#55524666 · 26 Nov 2019, 10:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნადალი თუ ჯოკოვიჩი? ფედერერმა ამ ორს შორის საუკეთესო დაასახელა
ლეგენდარულ ჩოგბურთელს, როჯერ ფედერერს ჰკითხეს, თავისი მოწინააღმდეგებიდან ვინ მიაჩნია საუკეთესოდ, რაფა ნადალი თუ ნოვაკ ჯოკოვიჩი.
„საინტერესო შეკითხვაა, იმიტომ რომ მათ სრულიად განსხვავებული კარიერები ჰქონდათ. თუმცა ნადალს დავასახელებ, გამომდინარე იქიდან თუ რას მიაღწია მან საფრანგეთის ღია პირველობაზე და ამჟამად რეიტინგის სათავეში დგას.
პირველად მან რეიტინგის ლიდერობა 11 წლის წინ მოიპოვა და ახლა მოახერხა ანალოგიურის გამეორება. გარდა ამისა, მას უფრო მეტი გრენდ სლემის ტიტული აქვს მოგებული.
თუმცა, ნოვაკის უპირატესობა რეიტინგის სათავეში უფრო დიდხანს ყოფნაა და შესაძლოა, უფრო მეტი წელიც ჰქონდეს დარჩენილი, ეს არავინ იცის.
მაგრამ რაფა წარმოუდგენელი თინეიჯერი იყო, საუკეთესო ისტორიაში ბიორნ ბორგთან ერთად.
ასე რომ კონკრეტულად ახლა ნადალს დავასახელებ, მაგრამ წინ დიდი დროა და საინტერესო სანახავი იქნება.“ - აღნიშნა შვეიცარიელმა.
|