ნამდვილად გრძნობაა ბედნიერება, და ეს გრძნობა შეიძლება ბევრი რამით იყოს გამოწვეული. ხშირად ყველაზე მარტივად მატერიალური საგნების შემოკრებით ხდება ხოლმე მაგ განცდის მოპოვება, ან ფსიქოტროპული, ნარკოტიკული, ალკოჰოლური საშუალებებით - მოკლედ რომ ვთქვათ მექანიკურად და ხელოვნურად.
რაც ნამდვილად ასეა, ანუ ალკოჰოლის რაღაც დოზის მერე, ტვინში იგივე ბიოქიმიური პროცესები ხდება, როგორიცაა ბედნიერების განცდისას. აი მაგალითად:
ემპათიის გრძნობა, სოციალურობა - ეს ყველაფერი შეიძლება მიიღო ვთქვათ ექსტაზის მიღებით, რა დროსაც ხდება ტვინის ქიმიის ცვლილება და გეუფლება თავისუფლებისა და ბედნიერების განცდა. ახლა რატო ხდება ეს:
ექსტაზის ქიმიური შემადგენლობა უზრუნველყოფს ტვინში სეროტონინის მაქსიმალურ, ამოფრქვევით გამოთავისუფლებას, რაც მოქმედებს ტვინის მილიონობით ნეირონზე. ოღონდ პრობლემა ისაა, რომ ექსტაზი "წუწნის" არსებულ სეროტონინის ჰორმონებს და აიძულებს მათ მოქმედებაში მოსვლას, რასაც შედეგად (ეიფორიის გასვლის შემდეგ) გხდის მეტად ჩაკეტილს და ნაკლებად სოციალურს იქამდე, ვიდრე ადამიანის ტვინში ბუნებრივად არ აღდგება სეროტონინის საჭირო დონე.
ასეთივეა პროზაკი - რომელსაც დეპრესიის მკურნალობისას იყენებენ, თუმცა იმისთვის რომ ხასიათი აიმაღლო საკმაო ხანი სჭირდება მის მიღებას. ანუ ექსტაზი აცარიელებს ტვინის სეროტონინის მარაგებს, პროზაკი კი ნელ ნელა ამუშავებს სეროტონინს.
თუმცა სეროტონინის დონე დამოკიდებულია გარემოზეც, მიმღებლური თბილი და მოსიყვარულე გარემო ბუნებრივად გამოგამუშავებინებს ამ ჰორმონს, რომელსაც დიდი წილი მიუძღვუს ბედნიერების შეგრძნების დაუფლებაში..
აქედან დასკვნის გამოტანა შენ თვითონ შეგიძლია..
* * *
ახლა ისე გამომივიდა თითქოს პროზაკი გამოსავალი იყოს
ამასთან დაკავშირებით ინტერნეტში ბევრი ინფორმაცია დევს, სადაც მის გვერდით ეფექტებზეა მითითება გაკეთებული.