რატომ ვერ ვიტან ბარი უაიტს
-----------------------------------------
ამ მომღერალით დაინტერესებული და მისი მსმენელი არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა არც ნეგატიური (და არც პოზიტიური) დამოკიდებულება არ მქონია მისდამი. გარკვეულ მომენტადე.
რამოდენიმე წლის წინ, სამეგრელოს რეგიონში 2 კაცი გაგვაგზავეს სამსახურებრივ მივლინებაში, 2 ახლადაშენებული ოფისი უნდა მიგვეღო როგორც ინსპექტირების ჯგუფს. თბილისიდან გავეშურეთ, სამსახურებრივი მანქანით. საჭესთან ჩემი კოლეგა იჯდა, უფროსი ასაკითაც და თანმადებობითაც.
ვიდრე ქალაქის არეალში ვიყავით (რეგიონში გასვლამდე რაღაცეები უნდა მოვგვეგვარებინა) რადიოს ვუსმენდით, ინფორმაცია რამე-რუმე.
უკვე თბილისს რომ გავცდით რადიო სიგნალის მიღება პრობლემა გახდა. "ფლეშკაზა" მუსიკა და რამე მაშინ დიდად გავრცელებული არ იყო და იმ ავტოსაც, რომელიც სამსახურმა მოგვივლინა მივლინეობრივი სარგებლობისათვის, მხოლოდ რადიო და CD პლეერი ჰქონდა. კოლეგა გამოცდილი აღმოჩნდა ასეთი "პრობლემების" მოგვარებაში, ჩანთა გამომაწოდებინა უკანა სავარძლიდან, მითხრა სად მომეძებნა და ჩანთის ერთ-ერთი ჯიბიდან პლასტმასის ყუთში ჩასათუთებული ერთადერთი CD დისკი ამოვიღე და ჩემი ხელით ჩავრთე. ბარი უაიტის ალბომი თუ ნაკრები იყო
ვაი მეეე. ნუ, რა თქმა უნდა Never Never Gonna Give You კომპოზიცია პირველი იყო, რომელიც მესაჭემ 10-ჯე გადააახვია და მოუსმინა. მერე უარესი და უარესი. ამოად მქონდა იმდი, არა იმდეი კი არა, ამაოდ მწამდა რომ "ბარდაჩოკში" რამე დისკს ვიპოვიდი. ხო შეიძლებოდა ვინმეს დაეტოვებინა. არა ხომ შეიძლებოდა? რა მოხდა ახლა, ჩვეულებრივი ამბავია არა, 1-2 CD გეგდოს ბარდაჩოკში, თუნდაც დარიდურები. და რატო , რატო, აი რატო არ იდო ეს დედა ....??!!!
მეჩვენებოდა, რომ კოლეგა გამარჯვებული, მოზეიმე მანიაკის სახით გადმომხედავდა ხოლმე - "ეს დღე და ყველა დანარჩენი დღეები მე და ბარის გვეკუთვნის. ბიჭო." - თითქოს თვალებით მეუბნებოდა.
ასე ჩავედით აბაშამდე, პირველი ობიექტი იქ იყო. ვერ წარმოიდგენთ რა ბედნეირი გადმოვხტი მანქანიდან. იქ უკვე გველოდენ მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები, ჩვენი ადგილობრივი თანამშრომლები. შესრულებული სამუშაობის ხარისხით კმაყოფილ არ დავრჩით, კოპანიის წარმომადგენლებს ვეკაჩავეთ, არ ჩავიბარებთთქო, "ვაფშე" ხელშეკრულებას შეგიწყვიტავთ და დაგაჯარიმებთთქო. მოკლედ, ძალიან დავიძაბეთ და "წაზაკუსკებაზე" უარი განვაცხადეთ. მეორე ობიექტისკენ გავეშურეთ, ფოთისკენ. ნერვების დაწყნარებაში ისევ ბარი გვეხმარებოდა. ჩემს კოლეგას აშკარად დაეხმარა ბარი, სახეზე ღიმილი გადაუთამაშდა და ანეგდოტების მოყოლაც კი დაიწყო, "დაჟე". მე ... ბარის გაჩენის დღეს ვწყევლიდი. ბარი რომ უკვე რამოდენიმე წლის გარდაცვლილი იყო, ამ მოვლენებიდან მოგვიანებით შევიტყვე და სიმართლე გითხრათ არ მწყენია. უფრო გამიხარდა.
ფოთში მდგომარეობა უკეთესი დაგვხვდა, მცირედი კორექტირებები დავიბარეთ და უკან გამოვეშურეთ. არც აქ დავთანხმდით "წაზაკუსკებაზე", გვეჩქარებოდა, შორი გაზა თბილისისკენ და ბარი უაიტი გველოდებოდა. მაღალ ხელოვნებასთან ზიარებამ და მძიმე გაჭირვებამ შემოქმედებითი გამოსავალი მაპოვნინა მდგომარეობიდან. კოლეგას ვუთხარი, რომ მე ქუთაისში საქმე მქონდა, ჩემებთან უნდა შემევლო და ალბათ დავრჩებოდი. ზრდილობისათვის მასაც იგივე შევთავაზე. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მე "დავპლანე" - კოლეგა არ დარჩა, მე ქუთაიში ჩამოვხტი, "სამეებზე" გავედი, ჩემები მოვინახულე და ცოტა ხანში ისევ ვაგზალზე დავბრუნდი, თბილისიკენ მიმავალ მარშრუტაკში ჩავხტი და თითქმის ბედნიერი ვიყავი საკუთარი გენიალურობის მორიდებული და ანაზდეული განცდით. ნირვანის ზღვარზე მყოფის განცდა გაგრძელდა ის დრო, რაც მარშრუტკას ქუთაისიდან ზესტაფონამდე მანძილის დასაფარად დასჭირდა. მერე დაიწყო ... არა უღელტეხილი ხო, ეგ თავისთავად და პრობლემაც არაა . მოკლედ ისევ ბარი უატი დაიწყო - forever and ever, yeah yeah yeah yeah
აღვშფოთდი, გავაპროტესტე, სხვა რამე ჩართეთ ან საერთოდ გამორთეთქო, მაგრამ მძღოლს დანარჩენი მგზავრები გამოესარჩლენ - იყოს რა გინდა, აბა გია სურამელშვილი ჯობიაო? რა შუაში იყო სურამელშვილი მაგრამ - ჯობია! ჯობია თქვენი დედა .... გავიფიქრე ჩემთვის ღრმად და ჩუმად. მივჩმორდი და დავნებდი ბედს. მარშრუტკიდან გადახტომა აღარ მიცდია - თბილისამდე მორჩილად ვისმენდი ამ yeah yeah yeah yeah . და ვფიქრობდი, ინტენსიურად და დაძაბულად - დავასკვენი, რომ განგებას რაღაც უნდოდა ეთქვა ჩემთვის. ალბათ ის რომ:
1. მას ვერსად გაექცევი;
2. შენი მუსიკა სულ თან უნდა ატარო, გულით კი არა - კონკრეტულ ინფორმაციის მატარებელზე.
დაბოლოს, იმის დასტურად, რომ გია სურამელაშვილი მართლა ჯობია ბარი უაიტს, გიძღვნით მის უკვდავ ჰიტს
https://www.youtube.com/watch?v=_8UzVKNoI2I This post has been edited by masai11 on 27 Jun 2020, 19:42