Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბიზნესი და ეკონომიკა > ინდ. მეწარმე


Posted by: levanich 23 Jun 2010, 21:14
გამარჯობათ ფორუმელებო! ერთი შეკითხვა მაქ თქვენთან, ახლობელმა 6 მაის დაარეგისტრირა ინდ მეწრამე რაღაცის გაკეთება უნდოდა და ვერ გააკეტა მოკლედ მის მერე გასული თვენახევარზე მეტი და არ დეკლარაცია შეუვსია და არც არაფერი მოკლედ საქმიანობაც არ დაუწყია არაფერი გაუკეტებია ამის გამო ხომ არ დააჯარიმებენ? ან რამე? და ახლა უნდა საქმიანობის დაწკება და რა უნდა ქნას? ანუ დეკლარაცია თუ რაღაც როა როგორ უნდა შევსოს და რა რიცხვებში უნდა გაკეთდეს? მადლობა წინასწარ დამხმარებისთვის

Posted by: iძაღლ 24 Jun 2010, 00:17
მეც მაინტერესებს დეკლარაცის ამბები. -----------------------------------

Posted by: Keisari 24 Jun 2010, 07:28
ი/მ დეკლარაციებს ავსებს წლის ბოლოს.
ასე რომ ჯერ არაფერი დაუსავებია, მაგრამ თუკი აღარ აპირებს მუსაობის გაგრძელებას (ბიზნესს) მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოს ამის შესახებ განცხადებით შესაბამის საგადასახადო განყოფილებას. და შეუჩერებენ სამეწარმეო საქმიანობის სტატუსს.

ოღონდ ფრთხილად იყოს, "მარცხნივ" ჩალიჩის შემთხვევაში (გაუფორმებელი ბიზნესი) სარი ახლოსაა, ელექტრონული ვერსიის შემოღება ამის გარანტიას იძლევა wink.gif

Posted by: levani_kav 27 Oct 2010, 16:14
2007 წელს დავრეგისტრირდი ინდ მეწარმედ პატარა საქმის გასაკეთებლად. აღნიშნული საქმიდან არაფერი გამოვიდა და მივანებე თავი, დეკლარაციებია არ შმივსია ამ წლწბის მანძილზე. ეხლახანს მივედი ვითომ და ინდ მეწარმეობის გასაუქმებლად მითხერს ხომ აღარ ხდება "ინდმეწარმეობის გაუქება"
მითხრეს მოგიწევს დეკლარაციების შევსებაო 2007 წლიდან მოყოლებული, 2007 წლის დეკლარაციაში უნდა ვაჩვენო ზარალი და დანარჩენში მხოლოდ ნულები

შევედი აღნიშნულ საიტზე და ცოტა არიყოს დავიბენი იქნებ მომეხმაროთ შევსებაში. რეები უნდა შევავსო ?

user posted image

მსგავსი თემა თუ არის მიმითითეთ მე ვერ ვნახე

Keisari
სად მივიდე იქნებ მიხრა სამეწარმეო საქმიანობის სტატუსის შესაჩერებლად

ვერ გავერკიე მოკლედ ამ ამბებში cry.gif

Posted by: Bigman 27 Oct 2010, 16:28
levani_kav
ინდ. მეწარმის გაუქმება არც არასოდეს ხდებოდა

შეიძლება მხოლოდ საქმიანობის შეჩერება, შეჩერება ხდება საგადასხადოში განცხადების დაწერით ან ყოველწლიურად უნდა ჩაგებარებიათ ნულოვანი დეკლარაციები

თქვენს შემთხვევაში უნდა გქონოდათ 2007, 2008, 2009 წლის დეკლარაციები ჩაბარებული, ვებ-გვერდი თუ იძლევა საშუალებას წინა წლების დეკლარიციის მიღებაზე არ ვიცი.


პ.ს. დეკლარაციის ჩაუბარებლობაზე თუ არ მეშლება 200 ლარი ჯარიმაა, საგადასახადოში უნდა გაარკვიოთ



Posted by: davita131 27 Oct 2010, 20:11
მოკლედ მაქვს ორი შეკითხვა
ინდ მეწარმედ დარეგისტრირება რა თანხებთანაა დაკავშირებული ?

ვაპირებ კომპიუტერული სერვისის გახსნას და სახელმწიფო გადასახადები რა ფაქტორებით რეგულირდება? როგორც ვიცი ესაა შემოსავლებიდან გამომდინარე და ვთქვათ თვეში 2000 ლარის ბრუნვა მაქვს აქედან სახელმწიფო რამდენს მოითხოვს?

Posted by: The13thFloor 27 Oct 2010, 20:19
QUOTE (davita131 @ 27 Oct 2010, 20:11 )
ვთქვათ თვეში 2000 ლარის ბრუნვა მაქვს აქედან სახელმწიფო რამდენს მოითხოვს?

გააჩნია საარჩევნოდ რამდენი დასჭირდებათ biggrin.gif
შეიძლება სახლიც გაგაყიდინონ yes.gif

Posted by: levani_kav 27 Oct 2010, 22:06
Bigman
კი ძველი დეკალრაციების შევსებაც შეილება და ვერ დამეხმარებით შევსებაში 2007 ცლის რო სჰევავსო დანარჩენში ავდგები და არაფერს არ ჩავწერ თუ იქაც რამე უნდა ჩავწერო არიცით როგორ ხდება ?

საგადასახადოში სად მივიდე ზუსტად შეგიძლიათ რო მითხრათ ?

Posted by: homo caucasus 27 Oct 2010, 22:23
levanich
არანაირი დეკლარაცია ჩასაბარებელი არ არის. მომავალი წლის 1 აპრილამდე ჩააბარე ნულები - თუ ბრუნვა არ გქონდა. ან შეავსე დეკლარაცია თუ ბრუნვა გქონდა

levani_kav

მაგის შევსება ვერ შეძლებ თუ ზუსტო მონაცემები არ გაქვს, კერძოდ:

1. 2007 წელს რამდენი შემოსავალი მიიღე სულ
2. რამდენი გქონდა ხარჯი
3. რა დაგრჩა პროდუქციის ნაშთი 2007 წლის ბოლოს.

თუ ეს მონაცემები გაქვს დეკლარაცია 5 წუთში შეავსებ. თუ ბრუნვა საერთოდ არ გქონია უბრალოდ ჩააბარე ნულები, ანუ არ შეავსო ფორმა ისე გადაგზავნე

Posted by: iaiameri 27 Oct 2010, 22:29
Bigman
QUOTE
ინდ. მეწარმის გაუქმება არც არასოდეს ხდებოდა


უკვე ხდება.25 მაისიდან..რეესტრში მიბრძანდეს ვისაც უნდა ინდმეწარმის გაუქმება და..20 ლარი +1 ლარი ბანკის მომსახურების.

მეც ფორუმიდან გავიგე..ჩემზე ბედნიერი ადამიანი არის ნეტა ვინმე?
ინდ.მეწარმე აღარ ვარ.

The13thFloor

QUOTE
გააჩნია საარჩევნოდ რამდენი დასჭირდებათ biggrin.gif შეიძლება სახლიც გაგაყიდინონ yes.gif


ეს კი 100%

არავის არ გირჩევთ..ინდმეწარმის სტატუსის აკიდებას.არავის,

Posted by: davita131 27 Oct 2010, 22:52
QUOTE
მოკლედ მაქვს ორი შეკითხვა ინდ მეწარმედ დარეგისტრირება რა თანხებთანაა დაკავშირებული ?

ვაპირებ კომპიუტერული სერვისის გახსნას და სახელმწიფო გადასახადები რა ფაქტორებით რეგულირდება? როგორც ვიცი ესაა შემოსავლებიდან გამომდინარე და ვთქვათ თვეში 2000 ლარის ბრუნვა მაქვს აქედან სახელმწიფო რამდენს მოითხოვს?


QUOTE
QUOTE (davita131 @ 27 Oct 2010, 20:11 ) ვთქვათ თვეში 2000 ლარის ბრუნვა მაქვს აქედან სახელმწიფო რამდენს მოითხოვს?

გააჩნია საარჩევნოდ რამდენი დასჭირდებათ biggrin.gif შეიძლება სახლიც გაგაყიდინონ yes.gif


მე მაინტერესებს ამჯამინდელი მდგომარება და მითუმეტეს როგორც ვიცი გარკვეულ მოგებამდე ანუ როგორც მცირე ბიზნესი შესუსტებულია გადასახადები და ამაში მინდა გარკვევა

Posted by: Bigman 28 Oct 2010, 11:37
iaiameri
QUOTE
უკვე ხდება.25 მაისიდან..რეესტრში მიბრძანდეს ვისაც უნდა ინდმეწარმის გაუქმება და..20 ლარი +1 ლარი ბანკის მომსახურების.


არ ვიცოდი, ძალიან კარგია



Posted by: davita131 30 Oct 2010, 15:56
QUOTE
არავის არ გირჩევთ..ინდმეწარმის სტატუსის აკიდებას.არავის

აბა რავქნათ ბიზნესის კეთება სხვაგვარად შესაძლებელია?

Posted by: meluzi 30 Oct 2010, 16:08
levanich

არავინ დააჯარიმებს.. იმიტომ რომ სამიანობა არ დაუწყია და ბრუნვა არ ჰქონია.. თან წლიური დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადა აქვს 2011 წლის 1 აპრილს.. ანუ 1 აპრილამდე უნდა ჩააბაროს წლიური დეკლარაცია ან შესაბამისი ბრუნვებით, თუ ახლა დაიწყებს საქმიანობას და ან ნულოვანი დეკლარაცია უნდა წარადგინოს, რომ არაფერი გაუკეთებია.. smile.gif

ჰო კიდევ ახლა თუ აპირებს მუშაობის დაწყებას და დაქირავებულ შრომას თუ გამოიყენებს მაშინ ყოველთვიური დეკლარაცია უნდა წარადგინოს შესაბამისი გაცემული ხელფასებით..

davita131
QUOTE
ვთქვათ თვეში 2000 ლარის ბრუნვა მაქვს აქედან სახელმწიფო რამდენს მოითხოვს?


ამას გამოაკლებ იმ დანახარჯებს, რომლებიც შენს ეკონომიკურ საქმიანობას ეხება.. ანუ რასაც აკეთებ იმასტან დაკავშირებული რა ხარჯებიც გაქვს გამოაკლებ და დარჩენილი თანხის 20% გექნება გადასახდელი..

Posted by: davita131 30 Oct 2010, 20:04
meluzi
გასაგებია მაგრამ მე რომ დავადო შეძენის დიდი საფასური ვიდრე პოდუქციაა ეს როგორ კონტროლდება რაიმე წინასტარი შეფასებებია დადგენილი და იმის მიხედვით თუ იმ კონკრეტული ნივთის ყიდვის საბუთიუნდა წარმოვადგინო?
* * *
QUOTE
ამას გამოაკლებ იმ დანახარჯებს, რომლებიც შენს ეკონომიკურ საქმიანობას ეხება.. ანუ რასაც აკეთებ იმასტან დაკავშირებული რა ხარჯებიც გაქვს გამოაკლებ და დარჩენილი თანხის 20% გექნება გადასახდელი..

ეს როგორც მცირე ბიზნესისი ხელსეწყობისთვის კეთდება თუ საერთოდ ესე ხდება ( ბიზნესისი ხელსეწყობაში ვგულისხმობ ეხლახანს გამოსულ კანონში სადაც საუბარია მცირე ბიზნესის განვითარების გარკვეულ შეღავათების გაკეთებისთვის )

Posted by: Asmeta1084 30 Oct 2010, 21:32
ინდ.მეწარმედ ვიყავი გაფორმებული 2002 წლიდან, მაგრამ არანაირი საქმიანობა არ მიწარმოებია. 2010 წლის 20 ოქტომბერს მივმართე რეესტრის წარმომადგენელს ლიბერთი ბანკში, დავწერე განცხადება (საჭირო ი/მ რეგისტრაციის ნომერი) და 21 ოქტომბერს რეესტრის მიხედვით, ჩემი ი/მ რეგისტრაცია გაუქმებულია (გაუქმდა, და არა შეჩერდა!). ასე რომ...

Posted by: meluzi 30 Oct 2010, 22:20
davita131
QUOTE
თუ იმ კონკრეტული ნივთის ყიდვის საბუთიუნდა წარმოვადგინო?


რათქმაუნდა უნდა წარადგინო.. შესაბამისი ანგარიშფაქტურები ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი, რითიც დადასტურდება რამდენი გაქვს გადახდილი.. ხარჯებში იმაზე მეტი რომ არ ასახო რაც სინამდვილეში გაქვს smile.gif

QUOTE
ეს როგორც მცირე ბიზნესისი ხელსეწყობისთვის კეთდება თუ საერთოდ ესე ხდება


ზოგადად ხდება ასე.. ახალი კანონი არ ვიცი მე smile.gif

Posted by: davita131 2 Nov 2010, 12:50
meluzi
გასაგებია გაიხარე

Posted by: is_chkviani_kaci 12 Nov 2010, 20:14
2006 წელს გავხდი ინდ. მეწარმე და არაფერი გამიკეთებია. ბიზნესის წამოწყებას ვაპირებდი მაგრამ ჩემს სამსახურს ვერ შეველიე ასე რომ საერთოდ არ მისარგებლია. ბეჭედი მაშინვე გავაკეთე, საკასო კი არ შემიძენია.
მას შემდეგ საერთოდ არ მიმიკითხებია.
ეხლა რა ხდება: ამ დღეებში აუცილებლად მჭირდება ინდ. მეწარმეობა + საკასო + ბეჭედი.
მაინტერესებს რა ნაბიჯების ჩემი მხრიდან გადასადგმელი, რომ აღვადგინო ის კოდი რომელიც მქონდა ამისთვის რა უნდა გავაკეთო.....სად შევიძინო და გავიფორმო საკასო. ნუ მოკლედ მიმიხვდით ალბათ მაინტერესებს ყველაფერი როგორ აღვადგინო ინდ. მეწ და დავიწყო ბიზნეს საქმიანობა.

Posted by: Mr Adam 12 Nov 2010, 21:21
QUOTE (The13thFloor @ 27 Oct 2010, 20:19 )
QUOTE (davita131 @ 27 Oct 2010, 20:11 )
ვთქვათ თვეში 2000 ლარის ბრუნვა მაქვს აქედან სახელმწიფო რამდენს მოითხოვს?

გააჩნია საარჩევნოდ რამდენი დასჭირდებათ biggrin.gif
შეიძლება სახლიც გაგაყიდინონ yes.gif

როგორ თუ საარჩევნოდ რამდენი დასჭირდებათ?..
ვერ გავიგე..


Posted by: shukito 13 Nov 2010, 11:34
is_chkviani_kaci

შეგიძლია ჩვეულებრივ დაიწყო საქმიანობა, თუ არ საქმიანობდი ცარიელი დეკლარაციები უნდა შეგევსო, ან შეგეჩერებინა, ანუ აღრიცხვაზე ასულიყავი რომ სამეწარმეო საქმიანობას რომ აღარ ეწეოდი, წინააღმდეგ შემთხვევაში საგადასახადოს შეიძლება დაეჯარიმებინე

Posted by: is_chkviani_kaci 14 Nov 2010, 21:53
ამ დღეებში აუცილებლად მჭირდება ინდ. მეწარმეობა + საკასო + ბეჭედი.
მაინტერესებს რა ნაბიჯების ჩემი მხრიდან გადასადგმელი, რომ აღვადგინო ის კოდი რომელიც მქონდა ამისთვის რა უნდა გავაკეთო.....სად შევიძინო და გავიფორმო საკასო.


იქნებ ამ კითხვაზე მიპასუხოთ ვინმემ smile.gif

ხვალ მინდა საკასოს შეძენა.....თუ ვინმემ იცით სად ვიყიდო და გადავიფორმო საკასო. და ინდ. მეწარმის გასააქტიურებლად რომელ დაწესებულებას უნდა მივაკითხო?
წინასწარ გმადლობთ.

Posted by: Alfisto 5 Dec 2013, 20:00
ხალხნო ქათმის ფერმის ამოქოქვას ვაპირებ და შესაბამისად ინდ.მეწარმეს აღებას. მაინტერესებს ამ კონკრეტულ ბიზნესთან მიმართებაში რა სისტემაა? სადაც არ გავიკითხე არავის არ აქვს გაფორმებული და არ მინდა ეხლა წითელი გოჭივით გავიქცე საგადასახადოში და ინდ.მეწარმე დავარეგისატრირო. ბაზარში სადაც ქათმებს აბარებენ ათასჯერ მაქვს ნანახი ეს პროცესი და ერთხელაც არ მინახია რაიმე დოკუმენტაციის გამოცვლა ანუ შესყიდვის/მიღება/ჩაბარების აქტები ან ფაქტურები. არ არსებობს ეგეთი მაგ საქმეში და რო ვიარო ეხლა და ფაქტურებზე ხელი ვაწერინო ჩამბარებლებს არავინ მიიღებს ჩემგან საქონელს. ვის რაში სჭირდება ზედმეტი ხელმოწერები. ვის მივმართო ან სად მოვიძიო ინფორმაცია ამ საქმესთან მიმართებაში...

პ.ს. თუ ვეწევი სამეწარმეო საქმეს და არ მაქვს დარეგისტრირებული არც ინდ.მეწარმე და არც შ.პ.ს. მოვიდა საგადასახადო ინსპექტორი, ამ შემთხვევაში რა მემუქრება? ჯარიმა თუ სროკი? თუ ჯარიმა რა ოდენობით? როგორი წესია მაქეთ?

Posted by: LadyDay___ 31 Aug 2018, 18:40
გამარჯობა,

რამდენიმე დღის წინ დავრეგისტრირდი ინდმეწარმედ და რა მაინტერესებს, ჩემი მანამდე არსებული ანგარიშები გადაკეთდა ინდ.მეწარმის ანგარიშებად (ავტომატურად) და ვთქვათ, ვინმემ, მეგობარმა ან ვინმემ ჩამირიცხა პირადი მოხმარებისთვის თანხა, ისიც დაიბეგრება საშემოსავლოთი?

თუ ასეა, სულ არ მჭირდება ასეთი შარი

Posted by: LeoKac 1 Sep 2018, 08:09
გამარჯობა, ასეთი კითხვა მაქვს. ახლობელს სურს დაიწყოს დამოუკიდებელი საქმიანობა პირადი შემოსავლისთვის. საკმაოდ მცირე საქმიანობაა, ამიტომ მაინტერესებს არის თუ არა ვალდებული რომ ოფიციალური სახე მისცეს, მაგალითად დარეგისტრირდეს ინდმეწარმედ/მიკრო მეწარმედ, ან რაიმე ნებართვა/ლიცენზია არის თუ არა საჭირო ამ კონკრეტული საქმისთვის? კერძოდ, სურს რომ სახლში გამოაცხოს ხოლმე ტორტები და სოციალური ქსელების საშუალებით გაყიდოს როგორც მიტანის სერვისით, ასევე მის გარეშე. მაღაზიებში ჩაბარებას არ აპირებს, მხოლოდ საცხოვრებელი სახლიდან გაყიდის. ძირითადად მხოლოდ ის იმუშავებს ხოლმე, თუმცა შესაძლოა ზოგჯერ დაიხმაროს 1-2 ოჯახის წევრი. ყოველთვიური ჯამური ერთობლივი შემოსავალი სავარაუდოდ იქნება 1000-2000 ლარი.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)