Leonid Chernovetskyi
14 აგვისტო, 12:29-ზე
სიახლე: ხულოში 70 გოგონასთვის არალიცენზირებული ისლამური პანსიონი იხსნება
რთულია სიტყვებით იმის გამოხატვა, ახლა რას ვგრძნობ! ვთხოვ ყველა ჩემი გვერდის გამომწერს ეს ვიდეო ნახოს!
სიუჟეტის ბმული:
http://ajaratv.ge/news/ge/29013/khuloshi-g...-muslimuri.htmlაი, შენდება კიდევ ერთი არალეგალური მუსულმანური პანსიონი ქართველი ბავშვებისთვის ხულოს რაიონში, აჭარაში. მხოლოდ ის ვიცი, რომ მას ხულოში კომპანია „ოზგჩენჩ“-ი აშენებს - მისი სახელწოდებიდან ნათლად ჩანს, რომ ის თურქულია!
ყველაფერი გასაიდუმლოებულია, ვინ და საიდან იხდის მშენებლობის ფულს და რა ქვეყნებიდან მოდის თანხები ამისთვის... მაგრამ ეს ყველაფერი არაა, უცნობია, რას ასწავლიან იქ ჩვენს ქართველ ბავშვებს.
უზარმაზარი 4-სართულიანი მშენებარე ნაგებობა, დარწმუნებული ვარ, მომავალში ულიცენზიოდ იმუშავებს.
ჯანდაცვის სამინისტრო და მინისტრი სერგეენკო ხომ ვერ ხედავს როგორ აწვალებენ საქართველოში ქართველ ბავშვებს რელიგიური ორგანიზაციები, არ აძლევენ მათ არანაირ განათლებას, მხოლოდ აიძულებენ, დილიდან დაღამებამდე ილოცონ ლუკმა პურის გამო! სამაგიეროდ, მინისტრმა გასცა განკარგულება თავისი სოციალური მუშაკების მისამართით - გაიქცნენ ოჯახებში, რომლებმაც პატარები ჩვენ ჩაგვაბარეს, სადაც საცხოვრებელი, სასწავლო, სათამაშო, სპორტული პირობები მილიონერების სკოლებში არსებულ პირობებსაც კი ჯობს. უსინდისო ადამიანია!
როგორც სიუჟეტიდან ირკვევა, ამ პანსიონის ამუშავების შესახებ არ არსებობს არანაირი ინფორმაცია არც ჯანდაცვის სამინისტროში, არც განათლების სამინისტროში.
მშენებლობის დასრულების შემდეგ ეს დაწესებულება, ვფიქრობ, საიდუმლოდ და სასწრაფო წესით შეივსება ზემო აჭარაში უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები ბავშვებით, რომლებსაც ჩაუტარებენ ისლამის გაძლიერებულ გაკვეთილებს. შემდეგ კი, ამავე მოტივით, რომ მათი იქიდან გამოსახლება არაჰუმანური იქნება, სახელმწიფო მათ ვერ გამოასახლებს და ის გაურკვველი ხალხი მათ აღზრდას საიდუმლოდ გააგრძელებს, ან, თავიდან გააკეთებენ დღის ცენტრის მსგავს ადგილს, იმისთვის, რომ ზედმეტი ყურადღება თავიდან აირიდონ, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი, ბავშვები იქ ცხოვრებასაც დაიწყებენ.
მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა დავით სერგეენკოს მიმართ, ვთხოვ მას წამოაყენოს ეს თემა დღის წესრიგში. დაიბარეთ პანსიონის ხელმძღვანელი და დეტალურად, წინასწარ გაწეროს, რას აშენებენ და ახსნან, რას უპირებენ იქ შესახლებულ ბავშვებს, დაიწყეთ იმის გარკვევა საიდან ფინანსდება მშენებლობა. იქნებ მათ ექსტრემისტები, მანიაკები ან კრიმინალები აფინანსებენ?
და უნდა შეიქმნას აქტი იმის შესახებ რომ იქ ლიცენზიის გარეშე არ იმუშავებენ და რომ სახელწიფო ყველაფერს გააკონტროლებს, ხოლო, თუ ეს ასე არ იქნება, მე პირადად გამოვყოფ 2 მილიონ ლარს იმისთვის, რომ ამ შენობიდან 20 მეტრის მოშორებით 10-ჯერ უკეთესი პანსიონი ავაშენო (და ამის გაკეთება ვიცი), რომ არცერთმა აჭარელმა პატარამ არ ისწავლოს ამ დამალულ, უცნობ ადამიანებთან.
უკვე არაერთხელ შევთავაზე სამინსიტროს, რომ მზად ვარ აჭარაში არსებული ყველა თურქული ბავშვთა სახლი ჩავანაცვლო ლეგალური საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებით, რომელსაც მხოლოდ სამინისტრო გააკონტროლებს. ჩემი ფონდი ყველაზე გამჭვირვალე ფონდია საქართველოში, რომელშიც აუდიტს მსოფლიოს ტოპ სამეულში შემავალი საუკეთესო სააუდიტორო კომპანიები ატარებენ.
ასეთი გამჭვირვალობა უნდა იყოს ყველა ფონდში საქართველოში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ არასდროს გვეცოდინება, ვინ იხდის ფულს ქართველი ბავშვების აღზრდაში.