დავტოვე ძველი სამსახური, ხოდა ისევ უმუშევარი ვარ.
ვეძებ სამსახურს
რა ვიცი :
C#, თან უკვე საკმაოდ კარგად იმის გათვალისწინებით რომ დიდი ხანია არ ვწერ ამ ენაზე, CLR შიდა მოწყობას დაგიშლით და აგიწყობთ ტექნიკურად გარბიჯ ქოლექტორით დაწყებული, JIT მუშაობის პრინციპებით დამთავრებული და სხვა წვრილმანები.
ASP.NET MVC - საშუალო დონეზე, "ტონკი" დეტალების ცოდნით (მადლობა წინა სამსახურს სადაც ძალიან ბევრი ვისწავლე)
ASP.NET Web API - გარტყმაში ვარ რა და როგორ თეორიის დონეზე, თუ საჭირო გახდა დავწერ უპრობლემოდ
CSS/HTML სტანდარტულად, JS/JQuery რა დონეზეც ბექ-ენდ პროგრამისტმა უნდა იცოდეს მაგას ვაკეთებ, მეტი არც მომეთხოვება პრინციპში რომ ფრონტი ვწერო კარგად
Windows forms
Entity Framework (Code First უფრო)
Multi threading-ი
TPL (Task Parralel library), ასინქრონული პროგრამირება (და არა მხოლოდ TPL, ძველ სტილშიც დამიწერია Begin/End და IAsyncResult-ებით)
Socket-ები და ქსელი
TCP/IP მუშაობის პრინციპები, დაგიშლით და აგიწყობთ TCP handshake როგორ ხდება, რა განსხვავებაა TCP/UDP ან Layer7 შორის და ა.შ
SQL - საბაზო დონეზე.
მონაცემთა ბაზებიდან :
MS SQL Server
Oracle + EF Code-First-თან მაქვს გამოცდილება (საკმაოდ მწარე გამოცდილება იყო ამ ორის დაკავშირება, თუმცა მე ეს შევძელი და ორაკლთან მიმუშავია)
ასევე
C
Windows API
Windows ოპერაციული სისტემის შიდა მოწყობა და სამზარეულო (Native API, კერნელის სტრუქტურა)
თეორიის დონეზე ცოტა Linux API და შიდა სამზარეულო (მადლობა ერთ ფორუმელს რომელმაც კარგი წიგნი მირჩია)
შემიძლია დავწერო სატესტო პროექტი.ერთ ფორუმელს უნდოდა და დავუწერე, თუმცა თანამშრომლობა ვერ შედგა, ბაზრის უხილავმა ხელმა დამარეგულირა და უფრო იაფიანი კადრი აიყვანეს
თუ ვინმეს დაგაინტერესებთ - PM.
This post has been edited by ბიჭური on 30 Nov 2017, 23:13