გენიაც რებელზში ჩაეწერა
აბორიგენული კვართით "ოთხი ერის" ფალავან ზელანდიას ევროპაში გამგზავრებამდე ფეხი წაუცდა --
"III ბლედისლოუ" წააგო გამწარებულ ავსტრალიასთანOvaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"
მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი = ქვემოთაა ! ))"ბლედისლოუს თასი" 1931 წელს დაწესებული, ვერცხლის, ვეება, გარდამავალი ჯილდოა. კივებსა და ოზებს მისი დაუნჯება ერთ რამედ უღირთ. "ოლ ბლექსმა" აგვისტოშიორჯერ’ვე რომ ძლია "ვოლაბები", რელიკვია ზედიზედ მე-15 წლითაც შეინარჩუნა, მაგრამ როგორც შავების კაპიტანმა, ქიარან რიდმა უთხრა ავსტრალიურ მედიას, თქვენი ძლევა არასოდეს მოგვწყინდებაო!
მაგრამ ერთია სურვილი და მეორე - ადამიანის შესაძლებლობა. კივები გადაიღალნენ. წლეულს მათ ვერ აჯობეს ბრიტანეთის "ლომებს", ავსტრალიასა და აფრიკას კი თითოჯერ წკიპზეღა, იღბლად მოუგეს. ამბრძოლებმა შეიწირა ბევრი. ზელანდიას ფორტუნაც რომ შეაქცევდა ბოლოს და ბოლოს ზურგს, ეგეც ცხადი იყო. ჰოდა, მოსახდენი მოხდა ბრისბენში, სადაც კივებს თამაში ტრადიციულად უჭირთ
რაზმი დაისტაბილურესქვინზ’ლენდში მთელი კვირა წვიმდა და თამაშამდეც 12 საათი არ გადაუღია. ზელანდიას, სხვათა გარდა, აკლდნენ "მსოფლიოში საუკეთესონი" - მეორე’ხაზელი ბროდი რეთალიქი (2014) და მგეზავი ბოდენ ბარეთი (2016). ავსტრალიამ, პირიქით, დაისტაბილურა რაზმი და შერკინებაში უშიშარი, ავტორიტეტის არ’მცნობი, ღონიერი ჯეელებიც - ჯექ დემპსი და ლუხან ტუი - დააწინაურა
ოზებს კარგა ხნის წინ დაეთქვათ, ბრისბენის ტესტს ჩვენს აბორიგენებს მივუძღვნითო. საამისოდ დამზადდა საგანგებო, მკვიდრულ მოტივზე დაჭრელებული კვართი, პრომო’კამპანიას კი გაუძღვა თვით ქერთლი ბილი, ვინაც ისტორიაში ოდენ მე-14 "ინდიჯენოს ვოლაბი"ა -- საქმე ისაა, რომ ბოლო დრომდე რაგბი შეძლებულ ოზთა თამაშიღა იყო, ლიანგი კი 18-კაცა რულზსა და 13-კაცა ლიგას ეტანებოდა
ერთი სიტყვით, ერთმანეთს უამრავი ფაქტორი რომ დაემთხვა, ზელანდია დამარცხდა, ავსტრალიამ კი მეზობელთან ორ-წლიანი,
7-წაგებიანი ნავსი გატეხა და მომავალს იმედიანად შეხედა. და მაინც, ვოლაბთა გურუმ, მაიქლ ჩეკამ აღიარა, მსოფლიო ჩემპიონის ერთხელ ძლევით არაფერი მოგვიგია - ჩვენი მიზანი ბლედისლოუს მოპოვებააო
85 პროცენტი"უაზრო რკენა" რას მიქვიაო და ავდარშიც ორივე გუნდმა ხელდახელ სცადა ბურთაობა. სველ მოედანზე წუნი საკმაო იყო, მაგრამ მაინც დაიდო 5 ლელო. ოღრაშმა ინგლისელმა რეფმა მეტოქენი თანაბრად აჯარიმა * 11-11, მაგრამ კადნიერ კივებს კი აღარ შეარჩინა წვრილმანი ოინები - მეტადრე, უბურთო კაცის შეფერხება და დაჭერა
ავსტრალიამ იყოჩაღა უმეტესი სტატისტიკით: ბურთი 57-43%, მოედანი 53-47%, პასი 182-126, სოლო 141-95 (494-266 მეტრი), რაქი 108-68 და ბოჭვა 90-152. ზელანდიამ ხაზი მეტად ჭრა * 9-6 და დაჭერილმაც ბლომად ამოაგდო ბურთი * 12-5 ოფლოუდი, მაგრამ მასვე გაუცუდდა მეტოქეზე ბარემ სამჯერ მეტი ბოჭვა * 26-9. ამით ოზებს დაცვის სიმტკიცის მაჩვენებელი 91.0% გამოუვიდათ, კივებს კი მხოლოდ 85%
წვიმაში დაინიშნა 12 შერკინება და 23 დერეფანი. სტუმრებმა ფეხით მეტი ურტყეს * 24-19, მოიერიშე მასპინძლებმა კი ორჯერ მეტად კარგეს ბურთი * 18-9. ოზები კინაღამ ისევ დაღუპა ქიქერმა ბერნარდ ფოლიმ (1/4) -- ზედიზედ სამი ააცილა, მაგრამ მერე კარში დარტყმა რის ჰოჯმა ითავა და შორიდან ორჯერვე გაიტანა ჯარიმა
ახლოდან, განდაგან"II ბლედისლოუს" დარად, ავსტრალიამ ამჯერადაც ჩაჭრით გახსნა ანგარიში -- ვილ გენიამ რომ დაატერორა ბარეთის დუბლიორი ლიმა სოპოანგა, ამან უდროოდ სცადა ოფლოუდი და ტანადმა ჰოჯმა 75მეტრი ირბინა * 7:0 @ 9’
ზელანდიამ წითელ ზოლში აკინძა 10 ფაზა, ოზთა დაცვა ჩაითრია და არონ სმითმა მომსხეპი პასით ალამთან ახეირა ვაისაკე ნაჰოლო * 7:7 @ 16’
მერე სოპოანგამ ორი ჯარიმა გაიტანა -- ერთი, 46 მეტრიდან, ხარიხას დაეცა და მაინც გავიდა, მაგრამ ტაიმის მიწურულს ვოლაბებმა იძალეს და 12-ფაზიანი შტურმის ბოლოს რომ მიეძალა კაპიტანი მაიქლ ჰუპერი, გენიამ და ბილმა ახლოდან განდაგან დაგეზეს იზი ფოლაუ * 12:13
ფოლიმ გარდასახვაც ააცილა და მესამე მეოთხედში - გასატანი ჯარიმაც. მაშინ ჰუპერმა გარისკა, ბურთი კიდეზე გადაატანინა და მიძალების შემდეგ მარცხნივ რომ ჩათამაშდა ოვალი - გენიას, ბილისა და ფოლის შემდეგ - ფოლაუმ ახლოდან სალელოე პასი მიართვა თავისსავით ნალიგარ მარიკა კოროიმბეტეს * 17:13 @ 57’
მიწიდან ატაცებისასჰოჯის პირველი, 40 მეტრიდან გატანილი ჯარიმით ავსტრალია 20:13 დაწინაურდა. 69’ წუთზე შონ მაკ’მანი გახელდა და 4 ჯახით 75 მეტრიდან 35-მდე აიტანა ბურთი, მაგრამ მალე სონი-ბილ ვილიამსმა საფირმო ოფლოუდი გაუხერხა რიდს და ამან ფრთაზე გააქცუნა რიკო იოანე * 20:18 @ 71’
დამიენ მაკ’ქენზიმ კიდიდან ააცილა გარდასახვა, მერე კი "ოლ ბლექსი" დააღალატა ბურჯმა (!) ოფა ტუჰუნგაფასიმ, ვინც განგებ დაეჯახა აბრაგანს დადევნებულ სამუ კერევს. ჰოჯმა ეს ჯარიმა 54 მეტრიდან შეაგდო * 23:18 @ 78’
ავსტრალიამ ბოლოს დროის გაყვანა სცადა "აიღე და მიეძალეთი", მაგრამ დრამატურგმა რეფმა ესოდენ არა-ქალაქური საქციელის გამო ჯარიმა გამოუჩხრიკა. გათანგულმა ზელანდიამ ბურთი კიდეზე დაარტყა და თავად წამოიწყო ძალური სოლოები, მაგრამ სემ ქეინს, ლელოდან 18 მეტრზე, მიწიდან ატაცებისას დაუვარდა ოვალი * 23:18
აღარ წამოვალოზე 18-სა და "ოთხ ერზე" 28-ვე (!) თამაშის წაგების შემდეგ ოზებმა ასე ძლიეს კივები, რაზეც კაპიტანმა რიდმა თავი იმართლა, ბოლო წუთზე ყოველთვის ვერ მოიგებ თამაშსო
მატჩის გმირად ვოლაბთა მარბიელი დემპსი სცნეს. ავსტრალიელ ფანობას დაემშვიდობა 34 წლის, 125-კეპოსანი კვაჭი სთივენ მორ’ი. თითი მოტყდა იოანეს, ფოლაუმ კი 7 მბოჭავი გააბითურა და 17 სოლოზე 112 მეტრით წაწია წინ ბურთი
28 წლის ვარსკვლავი რაგბში 2013 წელს გადმოვიდა. ამ სეზონში მან ათივე ტესტი ძირითადში დაიწყო და 12 ლელო მიითვალა, საკარიერო მონაგრად კი 62 მატჩში გატანილი 32 ლელო უწერია
"მოქნილი კონტრაქტით" იზი არდადეგებზე იაპონიაში უნდა წასულიყო და 500 ათასი შეერგო, მაგრამ გურუ ჩეიკას ახარა, არათუ საშოვარზე, აღარც ევროპულ ტურნეზე წამოვალ --
არდადეგებს ჩემს საცოლესთან, კივ ნეთ’ბოლელ მარია ტუტაიასთან გავატარებ, და 2018 წელს ყოველ’მხრივ მზად შევხვდებიო
ბლედისლოუს თასი * 2017ბოლო, მესამე რკენა
ავსტრალია 23:18 ზელანდიაავს: ფოლაუ კოროიმბეტე კურინდრანი ბილ (კერევი 70) ჰოჯ
<10-9> ფოლი გენია (ფიპს 75) /
სიო (რობერთსონ 65) პოლოტა-ნაუ(მორ 61) კეპუ (ალა’ალატოა 61)
სიმონს (ტუი 43) ქოულმენ; დემპსი (ჰენიგან 73) ჰუპერ^კაპ მაკ’მან -
3ლ: ჰოჯ ფოლაუ კოროიმბეტე; გ: ფოლი; 2ჯ: ჰოჯ
ზელ: მაკ’ქენზი ნაჰოლო ქროთი (ლენართ-ბრაუნ 70) ვილიამს რ.იოანე (ჰავილი 22-30)
<10-9> სოპოანგა (ჰავილი 61) ა.სმით (პერენარა 65) /
ჰეიმს (ქროქეთ 38) ქოულზ (თეილორ 61) ლაულალა (ტუჰუნგაფასი 51)
ვაითლოქ სქ.ბარეთ (ტუი’პოლოტუ 61) სქვაიერ (ა.სავეა 75) ქეინ რიდ^კაპ -
2ლ: ნაჰოლო იოანე; გ 2ჯ: სოპოანგა
რეფ ბარნს (ინგ) 21/10 @ ბრისბენ, სან’ქორპ (45 107)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...mp;d=15086147977:0(9) 7:7(16) 7:10(25) 7:13(31) 12:13(40) /
17:13(57) 20:13(64) 20:18(71) 23:18(78) ^ სერია 1-2
"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (23/10_2017)
1 ზელანდია 9383, 2 ინგლისი 9014, 3 ავსტრალია 8728,
4 ირლანდია 8539, 5 აფრიკა 8503, 6 შოტლანდია 8247,
7 უელსი 8173, 8 საფრანგეთი 7963, 9 ფიჯი 7948,
10 არგენტინა 7693, 11 იაპონია 7379, 12 საქართველო 7341,
13 ტონგა 7172, 14 იტალია 7100, 15 რუმინეთი 7027, 16 სამოა 6967
+/-: ავს 169 ზელ