“The man in black fled across the desert, and the gunslinger followed.”ბნელი კოშკი - მომაკვდინებელი საგა
ბნელი კოშკი ამერიკელი მწერლის სტივენ კინგის 7 (+1) წიგნიანი საგაა. ჟანრობრივად ის აერთიანებს სამეცნიერო ფანტასტიკას, ფენტეზის, თრილერს, ჰორორს, ვესტერნს და ა.შ. ეს არის კინგის შემოქმედების გვირგვინი, მისი მაგნუმ ოპუსი. რვა ნოველა ჯამში 4.250 გვერდს ადგენს. ის გაჯერებულია უამრავი პერსონაჟით, ლოკაციით, ერთმანეთთან დაკავშირებული ფაქტებით და მოვლენებით და რაც მთავარია იმ დამაინტრიგებელი და სულის შემძვრელი სიუჟეტური ხაზით, რაც გაიძულებს კიდევ და კიდევ იკითხო წიგნი მანამ, სანამ ბნელ კოშკს არ მიაგნებ.
ბნელი კოშკი ათობით წლის ნამუშევარია. სტივენ კინგს, როგორც თავად ამბობს, ამ რომანების სერიის შექმნის სურვილი 19 წლის ასაკში გაუჩნდა და როგორც ჩანს, სწორედ ეს არის იმის მიზეზიც, რომ "19" ბნელ კოშკში უდიდეს დატვირთვას ატარებს.
კოშკიბნელი კოშკი ნაწარმოების იდეაა. მისი ღერძი და მამოძრავებელი ძალა. შინაარსობრივად, ბნელი კოშკი სამყარო(ები)ს მაწონასწორებელი ობიექტია, რომელსაც უკავშირდება სინათლის სხივები, თითოეულ სინათლის სხივს თავისი მცველი ჰყავს, მაგრამ ჟამთასვლამ სხივთა ბილიკების განადგურება გამოიწვია. პროცესი გრძელდება და მის საბოლოო შედეგად ბნელი კოშკის დაცემა, მასთან ერთად კი ყოველის აღსასრული ისახება. ბნელი კოშკი არის წიგნის მთავარი გმირის - როლანდ დიშეინის მიზანი, ცხოვრების აზრი და დანიშნულება. ის გალაადელ მსროლელთა შთამომავალი და თავისი გვარის უკანასკნელი წარმომადგენელია. ის არის უკანასკნელი მსროლელი და მან უნდა მიაღწიოს ბნელ კოშკს.
კა-ტეტისაგის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ისიც არის, რომ ის არ არის მოქცეული ერთ კონკრეტულ რეალურ, ან გამოგონილ სამყაროში. მუდმივად იცვლება დრო, პერიოდულობა, ქრონოლოგიური ხაზი და მასთან ერთად ლოკაციებიც, სადაც მოქმედება მიმდინარეობს. 7 წიგნის განმავლობაში მოქმედების მთავარ არეალად ხან პარალელური "შუასამყარო", ხანაც მე-20 საუკუნის სხვადასხვა პერიოდის ნიუ-იორკი გვევლინება. თითოეულ ამ ადგილთან და დროსთან არიან დაკავშირებული როლანდის თანამგზავრებიც, რომლებიც მასთან მრავალთაგან შექმნილ ერთობას ქმნიან, ამ ერთობას გალაადელი კა-ტეტ-ად მოიხსენიებს, რომელიც კა-ს დადგენილ გზას მიუყვება.
კაკა ყოველივეა, რაც წარმართავს სამყაროს ბედს, მის სვლას. კა არის ბორბალი, ის მუდამ ბრუნავს და ყოველივე მასთან არის კავშირში. როლანდი ხშირად ახსნებს ხოლმე ამა თუ იმ მოვლენის დროს, რომ კა-მ ასე გადაწყვიტა, თითქოს მას ყველაფრის გამართლება ამ გზით სურს, რადგან ყველაფერი უბედურებაც, რაც წიგნის გმირებს მათი მოგზაურობის დროს გადახდებათ, კა-ს 'ბრალდება'. ასეთი უბედურებების მთავარი შემოქმედი კი ალისფერი მეფეა.
ალისფერი მეფეღირსეული მსროლელის ღირსეული მოწინააღმდეგე. ალისფერი მეფე არის ყველაფერი ბოროტების წყარო, ის არის ავხორცი, პირსისხლიანი არსება, რომელსაც სხვადასხვა სახის მიღება შეუძლია, თუმცა ყველაზე გავრცელებული გაძვალტყავებული, წითელ მოსასხამიანი ბებრუხანას სახეა. ალისფერი მეფე ძირითადად სიუჟეტში არ ჩანს, თუმცა წიგნი სავსეა მისი დამქაშებით, რომლებიც არამარტო ბნელ კოშკთან, არამედ კინგის სხვა წიგნებთანაც არიან კავშირში.
ხიდები სხვა წიგნებშიროგორც თავად კინგი ამბობს და შინაარსიდანაც ირკვევა, ბნელ კოშკში მან შეეცადა თავისი შემოქმედების მრავალი ელემენტი გაეერთიანებინა. ასე მაგალითად, დაემსგავსებინა როლანდის სამყარო "დრაკონის თვალ"-ში დახატული ქვეყნისთვის, სადაც მთავარი ბოროტი ძალა რანდალ ფლაგია. იგივე, ვინც როლანდს პირველ წიგნში ალისფერი მეფის სახელით ებრძვის. ეს არსება მეორდება "წინააღმდეგობაშიც." აშკარა ძაფებია გაბმული "ის"-თან და მის მთავარ ბოროტმოქმედთანაც, რომლის ერთ-ერთ სახებასაც ალისფერი მეფე საგის ბოლო წიგნებში იღებს. თავად ალისფერი მეფე ნახსენებია "უიმედოთა ქალაქსა" და "უძილობაში" თუმცა, ბნელ კოშკთან ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული, ჩემი აზრით, მაინც "სალემის ხვედრია", რომლის ერთ-ერთი მთავარი გმირი - დონალდ კალაჰანი, თავის მხრივ, ბნელი კოშკის მთავარი გმირიცაა (თუმცა დასაწყისიდანვე - არა).
***
ბნელი კოშკის კომიქსების ადაპტაციას ახდენს "მარველი" და უკვე გამოსულია რამდენიმე ნომერი, თუმცა დასასრულამდე ჯერ კიდევ დიდი დროა.
ქართულ ენაზე ბნელი კოშკის პირველი სამი წიგნია თარგმნილი გამომცემლობა "დიოგენეს" მიერ. შემდეგი ნაწილების გამოცემის დრო ჯერჯერობით უცნობია.
სასარგებლო ბმულები:ბნელი კოშკის საუკეთესო ილუსტრატორად ითვლება მაიკლ ველანი:
http://www.michaelwhelan.com/ბნელი კოშკის ოფიციალური ვებ-საიტი:
http://stephenking.com/darktower/25-წიგნიანი სწორი თანმიმდევრობა ბნელი კოშკის და მასთან დაკავშირებული წიგნების წასაკითხად:
http://honkmahfah.blogspot.com/2012/04/dar...-order-for.htmlსტივენ კინგის ქართული ფანკლუბი:
https://www.facebook.com/groups/1390797121228669/?fref=ts***
სპეციალურად არაფერს ვამბობ კინო-ეკრანიზაციაზე და შერჩეულ როლებზე. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თავი შევიკავოთ მაინც...
აქვე წინა თემის ლინკი:
ბნელი კოშკი/The dark towerდა აქტიური მპოსტავები:
ბნელი კოშკი/The dark tower * * *
თუ უნდათ ყველა პერსონაჟი შავები ჰყავდეთ, ოღონდ ეს სიმღერა სადმე რომელიმე ნაწილში საუნდთრექად ჩასვან:
.