Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > ინსულტი


Posted by: PING 28 Nov 2006, 21:00
მაინტერესებს მესამეჯერ ინსულტი მძიმეა მემგონი ხო? მამაჩემს მოუვიდა და შედეგი რამდენხანშია ხოლმე ვინმემ იცით? sad.gif მარცხენა ხელი და ფეხი გაუჩერა, მასაჟებს უკეთებენ, მკურნალობას დიდი დრო უნდა და შედეგი თუ აქვს მითხარით რა ვისაც გამოცდილი აქვს ან ესმის ამი ს შესახებ, წინასწარ მადლობა sad.gif

Posted by: pulsar 28 Nov 2006, 21:31
რაც შეეხება შედეგს ძნელია რაიმე დროის დათქმა.
მთავარია კარგი ექიმი,კარგი მკურნალობა და აუცილებლად ავადმყოფი უნდა იმყოფებოდეს სიმშვიდეში!!!
ასაკსაც გააჩნია და ფიზიკურ მდგომარეობას.
თუ ექიმის ყველა მითითებას ზედმიწევნით შეასრულებთ,წესით კველაფერი კარგად უნდა იყოშ.ხელს და ფეხს რაც შეეხება მათი ფუნქციონირება აღდგება!

გამოჯამრთელებას ვუსურვებ შენს მამას!!!


მეტყველების პრობლემა თუ აქ?

Posted by: PING 30 Nov 2006, 18:55
არა სხვათაშორის მეტყველებით და აზროვნებით ნორმალურად..... მე სულსწრაფი ვარ და sad.gif ექიმის მითითებებს ზედმიწევნით ვასრულებთ ,
55 წლის
pulsar---THX

Posted by: srt-8 6 Dec 2006, 22:37
ბებიაჩემს დაემართა ინსულტი 80 წლისაა sad.gif

Posted by: excessive 14 Jan 2009, 00:11
ბებიაჩემს დაემართა ინსულტი. და უგონოდაა ეხა. მაინტერესებს დაახლოებით რამდენი პროცენტი გამოდის ინსულტის შემდეგ.

Posted by: Nightmare_Industries 2 Jun 2009, 12:41
მაინტერესებს:
-არსებობს თუ არა ინსულტისკენ გენეტიკური მიდრეკილება?
-ახლავს თუ არა მას ტკივილი გულის არეში?


Posted by: denveri 8 Jun 2009, 23:54
ინსულტის მიზეზს ყველაზე ხშირად ათეროსკლეროზი კერძოთ მისი ერთ-ერთი ფორმა არტერიოსკლეროზი წარმოადგენს, ხოლო რისკის ჯქუფში შედიან მოციმციმე არითმიით დაავადებული ადამიანები, ვინაიდან ამ დროს ხშირად ხდება ათეროსკლეროზული ფოლაქის, ეგრედ წოდებული თრომბით ტვინის მკვებავი რომელიმე არტერიის დახშობა და შესაბამისად იშემიური ინსულტის განვითარება. რაც შეეხება ჰემორაგიულ ინსულტს მისი მიზეზი ძირითადათ არტერიული ჰიპერტენზიაა( რომლის გამომწვევი მიზეზი ხშირად ათეროსკლეროზიაა), მაღალი არტერიული წნევის დროს ზიანდება თავის ტვინის სისხლძარღვის კედელი და ხდება სისხლის ჩაღვრა ტვინის ქსოვილში ან მის სტრუქტურებში. არტერიულმა ჰიპერტენზიამ შეიძლება გამოიწვიოს იშემიური ინსულტიც(ტვინის მკვებავი არტერიების ძლიერი სპაზმის დროს, თუ სპაზმის მოხსნა არ მოხერხდა).
ათეროსკლეროზიზის გარდა ინსულტის მიზეზი შეიძლება იყოს სისხლძარღვდა თანდაყოლილი ან შეძენილი პათოლოგიები, დიაბეტი, თირკმელზედა ჯირკვლისა და თირკმლის პათოლოგიები და სხვა მრავალი მიზეზი რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს, ისე კი ცხოვრების ჯანსაღი წესი ყველაზე კარგი პრევენციაა როგორც ინსულტის ასევე სხვა მრავალი დაავადების თავიდან ასაცილებლად.
რაც შეეხება გენეტიკურ მიდრეკილებას ინსულტის მიმართ, თავად დაავადების მიმართ არ არსებობს, არსებობს მხოლოდ მისი გამომწვევი მიზეზების მიმართ გენეტიკური განწყობა(მაგალითად არტერიული ჰიპერტენზიის, დიაბეტის, თირკმლის დაავადებების და სხვა). რომელთა გართულებასაც წარმოადგენს ინსულტი (როგორც იშემიური, ასევე ჰემორაგიული).
ეს მოკლედ ამ დაავადების შესახებ ვრცლად შეგიძლიად გაეცნოთ ნევროლოგიის ნებისმიერ სახელმძღვანელოში.

Posted by: MED 14 Jun 2009, 10:22
ინსულტი

ინსულტი თავის ტვინის სისხლმომარაგების მწვავე დარღვევაა (სისხლჩაქცევა და სხვა), რომელიც იწვევს თავის ტვინის ქსოვილების კვდომას.


ინსულტის გამომწვევი მიზეზები

ინსულტი შეიძლება გამოწვეული იყოს ტვინის მკვებავი ამა თუ იმ სისხლძარღვის (სისხლძარღვების) დახშობით (იშემია), ან გაგლეჯით (სისხლჩაქცევა - ჰემორაგია).


ინსულტის სახეები

განასხვავებენ ინსულტის 2 სახეს: ჰემორაგიულს, რომელიც გამოწვეულია სისხლძარღვის გაგლეჯითა და სისხლჩაქცევით და იშემიურს, რომელიც განპირობებულია სისხლძარღვის დახშობით. ინსულტი ყველზე ხშირად ვითარდება ისეთი დაავადებების ფონზე როგორიცაა: ჰიპერტონია და გულის დაავადებები (მოციმციმე არითმია, მანკები, პაროქსიზმული ტაქიკარდია), გულის უკმარისობა, ცერებრალური ათეროსკლეროზი.
იშემიური ინსულტის დროს სისხლძარღვის დახშობის მიზეზი შეიძლება იყოს:
კისრის მსხვილი სისხლძარღვებისა და გულის სარქვლების ათეროსკლეროზული ფოლაქებიდან მოწყვეტილი ნაწილები; თრომბები, რომლებიც წარმოიქმნება სისხლძარღვების შევიწროების ადგილზე ( სისხლძარღვთა ხანგრძლივი სპაზმი).


ინსულტის სიმპტომები

ჰემორაგიული ინსულტი განსხვავდება იშემიურისგან იმით, რომ ჰემორაგიული ინსულტი ვითარდება მაღალი არტერიული წნევის ფონზე, რომლის დროსაც სკდება სისხლძარღვი, ვინაიდან არტერიის კედელი ათეროსკლეროზის დროს არათანაბარი სისქისა და ზოგ ადგილას გათხელებულია. სისხლის დიდი წნევის გამო ხდება ტვინის ქსოვილების ერთმანეთისაგან დაშორება, წარმოქმნილ სივრცეებში კი ჩაედინება სისხლი და ასე წარმოიქმნება ჰემატომა. სისხლჩაქცევა, ასევე, შეიძლება მოხდეს ანევრიზმის გახეთქვის დროსაც. ხშირად ხდება სისხლის ჩაღვრა ტვინის გარსებში, რასაც სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა ეწოდება. ასეთი სისხლჩაქცევა ვითარდება უმეტესად 40 წლამდე ასაკში. პაციენტს აღენიშნება თავში დარტყმის შეგრძნება, რომელიც ხანჯლის ჩარტყმით მიყენებულ უეცარ ტკივილს გავს. თავის ძლიერმა ტკივილმა შეიძლება განავითაროს გულყრა, მაგრამ, როგორც წესი, ადამიანი გონებას არ კარგავს. ავადმყოფი გრძნობს სისუსტეს, ტკივილისგან კვნესის, თავზე ხელები აქვს შემოჭდობილი, ხშირიად აღინიშნება გულისრევის შეგრძნება, ღებინება, მაგრამ ჰემორაგიული ინსულტისაგან განსხვავებით, ასეთ პაციენტს, არ უვითარდება დამბლა.

იშემიური ინსულტი ჰემორაგიულზე უფრო ვერაგია. თავდაპირველად იშემიური ინსულტის ნიშნები მკვეთრად არ არის გამოხატული, ისინი ვითარდებიან თანდათანობით. ჰემორაგიული ინსულტის დროს გამოვლინებები უფრო ძლიერია: არტერიული წნევის კრიზის ფონზე ძლიერდება თავის ტკივილი, რომელიც თავიდან აღინიშნება თავის ერთ ნახევარზე და შემდგომ, ავადმყოფი კარგავს გონებას, სახე ხდება მონაცრისფრო ან მოწითალო, სუნთქვა ხმაურიანი, ხშირია ღებინება. ასეთი ინსულტის დროს ხშირად ვითარდება გულყრა, პათოლოგიური პროცესი ვითარდება სხეულის ერთ მხარეს, თვალის გუგა გაფართოებულია სისხლჩაქცევის მხარეს. როდესაც ავადმყოფი გონზე მოდის, მას აღენიშნება კიდურების დამბლა ან პარეზი. ეს თუ მარჯვენა კიდურების მხარეა, ირღვევა მეტყველება (აფაზია), თუ მარცხენა - შეინიშნება ფსიქიკური აშლილობა (არ ახსოვს ასაკი, სად იმყოფება, ვერ ცნობს ნათესავებს, თავს თვლის ჯანმრთელად და ა.შ.). იშემიური ინსულტის დროს აღინიშნება თავის კუნთების რიგიდობა - შეუძლებელია თავის მოხრა ისე, რომ ნიკაპი დაედოს მკერდს (კისრის კუნთების რიგიდობის გამო) და ფეხის კუნთების რიგიდობა - შეუძლებელია ფეხის აწევა (ფეხის კუნთების დაჭიმულობის გამო). ეს მოვლენები გამოწვეულია ტვინის გარსებში სისხლჩაქცევით, ამ სინდრომებს ეწოდება მენინგეალური სინდრომი.

თუ სისხლჩაქცევა ვითარდება ტვინის ღეროში, ადამიანი გონზე მოუსვლელად იღუპება დააახლოებით 2 დღეში. სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა, უმეტესად, ვითარდება ფიზიკური დატვირთვის შემდეგ: სიმძიმეების აწევის, მუხლზე ჯოხის გადატეხვის მცდელობისა და ნერვული სტრესის დროს, რომელსაც თან ახლავს არტერიული წნევის მომატება.

ტვინში სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დაზიანება უფრო საშიშია. იმის მიხედვით თუ რომელ მხარესაა დაზიანება, ვითარდება სისუსტე ან ხელში, ან ხელსა და ფეხში ერთდროულად. ცალ მხარეს აღინიშნება მეტყველების დარღვევა, აფაზია, მხედველობის ნაწილობრივი, ან მთლიანი დაკარგვა. ეს მოვლენები ქრება რამდენიმე წუთში, ან იშვიათად 1 საათში, რომელიც დღეღამის განმავლობაში შეიძლება არაერთხელ განმეორდეს. სასწრაფო დახმარების გამოძახების შემთხვევაში კი ექიმს შეიძლება დახვდეს უკვე “ჯანმრთელი” პაციენტი, რომელსაც 10-15 წუთის წინ არ შეეძლო არც მეტყველება და არც კიდურების მოძრაობა. იმის გამო, რომ შეტევის დროს დაავადების კლინიკური გამოვლინება, უმეტესად, არ აღინიშნება, პაციენტი არ გადაჰყავთ საავადმყოფოში და რჩება სახლში, ხოლო დილით იღვიძებს ტოტალური აფაზიითა და ცალმხრივი დამბლით. თავის ტვინის ტრანზიტორული დაზიანების დროს ავადმყოფი, აუცილებლად, უნდა მოთავსდეს სტაციონარში. ეს მდგომარეობა ჯერ კიდევ არ არის ინსულტი, მაგრამ არის საშიშროება იმისა, რომ ინსულტი განვითარდეს და პაციენტი, ამიტომ, უნდა იქნეს მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევის დიაგნოზი ადვილი დასასმელია იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზე გვაქვს მკვეთრად გამოხატული დამბლა, ცნობიერებისა და მეტყველების დარღვევა. დიაგნოზის დასმა უფრო რთულია, როდესაც კლინიკა არ არის მკვეთრად გამოხატული, მაგრამ მკურნალობის ტაქტიკა, ორივე შემთხვევაში, უნდა იყოს ერთი - ჰოსპიტალიზაცია (თუკი ავადმყოფი არ არის ძალიან ასაკოვანი და არ იმყოფება კომაში).


პირველადი დახმარება ინსულტის დროს

უპირველეს ყოვლისა ავადმყოვი მოხერხებულად უნდა მოთავსდეს საწოლში, განთავისუფლდეს შემბოჭველი ტანსაცმლისაგან და მაქსიმალურად მიეწოდოს სუფთა ჰაერი. პირის ღრუ პროტეზისაგან და პირნაღები მასისაგან განთავისუფლდეს. თავი და მხრები უნდა იყოს მოთავსებული რბილად, ბალიშზე, რათა არ მოიხაროს კისერი და არ გაუარესდეს სისხლის ნაკადი ხერხემლის არტერიაში.…ინსულტის განვითარების დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, დაავადების განვითარების პირველი წუთები და საათები, სწორედ ამ დროს გაწეული სამედიცინო დახმარება არის ყველაზე ეფექტური.
ინსულტის დროს ავადმყოფის გადაყვანა ყოველთვის ხდება წოლით მდგომარეობაში, თუკი ეს არ არის მესამე სტადიის კომა. ავადმყოფები იშვიათად იღუპებიან უშუალოდ ინსულტისაგან, ინსულტს ხშირად თან ერთვის პნეუმონია და ნაწოლების განვითარება. ასეთი გართულებების თავიდან ასაცილებლად უნდა მოხდეს ავადმყოფის გადაბრუნება ხან ერთ, ხან მეორე მხარეს. უნდა დავიცვათ ჰიგიენური ნორმები. მოწესრიგებული უნდა იყოს კვება, საჭიროა გაიწმინდოს კუჭნაწლავი და ჩატარდეს გულმკერდის ვიბრაციული მასაჟი.


ინსულტის მკურნალობა

ინსულტის მკურნალობა მოიცავს, სისხლძარღვების თერაპიას, იმ პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ტვინში მეტაბოლიზური პროცესების გაუმჯობესებას, ჟანგბადის თერაპიას, აღდგენით მკურნალობას, ან რეაბილიტაციას (სამკურნალო ფიზკულტურა, ფიზიოთერაპია, მასაჟი).


ინსულტისშემდგომი რეაბილიტაცია

პირველ რიგში უნდა გაკონტროლდეს არტერიული წნევა, პულსი და დროულად უნდა იქნეს მიღებული ყველა რეკომენდირებული პრეპარატი. უნდა მოხდეს ტემპერატურის კონტროლი, ყურადღება უნდა მიექცეს გამოყოფილი შარდის რაოდენობას და კუჭ-ნაწლავის მოქმედებას. ყოველივე ამის გასაკონტროლებლად უნდა მოხდეს დღიურის წარმოება - ეს აუცილებელია მიმდინარე თერაპიის კორექციისათვის. თუ კუჭის მოქმედება სამი დღის განმავლობაში არ აღინიშნება, საჭიროა გაკეთდეს გამწმენდი ოყნა. თუ მოხდა შარდის შეკავება, ან ტემპერატურის მომატება აუცილებლად უნდა ეცნობოს ექიმს.

ავადმყოფი უნდა იწვეს ნათელ, ხმაურისაგან დაცულ ოთახში. საჭიროა ოთახის სველი წესით დამუშავება 1-2-ჯერ დღეში და რეგულარულად განიავება, მაგრამ ისე რომ, ორპირში არ მოხვდეს პაციენტი. ტემპერატურის ოპტიმალური რაოდენობაა +18-22C. საწოლი უნდა იყოს სწორი და მაგარი. თუკი პაციენტი ვერ აკონტროლებს თავის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს მას უნდა ჩააცვან პამპერსი. საჭიროების შემთხვევაში უნდა გამოიცვალოს თეთრეული (ვადმყოფი ფრთხილად უნდა გადავაბრუნოთ საწოლის ერთ კიდეზე. გამოსაცვლელ ზეწარს ბინტივით დავახვევთ, მის ადგილზე დავაგებთ ახალ თეთრეულს (მასაც თავიდან ბინტის მსგავსად დახვეულს), შემდგომ გავშლით და გადმოვაბრუნებთ პაციენტს.

პაციენტს უტარდება სუნთქვითი ვარჯიშები დღეში რამდენიმეჯერ. ეს ვარჯიში უნდა გააკეთოს ყველა ავადმყოფმა მიუხედავად დაავადების სიმძიმისა. იმისათვის, რომ არ განვითარდეს ნაწოლები და პნეუმონია საჭიროა პაციენტის გადაბრუნება გვერდიდან გვერდზე 2-3 საათში ერთხელ. რეთვე, პაციენტს უტარდება მსუბუქი დარტყმითი ვარჯიშები, გვერდებზე და ბეჭების ქვეშ.

თუკი ავადმყოფს არ შეუძლია დამოუკიდებლად მოძრაობა, საჭიროა 2-3-ჯერ დღეში ავაყენოთ, დავბანოთ, დროს კარგად უნდა დავუკვირდეთ რა მდგომარეობაშია ლორწოვანი გარსი და კანი. ავადმყოფი რეგულარულად გავასუფთავოთ ნამიანი პირსახოცით და შემდგომ გავამშრალოთ. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, სუდნოს გამოყენებაც. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირის ღრუსა და შორისის ჰიგიენას. კონიუქტივიტის პროფილაქტიკისათვის კვირაში 2-3-ჯერ თვალში ალბუციდი ჩავაწვეთოთ.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთ ავადმყოფებს ხშირად ეცვლებათ ხასიათი. ისინი შეიძლება გახდნენ მტირალები, პასიურები, ან პირიქით, აგრესიულები. ხშირად უარესდება მეხსიერება, რის გამოც უჭირთ მიმდინარე მოვლენების დამახსოვრება. ბევრს ერღვევა მეტყველება. ირგვლივ მყოფნი პაციენტის ასეთ დგომარეობას უნდა მოეკიდნონ გაგებით, არ გაუბრაზდნენ პრეტენზიების გამო და მოარიდონ კონფლიქტებს. უნდა ესაუბრონ მის სურვილებზე, წაუკითხონ გაზეთები, წიგნები და სთხოვონ გაიმეოროს წაკითხული. ხშირად შეახსენონ, რომ დაასახელოს ირგვლივ არსებული საგნები. ჯანსაღი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ოჯახში, მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მისი ფუნქციების აღდგენას.

რეაბილიტაციის დროს მნიშვნელოვანია ავადმყოფის სწორი კვება. დიეტის კალორიულობა დაყვანილი უნდა იქნეს 2200-2500 კკ-მდე დღე-ღამეში, ძირითადად, ნახშირწ###ბისა და ცხოველური ცხიმების შემცირების ხარჯზე. მკვეთრად უნდა შემცირდეს ცომეულისა და შაქრის მოხმარება. უნდა ვეცადოთ მივცეთ მეტი ბოსტნეული და ხილი. კვების რაციონიდან გამოირიცხოს მარილიანი, ცხარე და შემწვარი საკვები. სასურველია, ავადმყოფი იკვებოს 4-5-ჯერ დღეში და კალორიული საკვები მიიღოს დილისა და დღის საათებში.

ნებისიერ შემთხვევაში, თუ მოხდა ინსულტი, უნდა გვახსოვდეს, რომ ტვინის უჯრედების ნაწილი იღუპება და დაკარგული ფუნქციების სრულად აღდგენის საკითხი (მიუხედავად თავის ტვინის დიდი კომპესატორული ესაძლებლობებისა), ძალიან პრობლემატურია. დაკარგული ფუნქციებისა და უჯრედების აღდგენას სჭირდება დროის დიდი მონაკვეთი და შესაბამისი მედიკამენტების მიღებასთან ერთად საჭიროა კარგი მოვლა და ავადმყოფის სურვილი იცხოვროს სრულფასოვანი ცხოვრებით. საფუძვლიანი მკურნალობის წარმატებულობა დაკავშირებულია შესწავლის პროცესთან, ზუსტად ისე, როგორც სკოლაში: შეიძლება შეგვხვდეს მონდომებული და ნაკლებად მონდომებული, აქტიური და პასიური პაციენტი. ავადმყოფის დახმარება სწავლაში - ეს არის მედპერსონალის ძირითადი ამოცანა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ავადმყოფის აქტიურ სასიცოცხლო პოზიციას, პაციენტისა და მედპერსონალის მოქმედების თანმიმდევრობას შეუძლია ამ დაავადების ნარჩენი უარყოფითი მოვლენები დაიყვანოს მინიმუმამდე.

http://www.med.ge/index.php?a=content&id=623&L=geo

Posted by: kriketi-1985 23 Dec 2009, 19:45
PING
როგორაა მამაშენი?
მამაჩემს დაემართა სულ ცოტა ხნის წინ და ახლაც რეანიმაციაშია, ექიმები ამბობენ, 1თვის მანძილზე იქ უნდა იყოს და მერე პალატაშიც დაახლოებით
ამდენივე ხანი... პირველად დაემართა, თან შაქარი და წნევა დაერთო ერთდროულად და ამან უფრო გაამწვავა პროცესი, მარცხენა მხარე გაჩერებული აქვს მამაჩემსას და მეც სულსწრაფი ვარ, შედეგი დროზე მინდა! მაგრამ ამ ყველაფერს დრო და მოთმინება უნდა, როგორც გვითხრეს, რადგან გამოჯანმრთელება ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, იმედია, რამე განსაკუთრებული ხერხები და მეთოდები არ იქნება სრული განკურნებისათვის, რადგან დიეტას და ღვინის აკრძალვას ისედაც ვერ გადაიტანს biggrin.gif

Posted by: frida_kahlo 16 May 2010, 10:55
denveri
MED

არ ვიცი რომელი ხართ ექიმი, დედაჩემს აქვს ინსულტი გადატანილი 1 ად, 75 წლისაა და უკვე ორი წელია, მარჯვენა მხარე ჰქონდა პარალიზირებული და ნაწილობრივ აღუდაგა. თან დიაბეტიანია ხო და ამ ხნის განმავლობაში ექიმი ამტასს ასმევს ბოლოს კუჭზე პრობლემები შეექმნა.

Posted by: Nensi_1988 16 May 2010, 14:39
ყველაზე მცირე ასაკი ინსულტისთვის რომელია?

Posted by: zugeni 17 May 2010, 02:12
Nensi_1988

ინსულტი ჩვეულებრივი ენით რომ ვთქვათ ტვინში სისხლის ჩაქცევაა. ძირითადად გამომწვევი მიზეზი ათეროსკლეროზია რაც ასაკში შესულ პირებს უფრო უვითარდებათ.

აგრეთვე შეიძლება იყოს ანევრიზმა (სისხლძარღვის კედლის გათხელება) ამ შემთხვევაში შეიძლება უბრალო დატვირთვის დროს გასკდეს.

Posted by: Nensi_1988 17 May 2010, 02:14
zugeni
QUOTE
აგრეთვე შეიძლება იყოს ანევრიზმა (სისხლძარღვის კედლის გათხელება) ამ შემთხვევაში შეიძლება უბრალო დატვირთვის დროს გასკდეს.


ანევრიზმას აქვს რამე სიმპტომები, რომ ადამიანმა მიხვდეს და იმკურნალოს სანამ დროა, თუ არ განიკურნება ეს? ამ ანევრიზმით 25 წლის მეგობარი გარდამეცვალა და ძალიან ცუდად ვარ დღემდე sad.gif

Posted by: zugeni 17 May 2010, 11:00
Nensi_1988
სამწუხაროდ ანევრიზმის დიაგნოზი ძალიან ძნელია, შეიძლება არც ტომოგრამაზე გამოჩნდეს sad.gif

Posted by: Ssalome 18 May 2010, 10:32
დიაბეტის და მაღალი წნევის ფონზე მამაჩემს დაემართა იშემიური ინსულტი მესამედ sad.gif

თავიდან მარცხენა მხარე წაართვა და მხედველობა/მეტყველება გაურთულდა, ეხლა ღვთის წყალობით და ტონა წამლებით მოძრაობა აღუდგა, მხედველობაც გამოუსწორდა შედარებით და მეტყველებაც, თუმცა მაინც მძიმედ ითვლება. sad.gif


Posted by: zugeni 18 May 2010, 12:42
Ssalome
დიაბეტი სისხლძარღვებს აზიანებს და მაღალი წნევი ფონზე თავის ტვინის სისხლძარღვები უფრო გამტარი ხდება

Posted by: Fresh_ 20 May 2010, 22:17
გამარჯობათ
მაინტერესებს ინსულტის შემთხვევაში ლაპარაკის უნარის წართმევის დროს
რა ტიპის თერაპიები არის რეკომენდირებული

Posted by: Nensi_1988 22 May 2010, 03:02
მაინტერესებს ინსულტი ატარებს თუ არა გენეტიკურ ხასიათს? ანუ მიდრეკილება არსებობს? თუ კი რამდენი პროცენტი?

Posted by: tatusia 11 Jan 2011, 00:22
ბებიას დაემართა იშემიური ინსულტი, დიაბეტით გამოწვეული. აზროვნების უნარი შეეზღუდა, აგრევე მარჯვენა ხელ ფეხი.

Posted by: GVS 12 Aug 2011, 12:39
ძმაკაცის მამას დაემართა ინსულტი, კომაშია ახლა, რეანიმაციაში წევს sad.gif
ასე მითხრა თბილისში ოპერაცია არ გაუკეთეს, არ მოკიდეს ექიმებმა ხელიო... უნდა იწვეს და თავისით თუ გამოვაო...
ვინმე ვინც ერკვევით ამ საკითხში, რა შეიძლება ამ დროს რომ გავაკეთოთ? არის შანსი რომ გადარჩეს? ან უცხოეთში ხომ არ შეიძლება დაკავშირება და რამის გაკეთება?

Posted by: vinnie 5 Sep 2011, 08:02
თუ შეიძლებამიპასუზეთ რაა,ინსულტი მეხსიერებაზე ხო არ მოქმედებს?შეიძლება ავადმყოფს ყველაფერ დაავიწყდეს?

Posted by: S_Y_D 18 May 2012, 16:32
გამარჯობათ. მამაჩემმა 51 წლის ასაკში გადაიტანა ჰემორაგიული ინსულტი დღეს არის 26 დღე. გამოჯანმრთელების დინამიკა კარგად მიდის უკვე ფეხზეც დადგა და ვინმეს დახმარებით უკვე გადაადგილდება. პარალიზებული აქვს მარცხენა მხარე მაგრამ უკვე ამოძრავებს და საგნებსაც იღებს ხელში. ერთადერთი რაც არ აღდგა არის მგრძნობელობა მარცხენა მხარეს ანუ ვერ გრძნობს ჩხვლეტას, შეხებას, სიცივეს, სიცხეს და ასე შემდეგ. მაინტერესებს აღდგენადია თუ არა ეს პროცესი? და რა პერიოდთან მკურნალობასთან არის დაკავშირებული.

წინასწარ დიდი მადლობა.

Posted by: zugeni 18 May 2012, 19:45
S_Y_D

გაგიმარჯოს

ჰემორაგიული ინსულტი სწრაფი განვითარებით ხასიათდება და ასევე სწრაფი ალაგვმით. რადგან 26 დღეში საკმაოდ დიდი პროგრესია, მაგრამ მაინც გირჩევთ ნუ დაიძაბება ფიზიკურად.
რაც შეეხება კითხვას, რადგან ასე უცებ აღუდგა ყველაფერი და ასაკიც უწყობს ხელს, მგონი ყველაფერი ნორმის ფარგლებში უნდა აღდგეს. თუმც მინდა გითხრა რომ ასე რაიმის დაზუსტებით თქმა რთულია.
საჭიროა მკურნალობასთან ერთად მონიტორინგი, რამდენად არის აღდგენილი დაზიანებული კერა.

Posted by: S_Y_D 18 May 2012, 20:40
zugeni

მადლობა ყურადღებისთვის და პასუხისთვის. არ ვიცი რამდენად შეხება გქონდა მსგავს სიტუაციასთან, მაგრამ თუ არსებობს რაიმე სტატისტიკა იქნებ მითხრა? ანუ უშუალოდ ამ მგრძნობელობას რაც შეეხება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.

Posted by: zugeni 19 May 2012, 00:06
S_Y_D

ინსულტის რეაბილიტაცია შედგება ორი ნაწილისგან, პირველი ეს არის, ორგანიზმის ფიზიოლოგიური რეაბილიტაცია და მეორე "გარემო პირობები". ანუ რა პირობებშია პაციენტი, როგორც სოციალური ისევე ფსიქოლოგიური გარემოა მნიშვნელოვანი. ასევე დამოკიდებულია დაზინების მაშტაბებზე.
რაც შეეხება დროს, 90% აღდგენა ხდება პირველ 3 თვეში, შემდეგ კი შედარებით ნელი ტემპით მიმდინარეობს.
გამოჯანმრთელების სტატისტიკას რაც შეეხება, დამიჯერე ეს ინდივიდუალურია და რომ გითხრა "ჩემი მეზობელი" ასე გამოჯანმრთელდა და "ჩემი ახლობელი" ასეთქო, არანაირი მნიშვნელობა არ ექნება.
შენს შემთხვევაში კი, მამა ახალგაზრდა კაცია და უკვე ძალიან კარგი პროგრესი შეინიშნება. ასე რომ მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ

Posted by: BadbadGirl 19 May 2012, 00:50
S_Y_D
კარგი ტემპით მიმდნარეობს რეაბილიტაცია როგორც ჩანს. თუ მგრძნობელობა არ აქვს ხელში,ფრთხილად იყავით, არასწორედ არ დაწვეს ხელზე, ან დაჯდეს.
ფიზიკური სიმპტომების გარდა (მოძრაობა, მგრძნობელობა) ყურადღება მიაქციეთ კოგნიტურ სიმპტომებს. თეფშზე საჭმელი რომ უდევს, როგორ იქცევა? ყველაფერს ხედავს თუ მხოლოდ ერთ ნაწილს ჭამს? ჭამის დროს მარცხენა მხარეს დაუდეთ ჭიქა წყალი და აცადეთ თუ მიაგნებს თვითონ.

ზოგადად კი შეეცადეთ მარცხენა მხარიდან რაც შეიძლება მეტი სტიმული მიიღოს. როცა ესაუბრებით მარცხენა მხარეს მიუჯექით, როცა გადაადგილდებით მარცხენა მხარიდან დაიწყეთ მოძრაობა. ასევე გაითვალისწინეთ რომ ინსულტის შემდეგ ხშირად სახეზეა ე წ ტვინის გადაღლილობა (მგონი სწორედ ვთარგმნი ტერმინს), რაც იმას ნიშნავს რომ პაციენტი ძალიან ადვილად, თითქმის არაფრისგან იღლება, მგრძნობელობა აქვს სინათლის და ხმაურის მიმართ., ემოციურად არასტაბილურია. ამ სიმპტომებს განსაკუთრებით უნდა მიაქცოთ ყურადღება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ საერთოდ ყვლენაირი სტიმულის აგრეშე დატოვოთ მამა, რადგან სწორედ სტიმული და ვარჯიში უწყობს ხელს რეაბილიტაციის პროცესს.

QUOTE
არ ვიცი რამდენად შეხება გქონდა მსგავს სიტუაციასთან, მაგრამ თუ არსებობს რაიმე სტატისტიკა იქნებ მითხრა?

რაც შეეხება სტატისტიკას, სამწუხაროდ 100% სტატისტიკა არ არსებობს როცა საქმე ინსულტის რეაბილიტაციას ეხება. არსებობენ მეთოდები რომლებსაც მაღალი სტატისტიკური ევიდენსი აქვს, მაგრამ მაინც ძალიან ინდივიდუალურია ეს ყველაფერი. სამწუხაოდ ინსულტის რეაბილიტაციის წიგნი სამსახურში მაქვს და ამ მეთოდებზე ვერ დავწერ დაწვრილებით. ორშაბათს შემიძლია გადავხედო. გამომრჩა დამეწერა, ჩვენთან მგრძნობელობაზე მუშაობენ ფიზიო და ოკუპაციური თერაპევტები.

vinnie
QUOTE
თუ შეიძლებამიპასუზეთ რაა,ინსულტი მეხსიერებაზე ხო არ მოქმედებს?

მოქმედებს
გააჩნია სადაა და რა ზომისაა დაზიანება.

Posted by: S_Y_D 19 May 2012, 01:02
BadbadGirl

მადლობ, ამომწურავი პასუხისთვის რაც უფრო მეტ ინფორმაციას მომაწვდი უფრო უკეთესი იქნება ჩემთვის. მაგრამ, ერთ რამეზე ვერ მივიღე ამომწურავი პასუხი. მაინტერესებს აღდგება თუ არა მგრძნობელობა კიდურებში? ეს თითონ მას აინტერესებს რატომღაც გონია რო არ აღუდგება, ამიტომ თუ რამე კონკრეტული ფაქტი ან რაიმე სტატისტიკა არსებობს ეგეც მომაშველეთ რა. smile.gif კიდევ ერთხე ძალიან დიდი მადლობა. ხო და კიდევ თუ შეგიძლია ამიხსნა რას მოიცავს ფიზიო და ოკუპაციური თერაპია.

Posted by: BadbadGirl 19 May 2012, 01:16
S_Y_D
QUOTE
მაინტერესებს აღდგება თუ არა მგრძნობელობა კიდურებში?

საქმეც ეგ არის რომ ამომწურავი პასუხი არ არსებობს და ზემოთ დაწერეს კიდეც. ძალიან ინდივიდუალურია აღდგება თუ არა. მინახავს პაციენტები რომელსაც აღუდგა ეგ ფუნქცია, მაგრამ ასევე ბევრი მინახავს რომელსაც არ აღუდგა. რადგან მამა ახალგაზრდაა უფრო დიდი შანსია რომ აღუდგეს თუმცა 100% ვერ იტყვი. მე ერთს გეტყვი, რადგან მამას გააზრებული აქვს რომ მარცხენა მხარეს მგრძნობელობა დაქვეითებულია, უკვე ძალიან წინგადადგმული ნაბიჯია.

მოკლეთ რომ ვთქვა : ფიზიოთერაპევტები მუშაობენ: ბალანსის, მგრძნობელობის, კიდურებში (ქვედა) მოძრაობის რეაბილიტაციაზე. ოკუპაციური თერაპევტები მუშაობენ კოგნიტურ რეაბილიტაციაზე, ხელის ფუნქციის დაბრუნებაზე და იმაზე რომ პაციენტს შეეძლოს საკუთარი თავის მიხედვა - ჩაცმა, ბანაობა, ჭამა, და იმ საქმეების შესრულება რომელიც მას მნიშვნელოვნად მიაჩნია.

Posted by: S_Y_D 19 May 2012, 15:15
BadbadGirl

გასაგებია.. დაუშვათ არ ღდგენის შემთხვევაში, რამდენედან სრულფასოვანი იქნება სიარული, მოძრაობა და მსგავსი ქცევები?

კიდევ ერთი ფაქტი, დღეს იძახის კუნთები თითქოს დაბერილი მაქვს აი ძლიერი ვარჯიშის შემდეგ რო იცის ისე, ხო კიდე ბჟუილი აქვს კიდურების დაბოლოებებში რამდენად კარგია ეს და შეიძლება თუ არა ჩაითვალოს რო ეს პროგრესის მანიშნებელია?

Posted by: BadbadGirl 19 May 2012, 16:37
S_Y_D
სრული აღდგენის შემთხვევაში ალბათ კი, მაგრამ იმის თქმა იქნება თუ არა სრული არდგენა შეუძლებელია.

შეგიძლია ორივე ხელის ფოტო გადაუღო მამას და დადო? დაახლობით როგორ აღწერს აბ "მჟუილის" შეგრძნებას? დაბრუჟებულია? თუ როგორ?

Posted by: S_Y_D 19 May 2012, 17:57
BadbadGirl

ფოტო როგორი იქნებ ზუსტად ამიხსნა რა ნაწილის ფოტო გაინტერესებს? ხო დაბრუჟებული აქვს აი როგორც არასწორი წოლის დროს იცის. და დიდი ხნის უვარჯიშებელზე რო ბევრს ივარჯიშებ ეგრე მაქვს კუნთებიო ამბობს.

Posted by: BadbadGirl 19 May 2012, 20:06
მხრიდან ხელის მტევნის ჩათვლით თუ შეგიძლია, თან ორივე ხელის.

Posted by: rembrandt 18 Jun 2012, 16:05

ათეროსკლეროზს ვინ მკურნალობს კარგად?
თამაზ თავაძის საკონტაქტო ინფო მომწერეთ თუ იცით სასწრაფოდ მჭირდება

http://ethics.narod.ru/articles5/newepoch.htm
рузинское Рериховское общество «Матерь Мира» (ГРОММ) (Грузия, г. Тбилиси; руководитель – Тамаз Павлович Тавадзе; тел.: +995 32 951649; электронный адрес: georgia @roerich .com );

ეს ტელეფონი არასწორია

Posted by: shantakleri 27 Jun 2012, 11:13
ჩემს ნათესავს დაემართა გაჟონვა, ტვინის ღერძში აქვს და მე4 დღეა უკიდურესად მძიმედაა, ოპერაციას ვერ გადაიტანსო, ბათუმიდან გადმოყავთ ეხლა ინგოროყვას კლინიკაში, ამბობენ საუკეთესოაო, მაგრამ 1 ღამე 1200 ლარი ღირს, და არ იციან რამდენი ხანი შეიძლება იყოს ასე უგონოდ sad.gif(

Posted by: Unlimate 30 Jun 2012, 19:24
გამარჯობათ
ესეიგი 25 ივნის ბაბუაჩემს დაემართა ინსულტი ხოდა მოვიდა სასწრაფო გვითხრა გადასაყვანია სავანდყოფოში ჩვენ დავთანხმდით გადავიყვანეთ ღუდუშაურის კლინიკაში გვითხრეს რომ 6 დღე არის უფასოდ ინტენსიურში მარტო კვების გადასახადი გექნებათ სახელმწიფო აფინანსებს გაგვიხარდა ხოდა გავიდა ეხლა 5 დღე და პაციენტი მაინც და მაინც კარგათ არაა და ამბობენ ხვალიდან 470 ყოველ დღეს spy.gif უვარესიც მაქვს მოსმენილი 800 ლარი მგონი პენსიონერი რომ არის იმიტომ ცოდა დაუკლეს მარა მგონი ყველა დამეთანხმდება რომ 470 ლარი დღეში არის არარეალური ხალხს ამდენი ხელფასი აქვს,ხოდა შევეკითხეთ არაა სხვა ვარიანტი გვითხრეს კი სხვა სართულზე გადაიყვანეთ უბრალოდ თქვენ უნდა ედგეთ თავზე ეს რას ნიშნავს რომ ექთანი არც შემოვა არც იქნება შეერთებული წნევის აპარათან უბრალოდ საწოლი 150 ლარი!!!

ჩვენ ვაპირებთ ხვალ სახში წამოივიყვანოთ სხვა გზა არ რჩება.
მინდა შეგეკითხოთ თუ არსებობს უფრო იაფინი სავანდყოფო ან კლინიკა smile.gif

ეხლა არ მინდა დავიწყო წერა რა ყ*(# არის ღუდუშაურის კლინიკა ეს ცალკე თემა არის მარა არავის არ ვურჩევ მაგ კლინიკაში მისვლას yes.gif

Posted by: S_Y_D 1 Jul 2012, 04:03
Unlimate


დაზღვევა არი კარგი ვარიანტი ისე კი ყველგან ატყავებენ ხალხს smile.gif

Posted by: Unlimate 1 Jul 2012, 09:52
QUOTE (S_Y_D @ 1 Jul 2012, 04:03 )
Unlimate


დაზღვევა არი კარგი ვარიანტი ისე კი ყველგან ატყავებენ ხალხს smile.gif

ვიცი მარა 60 ცის ზევით არაა დაზღვევა სამწუხაროდ

Posted by: Txelo999 1 Jul 2012, 10:58
გუშინ წინ მოუვიდა მამაჩემს ინსულტი ჰემორაგიული 53 წლისაა, დავაწვინეთ ინგოროყვას კლინიკაში და ყოველ დღე 1200 ლარს მახდევინებენ და მეუბნებიან მინიმუმ 21 დღე მაინც უნდაო რომ ცოტათი მოვიდეს აზრზეო თან იმედსაც არ იძლევიან თავს იზღვევენ გადარჩება თუ არაო.
გოჩა ინგოროყვას დედას რომ ###### სანამ 3000 ლარს არ შემოიტან არ დავიწყებთ ოპერაციასო, მიკლავდნენ მამას კიდევ კარგი მივდექი მოვდექი და შევიტანე ეს ფული მაგრამ ხვალე უნდა მივიდე და მეტყვის ეს ბოზის შვილი რამდენი უნდა დავამატო. 21 დღე მინიმუმ X 1200 ლარზე აღარ ვიცი ფული საიდან მოვიტანო თუ რამით შეგიძლიათ დახმარება დამეხმარეთ იქნებ სადმე მიმასწავლოთ ან რაიმე რავიცი

Posted by: S_Y_D 1 Jul 2012, 12:09
Txelo999

21 დღე არის კრიტიკული პერიოდი მამაჩემსაც ქონდა 2 თვის წინ, მაგრამ 21 დგე არ ყოფილა საავადმყოფოში, იკ 10 დღე გაჩერდა და მერე ბინაზე გაწერეს მარა 21 დღე წოლითი რეჟიმი ქონდა... თუ საოპერაციოა, ალბათ რთულად აქვს. მოიკითხე ცოტა ადრე თუ არის გაწერის ვარიანტი ალბათ ეგ იქნება შეღავათი თორე სხვაგან ვერც გადაიყვან ტრანსპორტირება არ შეიძლება... ისე როგორ არის მამაშენი? რომელი მხარე აქვს გაჩერებული? და რამდენად შეზღუდული აქ მოძრაობა.?

Posted by: BadbadGirl 1 Jul 2012, 14:29
რა უცნაურ მეთოდებს იყენებენ ჩვენი ექიმები, ძალიან მიკვირს. და რაც ყველაზე ცუდია ვერ ვხვდები რის საფუძველზე? რატომ უნდა იწვეს პაციენტი სამი კვირის განმავლობაში?!

როგორც ადრე დავწერე, მეც აკუტ ინსულტიან პაციენტებთან ვმუშაობ, ანუ სასწრაფოს მისაღებიდან პირდაპირ ჩვენს განყოფილებაში ამოყავთ პაციენტი, და Glasgow Coma Scaleდან გამომდინარე მეორე დღესვე ვიწყებთ მათთან მუშაობას (ზოგი საერთოდ უკონტაქტოა). თუ პაციენტთან ცოტათი მაინც შეძლება კონტაქტში შესვლა, ეგრევე ვცდილობთ რომ მინიმუმ ავაყენოთ საწოლიდან, დაჯდეს, ფეხი გაშალოს/რამოდენიმე ნაბიჯი გადადგას, ჭამა დაჯდომილ მდგომარეობაში შესძლოს. ყველანაირად ვცდილობთ რომ პაციენტს აქტივობის სტიმული და მოტიაცია მივცეთ. აი ჩემ ბლოგზეც დავწერე რას ვაკეთებთ, და ამ ყველაფერს პირველი ორი კვირის განმავლობაში იმიტომ რომ პაციენტი ძალიან იშვიათად რჩება ჩვენთან ორ კვირაზე მეტს.

http://tomushka.blogspot.se/2012/06/blog-post_25.html

პ.ს. ჩვენთან ვინ გააჩერებს პაციენტს ლოგინში სამი კვირა თუ ის კონტაქტურია?!

Posted by: S_Y_D 2 Jul 2012, 01:49
BadbadGirl

ანუ ეს 21 დღეც არ არის სავალდებულო და აუცილებლობა? რო წოლითი რეჟიმი ქონდეთ?

Posted by: Natuka NGN 2 Jul 2012, 02:22
BadbadGirl
თუ ინსულტი ანევრიზმით არის გამოწვეული და სისხლსი გაჟონვა კვლავ მიმდინარეობს? მაინც აყენებთ?

Posted by: HeavenGuard 2 Jul 2012, 02:52
Unlimate
Txelo999
S_Y_D
ბოდიშI,მაგრამ ისე მსჯელობთ,წარმოდგენა არ უნდა გქონდეთ ინსულის შესახებ yes.gif
ნუ ინფორმაციის დეფიციტი მინიმუმ სახეზეა yes.gif

BadbadGirl

QUOTE
რა უცნაურ მეთოდებს იყენებენ ჩვენი ექიმები, ძალიან მიკვირს. და რაც ყველაზე ცუდია ვერ ვხვდები რის საფუძველზე? რატომ უნდა იწვეს პაციენტი სამი კვირის განმავლობაში?!

როგორც ადრე დავწერე, მეც აკუტ ინსულტიან პაციენტებთან ვმუშაობ, ანუ სასწრაფოს მისაღებიდან პირდაპირ ჩვენს განყოფილებაში ამოყავთ პაციენტი, და Glasgow Coma Scaleდან გამომდინარე მეორე დღესვე ვიწყებთ მათთან მუშაობას (ზოგი საერთოდ უკონტაქტოა). თუ პაციენტთან ცოტათი მაინც შეძლება კონტაქტში შესვლა, ეგრევე ვცდილობთ რომ მინიმუმ ავაყენოთ საწოლიდან, დაჯდეს, ფეხი გაშალოს/რამოდენიმე ნაბიჯი გადადგას, ჭამა დაჯდომილ მდგომარეობაში შესძლოს. ყველანაირად ვცდილობთ რომ პაციენტს აქტივობის სტიმული და მოტიაცია მივცეთ. აი ჩემ ბლოგზეც დავწერე რას ვაკეთებთ, და ამ ყველაფერს პირველი ორი კვირის განმავლობაში იმიტომ რომ პაციენტი ძალიან იშვიათად რჩება ჩვენთან ორ კვირაზე მეტს.

გინდა თქვა,რომ გლაზგოს შკალის მიხედვით ადგენთ ინსულტიან პაციენტებთან მუშაობის გეგმას?! spy.gif givi.gif



პ.ს.ზოგადად ინსულტის მწვავე ფაზის მართვა ერთერთი ყველაზე ძვირადღირებული მედ.მომსაურებაა მსოფლიოში yes.gif
თუნდაც იშემიური ინსულტის დროს თრომბოლოზირი თერაპია აიღეთ და გადახედეთ ფასებს yes.gif

Posted by: S_Y_D 3 Jul 2012, 03:13
HeavenGuard

კარგი წყარო ხარ ინფორმაციისთვის და ნუ დაიშურებ...

Posted by: g_o_g_i_n_a 3 Jul 2012, 03:50
QUOTE (shantakleri @ 27 Jun 2012, 11:13 )
ჩემს ნათესავს დაემართა გაჟონვა, ტვინის ღერძში აქვს და მე4 დღეა უკიდურესად მძიმედაა, ოპერაციას ვერ გადაიტანსო, ბათუმიდან გადმოყავთ ეხლა ინგოროყვას კლინიკაში, ამბობენ საუკეთესოაო, მაგრამ 1 ღამე 1200 ლარი ღირს, და არ იციან რამდენი ხანი შეიძლება იყოს ასე უგონოდ sad.gif(

ბიძაჩემს დაემართა ზუსტად მანდ ინსულტი
და ინგოროყვაში იწვა ისიც, ურთულესი ადგილია
ვერაფრის გარანტიას ვერ მოგცემენ.. 2 თვეზე მეტ იწვა
მანდ რეანიმაციაში აპარატზე შეერთებული
მერე აღუდგა სუნთქვა, მერე სახლში იყო
ნელ ნელა ყლაპვაც აღუდგა მარა სიარულს ვერ ახერხებს
ეგ დეფექტი დაუტოვა smile.gif


თანხებს რაც შეეეხება გავიყიდეთ ჩვენც 800 დან 1500 ლარამდე იწერებოდა დღე, რაც შემილია გირჩიო ოჯახის წევრებმა როგორმე
შეყონ თავი სოციალურად დაუცველებში სანამ რეანიმაციაში იქნება
თუ ამას მოახერხებენ მერე ბოლოს არგუმენტი გექნებათ რატო არ იხდით...

თუ რამე ხელშეკრულებაზე გთხოვეს ხელის მოწერა რომელიც ხელისმომწერ პირს დაავალდებულებს მკურნალობის ხარჯები აიღოს
თავის თავზე ოჯახის ისეთმა წევრმა მოაწეროს საკუთრება რომ არ გააჩნია smile.gif

ღმერთმა კარგად ამყოფოს
რო ვიხსენებ აროგორ იყო ბიძაჩემი
კაცი გონებაზე იყო საღზე და ვერ ყლაპავდა ვერ სუნთქავდა
2 თვე ასე იწვა მაგიდაზე როგორ გაუძლო მიკვირს

აღარ ვიცოდით ფულზე ცალკე გვეფიქრა თუ ჯანმრთელობაზე

ასეთი ჯანდაცვის სისტემა #####ან მე


Posted by: BadbadGirl 3 Jul 2012, 19:31
Natuka NGN
ანევრიზმიანი პციეტი ჯერ არ მინახია, მაგრამ ეჭვი მაქვს მსგავსი პაციენტები ჯერ ინტენსიური მკურნალობის განყოფილებაში მიყავთ (იგივე რეანიმაცია) და მას შემდეგ რაც ავადმყოფი სტაბილურია მერე ხდება გადანაწილება აკუტ განყოფილებებში.

HeavenGuard
QUOTE
გინდა თქვა,რომ გლაზგოს შკალის მიხედვით ადგენთ ინსულტიან პაციენტებთან მუშაობის გეგმას?

უფრო კონკრეტული რომ ვიყო RLS სკალის მიხედვით, ოკუპაციური და ფიზიოთერაპევტები ვადგენთ მუშაობის გეგმას. თუ დილის შეხვედრაზე, ექთანი პაციენტის შესახებ მბობს რომ RLS 4 ან ზევით არის, აქტიურად არაფერს ვაკეთებთ, ველოდები სანამ მდგომარეობა გაუმჯობესდება. რათქმაუნდა პაციენტის ჟურნალში მუდამ ვკითხულობთ როგორ არის მდგომარეობა და საშუალება თუ გვეძლევა ოჯახის წევრებს ვესაუბრებით და ინფორმაციას ვაგროვებთ პაციენტის გარშემო.

S_Y_D
ჩვენთან არ არის მიღებული. მაგრამ ყველგნ სხვადასხვა კულტურა და მიდგომაა. ჩვენთან სჯერავთ რომ პაციენტი რაც შეიძლება მალე უნდა წამოდგეს და დაიწყოს აქტივობა - ფიზიკური და გონებრივი.
* * *
QUOTE
.ს.ზოგადად ინსულტის მწვავე ფაზის მართვა ერთერთი ყველაზე ძვირადღირებული მედ.მომსაურებაა მსოფლიოში yes.gif
თუნდაც იშემიური ინსულტის დროს თრომბოლოზირი თერაპია აიღეთ და გადახედეთ ფასებს yes.gif

მართლა ძალიან ძვირია. ამიტომაცაა სამედიცინო მხირივ სტაბილურია თუ არა პაციენტი, ეგრევე წერენ, ამბობს ექიმი მეტის გაკეთება აქედან არ შეგვიძლიაო. ოკუპაციური თერაპია და ფიზიოტერაპია კიდევ კომუნის და სპეციალური რეჰაბ ცენტრებიდანაც შეუძლიათ მიიღონ. პაციენტის შენახვა სახლში ან სპეციალურ საცხოვრებელში უფრო "იაფი უჯდება" კომუნას (მთელი მომსახურე პერსონალით) ვიდრე საავდმყოფოში.

Posted by: ქინქლა 30 Jul 2012, 11:30
მოგესალმებით, დედაჩემს, 72 წლისაა, მეორედ დაემართა იშემიური ინსულტი. გორში ცხოვრობს და იქაური ექიმი მკურნალობდა. ეხლა თბილისში ჩამოვიყვანე და მინდა აქ მოვიწვიო ვინმე კარგი ექიმი - ნერვოლოგი, და ვის მირჩევთ? სახლში ხომ შესაძლებელია რომ მოვიდეს ექიმი>? იქეთ ვერ წავიყვან დედა ვერ მოძრაობს

Posted by: MATSILDA 30 Jul 2012, 22:49
მამუკა მაკარიძე არის კარგი როგორც ვიცი. ბებიაჩემს დაემართა 10 დღის წინ იშემიური ინსულტი, მძიმე ფორმა არააო მაგრამ ასაკიანია, მოხუცია და 1 კვირაა ხან როგორაა ხან, როგორ. ყველაფერს ამოძრავებს, გაშეშებული არაფერი აქვს, მაგრამ გონებაზე ხან არის, ხან არა და შფოთავს ძალიან პერიოდულად. დედათქვენს რა სიმპტპმები აქვს? რამდენ ხანში შეიძლება გაუაროს და გამოვიდეს მდგომარეობიდან? რამდენად რთულია საერთოდ?

Posted by: ქინქლა 31 Jul 2012, 10:14
MATSILDA
მადლობა პასუხისთვის. დედაჩემს გონების პრობლემა არ ჰქონია, ხელფეხს დამოუკიდებლად ამოძრავებს, მარცხენა მხარეს შედარებით სუსტად. მაგრამ ტანს ვერ ამოძრავებს, ანუ ვერ ბრუნდება, ვერ ჯდება, დამჯდარი თავს ვერ იკავებს ვარდება, სიარულზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ანუ გრძნობა აქვს დაკარგული წელს ქვემოთ. არც მეტყველების პრობლემა აქვს თუმცა აქტიურად ვერ საუბრობს.

მამუკა მაკარიძე სად მუშაობს და იქნება რამე საკონტაქტო ინფორმაციაც მომწეროთ პირადში.

Posted by: BadbadGirl 31 Jul 2012, 21:07
ქინქლა

ხელ ფეხს მიზანმიმართულად ამოძრავებს? მაგალითად ჭამა შეუძლია დამოუკიდებლად? ამბობ რომ მეტყველების პრობლემა არ აქვსო, თქვენ რასაც ეუბნევით იმას გებულობს?

MATSILDA
ინსულტს ახასიათებს შფოთვა. რომ წერ გონებაზე ხან არის ხან არაო, რას გულისხმობ?

Posted by: ქინქლა 1 Aug 2012, 10:06
BadbadGirl
კი ამოძრავებს ხელ-ფეხს, იკავებს ნივთებს ხელში, ჭამით ვერ ჭამს, უბრალოდ წევს, ვერ ჯდება მაგიტომ თორემ, დაჯდომა რომ შეეძლოს არც კოვზის დაკავება გაუჭირდება. მეტყველების პრობლემა არ აქვს, ანუ ბევრს არ საუბრობს თორემ ისე არ უჭირს. რასაც ვეუბნებით ყველაფერს გებულობს, თუმცა ხანდახან ან არ მპასუხობს კითხვაზე, ან გვიან მპასუხობს.

Posted by: BadbadGirl 1 Aug 2012, 20:44
ქინქლა
კაი ფიზიოთერაპევტი გჭირდებათ. იქნებ მოიძიოთ სადმე?
ტვინის რა ნაწილშია ინსულტი? ზუსტი პასუხი თუ მოგცეს?

Posted by: MATSILDA 3 Aug 2012, 11:22
მამუკა მაკარიძე არამიანცში მუშაობს როგორც მითხრეს, ტელეფონი არ ვიცი


BadbadGirl
ერთი შეკითხვა მაქვს კიდევ, დიფოსფოცინი თუ იცით წამალი, ეგ რამდენად კარგია? და აუცილებელია რომ ვუკეთოთ? თუ მილდრონატიც საკმარისია? მილდრონატიო ექიმმა და მე წავიკითხე რომ ეს დიფოსფოცინი კარგია ძალიან, უბრალოდ აღაგზნებს ცოტა
რაც შეეხება გონებაზ მოსვლას, ძირითადად სახელებს ამბობს პერიოდულად, ან წყალი მინდაო და საჭმელი. ახლა ზონდით აჭმევენ ძირითადად, ცოტას ყლაპავს წყალს და მაწონს და ასეთ რაღაცეებს თავისით, კიდურებსაც ამოძრავებს და ყველაფერს, მაგრამ გონებაზე მოვა? რამდენი ხანი სჭირდება? როგორი გამოცდილებაა ასეთ შემთხვევაში?

Posted by: BadbadGirl 3 Aug 2012, 20:50
MATSILDA
სამწუხაროდ ფარმაკოლოგიაში ვერ ვერკვევი. იმედია ვინმე კომპეტენტური პირი შემოვა და პასუხს გაგცემს.
ზონდით რატომ აჭმევენ? რას გულისხმობ გონებაზე მოსვლაში? ასე მგონია ჩვენ ორ სხვადასხვა რამეზე ვსაუბრობთ.

Posted by: manchik 6 Aug 2012, 02:51
მაინტერესებს თბილისში არის თუ არა, სახლში მწოლიარე ავადმყოფის მოვლაა-რეაბილიტაციის მომსახურეობის ოფისი? თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, იქნებ დამეხმაროთ! მადლობა.

Posted by: BadbadGirl 6 Aug 2012, 21:20
manchik
მოვლა და რებილიტაცია ორი სხვადასხვა სფეროა. შესაბამსიად სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მუშაობენ მომვლელებად და რეაბილიტაციისათვის.

რეაბილიტაციისათვის - არსებობს საქართველოს ოკუპაციურ თერაპევთთა ასოციაცია და მათ დაუკავშირდი. ფიზიოთერაპევტების და ლოგოპედების ასოციაცია თუ არის ვერ გეტყვი. მომვლელებს რაც შეეხება ვერ გიპასუხებ სამწუხაროდ.

Posted by: manchik 7 Aug 2012, 12:09
BadbadGirl , მადლობა გამოხმაურებისთვის!


Posted by: ქინქლა 14 Aug 2012, 17:32
მეგობრებო, თანა-ფორუმელებო, ინსულტიანისთვის მჭიდება მეთოდისტი რომ მასაჟები და ვარჯიშები ჩაუტაროს სახლში მოსვლით. ვინმეს ხომ არ მირჩევდით თავის საკონტაქტო ინფორმაციითა და მიახლოებითი ფასით?

Posted by: BadbadGirl 16 Aug 2012, 10:15
MATSILDA
რა ქენით დაუკავშირდით თერაპევტებს?
_______________________________________

Posted by: elene2011 11 Sep 2012, 13:54
QUOTE (ქინქლა @ 14 Aug 2012, 17:32 )
მეგობრებო, თანა-ფორუმელებო, ინსულტიანისთვის მჭიდება მეთოდისტი რომ მასაჟები და ვარჯიშები ჩაუტაროს სახლში მოსვლით. ვინმეს ხომ არ მირჩევდით თავის საკონტაქტო ინფორმაციითა და მიახლოებითი ფასით?

http://massagetbilissi.wordpress.com/

აქ ნახავ ძალიან კარგი სპეციალისტის (რეაბიტოლოგ-მასაჟისტის და ფიზიოთერაპევტის) სტატიას ინსულტის შემდეგომ პერიოდთან დაკავშირებით და მის კოორდინატებსაც...ძალიან კარგი პიროვნებაა, კარგად სედის კონტაქტში ნებისმიერი სირთულის ავადმყოფთან, შედეგებიც კარგი აქვს...ფასზე თავად დაელაპარაკებით. წარმატებებს გისურვებთ

Posted by: chupa82 11 Oct 2012, 15:59
აქაც ვიკითხავ, იქნებ დამეხმაროთ, ინსულტ გადატანის მამაკაცისთვის მინდა კარგი სპეციალისტი და რომელ ექიმთან მივიყვანო ალბათ ნერვოპათოლოგთან? ვის მირჩევდით , სრული გამოკვლევა რომ ჩაუტაროს თავის ტომოგრაფიით და ზედმეტად არ გაგვაწვალოს, რუსეთიდან უნდა ჩამოვიდეს სპეციალურად მაგისთვის

Posted by: donvaso 11 Oct 2012, 20:55
chupa82
მიდი თოდუაში ნევროპათოლოგ სოსო ბურდულაძესტან. რაც საჭირო იქნება ყველაფერს გააკეტებს, ზედმეტს არ გახარჯვინებს smile.gif

Posted by: ninogior 25 Oct 2012, 22:58
ლაპარაკს ახერხებს ან რა შედეგები აქვს ამ ხნის მანძილზე??
* * *
QUOTE (ninogior @ 25 Oct 2012, 22:58 )
ლაპარაკს ახერხებს ან რა შედეგები აქვს ამ ხნის მანძილზე??

ბიძა ,რომ ყავდა ცუდათ ,მასთან მაქვს ეს შეკითხვა

Posted by: elene2011 19 Dec 2012, 10:50
იქნებ დაგაინტერესოთ: http://massagetbilissi.wordpress.com/2012/09/05/%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%92%E1%83%9D/

Posted by: ეთერი 29 Aug 2013, 22:30
მამაჩემს გადატანილი აქვს იშემიური ინსულტი, არის 73 წლის, ხელფეხი არ აქვს გაჩერებული, უჭირს მეტყველება, ინსულტის გადატანიდან 3 თვის შემდეგ დაემართა ნერვიული აშლილობა, ახასიათებს აკვიატებულობა, შფოთვა, ჯიუტობა, არ სვამს წამლებს,
ვეძებ ექიმს რომელიც უმკურნალებს როგორც ფსიქიკურად ასევე ნერვოპათოლოგიის კუთხით. გთხოვთ მომწეროთ,გმადლობთ.

Posted by: Natuka NGN 30 Aug 2013, 14:40
ეთერი
აბა ნახე ეს: http://mysurgeon.ge/?portfolio=%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%92
ინსულტი მკურნალობის ერთ-ერთი ფორმაა. მანდ რაც ოპერაცია დევს სწორედ 73 წლის პაციენტს ჩაუტარდა.

Posted by: badzudzu 5 May 2014, 12:15
გადავიკითხე წინა პოსტები, მაგრა სტაციონარის და დაზღვევის მხრივ ამ ჟამად შეცვლილია თითქმის ყველაფერი.

დედაჩემს დაემართა გუშინ 75წ, გონება არ დაუკარგავს, უბრალოთ ერთ მხარე წაერთვა, სასაწრაფომ გადაიყვანა ღუდუშაურში, გუშინ რა მელაპარაკეს და რა დიაგნოზი იყო აღარ მახსოვს არაფაერი,
ერთი მახსოვს რომ არის მსუბუქი ფორმა და ამჟამად 24 საათის შემდეგ არის სტაბულურად, ცოტა აზრზე მოსული, ხელი ფეხი აამოძრავა.
მაინტერესებს რას მივაქციო ყურადღება, რა გამოვკითხო ექიმს, რის გაკეთება დავაძალო თუ არ გაუკეთებია, რამე შეიძლება არ ფინანსდება მარა აჯობებს რომ გაუკეთდეს და ასე შემდეგ.

ასევე მაინტერესებს ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია, ხომ ვერ მიმასწავლით ნორმაულუ ექიმს (კომპეტენტური, არა მეძვირე, ანუ თუ გქონიათ შეხება და ხართ კმაყოფილი)

Posted by: pupp 2 Oct 2014, 14:47
მეგობრებო, ექიმი ლოგოპედი მჭირდება სასწრაფოდ, ვისაც ინსულტიანებთან უმუშავია. ვისაც დავურეკე, ყველა დაკავებულია.
მამაჩემს დაემართა ინსულტი. მეტყველება უჭირს, მხოლოდ ცალჯეულ ფრაზებს ამბობს და მარჰმჯვენა კიდურები აქვს პარალიზებული.
იქნებ დამეხმაროთ ლოგოპედის პოვნაში.
მადლობა.

Posted by: Harry Potter 5 Oct 2014, 22:27
მეგობრებო, ხომ არ იცით თბილისში თუ არის რაიმე სახის სარეაბილიტაციო დაწესებულება, სადაც გაჟონვის მქონე პაციენტის რეაბილიტაციაზე იზრუნებენ? წამლებს გაუკეთებენ, ფიზიოთერაპიას და ა.შ. რაც საჭიროა რო ადამიანი ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს?

Posted by: BadbadGirl 5 Oct 2014, 22:31
Harry Potter
მე რამდენადაც ვიცი არ არის სპეციალური დაწესებულება. თუმცა შეიძლება ვცდები.
თავად უნდა ნახოთ ოკუპაციური თერაპევტი და ფიზიოთერაპევტი (ლოგოპედიც თუ მეტყველება და ყლაპვის ფუნქცია დაზიანებულია) და გაიაროთ რეაბილიტაცია.

Posted by: freeandhappy 6 Nov 2014, 15:05
მაქვს პანიკური და შფოთვითი აშლილობა, წამლის სმის პერიოდში ვგულისხმობ ანტიდეპრესანტს ძალიან იშვიათად მქონდა შაკიკი თითქმის არა, მოვიხსენი ანტიდეპრესანტი და დღეს ისეთი შეტევა დამემართა არასოდეს რომ არ მქონია, დაბუჟება და ა.შ ძალიან სუსტად გამოხატული, მაგრამ მეტყველება დამერღვა, ამან ისე დამაპანკაsad.gif ძალიან მეშინია
შეიძლება ინსულტის რისკ ფაქტორში ვიყო??? ამაზე ორი წელია ვფიქრობ. რობოტივით გავხდი ჩემი არავის არ ესმის. არავის მსგავსი რამე არ ჭირს ჩემს გარშემო მე კიდე მაქსიმალურად არ ვიმჩნევ. ან რომ შევიმჩნიო რა მეშვველება sad.gif ძალიან განვიციდ დამემატა ახალი სანერვიულო თითქოს შფოთვები ისედაც არ მაკლდა sad.gif sad.gif

Posted by: lu_lu 25 Mar 2015, 16:26
მოგესალმებით ყველას. მყავს 23 წლის და, რომელმაც გასული წლის ოქტომბერში გადაიტანა იშემიური ინსულტი ვაროლის ხიდში, ასევე დაუდგინდა ბაზილარული არტერიი თრომბოზი. 2.5 ტვე იმყოფებოდა რეანიმაციაში მართვიტ სუნტქვაზე. ამჟამად, აქვს მეტველების და კოორდინაციის დარღვევები. ვერ ლაპარაკობს და პრაქტიკულად მიჯაჭვულია საწოლს. ერტი კვირაა რაც გადის რაც რეაბილიტაციის კურსს საავადმყოფოში. გადაუღეს მენჯ-ბარძაყი და დაუდგინეს გაძვლოვანება. საერთოდ, ექიმებისგან მტელი ამ პერიოდის განმავლობაში დამამშვიდებელი ვერაფერი გავიგეთ. გასაგებია რომ მძიმეა მისი მდგომარეობა, მაგრამ პროგნოზი, სამომავლოდ რას უნდა ველოდოთ, გაუგებარია, პასუხს ვერ გვცემენ. არც გაძ
ვლოვანება ვიცი რას ნიშნავს. როცა რეანიმაციაში იწვა, გვეუბნებოდნენ რომ ვერ გადარჩებაო, თუმცა ღმერთმა მისი სიცოცხლე გვაჩუქა. ახლა, ვლოცულობთ იმაზე,რომ ფეხზე დაგვიდგეს. სასწაულები არსებობს! გხოვთ, თუ არის აქ ექიმი. გამომეხმაუროს არის თუ არ მსგავსი შემთხვევა მათ პრაქტიკაში და რა შედეგით დამთავრდა?

Posted by: amirani121 15 Mar 2016, 11:43
თუ ვინმეს გაქვთ მედიკამენტი კეპლერი მჭირდება და მომწერეთ რამდენი გაქვთ და რამდენად გაყიდით. მე მჭირდება 30 ცალი. ნაკლებსაც არაუსშავს
* * *
არავის აქვს?????????????????????????????????????????????????????????????????????????????

Posted by: amirani121 18 Mar 2016, 02:08
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

Posted by: amirani121 21 Mar 2016, 13:46
როგორც გავარკვიე კეპლერი და ცითიკოლინი ერთი პრეპარატია და ამერიკაში 100 ტაბლეტი ღირს 30 დოლარამდე აქ კი კეპლერი 30 ტაბლეტი 145 ლარი. ვინმემ ხომ არიცით საბაჟოზე რამე პრობლემა ხომ არ იქნება? ვერ ვარკვევ. და რაც შეეხება ნამდვილად კარგი სპეციალისტია რესპუბლიკურში ვაჟაზე, ნერვოლოგი მაია მგალობლიშვილი. ცოტა გრუბი და ბუზღუნაა მაგრამ ნამდვილად მაგარია.

Posted by: amirani121 29 Mar 2016, 12:39
???????????????????????????????????????????????

Posted by: soffia 16 Oct 2017, 13:04
გამარჯობა,

იქნებ ვინმე დამეხმაროს და გამარკვიოს. არის რაიმე შანსი იმისა, რომ იშემიური ინსულტის შემდგომ ფიზიკური უნარები და მეტყველების ფუნქცია აღდგეს? იშემიური ინსულტი დაემართა გულის შუნტირების ოპერაციის დროს. ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგ ვერ ლაპარაკობს, ვერ მოძრაობს, მართვით სუნთქვაზეა, მაგრამ ახლობლებს ცნობს აშკარად. ნევროპათოლოგისგან და მკურნალი ექიმისგან მართლა ვერაფერი გავიგეთ. "მასზეა დამოკიდებული" პასუხი არაა ჩვენთვის sad.gif მაინტერესებს პრაქტიკაში რეალურია, რომ ისევ გონს მოვიდეს და ცხოვრება განაგრძოს?

Posted by: Natuka NGN 17 Oct 2017, 00:36
soffia
სად გაუკეთე სგულის შუნტირება? აუცილებელია საძილე არტერიის ენდარტერექტომია.
* * *
ისე, როდესაც არის საშიშროება შუნტირებისას იშემიური ინსულტის, ამ დროს უნდ აგაკეთდე სიმულტანური ოპერაცია - ჯერ საძილეს ენდარტერექტომია და შემდეგ შუნტირება, რა თქმა უნდა ერთ ოპერაციად.

Posted by: gigaia55 23 Dec 2017, 21:25
გამარჯობათ, დედაჩემს დაემართა იშემიური ინსულტი, ვერ საუბრობს, და მარჯვენა მხარე პარალიზებული ააქვს, რაიონშ იყო რაიონის სავადმყფოდან სანამ თბილისში ჩამოვიყვანეთ დიდი დრო გავიდა მეთოთხმეტე დღეა რეანიმაციაშია, უკვე გაწერეს სასწაული თუ მოხდება რომ უნარები აღიდგინოსო, რაიმე შანსი არის? ლაპარაკი რომ მაინც შეძლოს, დაახლოებით მთელი ტვინის 25 პროცებტია დაზიანებული (დაზიანება მარცხენა ნახევარსფეროშია) რაიმე მაგალითი ყოფილა?

Posted by: chupa82 12 May 2019, 01:07
მირჩიეთ კარგი ექიმი ვინც ინსულტის შემდგომ მკურნალობას დანიშნავს. დიაბეტის ფონზე დაემართა და მეტყველება გაუჭირდა,

Posted by: masai11 23 May 2019, 16:23
QUOTE (chupa82 @ 12 May 2019, 01:07 )
მირჩიეთ კარგი ექიმი ვინც ინსულტის შემდგომ მკურნალობას დანიშნავს. დიაბეტის ფონზე დაემართა და მეტყველება გაუჭირდა,

ხო, თუ ვინმე იცით რამე იქნებ გვირჩიოთ - ვინ , სად.
ვაკის ტატიშვილში რომ არის ცნობილი ექიმი, 2 თვით ადრე რომ უნდა ჩაეწრო როგში, აი ეგ არ გვინდოდეს user.gif

Posted by: jjkk 1 Mar 2020, 21:53
მოგესალმებით.
დედას, რომელიც 80 წლის არის, კარდიოსტიმულატორის ჩადგმიდან მეორე დღეს დაემართა იშემიური ინსულტი. ეს მეორე იშემიური ინსულტია, პირველი 14 წლის წინ იყო. დაუტოვა მეტყველების გაურესება და ზოგადი სისუსტე ფეხებში, თუმცა თავისით გადაადგილდებოდა.
ამჟამად მეტყველება გაუარესებულია და მარცხენა ხელ-ფეხს ცოტათი ამოძრავებს (შედარებით უკეთმ ვიდრე პირველ დღეებში, ანუ ცოტა აღდგენა არის).
ხომ ვერ მიმასწავლით კარგ თერაპევტს, რომელიც რეაბილიტაციაში დაეხმარება? მესმის, რომ შანსები არც ისე ბევრია.
ინტერნეტში რაც ვნახე, არის კლინიკა სერაფიტი.

Posted by: elene2011 3 Mar 2020, 22:51
QUOTE (jjkk @ 1 Mar 2020, 21:53 )
მოგესალმებით.
დედას, რომელიც 80 წლის არის, კარდიოსტიმულატორის ჩადგმიდან მეორე დღეს დაემართა იშემიური ინსულტი. ეს მეორე იშემიური ინსულტია, პირველი 14 წლის წინ იყო. დაუტოვა მეტყველების გაურესება და ზოგადი სისუსტე ფეხებში, თუმცა თავისით გადაადგილდებოდა.
ამჟამად მეტყველება გაუარესებულია და მარცხენა ხელ-ფეხს ცოტათი ამოძრავებს (შედარებით უკეთმ ვიდრე პირველ დღეებში, ანუ ცოტა აღდგენა არის).
ხომ ვერ მიმასწავლით კარგ თერაპევტს, რომელიც რეაბილიტაციაში დაეხმარება? მესმის, რომ შანსები არც ისე ბევრია.
ინტერნეტში რაც ვნახე, არის კლინიკა სერაფიტი.

გეთანხმებით და პირადი გამოცდილებით დაგიდასტურებთ- კლინიკა "სერაფიტი"- მასაჟის, ფიზიოთერაპიის და რეაბილიტაციის მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩვენს ოჯახში რეაბილიტაციაზე კლინიკიდან მოვლენილი იყო ქალბატონი სოფი რევიშვილი: მასაჟსაც უკეთებდა, ელექტროიმპულსო თერაპიას და ავარჯიშებდა კიდეც... ია ჰყავთ კიდე, მგონი- ბურჭულაძე. ერთმანეთზე უკეთესები და კარგები არიან- მთავარია, ადგილზე მოდიან სრული ეკიპირებით. ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ.

Posted by: jjkk 4 Mar 2020, 00:07
elene2011
გმადლობთ გამოხმაურებისთვის და კეთილი სურვილისთვის.
შედეგი როგორი ჰქონდათ?

Posted by: elene2011 6 Mar 2020, 09:58
QUOTE (jjkk @ 4 Mar 2020, 00:07 )
elene2011
გმადლობთ გამოხმაურებისთვის და კეთილი სურვილისთვის.
შედეგი როგორი ჰქონდათ?

შედეგი ძალიან კარგი: კუნთებმა ტონუსი დაიბრუნეს და ადამიანმა მოძრაობა აღადგინა. თუმცა ყველაფერი არის მკურნალი ექიმის სწორ დანიშნულებაზე დამოკიდებული....

Posted by: jjkk 6 Mar 2020, 18:12
elene2011
გმადლობთ რჩევისთვის

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)