forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (34) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> კინო დღიური "დღეს ვნახე..." Vol. 53, ხარისხიანი ფილმების მოლოდინში
 
რა ენაზე უყურებთ ფილმებს ? (უმეტესად)
user posted image [ 73 ]  [28.74%]
user posted image [ 58 ]  [22.83%]
user posted image [ 123 ]  [48.43%]
Total Votes: 254
Guests cannot vote 
donlego
Crazy Member


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 3117
წევრი No.: 104835
რეგისტრ.: 13-November 09

გამოგზავნილია: 7 Mar 2018, 11:47  #52306255      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image კინოს ისტორია user posted image

კინო ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. შეიძლება ითქვას, რომ ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში კინოს დიდი ადგილი უჭირავს.
კინოხელოვნება (ბერძნულად kineo – „ვმოძრაობ”) არის ვიზუალური ხელოვნების დარგი, რომლის ნაწარმოებები იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით შექმნილი მოვლენების შესახებ.
კინოხელოვნება გაჩნდა მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურის, თეატრის და სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე.
კინოხელოვნება განუყოფლად არის დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან, რომელიც აწარმოებს კინოაპარატურას, გადასაღებ, გადამამრავლებელ, სადემონსტრაციო და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებს. კინოხელოვნებისა და კინოინდუსტრიის ერთობლიობას კინემატოგრაფია ეწოდება.


კინოს დაბადების თარიღად 1895 წელს მიიჩნევენ, ზოგჯერ კინოს დაბადების დღესაც მიუთითებენ – 1895 წლის 28 დეკემბერს. ამ დღეს ოგიუსტ და ლუი ლიუმერებმა სინემატოგრაფის, ანუ ,,ცოცხალი ფოტოგრაფიის” სადემონსტრაციო სტაციონარი გახსნეს პარიზის ,,გრანდკაფეში” და პირველი კომერციული საზოგადო წარმოდგენა კინემატოგრაფიული ფილმისა ზუსტად ამ კაფეში გაიმართა.
ლუმიერებს მართლაც რომ გაუმართლათ. ყველა აღმოჩენას, ყველაზე უბრალოსაც კი, დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება. კინოს გამოგონებაზეც დიდხანს მუშაობდნენ მეცნიერები, მაგრამ ლუმიერებმა სხვა მეცნიერების გამოგონებების სრულყოფილ ვარიანტს ჩასჭიდეს ხელი და უახლოეს მომავალში შედეგსაც მიაღწიეს.მათ შექმნეს საკუთარი აპარატი ,,სინემატოგრაფი”, რაზეც 1895 წელსვე მიიღეს პატენტი ტრაკი. ასეთი პატენტი, არანაკლებ სრულყოფილი, სხვა ავტორებსაც ჰქონდათ და სწორედ ეს ხდის სადავოს ლუმიერების კინემატოგრაფის ავტორებად გამოცხადებას. მიუხედავად ამ დავისა, ჯერჯერობით კინემატოგრაფიის ისტორიის დასაწყისი სწორედ მათ უკავშირდება.
ლიუმიერებს თავიდან არც უფიქრიათ, რომ მათი გამოგნება ხელოვნების ახალი დარგი იყო. ისინი კინემატოგრაფს მხოლოდ კომერციული მიზნებისთვის იყენებდნენ.
ილუზიონისტური თეატრის მფლობელმა, კ.ბენზემამ თავიდანვე შეამჩნია ახალი გამოგონების დიდი პერსპექტივა და საკუთარ წარმოდგენებში ჩართო ეს ,,ტექნიკური საოცრება”. ამიტომ კინოხელოვნების ფუძემდებელთა შორის მას ერთ-ერთ პირველს მოიხსენიებენ ხოლმე.
კინოხელოვნება თავდაპირველად უხმო იყო, მაგრამ ,,დიდმა მუნჯმა”, როგორც მას უწოდეს, სულ რათაც სამი ათეული წლის განმვალობაში ნამდვილი სასწაული მოახდინა. აღსანიშნავია, რომ ყველა დროის 12 საუკეთესო ფილმს შორის, რომელიც 1958 წელს დაასახელეს, 9 მუნჯი ფილმი იყო.
მუნჯი ფილმი, ისე როგორც თავად კინემატოგრაფი, ერთბაშად არ შექმნილა. კინოს დაბადების (1895 წ) შემდეგ დიდმა დრომ გავლო და 1916 წელს შეიქმნა პირველი მუნჯური ფილმი. ეს იყო ამერიკელი რეჟისორის, დ. გრიფიტის ფილმი ,,მოუთმენლობა”. შეიძლება ითქვას, რომ კინოხელოვნების განვითარების ყველა ნაბიჯი ტექნიკის წინსვლასთან არის პირდაპირ კავშირში.
1914 წელს, დ. გრიფიტმა პირველად გამოიყენა ფილმში ,,ერის დაბადება” ტიტრები, რაც სიტყვების მაგივრობას წევდა. მაგრამ ტიტრი ვერ შეცვლიდა სიტყვას. ფილმში შემოსულმა სცენებმა, დიალოგებმა და ადამიანურმა უერთიერტობებმა სიტყვების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ასე დაედო სათავე კინოს ახალ სახეობას – ხმოვან კინოს.
საინტერესოა, რომ აპარატი, როომელსაც შეეძლო გადაეჭრა ხმის პრობლემა, ჯერ კიდევ 1906 წელს ი.ლოსტმა გამოიყენა, თუმცა ვერ ხდებოდა მისი გამოყენება, რადგან ვერ ხერხდებოდა ხმისა და კადრების სინქრონში გადმოცემა. ამიტომ, ხმამ ცოტა დააგვიანდა და ,,დიდი მუნჯი” 1927-1929 წლებში ალაპარაკდა. ხმის გამოგონება თავდაპირველად ცუდად იქნა აღქმული. ჩარლი ჩაპლინი ეწინააღმდეგებოდა ხმას. მას სიტყვა ,,კინოს თვითმკვლელობად” მიაჩნდა. თუმცა, წინააღმდეგობების მიუხედავად, ხმა და სიტყვა კინოს განუყოფელ ნაწილად იქცა. ხმოვანი ფილმი გზას იკვალავდა და დღემდე განაგრძობს წინსვლას.


კინო გიგანტები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

საძიებო და საინფორმაციო ბმულები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ფილმები ონლაინში
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

გადმოწერე კინო ტორენტის მეშვეობით:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

წინა თემები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

წინა თემის ტოპ 10 მპოსტავი:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Vikus
Lonely Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3459
წევრი No.: 187653
რეგისტრ.: 17-June 14

გამოგზავნილია: 7 Mar 2018, 12:36  #52306589      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Happy new thread! სულ კარგი ფილმები მოეწიოს ამ თემაში up.gif
Oh, hi Mark!
მიმის დაბადებას გავეცანით lol.gif
ჯეიმსი დონეა.
7/10
user posted image


--------------------
იუგოსლავიის აღდგენა

Pathetic tough guy
_Pablo_
Blue Label


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6925
წევრი No.: 223985
რეგისტრ.: 15-September 16

გამოგზავნილია: 7 Mar 2018, 13:25  #52306895      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გილოცავთ ახალ თემას, მართალია არ ვფლოსტავ აქ, მაგრამ ხშირად გათვალიერებთ.
სულ კაი ფილმების ყურებაში, თვალების დაღლაში, გონების სიამოვნებაში გაგეცვითოთ ეს თემაც.
მე კიდევ კაი ლინკებით მომამარაგეთ


--------------------
ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ!
ქრისტეს თუ მიიღებ, აღარ დაგჭირდება მოსაწევი.
INGATO
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 743
წევრი No.: 179518
რეგისტრ.: 9-January 14

გამოგზავნილია: 7 Mar 2018, 13:30  #52306917      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim · yim
Mute (2018)

7/10

IMDb შეფასება აქვს ცუდი რატომღაც 5.4/10 drug.gif


კარგი საყურებელი ფილმია მომეწონა დიდი არაფერი არ ხდება მარა ერთხელ საყურებლად ძალიან კარგია

user posted image


SLACKERR
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 616
წევრი No.: 123379
რეგისტრ.: 6-November 10

გამოგზავნილია: 7 Mar 2018, 20:32  #52309158      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Three Billboards Outside Ebbing, Missouri (2017)

9/10

user posted image

დასასრულს უკეთეს მოველოდი მაგრამ ყურებად ღირდა

This post has been edited by SLACKERR on 7 Mar 2018, 20:37
Grandmama
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3086
წევრი No.: 229814
რეგისტრ.: 6-March 17

გამოგზავნილია: 7 Mar 2018, 21:30  #52309505      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Get Out ვნახე და იდეა/აზრი და განვითარება მომეწონა ნამდვილად არ იყო ცუდი, გადაღება და მთავარი გმირი ზანგი ბიჭი ძალიან კარგია
მაგრამ როგორც ყველგან უადგილოდ იყო შეკვეხებული რასიზმი და იმენა ყელშია უკვე, ყველაფერ კარგს უკარგავს ხიბლს მასეთი პახაბნი ჩაკვეხებები ))


--------------------
Where Something Good Is Always Cooking.
თორნიკეე
Waste Time = Waste Life


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 25573
წევრი No.: 127403
რეგისტრ.: 13-February 11

გამოგზავნილია: 7 Mar 2018, 23:06  #52310028      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
დღეს კინოში ვიყავი მეგობრებთან ერთად და ე.წ დამპლურ თამაშებს ვუყურეთ...
7/10 შევაფასებდი..
მთლიანობაში კარგად გავერთეთ... up.gif



--------------------
"Poker is simple, as your opponents make mistakes, you profit"
"Man is not what he thinks he is, he is what he hides."
"When you don't give up, YOU CANNOT FAIL!"
"Don’t Wish For It… Work For It!"
waterbearer
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1007
წევრი No.: 139641
რეგისტრ.: 28-November 11

გამოგზავნილია: 8 Mar 2018, 00:22  #52310516      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
http://www.imdb.com/title/tt0097106/

ერიკ რომერის ინტერიერები <3

user posted image



--------------------
Needs and Desires...
მთვარე მატყუარაა <3

Joiner
Mars' sole survivor


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3288
წევრი No.: 171605
რეგისტრ.: 10-August 13

გამოგზავნილია: 8 Mar 2018, 00:27  #52310575      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image
up.gif up.gif

გრეის love.gif


--------------------
It's not the answers that matter, it's the questions.
Harrison Stafford
ReggaeON


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16062
წევრი No.: 133403
რეგისტრ.: 6-July 11

გამოგზავნილია: 8 Mar 2018, 01:49  #52311296      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

ფიქს


--------------------
Visca Barça

#COYG

Allez Les Bleus
teoj
Drive


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19258
წევრი No.: 83930
რეგისტრ.: 4-February 09

გამოგზავნილია: 8 Mar 2018, 12:13  #52312593      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფილმი დახვეწილი იუმორით + სხვა სიკარგეებით :დდ
დღეს ჩავრთე გართობის მიზნით , კარგს ველოდი მაგრამ არ ველოდი ასე თუ მომეწონებოდა :დ იმსახურებს imdb -ს 8.1 რეიტინგს , მე ცოტა მეტსაც დავუწერდი 8.3

PADDINGTON 2

user posted image

narmonana
გეი ფლუდერი


********
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 29431
წევრი No.: 109310
რეგისტრ.: 15-January 10

გამოგზავნილია: 8 Mar 2018, 15:54  #52313820      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

სერიოზულად ჯობნის იაპონური ანიმაცია ამერიკულს...

ყველაფერში,ნახატში,ხარისხში,სიუჟეტში,


--------------------
"სახლები დავუწვათ!"
Vikus
Lonely Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3459
წევრი No.: 187653
რეგისტრ.: 17-June 14

გამოგზავნილია: 8 Mar 2018, 17:43  #52314357      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საკმაოდ კარგი ბიოგრაფიული ფილმია.
გაასწორა up.gif
თავიდან ცოტა კი მოსაწყენი იყო მარა...
8/10
user posted image
donlego
Crazy Member


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 3117
წევრი No.: 104835
რეგისტრ.: 13-November 09

გამოგზავნილია: 8 Mar 2018, 21:26  #52315526      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Vikus
Lonely Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3459
წევრი No.: 187653
რეგისტრ.: 17-June 14

გამოგზავნილია: 8 Mar 2018, 21:37  #52315603      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არ იყო ცუდი.
ისე კარგი იქნებოდა, უცხოენოვანებში მაინც იყოს ერთი, რომელიც დიფ დრამა არ იქნება.
7/10
user posted image
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (34) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0295 ]   [ 14 queries used ]   [ GZIP Disabled ]