#53177651 · 29 Jul 2018, 19:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არწივი9
QUOTE | აი ტიპიური სცენა თბილისის ქუჩებში. მიუხედავად იმისა რომ მიწისქვეშა გადასასვლელი 20 მეტრში იყო ეს ნაკლებადგანვითარებული მოქალაქე ქალაქის თავარ ქუჩას ის ჭრის ვითომც არაფერი! მანქანა რომ დაეჯახოს ვინ უნდა აგოს პასუხი? ჩემი აზრით ასეთ დროს როცა ფეხით მოსიარულე აშკარად არღვევს წესებს მძღოლი არანაირად არ უნდა დაისაჯოს, კანონში რა წერია ამ მხრივ?
|
მანქანა რომ დაეჯახოს საქმე წავა გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით გაუფრთხილებლობას აწვება სახელმწიფო ბრალდების მხარე მძღოლი ამტკიცებს რომ მას არ დაურღვევია წინდახედულობის ნორმა ახლა ეს რომ გავაერთიანოთ, მძღოლს თუ შეეძლო და ევალებოდა ემოქმედა ისე, რომ შედეგი არ დამდგარიყო და ამას არ გააკეთებს რატომ არ უნდა დაისაჯოს?
ამასთან, მძღოლს ვერასოდეს ექნება უპირატესობა, რადგან ის არის მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელი, რომელსაც უფრო მეტი სიფრთხილე მართებს (კანონდებლობით), ვიდრე ქვეითად მოსიარულეს. მე თვითონაც მაქვს მანქანა და მეც ანალოგიური პრობლემები მაწუხებს, თუმცა, ნორმატიული რეალობა მხოლოდ ერთი მხარის ინტერესებზე არ უნდა იყოს მორგებული.
This post has been edited by nnn_lll on 29 Jul 2018, 19:42
|