გამარჯობა
იდეის შემოთავაზება მინდა, და ეს იდეა რომ შემოგთავაზოთ, ამისთვის მესაჭიროება ერთი მოხალისე ფორუმელი, რომლის თიკუნიც გაჟღერდება იდეის წარმოდგენისას.
ფორუმელი უნდა იყოს ამბიციური, გარკვეულწილად პატივმოყვარეც, უნდა ჰქონდეს მებრძოლი სული და არ უნდა ყრიდეს ფარ-ხმალს პირველივე წარუმატებლობისას, ასევე არ უნდა აღელვებდეს საზოგადოების მხრიდან ტალახის სროლა (რაც არ გამოირიცხება). მოხალისე უნდა სვამდეს გაზიან გამაგრილებელ სასმელებს და უყვარდეს ჩებურეკის ჭამა.
ხო, და უნდა იყოს არანაკლებ 70 კგ ჩაცმული, სადაც ცალკე სამოსის წონა არ უნდა იყოს 5 კგ-ზე მეტი (ანუ შიშველი მოხალისე არ უნდა იწონიდეს 65კგ-ზე ნაკლებს).
სასურველია არ ჰქონდეს სიმაღლის შიში და არ იყოს კლეპტომანი.
გოგო მოხალისის შემთხვევაში, ჩოგბურთს კაბით უნდა თამაშობდეს.
სასურველია არამწეველი, ორი სხვა მახასიათებლებით მსგავსი მოხალისის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება არამწეველს.
აბა, წარმატებას გისურვებთ და გელით
ქართველი თუ ხარ, ცეცხლს შენობით ელაპარაკე! მ.ფ.
როცა ერთბაშად ვაგონიდან
შორს, ცისკიდურზე
ჩემი სამშობლოს მთები გამოჩნდნენ -
ჰოი, რარიგად მევიწროვა
მაშინ საყელო! ტ.ი.
ჩაფაან ყორე