გამარჯობა,
პირველ რიგში მინდა იცოდეთ, რომ ეს თემა და პოსტი არის ინფორმაციული ხასიათის და არც ჩივილს ვაპირებ კრისტალბეთთან და არც არაფერს... უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ აღნიშნულ პოზიციაზე არ ითამაშოთ ამ საიტზე...
როგორც იცით გუშინწინ საქართველო - ჩრდ. მაკედონიის თამაში იყო, სადაც 2:0 მოვიგეთ და გილოცავთ...
პირველი გოლი გაიტანა, მიოვსკიმ საკუთარ კარში და მეორე კვარაცხელიამ...
ოფიციალურ და არაოფიციალურ საიტებზე, ვაბშე ყველგან წერია, რომ კვარაცხელიამ ასისტი გააკეთა ავტოგოლის დროს... ცოტა დამაბნეველია ხო? არც მე ვიცოდი ითვლებოდა თუ არა...
მთელი ორი დღე ვარკვევდი და აღმოჩნდა რომ ასისტი ასისტად ითვლება...
კრისტალბეთზე მქონდა პოზიცია ხვიჩას 0.5+ ასისტი, რომელიც არ ჩამითვალეს... დღეს ჯერ მივიწერე და მითხრეს რომ uefa.com-ის მიხედვით იხდიან ამ პოზიციას და არ მეთვლება...
შევედი ამ საიტზე და ასისტი ასისტობას აქაც რა თქმა უნდა... ამასობაში ჩათი დამიხურა ოპერატორმა, მეორედ ვცადე მიწერა და ეგრევე დამიხურეს და დავრეკე... ოპერატორმა ამიხსნა რომ ავტოგოლისდროს არ ითვლება მათი წესების მიხედვით... ვუთხარი ავტოგოლის წესები მანახე მეთქი და მანახეს ეს, სადაც ასისტზე საერთოდ არაა საუბარი... ანუ ასისტი მათივე წესების მიხედვით ასისტობს, რადგან არ უწერიათ რომ არ ასისტობს...
ეს ფლეშსქორი (არაოფიციალური)
ესეც uefa.com (ოფიციალური)
და ესეც გაწითლებული ბილეთი...
სხვა ოფიციალური და არაოფიციალური საიტები თქვენ ნახეთ და დასკვნაც თქვენ გამოიტანეთ...
* * *
ასევე ასისტებზე აქვთ მხოლოდ ერთი პუნქტი, რომელიც ჩემს პოზიციას ამართლებს...