forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Logical Fallacies, ლოგიკის ხრიკები
Redemption*
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 457
წევრი No.: 247571
რეგისტრ.: 30-December 18

გამოგზავნილია: 25 May 2019, 01:34  #54709863      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ზოგჯერ უსმენთ ადამიანს, აშკარად რაღაც მცდარ ლოგიკურ ბმებს აკეთებს, მაგრამ არ შეგიძლიათ ერთი სიტყვით ახსნათ თუ კონკრეტულად რა რიტორიკული ხერხი გამოიყენა.
ზოგადად, მოვლენებისთვის თავიანთი სახელების დარქმევის უნარი ძალიან კარგი უნარია.

არსებობს უამრავი ხრიკი, რასაც პოლიტიკოსები, გაიძვერები და უბრალოდ ადამიანები კამათში გამარჯვებისთვის იყენებენ. შეიძლება მათი არგუმენტაცია სრულიად არასწორი იყოს, მაგრამ დაუკვირვებელი მსმენელი ვერ ასწრებს ლოგიკური სიცრუეების გაშიფრვას და ორატორი იმარჯვებს.

რამდენიმეს მე დავწერ რომ მიხვდეთ რაზეა საუბარი:

Ad Hominem
ლათინურად ნიშნავს "პიროვნების მისამართით"
ამ ხრიკის გამოყენებისას, იმის მაგივრად რომ საკითხთან დაკავშირებული არგუმენტი მოვიყვანოთ, მივმართავთ თანამოსაუბრის, როგორც პიროვნების კრიტიკას და ვამბობთ რომ ის ცუდი ადამიანია, გოიმურად აცვია ან დაუბანელია, შესაბამისად სწორს ვერ იტყვის.
ალბათ პოლიტიკაში ხშირად შეგიმჩნევიათ რაიმე კრიტიკული ლეგიტიმური პრობლემის წამოყენებისას მოწინააღმდეგე როგორ გადადის ხოლმე პირად შეურაცხყოფაზე და ყურადღება გადააქვს.

Straw Man
ნიშნავს ჩალის კაცს
მოწინააღმდეგის არგუმენტის შენითვე ჩამოყალიბება, ოღონდ ზედმეტად გამარტივებულად, რათა შემდეგ ადვილად შეძლო კონტრარგუმენტის მოყვანა. აიგნორებ მოწინააღმდეგის არგუმენტში უამრავ დეტალს და მხოლოდ მარტივ მომენტებს პასუხობ.
ამის საწინააღმდეგოა Steel Man, ფოლადის კაცი, რაც ნიშნავს პირიქით, მოწინააღმდეგის არგუმენტის მთელი სისრულით მიღებას და შემდეგ საფუძვლიანი პასუხის გაცემის მცდელობას.

False Dichotomy
მცდარი გაორება
არგუმენტს წარმოვაჩენთ როგორც ორად-ორი ვარიანტიდან ერთ-ერთს. თუ ნაციონალური მოძრაობა არა, ე. ი. რუსეთი! კაპიტალიზმში თუ პრობლემებს ხედავ, ე. ი. კომუნისტი ხარ! სინამდვილეში ორი ვარიანტის გარდა კიდევ უამრავი ვარიანტია.

Whataboutism
მოწინააღმდეგის ფარისევლობაში დადანაშაულება და მისი არგუმენტის დაიგნორება. მაგალითად, ამერიკელი გეუბნება, დავბლოკოთ ჰუავეი, თორემ ჩინელები ყველას მოგვისმენენ! შენ პასუხობ, კი მაგრამ თქვენ, ამერიკელები რომ უკვე ყველას გვისმენთ? ფარისევლობაზე ხაზგასმაა, სამაგიეროდ საწყისი პრობლემა გადაუჭრელი რჩება.
Tu quoque (ლათინურად - "შენც") ამისი ვარიანტია. მე კი დავაშავე, მაგრამ შენც დააშავე! და იმანაც დააშავა!

Bandwagon Fallacy
მტკიცება რომ რაღაც სწორია, რადგან ამას ბევრი ადამიანი ეთანხმება. დამთანხმებლების რაოდენობის არგუმენტად მოყვანა. მაგალითად, მე მათემატიკურად, ფორმულებით ვხსნი რომ დედამიწა მრგვალია და ვიღაც მეუბნება რომ აჰა, ამ ოთახში ყველა მეთანხმება რომ დედამიწა ბრტყელია! ესეიგი ასეა!
https://thebestschools.org/magazine/15-logi...fallacies-know/

კიდევ ბევრი ლოგიკის ხრიკი არსებობს, ეს მხოლოდ რამდენიმე ჩამოვწერე.

თუ შეგიძლიათ, რომ სხვისი არგუმენტაციის სმენისას, on the fly, იქვე მიხვდეთ და სახელი დაარქვათ, კონკრეტულად რა ხრიკს მიმართეს?
ჩამოთვლილის გარდა თუ არის რამე ისეთი ხირკი, რასაც გარშემო ხშირად ამჩნევთ? გაგვიზიარეთ.

Warning:
კიდევ ერთი ხრიკია სრულებით უსარგებლო უცხოური სიტყვების ჩართვა, ვითომ ქართულად იგივეს თქმა არ შეიძლებოდა. ამით მსმენელს ეუბნებით: ნახეთ, რა მაგარი ვარ, უცხოური ენები ვიცი. არ ხართ მაგარი, საკუთარის ცოდნა და სიყვარული გაკლიათ სამაგიეროდ.


This post has been edited by ლაბარნა on 25 May 2019, 09:14
Gudulasheli
იროდიონი შვებულებაშია


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 148
წევრი No.: 204016
რეგისტრ.: 22-June 15

გამოგზავნილია: 25 May 2019, 13:54  #54711066      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რა უაზრო ვორნია. მე, როგორც მკითხველს, თუ მომინდა ამ ხრიკების შესახებ ბევრი ინფორმაციის მიღება, ინგლისურად დავგუგლავ და მგონი საჭიროა ამისთვის ინგლისური და საერთოდ, უცხოური ტერმინოლოგიის დართვაც


--------------------
სიყვარული.. სიყვარულია მშობელი ოცნებისა. ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას; გონება აღძრავს ქმედებას!.. პლუს-მინუს! ემ ცე კვადრატ! F! ფუძე! ვნებათაღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისაკენ! _ მიდით, ერთაოზ!
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11911
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 25 May 2019, 14:41  #54711213      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
Gudulasheli

QUOTE
რა უაზრო ვორნია. მე, როგორც მკითხველს, თუ მომინდა ამ ხრიკების შესახებ ბევრი ინფორმაციის მიღება, ინგლისურად დავგუგლავ და მგონი საჭიროა ამისთვის ინგლისური და საერთოდ, უცხოური ტერმინოლოგიის დართვაც


QUOTE
on the fly
-ს ეხებოდა შენიშვნა. რეალურ დროში, ექსპრომტად, ცოცხალი სიტყვა-პასუხის რეჟიმში, პირდაპირი ფრენის რეჟიმში, ბევრი ეკვივალენტი შეიძლება მოვუძებნოთ.

ის 20%, რაც აქვს, მე არ დამიმატებია. მოიცა, დავუმატო, გინდა? biggrin.gif

ლათინური და ინგლისური სათაურების დიდი ნაწილი თარგმნა და ამისთვის ქებაც კი ეკუთვნის. მაგრამ ბოლომდე ჩასასვლელად აღარ ეყო ნებისყოფა.

თემას დავუმატებდი, რომ:

Appeal to Ignorance (argumentum ad ignorantiam) _ ყურადღების გამახვილება მოწინააღმდეგის უცოდინრობაზე, გაუნათლებლობაზე, ან დაბალ ინტელექტზე, ან უგემოვნებაზე, ან დაბალ სოციალურ სტატუსზე და ამისი შეფუთვა მაქსიმალური იუმორით, რომ ძალიან საწყენი არ იყოს, ესაა პირადად ჩემი საყვარელი ილეთი.


--------------------
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)
t-90
უტანკესი და უტონკესი


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 48568
წევრი No.: 135926
რეგისტრ.: 15-September 11

გამოგზავნილია: 25 May 2019, 14:46  #54711229      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Redemption*
magister dixit ანუ როცა მოჰყავთ არგუმენტად ის რომ "ვიღაცა ავტორიტეტმა ესე სთქვა"


--------------------
I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Heart_of_Darkness
Darkness is a ladder


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 2918
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16

გამოგზავნილია: 25 May 2019, 22:21  #54713025      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საინტერესო და ღირებული თემა კი არის.
ამ პრინციპების ცოდნით რომ მიმდინარეობდეს ჩვენს ყოველდღიურობაში, პოლიტიკოსების დებატები იქნება თუ თუნდაც ფორუმზე რამის განხილვა, ვფიქრობ უფრო საინტერესო მოსასმენი ან წასაკითხი კონტენტი შეიქმნებოდა. საზოგადოებაც უფრო მიჩვეული იქნებოდა მანიპულაციებზე (ტროლი იქნება თუ პოლლიტიკოსი) სწორ რეაგირებას.

ამეებს დავამატებდი:
Argumentum ad baculum-ოპონენტის გადარწმუნებას ცდილობს მუქარით, ყველაზე ცუდი სიტუაციის წარმოდგენას. მაგ. ,,გენერალო, თუ კაპიტულაციას არ დავთანხმდებით, ყველას მოგვკლავენ." იმ შემთხვევაში, როცა რეალუარად მტერი ჯერ კიდევ ძალიან შორს არის და წინააღმდეგობის გაწევის შანსები არის.

argumentum ex silentio-- ოპონენტის დათანხმება იმაზე ოპერირებით, რომ კონკრეტულ ფაქტს ოპონენტის არ შესწრებია და არ იცის, რეალურად რა და როგორ მოხდა. ,,ჯობია გაჩუმდე, რადგან შენ იქ არ იყავი. აი, მე კი ჩემი თვალით მაქვს ნანახი და შენზე უკეთ ვიცი რა და როგორ იყო ".

Ignoratio elenchi- არარელევანტური დასკვნა. ის, რასაც ოპონენტი ასკვნის, შესაძლოა კარგად არგუმენტირებული ჩანდეს, მაგრამ საერთოდ არ გამომდინარეობდეს იმ კითხვიდან, რომლითაც დაიწყო კამათი. ანუ ბოლოს ისე ასკვნიან რარაცას, რომ ავიწყდებათ რითი დაიწყეს.

argumentum ad misericordiam- მოწინააღმდეგე ცდილობს გრძნობებზე აქცენტის დასმით, გადააფიქრებინოს ოპონენტს. ცდილობს მოიპოვოს ოპონენტის თანაგრძნობა.
მაგ: გამოცდაზე ჩაჭრილი სტუდენტი მიმართავს ლექტორი: ,,ალბათ, რაღაც შეცდომაა, ამ გამოცდაზე მაღალი ქულის მისაღებად, ძალიან ბევრი ვიშრომე, რადგან ვიცოდი, რომ მასზე ჩემი მომავალი, დიპლომი და კარიერული წინსვლა იყო დამოკიდებული. შეიძლება მისი ახლიდან შეფასება ან როგორმე სიტუაციის გამოსწორება?"
ან ცოლ-ქმარი რომ ეყრება და ერთ-ერთი პარტნიორი ამბობს: ,,ბავშვებზე იფიქრე? როგორი ზიანი მიადგება მათ ფსიქიკას ამით?".

ძველად მთელი სია მქონდა ამეების და მაგრად ვერთობოდი ხოლმე. ახლა, რამდენიმე წელია აღარ გადამიხედავს, დამავიწყდა უმეტესობა, არადა მაგარი კარგი გასართობი კი არის. საერთოდ, ლოგიკა ძალიან საინტერესო საკითხია და აზროვნების გავარჯიშებაში მაგრად გეხმარება.
წავალ, ლოგიკის წიგნებს ჩავუჯდები და გადავიმეორებ. საჭირო რამეა up.gif


--------------------
My heart's in the Highlands, my heart is not here.
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11911
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 25 May 2019, 23:15  #54713299      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
Heart_of_Darkness

QUOTE
Argumentum ad baculum-ოპონენტის გადარწმუნებას ცდილობს მუქარით, ყველაზე ცუდი სიტუაციის წარმოდგენას. მაგ. ,,გენერალო, თუ კაპიტულაციას არ დავთანხმდებით, ყველას მოგვკლავენ." იმ შემთხვევაში, როცა რეალუარად მტერი ჯერ კიდევ ძალიან შორს არის და წინააღმდეგობის გაწევის შანსები არის.


საინტერესო ისაა, რომ ყველა ეს "ხრიკი" მხოლოდ ნაწილობრივ არის ტყუილზე აგებული. წინასწარ არავინ არ იცის, რა მოხდება, ამიტომ იქნებ ხსენებული გენერალი იქნებ სადღაც მართალიცაა. ნახევარი სიმართლის გასაღება სრულ სიმართლედ, საკამათო საკითხის გასაღება _ უტყუარად გადაწყვეტილად, უკვე არის ლოგიკური ხრიკუნია.

თუ ლოგიკურ ფანდებზე გვაქვს საუბარი, ლოგიკური იქნება, კლასიფიკაციის სისტემაშიც ჩავსვათ, ანბანზე დავალაგოთ და სრული სურათი იქნება მერე.

Redemption*
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 457
წევრი No.: 247571
რეგისტრ.: 30-December 18

გამოგზავნილია: 27 May 2019, 17:09  #54721263      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Gudulasheli
გაიხარე. up.gif

ლაბარნა
QUOTE
Appeal to Ignorance (argumentum ad ignorantiam) _ ყურადღების გამახვილება მოწინააღმდეგის უცოდინრობაზე, გაუნათლებლობაზე, ან დაბალ ინტელექტზე, ან უგემოვნებაზე, ან დაბალ სოციალურ სტატუსზე და ამისი შეფუთვა მაქსიმალური იუმორით, რომ ძალიან საწყენი არ იყოს, ესაა პირადად ჩემი საყვარელი ილეთი.

argumentum ad ignorantiam ცოტა სხვა რამეს ნიშნავს: როცა რაღაცის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს და ერთნაირი წარმატებით შეგვიძლია ვამტკიცოთ ერთიც და მისი საწინააღმდეგოც. მაგალითად: არ ვიცით რა ხდება მთვარის ბნელ მხარეს, ამიტომ იქ ნამდვილად უცხოპლანეტელების ბაზაა! ან, არასოდეს შეგვისწრია ვინმე ადამიანისთვის მინდვრებში სიმბოლოების დახატვაზე, ამიტომ ეს სიმბოლოები ნამდვილად უცხოპლანეტელების დახატულია! ინფორმაციის არქონას რომ არგუმენტად იყენებენ, ესაა argumentum ad ignorantiam.

Heart_of_Darkness
QUOTE
ამ პრინციპების ცოდნით რომ მიმდინარეობდეს ჩვენს ყოველდღიურობაში, პოლიტიკოსების დებატები იქნება თუ თუნდაც ფორუმზე რამის განხილვა, ვფიქრობ უფრო საინტერესო მოსასმენი ან წასაკითხი კონტენტი შეიქმნებოდა. საზოგადოებაც უფრო მიჩვეული იქნებოდა მანიპულაციებზე (ტროლი იქნება თუ პოლლიტიკოსი) სწორ რეაგირებას.

გეთანხმები. ქართული პოლტიკა აბსურდის ზეიმად მეჩვენება ხოლმე, იმდენად ხშირად მიმართავენ აშკარა ხრიკებს. ხალხი რადგან უტარებთ, ე. ი. ვერ ამჩნევენ. სწავლება და ვარჯიში ჭირდება.

ქართულად როგორ იქნება Logical Fallacy? ნათარგმნი გვაქვს? რუსულად Логическая ошибка დაურქმევიათ, არადა "შეცდომა" აშკარად არაა, არამედ როგორც წესი, სხვების შეცდომაში შეყვანის მიზნით შეგნებულად გამოყენებული ხერხებია.
Damnoc
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 602
წევრი No.: 72381
რეგისტრ.: 27-October 08

გამოგზავნილია: 30 May 2019, 09:46  #54734586      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
თემის დაფასების გამომხატველი მაგრამ ამასთან ერთად პრაქტიკული ღირებულების არმქონე პოსტები მოსულა ფორუმის წესების მიხედვით?


--------------------
https://www.imovies.cc/movies/450313531/Revolting-Rhymes-Part-One/S01/E01/ENG/HIGH
Heart_of_Darkness
Darkness is a ladder


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 2918
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16

გამოგზავნილია: 30 May 2019, 23:33  #54738456      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Damnoc
აზრის გამოხატვის თავისუფლებას არ ვზღუდავთ, ფილოსოფიის განყოფილებაში მაინც.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0374 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]