#58451682 · 6 Oct 2021, 02:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თუ რა კაცია ალექსის ზორბასი, ყველაზე კარგად ამ ეპიზოდში დავინახე.
"ჩემში არის ეშმაკი და ყვირის, რასაც მიბრძანებს ყველაფერს ვაკეთებ. ყოველთვის, როცა სული მეხუთება, ის ყვირის: "იცეკვე!", - და მეც ვცეკვავ. და ასე მომეშვება ხოლმე! ერთხელ, როცა ჩემი პატარა შვილი გარდაიცვალა, მაშინაც ავდექი და ცეკვა დავიწყე. ნათესავები და მეგობრები, რომლებიც ხედავდნენ თუ როგორ ვცეკვავდი ცხედართან, მოცვივდნენ ჩემს გასაჩერებლად. "ზორბა შეიშალა! - ყვიროდნენ ისინი - ზორბა შეიშალა!" მე კი იმ წუთში რომ არ დამეწყო ცეკვა, ალბათ უბედურებისგან შევიშლებოდი. ის ჩემი პირმშო იყო, სამი წლის იყო, და ვერ გადავიტანდი მის დაკარგვას. გესმის, მასპინძელო, რასაც გიყვები, თუ კედელს ვესაუბრები?"
This post has been edited by გველისფერი_გიორგი on 6 Oct 2021, 02:14
--------------------
"უყვარდა ხილვა: რქანაყარი გველი რომ იხდის პერანგს ცხელ რიყეზე..."
|