elodinვიზა რთული საკითხია აქ. კომპანიამ უნდა მოგცეს სპონსორშიპი. ანუ სამუშაო ვიზის აღებაში მოგეხმაროს. რთული იმიტომ არის რომ კომპანიამ ამაში რაღაც თანხა უნდა გადაიხადოს და ბევრს არ აწყობს რა..
თუმცა ისეთებიც ბლომად არიან რომლებსაც აწყობთ. მოკლედ ძებნა უნდა.
აქ სამსახურის შოვნის პროცედურა ასეთია - დარეგისტრირდები მაგალითად monster.co.uk -ზე და სხვადასხვა დამსაქმებელი სააგენტოები გირეკავენ ყოველდღე, გთავაზობენ სხვადასხვა ვაკანსიებს. ჯერ გეკითხებიან იმას თუ სად და რაზე გირჩევნია მუშაობა. მაგალითად რა ენაზე, ან კიდევ რა ფრეიმვორქზე / ტექნოლოგიაზე. და ამის მიხედვით გთავაზობს რაღაცეებს რა. ანუ დამოკიდებულება სხვანაირია - აქეთ ცდილობს რომ მოგაწონოს კომპანია და დაგაინტერესოს.
ინტერვიუ ძირითადად 3 ნაწილიანი არის ხოლმე. პირველი - სატელეფონო ინტერვიუ სადაც ძალიან ზოგად კითხვებს გეკითხებიან (ტექნიკურს) და ძირითადად აინტერესებთ შენი გამოცდილება, რა პრობლემა როგორ გადაჭერი და რატომ.
შემდეგ უკვე პირისპირ გასაუბრება და ტესტი ან კიდევ online ტესტი. როგორც წესი მინიმუმ 1 საათიანი ტესტი არის ხოლმე. თუმცა 3იანიც მქონია. თუ წარმატებით გაივლი ამ ეტაპსაც, მერე უკვე ბოლო შეხვედრა ან სატელეფონო გასაუბრება არის იმისთვის რომ კომპანიამ კვლავ თავი მოგაწონოს და გეუბნება რას შეიძენ ამ კომპანიაში მუშაობის დაწყებით და რა დადებითი მხარეები აქვს კომპანიას შენთვის, როგორც პროგრამისტისთვის.
ენებს რაც შეეხება, ბექზე php და ruby არის ძალიან პოპულარული. სააგენტოს სტილის კომპანიაში თუ იმუშავებ, php (OOP და რამდენიმე ფრეიმვორქთან მუშაობის გამოცდილება), jQuery და sass შორს წაგიყვანს.
თუკი რაღაც პროდუქტ / სერვის სტილის კომპანიაში გადაწყვეტ, react + redux + react native და tdd / bdd კარგ სამსახურს გაშოვნინებს.
ზოგადად ჯავასკრიპტზე და node-ზე ბუმია.
ჯს-ში დღეს პოპულარული ფრეიმვორქებია react და vue. ხოლო php-ში zend, laravel და symfony.
CoderiotGeმაგარი ძალიან
განსხვავება სააგენტოსა და პროდუქტ / სერვის სტილს შორის არის ის რომ სააგენტოში ბევრ პროექტზე მუშაობ და შეგიძლია 'მიაფუჩეჩო' საქმე ალაგ ალაგ.
პროდუქტ / სერვის სტილის კომპანიაში კიდევ 1 პროექტზე მუშაობ და ცდილობ რომ დახვეწილი იყოს ყველანაირად, ყველაფერი. სამუშაო უფრო ადვილია, ანუ დედლაინები უფრო გრძელ ვადიანია და მთავარი კონცენტრაცია არის იმაზე რომ უფრო სწრაფი და ხარისხიანი იყოს პროდუქტი / სერვისი და შესაბამისად კოდი. ამისათვის რა თქმა უნდა სულ რაღაც ახალს უნდა სწავლობდე და ეს იცის კომპანიამ. და ამიტომაც გიფინანსებს ნებისმიერი სახის სწავლას რასაც მოისურვებ. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება მაგალითად egghead.io -ზე account, რაიმე წიგნი თუ რაიმე კურსი ყოველ მეორე დღეს, ნახევარი დღე.
აქ კომპანია არის ჯერ საიტი და მერე ოფისი. საქართველოში სამწუხაროდ პირიქით..