მოკლედ მეგობრებო გავიდა 3 კვირა ოპერაციიდან და აი ვერ აგიღწერთ იმდენად დასვენებული ვარ და იმდენად კარგად ვარ
თქვენ არ იცით რამხელა პრობლემას მოიშორებთ
გუშინ ნაკერები მომხსნეს 9 ნაკერი მედო და 9 ვე ამომაგლიჯა თემურამ (სრულიად უმტკივნეულოდ)
ჩიტივით ვარ)) ნუ თითქმის არ ვწევარ, ბევრს ვმოძრაობ ძაან და სულ მალე ალბათ უკვე 1 კვირაში სრულყოფილად შეგეძლება დაჯდომაო
უბრალოდ ერთადერთი უარყოფითი რაც აქვს ამ ოპერაციას არის ის რომ ოპერაციის დღეს ძალიან უხერხული შეგრძნებები გაქვს, პირველი 2-3 საათი საერთოდ ვერ გრძნობ წელს ქვევით ვერაფერს და უბრალოდ წევხარ და იყურები დებილივით, მაგრამ 2-3 საათის შემდეგ უკვე სიცილის ხასიათზეც მოდიხარ, მე ცუდი ისიც დამემართა რო კათეტერი დამჭირდა და საკმაოდ რთულად გადავიტანე ის დღე, ვერ აგიღწერთ რა პოზაში ვიწექი, პოზას რო თავი დავანებოთ კათეტერის ჩადგმა-ამოღების სცენარი არის სრული კოშმარი) აი რო ვიხსენებ მაჟრიალებს, მაგრამ 10-15 წამიანია რა არც ჭირდება დაჟე ეგეც
მოკლედ 1 სიტყვით ხალხო არაფერი არ არის საშიში უბრალოდ უხერხული (და მეტი არაფერი) ისიც უხერხული ალბათ ჩემთვის იყო იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ნაწილი ამომაჭრეს, მაგრამ დამამშვიდებელს მიკეთებდნენ ვენაში და საკაიფოდ მეძინებოდა. რო ვიღვიძებდი დედაჩემი და ჩემი და მედგნენ თავზე მერე ლეპტოპი შემოატანინეს და ლოგინები დედაჩემისთვის და ჩემი დისთვის და ფილმებს ვუყურებდით მთელი ღამე სანამ ჩამეძინებოდა, მოკლედ ძალიან მაგარი პადეშკა გვქონდა ექთნების მხრიდან (როგორც წესი არ უშვებენ არავის) მაგრამ მე მოვითხოვე (ისევ ჩემიანმა მომიაროს მეთქი) თან კათეტერის პონტშიც ვერ მიმატოვეს მარტო ჩემებმა (მიჭირდა ძაან) მოკლედ 3 კვირის შემდეგ რა შედარებააა
მიზერული ნაწილი დარჩა შესავსები ( ხო ამას რა თქმა უნდა მოვლა უნდა ) მე ყოველდღე დღეში 2 ჯერ ვიმუშავებ ბეტადინით ლევამიკოლით და რაღაცეებით..
მოკლედ წარმატებები ყველას ვინც ოპერაციის გაკეთებას აპირებთ და რჩევას მოგცემთ, ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ. პანიკა რა თქმა უნდა შეიძლება გქონდეთ საოპერაციოში რო შეგიყვანენ მაგრამ დამერწმუნეთ საერთოდ ვერაფერს ვერ იგებთ ოპერაციის დროს. საერთოდ არც იცით იქ თუ ხართ))
ხო იმის თქმა დამავიწყდა.. პერევიასკამ არ შეგაშინოთ. ჩვეულებრივი ბინტის გამოცვლააა და ჭრილობას ნაზად ეხებიან რო გაასუფთავონ მეტი არაფერი.. საერთოდ ვერაფერს ვერ იგებთ და ვერც გრძნობთ საერთოდ თუ გეხებიან თან 2 წუთიანი სულ ალბათ თუ ნაკლები არა..
This post has been edited by bacho199 on 14 Oct 2017, 04:43