Dankeპირველ რიგში გამარჯობა
- ჩემი აზრით ზედა მენიუს (სადაც სერჩ ფილდია) მაგის ფიქსაცია საჭირო არ არის
- მთავარ გვერდზე განცხადებების წყობა გასაგებია, მაგრამ მაგალითად კატეგორიაში, რომ შედიხარ კარგი იქნებოდა განცხადებების წყობის შეცვლა შემეძლოს
ამას ვეცდები აგიხსნა რატო გეუბნები: ძიებისას ან კონკრეტულ კატეგორიაში შესვლისას მე უკვე კონკრეტულ რაღაცას ვეძებ და ესე 3 გოჭივით ერთმანეთზე ხინკლებივით მილაგებული განცხადებები მოსახერხებელი არ არის... ელემენტარული ყურადღება გეფანტება და ერთ განცხადებაზე კონცენტრაციას ვერ აკეთებ
ამიტომ კარგი იქნება თუ განცხადებების წყობის არჩევის საშუალება იქნება
- ფასები მარტო ლარებშია? კარგი იქნება დოლარსაც თუ დაამატებ ზოგი შეიძლება რაღაც პროდუქციას ან ავეჯს ან რავიცი დოლარში ყიდდეს და დოლარის ვალუტა, რომ არ გაქვს იძულებულია ან ლარებში გადაიყვანოს ან ფასი შეთანხმებით მიუთითოს
- განცხადების გვერდზე, რომ შედიხარ და მსგავსი განცხადებები, რომ არის აქაც იდენტური სიტუაციაა...
არ ჯობია სლაიდერი დააყენო და იტრიალოს ვიდრე მაჩვენე მეტი და კიდე ხინკლებივით მილაგებულად აჩვენოს განცხადებები?
- მარცხნივ კატეგორიების ბლოკიც რაღაც მიჭიჭყნილია, თითქოს ჩატენილი... იმხელა ფუტერი ფაქტიურად თქვენი ფესიბუქის ფეიჯის რეკლამისთვის გაქვთ დათმობილი და ბოლოს ნაძებნი სიტყვებით და კატეგორიები ერთ ადგილზე ჩაკვეხებულია... მომხმარებლის თვალსაზრისით მე თქვენთან, რომ შემოვალ პირველ რიგში ძიება და კატეგორიები უნდა მქონდეს თვალსაჩინოდ, განცხადებების წყობაც ჩემთვის მოსახერხებელი უნდა იყოს (არჩევანის უფლება მქონდეს) შესაბამისად საიტზე იმიტო არ შემოვდივარ, რომ ფუტერში ბოლოს ვინ რა მოძებნა ეგ ვნახო ან თქვენი ფეისბუქის ფეიჯის უზარმაზარი ბანერი ვიხილო, რომელიც არაფერში არ მჭირდება რეალურად
- ძიების ქვემოთ და ULTRA განცხადებების ზემოთ უზარმაზარი ბანერი, რომ არის რა საჭიროა? ტყუილა მაგხელა ადგილი მიაქვს
ეგ ბანერი ჩემი აზრით შეიძლება სარეკლამოდ სხვა საიტზე დადო, მაგრამ ვინც შენთან შემოვა იმან უკვე იცის კარგად, რომ extra.ge-ზე შეგიძლია ნივთის ყიდვა-გაყიდვა-გაცვლა და ა.შ
ტყუილად ფუჭი ინფორმაციაა ეგ ბანერი და ადგილის დაკარგვა
- კარგი იქნება ძიებისას რაც ტოპ მენიუშია შეგეძლოს დამატებითი ძიების ელემენტების მითითება
ფაქტიურად ახლა ჯერ საკვანძო სიტყვა უნდა ჩავწერო ---> დავაწვე ძიებას და მერე უკვე ძიების გვერდზე მივუთითო მაგ: ფასი საიდან-სადამდე მინდა, ადგილ-მდებარეობა
აი მარტო ამ ორის მითითება მაინც უნდა შემეძლოს თორემ გარკვეულ დისკომფორტს მიქმნის
- ქართული კლავიატურა ძიების ფილდში აუცილებელია ჩაამატეთ
- რეგისტრაციის გვერდზე რეგისტრაციის ფორმაში
სასურველი ნიკი ეს საიდან მოგაფიქრდათ? უბრალოდ ჩაწერეთ
სახელი ან
მეტსახელი ნიკი, შმიკი, ჭმიკი რათ უნდა... დაილია ქართული ენა?!
- ზემოთ ტოპ მენიუში კონტაქტს ვაწვები და ფეისბუქის მესენჯერზე მაგდებს
იქნებ მეილზე მინდა დაკონტაქტება? ან იქნებ სხვა საკონტაქტო ინფორმაცია მაინტერესებს? ან იქნებ საერთოდ არ მაქვს ფეისბუქი არ ვიყენებ და ვსო რა ხდება ამ დროს?
ამიტო შესაცვლელია ჩემი აზრით...
- კიდევ ერთი უაზრობა რაც არის ჩემი აზრით... ტოპ მენიუში ვავწვები დახმარებას და მაგდებს ფეისბუქზე თქვენ ჯგუფში...
ამგვარი დახმარების გვერდი მე არ გამიგია ეს არის უაზრობა პროსტა თქვენ ჯგუფში გინდათ შეყაროთ ბევრი ხალხი თუ რა არის არ ვიცი
მაგ სულელურ ფეისბუქის ფეიჯზე რედირექტს ჯობია
ხშირად დასმული კითხვები - ხ.დ.კ გადააკეთო და ნორმალურად ჩამოწერო კითხვა-პასუხები
მოკლედ კარგია, რომ რაღაც დაგიწყიათ და აკეთებთ, მონდომებას არ გიკარგავთ და რაც ზემოთ დავწერე იმისთვისაა, რომ თქვენვე განვითარდეთ და წინ წახვიდეთ
ეს იყო ჩემი უბრალო მომხმარებლის თვალით დანახული ის მინუსები, რამაც შეიძლება დისკომფორტი შემიქმნას
რაღაც ეტაპზე მიხვედით უკვე, თუმცა ახლა თვითკმაყოფილი ჯდომა და extra.ge-ს რეფრეში საქმე არ იქნება
თუ წარმატება გინდათ მიდმივ განვითარებაზე და დახვეწაზე იფიქრეთ, თვითკმაყოფილებას ნუ მიეცემით
აბა წარმატებები