Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები > ბიოქიმია, მიკრობიოლოგია, უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგია


Posted by: xanga 25 Jun 2009, 11:50
მივესალმები მეცნიერება და განათლების ტოპიკის წევრებს.
მიუხედავად იმისა რომ დავბერდი ამ ფორმუზე ჩემი ფროფესიიდან გამომდინარე არსად დამიპოსტია. შემოვდივარ წინადადებით ამ თემაში თავი მოვუყაროთ მეთოდიკების, რეაქტივების და ტექნიკის რესურსებს. კითხვა პასუხის რეჟიმში დავეხმაროთ ერთმანეთს ამა თუ იმ სამეცნიერო კვლევითი პრობლემის გადაჭრაში.
მე პირადად შემიძლია დახმარება გავუწიო მსურველებს HPLC, LCMC ქრომატოგრაფიაში, UV-VIS და IR სპექტროსკოპიაში, ელექტროფორეზსა და ბლოტინგში ასევე ნაწილობრივ REAL TIME PCR-ში.
მე ძალიან სოლიდური მეთოდოლოგიური ბიბლიოთეკა მაქვს და სურვილის შემთხვევაში სადმე ავტვირთავ ნაწილ ნაწილ.
გავახუროთ ეს თემა და ბევრს წაადგება.
[B]HPLC methods for recently approved pharmaceuticals [B]ჯერ ამ წიგნის გუგლ ვერსიის ლინკს დავდებ, ფარმაციაში დაკავებულებს გამოადგებათ , კარგი წიგნია ფარმაკოპიის სტატიასთან ერთად გამოყენებისას ბევრად აადვილებს მუშაობას ახალ სუბსტანციებთან.
http://books.google.ge/books?id=tWum1pbwKmMC&dq=HPLC+Methods+for+Recently+Approved+Pharmaceuticals&printsec=frontcover&source=bn&hl=ka&ei=tihDSo_qONagjAer5eWtDw&sa=X&oi=book_result&ct=result&resnum=4

Posted by: Christian Cullen 25 Jun 2009, 14:33
QUOTE
HPLC, LCMC ქრომატოგრაფიაში


აუ ეს ატვირთE რა თუ გაქვს მართლა

Posted by: xanga 25 Jun 2009, 14:41
Christian Cullen
პრობლემა არაა , მითხარი რისი ქრომატოგრაფია გინდა კონკრეტულად, ფლვანოიდების, კატეხინების, ალკოლოიდების თუ სინთეზურების. ნებისმიერი ჯგუფი.

Posted by: vortex 25 Jun 2009, 17:27
მივესალმები შენს წამოწყებას, ასევე მგონი ურიგო არ იქნება მეცნიერული მეთოდებით უფრო შევავსოთ ქართული ვიკი.. ვინც რაზე მუშაობს და გამოცდილება აქვს რამე მეთოდზე დაწეროს ამ მეთოდის შესახებ თან უცხოური ლიტერატურაც მოიშველიოს.

Posted by: xanga 25 Jun 2009, 22:37
vortex
კარგი აზრია. უბრალოდ ამ ყველაფერს დრო უნდა, მაგრამ ალბათ მოვიცლი და გავაკეთებ. მე ნამუშევარი ვარ: ფლავონოიდებზე, კატეხინებზე, ტრიტერპენულ საპონინებზე, პიოციანინებზე, ფლოროგლუცინოლების ჯგუფზე (პსევდომონას ფლურესცენსის ადგილობრივი შტამებიდან გამოყოფილი) ეს კვლევითი ნაწილი.
სამსახურებრივი რუტინა: საქართველოში რეგისტრირებული აბსოლიტურად ყველა ან 99.9% მედიკამენტების სრული ანალიზი მწარმოებლების მიერ წარმოდგენილი ფარმსტატიების მიხედვით და მათი დიდი ნაწილი გადამოწმებული მაქვს USP , ბრიტანული და ევროფარმაკოპეების მიხედვით wink.gif
ეს ფარმსტატიები და ფარმაკოპეები დიდად საინტერესო არ იქნება რადგან ისედაც ხელმისაწვდომია ვისაც სჭირდება მათთვის.
აგრეთვე ნამუშევარივარ პლაზმიდებზე, კერძოდ ნევადის შტატის ნიადაგის პლასტებიდან გამოყოფილი ართრობაქტერ ოქსიდანსიდან გამოვყავი ამ ბაქტერიის ქრომისადმი მდგრადობაზე პასუხისმგებელი გენების მატარებელი პლაზმიდა (სამწუხაროდ კვლევა არ გამიგრძელებია რადგან გადავედი კერძო სექტორში და კვლევითი საქმიანობას მოვწყდი და ამ გრანტსაც დავემშვიდობე )
თუ იქნება ინტერესი ხმას მივაწვდი ჩემს მეგობრებსაც და ისინიც დადებენ თავიანთ ნაშრომებს და ბიბლიოთეკებს.
ვფიქრობ საბოლოოდ საინტერესო და სასარგებლო რამ გამოვა smile.gif
ასევე კარგი იქნება აპარატურისა და რეაქტივების ადგილობრივ მომწოდებლებზე ინფორმაციის დადება.

Posted by: Cryptos 26 Jun 2009, 23:54
ძალიან სასარგებლო აზრია. ეს ქართულად იქნება თუ ინგლისურად?


Posted by: xanga 27 Jun 2009, 09:37
Cryptos
რაც ქართულად გვექნება ის ქართულად დავდოთ. მეტი წილი ინგლისურად და რუსულად იქნება სავარაუდოდ. ქართულად იქნება ალბათ ის რაც ციფრული ვერსიით არსებობს: დისერტაციების მეთოდური თავები, ქართულ პერიოდიკაში გამოქვეყნებული მასალები და ასე შემდეგ. სხვები როგორ იზამენ არ ვიცი, მაგრამ ჩემი სამუშაო ჟურნალებიდან სკანირებას ან იქიდან აკრეფას ალბათ ნამდვილად ვერ მოვახერხებ დროის სიმცირის გამო.
დღეს თუ მოვიცალე ქრომატოგრაფიაზე 1 წიგნს მაინც ავტვირთავ სადმე. ისე საიდუმლოდ გეტყვით რომ ერთერთი ქართული რეაქტივებითა და აპარატურით მოვაჭრე ფირმის (რომლის მფლობელიც გახლავართ) ვებ გვერდს მალე დაემატება სამეცნიერო ფორუმი და ბიბლიოთეკა. wink.gif

Posted by: Ninoza 27 Jun 2009, 09:46
xanga


ვა რა კაია, ბიოლოგებს გაუმარჯოს bis.gif მეც ბიოლოგიური მაქვს დამთავრებული, ბიოფიზიკა.
წარმატებებს გისურვებთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: xanga 27 Jun 2009, 10:57
Ninoza
ბიოფიზიკაააააააააააა ვაა რომელი ხარ მომიპიემე , გამორიცხულია არ გიცნობდე wink.gif

Posted by: LUKA-BRAZI 27 Jun 2009, 15:02
xanga

მშვენიერი საქმეა!!!! ქართული ინტერნეტი მართლაც განიცდის სამეცნიერო სტატიების, ლიტერატურის, რესურსების, etc. ნაკლებობას......

Irakli-მ და მე ვცადეთ რამე ნაბიჯი გადაგვედგა ამ საქმეში და გავაკეთეთ ეს: http://samecniero.net

დიდი არაფერი, მაგრამ სულ არაფერს ხომ ჯობია? smile.gif სხვათაშორის ღია ბლოგია და თუ ვინმეს საინტერესო და კომპეტენტური სტატიის დაწერა ან თარგმნა შეგიძლიათ, სიამოვნებით დაგითმობთ ადგილს ბლოგზე. smile.gif ფაილებიც ატვირთეთ....

xanga კიდევ ერთხელ მივესალმები შენს წამოწყებას! smile.gif

P.S. ისე კარგი იქნებოდა ასე გაფანტულად თუ არ ვიმუშავებდით და რამე ერთს, დიდს და კარგს გავაკეთებდით smile.gif საიტს, მონაცემთა ბაზას ან......

Posted by: xanga 27 Jun 2009, 15:25
LUKA-BRAZI
კარგია, საიტიც მომეწონა ოღონდ ეგ ცოტა სხვაა თქვენი გაკეთებული საიტი არის ზოგად სანმანათებლო რაც უდაოდ კარგია და ძალიან სასარგებლო. მე ვამბობ იმაზე რომ მიზნობრივად გაკეთდეს თემები და ბიბლიოთეკები. ჯობია მოთხოვნის მიხედვითაც. ამის პრაქტიკა მთელ მსოფლიოშია და მე პირადად ხშირად გამომიყენებია. 5წლის წინ პლაზმიდებს რომ ვყოფდი ცეზიუმის ქლორიდის გრადიენტში ცენტრიფუგირებისას მექმნებოდა პრობლემა, კერძოდ ეთიდიუმის ბრომიდის კვალი ირეოდა და მკვეთრ ზონას არ იძლეოდა რის გამოც სუფთა პლაზმიდის ნაცვლად საკმაოდ დაბინძურებული მასალა გამოდიოდა. ბევრი წვალების და უძვირესი რეაქტივების ხარჯვის შემდეგ დავრეგისტრირდი ერთერთ უცხოურ სამეცნიერო ფორუმზე და დავსვი კითხვა 15 წუთში მივიღე პასუხი საღამოს კი უკვე პლაზმიდების სუფთა ფრაქციას ვრეცხავდი wink.gif
ასე რომ ვიცი ეს რამდენად სასარგებლო რამაა.
ა ეს კი ლინკი ქართული ფირმის საიტზე რომელიც საქართველოში რამდენიმე ცნობილ ბრენდს წარმოადგენს და საკმაოდ კარგ ფასად სერიოზული აპარატურა და რეაქტივები ჩამოაქვს smile.gif http://www.labtech.ge/
http://www.labtech.ge/?lang=geo&go=products&action=producti_cat&dziritadi_cat_id=1

Posted by: scientist 27 Jun 2009, 15:36
მართლაც კარგი საქმეა!
მე მოლეკულურ მედიცინაში ვაკეთებ პროექტს...
მეთოდიკა: IP, co-IP, Western Blotting, PCR, derivation and differentiation of iPS cells. cell culture..
ძალიან ბევრ ფასიან სამეცნიერო სტატიებთან მაქვს access, ასე რომ თუ ვინმეს დაგჩირდეთ დახმარება, დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით...

Posted by: xanga 27 Jun 2009, 15:40
scientist
მეც ძაალიან დიიდი ციფრული ბიბლიოთეკა მაქვს smile.gif
უბრალოდ მიზნობრივად მოთხოვნის მიხედვით თუ დავყრი ტორემ ისე რა აზრი აქვს?
* * *
scientist
ბლოტინგისთვის კამერა და რეაქტივები გააქვს? ან მარაგებს საიდან ივსებ?

Posted by: scientist 27 Jun 2009, 16:07
რეაქტივების პრობლემა მე არა მაქვს... PhD ვაკეთებ ედინბურგის უნივერსიტეტში.. შენ თბილისში ხარ?
რეაქტივებს ძირითადად Promega, და Invitrogen ვიცერ. შენ უშუალოდ რა გაინეტერესებს?

Posted by: xanga 27 Jun 2009, 17:15
scientist
მე არაფელი , პირიქით სატი რომლის ლინკიც დავდე ჩემია. პრომეგასთანაც ვთანამშრომლობ , სავარაუდოდ პარასკევს მაგათგანაც მექნება ექსკლიუზივი wink.gif

Posted by: vortex 27 Jun 2009, 18:47
scientist ips უჯრედებს რომელი უჯრედებიდან გარდაქმნი? NCS ხო არა?

Posted by: Solveig 27 Jun 2009, 18:52
QUOTE
ძალიან ბევრ ფასიან სამეცნიერო სტატიებთან მაქვს access, ასე რომ თუ ვინმეს დაგჩირდეთ დახმარება, დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით...

იგივე მეც შემიძლია შემოგთავაზოთ smile.gif

ვისაც ქრომატოგრაფია აინტერესებს/ სჭირდება, Amersham-ს აქვს სახელმძღვანელოები..მანდედან გაიხსნება თუ არა, არ ვიცი. თუ არ გაიხსნა და გჭირდებათ, შემიძლია, დაგეხმაროთ.


xanga

შენ ყოფილი ბაქტერიოფაგელი ხომ არ ხარ? smile.gif

QUOTE
ბლოტინგისთვის კამერა და რეაქტივები გააქვს? ან მარაგებს საიდან ივსებ?

ეჰჰ...
მე რომ საქართველოში ვიყავი, ძააალიან დიდი პრობლემა იყო რეაქტივების შოვნა sad.gif

ბოლოს ვაჟაზე ვყიდულობდით ქიმირეაქტივში რაღაც საეჭვო წარმოშობის რეაქტივებს, ქლოროფორმი ბორჯომის ბოთლებში იყო ჩამოსხმული biggrin.gif


პლაზმიდების გამოსაყ<ოფად მე მზა კიტებს ვიყენებ ხოლმე (qiagen-ის, თუმცა აქ ხალხი Nucleospin-ითაც მუშაობს). ცეზიუმის ქლორიდს რა უპირატესობა აქვს?

Posted by: PFU 27 Jun 2009, 18:57
QUOTE
ბიოქიმია, მიკრობიოლოგია, უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგია, მეთოდიკები, რესურსები, რეაქტივები და აპარატურა.


პატარა წვლილს შევიტან მეც.
www.molbiol.ru ღორების რესურსია სადაც ძალიან ბევრი მეთოდიკის მოძიება შეიძლება დაწყებული ბუფერების მომზადებიდან დამთავრებული CBA-თი.
მტრის რესურსების ჩვენ სასარგებლოდ გამოყენება კიდევ უფრო მამულიშვილური საქმეა... ასევე მანდ დებდნენ არალეგალურ ასკანერებულ წიგნებს ადრე ისეთებს როგორიცაა მაგალითად ჰუმანა პრესის ჰანდბუქები მოლეკულურ ბიოლოგიაში პროტეომიკაში და აშ. აქვთ სპეციალური სერვისი სამეცნიერო სტატიათა ფულტექსტების მიღებისა. დაწერ მაგ საიტზე რომ გინდა ესა და ეს ფულტექსტი მიუთითებ ლინკს და თუ აქვს ვინმეს გადმოგიგზავნის სასურველ ემაილზე. სანამ არ მქონდა საშუალება მანამდე ვიყენებდი მეც მაგენის სერვისს. ახლა კიდევ თუკი ვინმეს დაგაინტერესებთ და დაგჭირდებათ შეგიძლიათ შემატყობინოთ და თუ მექნა 'access' გადმოგიგზავნით თქვენთვის სასურველ სტატიას.

ზემოთ სოლვეიგის მიერ დადებული ამერშამის ლინკია:http://www6.gelifesciences.com/aptrix/upp01077.nsf/Content/orderonline_handbooks
რომელიც პდფ ფორმატშია და უფასოდ შეიძლება ჩამოქაჩვა. შეიცავს როგორც თეორიულ ნაწილს ასევე უშუალოდ პრაქტიკასაც ცილების გასუფთავების საქმეში.

Posted by: xanga 27 Jun 2009, 21:19
QUOTE
ცეზიუმის ქლორიდს რა უპირატესობა აქვს?

ცენტრიფუგის ზომებს გააჩნია, თუ კარგი მოზრდილი ულტრა ცენტრიფუგა გაქვს დიდი ჭიქებით მაშინ პრეპარატიული რაოდენობით მიიღებ. პატარაც რომ იყოს კიტებით რომ მიიღებ იმაზე მეტს მაინც დააგროვებ. კიტების ფასს თუ გაითვალისწინებ, მაგას დიდი რაოდენობების მისაღებად ვერ გამოიყენებ, მიუღებლი ხარჯია. თან თუ 2ჯერ ან კიდევ უკეთესი 3 ჯერ გაატარებ გრადიენტში 2 ჯერ ცეზიუმის ქლორიდში და მესამედ სახაროზის გრადიენტში მაშინ ძაააალიან სუფთა პრეპარატი გექნება როგორსაც ფერმენტული რეაქციით ნაკლენად მიიღებ.
QUOTE
xanga

შენ ყოფილი ბაქტერიოფაგელი ხომ არ ხარ?

არა მაგრამ ხშირად დავდიოდი ხან კონსულტაციებზე და ხან რაზე.
QUOTE
მე რომ საქართველოში ვიყავი, ძააალიან დიდი პრობლემა იყო რეაქტივების შოვნა sad.gif

ბოლოს ვაჟაზე ვყიდულობდით ქიმირეაქტივში რაღაც საეჭვო წარმოშობის რეაქტივებს, ქლოროფორმი ბორჯომის ბოთლებში იყო ჩამოსხმული biggrin.gif

არც ახლა უკეთესად საქმე მაგ მხრივ. ქიმრეაქტივებში საერთოდ საოცრებებს სჩადიან ორგანულ გამხსნელებს პეპსის და სპრაიტის ბოთლებში უსხამენ biggrin.gif იყო შემთხვევა გაიხსნა ორგანიკაში პოლიმერი და მარშუტკაში ქიმიური ტერაქტი მოაწყო ერთმა ბიოქიმიის ასპირანტმა biggrin.gif
არის აქ რამდენიმე კვაზი უმო დისტრიუბუტორი სახელ და გვარს არ ვიტყვი ლიტრ მეთანოლს 60 ევროდ ყიდიან გოიმებზე და თან ჩვეულებრივს HPLC GRADE-დ ასაღებენ . biggrin.gif ნუ გოიმები უკეთესის ღირსები არც არიან მაგრამ მაინც smile.gif

ერთადერთი იმედი ჩემი გახსნილი ფირმაა http://www.labtech.ge/
თან უკვე 6 ცნობილი ბრენდის ექსკლუზივიც მაქვს და ალბათ ამ კაციჭამია კომუნიტურ გადმონაშთებს ჩავრეცხავ მალე wink.gif

Posted by: Solveig 27 Jun 2009, 21:59
QUOTE
ძაააალიან სუფთა პრეპარატი გექნება როგორსაც ფერმენტული რეაქციით ნაკლენად მიიღებ.

ჰო მაგრამ კიტები ფერმანტულ რეაქციას სულაც არ ითვალისწინებს smile.gif

რა ვიცი, მე Qiagen-ის კიტს ვიყენებ და ძალიანაც კმაყოფილი ვარ...ყოველ შემთხვევაში, კლონირებისათვის საჭირო რაოდენობის მიღების პრობლემა არასოდეს მქონია და არც სისუფთავეს ვუჩივი...სისუფთავეს რით ამოწმებ-გელით?კიტი ცხადია, ძვირია, მაგრამ სწრაფია


QUOTE
ქიმრეაქტივებში საერთოდ საოცრებებს სჩადიან ორგანულ გამხსნელებს პეპსის და სპრაიტის ბოთლებში უსხამენ  იყო შემთხვევა გაიხსნა ორგანიკაში პოლიმერი და მარშუტკაში ქიმიური ტერაქტი მოაწყო ერთმა ბიოქიმიის ასპირანტმა

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ისე, საწყენად არ ვამბობ, მაგრამ ასპირანტს იმდენი ჭკუა კი უნდა ჰქონდეს, რომ პლასტიკის ბოთლში ჩასხმული ორგანული გამხსნელი არ იყიდოს. ახია.
QUOTE
ერთადერთი იმედი ჩემი გახსნილი ფირმაა

ცოტა ფრთხილად შენ, ემანდ რეკლამაში არ ჩამოგართვან. biggrin.gif

ისე, კარგი იდეა გამიჩნდა...boli.gif

Posted by: xanga 27 Jun 2009, 22:05
QUOTE
ჰო მაგრამ კიტები ფერმანტულ რეაქციას სულაც არ ითვალისწინებს

ყველა არა მაგრამ ... უჯრედის კედლის დასარღვევად ყველაზე რბილი მეთოდი მაინც ფერმენტული ლიზისია ლიზოციმით და კიტების უმეტესობაში ის შედის wink.gif
QUOTE
ისე, საწყენად არ ვამბობ, მაგრამ ასპირანტს იმდენი ჭკუა კი უნდა ჰქონდეს, რომ პლასტიკის ბოთლში ჩასხმული ორგანული გამხსნელი არ იყიდოს. ახია.

ზუსტად ეგ ვთქვი მეც როცა პირველად გავიგე ეს biggrin.gif
QUOTE
ცოტა ფრთხილად შენ, ემანდ რეკლამაში არ ჩამოგართვან.

არამგონია, რეკლამისათვის ეს ტოპიკი ნაკლებად გამოსადეგია სულ რაღაც 5 - 10 კაცი პოსტავს აქ.
QUOTE
ისე, კარგი იდეა გამიჩნდა...

აბა მიდი თქვი ან მომიპიემე wink.gif

Posted by: scientist 27 Jun 2009, 23:47
xanga

რეაქტივები საკმაოდ ძვირია, და მაინტერესებს თბილისში, უნივერსიტეტში კათედრებს თუ აქვთ იმდენი დაფინანსება რომ ითანამშრომლონ პრომეგასთან? შენ რომელ კათედრაზე მუშაობ?

Posted by: xanga 28 Jun 2009, 00:18
QUOTE
რეაქტივები საკმაოდ ძვირია, და მაინტერესებს თბილისში, უნივერსიტეტში კათედრებს თუ აქვთ იმდენი დაფინანსება რომ ითანამშრომლონ პრომეგასთან?

უკვე თანამსრომლობენ smile.gif
QUOTE
ენ რომელ კათედრაზე მუშაობ?
ეეხ მე 2006-ში წამოვედი. ისე ბიოფიზიკაზე ვიყავი და მერე მიკრობიოლოგიის კათედრაზე.

Posted by: minerva 29 Jun 2009, 17:59
xanga
up.gif კარგი თემაა და ძალიან საჭირო, შემოვიხედავ ხოლმე დიდი სიამოვნებით.
მიხარია რომ რაღაც მაინც კეთდება და შესაძლებლობები უმჯობესდება თბილისში, ელემენტარული რეაქტივების პრობლემა მაინც რატომ უნდა იყოს?
საიტსაც გადავხედე, მომეწონა. დაიხვეწება კიდევ თანდათან smile.gif

Posted by: xanga 29 Jun 2009, 20:12
minerva
ძალიან დიდი მადლობა smile.gif
* * *
ახლა დავდებ ოსტერმანის ქრომატოგრაფიას დეჟავურედრშია და ბარემ დეჟავურიდერსაც მივაყოლებ.
* * *
აი ოსტერმანიც გამოცხვა wink.gif
http://allshares.ge/download.php?id=8A190A5231
* * *
ესეც დეჟავურიდერი
http://allshares.ge/download.php?id=16EF82AB8

Posted by: micros 4 Jul 2009, 15:03
გამარჯობათ

ძალიან კარგი წამოწყებაა და ვეცდები თუ შევძლებ ჩემი წვლილი მეც შევიტანო.
მე მიკრობიოლოგიური საკითხები მაინტერესებს, ხომ არ გქონიათ ვინმეს შეხება ენდოტოქსინების ე.წ ლალ-ტესტთან და რამდენად შეიძლება მისი გამოყენება ცილოვანი პრეპარატების, შრატის ცილის კერძოდ იმუნოგლობულინების შემთხვევაში?

Posted by: xanga 5 Jul 2009, 13:27
micros
QUOTE
ე.წ ლალ-ტესტთან და რამდენად შეიძლება მისი გამოყენება ცილოვანი პრეპარატების, შრატის ცილის კერძოდ იმუნოგლობულინების შემთხვევაში?

მგონი ვიცი ამ ეტაპზე ვის აინტერესებს ეს wink.gif biggrin.gif
კი შეიძლება და იყენებენ კიდევაც.
ოღონდ ვადაგასული არ უნდა იყოს wink.gif

Posted by: minerva 5 Jul 2009, 18:00
micros
QUOTE
ხომ არ გქონიათ ვინმეს შეხება ენდოტოქსინების ე.წ ლალ-ტესტთან და რამდენად შეიძლება მისი გამოყენება ცილოვანი პრეპარატების, შრატის ცილის კერძოდ იმუნოგლობულინების შემთხვევაში?

მე პირადად არ ვაკეთებ ლალ-ტესტს, მაგრამ ვიცი რომ გრამ-უარყოფითებში საკმაოდ ფართოდ იყენებენ.
თუმცა რამდენიმე მინუსსა და გასათვალისწინებელ ფაქტორებზე წამიკითხავს მაგ ტესტთან დაკავშირებით...
- პირველ რიგში კონტამინაციის საფრთხე დიდია.
- მცდარი დადებითი შედეგი იმუნოგლობულინ-თერაპიის შემდეგ (არაენდოტოქსინსპეციფიკური რეაქცია ლიზატებთან)
- შეცდომით პოზიტიურია ზოგ მცენარეულ პროდუქტებზე, ცელულოზა, გლუკანები.
- პიროგენებს ვერ აღიქვამს სოკოზე და გრამ-დადებითი ბაქტერიების შემთხვევაში...
- იმუნოგლობულინების, შედედების ფაქტორების, ვაქცინების ტესტისას სისხლის პროტეინები და ლიპიდები ხელისშემშლელი ფაქტორები შეიძლება გახდნენ.


პ.ს. ვადაგასულიც არ უნდა იყოს რათქმა უნდა biggrin.gif

Posted by: vercxli 5 Jul 2009, 19:43
Solveig
პლაზმიდური დნმს კიტებისა და ცეზიუმის ქლორიდის გარეშე მისაღები მარტივი და ძველი მეთოდი არსწბობს. მე პირადად ძიორითადად სუპერსპირალურ პლაზმიდურ დნმ-ს ვასუფთავებ ხოლმე. აი ამისთვის კი ორი ალტერნატივაა ან ცეზიუნის ქლორიდის გრადიენტში ცენტრიფუგირება ~40 სთ ან თხევადი აზოთით აგაროზის გელიდან ელუირება,. მე გასაგები მიზეზების გამო ამ უკანასკნელს ვიყენებ. რაცშეეხება Qiagen-ის კიტს გამოსავალი ძაან ცოტა აქვს ჩემი საქმისთვის თუმცა კლონირებითვის საკმარისზე მეტიც.

Posted by: xanga 5 Jul 2009, 20:44
QUOTE
პ.ს. ვადაგასულიც არ უნდა იყოს რათქმა უნდა

არადა ვადაგასული აქვს ერთ-ე რთ ლაბს რომელსაც ზუსტად მაგ კუთხით აინტერესებს და არც ახლის ყიდვის ერთი ადგილი აქვს wink.gif
იმედია სისულელეეებს არ იზამენ როგორც სჩვევიათ ხოლმე მაგ ლაბში wink.gif
* * *
QUOTE
თხევადი აზოთით აგაროზის გელიდან ელუირება

ბოლოს მეც ამას ვიყენებდი , გერხარდტის მეთოდით . მართლა კარგი მეთოდია up.gif

აი ეს კი ძალიან მაგარი უფასო რესურსია, ჟურნალები 3 კვირაში ჩამოგივათ ფოსტით yes.gif yes.gif yes.gif
http://catalogsplanet.tradepub.com/free/nbt/prgm.cgi

Posted by: Cryptos 10 Jul 2009, 00:28
xanga
თბილისში მუშაობ? არის დღესდღეობით ბიოტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა? ძალიან გამეხარდება თუ პასუყხს გამცემ.

Posted by: xanga 10 Jul 2009, 16:35
QUOTE
თბილისში მუშაობ?

კი თბილისში ვმუშაობ smile.gif
QUOTE
არის დღესდღეობით ბიოტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა?

პოტენციალი არის და რაღაც ძვრები, ბევრი დროა დაკარგული არადა ძალიან ბევრის გაკეთება შეიძლებოდა.
QUOTE
ძალიან გამეხარდება თუ პასუყხს გამცემ.

დიდი სიამოვნებით გიპასუხებ ნებისმიერ კითხვაზე.

Posted by: Cryptos 10 Jul 2009, 16:53
xanga
დიდი მადლობა. ჯერ კონკრეტული კითხვიდან დავიწყებ. ტექნიკური პერსონალის დონე მაინტერესებს: რაოდენობა, განათლების ხარისხი. დავუშვათ გვინდა ბიოტექნოლოგიური დაწესებულების გახსნა საქართველოში. მეცნიერების ყოლა ერთია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია ტექნიკური პერსონალის დონე და შესაძლებლობანი. რას ფიქრობ?

Posted by: xanga 10 Jul 2009, 20:41
QUOTE
ტექნიკური პერსონალის დონე მაინტერესებს:

არის პერსონალი. HPLC, PCR, UV-VIS, IR, MAS. GC, LCMS.
QUOTE
დავუშვათ გვინდა ბიოტექნოლოგიური დაწესებულების გახსნა საქართველოში.

საინტერესოა. დავილაპარაკოთ ამაზე პიემში მომწერე და შევთანხმდეთ.
QUOTE
მეცნიერების ყოლა ერთია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია ტექნიკური პერსონალის დონე და შესაძლებლობანი. რას ფიქრობ?

მე მყავს სერიოზული გუნდი, თუ რამე სერიოზული წინადადება გაქვს დავილაპარაკოთ.

Posted by: Cryptos 11 Jul 2009, 03:24
xanga
დავილაპარაკოთ. შემდეგ კვირაში.

Posted by: xanga 11 Jul 2009, 07:59
Cryptos
ნებისმიერ დროს მზად ვარ smile.gif

Posted by: LUKA-BRAZI 11 Jul 2009, 13:23
Cryptos
xanga
ბიოტექნოლოგიების ინსტიტუტი ხომ გვაქვს? ხდება რამე საინტერესო? ხანგა მანდ ხომ არ მუშაობ? smile.gif რისერჩს მეც ვაკეთებდი ადრე, მაგრამ კლინიკურს უფრო, თქვენ რა კუთხით მუშაობთ?

Posted by: Loshi 11 Jul 2009, 14:03
xanga

დიდი მადლობა ასეთი საინტერესო თემისთვის... ძალიან დამაინტერესა თქვენმა საიტმა, იმიტო რომ ერთ-ერთ ლაბორატორიაში ვმუშაობ და ამ მხრივ ზოგადად საქართველოში ძალიან დიდი პრობლემებია ხარისხიანი პროდუქციის მოწოდებაში...

P.S. იხილეთ PM

Posted by: xanga 11 Jul 2009, 15:43
QUOTE
ბიოტექნოლოგიების ინსტიტუტი ხომ გვაქვს?

კი გვაქვს მაგრა იქ დიდი არაფერი ხდება ერთი პლაფერონი გამოდის და ეგაა.
QUOTE
ხანგა მანდ ხომ არ მუშაობ?

არა იქ არ ვმუშაობ , ისე ადრე ძალიან ხშირად მიწევდა მათთან კონაქტი.
QUOTE
თქვენ რა კუთხით მუშაობთ?

ამ ეტაპზე ფარმაციაში ვარ.
Loshi
გაიხარე.
პიემეი შეამოწმე და სიატზე ამ ლინკით შედი smile.gif
http://labtech.ge/?lang=geo&go=products&action=producti_cat&dziritadi_cat_id=1

Posted by: Solveig 11 Jul 2009, 23:15
QUOTE
HPLC

ვა.

ეგ თქვენ გაქვთ?

ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტს ჰქონდა ერთ დროს...ნეტავ მუშაობს კიდევ?

Posted by: xanga 12 Jul 2009, 09:07
Solveig
ბიოტექნოლოგიის ინტიტუტს ჰქონდა ევას დროინდელი WATERS ლამბდა მაქსის UV-დეტექტორით. ასეთივე იყო უნივერსიტეტის ბიოფიზიკის კათედრაზე, მცენარეთა ფიზიოლოგიის კათედრაზე ჰქონდათ კნაურერის ფირმის ოღონდ დაბალ წნევაზე ჰქონდათ გადაწყობილი, ფიზიოლოგიის ინსტიტუტშიც იყო რამდენიმე. მოკლედ HPLC საქართველოში ბლომად იყო აი ოპერატორები ნაკლებად.
დღეს სიტუაცია ბევრად უკეთესადაა ფარმაცევტულ ფირმებში ორო ორი და სამ სამი ცალი აქვთ. ძალიან გამრავლდა ისეთი ცნობილი ბრენდების ქრომატოგრაფები როგორებიცაა ეჯილენტი , შიმადზუ, ვარიანი. და სხვები.
ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მე პირადად კერძო ფირმებს მივყიდე 3 HPLC და სამივეს ოპერატორებს ჩავუტარე ტრენინგი. კარგად მუშაობენ ზოგჯერ პრობლემები რომ ექმნებათ ჩემი ფირმა ეხმარება.
სოლვეიგ მერწმუნე სიტუაცია უკეთესობისკენაა აქ შეცვლილი , მაგრამ სწორი გზით რომ ვვითარდებოდეთ ბევრად წინ ვიქნებოდით. მალე მიზნობრივი ლაბორატორიების ქსელი შეიქმნება და მერე ნახე შენ აქ აპარატურა და ცნობილი ბრენდები. ჯერ ვერ გავახმაურებ რა ლაბორატორიებზე ლაპარაკი , მალე თვითონ დაანონსებენ smile.gif

Posted by: Solveig 12 Jul 2009, 16:36
xanga
QUOTE
ვარიანი

ერთი სადაც აქვთ, ვიცი...თუმცა, რაც მაგ აპარატს ომები გადახდა, ვინ იტყვის. მგონი, ახლა მუშაობს.

QUOTE
მალე მიზნობრივი ლაბორატორიების ქსელი შეიქმნება და მერე ნახე შენ აქ აპარატურა და ცნობილი ბრენდები.

ძალიანაც კარგი.

სამეცნიერო კვლევების წარმოება თუ არა, ხარისხის კონტროლი ხომ მაინც უნდა განხორციელდეს სათანადოდ

Posted by: xanga 12 Jul 2009, 20:10
QUOTE
სამეცნიერო კვლევების წარმოება თუ არა

ეგ მხოლოდ ენთუზიასტებს აინტერესებთ და მათ ვისაც უბრალოდ დისერტაციის დაცვა უნდათ სამარიაჟოდ. ეს უკანასკნელები რომ არაფელ ღირებულს არ ჰქმნიან და უბრალოდ აკეთებენ ვითომ თემებს ვითომ ხარისხებისათვის ეს შენც კი იცი. აი ენთუაზიასტებს კი არც სახსრები და არც მხარდაჭერა სამწუხაროდ აღარააქვთ.

Posted by: Proteos 15 Jul 2009, 18:22
Solveig
რა ხალხი, რა ხალხი smile.gif ... და რა თემა, რა თემა smile.gif
xanga
სულ არსენალში გხედავდი, მთლად ასე კოლეგა თუ იყავი, რავა ვიფიქრებდი smile.gif

ერთი წლის წინ ვიკითხე და არსაიდან ხმა, არსით ძახილი იყო საქართველოში. ამ ერთ წელში რა მოხდა ასეთი?

კარგი რესურსია http://www.protocol-online.org/ უამრავი მეთოდია, გაგიხარიათ smile.gif

Waters-ის HPLC გვქონდა ჩვენც მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში და მშვენივრად მუშაობდა. მოკვდა ნახევრად იქაურობა უკვე და ისეთი ხალხი ზის უსაქმოდ, გული მოგიკვდება. ის აპარატიც ალბათ სადღაცაა ტყუილა შეტენილი.
გერმანიაში Amersham-ის (ახლა უკვე GE, General Electric) სისტემა იყიდა ჩვენმა შეფმა და მშვენივრად გამოვიყენე. წნევას ვერ ქაჩავდა HPLC-ს ხელას, მაგრამ სხვაფრივ მსგავსი იყო. შიმაძუც გვქონდა, მაგრამ ძველი და არ გამომიყენებია.
ამერიკაში GE გვაქვს რა თქმა უნდა.

დნმ-ს გაწმენდაზე: Solveig-ს და მე კილოგრამობით არ გვჭირდება, ასე რომ ბირნბოიმ-დოლის მეთოდზე აწყობილი ნაკრებები (Qiagen, Eppendorf etc.) ან ჩვენს მიერ გაკეთებული იგივე ხსნარები სავსებით გვაკმაყოფილებს smile.gif

Posted by: xanga 15 Jul 2009, 21:04
QUOTE
სულ არსენალში გხედავდი, მთლად ასე კოლეგა თუ იყავი, რავა ვიფიქრებდი

რაც მაგრები ვართ ბიოლოგები ვართ smile.gif
QUOTE
Waters-ის HPLC გვქონდა ჩვენც მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში და მშვენივრად მუშაობდა. მოკვდა ნახევრად იქაურობა უკვე და ისეთი ხალხი ზის უსაქმოდ, გული მოგიკვდება. ის აპარატიც ალბათ სადღაცაა ტყუილა შეტენილი.

მაგაზე ნამუშევარი ვარ smile.gif იმაზე არ ამბობ პირველივე კორპუსში მესამეზე ქალებთან რომ დგას? მოკლედ მეგობარს სჭირდებოდა დისერტაციისათვის HPLC და მაგ დროს შემოგვთავაზეს მკვდარი ვოტერსი გვაქვსო 3 ტუმბო 1 სმესიტელი და 1 დეტექტორი და თუ აგვიწყობთ აკეთეთ თქვენი თემა და 2ლიტრ HPLC GRADE მეთანოლსაც მოგცემთო. ეს იყო მაშინ რაღაც საოცრად მომგებიანი შემოთავაზება. ავაწყვე მოკლედ ძლივს გავწმინდე პლუნჟერები და საერთოდ დედა არ ჰყავდა არაფერს, ბევრი რომ არ ვილაპარაკო ჰამილტონის შპრიცები ეყარა უჯრებში ჩამხმარი და ჩაუბედურებული , დაახლოებით 3 ცალი გაჭედილი C-18 მოკლედ ბარდაკ რა.
მას მერე 5 წელი გავიდა და შარშან მანდვე მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში 1 სართულზე ივერიაფარმაა სინუფორტეს რომ უშვებს და იქ მქონდა კონტრაქტი ტრიტერპენული საპონინებისათვის HPLC მეთოდიs შექმნაზე. 5 თვე ვეჯახირე და გავუკეთე მეთოდი . რომ მოვდიოდი მთხოვეს აქვე მესამე სართულზე HPLC აქვთ ვერ უშვებენო და იქნებ დაეხმაროო. ავედი და ისეთ დღეში დამხვდა ყველაფერი რომ კინაღამ გული ამერია და თან ასეთი რამ მითხრეს აქ ადრე უნივერსიტეტიდან 3 ბიჭი დადიოდნენ და თემას აკეთებდნენო აი სწორედ მათ გაგვიფუჭესო. გავგიჟდი კინაღამ , მე ვიყავი ერთერთი და მე ავაწყვე ეგ საცოდავი მეთქი. მერე მიცნეს და თქვენზე კი არ ვამბობთო . მოკლედ დავიკიდე და ხელი არ ვახლე. რომც გამეკეთებინა აზრი არ ჰქონდა მაინც დედასუტირებდნენ და რა აზრი ჰქონდა. sad.gif

Posted by: Proteos 15 Jul 2009, 21:39
xanga
მე ძველ (მეორე) კორპუსში ვმუშაობდი. არ ვიცი, ვისთან იყავი მანდ, მაგრამ იყვნენ თავის დროზე იყვნენ მანდ ქრომატოგრაფიის მამები და სამწუხაროდ ახლა აღარ არიან.
ეეჰ, კარგი ინსტიტუტი იყო, ცხოვრება და კვლევა დუღდა მანდ... sad.gif

დიდი ხანია, მანდ აღარა ვარ, 10 წლის წინ მოვრჩი ასპირანტურას. ასე რომ, აღარ ვიცი, რა ხდება.

Posted by: xanga 15 Jul 2009, 21:42
QUOTE
მე ძველ (მეორე) კორპუსში ვმუშაობდი.

ბატონ არმაზ შალაშვილთან ხომ არა? smile.gif

Posted by: anonim12 12 Nov 2009, 21:33
როგორი ალელები ექნება ყვითელთესლიან ბარდას, რომელიც თვითდამტვერვით გამრავლებისას თაობათა რიგში მხოლოდ ყვითელ თესლებს ივითარებს? მწვანეთესლიანს?

რა შემთხვევაშია შესაძლებელი გენოტიპის გამოცნობა ფენოტიპის მიხედვით სრული დომინირების დროს?


რა კავშირია გენსა და ალელს შორის?


რატომ იყენებენ რეცესიულ ჰომოზიგოტურ ფორმას გამაანალიზებელი შეჯვარების დროს?



შესაძლებელია თუ არა უცნობი გენოტიპის დადგენა გამაანალიზებელი შეჯვარების გარეშე ჯვარედინამტვერია მცენარის შემთხვევაში?



ბოცვერის ბეწვის შავი შეფერილობა ყავისფერზე დომინირებს. რა სახის შეჯვარებით დაადგენთ შავი ბოცვერის გენოტიპს?


როგორი შთამომავლობა მიიღება ვარდისფერი და წითელი გულისაბას შეჯვარებისას?


რომელი ალელების მატარებილი გამეტები უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, რომ ფენოტიპი ყვითელი და დანაოჭებული ყოფილიყო? დაწერეთ ყველა ვარიანტი


გამოიჩეკებოდა თუ არა შავი და გრძელფრთიანი დროზოფილა, კროსინგოვერი რომ არ ხდებოდეს?

რა მოვლენამ გამოიწვია ერთ ქრომოსომაში არსებული შეჭიდული გენების სხვადასხვა გამეტაში მოხვედრა?


დროზოფილას რომელი ფენოტიპები შეიძლება ჩაითვალოს რეკომბინანტებად ზემოთ განხილულ მაგალითებში?
\

როგორ აღნიშნავენ აგებულებით განსხვავებულ, ორმხარა ქრომოსომას? მის ჰომოლოგიურ ქრომოსომას?




რა ეწოდება ქრომოსომათა იმ წყვილებს, რომლებიც ერთნაირი აქვთ მდედრებს და მამრებს? განსხვავებულ წყვილებს?




რა მსგავსებაა დროზოფილას და ადამიანის კარიოტიპებს შორის?
ღოდის განისაზღვრება ორგანიზმის სქესი?




რა განსაზღვრავს ადამიანის სქესს?


როგორ ფიქრობთ, ჰგავს თუ არა დროზოფილას სქესი განსაზღვრის მექანიზმი ადამიანისას?
აუ დამეხმარეტ PLზ
* * *
თქვენი იმედი მაქვსსსს წინასწარ მადლობა

Posted by: mako_s 23 Nov 2009, 21:51
მოგესალმებით,ძალიან გამიკვირდა და გამიხარდა კიდეც ასეთ თემებზეც რომ არის საუბარი ფორუმში,მეც ვაკეთებ ქრომატოგრაფიას,ერთ-ერთ ლაბორატორიაში გვაქვს HPLC ,ამჯამად ვაკეთებ ამინომჟავების განსაზღვრავს,მაგრამ მგონი პრობლემები მექნება, სისტემა დროდადრო ურევს,დაძველდა და..

Posted by: xanga 9 Jan 2010, 12:57
*********************************
რაა მოკვდა ეს ტემა? sad.gif

Posted by: Solveig 15 Jan 2010, 15:58
xanga
QUOTE
რაა მოკვდა ეს ტემა?

თემა არ ვიცი და, მე მგონი, ორშაბათის შემდეგ მეტად აღარ დამჭირდება ქრომატოგრაფიის გაკეთება jump.gif

Posted by: xanga 5 Feb 2010, 11:20
mako_s
QUOTE
ერთ-ერთ ლაბორატორიაში გვაქვს HPLC ,ამჯამად ვაკეთებ ამინომჟავების განსაზღვრავს,მაგრამ მგონი პრობლემები მექნება, სისტემა დროდადრო ურევს,დაძველდა და..

დაწერე რა პრობლემები გექმნება დაქ ვეცდები დაგეხმარო. smile.gif
Solveig
QUOTE
თემა არ ვიცი და, მე მგონი, ორშაბათის შემდეგ მეტად აღარ დამჭირდება ქრომატოგრაფიის გაკეთება

რათა??? smile.gif

Posted by: mako_s 15 Feb 2010, 18:26
xanga

ამინომჟავების განზასღვრას ვაკეთებ,მათგან მაინტერესებს ორის-გლუტამინის მჟავისა და გამაამინოერბოსმჟავას განსაზღვრა, საქმე ისაა, რომ მწყობრიდან გამოვიდა HPLC გრადიენტატორი, ამიტომ უნდა განვახორციელო იზოკრატულით, რის შესახებაც წარმოდგენა არ მაქვს.ჯერ არც სტატიები მომიზიებია როგორ უნდა მომზადდეს სინჯები,მოკლედ რთული საქმე მელის წინsad.gif(((

Posted by: xanga 16 Feb 2010, 12:21
QUOTE
ამინომჟავების განზასღვრას ვაკეთებ,მათგან მაინტერესებს ორის-გლუტამინის მჟავისა და გამაამინოერბოსმჟავას განსაზღვრა, საქმე ისაა, რომ მწყობრიდან გამოვიდა HPLC გრადიენტატორი, ამიტომ უნდა განვახორციელო იზოკრატულით, რის შესახებაც წარმოდგენა არ მაქვს.ჯერ არც სტატიები მომიზიებია როგორ უნდა მომზადდეს სინჯები,მოკლედ რთული საქმე მელის წინsad.gif(((

თუ გრადიენტს ვერ აყენებ და იზოკრატულში უნდა აკეთო მაშინ აუცილებლად დაგჭირდება სპეციალური სვეტი ამინომჟავებისათვის. კონკრეტულად PM-ში მომწერე პრობლემის შესახებ და იქ აგიხსნი. ან ტელ მომწერე PM-ში.

Posted by: Proteos 3 Jan 2011, 21:34
xanga
QUOTE
QUOTE
მე ძველ (მეორე) კორპუსში ვმუშაობდი.
ბატონ არმაზ შალაშვილთან ხომ არა?

არა. თუმცა ბატონი არმაზის სართულზე smile.gif

ჰო, ფასიან სტატიებზე გასაჭირი თუ გაქვთ, შემიძლია დაგეხმაროთ. მიწვდომა მაქვს ნებისმიერ(!) ჟურნალზე. ნეტა წამკითხველი იყოს ბევრი საქართველოდან და...
სამწუხაროა, რომ ამ უშველებელი და უმნიშვნელოვანესი სფეროსადმი ინტერესი ასე დაბალია: სულ რამდენიმე კაცი პოსტავს აქ და ისიც თვეობის დისტანციით

Posted by: buburatino 15 Aug 2011, 20:17
აი ჩავაბარებ ჯავახიშვილის მოლეკულური ბიოლოგიის ინგლისურენოვან მაგისტრატურაში(თუ მიმიღეს რავი ვნახოთsmile.gif) და მერე სულ დავპოსტავ და დავპოსტავ..Proteos

Posted by: groundeffect 27 Oct 2011, 00:06
QUOTE
*********************************
რაა მოკვდა ეს ტემა?



ამ თემას რა მოკლავს ახლა ვიპოვე და კაი კაი რაცხები მაინტერესებს და მჭირდება.. მიკრობიოლოგია, ბიოტექნოლოგია, ვირუსოლოგიის მიმართულებით...


ასე რომ...

Posted by: Solveig 27 Oct 2011, 00:16
ჰეჰ, რა დროინდელი თემა smile.gif

xanga
QUOTE
რათა???

რათა და იმათა, რომ მოვრჩით ცილის იდენტიფიკაციას 2010 წლის მარტში საბოლოოდ smile.gif)

მეტიც-მაგ პოსტის შემდეგ კლონირებაც გავაკეთე იმ ცილების (ბაქტერიაში), მერე ჩემმა თანამშრომელმა გაასუფთავა, გატესტა in vitro/in vivo და სტატიაც იქნება (იმედია კარგ ადგილზე)!!! ასე რომ, ამაოდ არ ჩაუვლია 4 გრადუსიან ოთახში გათოშვას smile.gif

Posted by: Proteos 27 Oct 2011, 06:55
Solveig
რა დიდი ხნის წინ მოვინელე ცივ ოთახში ჯდომა smile.gif
არც მაშინ ვიჯექი დიდხანს; შევრბოდი-გამოვრბოდი, მაგრამ მაინც smile.gif

buburatino
QUOTE
აი ჩავაბარებ ჯავახიშვილის მოლეკულური ბიოლოგიის ინგლისურენოვან მაგისტრატურაში(თუ მიმიღეს რავი ვნახოთ) და მერე სულ დავპოსტავ და დავპოსტავ..Proteos

ჩემი სახელი ახსენე ზემოთ; რამეს კითხვა გინდოდა?

Posted by: buburatino 1 Nov 2011, 09:52
Proteos მე არ მახსოვს...სორიsmile.gif

ისე ჯერ ლაბორატორიული მუსაობა არ დაგვიწყია..ბიოტექნოლოგიების განხრით დავიწყე სწავლა მაგრამ უნიში..მაგარი ქრომატოგრაფი,პისიარის აპარატი და სერიოზული მიკროსკოპი მოიტაეს..და ეს მიხარია..

* * *
ბიოტექოლოგის რაიმე სახელმძრვანელო თუ გაქვთ ნორმალური და ამიტვირტავს ვინმე სადმე ძალიან დამავალებს..

Posted by: Proteos 1 Nov 2011, 17:36
buburatino
გულით გისურვებ წარმატებებს! smile.gif
მიხარია, რომ აპარატურა გაქვთ. ჩვენ არაფერი გვქონდა ინსტიტუტში. ასპირანტურაშიც კი ჩვენით ვწვალობდით რაღაცას.

ნეტში არის ინფო, ოღონდ ინგლისურად რა თქმა უნდა.
გააჩნია, შენ რა გაინტერესებს.
ბიოტექნოლოგიამდე ჯერ ბიოქიმია, მოლეკულური ბიოლოგია და მიკრობიოლოგია უნდა ისწავლოთ წესით; საწყის დონეზე მაინც.

Posted by: Solveig 3 Nov 2011, 01:56
buburatino
QUOTE
ბიოტექოლოგის რაიმე სახელმძრვანელო

სჯობს, რომ ფუნდამენტური სახელმძღვანელო იყიდო. ამაზონზე იქნება..

კონკრეტული საკითხები და უახლესი ინფორმაცია კი შეგიძლია, აქ მოიძიო:

www.pubmed.org

სათანადო საძიებელი სიტყვის შეყვანით..გადახედე რეზიუმეს და თუ საშენოდ მიიჩნევ, მერე შეგიძლია, მომწერო ბმული და გადმოგიწერ სრულ ტექსტს. რევიუებს დაეძალე უფრო. იქ არის შეჯამებული ინფორმაცია.

Posted by: ჰელიუმი 3 Nov 2011, 02:02
QUOTE (buburatino @ 15 Aug 2011, 20:17 )
აი ჩავაბარებ ჯავახიშვილის მოლეკულური ბიოლოგიის ინგლისურენოვან მაგისტრატურაში(თუ მიმიღეს რავი ვნახოთsmile.gif) და მერე სულ დავპოსტავ და დავპოსტავ..Proteos

სხვათაშორის იქნებ მითხრათ თსუ-ში ბიოლოგიურ ფაკულტეტზე (ბაკალავრზე) რა მიმართულებებია კერძოდ? ახლა ვაპირებ ჩაბარებას და მერე რომელიმე კერძო მიმართულებას გავყვები, ხომ ვერ მეტყოდით რომელი მიმართულებებია და ეს ბაკალავრზე ხდება თუ მხოლოდ მაგისტრატურაზე? და კიდევ-ინგლისურენოვანი მაგისტრატურა თსუ-ში ცალკეა და ქართული ცალკე? რომელი სჯობია? rolleyes.gif

Posted by: STALKER-GG, 3 Nov 2011, 04:27
xanga
QUOTE
კერძოდ ნევადის შტატის ნიადაგის პლასტებიდან გამოყოფილი ართრობაქტერ ოქსიდანსიდან გამოვყავი ამ ბაქტერიის ქრომისადმი მდგრადობაზე პასუხისმგებელი გენების მატარებელი პლაზმიდა

spy.gif spy.gif
რა ენაზე ლაპარაკობ. user.gif

Posted by: niniko_j 3 Nov 2011, 15:45
როგორც ვხვდები ამ თემაში ბევრი აქტიური მეცნიერი პოსტავს, ვინ რომელ უნივერსიტეტსა თუ სამეცნიერო ინსტიტუტში მოღვაწეობთ დაწერეთ, ძალიან საინტერესოა.

Posted by: Solveig 4 Nov 2011, 04:41
niniko_j
ვისთვის არის საინტერესო?

ფორუმია ბოლოს და ბოლოს და ანონიმურიც უნდა იყოს, იდეაში smile.gif


Posted by: zukicha999 13 Dec 2011, 14:42
მოგესალმებით.. იკნებ დამეხმაროთ ვეძებ კონსერვანტების, სტაბილიზატორების და ემულგატორების სპეციალისტს ხომ არავინ იცით ასეთი?

Posted by: PFU 19 Dec 2011, 07:28
STALKER-GG,
QUOTE
xanga
QUOTE
კერძოდ ნევადის შტატის ნიადაგის პლასტებიდან გამოყოფილი ართრობაქტერ ოქსიდანსიდან გამოვყავი ამ ბაქტერიის ქრომისადმი მდგრადობაზე პასუხისმგებელი გენების მატარებელი პლაზმიდა

 
რა ენაზე ლაპარაკობ. 

წმინდა ბიოლოგიური ენაა... biggrin.gif

Posted by: buburatino 14 Feb 2012, 17:05
მოკლედ აქ ერთმა იკითხა..აინტრესებდა მიმართულებები უნიებში..ჯავახიშვილში არის ბაკალავრიატი გამოყენებითი ბიომეცნიერებების და მაგისტრეტურის სამი მიმართულება...კვების ბიოტექნოლოგია..ჯანდაცვის ბიოტექნოლოგია და გარემოს ბიოტექნოლოგია..კიდევ არისმცენარეთა ..აპარატურა რაც ვნახე დასაწყისისათვის არის..ანუ ახალი შეძენილი თანამედროვე აპარატურა..მაღალი წნევის ქრომატოგრაფი,პისიარი..იმუნოლოგიურ კვლევებისათვის..სხვადასხვა ცენტრიფუგები და ა,შ..ეხლა აბრევიატურებსა და მწარმოებლებს ვერ დაგიწერთ იმიტომ რომ ჯერ არ ვიცი..თეორიული კურსს გავდივართ ჯერ ძირითადათ..

Posted by: ჰელიუმი 15 Feb 2012, 23:41
buburatino
QUOTE
მოკლედ აქ ერთმა იკითხა

მე ვიკითხე smile.gif

QUOTE
გამოყენებითი ბიომეცნიერებების და მაგისტრეტურის სამი მიმართულება...კვების ბიოტექნოლოგია..ჯანდაცვის ბიოტექნოლოგია და გარემოს ბიოტექნოლოგია

ბიოტექნოლოგია ეს პრაქტიკული მიმართულების განხრაა და არა მეცნიერება, ხომ ასეა? rolleyes.gif

Posted by: buburatino 24 Mar 2012, 13:24
QUOTE
ბიოტექნოლოგია ეს პრაქტიკული მიმართულების განხრაა და არა მეცნიერება, ხომ ასეა? 


ზოგადად გამოყენებითი მეცნიერებები ქვია..


მიკრობიოლოგიის ახალი წიგნი მჭირდება ...მიკრობული ტექნოლოგიებიც რომ იყოს..ხომ არაფერი გეგულებათ?

Posted by: Mr_Plague 10 May 2013, 11:26
მეგობრებო ბიოქიმიის და ბიოფიზიკის სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე სად შეიძლება ვიშოვო?

Posted by: Solveig 11 May 2013, 04:01
Mr_Plague
ბიოქიმიის -კოკიჩაშვილის "ბიოქიმია", მაგრამ დაძველდა უკვე და თან არაა ბოლომდე.
ბიოფიზიკის ერთადერთი წიგნი ბორის ლომსაძის სახელმძღვანელო იყო, მაგრამ ის 15 წლის წინაც არ ვარგოდა და ახლა-მით უმეტეს.

ინგლისურ სახელმძღვანელოებს დაეძალე. ლენინჯერის ბიოქიმია და ალბერტსის "უჯრედისა მოლეკულური ბიოლოგია" მაგალითად...თუ რუსულია რამე გამოსული, მაგასაც არა უშავს.

ადრე იყო ბიოფიზიკის რუსული წიგნი-კოსტიუკი, ზიმა, შუბა, მაგურა იყვნენ ავტორები. არა უშავდა. ყოველ შემთხვევაში, საფუძვლებზე კარგ წარმოდგენას შეგიქმნიდა.

Posted by: Roba_Makharashvili 19 Aug 2014, 15:09
Mr_Plague
დევლინის "ბიოქიმია კლინიკური კორელაციებით" და თამარ სანიკიძის "მემბრანების ბიოფიზიკა" და "სამედიცინო ფიზიკა" შეგიძლიათ სამედიცინო უნივერსიტეტის წიგნების მაღაზიაში შეიძინოთ. პირველი კორპუსის პირველ სართულზე.
* * *
იქნებ ვინმე დაინტერესდეს
http://forum.ge/index.php?act=ST&f=57&t=34679077

Posted by: niniaa 28 Jan 2016, 23:51
ჰელიუმი
Solveig
PFU
შევაჯვარეთ ჰომოზიგოტური ყვითელი გლუვთესლიანი (AABB) და ჰომოზიგოტური
მწვანე ნაოჭთესლიანი (aabb) ორგანიზმები.
P. AABB x aabb
F1. AaBb
მიღებული ჰიბრიდები ერთმანეთს შევაჯვარეთ,დიჰეტეროზიგოტურმა ინდივიდმა 4 სახის გამეტა წარმოქმნა: AB, Ab, aB, ab.
შევადგინოთ პენეტის ცხრილი:
AB Ab aB ab
AB AABB AABb AaBB AaBb
Ab AABb AAbb AaBb aaBb
aB AaBB AABb aaBB aaBb
ab AaBb Aabb aaBb aabb

ცხრილის შედგენა ადვილი იყო...16 გენოტიპი მივიღე,მაგრამ ,აი რამდენი ფენოტიპია როგორ გამოვთვალო?და კიდევ თითოეულ ფენოტიპში რომელი რამდენია როგორ დავთვალო....ფლიიზ,დამეხმარეთ...aabb მწვანენაოჭთესლიანი 1 იქნება...AABB ყვითელიგლუვთესლიანიც ერთია...მოკლედ დავიბენი... ჰელპმი ...ფლიიიზ ....

* * *
სანამ ვინმე მიპასუხებდა ,გავარკვიე ,შეცდომაა პენეტის ცხრილში .აქ ვინღა გაასწორებს ამ შეცდომას ? http://biologygeo.ucoz.com/Genetics.pdf

Posted by: morieli77 17 Feb 2016, 14:03
მენდელის III კანონი, ანუ გენთა დამოუკიდებლად განაწილების კანონი
დაფუძნებულია იმაზე, რომ სხვადასხვა ალელის გენები განლაგებულია ჰომოლოგიური (მსგავსი) ქრომოსომების სხვადასხვა წყვილში. მენდელის III კანონი დადგენილი იყო დიჰიბრიდული შეჯვარების მაგალითზე (დიჰიბრიდული შეჯვარება ეწოდება ისეთ შეჯვარებას, როდესაც შესაჯვარებელი ინდივიდები განსხვავდებიან 2 წყვილი ნიშნის მიხედვით). მენდელი აჯვარებდა ყვითელ და გლუვთესლიან ბარდას (დომინანტი AABB) მწვანე და ნაოჭთესლიან (რეცესიული aabb) ბარდასთან. F1 იყო დიჰეტეროზიგოტი დომინანტი მშობლის მსგავსი (AaBb), F1 თაობის შემდგომი გამრავლებისას (AaBbXAaBb) F2 თაობაში ადგილი ჰქონდა დათიშვას ფენოტიპურად 9:3:3:1. მიიღება 4 ფენოტიპი, 9 გენოტიპი. III კანონის დედაარსი მდგომარეობს იმაში, რომ დათიშვა ერთი წყვილი ნიშნის მიხედვით მიმდინარეობს სხვა ნიშნებისგან დამოუკიდებლად.

Posted by: makratela 1 Sep 2017, 16:50
სალამი

მაინტერესებს ბიოქიმიის განხრით მაგისტრატურის გაგრძელება საზღვარგარეთის რომელ უნიშია შესაძლებელი სქოლარშიპებით რა თქმა უნდა, ანუ ვგულისხმობ სადაა უფრო ადვილი მოპოვება დაფინანსების ???
მადლობა წინასწარ

Posted by: bart  simpson 29 Sep 2017, 13:03
დაიწყო სუპერ ადამიანების ერა პრაქტიკულად და ოფიციალურად (იმჰო)

http://alioni.info/science/adamianis-embrioni-dnm-is-koreqciis-meshveobit-defeqtisgan-gaantavisufles/

ემბრიონის დნმ-ის კორექცია მოახდინეს

Posted by: Катеньки 24 Dec 2020, 22:49
ეს ძველი სტატიებია. რა ხდება დღეს მოლეკულურ ბიოლოგიაში, ბიოფიზიკაში?

მეცნიერები შიშობენ, რომ ბიოჰაკერები ადამიანის ტვინს "გატეხავენ"
https://www.ambebi.ge/article/45500-mecnierebi-shishoben-rom-biohakerebi-adamianis-tvins-qgatekhavenq/
23:45 / 15-12-2011
ბი­ო­ლო­გი­ის ერთ-ერ­თმა ახალ­მა მი­მარ­თუ­ლე­ბამ - სინ­თე­ტურ­მა ბი­ო­ლო­გი­ამ - შე­სა­ძე­ლოა, ახლო მო­მა­ვალ­ში ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი
ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს. ამას­თან, ეს ზე­გავ­ლე­ნა შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც პროგ­რე­სუ­ლი, ასე­ვე ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოც: მისი წყა­ლო­ბით ბი­ო­ლო­გი­უ­რი
ჰა­კე­რებს ადა­მი­ა­ნის ტვი­ნის "გა­ტეხ­ვის" სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ, ში­შო­ბენ და­სავ­ლე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი.

"ეს მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი უძ­ლი­ე­რე­სი ტექ­ნო­ლო­გი­აა. უჯრე­დე­ბი ხომ მინი კომ­პი­უ­ტე­რე­ბია, ხოლო დნმ - პროგ­რა­მი­რე­ბის ენა", - წერს
The Daily Mail და Singularity University-ს თა­ნამ­შრომ­ლის ენ­დრიუ ჰე­სე­ლის სი­ტყვე­ბი მოჰ­ყავს.

"სინ­ტე­თუ­რი ბი­ო­ლო­გია აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­დეს კონ­ტროლს, -აღ­ნიშ­ნავს ენ­დრიუ ჰე­სე­ლი - ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბის ხელ­ში ეს ტექ­ნო­ლო­გია
სა­ხი­ფა­თო ია­რა­ღად იქ­ცე­ვა. მეც­ნი­ე­რე­ბის აზ­რით, დამ­ნა­შა­ვე­ებს შე­ეძ­ლე­ბათ ისე­თი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბის შექ­მნა, რომ­ლე­ბიც "გა­ტე­ხა­ვენ" ადა­მი­ანს ტვინს
და მისი გო­ნე­ბის მარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცე­მენ. ანა­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სი ინ­ტერ­ნეტ­ში უკვე დიდი ხა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს: ჰა­კე­რი აგ­ზავ­ნის ვირუსს,
რო­მე­ლიც "ტე­ხავს" კომ­პი­უ­ტერს და მარ­თავს მას".
სინ­ტე­თუ­რი ბი­ო­ლო­გია - გე­ნუ­რი ინ­ჟი­ნე­რი­ის ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. მისი მი­ზა­ნი არის პრინ­ცი­პუ­ლად ახა­ლი, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი ცო­ცხა­ლი სის­ტე­მე­ბის შექ­მნა.
პროგ­რა­მი­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბის ქცე­ვა, თა­ვი­სე­ბუ­რე­ბი და ფუნ­ქცი­ე­ბი, შექ­მნის პრო­ცეს­ში­ვე იქ­ნე­ბა გათ­ვლი­ლი. ამ სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე მეც­ნი­ე­რე­ბი აპი­რე­ბენ
შექ­მნან გე­ნე­ტი­კუ­რი ბან­კი, რო­მელ­შიც სხვა­დას­ხვა დნმ-ის ნა­წი­ლა­კე­ბი იქ­ნე­ბა გან­თავ­სე­ბუ­ლი. ფრაგ­მენ­ტე­ბის შე­ერ­თე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო
ბი­ო­ლო­გი­უ­რი სის­ტე­მე­ბის შექ­მნა. თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით, ადა­მი­ა­ნის მო­დი­ფი­ცი­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არ არის და სინ­ტე­თუ­რი ბი­ო­ლო­გია პირ­ველ რიგ­ში, შე­იძ­ლე­ბა
ფარ­მა­კო­ლო­გი­ის სფე­რო­ში გა­მო­ი­ყე­ნონ. ასე მა­გა­ლი­თად, მისი მეშ­ვე­ო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის­თვის "სა­ჭი­რო" ბაქ­ტე­რი­ე­ბის შექ­მნა.

თუმ­ცა, სკეპ­ტი­კოს­თა აზ­რით, მეც­ნი­ე­რე­ბის ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა, დღეს ისე­ვე უტო­პი­უ­რად მი­იჩ­ნე­ვა, რო­გორც - ჰა­კე­რო­ბა 80-ან წლებ­ში. მა­შინ ვე­რა­ვინ
წარ­მო­იდ­გენ­და, რა მას­შტა­ბებს მი­აღ­წევ­და კი­ბერ­ტე­რო­რიზ­მი.

სინ­ტე­თი­კუ­რი ბი­ო­ლო­გი­ის მო­მა­ვალს დრო გვიჩ­ვე­ნებს, თუმ­ცა პირ­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი უკვე გა­დად­გმუ­ლია: 2010 წლის მა­ის­ში ამე­რი­კელ­მა
მკვლე­ვარ­მა, ბი­ო­ლოგ­მა და ბიზ­ნეს­მენ­მა კრე­იგ ვენ­ტერ­მა გა­ნა­ცახ­და, რომ კომ­პი­უ­ტე­რის მეშ­ვე­ო­ბით მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი სინ­ტე­თუ­რი უჯრე­დი შექ­მნა.
მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsru.com-ზე დაყ­რდნო­ბით.

***

ამერიკაში, მომსახურე პერსონალს ხელში ჩიპებს ჩაუდგამენ
user posted image
25.07.2017 / 12:59
ამერიკაში, მომსახურე პერსონალს ხელში ჩიპებს ჩაუდგამენ. Three Square Market პირველი ფირმა გახდება, რომელიც უახლოეს მომავალში თანამშრომლებს მიკროჩიპებს დაუმონტაჟებს. აღნიშნული კომპანია მიკროსქემებს თანამშრომლებს სრულიად უფასოდ დაუმონტაჟებს.
ფირმის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ მათ სხვა კომპანიებიც მიბაძავენ.

ბრინჯის მარცვლის ზომის მიკროჩიპი 300 ამერიკული დოლარი ღირს. ის თანამშრომლებს საშუალებას მისცემს ხელის მარტივი მოძრაობით გახსნას კარი, შევიდეს სამუშაო კომპიუტერში და პროდუქტებიც კი შეიძინოს. კომპანიის 50-მა თანამშრომელმა მიკროჩიპის ჩადგმის
სურვილი უკვე გამოთქვა. Three Square Market-ის წარმომადგეელი პატრიკ მაკმულანი მიიჩნევს, რომ ეს იდეა უტოპიური სულაც არ არის
და ფიქრობს მალე ყველა მოისურვებს მიკროჩიპის დამონტაჟებას.
Three Square Market შვეიცარიულ კომპანია BioHax-თან თანამშრომლობს. ამ კომპანიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მიკროჩიპები
მალე იდენტიფიცირებისა და გადახდის ჩვეულებრივი ხერხი გახდება.

"საკრედიტო ბარათისა და ტელეფონის ნაცვლად იქნება მიკროჩიპი დიდსა და საჩვენებელ თითებს შორის."

კომპანიის საერთაშორისო განვითარების ვიცე-პრეზიდენტის, ტონი დანანის, განმარტებით, ყველა თანამშრომელს გაუჩნდა ლეგიტიმური კითხვა, შეიძლება თუ არა ამ ჩიპების მეშვეობით თვალთვალი, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ჩიპის თვალთვალი GPS-ის საშუალებით შეუძლებელია, ის ისეთივე იქნება როგორიც ნებისმიერ საკრედიტო ბარათში.

დანანი იმედოვნებს, რომ, საბოლოო ჯამში, მიკროჩიპი ჩაანაცვლებს ყველაფერს იმას, რასაც საფულით ვატარებთ, დაწყებული ელექტრონული გასაღებით, დამთავრებული პირადობის მოწმობითა და საკრედიტო ბარათებით. მისი მთავარი ფუნქცია სწორედ კომფორტულობა უნდა იყოს, შესაბამისად, ჩამონტაჟებისა და ამოღების პროცესიც მარტივი და უმტკივნეულო იქნება.
rolleyes.gif

Posted by: Катеньки 30 Dec 2020, 19:02
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
ადამიანის გენომი და ჯანმრთელობა - პირველი საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში
https://rustaveli.org.ge/geo/siakhleebi/adamianis-genomi-da-janmrteloba-pirveli-saertashoriso-konferentsia-sakartveloshi
22 მაისი, 2018

2018 წლის 19-20 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის და სამედიცინო
გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების ორგანიზებით, ჩატარდა კონფერენცია - “ადამიანის გენომი და ჯანმრთელობა - პირველი
საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში“ (“Human Genome and Health – First International Conference in Georgia”). კონფერენცია დაფინანსებული
იყო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა გენეტიკის სფეროში მიმდინარე ტენდენციების და სიახლეების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირება
დაა თანამედროვე მოლეკულურ-გენეტიკური ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილების გაზიარება.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ დარგის წამყვანი ესპერტები საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ლუვენის უნივერსიტეტიდან (ბელგია); კარდიფის უნივერსიტეტიდან (დიდი ბრიტანეთი); მეიოს კლინიკიდან (აშშ); სკრიპსის უნივერსიტეტიდან (აშშ); ლუნდის უნივერსიტეტიდან
(შვედეთი); სტენფორდის უნივერსიტეტიდან (აშშ); რადბაუდის უნივერსიტეტიდან (ნიდერლანდები); ერევნის უნივერსიტეტიდან (სომხეთი) და ა.შ.

კონფერენცია შედგებოდა ხუთი პლენარული სესიისგან, რომელზეც განხილული იყო ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: - თანამედროვე
სამედიცინო გენეტიკური ტესტების ჯანდაცვის სფეროში გამოყენებასთან- დაკავშირებული პრობლემები; - მოსახლეობის გენეტიკური, კერძოდ კი
რეცესიული დაავადებების მატარებლების სკრინინგი, ასევე, სამედიცინო გენეტიკური ტესტების შეფასების მეთოდი, რომელიც გენეტიკური ტესტების
დადებითი და უარყოფითი მხარეების შესაფასებლად ჯანდაცვის სფეროში ხშირად გამოიყენება; - ეთიკური პრობლემები სამედიცინო გენეტიკაში, კერძოდ, სეკვენირების შედეგად მოულოდნელად მიღებული ინფორმაციის (incidental/secondary findings) მენეჯმენტის პრობლემები; - გენომური დიაგნოსტიკის როლი
იშვიათი ქრომოსომული ანომალიების დასადგენად; - ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იშვიათი გენეტიკური დაავადებების შეფასებაში; - საქართველოში მიმდინარე კვლევები, რომელიც შეეხება სიმსივნის გენეტიკას და ეპიგენეტიკას; - მემკვიდრული თრომბოფილია და პერსონალიზებული მედიცინა
საქართველოში; - სპონტანური აბორტების გენეტიკური ფაქტორების როლი საქართველოში; - შემდგომი თაობის სეკვენირების აპლიკაციების როლი
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში საქართველოში; - ქრონიკული ტკივილის და ანთებითი დაავადებების ეპიგენეტიკური პროფილი და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები; - უჯრედული სიკვდილი და დაბერებასთან დაკავშირებული დაავადებები და პრეკლინიკური კვლევის ეფექტური ტრანსლაცია
კლინიკურ პრაქტიკაში; - ღეროვანი უჯრედების კლინიკური პოტენციალი და სხვა.

კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება ვორკშოფი: ხელოვნური ინტელექტის (Face2Gene) გამოყენება კლინიკურ პრაქტიკაში იშვიათი გენეტიკური
დაავადებების დიაგნოზირებისას.

ვორქშოფის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ Face2Gene პროგრამას, რომლის მეშვეობითაც ხდება პაციენტის
ფოტოსურათების და კლინიკური ინფორმაციის პორტალში შეყვანა. აღნიშნული პროგრამა ალგორითმების მეშვეობით ახდენს ინფორმაციის ანალიზს
და გამოაქვს სავარაუდო დიფერენციალური დიაგნოზი. პროგრამა წარმოადგენს დამხმარე საშუალებას მოვახდინოთ დიზმორფული ნიშნების მქონე
პაციენტების დიაგნოსტირება ფენოტიპური ინფორმაციის გამოყენებით.
კონფერენციის დასასრულს გაიმართა დნმ-ის დღესთან დაკავშირებული ესეების კონკურსში მონაწილე გამარჯვებული სტუდენტების
დაჯილდოების ცერემონიალი.

Posted by: safar1981 4 Feb 2021, 00:02
მოგესალმებით. შევიძინე მიკროსკოპი.
ინტერესის გამო., ძალიან მხიბლავს მიკრო სამყარო,ასევე მაკროც. მცირე რჩევებს ხომ ვერ გამიზიარებდით.
მაგ. მინდა დავაკვირდე სისხლს და დავინახო ერითროციტები, თრომბოციტები....ლეიკოციტები...
იუთუბზე რომ ვუყურე ვიდეოებს..გადიდება 600x1000 კრატი და ჩანს ეს ყვრლაფერიი.
მე ვერ შევძელი....მეც იგივე გადიდებით ვაკვირდები.
დავიჩხვლიტე თითები მირჩიეთ რამე smile.gif)))

Posted by: Катеньки 9 Feb 2021, 01:07
გ ე ნ ე ტ ი კ ა
შორენა შარია
user posted image

11 მუტაციური ცვალებადობის თეორიული საფუძვლები. გენური, ქრომოსომული და გენომური მუტაციები
მუტაციები
მუტაციის წარმოშობის პროცესს ეწოდება მუტაგენეზ, ხოლო ფაქტორებს, რომლებიც მუტაციებს იწვევენ-მუტაგენები ეწოდებათ. მუტაგენები ზემოქმედებენ ინდივიდის გენეტიკურ მასალაზე,რის შედეგადაც შეუძლიათ შესცვალონ ინდივიდის ფენოტიპი.
მუტაგენები იყოფა: 1. ფიზიკურ; 2. ქიმიურ; და 3. ბიოლოგიურ მუტაგენურ ფაქტორებად. ფიზიკურ მუტაგენებს მიეკუთვნება: სხვადასხვა სახის გამოსხივება, ტემპერატურა, ტენიანობა. მათი მოქმედების ძირითადი მექანიზმებია: ა) გენებისა და ქრომოსომების სტრუქტურის დარღვევა; ბ) თავისუფალი რადიკალების წარმოშობა, რომლებიც ქიმიურ ზემოქმედებას ახდენენ დნმ-ზე; გ) გაყოფის თითისტარას ძაფების დაწყვეტა; დ) დიმერების წარმოქმნა. ქიმიური მუტაგენებია:
ა) ბუნებრივი არაორგანული და ორგანული ნივთიერებები (ნიტრიტები, ნიტრატები ალკალოიდები, ჰორმონები, ფერმენტები; ბ) ბუნებრივი
ნაერთების-ქვანახშირის, ნავთობის, სამრეწველო პროდუქტების ანარჩენები. გ)ბუნებაში ადრე არ არსებული სინთეტიკური ნივთიერებები: პესტიციდები, ინსექტიციდები, კვებითი ანარჩენები, სამკურნალო ნივთიერებები; დ) ადამიანის ორგანიზმის ზოგიერთი მეტაბოლიტები. ქიმიურ მუტაგენებს აქვთ
მაღალი შეღწევადობის უნარი, ისინი უპირატესად განაპირობებენ გენურ უტაციებს და მოქმედებენ დნმ-ზე რეპლიკაციის დროს. მათი მოქმედების
მექანიზმებია: ა) დეზამინირება; ბ) ალკილირება; გ) აზოტოვანი ფუძეების შეცვლა ანალოგებით; დ) ნუკლეინის მჟავების წინამორბედების ინჰიბირება.
ბიოლოგიური მუტაგენებია: ა) ვირუსები (წითელა, ყვავილი, გრიპი); ბ) არავირუსული პარაზიტული აგენტები (მიკოპლაზმა, ბაქტერიები, უმარტივესები, ჭიები).
მათი მოქმედების ერთ-ერთი მექანიზმია ვირუსები, რომლებიც საკუთარ დნმ-ს აშენებენ პატრონი უჯრედის დნმ-ში..

გენური (წერტილოვანი მუტაციები).
გენური მუტაცია ანუ ტრანსგენაცია, დნმ-ის მოლეკულის – გენის სტრუქტურის შეცვლასთანაა დაკავშირებული, რომელთაგან აღსანიშნავია:
1. სტრუქტურული გენების შეცვლა; 2. ფუნქციური გენების შეცვლა, სტრუქტურული გენების შეცვლის მაგალითიაათვლის ჩარჩოს გადაადგილება, რომელშიც იგულისხმება ერთი ან რამდენიმე ნუკლეოტიდის ჩართვა ან ამოვარდნა. იმისდა მიხედვით თუ რა ადგილას იქნება ჩართული ან ამოვარდნილი ნუკლეოტიდები, მცირე ან დიდი რაოდენობით შეიცვლება ნუკლეოტიდების თანმიმდევრობა. ტრანზიცია ეწოდება პურინის ფუძეების შეცვლას პურინით, ან პირიმიდინის – პირიმიდინით. მაგალითად: ადენინის გუანინით ან პირიქით, თიმინის შეცვლას ციტოზინით ან პირიქით. ამ დროს იცვლება ის კოდონი, რომელშიც მოხდა ტრანზიცია. გენების სტრუქტურის შეცვლა იწვევს: ა) მისსენს-მუტაციას – ამ დროს კოდონის აზრობრივი მნიშვნელობა იცვლება და სხვა ცილა წარმოიქმნება;
ბ) ნონსენს – მუტაციას – ამ დროს წარმოიქმნება უაზრო კოდონები (უაა, უაგ, უგა), რომლებიც ამინომჟავებს არ აკოდირებენ. ისინი ტერმინალური კოდონებია, რომლებიც ათვლას აჩერებენ. ტრანსვერსია-პურინის ფუძის შეცვლა პირიმიდინით და პირიქით, რომლის შედეგადაც წარმოიშობა 8 ტიპი.
ფუნქციური გენების ცვლილების შედეგები: 1. ცილა-რეპრესორი არ შეესაბამება გენ ოპერატორს (ე.ი. გასაღები არ ერგება კლიტეს). სტრუქტურული გენები თანდათანობით მუშაობენ (ცილები გამუდმებით სინთეზირდებიან). 2. ცილა- რეპრესორი მჭიდროდ უერთდება გენ ოპერატორს და არ ეხსნება ინდუქტორს.
ამ შემთხვევაში სტრუქტურული გენები თანდათანობით არ მუშაობენ და არც ცილებს ასინთეზებენ.
3. ინდუქტორისა და რეპრესორის მონაცვლეობის დარღვევა – ინდუქტორის არ არსებობის დროს სპეციფიკური ცილა სინთეზირდება, ხოლო მისი არსებობის
დროს ცილა არ სინთეზირდება.
გენური მუტაციები უმრავლეს შემთხვევაში ვლინდებიან ფენოტიპურად და ნივთიერებათა ცვლის დარღვევის მიზეზს წარმოადგენენ. (გენური დაავადებების).
მათი გამოვლენა ბიოქიმიური და რეკომბინაციური მეთოდებით ხორციელდება.
ცნობილია გენური მუტაციების სხვა ტიპებიც მოლეკულური ცვლილებების ტიპის მიხედვით ანსხვავებენ: 1. დელეციებს-როდესაც ადგილი აქვს დნმ-ის
სეგმენტის ამოვარდნას ერთი ნუკლეოტიდიდან გენამდე; 2. დუპლიკაციებს – დნმ-ის სეგმენტის დუბლირება ერთი ნუკლეოტიდიდან მთლიან გენებამდე;
3. ინვერსიებს – დნმ-ის სეგმენტის 180 გრადუსით შემობრუნება იმ ფრაგმენტამდე, რომელშიც რამდენიმე გენია ჩართული; 4. ინსერციებს – დნმ-ის
ფრაგმენტების ჩართვა ერთი ნუკლეოტიდიდან მთლიან გენამდე.
მოლეკულური ცვლილებები, რომლებიც ეხება ერთიდან დაწყებული რამდენიმე ნუკლეოტიდს, განიხილება როგორც წერტილოვანი მუტაციები.
გენური მუტაციებისათვის დამახასიათებელ პრინციპიალურ და განმასხვავებელ თავისებურებებს წარმოადგენს: 1. გენური მუტაციები იწვევვს გენეტიკური ინფორმაციის შეცვლას; 2. გენური მუტაციები თაობიდან თაობას გადაეცემა. გენური მუტაციებითაა განპირობებული მემკვიდრული პათოლოგიური
ფორმების უმრავლესობის განვითარება. მსგავსი მუტაციებით გამოწვეული დაავადებები მიეკუთვნება გენურ ანუ მონოგენურ დაავადებებს, რადგანაც
მათი განვითარება განისაზრვრება ერთი გენის მუტაციით.

15. ადამიანის გენეტიკის საფუძვლები. გენური და ქრომოსომული დაავადებები
მემკვიდრული დაავადებების პათოგენეზის საინიციაციო („სასტარტო“) რგოლს გენური, ქრომოსომული და გენომური მუტაციები წარმოადგენს.
მემკვიდრული დაავადებების პათოგენეზის თავისებურებანი ძირითადად სამი ფაქტორით განისაზღვრება:
1. მემკვიდრული სტრუქტურების დაზიანების ხასიათით;
2. ორგანიზმის გენეტიკურად დეტერმინირებული მორფო-ფიზიოლოგიური თავისებურებებით;
3. გარემომცველი გარემოს ზემოქმედებით.
მონოგენური დაავადებების თავისებურებანი. მონოგენური მემკვიდრული
დაავადებების მიზეზს დნმ-ის სტრუქტურაში ნუკლეოტიდური თანმიმდევრობების მუტაციური ცვლილებები წარმოადგენენ. მუტაციის შემთხვევაში,
რომელიც განაპირობებს ორგანიზმისათვის აუცილებელი ნივთიერების არარსებობას (მაგალითად სომატოტროპინის ჰორმონის ან ციტოქრომ – 450),
ორგანიზმის ნორმალური განვითარება ან გაძნელებულია, ან შეუძლებელი. სხვა მუტაციების – ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ან სტრუქტურული
ცილის დეფიციტის შემთხვევაში, წარმოიშობა დაავადებები, რომლებიც ხასიათდება ცალკეული ქსოვილების, ორგანოებისა და ფიზიოლოგიური
სისტემების სტრუქტურებისა და ფუნქციების დარღვევებით.
ამჟამად აღმოჩენილი და დაწვრილებით აღწერილია მეტაბოლიზმის ანომალიების ასეული სახეობა, რომელთა მიზეზს ცალკეული მუტანტური გენი
წარმოადგენს. მეტაბოლიზმით გამოწვეული დაავადებების უმრავლესობა ფერმენტული აქტივობის ცვლილებებითაა განპირობებული. დაავადებების
წარმოშობის მიზეზებია:
 რეაქციის დარღვევის შედეგად სუბსტრატის ჭარბი რაოდენობით დაგროვება;
(მაგალითად, ცერებროზიდის – გოშეს დაავადებისას);
 წინამორბედი – ნივთიერების შემცველობის გაზრდა;
 მეტაბოლიზმის ტოქსიკური პროდუქტების კონცენტრაციის გაზრდა (მაგალითად, ფენილაცეტილგლუტამინის და სხვა ფენილკეტონური წარმოებულების გაზრდა ფენილკეტონურიის დროს).
აღსანიშნავია, რომ მსგავსი დარღვევების შემთხვევების დროსაც, მაგალითად, სუბსტრატის დაგროვებისას, სხვადასხვა დაავადებათა განვითარების მექანიზმები შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ. ერთ შემთხვევაში დაგროვილმა სუბსტრატმა, მაგალითად
თეა-საქსის დაავადების დროს მაღალმოლეკულური ნივთიერების დაგროვებამ, შეიძლება მათი თანდათანობითი დაღუპვა გამოიწვიოს.
სხვა შემთხვევაში, დაბალმოლეკულური ხსნადი ნივთიერების სიჭარბე ქმნის მაღალ კონცენტრაციას ორგანიზმის თხევად ბიოლოგიურ გარემოში. მაგალითად, გალაქტოზემიის დროს (გალაქტოზო-1-ფოსფატურიდინტრანსფერაზის ნაკლებობისას ადგილი აქვს გლუკოზო-1-ფოსფატის დაგროვებას, რომლის ტოქსიკური კონცენტრაციები აზიანებს სხვადასხვა ქსოვილებს, რის შედეგადაც ვითარდება ღვიძლის ციროზი,
კატარაქტა, ზიანდება თირკმელები,თავის ტვინის ნეირონები.

ქრომოსომული დაავადებების პათოგენეზის თავისებურებები.
ამ დაავადებათა დამახასიათებელი თავისებურებაა მორფოგენეზის ადრეული დარღვევები, რომლებიც ვლინდება უჯრედთა გაყოფისა და მომწიფების, მათი მიგრაციისა და დიფერენციაციის პერიოდში, რაც განაპირობებს სხვადასხვა ორგანოებისა და ქსოვილების მრავალრი
ცხოვანი დეფექტების ჩამოყალიბებას. გამოყოფენ ქრომოსომული დაავადებების განვითარების ეფექტების სამ ტიპს. სპეციფიკური ეფექტები დაკავშირებულია სტრუქტურული გენების ცვლილებებთან, რომლებიც აკოდირებენ ცილების სინთეზს (უნიკალურს ნებისმიერი ქრომოსომისათვის). ტრისომიების შემთხვევაში მათი რიცხვი იზრდება, მონოსომიების შემთხვევაში – კლებულობს. ნახევრადსპეციფიკური ეფექტები ქრომოსომული დაავადებებისას განპირობებულია გენების რიცხვის ცვლილებებით, რომლებიც გენომში ასლების დიდი რიცხვითაა წარმოდგენილი (მაგალითად, რიბოსომული, ჰისტონური, კუმშვადი ცილები და ა.შ.). არასპეციფიკური ეფექტები ვლინდება ქრომოსომული აბერაციების სახით და შეიძლება გამოწვეული იყოს ჰეტეროქრომატინის შემცველობაში არსებული ცვლილებებით, რომელიც მნიშვნელოვან
როლს ასრულებს უჯრედის გაყოფისა და ზრდის პროცესებში. ქრომოსომების ჰეტეროქრომატული რეგიონების სიჭარბეს ან ნაკლიანობას შესაძლებელია არ ჰქონდეს კლინიკური გამოვლინება. მათგან განსხვავებით ეუქრომატინის ნაკლიანობა ყოველთვის უნიკალური გენების დაკარგვას განაპირობებს. ქრომოსომული მასალის სიჭარბე ნაკლებად მნიშვნელოვანია მის ნაკლიანობასთან შედარებით. მაგალითად,
ერთ-ერთი აუტოსომიური ქრომოსომის დაკარგვით შეუძლებელია კვერცხუჯრედის იმპლანტაცია საშვილოსნოში. ამავე დროს ცნობილია ქრომოსომული სინდრომები, რომლებიც განპირობებულია ტრისომიებით სხვადასხვა ქრომოსომების მიხედვით.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)