spiridon_surajiaგადაუგზავნა კიდეც სამოქალაქო კოლეგიას, თავის განჩინებაში ადმ. კოლეგიამ სადაც თქვა რომ მეწარმეთა კანონზე რადგან არის კრების ოქმი აგებული ეს არისო სამოქალაქო დავაა და მოშველიებული აქვს უზ. გადწყვეტილება, შემდეგ გადააწერა სამოქალაქოს, იმან აღიარებითი სარჩელი უნდა შემოიტანაო და მასალები დააბრუნა.
სრული განუკითხაობაა, ზემოთაც ავღნიშნე, რომ მოთხოვნა იყო 2:
1. ბათილად ცნობა ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის თქმის გადაწყვეტილების
2. დავალდებულება რომ გამოსცეს ინდ აქტი რომლითაც ჩემს მიერ მიღებულ კრების ოქმით გადაწყვეტილი საკითხები დარეგისტრირდეს.
მინიმუმ 1 მოთხოვნა 100% არის ადმინისტრაციული, რადგან სააგენტოს უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე მიღებული ადმინისტრაციული კანონმდებლობის მოთხოვნების საფუძველზე და დარღვევით.
მე დილემის გადაწყვეტას ვცდილობ ახლა
ანუ უნდა დავაყენო მოთხოვნა რომ ამადა ამ პარტნიორთა კრების ოქმის საფუძველზე აღიარებული ვიქნე დირექტორადთქო
და ადმ. საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება აღიარებითით როგორ უნდა გაუქმდეს ვერ ვხვდები, ეს ხო გარიგება არაა აღიარებითით ბათილად ცნობა რომ მოვითხოვო სამართალურთიერთობის? ან კიდევ იქნებ და არც ღირდეს რეესტრის გადაწყვეტილების საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაზე იმის გაუქმების მოტხოვნა და მხოლოდ ოქმით გადაწყვეტილი საკითხოს აღიარება მოვითხოვო.
ვისაც რა უნდა იამას წერს,
გადაწყვეტილებების უმრავლესობას თანაშემწეები წერენ და კი არის აწყობილი საქმე