხარე, მადლობა

Posted by: GeorgioGe 28 Aug 2012, 13:35
ამერიკან ექსპრესის რევარდსი გერმანიაში რომ ვიხმარო პროცენტებში გავიწეწები?
რომელი ჯობია პირდაპირ ვიყიდო მაღაზიაში თუ ბანკომატიდან გამოვიტანო

Posted by: Did_Giorgi 29 Aug 2012, 00:37
GeorgioGe
მაღაზიაში იხმარე პირდაპირ, განაღდებაში გაიწეწები
არამარტო ამექსში, ნებისმიერ ნორმალურ ბარათში
user.gif

Posted by: gektor21 29 Aug 2012, 09:55
დღეს მეტროში ვნახე expresscard.ge და არ შედის
made in saqartvelo და რამე? givi.gif

Posted by: achi-anchabeli 29 Aug 2012, 13:53
ბრიტანეთის დროშის ფონზე რეკლამა რა პონტია? smile.gif მესმის, ლონდონის ბირჟა და ა.შ, მაგრამ მაინც ცუდად მომხვდა თვალში ქართული ბანკი და ბრიტანეთის დროშა, კოლონიური მენტალიტეტი გამახსენდა smile.gif

Posted by: baqari1001 29 Aug 2012, 23:53
achi-anchabeli
QUOTE
კოლონიური მენტალიტეტი გამახსენდა

და ეს რა შუაშია? მაინცდამაინც ისტორიის მცოდნე არ ვარ მარა საქრთველო ბრიტანეთის კოლონია რომ არ ყოფილა ეგ კი ზუსტად ვიცი

Posted by: Gig@ 30 Aug 2012, 14:37
QUOTE

QUOTE
კოლონიური მენტალიტეტი გამახსენდა

და ეს რა შუაშია? მაინცდამაინც ისტორიის მცოდნე არ ვარ მარა საქრთველო ბრიტანეთის კოლონია რომ არ ყოფილა ეგ კი ზუსტად ვიცი


მენტალიტეტზე ამბობს.

Posted by: disagree 31 Aug 2012, 18:17
Did_Giorgi
საქართველოს ბანკში მერიცხება ხელფასი, 2006 წლიდან მაქვს სესხები სტუდენტური, სამომხმარებლო, არასოდეს დავალიანება არ მქონია, მაქვს ამერიკან ექსპრესი, რომლიდანაც თანხის 50 პროცენტს ვიყენებ მხოლოდ. წელიწადნახევრის წინ უარი მიტხრეს სტუდენტურ სესხზე, მიზეზი ვერ მიტხრეს მე ვჩქარობდი ,მივედი ტბსი ბანკში სადაც უპრობლემოდ მომცეს 1000 ლარი, რომელიც უკვე დავფარე, სხვა ბანკთან არ მაქვს შეხება არანაირი. დღეს მივედი სესხისთვის მეუბნებიან უარს, სხვა ბანკთან გაქვს პრობლემებიო, წავედი საკრედიტოში სადაც მეუბნებიან არანაირი პრობლემა არ გაქვსო, მივედი ტბსში რა პრობლემა რას ამბობთო. სად წავიდე ახლა არ მინდა თიბისი სახელფასე ბარათიდან მეჭრება თანხა და კომფორტულია, სად გავარკვიო რა პრობლემაა ასეთი. ხელფასი 600 ლარი მაქვს.

Posted by: Did_Giorgi 31 Aug 2012, 18:45
disagree
QUOTE
, სად გავარკვიო რა პრობლემაა ასეთი.

რაგითხრა აბა
წესით საკრედიტო ექსპერტმა უნდა გითხრას რა პრობლემაცაა
თუ ვერ გაარკვიე, მომწერე შენი პირადი ნომერი და საკრედიტო ისტორიას გადაგიმოწმებ. ზუსტად მაინც გეცოდინება რა გჭირს smile.gif

Posted by: disagree 31 Aug 2012, 20:04
Did_Giorgi
საკრედიტო ეხსპერტმა პუშკინის ქუჩაზე მიტხრა რომ არ მაქვს არანაირი პრობლემა. კიდევ რომ ვცადო განაცხადის გაკეთება?

Posted by: Did_Giorgi 31 Aug 2012, 22:21
disagree
გააკეტე განაცხადი, ოღონდ ოპერატორთან ნუ შეავსებ, საკრედიტო ექსპერტთან და ყველაფერს დეტალურად გაივლით/გაარკვევთ smile.gif

Posted by: disagree 1 Sep 2012, 15:21
Did_Giorgi
კი ეგრე ვაპირებ, მაგრამ უკვე მოგვიანებით, უბრალოდ მეშინია რამე პრობლემა არ იყოს და არ დამაჯარიმონთქო, მაგრამ რახან მითხრა ექსპერტმა , რომ არ მაქვს არანაირი დარღვევა, პირდაპირ იქ გავაკეთებ. მადლობა ყურადღებისთვის.

Posted by: shota199408 1 Sep 2012, 22:00
მაქვს საქართველოს ბანკის მაქსიმა ბარათი.იტალიიდან ჩამირიცხეს თანხა ,მივედი ბანკომატში და დამხვდა იმ თანხის ნახევარი .რაღაც ნაწილი გამოვიტანე დღეს შევამოწმე და 500ლარი არის მიმატებული იმ თანხაზე კიდევ არ არი იმდენი რამდენიც უნდა იყოს და ეს რა მომსახურებაა თქვენც თუ შეგქმნიათ ესეთი პრობლემები

Posted by: AquariuMANIAK 1 Sep 2012, 22:36
ხალხო პორტირებას რომ აცხადებენ გაამართლა?

საქართველოს ბანკში მაქვს ძალიან კარგი კრედიტისტორია 2010-იდან დღემდე

აქცია რას ნიშნავს ანუ შანსები რამდენად მაღალი მაქვს რო სხვა ბანკიდან სესხი რომ დავარეპორტო ?




Posted by: Did_Giorgi 2 Sep 2012, 01:20
AquariuMANIAK

პორტირება სიტყვაა უბრალოდ, რომელიც რეკლამაში ჩაჯდა smile.gif

შენ გადახდა შეიძლეი და სურვილი გამოთქვი, თორემ არამარტო სხვა ბანკის კლიენტებზე ვრცელდება ეგ შეღავათები.
მითუმეტეს თუ საქ. ბანკში გაქვს ისტორია

როგორც რეკლამაშია რა: მაინც ჯობია საკრედიტო ექსპერტს გაესაუბროთ smile.gif

Posted by: ERM0NIA 2 Sep 2012, 13:27
მეგაპოპულარული ჯგუფი Maroon 5 უფლებადამრღვევ “საქართველოს ბანკის” წინააღმდეგ

“საქართველოს ბანკს” მსოფლიოში მეგაპოპულარული ჯგუფი Maroon 5-ის საპროდიუსერო კომპანია ქართულ სასამართლოში უჩივლებს. სკანდალურ ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო “ექსპრესნიუსი” ავრცელებს.
პროდიუსერების აზრით, “საქართველოს ბანკმა” მათი სავტორო უფლება დაარღვია, როცა მისი ჰიტი “Moves Like Jagger” უნებართვოდ საკუთარ სარეკლამო კლიპში გამოიყენა.
ამის შესახებ “ექსპრესნიუსის” Maroon 5-ის გენერალურმა პროდუსერმა მაკს მარტინმა განუცხადა, რომელმაც „ექსპრესნიუსის“ კითხვებს მეილითა და სოციალური ქსელით უპასუხა.
მისი თქმით, საავტორო უფლების დარღვევის შესახებ პირეველად შეიტყო.
პროდიუსერმა განაცხადა, რომ კონსულტაციებს გაივლის ამერიკელ იურისტებთანაც. მარტინმა აღნიშნა, რომ მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით უხდება საავტორო უფლებეის დარღვევის წინაამდეგ ბრძოლა.
მარკ მარტინი Maroon 5 –ის ალბომების პროდიუსერიცაა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკმა გამოუშვა კლიპი, სადაც გამოყენებული ჯგუფის ჰიტი “Moves Llike Jagger”.
საქართველოს ბანკი მსგავს სკანდალში პირველად არ ეხვევა, გასულ წელს მან კომპანია “ფოლკსვაგენის” რეკლამის კოპირებაც მოახდინა.

http://www.argumenti.ge/?p=2023

Posted by: ვიღაცაგადარეული 2 Sep 2012, 13:31
QUOTE
მეგაპოპულარული ჯგუფი Maroon 5 უფლებადამრღვევ “საქართველოს ბანკის” წინააღმდეგ

“საქართველოს ბანკს” მსოფლიოში მეგაპოპულარული ჯგუფი Maroon 5-ის საპროდიუსერო კომპანია ქართულ სასამართლოში უჩივლებს. სკანდალურ ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო “ექსპრესნიუსი” ავრცელებს.
პროდიუსერების აზრით, “საქართველოს ბანკმა” მათი სავტორო უფლება დაარღვია, როცა მისი ჰიტი “Moves Like Jagger” უნებართვოდ საკუთარ სარეკლამო კლიპში გამოიყენა.
ამის შესახებ “ექსპრესნიუსის” Maroon 5-ის გენერალურმა პროდუსერმა მაკს მარტინმა განუცხადა, რომელმაც „ექსპრესნიუსის“ კითხვებს მეილითა და სოციალური ქსელით უპასუხა.
მისი თქმით, საავტორო უფლების დარღვევის შესახებ პირეველად შეიტყო.
პროდიუსერმა განაცხადა, რომ კონსულტაციებს გაივლის ამერიკელ იურისტებთანაც. მარტინმა აღნიშნა, რომ მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით უხდება საავტორო უფლებეის დარღვევის წინაამდეგ ბრძოლა.
მარკ მარტინი Maroon 5 –ის ალბომების პროდიუსერიცაა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკმა გამოუშვა კლიპი, სადაც გამოყენებული ჯგუფის ჰიტი “Moves Llike Jagger”.
საქართველოს ბანკი მსგავს სკანდალში პირველად არ ეხვევა, გასულ წელს მან კომპანია “ფოლკსვაგენის” რეკლამის კოპირებაც მოახდინა.

http://www.argumenti.ge/?p=2023


ნეტა აახიონ ბლომად ფული.

Posted by: GURAMI19 2 Sep 2012, 13:52
მეტროებში მუშაობს ბანკები დღეეს ?

Posted by: SysOp 2 Sep 2012, 14:01
GURAMI19
რამდენადაც ვიცი ისვენებენ smile.gif



ეს ჩემგან საქათველოს ბანკს boli.gif
user posted image
* * *
Tel : 2 444 444

Posted by: NikoloZoid 2 Sep 2012, 15:58
GURAMI19

მეტროები და ექსპრეს ს/ც-ები მუშაობენ

Posted by: baqari1001 2 Sep 2012, 16:07
shota199408
მიდი ბანკში და ნახე ამონაწერი აქ ვინ რა იცის რა ჩაგერიცხა და რა არა


Posted by: Did_Giorgi 2 Sep 2012, 23:04
ERM0NIA
ტრუხაა
ისევე როგორც ეფლის და 1 მილიარდი დოლარის ხუთცენტიანების ამბავი.

რამე არაქართული წყარო დადე აბა, გუგლი ხო ყველასია.
ვიღაცას შეშურდა და რაღაც ახალშობილ საინფორმაციო საიტს დაუკვეთა სკანდალი
sad.gif

ვიღაცაგადარეული
QUOTE
ნეტა აახიონ ბლომად ფული.

ფული რომ აახიონ, სესხზე პროცენტი გაგეზრდება tongue.gif facepalm.gif
* * *
GURAMI19
მუშაობდნენ კი
ყოველ დღე მუშაობს
* * *
QUOTE
საქართველოს ბანკი მსგავს სკანდალში პირველად არ ეხვევა, გასულ წელს მან კომპანია “ფოლკსვაგენის” რეკლამის კოპირებაც მოახდინა.

კი, სერიოზული სკანდალი იყო
არ გახსოვთ 1 თვე დაკეტილი იყო ბანკის ყველა სერვისცენტრი facepalm.gif

Posted by: ვიღაცაგადარეული 2 Sep 2012, 23:30
Did_Giorgi
სესხი არ მაქვს, რაც რიგებში მალოდინეს მყრალ მეტროებში სუ ყელში ამოადინონ smile.gif

ერთი apple მაც უჩივლოს იმ კუბისთვის ოფისთან რო წამოჭიმეს.

მაგარი პლაგიატი სასტავია :|

პახოდუ ნაგავი სკამები გაქვთ gigi.gif ვერც ვეყუდები ნორმალურად ვერც ვჯდები. spy.gif

Posted by: Did_Giorgi 2 Sep 2012, 23:42
ვიღაცაგადარეული
QUOTE
ვერც ვეყუდები ნორმალურად ვერც ვჯდები.

ფეხზე დადექი მაშინ, რა გიყო აბა? ან შენი სკამით მოდი.

პ.ს. არ დაიწყო ეხლა კლიენტი და ა.შ. აქ ყველანი ფორუმელები ვართ yes.gif

QUOTE
ერთი apple მაც უჩივლოს იმ კუბისთვის ოფისთან რო წამოჭიმეს.

biggrin.gif კარგი რა
კუბი, როგორც გეომეტრიული (პლანიმეტრია უფრო) ფიგურა არავის დაუპატენტებია და გამოყენება შეზღუდული არაა
შენ გგონია სადაც მართკუთხა სამკუთხედი ხატია, ყველა პითაგორას უხდის საავტორო უფლების გადასახადს? biggrin.gif biggrin.gif
საერთოდაც ეფლმა ვაშლი რა პონტში აიღო სიმბოლოდ? მაგათია? ვის რა გადაუხადეს??

Posted by: GURAMI19 2 Sep 2012, 23:49
Did_Giorgi


მადლობა smile.gif

Posted by: ERM0NIA 3 Sep 2012, 00:51
Did_Giorgi
QUOTE
ვიღაცას შეშურდა

კაი... smile.gif )))

Posted by: paparesta 3 Sep 2012, 13:52
ეს ბანკი თავის პროდუქტებს სულ სხვებს რომ პარავს , არალიცენზირებულ პროდუქციას იყენებს სარეკლამოდ რა პონტია ?
ბირჟაზე გასვლას ურჩევნია ცოტა ფული გადაუხადოს მუსიკების ავტორებს თავის დეგენერატ კლიპებში რომ აპიარებს , უბრალოდ სირცხვილია maroon 5 მენეჯერმა შემთხვევით ნახა კლიპი და უჩივლა , მაგრამ რამდენი ასეთი რეკლამა აქვს გაკეთებული და მუსიკის ავტორები და ლიცენზია გამოყენების არ გახსენებიათ (თოვლის ქლიბი ბაბუის სიმღერას ვგულისხმობ 2 წელი რომ ახადეს ტვინი) .... ფულის გადახდა არ უნდათ და თვითონ ხალხს ტყავს აძრობენ ...
აპლმა რომ სამსუნგს აარტყა ისეთი ჯარიმა კარგი იქნებოდა smile.gif რამდენი ქართველი გაიხარებს




Posted by: ._. 3 Sep 2012, 14:38
QUOTE
ბრალოდ სირცხვილია maroon 5 მენეჯერმა შემთხვევით ნახა კლიპი და უჩივლა

კიდევ კარგი მიკ ჯაგერს არ უნახავს იუტიუბის ვერსია -- ბოლოში ენჯი-ს რომ მღერის ტიპიsmile.gif

QUOTE
რამდენი ქართველი გაიხარებს

facepalm.gif

Posted by: Flasher 3 Sep 2012, 17:41
http://www.expresscard.ge/ როდიდან? smile.gif

Posted by: baqari1001 3 Sep 2012, 18:59
paparesta
გასკდი ბოღმით რამდენიც არ უნდა აარტყან მაინც მეტი დარჩება

Flasher
მალე smile.gif ოქტომბრისთვის დაახლოებით

Posted by: paparesta 3 Sep 2012, 21:33


QUOTE
გასკდი ბოღმით

ბოღმით არა პ---ე გავსკდი smile.gif

თავისი პროდუქტის შექმნის ან კეთების ტ---ი თუ არ გაქვს , დააყენე ერთ ადგილას ის ტ---ი და ისე წველე ....

Posted by: Flasher 3 Sep 2012, 22:10
baqari1001
QUOTE
მალე  ოქტომბრისთვის დაახლოებით

პირობები? smile.gif

Posted by: Did_Giorgi 3 Sep 2012, 22:10
paparesta
http://internet.ge/?l=GE&m=3&sm=0&ID=10261

ცენზურა დაიცავი მაინც
ტირეები არ შველის საქმეს biggrin.gif
--% ვორნი გაწყობს? biggrin.gif

Posted by: baqari1001 4 Sep 2012, 00:53
Flasher
ანუ იქნება ჩვეულებრივი ბარათი თავისი ანგარიშებით. განსხვავება რა არი ეხლანდელი ბარათებისგან. ეხლანდელი ბარათით როცა მაღაზიაში რამეს ყიდულობ უნდა პოს ტერმინალში ჩადო ბარათი, შეიყვანი პინ კოდი, შემოწმდეს ლიმიტი, ამოიბეჭდოს ქვითარი, მოაწერო ხელი და ვსიო. თუ რამე 1-2 ლარიანს ყიდულობს ადამიანი საკმაოდ დიდი პროცედურაა. ესქპრეს ბარათს უბრალოდ შეახებ პოს ტერმინალს და ვსიო გადახდილია. ამ დროს არც ანგარიში მოწმდება არც არაფერი იბეჭდება და არც არაფერს აწერ ხელს. ესე შესაძლებელი იქნება 20 ან 50 ლარამდე დაიხარჯოს. როგორ უნდა აღდგეს ლიმიტი როცა ეს დაიხარჯება, ან საიდან არის ის 20 ან 50 ლარი ანგარიშზე და ა.შ. დაწვრილებით ბანკში აგიხსნიან როცა გაყიდვაში ჩავა ეს ბარათები.

paparesta
უკომენტაროდ მარა
QUOTE
პ---ე

ნამდვილად ვერ გავიგე რითი გასკდი

Did_Giorgi
საღოლ ეგრეც მეგონა
yes.gif yes.gif wink.gif

Posted by: Flasher 4 Sep 2012, 15:29
baqari1001
http://www.interpressnews.ge/ge/ekonomika/212278-qsaqarthvelos-bankiq-khval-akhali-thaobis-plastikuri-barathis-prezentacias-gamarthavs.html

Posted by: ._. 4 Sep 2012, 17:48
paparesta
მორჩი ახლაsmile.gif
რა თავისი პროდუქტი ტო, სიმღერა დაადეს კლიპს/ცეკვას -- რასაც უკვე 4 წელია აკეთებენ (სანტას სერიის რეკლამები)...
სხვათაშორის, ნებისმიერ რეკლამას ადევს მუსიკა და არც ერთი არ არის (მე მგონი) დაწერილი რეკლამის გამკეთებლების მიერsmile.gif (ნუ კომპოზიტორები შტატში რომ იშვიათად ყავთ ფაქტია)...

Posted by: baqari1001 4 Sep 2012, 19:59
Flasher
ხო ეგაა რა. იქნება ალბათ დეტალურად განხილული

Posted by: apocalips 4 Sep 2012, 22:01
QUOTE
სიახლე "სილქნეტისა" და "კავკასუს ონლაინის ინტერნეტ მომხმარებლებისათვის 
ტექსტი

მოგესალმებით,
სიახლე "სილქნეტისა" და "კავკასუს ონლაინის" ინტერნეტ მომხმარებლებისათვის.
გაცნობებთ რომ საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკის გვერდით www.ibank.ge სარგებლობას შეძლებთ იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი პროვაიდერის მიერ ინტერნეტ მომსახურება შეზღუდულია დავალიანების გამო.
თქვენ შეუფერხებლად შეძლებთ დაფაროთ ინტერნეტის დავალიანება და შეასრულოთ თქვენთვის სასაურველი ნებისმიერი სხვა საბანკო ოპერაცია სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკის საშუალებით.
საქართველოს ბანკი



ძალიან სასიამოვნო სიახლეა.
რესფექთ

Posted by: Did_Giorgi 5 Sep 2012, 00:37
Flasher
მალე იქნება, მალე smile.gif
იტესტება პროდუქტი
თან უკვე ოფიციალური პრეზენტაციაც შედგა
http://commersant.ge/?id=11235
5 სექტემბერს 11 საათზე.

Posted by: kuduxona 5 Sep 2012, 10:09
11% -ად იპოთეკურ სესხს რა შემთხვევაში გაასცემთ?

Posted by: cannabis 5 Sep 2012, 12:14
Flasher
QUOTE
როდიდან

დღეიდან bis.gif

Posted by: Flasher 5 Sep 2012, 22:02
ეს ვერ გავიგე: "MasterCard Standard: სახელფასო პროგრამაში ჩართული ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის – არ მოითხოვება; სხვა შემთხვევაში – 50 ლარი" ანუ სახელფასო ანგარიშს შეიძლება რომ მივაბა?

Posted by: cannabis 6 Sep 2012, 01:37
Flasher
კი, სასურველიცაა. არ მოგიწევს აპარატიდან შევსება, პირდაპირ ანგარიშიდან აიღებს თანხას.

Posted by: Flasher 6 Sep 2012, 09:12
cannabis
QUOTE
კი, სასურველიცაა. არ მოგიწევს აპარატიდან შევსება, პირდაპირ ანგარიშიდან აიღებს თანხას

როცა ორგანიზაციას სახელფასზო ანგარიშზე ბანკომატიდან განაღდების საკომისიო 0% აქვს, მაშინ რა ხდება?

Posted by: cannabis 6 Sep 2012, 10:40
Flasher
QUOTE
როცა ორგანიზაციას სახელფასზო ანგარიშზე ბანკომატიდან განაღდების საკომისიო 0% აქვს, მაშინ რა ხდება?

რჩება 0%, ბარათი ჩაენაცვლება.

Posted by: oneandgo 6 Sep 2012, 18:59
Saqartvelos banko mogityan monopolisti dedis traki, mogityan gasiebuli ufrosi. Ori dgea chamovedi tbilisshi da ukve nervozi amkida:studenturi barati moulodnelad gafuchda dges ki chveulebriv metromanze pay boxidan xut lars vrickhavdi gafucda da fuli mobilurzd gadamatanines. Reklamaze ra gaaketet saavtoro uflebebi gadatalet. Filialebshi saertod ra khdeba imkhela rigia da iseti ukhariskho momsakhureba guli agereva. Mokled mogitkyant banki provimciuli yleoba
* * *
საშინელი ბანკია მდარე ხარისხის. ფულის ჩარიცხვა მინდოდა ერხელ ვიზა ბარათზე და იმხელა რიგი იყო სურვილი გამიქრა. როდემდე უნდა ჩაგრავდეს ამ ქვეყანაში ყველა და ყველაფერი ხალხს.

Warning:
+20%
უცენზურო და შენი თქმისა არ იყოს - პროვინციული ლექსიკა!

Posted by: ივანიჩ 7 Sep 2012, 00:00
იქნებ ვინმე ღვთისნიერმა მითხრას საქართველოს ბანკის არცერთი საიტი რატომ არ მუშაობს? yes.gif

არც სბ24
არც ბოგ.გე
არც არაფერი

Posted by: Did_Giorgi 7 Sep 2012, 00:16
baqari1001
oneandgo
თემას გადაუხვიეთ და ერთმანეთის შეურაცხყოფაზე გადადიხართ.
წავშლი თქვენს წინა პოსტებს. მასეთი სტილით აღარ გააგრძელოთ კამათი, გთხოვთ..
* * *
IVANICHA
თითქოსდა მუშაობს, ეხლა ვნახე.
ბრაუზერის ქეში იქნება გასაწმენდი

Posted by: cannabis 7 Sep 2012, 00:59
IVANICHA
შენ ინტერნეტს ჭირს რაღაც smile.gif

Posted by: baqari1001 7 Sep 2012, 01:59
Did_Giorgi
ვსიო მე პირადად ბოდიშს ვიხდი პროსტა ვინმეს რამე თუ არ მოსწონს ცოტა უფრო ზრდილობიანადაც შეილება დაწეროს

Posted by: oneandgo 7 Sep 2012, 03:28
Did_Giorgi
ვსიო მე პირადად ბოდიშს ვიხდი პროსტა ვინმეს თუ არ მოსწონს ჩემი კომენტარი ცოტა უფრო ზრდილობიანადაც შეილება დაწეროს

Posted by: aleko91 7 Sep 2012, 08:09
დაგროვებადი ანაბრის განხნა მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე biggrin.gif biggrin.gif

პირველადი შენატანი: 100
ყოველთვიური შენატანის მოცულობა: 100
ანაბრის ვადა: 12 თვე
ესეიგი 12 x 100 = 1200 + პირველადი შენატანი 100 = 1300 და ამას კიდე + პროცენტი

საქ. ბანკის საიტზე კი ასეა biggrin.gif0
user posted image


მაკლებთ ფულს მომატების მაგივრად? biggrin.gif

http://bankofgeorgia.ge/retail/ge/deposits/accumulative-deposit

Posted by: BIOS_999 7 Sep 2012, 15:01
aleko91
პირველადი შენატანი რომ სექტემბერში გააკეთო მაგ კალკულატორში იგულისხმება რომ მომდევნო შენატანს ოქტომბერში გააკეთებ


ანუ ჯამში 1200 ლარს შეიტან

დანარჩენს კი გითვლის კალკულატორი

Posted by: BGI 8 Sep 2012, 12:18
ყველას ვთხოვ გადაამოწმოთ თქვენი ანგარიშები საქართველოს ბანკში ფულს იპარავენ. მე მომიპარეს ანგარიშიდან 48 ლარი სადგაც გაქრა და არც ერთ ტრანზაქციაში არ ჩანს. ბანკში რომ ვრეკავ მეუბნებიან პროგრამული შეცდომაა მაგრამ უკვე 5 დღეა არ ასწორებენ ყოველ დგე იგივე პასუხი მაქ ეგ რომ არ შემემჩნია მე არც შეწუხდებოდნენ მაგ ფულის დაბრუნებაზე. აგიტომაც გადაამოწმეთ ყველამ იქნებ არა მარტო მე მაქ ეგეტი პრობლემა 5 დღე რაგაც ტყუილებს მეუბნებიან და მე როგორც მომხმარებელს ჩემი უფლებები გამაჩნია და რომელსაც ეგენი ყურადღებას არ აქჩევენ. ვისაც ეგეტი პრობლემაც გააჩნია დაწერეთ აქ რომ ერთად ვიმოქმედოთ.
თან იმასაც არ უარყოფენ რომ მართლა სადგაც ბანკში ტრიალებს ეგ ფული და რატომდა როდის დაბრუნდება ჩემ ანგარიშზე პასუხს არ მცემენ.
პიროვნება ბანკში რომელიც მაგ ტყუილს მეუბნება ლია მარკარაშვილია და არ უნდა სხვა უფრო კომპეტენტურ პირს რომ დამაკავშიროს

Posted by: Couperwood 8 Sep 2012, 12:48
QUOTE
საქართველოს ბანკში ფულს იპარავენ. მე მომიპარეს ანგარიშიდან 48 ლარი

აბა იმხელა სათაოს აშენება ხომ უნდოდა... smile.gif)

პ.ს. დაგიბრუნებენ. რათქმაუნდა ცუდი ფაქტია, მაგრამ შენც ამძაფრებ. მიდი ოფისში, ამონაწერი მოითხოვე ანგარიშიდან და ერთ დღეს რომ ნაშთი 48 ლარით მეტი გექნება და მეორე დღეს ოპერაციის გარეშე 48 ლარით ნაკლები სთხოვე აგიხსნან... მარტივად მოგვარდება ასე მგონია.

QUOTE
მეუბნებიან პროგრამული შეცდომაა

უფრომ მგონია რომ პროგრამ(ისტ)ული შეცდომა იქნება... smile.gif)

Posted by: BGI 8 Sep 2012, 13:12
ყველაზე სასაცილო ამ სიტუაციაში ის არის ეხლა რომ დაურეკე და უტხარი ან მეტკი ეხლავე შეასწორებთო ამ შეცდომასო ან ვიგაცა კომპეტენტური პირთან დამაკავშირებთო ან მეტკი ყველა ფორუმზე დავწერო მაგას იმის შემდეგ რაც აქ ფორუმზე დავდე და 10 კაცმა ნახა ეგ განცხადება ეგრევე დამირეკეს და მითხრეს გამოვასწორეთო მაგრამ ჯერ ვერ ვამოწმებ იბანკში ვერ შევდივარ ტაკ ჩტო ჯერ არ ვიცი. კაროჩე სანამ საქვეყნოდ არ გამოაქვეყნებ შენ პრობლემას ბანკთან კაციშვილი ხელს არ გაანძრევს. შემდეგში მეცოდინება. ანუ მაგათ არ უნდათ რომ მაგათი პრობლემები ყველამ გაიგოს კლიენტები დაეკარგებატ მაგრამ მაინც ჯობია ყველამ თქვენი ანგარიშები გადაამოწმეთ. ვინ იცის მასე რამდენს მოუვიდა და დაუბრუნეს თუ არა თანხები.
* * *
ეხლა შევამოწმე და დაბრუნდა თანხა ანგარიშზე ვიმედოვნებ რომ აგარ განმეორდება ეგ პრობლემა მარა დგეიდან სულ გადავამოწმებ ჩემ ნაშტებს და უფრო ყურადგებით ვიქნები ჩემ ანგარიშებთან

Posted by: Baiateo 8 Sep 2012, 21:58
BGI

რაღაც იქნება ორჯერ დაბლოკილი და ვერ ხვდებიან. ამას წინათ ორი კვირა ნერვები მაგლიჯეს. ნორდსტრომს ქონდა თურმე ორჯერ დაბლოკილი ერთიდაიგივე თანხა და ვერ გაიგეს ვერაფრით

Posted by: giorgi575 8 Sep 2012, 22:02
.............................
.............

Posted by: gandagana 8 Sep 2012, 22:05
საქვეყნოდ გამოქვეყნება ამ კუთხით არაფერ შუაში არ იყო ( ამის გამო არ გასწორებულა რომ აქ ან სხვაგან დადეთ პოსტი) თქვენ ისედაც ინფორმირებული იყავით რომ ეს პრობლემა მოგვარდებოდა და თუ ვერ იცდიდით დროის ფაქტორს ვგულისხმობ შემოგთავაზეთ გამოსავალი ... ამ შემთხვევაში ლიმიტის გაზრდა და ბანკომატიდან თქვენი თანხის (რაც გაკლდათ ანგარიშზე) განაღდება ან გადარიცხვა ეს თქვენი გადასაწყვეტი იყო მაგრამ არ ისურვეთ .... ვისაც კი ქონია საქართველოს ბანკთან შეხება იცის რომ არც ერთი თეთრი არ იკარგება და სამართლიანად უბრუნდება მფლობელს
ბანკი ყველანაირად ცდილობს და ეცდება თქვენს დახმარებას ასეთ შემთხვევებში
მთავარია ეს ყველაფერი სწორი კუთხით დაინახოთ და უსამართლოდ არ დაადანაშაულოთ სხვა

Posted by: spider77 8 Sep 2012, 22:56
BGI

ისე შეურაცხყოფად არ მიიღო, მაგრამ ზედმეტი კლაოზნიკობა და პანიკა არაა ხოლმე საჭირო.





P.ს. - საქართველოს ბანკის თანამშრომელი არ ვარ და მიკერძოებაში ნუ დამადანაშაულებთ.

Posted by: BGI 9 Sep 2012, 01:11
ერთი სიტყვით ჩემი ფული ჩემ ანგარიშზე უნდა იყოს და არა სადმე ბანკში ტრიალებდეს ეგ 100 ჯერ გაგიმეორეთ ტელეფონში და იმისთვის მაქ ანგარიში მანდ რომ იდოს ფული და თქვენ რომ მთავაზობდით 15 წუტით ლიმიტის გაზრდა იმისათვის რომ გამოვიტანო მე ეგ არ მაწყობდა თან 24 საათიან სერვის მაგაზე ვერ მთავაზობდით ანუ ჩემთვის ეგ გამოსავალი არ იყო. ბოლოს და ბოლოს ბანკია და ეგეტი რამეები არ ეპატიება.

მეორე კლიაუზნიკობა და პანიკა ეგ არ არის. შენ რომ მოგვსლოდა ეგეტი რამე მე არ ვიცი როგორ მოიქცეოდი მაგრამ მე ვარ საქართველოს მოქალაქე და ჩემი უფლებები გამაჩნია და მომხმარებელთა უფლების დაცვის კოდეკში წერია თუ გამყიდველი ანუ იგივე ბანკი ამ შემთხვევაში დაზიანებულ ან პრობლემულ პროდუგტს გტავაზობს შენ უფლება გაქ რომ მოთხოვო რომ ეგ პროდუკტი შეიცვალოს იმავეში ან მსგავს პროდუკტში რაც მე მოვთხოვე და მაგაზე უარი განაცხადეს.

მესამე 5 დგის განვალობაში კაციშვილმა არაფერი არ იმოკმედა და სანამ ფორუმზე არ დაიდო და მე მანამდე გავაფრთხილე ბანკის თანამშრომელი. და ეგეთ რაგაცეებზე უფროსებს უნდა შეატყობინონ და ბანკს ზედმეტი საქვეყნოდ გამოქვეყნებული პრობლემები არ სჭირდება. ბანკი ერთი შეხედულობით უნდა იყოს უპრობლემო და ეგეთი ნუანსი როგორც ანგარიშიდან ფულის დაკარგვა არის ცუდი პრაკტიკა ბანკისთვის და მისი ავტორიტეტი და ნდობა ვარდება მაგიტომაც იმის მერე რაც გამოვაქვეყნე ეტყობა უფროსობამ წაიკითხა და ბრძანა რომ ეგრევე გამოესწორებინათ ეგ პრობლემა და ზუსტად 10 15 წუთში გამოსწორდა. 4 დღეში რომ გამოესწორებინათ ეგ თემაც აქ არ გაჩნდებოდა.

ხოდა ბოლოს და ბოლოს კონკრეტული პასუხის მიღებაც ვერ შევძელი თქვენგან როდის გამოსწორდება ეგ პრობლემა ანუ იმ ვადებს თქვენ რომ ამბობდით ყველას გადააცილეთ თან თქვენ თვითონ თქვით რომ 3 დგის ვადაში უნდა გასწორდეს ეგეთი პრობლემები და რის გამო მოხდა ეგ პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ ჩემ ანგარიშზე და რატომ არ ჩანდა ეგ თანხა არც ერთ ამონაწერში. (პროგრამული შეცდომა რომ ყოპილიყო ყველას მოუვიდოდა ეგრე)

ფაქტი სახეზეა

"საქვეყნოდ გამოქვეყნება ამ კუთხით არაფერ შუაში არ იყო" = თქვენ აქ რომ დაწერეთ უკვე იმას ნიშნავს რომ თქვენ შეამოწმეთ ფორუმები და სპეციალურად დაწერეთ ეგეთი პოსტი რომ თქვენი ბანკის სახელი გამოასწოროთ. ფაქტი სახეზეა რომ მაინც მაგის გულიზე გამოსწორდა ჩემი ანგარიში. ეგეთი პოლიტიკაა ყველა სხვილ ორგანიზაციაში და საპირისპიროს ნუ მიმტკიცებთ ეხლა არავინ არ იტყვის თქვენი ბანკისგან რომ ეგ მაგის გამო გამოსწორდა.



Posted by: tseke 9 Sep 2012, 02:04
BGI
თქვენ თუ ფიქრობთ რომ ყველა პრობლემური ზარის შემდეგ რომელიმე ბანკის თანამშრომელი მითუმეტეს "უფროსობა" ფორუმზე იწყებს ქექვას ცდებით. 48 ლარი კიდევ 48 თეთრი არ არის რო დაკარგულიყო ან ბანკს თქვენი ანგარიშიდან ჩუმად მოეხსნა

Posted by: shuka 9 Sep 2012, 02:15
http://www.expresscard.ge/
პირობებია საიტზე რომ იყოს დეტალურად კარგი იქნებოდა..
დაგროვილ Express ქულებს გადაცვლით უფასო მგზავრობაზე
რამდენ ლარზე რამდენი ქულაა შეუძლია ვინმეს მითხრას?
რამდენი ქულა რამდენი ,,პრაეზდი"_ა?
საკომისიო რამდენია როცა სავაჭრო ობიექტში რამეს ყიდულობ? (გარდა იმისა რომ 1 ლარს იხდი თვეში მომსახურებისას)

Posted by: Couperwood 9 Sep 2012, 09:20
QUOTE
48 ლარი კიდევ 48 თეთრი არ არის რო დაკარგულიყო ან ბანკს თქვენი ანგარიშიდან ჩუმად მოეხსნა

biggrin.gif biggrin.gif
დაიცა კაცო 48 თეთრის დაკარგვა ან ჩუმად მოხსნა მოსულა ?!


Posted by: BGI 9 Sep 2012, 11:30
ვსე ეგ თემა ამოწურა თავისი შეგიძლიათ დახუროთ.

Posted by: salaga 9 Sep 2012, 13:47
დღეს ჩავართვევინე ინტერნეტ ბანკი ჩვეულებრივად მომხმარებლის სახელში ბარათის ნომერი ჩავწერე და კოდში CIC კოდი შემდეგ შევედი და ავტორიზაციის პანელიდან სასურველი კოდი და მომხმარებლის სახელი დავაყენე და ეხლა რამდენი შევდივარ მომხმარებლის სახელს რო ჩავწერ პაროლად სულ ერთჯერად კოდებს მთხოვს რომელიც მესიჯათ მომდის და ისე შევდივარ და თუ მობილური არ მექნება გვერძე სეიგი ვერ შევალ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif როგორ დავაყენო მუდმივად ერთი პაროლი მითხარით რა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: oneandgo 9 Sep 2012, 14:13
salaga
უნდა მიხვიდე ოფისში, მაგრამ არ გირჩევ! რადგან დაცვისთვის კარგია ეგრე მობილურზე როცა მოგდის ერთჯერადი კოდი.

Posted by: Did_Giorgi 9 Sep 2012, 19:54
salaga
შენ თვითონ შეგიძლია გამორთო
პარამეტრებში შეხვალ და მარტივი ავტორიზაცია აირჩიე
QUOTE
მაგრამ არ გირჩევ! რადგან დაცვისთვის კარგია ეგრე მობილურზე როცა მოგდის ერთჯერადი კოდი.

ტელეფონი თუ გვერდით არ გქონდა, სხვა ოპერაციებს ხო მაინც ვერ ჩაატარებ, გარდა საკუთარ ანგარიშებზე გადარიცხვებისა, ხოდა შესვლაზეც გეყენოს

Posted by: dia-lion 9 Sep 2012, 22:37
salaga
QUOTE
კოდებს მთხოვს რომელიც მესიჯათ მომდის და ისე შევდივარ და თუ მობილური არ მექნება გვერძე სეიგი ვერ შევალ

ამისთვის არსებობს დიჯიპასი, მე ვხმარობ და ძალიან მომწონს smile.gif)

Posted by: baqari1001 10 Sep 2012, 01:04
BGI
QUOTE
ნუ მიმტკიცებთ ეხლა არავინ არ იტყვის თქვენი ბანკისგან რომ ეგ მაგის გამო გამოსწორდა.

აუ კაი ტო მართლა ფიქრობ ბანკის დირექტორები ან სხვა უფროსობა აქ ზის და რახან ბევრს ლაპარაკობ მაგიტო ასწორებენ თუ რამე პრობლემა იყო??? biggrin.gif მაგარი ლოგიკაა რა
* * *
ეხლავე გეტყვი რისი ბრალი იყო

ან ვალუტაში გააკეთე გადარიცხვა, ან ინტერნეტ გადარიცხვებში იჩალიჩე რამე და ორჯერ ჩავარდა დაბლოკილ თანხებში ერთი და იგივე თანხა. ორივე რაღაც დროში თვითონ ბრუნდება ლიმიტში და სწორდება. და ის რომ რაღაც საიტმა ფული დაბლოკა ბანკის ბრალი არაა

აუ სუბიექტურობაში ნუ ჩამითვლით მარა ნუ გგონიათ რომ თქვენი 48 ლარით შენდება ბანკი.
საწყენად არ ვამბობ მარა მაგარი ახლომხედველად მიმაჩნია ეგრეთი ხალხი

ამის წინ კლიენტი მეკაჩავებოდა მითხარი ცოლს სესხი რამდენი აქო. არა მეთქი სხვის სესხზე ინფორმაცია არ გაიცემა. ააა ეგ იმიტო რო ნაკლები გადავიხადო და მერე ჯარიმიდან მეტი აიღოთო არა? აი ეგ გამახსენდა შენ შემთხვევაში. რა უნდა ელაპარაკო ეგრეთ კაცს...

Posted by: shuka 10 Sep 2012, 04:15
http://www.expresscard.ge/
იქნებ მიპასუხოთ..
,,დაგროვილ Express ქულებს გადაცვლით უფასო მგზავრობაზე"
რამდენ ლარზე რამდენი ქულაა?
რამდენი ქულა რამდენი ,,პრაეზდი"_ა?
საკომისიო, % და ა.შ. რამდენია როცა სავაჭრო ობიექტში რამეს ყიდულობ?

Posted by: cannabis 10 Sep 2012, 11:00
shuka
QUOTE
რამდენ ლარზე რამდენი ქულაა?

ლარზე არაა, გატარება - 10 ქულა.
QUOTE
რამდენი ქულა რამდენი ,,პრაეზდი"_ა?

სხვადასხვა ნომინალებია. 100 ქულითაც შეგიძლია იყიდო "პრაეზდი" და 2000-თაც
QUOTE
საკომისიო, % და ა.შ. რამდენია როცა სავაჭრო ობიექტში რამეს ყიდულობ?

არავითარი საკომისიო და %.

Posted by: Did_Giorgi 10 Sep 2012, 19:25
Mr-Banks
არათემატური პოსტებია ეს
ამ თემისთვის განსაკუთრებით
მაქსიმუმ საბანკო სიახლეებში დაგედო, შენივე გახსნილი თემაა
ისე პოლიტიკაში იქნება უკვე მაგაზე თემა და იქ განიხილე
* * *
პ.ს. პოსტები წავშალე, იმიტომ რომ გააოფებს თემას მაგ საკითხზე გაკეთებული კომენტარები

Posted by: shuka 12 Sep 2012, 14:18
cannabis
გაიხარე, დიდი მადლობა ინფოსთვის
კიდევ მექნება 1-2 კითხვა..
სიტყავზე 100 ქულა რამდენი ,,პრაეზდია"?
ყველა ვარიანტში 10 ქულაა თითოეულ გატარებაზე? ანუ არ აქვს მნიშვნელობა რა ფასიან ნივთს ვიყიდი?
ამ ქულებს ვადა ხომ არ გასდით? ანუ 1 წელი რომ ვაგროვო სიტყავზე და მერე დავიწყო ხარჯვა რამე პრობლემა ხომ არაა?

Posted by: salaga 12 Sep 2012, 20:18
QUOTE (Did_Giorgi @ 9 Sep 2012, 19:54 )
salaga
შენ თვითონ შეგიძლია გამორთო
პარამეტრებში შეხვალ და მარტივი ავტორიზაცია აირჩიე

ტელეფონი თუ გვერდით არ გქონდა, სხვა ოპერაციებს ხო მაინც ვერ ჩაატარებ, გარდა საკუთარ ანგარიშებზე გადარიცხვებისა, ხოდა შესვლაზეც გეყენოს

მეც ვეძებე მარტივი ავტორიზაცია, მაგრამ არ არის პარამეტრებში მსგავსი არაფერი. ავტორიზაციის ბმულზე გადავედი მანდ მხოლოდ მომხმარებლის სახელის და კოდის შეცვლა შეგიძლია მერე ქვემოთ დავხედე და ერთჯერადი კოდების მოსვლა სმს - ით ეგ გავთიშე და აშკარად გავიჩალიჩე lol.gif lol.gif რო გამოვედი და მეთქი ეხლა ეგრევე შევცუნცულდები givi.gif არ ამომიგდო მაინც სმს კოდი?! (რო ვაწვები რათქმაუნდა აღარ იგზავნება) gigi.gif gigi.gif
ხოდა აშკარად ფილიალში ვარ მისასვლელი facepalm.gif

Posted by: Did_Giorgi 13 Sep 2012, 01:20
salaga
ეხ, არადა მეგონა ადვილად მიაგნებდი და არ დავასურათე
ავტორიზაციებში არ ყოფილა, არხებში იყო
მაგრამ მგონი მიგნება შეიძლებოდა

Posted by: Gig@ 13 Sep 2012, 14:21
შესაძლებელია სადმე მოვიძიო საქართველოს ბანკის ორგანიზაციული სტრუქტურა?
ანუ, საჯარო ინფორმაციაა?

Posted by: Did_Giorgi 13 Sep 2012, 20:04
Gig@
QUOTE
საჯარო ინფორმაციაა?

არამგონია საჯარო იყოს no.gif

Posted by: Gig@ 13 Sep 2012, 22:15
Did_Giorgi
და ვინმე თანამშრომელს რომ ვთხოვო PM-ში არ გადმომიგზავნის?! yes.gif


ალბათ არა smile.gif

Posted by: Did_Giorgi 13 Sep 2012, 23:34
Gig@
არ გამოგიგზავნის
კონფიდენციალურია

smile.gif

Posted by: shuka 14 Sep 2012, 13:35
expresscardზე მაინტერესებს რაღაცეები..
მე მომიტევეთ და ცოტა ტეხვას დეტალური ინფოირმაცია რომ ვერ გავარკვიე..
არადა აჭრელებულია ქალაქი ექსპრესქარდის ბილბორდებით, ფლაერებით და ა.შ.
ბანკის ოფისში ვკითხე და ვერ მითხრეს დეტალები.
აიღეთ ბარათი და გაიგებთო ეგრე გამოვიდა საბოლო ჯამში biggrin.gif
იქნებ აქ მიპასუხოთ რა..
სიტყავზე 100 ქულა რამდენი ,,პრაეზდია"?
ყველა ვარიანტში 10 ქულაა თითოეულ გატარებაზე? ანუ არ აქვს მნიშვნელობა რა ფასიან ნივთს ვიყიდი?
ამ ქულებს ვადა ხომ არ გასდით? ანუ 1 წელი რომ ვაგროვო სიტყავზე და მერე დავიწყო ხარჯვა რამე პრობლემა ხომ არაა?

Posted by: Mr-Banks 14 Sep 2012, 13:39
shuka


მოკლედ მე გეტყვი, თავად გავარკვიე, დამაინტერესა.

თითო გატარებაზე გერიცხება 10 ქულა, მიუხედავად თანხის გატარებისა

200 ქულა არის 1 ლარი. biggrin.gif ანუ 20 გატარება არის 1 გელა givi.gif

Posted by: cannabis 14 Sep 2012, 13:54
shuka
QUOTE
სიტყავზე 100 ქულა რამდენი ,,პრაეზდია"?

1 "პრაეზდია"
QUOTE
ყველა ვარიანტში 10 ქულაა თითოეულ გატარებაზე? ანუ არ აქვს მნიშვნელობა რა ფასიან ნივთს ვიყიდი?

კი
QUOTE
ამ ქულებს ვადა ხომ არ გასდით? ანუ 1 წელი რომ ვაგროვო სიტყავზე და მერე დავიწყო ხარჯვა რამე პრობლემა ხომ არაა?

არა, არ გასდით.

Posted by: Did_Giorgi 15 Sep 2012, 00:47
Mr-Banks
QUOTE
200 ქულა არის 1 ლარი.  ანუ 20 გატარება არის 1 გელა

რა არის მანდ სასაცილო?
ნაჩუქარ ცხენზე იფიქრე ჯობია!

biggrin.gif

Posted by: Mr-Banks 15 Sep 2012, 00:56
Did_Giorgi
QUOTE
რა არის მანდ სასაცილო?
ნაჩუქარ ცხენზე იფიქრე ჯობია!



lol.gif lol.gif

Posted by: Flasher 16 Sep 2012, 17:35
ამექს რევორდზე პინის შეცვლა შეიძლება?

Posted by: Did_Giorgi 16 Sep 2012, 21:42
Flasher
არამგონია პრობლემა იყოს
ბანკომატშივე ეცვლება ჩვეულებრივ.

არ გამიგია ყოველშემთხვევაში რომ არ ეცვლებაო

Posted by: Flasher 22 Sep 2012, 22:48
ჩემს ექსპრეს ბარათს პრობლემა აქვს, ვეღარც მგზავრობას ვიხდი და აღარც იფეის აპარატი აღიქვავს არადა ბაკომატი კითხულობს უპრობლემოდ, ბარათის ბრალია თუ ტექნიკური ხარვეზია?

Posted by: memberX 25 Sep 2012, 12:06
22 წლის ვარ, ხელფასი 1000 ლარი საქართველოს ბანკში ვმუშაობ. ტაომ გამაშავა ერთი წლის წინ.

5000 ლარის სესხის აღება რამდენად რეალურია ჩემი მონაცემებით?

Posted by: toni9 25 Sep 2012, 15:03
http://www.bpi.ge/index.php?option=com_content&view=article&id=8228%3A2012-09-25-10-19-12&catid=921%3A2011-11-06-16-36-05&lang=ka ”საქართველოს ბანკის” ტოპ მენეჯერები საკუთრებაში არსებული საკუთარი ბანკის აქციებს ყიდიან

Posted by: tbilisi123 25 Sep 2012, 19:15
აქციებს ეგენი სულ ყიდიან, ანაზღაურების ძირითად ნაწილსაც სწორედ აქციებით იღებენ და აბა რა უნდა ქნან? smile.gif

Posted by: helter-skelter 28 Sep 2012, 23:15
შაბათს საქართველოს ბანკის ფილიალები მუშაობს სადმე? ანაბრიდან ფულის მოხსნა მინდა...

Posted by: _Lali_ 28 Sep 2012, 23:20
helter-skelter
მეტროს სადგურებში რომაა, ის ფილიალები ყველა მუშაობს

Posted by: Did_Giorgi 29 Sep 2012, 00:20
helter-skelter
QUOTE
შაბათს საქართველოს ბანკის ფილიალები მუშაობს სადმე?

ყველა ფილიალი მუშაობს
2 საათამდე მინიმუმ

Posted by: nat_nat777 30 Sep 2012, 00:33
shuka
QUOTE
ბანკის ოფისში ვკითხე და ვერ მითხრეს დეტალები.
აიღეთ ბარათი და გაიგებთო ეგრე გამოვიდა საბოლო ჯამში


რა საინტერესეოა, ასეთი პასუხით საიდან გამოგისტუმრეს : )

ჩვეულებრივი ბარათია, საბანკო და სამგზავრო ფუნქციით.

ანგარიშები 4 ვალუტაში. : )

ტარიფი მგზავრობისას-სტანდარტული.

20 ლარამდე გადახდებისთვის პინ კოდის აკრეფა არ დაგჭირდება. 20 ლარის ზემოთ ნივთის შეძენისას - ჩვეულებრივ იხდი უპრობლემოდ - პინით.

ნებისმიერი ღირებულების შენაძენის გაკეთებისას, გიგროვდება ქულა. 1 გადახდა=10 ექსპრეს ქულას, რომელიც შეგიძლია გაცვალო სამგზავრო თანხაში (თავადვე ძეძლებთ ამის გაკეთებას ფეი-ბოქსით. )

თუ ამერიკან ექსპრესის მომხმარებელი ბრძანდებით მრ ქულებშიც შეგიძლიათ ეს ქულა გადაცვალოთ.

მოგვიანებით უფრო მეტის საშუალება მოგეცემათ. დაგროვილ ქულებით შეძლებთ კომუნალურების გადახდას, მობილურ ტელეფონზე ბალანსის შევსებას. : )

Posted by: NikoloZoid 30 Sep 2012, 15:23
nat_nat777

ექსპრეს ქარდზე ყულაბა რო მიაბა რა სისტემით გადაირიცხება თანხა? ანუ რა მაინტერესებს

აი დავუშვათ იმგზავრე 3ჯერ დღეში და არ გადაირიცხა (არამგონია ყოველ მიდებაზე ირიცხებოდეს თანხა)

მაგრამ მაღაზიაში იყიდე რაღაც ნივთი (ისიც მიდებით,ანუ 20 ლარზე ქვემოთ) და მაშინ გადაირიცხება?

ანუ ყოველ მიდება/გადახდაზე გადაირიცხება თუ დავუშვათ მხოლოდ 20 ლარზე მეტს თუ გაადარებ და პინს შეიყვან?

Posted by: nat_nat777 30 Sep 2012, 23:19
NikoloZoid
QUOTE
ექსპრეს ქარდზე ყულაბა რო მიაბა რა სისტემით გადაირიცხება თანხა? ანუ რა მაინტერესებს

აი დავუშვათ იმგზავრე 3ჯერ დღეში და არ გადაირიცხა (არამგონია ყოველ მიდებაზე ირიცხებოდეს თანხა)


სამგზავრო თანხის გადახდისას ანაბარზე თანხა არ გადაირიცხება. ( ჰო, კი რა შუაშია მარა, მაინც დავწერ, ისე როგორც სამგზავრო თანხის დახარჯვა, არ მოქმედებს ექსპრეს ქულების დაგროვებაზე)

პინით და უპინოდ ნებისმიერი რაოდენობის თანხაზე ანაბარზე გადაირიცხება თქვენს მიერ წინასწარ შერჩეული თანხის ოდენობა. smile.gif

Posted by: _Lali_ 30 Sep 2012, 23:45
ექსპრეს ქარდზე რამდენი ქულა მაქვს, ინტერნეტ ბანკში ვერ ვნახავ ვერანაირად?

Posted by: BaGs-BannY 1 Oct 2012, 13:39
სტუდენტური ბარათის აღება მინდა და რამდენ დღეში იქნება მზად? და ონლაინ შეკვეთას ვერ გავაკეთებ?

Posted by: baqari1001 1 Oct 2012, 14:13
BaGs-BannY
2 სამუშაო დღეში.

QUOTE
ონლაინ შეკვეთას ვერ გავაკეთებ

ზუსტად არ ვიცი მარა არა მგონია, სიაში უნდა გადამოწმდეს რომ ნაღდად სტუდენტი ხარ

Posted by: nat_nat777 1 Oct 2012, 21:58
BaGs-BannY
QUOTE
სტუდენტური ბარათის აღება მინდა და რამდენ დღეში იქნება მზად? და ონლაინ შეკვეთას ვერ გავაკეთებ?


თუ მონაცემთა ბაზაში იქნები და სამუშაო დღეს , 6 საათამდე შეუკვეთავ ბარათს, მეორე დღეს იქნება უკვე მზად.
* * *
_Lali_
QUOTE
ექსპრეს ქარდზე რამდენი ქულა მაქვს, ინტერნეტ ბანკში ვერ ვნახავ ვერანაირად?

სერვის ცენტრში, ქოლ ცენტრში, ბანომატში და ფეი ბოქსში ნახავთ და გაარკვევთ ქულების რაოდენობას.

Posted by: BaGs-BannY 3 Oct 2012, 00:58
nat_nat777
baqari1001
მადლობა ხვალ შევივლი smile.gif

Posted by: ,Katie 3 Oct 2012, 21:04
mo.gif

,
,
,
იბანკს რამე ჭირს? mo.gif

Posted by: baqari1001 3 Oct 2012, 21:35
,Katie
არც არაფერი

You must enter a message to post! Minimum 30 chars!

Posted by: misha20123 6 Oct 2012, 10:55
სმს-ი მომივიდა ტელეფონზე ,რომ გარკვეულ ანგარიშზე მოხდა გარკვეული თანხის ჩარიცხვა,ხოდა ორიოდე დღის წინ გავაუქმე სახელფასო კარტა და ერთმანეთთან კავშირში ხომ არ შეიძლება იყოს ეს ორი ფაქტი ? ან რა თანხა ჩაირიცხა მეხება მე საერთოდ ?

Posted by: misha20123 6 Oct 2012, 15:52
ხა არავინ არ ხართ აქ ?

იქნებ მიპასუხოტ smile.gif

Posted by: baqari1001 6 Oct 2012, 15:56
misha20123
ცოტა ალბათ რამდენიმე ლარი ხო? ბარათზე იქნებოდა დარჩენილი და ტექნიკურზე გადაირიცხებოდა

Posted by: misha20123 6 Oct 2012, 15:59
baqari1001
QUOTE
ცოტა ალბათ რამდენიმე ლარი ხო?

86 ლარი ...რას ვაუქმებდი რა biggrin.gif

QUOTE
ბარათზე იქნებოდა დარჩენილი და ტექნიკურზე გადაირიცხებოდა

არ ვიცი ეგეტი რამე შეიძლება? ვერ ვერკვევი მიუხედავად იმისა რომ საბანკოზე ვსწავლობდი facepalm.gif

Posted by: baqari1001 6 Oct 2012, 17:06
misha20123
კი როგორ არა. იმ ფილიალში მიდი სადაც გააუქმე და მოგცემენ თუ მართლა ბარათზე იყო და ეგაა გადასული. სხვა რამე თუა ესე რა გითხრა

Posted by: misha20123 6 Oct 2012, 17:13
QUOTE
იმ ფილიალში მიდი სადაც გააუქმე და მოგცემენ თუ მართლა ბარათზე იყო და ეგაა გადასული

baqari1001
ოკ მადლობა ... მაგრამ არაფერი იყო ბარათზე ნუ სამსახურის იყო და წამოვედი იქიდან დ აეგრევე გავაუქმე წესით აღარვინ არაფერს დარიცხავდა ........და დღეს ხოა 6 და სმს-ში ეწერა 10 რიცხვში დაჯდებაო თუ რაღაც მსგავს ი აღარ მახსოვს

Posted by: Did_Giorgi 6 Oct 2012, 17:47
misha20123
QUOTE
სმს-ში ეწერა 10 რიცხვში დაჯდებაო თუ რაღაც მსგავს ი აღარ მახსოვს

წაიკითხე მერე და ისე იკითხე biggrin.gif
მასეთი მესიჯი ბანკისგან არ არსებობს: თქვენ 10 ოქტომბერს ჩაგერიცხებათ 86 ლარი და აშ
გადახედე იმ მესიჯს და მერე გვკითხე

Posted by: misha20123 6 Oct 2012, 17:54
Did_Giorgi
არა მასე არ ეწერა დაგერიცხება და რაღაცეები უბრალოდ მე ვიფიქრე მასე lol.gif lol.gif

Posted by: baqari1001 6 Oct 2012, 19:10
misha20123
ხოდა მაშ დაწერე სიტყვა სიტყვით რა ეწერა სმს ში

Posted by: misha20123 6 Oct 2012, 19:23
baqari1001
საქართველოს ბანკი თანხის ჩარიცხვა: 82 ლარი
ანგარიშზე : (არ დავწერ ანგარიშის ნომერს)

ტარიღი: 08/10/12

მეტი არაფერი


Posted by: baqari1001 6 Oct 2012, 19:40
misha20123
ხოდა მიდი ბანკშI და მოგცემენ., ჩაგერიცხა რაღაცის. თუ გაინტერესებს რისი ამონაწერი ნახე

Posted by: misha20123 6 Oct 2012, 19:47
baqari1001
ვა მადლობა ....ხვალვე მივალ აბა ... ნუთუ პრემია ახლა მერირსა სამსახურიდან წამოსვლის მერე lol.gif lol.gif

Posted by: baqari1001 6 Oct 2012, 22:21
misha20123
დაწერე აბა რისი დაგერიცხა თუ დიდი საიდუმლო არაა, დამაინტერესედა smile.gif

Posted by: misha20123 6 Oct 2012, 22:48
baqari1001
არ ვიცი რისი დამერიცხა ,(ნუ დამერიცხა თუ არა ეგეც საკითხავია) 2 დღეა ან სამი რაც სამსახურიდან წამოვედი სახელფასოც ეგრევე გავაუქმე... ნუ რავი ხელფასი აღარ უნდ ადამრიცხოდა მოკლედ აზრზე არ ვარ

Posted by: filth 6 Oct 2012, 22:54
ერთი მითხარი ისეთი სერვისი სადაც მშობელი მარტივად მოახერხებს ფულის დარიცხვას ჩემ ანგარიშზე და მეც მარტივად შევძლებ მის გამოყენებას

თუ ინტერნეტიდან გამოწერაშიც შემიწყობს ხელს მით უკეთესი

შეღავათიან ფასებში რა თქმა უნდა

ხო კიდე მაინტერესებს,სტუდენტური ბარათი ავიღე და ეწერა რომ ვისა ელექტრონის ტიპის პლასტიკური ბარათი არისო და შემიძლია ეს გამოვიყენო?

Posted by: cannabis 6 Oct 2012, 23:28
misha20123
QUOTE
არ ვიცი რისი დამერიცხა ,(ნუ დამერიცხა თუ არა ეგეც საკითხავია) 2 დღეა ან სამი რაც სამსახურიდან წამოვედი სახელფასოც ეგრევე გავაუქმე... ნუ რავი ხელფასი აღარ უნდ ადამრიცხოდა მოკლედ აზრზე არ ვარ

იმ დღეების ნამუშევარი დაგერიცხა რაც წინა ხელფასიდან წასვლამდე გავიდა.

Posted by: misha20123 6 Oct 2012, 23:31
cannabis
მოკლედ ხვალ გავარკვევ დ ათუ რამე კარგი იყოს არ გამოგაპარებთ biggrin.gif

Posted by: baqari1001 7 Oct 2012, 00:56
filth
QUOTE
ხო კიდე მაინტერესებს,სტუდენტური ბარათი ავიღე და ეწერა რომ ვისა ელექტრონის ტიპის პლასტიკური ბარათი არისო და შემიძლია ეს გამოვიყენო?

კი ჩვეულებრივად. დაგირიცხავენ ნებისმიერ საქ. ბანკის ფილიალში და მოხსნი ნებისმიერ ბანკომატში. განაღდებაზე ბანკომატი დაიკავებს 0.2%, მინ. 20 თეთრს, ანუ 100 ლარამდე ნებიმისერ თანახაზე 20 თეთრი

Posted by: filth 7 Oct 2012, 11:14
baqari1001
ინტერნეტიდან,აი ამაზონიდან და მსგავსი საიტებიდან სარგებლობაც შეიძლება ამ ბარათით?

მადლობა

Posted by: tornike777 7 Oct 2012, 13:50
გადავწყვიტე რომ საქართველოს ბანკში ანგარიში გავაუქმოო საერთოოდ!!! მიუხედავად იმისა რომ 4-5 წელია მაგით ვსარგებლობ!
ბოდიშით და სულ ერთ ადგილზე კიდიათ კლიენტი!!!

სამწუხაროდ ამ საქართველოში უკეთესი ალტერნატივა არ გვაქვს მემგონი, ერთი და იგივე ნაგავი საბანკო სისტემაა!! =@

Posted by: baqari1001 7 Oct 2012, 17:05
filth
QUOTE
ინტერნეტიდან,აი ამაზონიდან და მსგავსი საიტებიდან სარგებლობაც შეიძლება ამ ბარათით?

არა. ეგ დაბალი დონის ბარათია. მაგეებისთვის ვიზა კლასიკი გინდა

Posted by: _Lali_ 7 Oct 2012, 17:31
baqari1001
ნუ შეგყავს ადამიანი შეცდომაში smile.gif

filth
სტუდენტური ბარათი არის ჩვეულებრივი ელექტრონი. ასე რომ, ამაზონზე აბსოლუტურად უპრობლემოდ გამოიყენებ. და საერთოდ, ყველა საიტიდან გამოიწერ, სადაც გადის ვიზა ელექტრონის ბარათები და არც თუ ისე ცოტაა მასეთი საიტი

Posted by: filth 7 Oct 2012, 20:25
_Lali_
დიდი მადლობა



--------------------------------------

Posted by: baqari1001 7 Oct 2012, 22:48
_Lali_
შეილება, მარა ბევრი უცხოური საიტი არ იღებს ელექტრონს. კლასიკი ავიღე და არც ერთ საიტზე არ ამქვს გადახდის პრობლემა. ელექტრონს არ იღებს უცხოური საიტების უმეტესობა

Posted by: _Lali_ 7 Oct 2012, 23:33
baqari1001
მართალია, ბევრი საიტი არ იღებს, მაგრამ აქ ადამიანმა იკითხა ამაზონი და ამაზონზე უპრობლემოდ გადის smile.gif

Posted by: baqari1001 8 Oct 2012, 18:17
_Lali_
QUOTE
ამაზონი

ჩემი ბრალია, მანდ არ მიცდია smile.gif

Posted by: cannabis 8 Oct 2012, 19:01
საქართველოს ბანკის ვიზა ელექტრონით ჩვეულებრივად შეიძენთ ონლაინ მაღაზიებში, ისევე როგორც კლასიკით smile.gif

Posted by: Arnold* 8 Oct 2012, 19:11
ინტერნეტ ბანკში რომელი პაროლით უნდა შევიდე?

Posted by: nat_nat777 8 Oct 2012, 19:56
Arnold*
QUOTE
ინტერნეტ ბანკში რომელი პაროლით უნდა შევიდე?

სიაისი კოდი ქვია. 4 ციფრა. იმით შეხვალთ.

Posted by: _Lali_ 8 Oct 2012, 21:13
cannabis
ცოტა წინა გვერდებიც რომ გადაათვალიეროთ ხოლმე, არა? ამაზეა ლაპარაკი უკვე მერამდენედ smile.gif

ისევე როგორც კლასიკით ვერ შეიძენთ, რადგან ელექტრონი ბევრ საიტებზე არ გადის. ამაზონზე კი ბატონო, უპრობლემოდ

Posted by: cannabis 8 Oct 2012, 21:45
_Lali_
დამიჯერეთ, წინა გვერდების გადათვალიერება არ მჭირდება. საქართველოს ბანკის ვიზა ელექტრონი ზუსტად ისევე გადის ინტერნეტში როგორც კლასიკი.
არა მარტო ამაზონზე.

Posted by: _Lali_ 8 Oct 2012, 21:59
cannabis
უი, დიდი ბოდიში. მე მეგონა კითხვას სვამდით და იმიტომ გიპასუხეთ smile.gif

ისე, კლასიკი როგორც ელექტრონი არ გადის ყველა საიტებზე. ბევრმა საიტმა უარი მითხრა. მეც ელექტრონი მაქვს. მაგრამ ამაზონზე თავისუფლად ვყიდულობ


Posted by: Kate789 9 Oct 2012, 02:31
QUOTE
ისე, კლასიკი როგორც ელექტრონი არ გადის ყველა საიტებზე. ბევრმა საიტმა უარი მითხრა.

+1

Posted by: 2PAC 9 Oct 2012, 11:10
როგორც თქვენი ძველი თანამშრომელი და მაინც თქვენი გულშემატკივარი გირჩევდით რომ ექსპრესს ს/ც-ების თანამშრომლების დატრეინინგებას და მათი სერვის +-ს ამაღლებას უფრო მეტ დროს თუ დაუთმობთ კარგი იქნება.


Posted by: Did_Giorgi 9 Oct 2012, 19:39
ახალი თემა: http://forum.ge/?act=ST&f=62&t=34447557

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)