მოკლედ, რაც მონტელა "ვიცავი" და რაც კი დამაიმედებელი დავინახე ყველაფერი ცხვირში ამომადინა ამ 1 კვირაში.. ინტერ-რომას გამო ფეხებით ვერ დაკიდებდი, თამაშში ვიყავით ტოლ-სწორად და გუნდს ვგავდით მარა ბოლო 2 თამაში კატასტროფა იყო და შარშანდლისგან არაფრით განსხვავდებოდა. ყველაზე ცუდი ისაა, ასეთი უსახური დღის მერე რომ გამოდის და თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ, შედეგით არაო ამბობს
მანდ ხვდები სად აქვს ტიპს ჭერი...
ალეგრის მერე მოყოლებული ყველა მწვრთნელი მინდა 15 წუთით დავისვა და ერთი და იგივე ვკითხო: ერთი კაცი რომ ბურთს მიიღებს დანარჩენები ისე რატომ იშლებიან, რომ ვერანაირი გზით ვერ მიაწვდი ბურთს? ბურთი რო შენს ნახევარზეა, 4 კაცი იმათ საჯარიმოს ხაზსს რატო აწვება? აი, კონკრეტულად მაინტერესებს, რა ჩანაფიქრია, როგორ მუშაობს ეს სქემა, რომ განაპირა მცველი უხერხულ სიტუაციში ბურთს იღებს და იმის მაგივრად შემოიწიოს ყველა, კომპქატურად იმოძრაოს გუნდმა, თავგუდმოგლეჯილი გარბის ყველა სადღაც მიუწვდომელში...
ან ამ ტემპში თამაშის აზრი რა არის? ხო ხედავ ამხელა დაშორებებით და ასეთი ტემპით ჯენოაც კი მეკარემდე გპრესავს და გხურავს და ცალკე წუნს იწვევს... რა პლუსი შეიძლება ჰქონდეს სიარულით გადადგილებას? ან ის ხო ყველაზე მინიმუმია ეს დედა აფეთქებული, რომ ტრაკზე დახიო, ჩაჯმამდე არბენინო, პრესო, 90 წუთი ადუღო იმენა და შენი ნაკლოვანებები მაგით მაინც გადაფარო? კონტეს რა გუნდი ჰყავდა პირველ წელს? მარა 90 წუთი ფეხში ეჯდნენ, ქოფაკებივით დარბოდნენ და შეცდომებს აშვებინებდნენ, უდიდესი მუხტით იბრძნობდნენ ყოველ სანტიმეტრზე იმენა... უბურთოდ მოძრაობდნენ ხაზავდნენ იმენა, სამკუთხედებს აკეთებდნენ ელემენტარულს. სხვა თუ არაფერი გამოგდის, ეს ხომ მინიმუმია რაც შეგიძლია ქნა...
სანი წერს კონტე გაგდებას ელოდებაო და ეგრე თუ მოხდა და არ მოვიყვანეთ არ ვიცი მაშინ მაგარ შარში ვყოფილვართ. სხვა ყველა შემთხვევაში მონტელა უნდა დარჩეს.
ბონუჩი რო არ დაგვცემოდა ნეტა რა მოხდებოდა? მაგ 40 მილიონს ფორვარდში გაისვრიდნენ, წინ 5 გოლი მაინც ექნებოდა ვიღაცას გატანილი და უკან ამ გამოგონებების გარეშე რომანიოლი და მუსაკიო ვინ იცის რამდენად უკეთ დალაგდებოდა... პრობლემის მეტი ჯერ არაფერი მოუტანია ამის ტრანსფერს. და ეს აჰა ძმაუ სამკლაური თუ ჩემი ბრალია უყლევესი ქცევაა თუ მართალია...
წითელი იყო 100%-იანი და დაჟე ბანსაც ველოდებოდი... ძალიან საჭირო დროს დაგვაღალატა, სადაც წაგება შეიძლებოდა მოვახერხეტ უკვე და ასეთი კრიზისის დროს 100% მოსაგებ თამაშში მარტო ასე თუ დავკარგავდით ქულებს, მშვენიერი იყო.
წინ ძაან ცუდ დღეში ვართ, ფორვარდი არ გვყავს ფაქტობრივად. კალინიჩი საზიზღარ ფორმაშია, დაუკუჭა და დაუჭრა სუსოს ბურთები გუშინ
ვიღაც დუბლს გააკეთებდა მანდ.
ამან კიდევ როდის უნდა დაასრულოს ეს სასტავის და ტაქტიკის ძიება? ვერავინ ვერ შევიდა ფორმაში ასე გამუდმებული ცვლილებით... ფორვარდები განსაკუთრებით... როდის კალინიჩი აკრეფს ამ ტემპით რამეს... დახატული ბურთები ელემენტარულად ვერ დაამUშავა იმდენად ამოვარდნილია ხოდიდან...
უფრო შორს არც ვიყურები ჯერ... მე იმის იმედად ვიყავი თავიდანვე, რომ ამხელა ფულს ნაუგზე ვინ გიჟი ჩადებსთქო ვფიქრობდი... ფასონე კიდევ ცალსახად ჩინეთის ბაზარზე სამუშაოდ დაარჭვეს. იქ სულ 2 კვირაა მილან ჩაინა დაიწყო და აკადემია გაიხსნა, წამოვა ალბატ ინფორმაციები. წარმომავლობის არ გაცხადების სხვა მიზეზებიც იწერებოდა შარშან გაზაფხულზე... ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ბევრი ნამაიმუნარი ქონიათ ადრე რაღაც ბიზნესებს ამოფარებულებს კანონგარეშე... უფრო ასეთი ვერსია მგონია ვიდრე ის რომ არ იცის რა გააკეთეს და ჩაჯმულები არიან.
ცალკე ბერლუსკონი ამდენი წელი იმას გაიძახდა წესიერ პატრონს უნდა ჩავაბარო გუნდი ან არ გავყიდიო და რას ფიქრობდა რო ყიდდა მაშინ?
სატრანსფეროზე იმავე აზრზე ვარ- კარგი ბაზარი იყო იმის გათვალისწინებით თუ რა გაბერილი ფასებია და რა დეფიციტია ხარისხიანი ფეხბურთელების(ვისი ფასიც 30-დან არ იწყება). ამ ეტაპზე დაუტესტავ ტალანტებზე გარისკვა სისულელე იყო და არჩევანი გააკეთეს იდეაში სანდო, სოლიდურ ტიპებზე რომლებიც რაღაც ლეველს არ ჩამოცდებოდნენ სტაბილურად... გარდა 10 ნომრისა ჩემი აზრით... და ფორვარდში პროსტა გავიჭედეთ, რომ ბონუჩი მოვიდა, სილვა აკვანში წევს და კალინიჩი ტყემლის ხეზე.
დანარჩენი დალაგებადი მგონია და ამ ფეხბურთელების ხარისხში ეჭვი მაგდენად არ მეპარება, რა შედეგებიც ჯერ აქვთ... პროსტა ძაან მურტალია, მთელი გუნდი გუნდურად რომ არასწორად თამაშობს, არასწორად გადაადგილდება, ინდივიდუალურად რამე განსაკუთრებული გამოჩნდე და პირიქით, არ დაყლევდე. რატოა რო ყველა აქ ###ვდება და ელემენტარულ შეცდომებს უშვებს რომ მოდის? ცალკე გუნდის ხასიათი არაა, მენტალიტი ტრაკშია და ეს ყველაფერი რო აკუმულირდება ###ვდები მოქმედებებშიც.
ნუ 1-2 ასეთი თამაშიც და სხვების შედეგების ფონზე საბოლოოდ გადაიწურება 4-ეულის შანსები პირველივე 10 ტურში.
ასეთი წელი, რომ ამდენი გუნდი ასე მომზადებული შეხვედრილიყო სეზონს არ მახსენდება... თან მეორე ნახევრის გუნდები საზიზღრად არაკონკურენტუნარიანი არიან, გარანტირებული 3 ქულა არიან 4-ეულის გუნდებისთვის... და ასეთ დროს დიდებთან წაგებას მოითმენს კაცი ღირსეული თამაშით და გასაგებია ამ ეტაპზე.. მაგრამ უსახური ფეხბურთით ჯენოებთან ქულების კარგვა კატასტროფაა...
რავი, იმედს ვიტოვებ გამოაგდებენ მართლა კონტეს ის ###ები , თუ არადა ვაბშე არ აიჭრება მონტელა და არ გაექცევა ხელიდან სიტუაცია... ისეტებს ბოდავს უკვე დაშოკილია მგონი
სოუსა, მაცარი და გატუზო კატასტროფა იქნება... ეგ შეცდომა არ დაუშვან