ილონ მასკის კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა დაადასტურა რაკეტა Falcon 10 – ის საშუალებით ორბიტაზე 60 კოსმოსური თანამგზავრის გაშვება. რაკეტამ სტარტი აშშ-ს ფლორიდის ნახევარკუნძულზე, კანავერალის კონცხიდან აიღო. ინფორმაცია ილონ მასკმა ტვიტერზე გაავრცელა. თანამგზავრებმა დედამიწა უფასო გლობალური Wi-Fi სერვისით უნდა უზრუნველყოს.
View image on Twitter
View image on Twitter
SpaceX
✔
@SpaceX
Successful deployment of 60 Starlink satellites confirmed!
31.1K
7:33 AM - May 24, 2019
5,506 people are talking about this
Twitter Ads info and privacy
ილონ მასკის კომპანია აცხადებს, რომ პერიოდულად განაახლებს ინფორმაციას თანამგზავრების ორბიტაზე გადაადგილების შესახებ.
პროექტი Starlink-ი ოთხი წლის წინ შემუშავდა მასკის ინიციატივით, რომ გლობალური ინტერნეტი მსოფლიოსთვის უსასყიდლოდ იყოს ხელმისაწვდომი. პროექტ Starlink-ის მიხედვით ეტაპობრივად, ორბიტაზე სულ 11 ათასი თანამგზავრი უნდა გაუშვან.
პროექტის პირველი ეტაპის განსახორციელებლად 3,5 მილიარდი დოლარი დაიხარჯება, ჯამში კი პროექტისთვის 10 მილიარდ დოლარზე მეტია გამოყოფილი.
46 წლის ილონ მასკი, Forbes-ის მიხედვით, 20.4 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს. ბლომბერგის მილიარდერების ინდექსში მასკი ამ ქონებით 41-ე ადგილს იკავებს.
კომპანია Space X-ი მასკმა 2002 წელს დააფუძნა, 2003 წელს კი „ტესლა მოტორსის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. „ტესლა მოტორსმა“ საერთაშორისო ყურადღება 2008 წელს მიიპყრო, როცა მასობრივ პროდუქციაში გაუშვა პირველი ელექტრო-სპორტული ავტომობილი. ელექტროავტომობილის გაყიდვებმა რეკორდულ რაოდენობას მიაღწია 2015-2016 წლებში.
http://batumelebi.netgazeti.ge/news/205341...vqn4STTMoGk306E
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3