გაუგევებიათ ევროპელებს ერთმორწმუნე ერი... საქართველოს ჯერიც დადგება მალე
სერბეთს პირველი ჰომოსექსუალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება
19:09 2017-06-16
სერბეთის პრეზიდენტმა ალეკსანდრ ვუჩიჩმა ხელისუფლების ფორმირება საჯარო ადმინისტრირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მინისტრს ანა ბრნაბიჩს დაავალა. პარლამენტის მიერ ბრნაბიჩის კანდიდატურის დამტკიცების შემდეგ ის გახდება პირველი ქალი ხელისუფლების სათავეში, ასევე პირველი სერბი პრემიერი, რომელსაც თავისი ჰომოსექსუალობის შესახებ ღიად აქვს გაცხადებული. ბრნაბიჩი ღია ლესბოსელია.
ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მსგავსი რამ წარმოუდგენელი იყო ამ კონსერვატიულ ქვეყანაში. თუმცა ახლა ეს შეიძლება იყოს იმის დამადასტურებელი ნიშანი, რომ ქვეყანაში ტოლერანტობის დონე გაიზარდა.
ამგვარად ანა ბრნაბიჩი იმ ევროპელი ლიდერების რიგს შეუერთდება, რომლებიც თავის ჰომოსექსუალობას არ მალავენ, ესენი არიან ირლანდიის მთავრობის ხელმძღვანელი ლეო ვარადკარი და ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი კსავიე ბეტელი.
როგორც BBC წერს სერბეთის მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის როლი უფრო მეტად სიმბოლურია, რადგან პრეზიდენტი ვუჩიჩი რჩება ქვეყანაში ყველაზე გავლენიან ფიგურად, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიმბოლიზმს, რეალური დანიშნულება აქვს:
„მე მჯერა იმის, რომ მას აქვს ყველა აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული თვისებები და დარწმუნებული ვარ, რომ ის ბევრს იმუშავებს.“ განაცხადა ვუჩიჩმა.
ბრნაბიჩმა მადლობა მოუხადა პრეზიდენტს და განაცხადა, რომ მზადაა ხელისუფლების ფორმირებაზე მუშაობა დაიწყოს.
„თუ პარლამენტი მე დამამტკიცებს, მე ხელისუფლებას სათავეში ჩავუდგები მთელი პასუხისმგებლობით და ერთგულებით და ჩემს საქმეს პატივითა და სიყვარულით შევასრულებ“- აღნიშნა ბრნაბიჩი.
ბრნაბიჩი 41 წლისაა, განათლება მას აშშ-ის მიჩიგანის უნივერსიტეტში და დიდი ბრიტანეთის ჰალის უნივერსიტეტში აქვს მიღებული. საჯარო ადმინისტრირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მინისტრის პოსტზე ის 2016 წლის აგვისტოში დაინიშნა.
2010 წელს ულტრამემარჯვენეების თავდასხმის გამო, სერბეთში გეი-აღლუმების ჩატარება საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მოტივით, მომდევნო სამი წლის განმავლოიბაში აკრძალული იყო. 2014 წელს აღლუმის ისევ ჩატარდა თუმცა გაძლიერებილი უსაფრთხოების ზომების ქვეშ, აღლუმის მონაწილეთა დაცვას სპეცრაზმი და ჯავშანტექნიკა უზრუნველყოფდა.
http://www.newposts.ge/?l=G&id=143786-%E1%...%83%9C%E1%83%90