#56811317 · 10 Sep 2020, 01:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გაუმარჯოს ძმებს, დებს! სამხედრო საქმესთან დაკავშირებით მაქვს კითხვები და ვიცი ბევრი ხართ მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლები სამხედრო სფეროსი. ანუ, ვარ ახალგაზრდა 25 წლამდე მამაკაცი, უმაღლესი განათლებით სამართლის განხრით, თუმცა სისხლის სამართლის ან რაიმე სამხედრო ამბავში აქამდე არ მაქვს ნამუშევარი. ძირითადად სამოქალაქო კუთხით მიწევდა მუშაობა. მაგრამ სულ ვიცოდი რომ ჩემი არაა ეს სამოქალაქო სამართალი, ჯარი გავიარე დაცვის პოლიციაში რადგან სწავლისთვის და სამსახურისთვის ხელი შემეწყო... ხოდა, სამართლის ბაკალავრი ,,ჯარგავლილი'' ჭკუა-გონებაც რომ მიჭრის (არაქედმაღლურად) რას მირჩევთ სამხედრო სფეროში ან თუნდაც არასამხედროში სად შეიძლება გამოვადგე ჩემ სამშობლოს, ჩემს ოჯახს და მოვახმარო ჩემი ინტელექტიც, შრომაც და კაპიკებზე არ ვიყო. იქნებ მირჩიოთ, მადლობა!!! მაქვს კარგი კომუნიკაციის სკილები, მეტყველება და მოლაპარაკების წარმოების უნარი. ინგლისურიც ვიცი С1-ზე. პ.ს. ვიცი ბევრია ასე და სხვებსაც გამოადგებათ ეს თემა დარწმუნებული ვარ.
--------------------
ყველანი სიცოცხლეს ებღაუჭებიან და ეშინიათ, აღიარონ ყველაზე უარესი, ის, რომ მათი სიკვდილი ახლოვდება და რომ პირში იარაღის ლულით ცხოვრობენ.
|