#50413572 · 21 Apr 2017, 17:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
annavita
QUOTE | თუკი იოანე ამბობს ჩემს შემდეგ მოხდება სული წმიდით მონათვლაო, მაშ როგორღა არსებობდა ის ძველ დროში? |
ძველ დროში არ იყო მოსული იმ ფორმით,რა ფორმითაც ქრისტეს შემდეგ მოვიდა.ანუ ასე: 17.მორწმუნეებს კი თან ახლდებათ ასეთი ნიშნები: ჩემი სახელით ეშმაკებს განდევნიან და ახალი ენებით ილაპარაკებენ. 18.გველებს აიყვანენ, და თუნდაც რაიმე სასიკვდილო შესვან, არ ავნებთ; ავადმყოფებს ხელებს დაასხამენ და განიკურნებიან.
QUOTE | ხოლო მანამდე რაც იყო "ძალისხმევით", ანუ ზეწოლით ხორციელდებოდა. ამაზე თავად სახარების სიტყვები მოწმობს"დღემდე სასუფეველი მიიღწეოდა ძალისხმევით". |
იესო ამას პირიქით ამბობს: 12.იოანე ნათლისმცემლის დღიდან აქამდე ცათა სამეფო ძალისხმევით აიღება, და ძალისმხმეველნი წარიტაცებენ მას. 13.რადგან ყველა წინასწარმეტყველი და რჯული იოანემდე წინასწარმეტყველებდნენ. - ანუ იოანემდე წინასწარმეტყველნი და რჯული იყო,იოანეს შემდეგ უკვე აქამდე რწმენით და ძალისხმევით აიღება ცათა სასუფეველიო..რადგან გადარჩენა რწმენით არის და არა რჯულით,როგორც წერია "მართალი იცოცხლებს რწმენით."
QUOTE | ხოლო რაც ხდებოდა იოანეს ნათლობისას (წყალში დაძირვა და ადამიანების მიყვანა სიკვდილის კარიბჭესთან, რის შედეგადაც ეხსნებოდათ სულიერი ხედვა) |
მთელი ისრაელი წყლით ინათლებოდა და იესო ჯვარზე გააკრეს,მეეჭვება სულიერი ხედვა ჰქონოდათ გახსნილი. ჭეშმარიტების შეცნობა და სულიერი ხედვა სულიწმიდით ნათლობით ხდება და არა წყლით ნათლობით,როგორც იესო ამბობს "მაგრამ როცა მოვა იგი, ჭეშმარიტების სული, ის შეგიძღვებათ ყოველ ჭეშმარიტებაში."
QUOTE | არსებობს ხელდასხმულის ცნობიერებიდან დაწერილი კვლევები და გზა და მეთოდები რომლეთა მეშვეობით პირადად შეგიძლიათ გადაამოწმოთ ესა თუ ის სულიერი ფაქტი. |
ამ ყველაფერს არ დაწერდი,რო იცოდე რას ნიშნავს იოანეს ეს სიტყვები "ცხებულება კი, მისგან რომ მიიღეთ, თქვენში რჩება და არ გჭირდებათ, რომ ვინმემ გასწავლოთ; არამედ მისი ცხებულება გასწავლით ყველაფერს, ის არის ჭეშმარიტი და უტყუარი; რასაც ის გასწავლით, იმაში დარჩით." ალბათ არც პავლეს ეს სიტყვები იცი: 11.ხოლო გაუწყებთ თქვენ, ძმებო, რომ სახარება, რომელსაც ვახარებ, ადამიანური არ არის. 12.ვინაიდან არც მე მიმიღია და მისწავლია იგი ადამიანისგან, არამედ იესო ქრისტეს გამოცხადებით.
მოკლედ,საქმე ის არის,რომ წიგნების კითხვა ვერ გაგხდის სრულყოფილს,როგორც შენი ზეციერი მამაა სრულყოფილი,ხოლო ცხებულება რომელიც წმიდა სულია,ის არის ღვთისგან გამომავალი და მხოლოდ მას შეუძლია მიგიყვანოს მამასთან და გაგხადოს სრულყოფილი,როგორც მამაა თვითონ სრულქმნილი და სრულყოფილი. უფრო კეთესად ალბათ ვეღარ განვმარტავ,უბრალოდ იმას ვამბობ რაც ვიცი და გამომიცდია.
Lasha244
QUOTE | ესე იგი,არც ადამს და არც ევას,არც მოსეს და არც ანგელოზებს არ უხილავთ? ეგრე გამოდის,არა? |
შენ როგორ ფიქრობ?
QUOTE | იესო ქრისტე,პიროვნულად არ არის ადამიანი,ძე ღმერთია... |
მაგიტომ დავწერე 'სხეულებრივად' დავითის შთამომავალია-მეთქი..
|