kornelyoneკარგი. იმედია შევძლებ ახსნას.
საქმე არ არის მოტივაციაში, არც ძალისხმევაში, არც ვინმესთან კონკურენციაში, არც ვინმეზე კარგობაში, არც რამის ოფლით მოპოვებაში, ეს ყველაფერი ამ ცხოვრებისეული მანიპულაციებია. ყველაფერი ეს არარეალურია. ეს ცხოვრება არ არის ერთადერთი რეალობა. არამედ არის უთვალავ რეალობათა შორის ერთ-ერთი. არსებობს ასეთი ცნება "მულტირეალობა", ჩვენ ვართ ერთ-ერთ ასეთში ამჟამად.
ვინ ქმნის ამ რეალობას? ჩვენ.
როგორ? ...
ყველაფერი ერთმანეთზე არის დამოკიდებული და გადაბმული. ყველაფერი არის ერთი. და ერთი არის ყველაფერი, მაგრამ კაცობრიობის მანიპულაცია დაიწყო ათასობით წლის წინ და თაობიდან თაობამდე გადადიოდა ცხოვრების არასწორი აღქმა.
ანუ, "მე ვარ ინდივიდი და რაც ჩემს გარშემოა გარეშეა ჩემგან" "მამაო ჩვენო რომელი ხარ ცათა შინა" .. და ასე შემდეგ.. შენ სეიძლება ათეისტი იყო ან მხურვალე მორწმუნე მაგრამ ორივე შემთხვევაში, იცი რომ შენ როგორც ცალკეული ინდივიდი ხარ ცალკე. ეს კონცეპცია მიზანმიმართულად არის ჩადებული ადამიანში, მისი ადვილად მანიპულირებისთვის.
სინამდვილეში შენ ხარ უსასრულობა, მარადიული არსება, არასოდეს დაწყებულხარ, არასოდეს დამთავრდები, ხარ სამყაროს და რაც მასში არსებობს ყველაფრის ნაწილი, შენი ყოველი მოლეკულა შენი ყოველი ატომი მოიცავს, სრულ ინფორმაციას სამყაროს შესახებ.
შენ ხარ არსება რომელიც მოქმედებს ყველა განზომილებაში ერთდროულად, ამჟამად შენი ცნობიერება შემოსულია 3D ში ამიტომ შენი ტვინი ლიმიტირებულია ამ განზომილების მიერ, შენ არ შეგიძლია აღიქვა არაფერი რაც მესამე განზომილებას ცდება. (სანამ ამ ცხოვრებაში ხარ)
არ არსებობს სიკვდილი! სიკვდილი არის, გაგვიძება ამ რეალობიდან რაშიც ეხლა ვართ.
მატერია როგორც ასეთი არ არსებობს. ეს დამტკიცებულია მეცნიერულად და არაა რთული გასაგები თუ იცი რა არის ატომი და რისგან სედგება ის.
რასაც შენს გარშემო ხედავ ყველაფერი ენერგიაა. არა გადატანითი მნიშვნელობით, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით, აი ეხლა ეკრანს რომ უყურებ, ეგ ეკრანი ენერგიაა, ზუსტად ისე როგორც შენ, მაგრამ, შენი სამგანზომილებიანი ტვინის მიერ ეს ენერგია გადმოთარგმნილია და აღქმულია ისეთად როგორსაც ეხლა ხედავ მას.
მეოთხე და მეხუთე განზომილებაში მატერია კარგავს იმ ფორმას რომლითაც მას ვიცნობთ მესამე განზომილებაში. ანუ, სენ რომ შენი ეკრანი გადაიტანო მეხუტე განზომილებაში ის გარდაიქმნებოდა ენერგიად, შენთან ერთად, და ის აღარ იქნებოდა გარესე საგანი, არამედ შენზე გადაბმული ენერგო-მაგნეტიკური ველებით.
ყველა ატომი თუ ნაწილაკი რომლითაც შედგები შენ, ოსცილებს, ანუ ვიბრირებს. რაც უფრო ჩქარია მისი ვიბრირება მით უფრო უხილავია ის და აქედან გამომდინარე მით უფრო მაღალ განზომილებებშია.
წარმოიდგინე ვენტილატორი. სანამ ჩართავ ხომ ჩანს მისი ფრთები? ჩართვისას რაც უფრო სწრაფდება ხომ ქრება შენი ვიზუალური არეალიდან? ასეა ატომების ვიბრირებაც. მესამე განზომილებაში ანუ (ჩვენს დღევანდელ რეალობაში) ატომების ვიბრირება ნელია. ამიტომ, ენერგია მკვრივდება და იღებს ისეთ სახეს როგორსაც ვხედავთ. ეს იქნება ადამიანი, კლდე, ზღვა, მთა, შენობა, მანქანა, თუ თავად დედამიწა. ყველაფერი ეს ჩვენი ცნობიერების ილუზიაა.
შენ გაქვს წვდომა ყველაფერზე, იმიტომ რომ ხარ ნაწილი ყველაფრისა. შენ აზრებს შენს ემოციებს შეუძლიათ ზეგავლენა იქონიონ იმაზე რასაც ჩვენ მატერიათ აღვიქვამთ (ზემოთ ავხსენი რაც არის ეს მატერია)
მაგრამ! როდესაც შენი ცნობიერება შემოდის ამ ცხოვრებაში (რომელიც არის ილუზია, ექსპერიმენტი, ეტაპი, ან რაც გინდა ის დაარქვი) ის ივსება იმ მიზანმიმართული მანიპულაციით რაშიც არის კაცობრიობა გახვეული მთელი მისი ისტორია.
შენ გაქვს ცალკეული ცნობიერება და ხარ ცალკეული ინდივიდი, მაგრამ ყველაფრის ნაწილი, (მილიონობით სინათლის წლით დაშორებული გალაქტიკისაც კი!) ასევე ხარ ნაწილი კაცობრიობის კოლექტიური ცნობიერებისა, რომელიც ერთად ქმნის ამ რეალობას. რაც უფრო მანიპულირებულია ეს კოლექტიური ცნობიერება, ცესებით კანონებით, მორალით, რელიგიებით, ტყუილებით, შიშით, ნეგატიურობით, კონკურენციით, მით უფრო კორუმპირებულია ეს რეალობა. და ჩემი თქმა რა საჭიროა. სენთვითონ გადახედე ჩვენს ისტორიას.. რა დღეში ვართ. მთელი ისტორია ხოცვა სისხლი ომი და ზიზღია. რისგან არის გამოწვეული ეს? ზუსტად იმ მანიპულაციით რაზევ ვწერ. და ვინ დგას ამ მანიპულაციის უკან ეს უკვე სხვა თემაა და აქ ამაზე აღარ განვავრცობ.
შენ, როდესაც შეძლებ გაგვიძებას და ამ მანიპულაციიდან გასვლას, აუტომატურად შეძლებ გადალახო ეჭვები შენს თავში, ეჭვები საკუთარ შესაძლებლობებში, შიში მომავლის მიმართ და ასე სემდეგ.
შეგიძლია მხოლოდ შენი ფიქრებით მოიზიდო ყველაფერი ის რაც გსურს, ამას ქვია მანიფესტაცია. ამაზე ქრისტეც ლაპარაკობდა, მაგრამ მისი სიტყვები არასწორად იქნა მიღებული, აიღეს მისი პერსონაჟი და სათავისოდ გამოიყენეს და შექმნეს ის დოგმატური ისტიტუცია რომელსაც დღეს ვიცნობთ ეკლესიად.
ძალიან დიდ შეცდომაში ვართ შეყვანილი და არავის უნდა თვალის გახელა. ყველაფერი ტყუილია. შეგიძლია არ დაიჯერო რასაც ვწერ, მაგრამ ეს ასეა.
შენი ფიქრები არის იგივე სახის ენერგია რაც მატერია, მაგრამ შენი ფიქრები სხვა სიხშირეში არიან ამიტომ არ ჩანან ისინი, მატერია კი ჩანს. და ფიქრებით შეგიძალია იქონიო ზეგავლენა მატერიაზე. აბსოლუტურად ყველაფერზე.
არ არსებობს დრო როგორც ასეთი. არ არსებობს წარსული არც მომავალი. ყველაფერი არის ეს წამი. ყველაფერი არის და ხდება ეხლა. დროის გასვლა არის ისევ და ისევ ჩვენი ტვინის ილუზია. დროის გასვლის მაგივრად ხდება კვანტური ნახტომები. წამში ვაკეთებთ მილიარდობით კვანტურ, ისე სწრაფად რომ ვერ ვხვდებით.
ეს თემები ძალიან ვრცელია და ყველაფერს ერთ პოსტში ვერ ჩავატევ
მინდა ყველამ იცოდეთ ეს. გთხოვთ გაიღვიძეთ და გააღვიზეთ სხვებიც. იყავით ბედნიერები, იმიტომ რომ ყველაფერი თქვენია ყველაფერი თქვენ ხართ, წარმოიდგინეთ სამყარო როგორც ერთი არსება, ერთი მთლიანი ცნობიერება და თქვენ როგორც ამ ცნობიერების პატარა ნაწილაკები რომლებიც ჩამოდიან მესამე განზომილებაში, დაბალი სიხშირეების განსაცდელად, როგორებიცაა მაგალითად ფიზიკური ტკივილი და ასე სემდეგ.
ისე როგორც თქვენი სხეულის ყოველ ატომს აქვს სრული ინფორმაცია მთელი თქვენი სხეულის შესახებ, ასევე თქვენ გაქვთ სრული ინფორმაცია მთელი სამყაროს შესახებ.
აღარ მაქვს მეტი დრო ეხლა.