Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > რა არის იშემია? ჰიპოქსია?


Posted by: itg5 28 Feb 2008, 16:58
მაქვს მაღალი წნევები. განსაკუთრებით წნევა მიწევს ღამე (2–4 სთ მიდამოებში). ვღებულობ წამალს ენაპ– 1/2 ტაბლეტს ყოველ დილით. მყავდა გამოძახებული 0–33, გადამიღეს კარდიოგრამა. ეჭვობენ რომ არის იშემია, ჰიპოქსია.
როგორ ვომკურნალო?

Posted by: *tamtam* 28 Feb 2008, 17:19
itg5


მაგას ნუ ეხუმრები.. დაგარტყავს ერთხელაც წნევა და sad.gif

ბებიაჩემს დაარტყა 45 წლის ასაკში, მის ძმას 40 წლის ასაკში.

Posted by: DICOM 28 Feb 2008, 17:20
itg5

მიმართე კარდიოლოგს და მკურნალობას ის დაგინიშნავს. ფორუმზე სამკურნალო რეკომენდაციების მიღება არაა მიზანშეწონილი. შენზე მორგებული მკურნალობის დანიშვნა მხოლოდ კვალიფიციურ პროფესიონალს შეუძლია. წნევის დარეგულირება და კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია შენი ჯანმრთელობისათვის.

P.S. ერთეული კარდიოგრამით შეუძლებელია "იშემიის" დადგენა თუ ავადმყოფს მკაფიოდ გამოხატული სიმპტომები არა აქვს. სპეციალისტები ჩაგიტარებენ სხვა ტესტებსაც და დაადგენენ რა ხდება სინამდვილეში და რატომ გაქვს მაღალი წნევა. არაა აუცილებელი ის გულსისხძარღვთა სისტემის დაზიანებსათან იყოს კავშირში. ნევროზული მდგომარეობებიც იწვევნ მსგავს სინდრომებს და მაშინ მკურნალობა უკვე რადიკალურად განსხვავდება.

Posted by: itg5 28 Feb 2008, 17:48
*tamtam*
შე კაცო, ცოტა შეპარვით მაინც მითხარი, გული გამისკდა, ისედაც გადარევას ვარ, თუმცა იქნებ კარგიც იყოს , დავაჩქარებ ექიმთან წასვლას

Posted by: minerva 29 Feb 2008, 14:36
itg5
QUOTE
შე კაცო, ცოტა შეპარვით მაინც მითხარი, გული გამისკდა, ისედაც გადარევას ვარ, თუმცა იქნებ კარგიც იყოს , დავაჩქარებ ექიმთან წასვლას

ექიმთან წასვლა მართლაც სჯობს, უნდა დადგინდეს რისგანაა გამოწვეული მაღალი წნევა..
ნუ გეშინია, დაგინიშნავენ შესაბამის მკურნალობას და ყველაფერი კარგად იქნებაsmile.gif

Posted by: levanabrzeni 29 Feb 2008, 16:02
QUOTE
შე კაცო, ცოტა შეპარვით მაინც მითხარი, გული გამისკდა, ისედაც გადარევას ვარ, თუმცა იქნებ კარგიც იყოს , დავაჩქარებ ექიმთან წასვლას


ექიმთან წასვლა მართლაც სჯობს, უნდა დადგინდეს რისგანაა გამოწვეული მაღალი წნევა..
ნუ გეშინია, დაგინიშნავენ შესაბამის მკურნალობას და ყველაფერი კარგად იქნება

რა თქმა უნდა, თუ იცი შენი სუსტი წერტილი და კონტროლის ქვეშ გაქვს, საშიში არაფერია. მთავარია დიაგნოზი.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)