Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კლასიკური მუსიკა > 17 საგუნდო განწყობილება...


Posted by: დათიკო 4 Jun 2008, 00:48
ხოოდა
მოგეხსენებათ, ბატონებო, რომ ადრე, კომუნისტების პერიოდში ჩვენთან საბავშვო გუნდები ასრულებდნენ ხოლმე კლასიკურ საგუნდო ნაწარმოებებს, ოღონდ რუსულად...
და აი, კომპოზიტორმა (და ჩვენმა თანაფორუმელმა) ნინო ჯანჯღავამ ეს საგუნდო ნაწარმოებები გადმოთარგმნა ქართულად და პროექტის სახით შეიტანა კულტურის სამინისტროში. ხოოდა, ჰოი საოცრებავ, დააფინანსეს! bis.gif
ამ 17 სიმღერას ასრულებენ სხვადახვა სამუსიკო სკოლის ბავშვები. მათ შორის შალვა მოსიძის (ნინო წიკლაურის) გორის საბავშვო გუნდიც.
მე მინდა მოგიწვიოთ ამ მშვენიერ კონცერტზე, რომელიც გაიმართება 7 ივნისს 2 საათზე ტექნიკური უნივერსიტეტის II კოროპუსის მე 3 სართულზე
შესრულდება მოცარტის, შოსტაკოვიჩის, ბახის, შუბერტის, ჰაიდნის, შუმანის, ბეთჰოვენის და ა.შ. კომპოზიტორთა ნაწარმოებები.
უკვე დაიბეჭდა კრებული, სადაც შესულია ეს ნაწარმოებები. ჩაიწერა დისკიც.
დარწმუნებული ვარ საკმაოდ საინტერესო კონცერტი გელით.
მესმის, რომ ეს ინფორმაცია აფიშაში უნდა დამეპოსტა, მაგრამ მოდერს ვთხოვ გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ ამ პროექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
დროა ბავშვებმა შეასრულონ მუსიკა და არა ის მარაზმი რასაც ატენიან მუსიკალურ სასწავლებელებსა თუ სტუდიებში.

აქვე გთავაზობთ ერთ-ერთ ჩანაწერს, რომელიც შესრულდება კონცერტზე:
ორლანდო ლასო - "http://www.alldrives.ge/main/linkform.php?f=ca4535a137ccb4c0" (ამ გუნდის მონაწილეები ყველაზე უფროსები არიან, დირიჟორი ასევე ჩვენი თანაფორუმელი lotos ია smile.gif )



Posted by: Fitzcarraldo 4 Jun 2008, 19:44
და-ძმა ფორუმელებს !

ნინამ და დათიკომ დამიტოვეს ზემოთხსენებული კონცერტის მოსაწვევები.

აქედან, ერთი მეკუთვნის მე, მეორე ტემპერას, მესამე-მეოთხე შარლსა და ინანას, ათი მოსაწვევი კი თქვენია biggrin.gif

მსურველებმა დაპოსტონ აქ!

Posted by: Pathetikos 4 Jun 2008, 20:11
მე მინდა. rolleyes.gif



ოღონდ ჩამკიდეთ ხელი და ისე წამიყვანეთ, თორემ აზრზე არ ვარ სად არის ტექნიკური უნივერსიტეტი. 2kiss.gif

Posted by: inana 4 Jun 2008, 21:29
Fitzcarraldo
QUOTE
აქედან, ერთი მეკუთვნის მე, მეორე ტემპერას, მესამე-მეოთხე შარლსა და ინანას,

დიდი მადლობა. smile.gif

Posted by: loza 4 Jun 2008, 22:05
დათიკო
მომილოცავს გაწეული შრომის დაფასება და კეთილი საქმის განხორციელება.
სიმართლით ყოფილიყავი გამარჯვებული.

Fitzcarraldo
მე და ანი.

Posted by: დათიკო 4 Jun 2008, 22:49
loza
QUOTE
მომილოცავს გაწეული შრომის დაფასება და კეთილი საქმის განხორციელება.
სიმართლით ყოფილიყავი გამარჯვებული.

გაიხარე smile.gif

Posted by: Fitzcarraldo 5 Jun 2008, 00:07
Pathetikos
QUOTE
ოღონდ ჩამკიდეთ ხელი და ისე წამიყვანეთ, თორემ აზრზე არ ვარ სად არის ტექნიკური უნივერსიტეტი.

loza
QUOTE
მე და ანი.



დარჩა შვიდი მოსაწევი რაა... და მოსაწვევი !

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Charles IX 5 Jun 2008, 01:09
QUOTE
ტექნიკური უნივერსიტეტის II კოროპუსის მე 3 სართულზე

ანუ ტელევიზიის პირდაპირ არა?
იმედია ზუსტად 2-ზე არ დაიწყება. დავამთავრებ 2-ზე გადაცემას და სამის 5 წუთზე მანდ ვიქნები...

Posted by: დათიკო 5 Jun 2008, 21:08
Charles IX
QUOTE
იმედია ზუსტად 2-ზე არ დაიწყება. დავამთავრებ 2-ზე გადაცემას და სამის 5 წუთზე მანდ ვიქნები...

როგორც წესი პუნქტუალურად ვიწყებთ ხოლმე კონცერტებს, მაგრამ შენს შემთხვევაში გამონაკლისს დავუშვებთ და 5 წუთს დაგელოდებით gigi.gif

Posted by: Charles IX 6 Jun 2008, 01:08
დათიკო
QUOTE
როგორც წესი პუნქტუალურად ვიწყებთ ხოლმე კონცერტებს, მაგრამ შენს შემთხვევაში გამონაკლისს დავუშვებთ და 5 წუთს დაგელოდებით

რას ამბობ, ძლივს ვიღაც გამოჩნდა ამ ქვეყანაში პუნქტუალური და მე დავარღვევინო?
დაიწყეთ დროზე და ცოტა გვიან შემოვალ...

Posted by: Fitzcarraldo 6 Jun 2008, 02:21
წეღან ქარი ამოვარდა, მილეწ მოლეწა შუშები, ეგ თქვენი მოსაწვევები ააფრიალა და თან წაიღო!


მეყოლეთ გვრიტებივით smile.gif


გუდ ბაი, აი ლავ იუ!

Posted by: დათიკო 6 Jun 2008, 09:27
Fitzcarraldo
QUOTE
წეღან ქარი ამოვარდა, მილეწ მოლეწა შუშები, ეგ თქვენი მოსაწვევები ააფრიალა და თან წაიღო!

lol.gif
ასეთი რამ მხოლოდ შენ თუ დაგემართებოდა biggrin.gif

ვისაც სურვილი ექნება დასწრების, დამიკავშირდით და მოსაწვევებს მოგაწვდით ან ადგილზე დაგხვდებით და შეგიყვანთ. smile.gif

Posted by: Fitzcarraldo 6 Jun 2008, 11:54
დათიკო
QUOTE
ასეთი რამ მხოლოდ შენ თუ დაგემართებოდა



სიზმარი ყოფილა... smile.gif
* * *
ჰა, ვინც მოდიხართ, დაწერეთ რა, მე მოსაწვევებს თან წამოვიღებ და დაგირიგებთ!
* * *
ორი საათვისთვის ხო მივდივართ?



ჰოდა, შემეხმიანეთ!

Posted by: Charles IX 7 Jun 2008, 22:09
ძალიან ნასიამოვნები და დასვენებული წამოვედი კონცერტიდან.
დიდი მადლობა.

Posted by: humanoidi 8 Jun 2008, 12:24
როგორ გადამავიწყდა. sad.gif

Posted by: Lotosi 9 Jun 2008, 00:29
ვულოცავ დათიკოს, ნინას და მარინას ამ მართლაც წარმატებულ პროექტს.... bis.gif

დღეს საბავშვო სიმღერების რეპერტუარი გარკვეულ ჩარჩოებში მოექცა,
უკვე მოსაბეზრებელია ერთფეროვანი და გაცვეთილი მელოდიები....
სეტემბრიდან საბავშვო გუნდის პედაგოგებს (და არა მარტო საბავშვო smile.gif ) ახალი პროგრამა გვექნება smile.gif

P.S. ნინა-დათიკო ველით ახალ პროექტებს smile.gif 2kiss.gif

Posted by: დათიკო 9 Jun 2008, 14:23
Charles IX
QUOTE
ძალიან ნასიამოვნები და დასვენებული წამოვედი კონცერტიდან.
დიდი მადლობა.

გაიხარე smile.gif
ძალიან მიხარია რომ მოგეწონა smile.gif
humanoidi
QUOTE
როგორ გადამავიწყდა

მაი აფერი, კიდე ვიზამთ და მერე არ გამოტოვო smile.gif

Posted by: ნინა 15 Aug 2016, 22:39
ჩვენი თარგმანების სერია გრძელდება, შარშან გადავთარგმნეთ ფრანგული კინომუსიკა, რასაც აქტიურად ვასწავლი ჩვენს მოსწავლეებ, ძალიან მოსწონთ.
წელს კი ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის ფინალი, რომელიც ბავშვებმა შეასრულეს გუშინ საბავშვო კონცერტზე
გაგრძელება იქნება

Posted by: ნინა 20 Aug 2016, 14:31
ჩვენი სასწავლო სტუდია „ბგერებთან ერთად“ იწყებს სასწავლო წელს 7 სექტემბერს
ჩენს სტუდიაში მოსწავლეები:

. განივითარებენ მუსიკალურ უნარ-ჩვევებს
. შეიძენენ საბაზისო მუსიკალურ ცოდნას
. გაივარჯიშებენ მეტყველებას
. გაიფართოვებენ ცოდნას მუსიკის ისტორიაში
. გაეცნობიან აკადემიურ მუსიკას
. განივითარებენ ჰუმანიტარულ აზროვნებას

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
პატივისცემით 218 33 47; 595 35 58 46

Posted by: ნინა 25 Aug 2016, 23:36
ევროპული მუსიკის ახალი თარგმანი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის ფინალი.
სტუდია „ბგერებთან ერთად" კიკეთის მოსწავლეების შესრულებით ხვა;, 26 აგვისტოს 17 საათზე, კიკეთში
გვეწვიეთ

Posted by: ნინა 1 May 2019, 22:24
თუ ამ საგუნდო ნაწარმოებთა შესრულების მსურველი იქნება ვინმე, მაცნობეთ და ტირაჟს განვაახლებ.
მართლა უნიკალური პროექტი გამოვიდა. მის განხორციელებაში ძალიან დიდი როლი შეასრულა არაჩვეულებრივმა ადამიანმა და კომპოზიტორმა იოსებ კეჭეყმაძემ. იმ დროისათვის კულტურის სამინისტროში მუშაობდა, ძალიან მოეწონა პროექტის იდეა და მისმა მხარდაჭერამ განაპირობა სწორედ ის, რომ ჩვენ შევძელით ამ ნოტებისა და დისკის გამოცემა-დატირაჟება.
შეგახსენებთ, რომ დისკში შესულია თბილისისა და გორის ბავშვთა გუნდების ჩანაწერები, რომლებიც ასრულებენ ამავე ნოტში შეკრებილ და გამოცემულ სიმღერებს

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)