მაგრა ვგულშემატკივრობ ამ ქვეყანას....ძალიან მძიმე წარსული აქვს გამოვლილი. სამხრეთ ამერიკული ქვეყნისთვისაც კი ძალიან მძიმე.
ჯერ ესპანელებმა მოუწყვეს გუარანის ხალხს გენოციდი.
მოგვიანებით მაინც მოიპოვეს თავისუფლება ეპანელებისგან.
1865-70 წლებში ბრიტანელების წაქეზებით ბრაზილია დაესხა თავს არგენტინასთან და ურუგვაისთან ერთად...მოსახლეობის 70% გაწყდა "პარაგვაის ომში" და ტერიტორიებიც დაიტაცეს. ქვეყანა გადაშენების სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, მაგრამ მაინც აღდგა.
1932-35 წლებში უფრო კარგად შეიარაღებულ და უფრო დიდი ჯარის მქონე ბოლივიას მოიუგეს ომი, წართმეული ტერიტორია დაიბრუნეს, სადაც ნავთობის საბადოები ეგონათ, მაგრამ ხრიოკი აღმოჩნდა.
შემდეგ ალფრედო სტრესნერის დიქტატურა დაიწყო. ამერიკასთან კავშირით დაწყებული კაპიტალისტური ძვრების გამო ეკონომიკურად გაძლიერდა ქვეყანა, მაგრამ შემოსული თანხების დიდი ნაწილი რეჟიმის გამყარებას ხმარდებოდა, ჯარს და პოლიციას.
1989 წელს ჩამოაგდეს სტრესნერი, მაგრამ ეკონომიკურად დასუსტდა ქვეყანა.
21-ე საუკუნეში ეკონიმუკურად კვლავ გაძლიერდნენ და 2010 წელს მსოფლიოში ეკონომიკურად მესამე ყველაზე ზრდადი ქვეყანა გახდა.
დღეს პარაგვაიში 7.2მლნ. კაცი ცხოვრობს და მხოლოდ 61 000
ერთ-ერთი ცნობილი გუარანელი. მიგელ ალმირონი. ნიუკასლის შემტევუ ნახევარმცველი.