Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Hello World > C++ საქართველოში


Posted by: letmedodiss 24 Jul 2017, 01:46
ამ თემაში მინდა განვიხილოთ თუ რამდენად პერსპექტიულია ამ ენის ანუ C++ საბაზისო ცოდნა და შემდეგ დაუფლება რაღაც ლეველზე საქართველოში. რამდენადაც ვიცი საქართველოში Game development - თამაშების შექმნა , გრაფიკა და ა.შ ძალიან არამოთხოვნადი და იშვიათია. ვაკანსიებსაც რო გადახედო უმეტესად Web Programming ენებს ითხოვენ სულ (ნუ გასაგებია რაღაც დოზით C++ შესაძლებელია ვებისთვის გამოიყენო მაგრამ , ვებისთვის განკუთვნილ ენებს რა თქმა უნდა ვერ შეედრება). საერთოდ არც მაქვს ნანახი ვინმეს ან რამე კომპანიას ეს ენა და ზოგადად Game კულტურის განვითარება საქართველოში , კრიტერიუმად სჭირდებოდეს ან საერთოდაც ადარდებდეს. მოკლედ მე მაინტერესებს თქვენი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით, რადგან ბევრი მეგობარი მყავს რომელსაც ძალიან დიდი სურვილი აქვს ამ ენის დაუფლების . C++ დაუფლება კი სახუმარო რამე არაა. დიდი წვალება , დრო , შრომა, მონდომებაა და ნებისყოფაა საჭირო. ვისაც უცხოეთში წასვლა არ შეუძლია სხვადასხვა მიზეზების გამო და უწევს საქართველოში დარჩენა ( ნუ ამ შემთხვევაში მომავალ პროგრამისტებს ვგულისხმობ ვინც დაინტერესებულია ამ საქმეში და აპირებს რაიმე ენას დაეუფლოს), ღირს თუ არა ამხელა დროის და ენერგიის დახარჯვა საქართველოში ამ ენაზე თუ მაინც დასაქმებისა და ხელფასის შანსი ბევრად დაბალი იქნება ვიდრე სხვა ენებზე ? spy.gif

Posted by: zgarb7 24 Jul 2017, 01:50
ჩემი აზრით ეგ ენა საქართველოში არ არის პერსპექტიული. თუ აქ რჩები და გინდა იმუშავო და ნორმალური ხელფასიც გქონდეს C# დაეუფლე მთელი თავისი ტექნოლოგიებიანა. ვებიც და დესკტოპიც და ms sql server-იც ისწავლე და ეგ არის.

ეს არის C#-ზე დაფუძნებული ტექნოლოგიები რომელიც უნდა იცოდე რო დიდი ხელფასი გქონდეს:

ASP.NET, Windows Forms, ASP.NET MVC, WPF, ADO.NET, Linq to Sql, Entity Framework, WCF, ASP.NET Web Api

+ ამას MS Sql Server-იც უნდა იცოდე (ბაზები)

დღეს ეს არის საქართველოში პერსპექტიული. ამით სამსახურს ყოველთვის იშოვი და გექნება.

Posted by: Shredinger 24 Jul 2017, 02:52
მე თუ მკითხავთ ჩემი მოსაზრებაა, რომ ნებისმიერი საქმე რაც კარგად იცი აუცილებლად იშოვი სამსახურს.
გინდაც ეს C++ იყოს,რომელზედაც იშვიათია ვაკანსიები.

P.S და თუ მოგწონთ C++ და გსიამოვნებს მასზე წერა ისწავლეთ ვიდრე წვალებით ისწავლოთ C#. მასზე ვერ განვითარდებით თუ არ გსიამოვნებთ C# ზე წერა. ერთხელ იშოვი სამსახურს შეიძლება მარა განვითარება მე მგონია, რომ გაჭირდება თუ არ მოგწონს მაგაზე წერა.

Posted by: ბიჭური 24 Jul 2017, 08:08
CODE
ტექნოლოგიები რომელიც უნდა იცოდე რო დიდი ხელფასი გქონდეს


Making IT popular was a fucking mistake.
პ.ს

ვიტყვი რომ "თუ დიდი ხელფასი გინდა" და თან სწრაფად, საერთოდ ფრონტ-ენდშიკი გახდი ტო.....ჯავასკრიპტი, რეაქტი, ანგულარი, html, css და ეგ არის.
დიდი ხელფასიც გექნება და სმუზი + გიროსკუტერიც გეყოლება როგორც ნამდვილ ჰიპსტერ ვებ მაკაკას, მეტი რა გინდა ცხოვრებისგან, არა? smile.gif




letmedodiss

არის C++ ვაკანსია, დღეში 70$ ხელფასის შემოთავაზებით. აუთსორს კომპანიაა, remote administration tool-ს წერენ + რაღაც ენტერპრაიზ სერვერულ ვეშებს. უკვე რამდენიმე თვეა უდევთ და ვერ იპოვეს კადრი.
მოთხოვნების დიდად არ შეგეშინდეს, მანდ ჩამოწერილის ნაწილი დარწმუნებული ვარ საერთოდ არ სჭირდებათ, ზოგადად სივი მგონი სულ არ მისვლიათ და ვინმემ რომ გაუგზავნოს იქნებ გაუხარდეთ და აგიყვანონ რამე მაინც თუ იცი

http://hr.ge/ViewVacancy.aspx?ID=192373

Posted by: Shredinger 24 Jul 2017, 09:30
ბიჭური
QUOTE
უკვე რამდენიმე თვეა უდევთ და ვერ იპოვეს კადრი.

ნწ. 2 წელია უკვე ზედიზედ ყოველ თვე დებენ. ე.ი ჭირს მსგავსი კადრების პოვნა საქართველოში.

Posted by: t-90 24 Jul 2017, 12:37
ბიჭური

knowledge of OpenGL;
knowledge of DirecX;
knowledge of HLSL and GLSL shading languages;
general knowledge of GPU programming;
knowledge of Assembler.

თავიბოლო ეგ არის 1400 დოლარის ბაზარი (20 სამუშაო დღე კვირაში)
ჯუნიორის ხელფასი აქვთ პრაქტიკულად.
სენიორი რა პონტშI უნდათ?
QUOTE
ვიტყვი რომ "თუ დიდი ხელფასი გინდა" და თან სწრაფად, საერთოდ ფრონტ-ენდშიკი გახდი ტო.....ჯავასკრიპტი, რეაქტი, ანგულარი, html, css და ეგ არის.
დიდი ხელფასიც გექნება და სმუზი + გიროსკუტერიც გეყოლება როგორც ნამდვილ ჰიპსტერ ვებ მაკაკას, მეტი რა გინდა ცხოვრებისგან, არა?

გიროსკუტერი გავიგე და სმუზი რა არის? biggrin.gif
სპინერი არ გამოგრჩეს biggrin.gif

Posted by: RedShark 24 Jul 2017, 14:41
QUOTE
რამდენად პერსპექტიულია ამ ენის ანუ C++ საბაზისო ცოდნა და შემდეგ დაუფლება რაღაც ლეველზე საქართველოში

საბაზო ცოდნის მიღება პერსპექტიულია თუ პერსპექტივაში აქედან წასვლას აპირებ... smile.gif რაღაც ლეველზე დაუფლებისთვის პრაქტიკული მუშაობაა საჭირო... სადმე თუნდაც პატარა კომპანიაში, თუნდაც არც თუ ისე დიდ ხელფასზე... ამის გარეშე სახელმძღვანელოს ბოლომდე როგორღაც გააღწევ, პატარ - პატარა პრაქტიკულ მაგალითებსაც გააკეთებ, მაგრამ მერე მალევე დაკარგავ მოტივაციას და მალევე რეგრესირდები... C++ არ არის პითონივით ან C# - ივით გემრიელად სამუშაო და შედარებით ადვილად ათვისებად - დამახსოვრებადი ენა smile.gif

Posted by: letmedodiss 24 Jul 2017, 15:17
ისე თუ იცით საქართველოში პროგრამული ენების წიგნები იყიდება ? ინგლისურად რო იყოს . თუ აუცილებლად გამოწერაა საჭირო ?

Posted by: Roofus 24 Jul 2017, 15:29
t-90
QUOTE
გიროსკუტერი გავიგე და სმუზი რა არის?

სმუზი საჭმელია რაღაც...

C# დაამუღამე ბრად... აფთიაქებისთვის და ლომბარდებისთვის სოფტია კიდე დასაწერი boli.gif

user.gif

როცა თვეში 10 000$ გაძლევენ იქ სიტყვა "საქართველო" და "აქ"... ცოტა ზედმეტია biggrin.gif

ხოდა ამ 10 000$ ვინ მოგცემს რა მნიშვნელობა აქვს... და რა ენაზე წერაში... ამგასაც მნიშვნელობა აქვს?

შენ პრო იყავი და თუ გინდა სულ CSS-ში წერე ყველაფერი )))

Posted by: Dixtosa 24 Jul 2017, 20:21
QUOTE
შენ პრო იყავი და თუ გინდა სულ CSS-ში წერე ყველაფერი )))

თან მითუმეტეს რომ ცსსში https://www.youtube.com/watch?v=lxUK6gCtSg0

Posted by: ბიჭური 24 Jul 2017, 23:09
ვაკანსია ახსენეთ და დაიდო ახალიც...

http://www.jobs.ge/eng/147580/


გავაგზავნიდი СV-ს მაგრამ ჩემი ახალი სამსახური ჯერ ჯერობით მომწონს და არ მინდა გადასვლა. სცადე ბედი letmedodiss

Posted by: letmedodiss 25 Jul 2017, 01:35
Thankzz , ვნახავ აუცილებლად rolleyes.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)