#53218810 · 6 Aug 2018, 18:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა
მოკლედ, 1 წელია ვცდილობ ვუმკურნალო პოლიისტოზურ საკვერცხეს , ანუ როცა პოლიფოლიკულიზმია და ერთ დომინანტსს უჭირს წამოსვლა, ამიტომ ვერ ხდება განაყოფიერება. 8 თვე ერთ-ერთ ვითომდა ძალიან კარგ და ცნობილ ექიმთან მხოლოდ ჰომეოპათიური წამლებით ვმკურნალობდი, ასევე სწორი დიეტა, ძილი და ა.შ. (რაზეც არავინ დაობს რომ ცუდი და უმნიშვნელოა)
მოკლედ ბოლო 4 თვეა შევიცვალე ექიმი და ბევრი პრობლემაც აღმომაჩნდა რაც აქამდე არც კი ვიცოდით : ეროზია, საშოს სოკო, პროლაქტინი, TSH. ყველაფერზე ვიმკურნალე და ამ ეტაპზე ნორმაშია ზემოთ ჩამოთვლილი smile.gif
ნუ ფოლიკულის პრობლემა ისევ რჩება, ამიტომ ექიმმა მირჩია კლოსტილბეგიტი საკვერცხის სტიმულაციისთვის და მაინტერესებს თქვენი გამოცდილება : რამდენად ეფქტური იყო, გაამართლა თუ არა და რამდენჯერ სცადეთ შედეგის მისაღევად .
მადლობა დიდი <3
|