#60808201 · 30 Oct 2023, 19:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბოდიში, რეკლამაში არ ჩამომართვათ - KTM Duke 390, ეს მოდელები სავარაუდოდ აქვე იქნება გასაყიდი, ოფიციალური დილერის მიერ ჩამოყვანილები. ბევრს შეცვლა უნდა, განახლება და ა.შ., იქნებ კი ნახოთ აქ შედარებით იაფად. საკმაოდ ბევრი დადის. სხვათა შორის, საკმაოდ მაღალი ხალხი მინახავს არა თუ Duke 390 - ით, არამედ Duke 200 - ითაც, და Duke 390 ნამდვილად არ იქნება დამწყებისთვის ძალიან სუსტი. (თუმცა, 2-3 წელში შეცვლა მოგინდებათ ალბათ). პირადად მე რომ ვყიდულობდე პირველად მოტოს, KTM 390 ADVENTURE - ამ მოდელს ვიყიდიდი ალბათ. კავასაკის და იამაჰას ცენტრებიც არის როგორც ვიცი, მაგრამ როგორი სერვისია, არ ვიცი. ასევე, პიტსტოპ მოტოს ჩამოჰყავს აპრილიები, თუმცა rs660 მოდელები ძალიან ძვირები ეღირება და არც დამწყებისთვის არ არის. BENELLI - ის დილერებიც უნდა იყვნენ მგონი, მაგრამ მე თავს შევიკავებდი ჩინეტში აწყობილი მოტოსგან.
Suzuki DRZ400 - ეს Dual Sport მოტოა, ანუ ოფ როუდზეც რომ იარო, მაღალია, და დამწყებისთვის ვფიქრობ არაა რეკომენდებული, თან ძრავი კარბურატორზეა. DRZ400 სუპერმოტო ვარიანტი კიდევ შეიძლება, მაგრამ როგორც ასეთი, სახუმარო და დამწყებისთვის მოტო არაა.
სხვა რა დანარჩენი მოდელებიც არის ჩამოთვლილი, შეხება არ მქონია, მაგრამ ყველა დამწყები მოტოა (უფრო სწორად, რეკომენდებული 125 - ით დაწყებაა, მაგრამ ესენიც გამოდგება). რაც ტესტები მინახავს, Yamaha R3, Yamaha MT03, Ninja 400 - ამბობენ, რომ უპრეტენზიო მოტოებია. Honda CBR400R - ეს არ ვიცი, თუმცა CB500, CBR500 - ჰონდას ხუთასიანი ძრავებით ყველა აღფრთოვანებულია.
მეც დამწყები ვარ, და პირველ რიგში, მე რაც გადამხდა, აქედან გამომდინარე ამას ვურჩევდი ახალ მოტომოყვარულს: 1) აუცილებლად იყიდე ნორმალური ეკიპირება და გაითვალისწინე თანხები/ბიუჯეტი; 2) შეიძლება არც არაფერი, მაგრამ დამწყებებს ხშირად ექცევათ მოტო, მე აუცილებლად დავაყენებდი დამცავებს/სლაიდერებს; 3) ყურადღება მიაქციე გზის პირას და გზაზე მოსიარულე ძროხებს, ცხენებს, ძაღლებს/ლეკვებს და ალბათ შინაურ ფრინველებსაც და როდესაც გვერდით ჩაუვლი, გაითვალისწინე, რომ ნებისმიერ წამს შეიძლება დაგჭირდეს უსაფრთხოდ გაჩერება/დამუხრუჭება, განსაკუთრებით, ძროხები ქმნიან საშიშ სიტუაციებს, იბნევიან და გამტვრევენ (ახლაც მიშუშდება გაზაფხულის ნაიარევი).
|