#38087687 · 20 Sep 2013, 18:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რა ეტაპზე ხარ დაწერე. სულ ნოლიდან იწყებ? ჯერ მომწოდებლები უნდა ნახო პროდუქციას გაეცნო. შეადარო საქართველოში ანალოგიური რა პროდუქტებია. ფასები უნდა შეადარო ტრანსპორტირება განბაჯება მოგების გათვალისინებით ამის მიხედვიტ აარჩიე შესაკვეთი პროდუქცია, მინიმუმ 1 კონტეინერი უნდა წამოიღო. გარკვეულ პროდქციაზე ფიტო სანიტარული კონტროლი და შეზღუდვებია და ეგ გაითვალისწინე.
აუცილებლად გჭირდება დასასაწყობებელი ადგილი შეიძლება მაცივრით. გაითვალისწინე გზას რა პერიოდი უნდა და ვადებთან ფრთხილად იყავი.
შეგიძლია საბოლოოს რეალიზაციის 2 სახეობიდან აარჩიო. 1 გახსნა მაღაზია ექსკლუზიური პროდუქციით. 2 მოახდინო დისტრიბუცია არსებულ ქსელში
მეორე შემთხვევაში კონკურენცია ძალიან სერიოზულია და ადგილის დამკვიდრება სერიოზული სარეკლამო კამპანიის გარეშე თითქმის შეუძლებელი. პირველ შემთხვევაში უფრო ნელა წახვალ წინ მარა რაღაც პერიოდში გაიჩენ შენ მომხმარებელს და მერე შეიძლება დისტრიბუციაზე ფიქრიც.
რა ეტაპზე ხარ, როგორ წარმოგიდგენია განვიტარება დაწერე და გეტყვი რაღაცეებს მქონია ახლო შეხება
|