alfa75საგარეჯოში არც ისე ძლიერი ქარია მგონი, მთაგორიანი ადგილი თუ გაქვს რომელიც მაღალი გორაა შენთან იქ აჯობებს უეჭველი, ისე 10 კილოვატიანი რაში გჭირდება?
მ,აგის დაგროება გამორიცხე, 3 საათი რო იმუშაოს 10-იანმა სად მიგაქვს 30 კილოვატსაათი ენერგია?
24კილოვატსაათიანი აკუ აქვს ლიფს და 80% ტევადობიანი რო დაითრიო 1500 დოლარამდე ღირს. ანუ სადღაც 20 კილოვატსაათის შესანახი მოწყობილობა გექნება და 1500 დოლარი უნდა გაისროლო, ტყვიის აკუმულატორები გამორიცხე, არანაირად არ გამოგადგება დამიჯერე, 1 წელში გააყრევინებ წელებს
თან რა ფასის დაგჭირდება ეგეც დათვალე, ლიფის აკუ როა 20 კილოვატსაათიანი იმის სანაცვლოდ დაგჭირდება 12 ვოლტი 200 ამპერიანი ანუ 2400 ვატია, ანუ 2.4 კილოვატსაათი, ესენი 10 ცალი გინდა რო ლიფის აკუს გაუწიოს კონკურენცია, 200 ამპერიანები ეგენი 400 ლარი ღირს მგონი კარგი ხარისხხის, გამოგდის 400 ლარი 10 ცალზე ანუ 4000 ლარი. ფაქტიურად იგივე გიჯდება.
თუნდაც ლიფის აკუ იყიდო მისი სწრაფი დატენვა არ შეიძლება, ანუ დიდ სიმძლავრეებტან ჭIდილი დაივიწყე თუ ერთი აკუ გექნება 20 კილოვატსაათიანი, მგონი 200 ვოლტზეა ეგ და სადღაც 100 ამპერი დენი მიდის, დატენვის დროს 10 ამპერზე მაღლით ვერ დატენი, დეგრადაცია გექნება სასწაული. 10 ამპერით რო დატენო 20 კილოვატსაათიანი 200 ვოლტიანი გამოდის რომ მაქსიმუმ 2 კილოვატიანი გენერატორის ამბავია, შენახვა ძალიან პრობლემურია დამიჯერე.
წყლის საჭუალება თU გაქვს მუდმივად არის წყალი ის დაითვალე რა რაოდენობა წყალი გაქვს 1 წუთში ან 1 საათში როგორც გინდა, გაანგარიშებაშI ყველანაირი ინფო გამოგადგება, კიდევ ისიც გაზომე რა სიმაღLე გექნება და მერე შეგვიძლია ერთად დავთვალოთ რა სიმძლავრესთან შეძლებ თამაშს
თუ წყალი მუდმივად გექნება არანაირი შემნახველი მოწყობილობა არ დაგჭირდება, დაჟე შეგიძლია წყლის წნევის რეგულირებით ან წყლის რაოდენობის რეგულირებით ზუსტად ის სიმძლავრე მიიღო და ის ძაბვა რაც შენ სისტემას დასჭIრდება ზუსტად იმ მომენტში, აი ბენზინის გენერატორი როგორც მუშაობს, დატვირთვას რო მისცემ ოდნავ ჩააგდებს აბაროტს და მისცემს გაზს თვითონ და დაარეგულირებს ბრუნტა რიცხვს თავისით, ეგეთი პრინციპით შეგიძლია წყლის ტურბინაზე არეგულირო ბრუნთა რიცხვი და დაიჭირო ზუსტად ის მნიშვნელობა რაც შენ გჭირდება.
პრიუსის გენერატორზე გავაკეთებდი მე მაგას, მაგრამ სამი ფაზა რო გაქვს მანდ გავიჭედე თორემ ფაზანოლის ვარიანტი რო იყოს პირდაპირ გამომავალი დენის სიხშირეს ვმართავდი წყლის რაოდენობით, როცა რამე აპარატს ჩართავ დანადგარს ან ნასოსს მაგალითად რამე სიმძლავრე მოითხოვება ზედმეტი ეგრევე დააგდებს ბრუნს ტურბინა, მაგას დაითვლის მიკროკონტროლერი და მოუმატებს წყლის რაოდენობას ზუსტად იმდენით რამდენიც საჭირო იქნება, სულ არაა რთული, ტექნიკურად იქნება ცოტა საჩალიჩო, მაგრამ გადაუჭრელი საკითხი ნამდვილად არ არის, მე რომ წყლის რესურსი მქონდეს აუცილებლად ასე მოვიქცეოდი.
აი სამფაზას რა უნდა უყო ეგ არ ვიცი, შეიძლება სამივე ფაზა გაანაწილო და მიახლოებით თანაბარი წიმძლლავრეები ჩამოკიდო ზედ, ყველაზე დიდი მოთხოვნა რომელ ფაზაზეც გექნება მოცემულ მომენტში მიკროკონტროლერი იმისგან აიღებს ინფოს და მის სიხშირეს დააჯენს 50 ჰერცზე.
პრიუსის ძრავი არის 1200 ბრუნზე 500 ვოლტი 80-84 ჰერცი, თუ არ მეშლება
750 ბრუნზე გექნება 50 ჰერცი. ძაბვა სავარაუდოდ 300 ვოლტი. ამ ძაბვას ადვილად დააგდებ ტრანსფორმატორით და გექნება სუფთა სინუსოიდა 50 ჰერცი 240 ვოლტი. ხარჯიც ნაკლები გექნება აპარატურაზე.
მე ასე მოვიქცეოდი მაგალითად.
300-დან 240 ვოლტზე დასაწევად 4-6 კილოვატიანი ტრანსფორმატორი სამფაზა და ეგაა რაა . . . არც ისე დიდი ხარჯი იქნება.
შეიძლება გაანგარიშებაში რამე მეშლებოდეს და ჩვეულებრივად დაჯდეს შენთვის საჭIრო 240 ვოლტზე 750 ბრუნის დროს.