მერამდენე თვეა უკვე გარეთ არ გავდივარ.
მოწყვეტილი ვარ საერთოდ თითქმის ადამიანებს და გარესამყაროს.
გარეთ გასვლის ფობია ჩამომიყალიბდა. მაღაზიაში გავედი გვიანღამით და რო შევედი და ადამიანები დავინახე რაღაცნაირად უცხოდ ვიგრძენი თავი.
მეგონა ყველა მე მიყურებდა და ცოტა დავიბენი. სწრაფად ვიყიდე რაც მინდოდა და მალე გამოვედი.
რაღაცნაირი უცნაური განცდა იყო ყველაფერი მეუცხოვა..
შიშის მომენტიც იყო. აგრესიული გავხდი და ოდნავ ხელებიც ამიკანკალდა.
აქამდეც არ ვიყავი ადამიანების მოყვარული მაგრამ გარეთ გასვლის პრობლემა არ მქონია.
შიშებზე ხო საუბარიც ზედმეტია. ეს შიშები არ ვიცოდი და ახლა დამეწყო..