forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (13) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სათვალე, ლამაზი და აუცილებელი აქსესუარი
sallli1
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12685
წევრი No.: 123257
რეგისტრ.: 3-November 10

გამოგზავნილია: 9 Dec 2013, 12:36  #39016408      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოვძებნე და აღმოვაჩინე რომ თემა არ ყოფილა ასეთ საჭირო აქსესუარზე - სათვალეზე

თემაში შეგვიძლია ვისაუბროთ როგორც მზის ასევე ოპტიკურ სათვალეებზე
რამდენიმე რჩევა ოპტიკურ სათვალესთან დაკავშირებით
სათვალე ბევრი ქალისთვის სტილის განუყოფელი ნაწილი ხდება. ხშირად ოპტიკურ სათვალეს მხოლოდ იმიჯის შესავსებად იყენებენ. იმ ადამიანებს კი, რომლებსაც ნამდვილად სჭირდებათ იგი, ხშირად აქვთ კომპლექსი და ცდილობენ, სათვალე საერთოდ არ ატარონ. როგორც სათვალე

სათვალე ტარების საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად დროულად უნდა შევარჩიოთ და ვატაროთ იგი, თვალი უფრო რომ არ დაზიანდეს: “სათვალე ექიმმა უნდა შეგირჩიოთ, მისი თვითნებურად შერჩევა დაუშვებელია. არასწორად შერჩეული სათვალე ვნებს მხედველობას”. ოფთალმოლოგი ამბობს, რომ ადამიანმა საკუთარი თავი უნდა დაარწმუნოს სათვალის საჭიროებაში და შეეცადოს, სწორად შეარჩიოს სტილი, რომელიც მოუხდება.
ოპტიკური სათვალის შერჩევა საკმაოდ რთული ამოცანაა. კარგად რომ გამოიყურებოდეთ, საჭიროა სათვალის ფორმა შეარჩიოთ თქვენი სახის შესაბამისად. სათვალის ჩარჩოს არჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ჩარჩოს ზედა ხაზი უნდა იმეორებდეს წარბების ფორმას. სათვალე ახდენს ცხვირის ზომის კორექტირებასაც: თუ სათვალეს თვალებთან ახლოს ატარებთ, ეს ცხვირს უფრო დიდს გამოაჩენს, ხოლო ცხვირის შუაზე დაყენებული სათვალე სიგრძეში ვიზუალურად შეამცირებს მას. სათვალის მინებმა შეიძლება გაზარდოს ან დააპატარაოს თვალის ზომა, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს მაკიაჟის გაკეთებისას. ახლომხედველების სათვალე ვიზუალურად აპატარავებს თვალს, ამიტომ მაკიაჟმა უნდა გაადიდოს იგი _ თვალები სქლად შეიღებეთ, აუცილებლად გამოიყენეთ ტუში. შორსმხედველთათვის განკუთვნილი სათვალე კი თვალს ვიზუალურად ადიდებს და ამობურცულ იერს აძლევს, ამიტომ თვალები უფრო სუსტად და ბუნებრივად უნდა შეიღებოთ, უკეთესია გამოიყენოთ მშვიდი ტონები და უარი თქვათ კაშკაშა ფერებზე.


ახლა რაც შეეხება მზის სათვალეს ცოტა დიდი სტატიაა ამიტომ სპოილერში ჩავსვამ


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image


--------------------
^_^
ma1ka
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1317
წევრი No.: 144019
რეგისტრ.: 7-March 12

გამოგზავნილია: 11 Dec 2013, 13:36  #39040885      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მომწონს ეს თემა. მე მაქვს გამოწერილი მხედველობის სათვალე მაგრამ ვერ ვგუობ sad.gif არადა საკმაოდ ძვირი გადავიხადე ჩარჩოში და დიდხანსაც ვარჩევდი.
რაც შეეხება მზის სათვალეებს ამ ბოლო დროს მანია დამეწყო მგონი, რამდენიმე ფერის და ფომის მაქვს, მიყვარს სამოსის მიხედვით სათვალის არჩევა და შეხამება.
sallli1
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12685
წევრი No.: 123257
რეგისტრ.: 3-November 10

გამოგზავნილია: 11 Dec 2013, 14:26  #39041420      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ma1ka
ოპტიკური სათვალე მჭირდება მე და ასე თუ ისე ვერ ვხმარობ, ნეტა ნაკლები კომპლექსი მქონდეს givi.gif
ma1ka
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1317
წევრი No.: 144019
რეგისტრ.: 7-March 12

გამოგზავნილია: 11 Dec 2013, 15:27  #39042157      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
sallli1
არადა ზოგს არ ჭირდება და რა მშვენივრად ირგებს. smile.gif ისე რომ შეარჩიო ისეთი რომელიც ისე ძაან მოგიხდება რომ გაგიჟდე და გადაირიო, მოიხსნი მაგ კომპლექსს biggrin.gif
sallli1
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12685
წევრი No.: 123257
რეგისტრ.: 3-November 10

გამოგზავნილია: 11 Dec 2013, 15:34  #39042226      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ma1ka
QUOTE
ისე რომ შეარჩიო ისეთი

ადრე მქონდა მიუ მიუს სათვალე user.gif
გამიტყდა, ისე რომ აღარ კეთდება sad.gif
როგორ მომწონდა love.gif
>>levani9<<
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9971
წევრი No.: 18006
რეგისტრ.: 10-March 06

გამოგზავნილია: 11 Dec 2013, 16:09  #39042687      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მაგრად არ მიყვცარს სათვალე მაგრამ სამწუხაროდ ზაფხულში მზის სათვალის ტარება მიწევს. იმიტომ რომ მაგარი მზე მტკენს თვალებს.


--------------------
Power of Dream V TEC
The Beauty of All-Wheel Drive
cheese1
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1941
წევრი No.: 108108
რეგისტრ.: 1-January 10

გამოგზავნილია: 11 Dec 2013, 21:21  #39046753      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

user posted image
sallli1
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12685
წევრი No.: 123257
რეგისტრ.: 3-November 10

გამოგზავნილია: 2 Jan 2014, 16:02  #39288115      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ყველაფერი კონტაქტური ლინზების შესახებ

ერთმნიშვნელოვნად ნამდვილად ვერ იტყვი, რომელი სჯობია – კონტაქტური ლინზები თუ სათვალე, მაგრამ ერთი რამ უდავოა: კონტაქტური ლინზები გაცილებით მოხერხებულია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სათვალე ყველას როდი უხდება!
თუ მხედველობას უჩივი და ოფთალმოლოგი გარწმუნებს, რომ კონტაქტური ლინზები გჭირდება, ის დროა, თვალები ფართოდ გაახილო და ნამცეცა საგანი თვალის ლორწოვან გარსზე მოირგო.

ლინზა თვალში ჩაიცურე, მაგრამ ვერ ეგუები? დროს ნუ დაკარგავ, შეიცვალე! მცდარია წარმოდგენა, თითქოს ლინზებს თანდათანობით უნდა შეეგუო. დაიხსომე: 15 წუთიც კი საკმარისია, რომ მიხვდე, საშენოა თუ არა ისინი.
ლინზების შერჩევა მეტად საპასუხისმგებლო პროცედურაა, რომელიც აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობით უნდა წარიმართოს. სხვაგვარად, დისკომფორტს რომ თავი დავანებოთ, შესაძლოა კერატიტი (რქოვანას ანთება) ჩამოგიყალიბდეს. იგივე შეიძლება დაგემართოს, თუ ლინზებს საჭიროზე მეტხანს ატარებ.
რაკი ლინზების ვარგისობის (უტილიზაციის) ვადაზე ჩამოვარდა ლაპარაკი, გეტყვი, რომ პირველი ლინზა ერთწლიანი იყო. შემდეგ უფრო უკეთესი ხარისხისა და მოკლევადიანები გამოიგონეს. დღესდღეობით შეგიძლია შეიძინო ნახევარწლიანი, რამდენიმეთვიანი, ერთთვიანი, ორკვირიანი და ერთდღიანი ლინზები. ის კი არა, თვალის ექიმები ირწმუნებიან, რომ ახლო მომავალში ყველა, ვისაც მხედველობის კორექცია დასჭირდება, მხოლოდ და მხოლოდ ერთდღიან ლინზებს გამოიყენებს. მათ რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. აი, მაგალითად:
. ერთდღიან ლინზებს ყველაზე მგრძნობიარე თვალიც კი იოლად ეგუება, რადგან ისინი კარგად ატარებს ჟანგბადს.
. მათ განსაკუთრებული მოვლა და საღამოობით სპეციალურ სითხეში მოთავსება არ სჭირდება. მოხერხებულია მგზავრობის დროსაც – მათი შესანახი კონტეინერისა და სასტერილიზაციო სითხის თან წაღება აღარ მოგიწევს.
. ერთდღიანი ლინზები მისწრებაა მათთვის, ვინც ეს-ესაა მათი მოხმარება დაიწყო: გამოუცდელმა ადამიანმა მორგებისას ლინზა შეიძლება დააზიანოს. დასანანია, როდესაც ექვსთვიანი ლინზა ზიანდება, თორემ როდესაც საქმე ერთდღიანს ეხება, პრობლემა ფაქტობრივად არ არსებობს: გაიხა? აიღე ახალი და ხელახლა მოირგე!
ალბათ გსმენია, რომ ლინზები ორგვარია: მყარი და რბილი. ამჟამად უპირატესობას მეორეს ანიჭებენ, თუმცა სპეციალისტები იმასაც ამბობენ, გათანამედროვეებული მყარი ლინზები არანაკლებ ეფექტური და მოხერხებულიაო. ნებისმიერ შემთხვევაში, მათი შერჩევისას ექიმის რეკომენდაცია გაითვალისწინე.
თუ ლინზების ტარება გადაწყვიტე, რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას ჩვენც მოგცემთ:
. არასდროს მოირგო სხვისი ლინზები.
. თუკი ლინზის სასტერილიზაციო სითხეში ჩადება დაგავიწყდა და გამოგიშრა, გადააგდე. სინოტივის აღდგენას ნუღარ ეცდები – ლინზა უკვე უვარგისია.
. ნებისმიერი აეროზოლის (სუნამოს, დეზოდორის) გამოყენებისას თვალები დახუჭე.
. ლინზების ტარებისას არ არის რეკომენდებული კვამლით გაჟღენთილ, მტვრიან შენობაში ხანგრძლივად ყოფნა.
. ლინზები უმჯობესია მაკიაჟის წასმამდე მოირგო.
. ლინზების შესანახი კონტეინერი მუდამ სუფთა უნდა იყოს. სასურველია, ის წელიწადში 3-4-ჯერ მაინც გამოცვალო
bako3333
BABU


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 56
წევრი No.: 74420
რეგისტრ.: 13-November 08

გამოგზავნილია: 2 Jan 2014, 19:15  #39289637      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გთხოვთ მირჩიეთ სად შეიძლება თბილისში ვიყიდო ნორმალური სათვალე. კი ვიცი მაღაზიები მაგრამ გარტყმაში არ ვარ რომელია ნორმალური. რეიბანების ყიდვა მინდა საჩუქრად და არ მინდა რაღაც ხლამი შემომტენონ.
sallli1
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12685
წევრი No.: 123257
რეგისტრ.: 3-November 10

გამოგზავნილია: 4 Jan 2014, 16:45  #39308445      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
sallli1
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12685
წევრი No.: 123257
რეგისტრ.: 3-November 10

გამოგზავნილია: 19 Jan 2014, 00:02  #39488436      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image
user posted image
cheese1
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1941
წევრი No.: 108108
რეგისტრ.: 1-January 10

გამოგზავნილია: 19 Jan 2014, 14:24  #39493458      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

user posted image

user posted image
aleqsandre777
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 343
წევრი No.: 114939
რეგისტრ.: 2-May 10

გამოგზავნილია: 7 Apr 2014, 12:06  #40492514      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ ვეძებ სათვალეს და ვერსად ვიპოვე ან როგორ ჩამწერო რო ეგეთი ამომიგდოს ძაან უცხოა ანუ რაც ფოტოზეა ისეთი სტილის ტყავები აქვს გვერდებზე ოგონდ მრგვალი ესეთი სტილის შუშები არა რეი ბანის ან რამე უკეთესი თუ იცით დამიყარეთ ფოტობი ძაან გთხოვთ

მიმაგრებული სურათი
__1.JPG


--------------------
keane
coldplay
muse
the killers
empire of the sun
nickelback
daft punk
:-)
makunia11
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 151
წევრი No.: 183793
რეგისტრ.: 25-March 14

გამოგზავნილია: 7 Apr 2014, 12:28  #40492745      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე ძაან მომწონს სათვალიანი ბიჭები,ოღონდ კარგი სათვალითsmile.gif
skwa
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 127
წევრი No.: 184119
რეგისტრ.: 31-March 14

გამოგზავნილია: 7 Apr 2014, 12:42  #40492906      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ასეთი მინდა, .................................................

მიმაგრებული სურათი
11111111111111.jpg
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (13) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0333 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]