skynetხო ეგრე ცუდია, მეც ეგრე ვიყავი და თან ბევრი მედლები მქონდა და მერე ვეღარავისა ვკლავდი რუკაზე სულ ძლიერები მყავდა, მერე დავიკიდე ყველაფერი და მივაწექი შეტევას და შედეგიც გამოიღო, 80% რუქაზე რაც მაქ შემიძLია დავანგრიო თან წარმოიდგინე ჩემი ლეველი არცერთი არაა სულ 5-6 ლეველით დიდიბი არიან.
აი ჩემი აზრით რეები უნდა ანვითარო პირველ რიგში:
- როგორც კი საშუალებას მოგცემს გააძლიერო უნდა შტაბი,
- შტაბის გაძლიერების მერე კი ის რესურსებს რო იცავს ის შენობა
- განავითარო გემი მინიმუმ ლეველ 15 და ნავები ლეველ 12 (ამ სასტავით უკვე საკმაოდ ძლიერი ხარ შენი დონისთვის ნუ სადღაც 45 ლეველამდე)
- განავითარო ჯარს რო ავარჯიშებ და აძლიერებ ეგ შენობა
- ქანდაკებებს რო აწყობ ეგ შენობა (რაც მეტი ქანდაკება გექნება უფრო ძლიერი იქნები) და მხოლოდ წითელი და იისფერი ქანდაკებები უნდა დადგა, მწვანეს და ცისფერს აზრი არ აქ.
- რადარიც აწიე რომ უფრო გააფართოო რუკა და უფრო მეტი რესურსის მოპოვება შეძლო.
დანარჩენი მერე მოდის....
მერე ბევრი რესურსი თუ გინდა მოიპოვო აი მე როგორ ვშვრები, მაგალითად დღეს დილით მქონდა თითქმის 0 ამდე ყველა რესურსი იმიტომ რომ გუშინ ავაწყე რაღაც და დღეს მინდოდა ქანდაკების შენობა ლეველ 6-ზე ამეწია რო + 1 ქანდაკება მომცეს, ამას სჭირდებოდა 1 700 000 ხე, 1 600 000 ქვა და 660 რკინა.
-დავამთხვიე ტერორის დღეს, კარგად რესურსებს გაძლევს ეგ დერორი ნუ 4 ლეველს თავისუფლად ვრჩები მე ხან მეხუთესაც ვამტავრებ,
- წინა დღეს წყალქვეშა გემს ჩავაყვინთინე და რესურსები ამოიტანა ხე+ქვა
- ჩვენი სპეც ოპერაციის ჯილდო + დღიური ჯილდო
ეს ყველაფერი რო შეკრიბო კარგა ბლომად გამოვიდა რესურსი
მერე მაკლდა კიდევ დაახლოებით 1 მილიონი ხე ქვა და 300 ათასი რკინა
- რუკაზე დატოვილი მყავდა მოთამაშეები ბევრი რესურსით არ ვუტევდი და დღეს შევუტიე ყველას
- შევუტიე ვორიორებით თითო გემში 5 ჩადის 7*5= 35 ვორიორი
-გავაძლიერე იისფერი ქანდაკება გემის ქულებს რო გიმატებს და ცითელი ქანდაკება ძალას რო უმატებს შენს ჯარს
და დაჰკა და დაჰკა გავასუფთავე რუკა
ესე ვაკეთებ როცა რაღაც დიდის აწყობა მინდახოლმე და ბევრი რესურსი მჭირდება + იმდენი ფული მომცა ვორიორებიც გავაძლიერე
This post has been edited by უჩინარი on 27 Oct 2015, 23:53