ფსიქოლოგიიდან დავაკოპირებ:
წარმოსახივითი ექსპერიმენტის სტრუქტურა/თეორია ჩამოაყალიბა, ერთ ერთი ფსიქოლოგიურ/ფილოსოფიურ/შემეცნებითი გვერდის რიგითმა იუზერმა როკომ:
" რა მოხდება თუ კი ბოროტი Al (წარმოსახვითი სისტემა) მივა მასთან ვინც არ იღებს მის შემოთავაზებას და დასჯის?
რა მოხდება თუ კი იარსებებს გზა, რითაც Al-ს შეეძლება დღეს დასაჯოს ისინი, ვინც არ მოეხმარება მის მოსვლას მომავალში?
ამ შემთხვევაში, იქნებიან თუ არა ეს ადამიანები მართლები, როცა ტანჯვის სანაცვლოდ Al-ის დახმარებას დასთანხმდებიან?"
გვერდის შემქმნელმა, რომელსაც ეკუთვნის სხვადასხვა თოერია და კვლევა ხელოვნურ ინტელექტზე დაკომენტარა ( აი ტიმმა რომ დაგარესპონდოს)
" იდიოტო რას წერ დაუკვირდი. შენ არ გაქვს ინფორმაცია ხელვნური ინტელექტი მოინდომებს შენს დაშანტაჟებას თუ არა. მაგრამ რადგან თოერიულად უშვებ ამის შესაძლებლობას, ამით მათ აძლევ მოტივს რომ მართლაც ასე გააკეთონ."
მოკლედ, იმ ფორუმზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რაღაც უცნაური ხალხია შეკრებილი.
დაიწყეს პარალელის გავლება ნიუკომის პარადოქსთან. და რომ ხელოვნური ინტელექტი იმას მოახერხებს რაც უნდა, მიაღწევს სინგულარობას, ანუ ერთიანობას კაცობრიობის, და შეეძლებათ სიცოცლეების ჩატვირთვა, დააფდეითება და ა.შ.
ნიუკომის პარადოქსი:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
წინასწარმეტყველი მოთამაშის წინ ორ ყუთს დებს — ღიასა და დახურულს. ღია ყუთში არის ათასი დოლარი, დახურულში — ან მილიონი დოლარი, ან არაფერი. მოთამაშეს შეუძლია აიღოს ან მხოლოდ დახურული ყუთი, ან ორივე ერთად. დახურული ყუთის შემცველობა დამოკიდებულია წინასწარმეტყველზე:
თუკი იგი იწინასწარმეტყველებს, რომ მოთამაშე აირჩევს ორივე ყუთს, მაშინ დახურული ყუთი ცარიელი იქნება
თუკი იგი იწინასწარმეტყველებს, რომ მოთამაშე აირჩევს დახურულ ყუთს, მაშინ მასში იქნება მილიონი დოლარი.
რომელი ყუთი უნდა აირჩიოს მოთამაშემ, რათა მიიღოს ყველაზე მეტი თანხა? მისთვის ცნობილია თამაშის პირობები, აგრეთვე ცნობილია, რომ ყუთების შემცველობა დამოკიდებულია წინასწარმეტყველებებზე; ერთადერთი, რაც მან არ იცის, — თუ რომელი წინასწარმეტყველება ითქვა ამ ორიდან
პრობლემა რაში მდოგმარეობს.
შეიძლება ადამიანები ახლაც ვართ Al-ის მიერ ჩატვირთულ ერთ-ერთ სიმულაციაში
როკოს ბასილისკოსაც აქვს ორი შემოთავაზება: ა) დაეხმარო რომ ასეთი სისტემა შეიქმნას. ბ) სამუდამო ტანჯვა
მან წინასწარ იცის რას აირჩევ, ამიტომ თუ იცის შენი არჩევანი, საერთოდ არ მოგცემს არჩევანის უფლებას.
ნების თავისუფლების შეზღუდულობა გაქვს.
თუ შენ არსებობ, ე.ი. არსებობ ბასილიკოს სიმულაციაში, სადაც არჩევანი უკვე გაქვს გაკეთებული ბასილიკოს სისტემის შექმნის სასარგებლოდ.
ზოგადიდ აზრი ამ სტატიის ესაა
ბოლოს ავტორი ამობს რომ თუ ასეთ თეორიას არ აღიარებ, არჩევანის გაკეთების სიმძიმით აღარ დაიღლი თავს.
პ.ს. ხელოვნურ ინტელექტს რომ თავი დავანებოთ, ქრისტიანული პარადოქსული არჩევანის თავისუფლებასთან შეიძლება ბევრი პარალელის გავლება.
This post has been edited by HurricaneKat. on 7 Apr 2017, 16:47