Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიგონი > Mor.Ge - შეაფასეთ საიტი.


Posted by: GSK 22 Dec 2012, 23:23
საიტის დასახელება: Mor.Ge (მორ.ჯი)
საიტის სლოგანი: More Than Site!
საიტის სათაური: Free DownLoad & Fun Portal!
საიტის ძრავა: Datalife Engine (DLE)
საიტის შინაარსი: ვარეზი (ვცდილობთ მოვიცვათ ყველაფერი შეძლებისდაგვარად)
საიტმა მუშაობა დაიწყო: 2011 წლის თებერვალში
ჰოსტინგი: Proservice.Ge (ყოფილი GeoHost.Ge)
დიზაინის რედაქტორი: G S K (ანუ მე)

დამატებითი რესურსები: FTP Hosting (By Nixwork.com), IMG Hosting (By Proservice.Ge), CS Server (By Mydelux.Ge).

სერვერები:
Counter-Strike:
IP: 93.188.8.88:118 - Morrr Server Play 4 Free !

საიტის მიზნები: Mor.Ge - ს ადმინისტრაცია აკეთებს ყველაფერს, რათა საიტმა დაიკვაოს ერთ ერთი წამყვანი როლი ქართულ ვებ-სივრცეში. ასევე ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავდოთ exclusive - სიახლეები.

საიტის ბმული: http://mor.ge/

საიტის ლოგო:
user posted image

PS. როგორც ზემოთ ავღწერე საიტი ამჟამად თითქმის 2 წლისაა, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას მხოლოდ ამ ბოლო ხანს ვაქცევთ, შესაბამისად გადავწყვიტე აქაც განმეთავსებინა და ველოდები შენიშვნებს თუ იდეებს, რაც საიტს დაეხმარება წინ სვლაში ანუ, ისეთს როგორი შინაარსისაც ეხლა არის (საიტის შინაარსთან დაკავშირებით "კიდე ვარეზიი" და სხვა ესეთი კომენტარებისგან გთხოვთ თავი შეიკავოთ და ტყუილად არ შეწუხდეთ.) . ჩვენ ვითვალისწინებთ ყოველი თქვენთაგანის აზრს, მადლობას გიხდით წინასწარ.

საკონტაქტო ინფორმაცია:
Skype: Mor.Ge
E-Mail: support@mor.ge , GSKGoGa@Gmail.Com (მთავარი ადმინი)
* * *
ჩვენ ხშირად ვატარებთ სხვადასხვა კონკურსებს და დღეს დამთავრდა რეგისტრაცია საიტების კონკურსზე. ვისაც სურვილი გაქვთ მიიღეთ გამოკითხვაში მონაწილეობა: http://mor.ge/main/5456-site-competition.html

Posted by: AAmON 23 Dec 2012, 01:18
მორ.გი )))... ჰაჰაჰა მაგრად ტეხავს ..

Posted by: GSK 23 Dec 2012, 01:28
QUOTE (AAmON @ 23 Dec 2012, 01:18 )
მორ.გი )))... ჰაჰაჰა მაგრად ტეხავს ..

იქნებ თავი შეიკავო ესეთი უაზრო კომენტარებით შენ და შენნაირმა "ძალად ფორუმელებმა". ზემოთ გარკვევით წერია ასეთ სულელურ კომენტარებზე. ჯობდა წაგეკითხა ჯერ. 2kiss.gif

Posted by: PV-Toko 23 Dec 2012, 11:22
საზიზღრობაა, შევედი თუ არა 2 Pop up ამომიგდო, ეს გაცვეთილი დიზაინებიც ამოვიდა ყელში და ვარეზების დროც წავიდა

Posted by: GSK 23 Dec 2012, 19:37
QUOTE (PV-Toko @ 23 Dec 2012, 11:22 )
საზიზღრობაა, შევედი თუ არა 2 Pop up ამომიგდო, ეს გაცვეთილი დიზაინებიც ამოვიდა ყელში და ვარეზების დროც წავიდა

1. ეგ პოპაპები დროებითია და მალე აღარ იქნება.
2. 1 "გაცვეთილი" დიზაინის მეორე "გაცვეთილი" დიზაინით არ მინდა რომ ჩავანაცვლო. ამჟამად თავის საქმეს აკეთებს და უახლოეს მომავალში ან შევიძენთ ან დავხატავთ ექსკლუზიურად.
3. ვისთვის როგორ ... და შინაარსზე დატოვილი კომენტარით ტყულად ნუ წუხდები ზემოთ გასაგებად წერია.

Posted by: ako0708 23 Dec 2012, 22:14
GSK, ნუ გწყინს კრიტიკა, ის უნდა მიიღო და თავი არ უნდა აარიდო. ყველა ვერ დაიგწერს ვაიმე რა მაგარია, საღოოლ. ეს ფორუმია და შემოდის პიროვნება, ხედავს გახსნილია თემა და აფასებს. მაშინ დაგეწერა რომ მხოლოდ შემაქეთ და რჩევებს და კრიტიკას არ მივიღებო. რაც შეეხება გაცვეთილ დიზაინს მართლა გაცვეთილი დიზაინია დროა შეცვალოთ. ვიცი რომ საწყენად მიიღებ ჩემს კომენტარსაც მაგრამ რეალობაა და ამას არ უნდა გაექცე. მეტს არ შევაფასებ დიზაინს ვიცი რომ გეწყინება და არ ვაპირებ რომ ტყუილუბრალოდ წავკამათდეთ : ))

Posted by: Tsulaia 23 Dec 2012, 22:16
GSK
ხო გითხარი აქ ჩაგჩექმავენთქო?

Posted by: GSK 24 Dec 2012, 01:26
QUOTE (ako0708 @ 23 Dec 2012, 22:14 )
GSK, ნუ გწყინს კრიტიკა, ის უნდა მიიღო და თავი არ უნდა აარიდო. ყველა ვერ დაიგწერს ვაიმე რა მაგარია, საღოოლ. ეს ფორუმია და შემოდის პიროვნება, ხედავს გახსნილია თემა და აფასებს. მაშინ დაგეწერა რომ მხოლოდ შემაქეთ და რჩევებს და კრიტიკას არ მივიღებო. რაც შეეხება გაცვეთილ დიზაინს მართლა გაცვეთილი დიზაინია დროა შეცვალოთ. ვიცი რომ საწყენად მიიღებ ჩემს კომენტარსაც მაგრამ რეალობაა და ამას არ უნდა გაექცე. მეტს არ შევაფასებ დიზაინს ვიცი რომ გეწყინება და არ ვაპირებ რომ ტყუილუბრალოდ წავკამათდეთ : ))

არასწორად გაიგე ჩემი მონაწერები, მე არაფერი მწყინს პირიქით აქ, მაგიტო გავხსენი რო თქვენი აზრი მაინტერესებს და შენი შენიშვნა მიღებულია მეც მასე ვფიქრობ დიზაინზე, მაგრამ რჩევები მჭირდება საიტის განვითარებისთვის და არა მიზეზი იმისთვის თუ რატო უნდა გაუქმდეს ... იმედია სწორად მიხვდი ზემოთ დავწერე, რომ ვარეზის თაობაზე არ ღირს საუბარი ანუ შინაარსის შეცვლაზე და სხვა... ეს შენ არ გეხება, ვინც დაწერა შინაარსზე შესაბამისად გავეცი პასუხი. დიზაინს მალე გამოვასწორებთ აუცილებლად. მადლობა შენიშვნისთვის და ველი მეტ კრიტიკას. : ))

Posted by: UE-group 24 Dec 2012, 01:35
GSK
დიზაინი ძალიან გადატვირთულია რამე სადა და მარტივი მოუხდებოდა
pop-up მოხსენი დისკომფორტს ქმნის, ან ისე გააკეთე რო დღეში ერთხელ ამოაგდოს
ყოველ refresh-ზე და შესვლაზე აგდებს და ნერვების მომშლელია
ლოგო არ მომეწონა

Posted by: GSK 24 Dec 2012, 01:35
QUOTE (Tsulaia @ 23 Dec 2012, 22:16 )
GSK
ხო გითხარი აქ ჩაგჩექმავენთქო?

: )) ვცდილობ თავიდან ავირიდო უაზრო კომენტარები, ანუ ამ ორ რამეს ვერ შევცვლი და შესაბამისად არ მინდა კრიტიკა შინაარსზე ანუ ვარეზზე და დომეინზე. დანარჩენ ყველაფერზე ველოდები თქვენს აზრს და აუცილებლად გავითვალისწინებთ. დააფიქსირეთ თქვენი აზრი და ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ (ეს იქნება დიზაინთან დაკავშირებით, სიახლეებთან და სხვა.) . მადლობა წინასწარ.
* * *
QUOTE (UE-group @ 24 Dec 2012, 01:35 )
GSK
დიზაინი ძალიან გადატვირთულია რამე სადა და მარტივი მოუხდებოდა
pop-up მოხსენი დისკომფორტს ქმნის, ან ისე გააკეთე რო დღეში ერთხელ ამოაგდოს
ყოველ refresh-ზე და შესვლაზე აგდებს და ნერვების მომშლელია
ლოგო არ მომეწონა

პირველ რიგში დიდ მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. მიღებულია შენი ყველა შენიშვნა. დიზაინზე უკვე ვეძებ შესაფერისს სწორედ, რომ მასეთი სტილის მინდა, როგორც შენ დაწერე, მაგრამ ბარემ მინდა, რომ თუ შევცვლი ან საკუთარ დახატულ დიზაინზე ან ნაყიდზე გადავიდე რადგან ფასის გარეშე რაცაა თითქმის ყველა ერთი ნაგავია და ექსკლუზივიც მინდა ... პოპაპს რაც შეეხება 1 მოვხსენი მაგრამ მეორე ანუ სულ რო აგდებს ეგ გაყიდულია და ეხლა ვერ დავარღვევ შეთანხმებას, მაგრამ მალე გაუვა და აღარ დავაკვეთინებ მასეთს. ლოგოც დიზაინთან ერთად შეიცვლება. კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას ყურადღებისთვის.

Posted by: Uri gagarini 24 Dec 2012, 13:48
ცოტა უფრო რთული დიზანების დაყენება ისწავლე

Posted by: GSK 24 Dec 2012, 16:05
QUOTE (Uri gagarini @ 24 Dec 2012, 13:48 )
ცოტა უფრო რთული დიზანების დაყენება ისწავლე

რთული დიზაინის დაყენებაში რას გულისხმობ?

Posted by: GSK 30 Dec 2012, 01:29
შეიცვალა ჩვენი CS Server - ის IP: 93.188.8.111:777

Posted by: chelbeta 30 Dec 2012, 02:34
ზევით რაც ეწერა ისინი გაითვალისწინე აუცილებლად...... ექსკლუზივები მოაგროვე ბლომად და საიტი საკაიფოდ დაარეკლამე.. დალშე კიდე იღბალს მიანდე

Posted by: MrPhoenix 31 Dec 2012, 19:54
ისე ვარეზზე რა უნდა დაამატო რომ განვითარდეს? ვარეზი ვარეზად დარჩება..

Posted by: datoo94 31 Dec 2012, 21:09
რაც თავი მახსოვს ეს საიტი არსებობს და 1000 უნილკალურს ვერ აცდი სეო სეო სეო დ აკიდევ სეო და მოპარულ ფაილებს მოეშვი მაგის ბრალიცაა smile.gif

Posted by: Sento555777 31 Dec 2012, 22:56
ისი რა არ მესმის რომ ამბობთ ვარეზის დრო წავიდაო , როგორ თუ წავვიდა ან მიზეზი დაასახელედ როგორ აღარ იყენებთ? თუ აღარ იყენებთ რატომ აქვთ ვარეზ საიტებს კარგი სტატისტიკა? რაღაც გაურკვეველია , ვარეზი იყო და იქნება !

Posted by: GSK 1 Jan 2013, 16:06
chelbeta
აუცილებლად. რეკლამა უკვე დავდეთ დღეს all.tamashi.ge ზე.

MrPhoenix
ვარეზზე ძაან ბევრი სხვადასხვა მასალა შეგიძლია დადო თითქმის ყველაფერს მოიცავს. ჩვეენ ვცდილობთ მაქსიმალურად მარტივი და სწრაფად ხელმისაწვდომი იყოს.

datoo94
მეორე წელია არსებობს მარა სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. შეგიძლია ნახო, რომ სტატისტიკა დღითიდღე იზრდება.

geto555777
100% გეთანხმები.

PS. რაღაც რაღაცეები შევცვალე სრულათ არ აქ ისეთი სახე როგორიც მირჩიეთ და მინდა მაგრამ ნაწილობრივ შესწორებულია არცერთი პოპუპ, ზედმეტი რამეებიც მოვაშორე საიტიდან რაც ანელებდა ... მალე უფრო გავამარტივებთ და დიზაინსაც შევცვლით რამე უფრო სადას და მარტივს დავაყენებთ.

Posted by: GSK 10 Jan 2013, 01:48
შეიცვალა დიზაინი და მოხდა სრული მოდერაცია ბევრი რამეა შეცვლილი, თქვენი აზრი მაინტერესებს ცვლილებებთან და ასევე იდეები, რომ უფრო კომფორტული გახდეს საიტის მოხმარება. მადლობა ყურადღებისთვის წინასწარ.

Posted by: Sento555777 10 Jan 2013, 11:05
GSK
რაღაც თეთრი ფერი ზედმეტად ხო არ კაშკაშებს ? ცოტა გაამუქე თეთრი თორე ძან თვალში საცემია და ღლის თვალს

Posted by: Tsulaia 10 Jan 2013, 13:55
GSK
:@ ყველაფერ კარგს თქვენ როგორ უნდა მასწრებდეთ?! დარაჯობთ ახალ დიზაინებს? გამოვა თუ არა აყენებთ ეგრევე. კარგი დიზაინია ნამდვილად მაგრამ ფუნქციები აკლია, მაგ: ონლაინ მოდული, იანდეკს აპდეითი და ეგეთები smile.gif

Posted by: Uri gagarini 10 Jan 2013, 15:43
ეჰჰჰჰ.....

კიდე არა ის რაც უნდა იყოს. საშულომდეც ვერ ქაჩავს. კიდე შეცვალე

Posted by: GSK 10 Jan 2013, 21:56
geto555777
კარგი.

Tsulaia
არავის ვბაძავთ ჩვენ და არაფერი აკლია ჩვენი ვიდი ესაა და არ ვტვირთავთ.

Uri gagarini
კარგი გავითვალისწინებ, მაგრამ მაინც როგორ დიზაინს ისურვებდი რო დამიხასიეთო უკეთესი იქნება.

Posted by: datoo94 11 Jan 2013, 03:13
GSK
პროსერვისიდან გადაიტანე საიტი თორემ დაგიბლოკავენ ვარეზს მერწმუნე....

Posted by: Tsulaia 11 Jan 2013, 14:23
GSK
biggrin.gif რავიცი ძმაო 1 თვის წინ 50 მოდული გეყენათ, და ახლა მელაპარაკები ჩვენი ვიდი გვაქო biggrin.gif მიდი ბრატ მიდი ეგრე განაგრძე, პროსტა ნუ უხეშობ უფრო რბილად, გირჩევნია, შენთვის ვამბობ smile.gif

Posted by: GSK 11 Jan 2013, 21:12
datoo94
თუ რაიმე პრობლემას შეგვიქმნის მოგვიწევს, მაგრამ თუ იცი რამე მასეთი ჰოსტი დაწერე რო ვიცოდე მაინც ...

Tsulaia
ხო ეხლახან შევიმუშავეთ ახალი ვიდი და მიზნები და იმედია გაამართლებს ... ვუხეშობ? : ) სად ნახე ჩემი უხეშობა უბრალოდ კონკრეტული პასუხი გაგეცი უხეშობად ნუ მიიღებ ...

PS. შეინიშნება მომხმარებლების ზრდა და ასევე ყველა სხვა სტატისტიკაც როგორც ჩანს ცვლილებები მოეწონათ, თქვენი აზრი მაინტერესებს ვინც რამე ცვლილებას შეიტანდით საიტზე დაწერეთ და ვეცდებით მაქსიმალურად რომ დავხვეწოთ ...

Posted by: დაღლილი 1 Feb 2013, 01:02
თხოვნა: ნუ აკოპირებ სტატიებს ihow.ge-დან : )

თუ დაკოპირება გინდა გაეცანი შემდეგ ბმულს:

http://ihow.ge/%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91/

მადლობა......

Posted by: GSK 1 Feb 2013, 01:20
დაღლილი
აუცილებლად, მაგრამ მომხმარებლების მიერ დადებულ სიხლეს ვერ გავიგებ საიდანაა ამიტომ პმ მომწერე ლინკები და მიუთითებ.

Posted by: ControlPanel 3 Feb 2013, 11:45
GSK
HOSTINGI.NET

რჩევები:
1. ამოიღე სარეკლამო ბანერები.
2. სტატიების კონტენტი აუცილებლად გადაამოწმეთ ხოლმე(რუსული კონტენტი აღიზიანებს მომხმარებელს...)
3. ქვემოთ ტეგების ღრუბელი,რომ გაქვს გაწერილი ჩაასწორე,რომ ჯერ სიახლის ვიდი დამთავრდეს უფრო სწორად ვიდის ბექგრაუნდი და მერე დაიწყოს ღრუბელი თორემ ნახევარი ნაცრისფერია ნახევარი თეთრი და უშნოა ჩემისაზრით... და ტირეების მაგივრად გამოყავი <hr> თი.
4. ქვედა მენიუც შავ ფერებში გააკეთე როგორც საიტის დასაწყისშია უფრო შეხამებული და საინტერესო იქნება დაწყება დამთავრება ერთნაირი...
5. სტატისტიკები ნუ გაქვს დაბლოკილი : ))

ამ ეტაპისთვის სულ ეგ არის : ))

Posted by: GSK 6 Feb 2013, 21:09
ControlPanel
პირველ რიგში დიდი მადლობა ასეთი კარგი შენიშვნებისთვის და რჩევებისთვის. უკაცრავად დაგვიანებისთვის ...

ყველა რჩევა მისაღებია
1, 2 ამას აუცილებლად მივხედავთ
3. - ზე ალბათ Friends ანუ მეგობრობის ლინკები იგულისხმე და შევასწორე უკვე ეხლა.
4. ზე ეხლა ვმუშაობ.
5. სტატისტიკა აქამდე სუ ღია მქონდა და ეხლა გადავწყვიტეთ რატომღაც დაგვებლოკა იმ მიზეზით, რომ უმეტეს წარმატებულ საიტებს დაბლოკილი აქვთ და არა მარტო ამ მიზეზით, მაგრამ რეკლამის დაკვეთამდე ნებისმიერ პირს შეუძლია მოითხოვოს და ყოველთვის ვაჩვენებთ დაინტერესებულ პირს : )) ...

თუ კიდე რამეს შეამჩნევ შეცდომას ან რაიმე კარგ აზრს მოგვაწვდი დიდი მადლობელი დაგრჩებით ... მადლობა ყურადღებისთვის.

Posted by: ControlPanel 7 Feb 2013, 23:47
მომწონს განვითარება საიტის . : ))
3 პუნქტს თუ უფრო კარგად შეასწორებ კარგი იქნებოდა : )) ანუ ძაან გაშლილია სცდება ფარგლებს თუ არ იცი როგორ დააპატარავო პმ მომწერე smile.gif
კიდევ რას გირჩევ მეგობარო და უზერსაც მიეცი თავისი გამოქვეყნებული მასალის რედაქტირების უფლება თორემ მე მომიწევს მალე 1 თამაში მიდევს თქვენთან და : ))
თქვენ ხომ არ შეგაწუხებთ მაგისგამო : )

Posted by: beqavaro 8 Feb 2013, 00:00
ControlPanel
500 სიახლე რო დადოს უსერმა, პმ მოგწეროს სტატუსი ამიწიეო უარის შემთხვევაში გაბრაზდეს ადგეს და ყველა თავისი დადებული სიახლე წაშალოს მერე? ვერაა ჩემი აზრით კარგი იდეა

Posted by: GSK 8 Feb 2013, 12:29
ControlPanel
ხო რედაქტირების უფლება კაი აზრია, მაგრამ ControlPanel - მა სწორად თქვა ამიტომ წაშლის უფლებას არ მივცემ მხოლოდ რედაქტირების, მაგრამ თუ 10 სიახლეს მაინც დადებს აუცილებლად აეწევა სტატუსი და გამოქვეყნების უფლებაც და სხვაც ეძლევა, ამიტომ ვაპირებ სტატუსების ჩამოწერას რომლის მიხწევაც შესაძლებელია საიხლეებით და რამდენ სიახლეებზე და როგორ სიახლეებზე რა სტატუსი გაიცემა ამით ავიცილებთ მასეთ რამეს ...

4. პუნქტზე ნახე როგორც გავაკეთე მთელი მენიუს ჩამოტანა საკმაოდ დატვირთავდა ამიტომ Background დავსვი და ერთნაირად იწყება და მთავრდება.

3 ზე მოგწერ აუცილებლად.

PS. კიდევ ერთხელ დიდი მადლობას გიხდით ყურადღებისთვის.
* * *
beqavaro
"3." - ი გავასწორე შეძლებისდაგვარად და ნახე მგონი კარგად დაჯდა ...

პს. წინა პოსტში beqavaro უნდა დამეწერა ControlPanel - ის ნაცვლად ტექსტში რომ მოვიხსენიე და შემეშალა ...

Posted by: amgigauri 10 Feb 2013, 18:54
QUOTE (GSK @ 8 Feb 2013, 12:29 )
ხო რედაქტირების უფლება კაი აზრია, მაგრამ ControlPanel - მა სწორად თქვა ამიტომ წაშლის უფლებას არ მივცემ მხოლოდ რედაქტირების, მაგრამ თუ 10 სიახლეს მაინც დადებს აუცილებლად აეწევა სტატუსი და გამოქვეყნების უფლებაც და სხვაც ეძლევა, ამიტომ ვაპირებ სტატუსების ჩამოწერას რომლის მიხწევაც შესაძლებელია საიხლეებით და რამდენ სიახლეებზე და როგორ სიახლეებზე რა სტატუსი გაიცემა ამით ავიცილებთ მასეთ რამეს ...

4. პუნქტზე ნახე როგორც გავაკეთე მთელი მენიუს ჩამოტანა საკმაოდ დატვირთავდა ამიტომ Background დავსვი და ერთნაირად იწყება და მთავრდება.

3 ზე მოგწერ აუცილებლად.

PS. კიდევ ერთხელ დიდი მადლობას გიხდით ყურადღებისთვის.
* * *
beqavaro
"3." - ი გავასწორე შეძლებისდაგვარად და ნახე მგონი კარგად დაჯდა ...

პს. წინა პოსტში beqavaro უნდა დამეწერა ControlPanel - ის ნაცვლად ტექსტში რომ მოვიხსენიე და შემეშალა ...

საიტი კარგია მარა ამ ყველაფერს რაც დაწერე თუ გაითვალისწინებ კარგს იზამ...

მარა იუზერს ან იმაზე მაღალი დონის მქონეს უნდა მისცე უფლება წაშლის! რადგან ყველა ის ფაილი რომელიც დაიდება საიტზე მისი საკუთრებაა, თქვენ მარტო თქვენ თავზე ზრუნავთ ასე გამოდის...

იქნება იმ იუსერს შეეშალა ან სხვა მიზეზის გამო უნდა წაშლა და სხვა საიტზე დამატება ან საერთოდ ისე დატოვება...
ჩემი აზრით წაშლის უფლებაც უნდა მისცე!

Posted by: GSK 10 Feb 2013, 21:43
amgigauri
ყველაფერი გასწორებულია და წაშლის უფლება ყვველას აქ ვინც 5 სიახლეს უბრალოდ სწორად დადებს და ასევე სხვა უფლებებიც. მალე ამ გვერდს: http://mor.ge/status.html დავამუშავებ და სრული ინფორმაცია იქნება სტატუსების გაცემაზე.

PS. მადლობა ყურადღებისთვის და ველი თქვენს აზრებს სიახლეებზე.

Posted by: GSK 9 Mar 2013, 19:44
აბა როგორ მოგწონთ ცვლილებები საიტზე? მგონი, რომ ბევრი რამე დავხვეწეთ ...

PS. ველი შენიშვნებს : )

Posted by: GSK 3 Dec 2013, 03:58
მოგესალმებით ისევ დიდი ხანია გამოხმაურება არ ყოფილა ამ თემაში .. ბევრი ცვლილება მოვახდინეთ: შეიცვალა მენიუ, საიტის ვიდი, სიახლეების ხარისხი გავაუმჯობესეთ, შევიმუშავეთ სხვადასხვა წამახალისებელი პროგრამები და სხვა .. რა მოგწონთ საიტზე და რას ისურვებდით რომ გაკეთდეს? იმედია იქნება რამე გამოხმაურება. მადლობა წინასწარ.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)