აეხლა, მართლა ვერ გავიგე ჩემი ბოლო თემის მისტეპლერების მიზეზი!
კასპში ფემინისტური კლუბი - "დაო-ბაბო" დაარსდა... (post #50895286)იუმორი და სატირა, ოდითგანვე პოლიტიკის ნაწილი იყო და დღემდე ამად რჩება ... და თუ პოლიტ-იუმორისტული თემა ვინმეს პირადულს არ შეურაცჰყოფს და არც უწმაწურ ლექსიკას არ შეიცავს, გაუგებარია რა მიზეზით ხდება ის მოდერის მმუსვრელი ხელის სამიზნე?!
... რომელ დასავლეთზე და რა ღირებულებებზე ვიქაჩებით, როცა ფორუმის პოლიტგანყში პროვინციულ შერჩევით მოდერაციას ვერ გავცილებივართ?!
პატივცემულო მოდერაციავ, მე უმეცარი გამარკვიეთ ერთი ამ ვერდიქტის -
"4.2.4. თემის შექმნა თემატურად შეუსაბამო ფორუმში" ანბანურ ჭეშმარიტებაში?!
საუბარია თემაზე -"კასპში ფემინისტური კლუბი - "დაო-ბაბო" დაარსდა..., ...ოღონდაცა რაა ყევროპა!"... პოლიტიკაზე აცრილი ადამიანიც კი მიხვდება, რომ თემა პოლიტ-იუმორისტულია და ეხება საქართველოში მოარულ ფემინიზმის კონცეპტის გიპერტროფიულ გაგებას!...და ამდენად, თუ ელემენტარულ ერუდიციას დავესესხებით, ამ თემის ადგილი პოლიტგანყშია და არა აბანოში.
პ.ს.: ძაან მარტივად გასაგებ რამეს ვამბობ ... ამა თუ იმ მოდერის იუმორის დეფიციტი, ერუდიციის სიმწირე თუ ბოღმა-გაგება ...ნამდვილად არ უნდა იყოს ფორუმზე თემის არსებობის კრიტერიუმი!
პატივისცემით, თქვენი მონა მორჩილი და ამ ფორუმის ერთ-ერთი სტაჟიანი იუზერი.
This post has been edited by Stalker2005 on 7 Jul 2017, 07:46