forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (2) 1 [2]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მაღალი დონის ანტიგმირი
Heart_of_Darkness
Crazy Member


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 2201
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16

გამოგზავნილია: 24 Jan 2019, 13:19  #54115257      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (Dimitry762 @ 24 Jan 2019, 02:31 )
ისე ჯერ რომ ჩამოვყალიბდეთ და ვთქვათ რა არის გმირებში "ბოროტი" ?

რეალურ ცხოვრებაში შეგიძლია მკვეთრად გამიჯნო ბოროტება სიკეთისგან?
,,მე ნაწილი ვარ იმ ძალისა ვისაც მარად ბოროტება სწადია და სიკეთეს კი იქმნს".
მგონია, ხოლმე, რომ მათ შორის ძალიან სუსტი ზღვარი გადის. გააჩნია რომელი კუთხიდან შევხედავთ. რეალობიდან ბრეივიკი რომ აიღო დიდი დანაშაული ხომ ჩაიდინა, მაგრამ რომ ეძებო, მასშიც იპოვი საზოგადოებისადმი პროტესტს და რაღაც ისეთს რაც შეიძლება მოგეწონოს.
ჰოლივუდი უფრო პრიმიტიულ ხატებს ქმის ხოლმე, იმ იდეით,რომ ბოლოს ,,სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე".
მაგრამ თუნდაც ჰოლივუდის ჭრილშიც რომ შევაფასოთ, სპაიდერმენს და სხვა გმირებსაც ჰქონდათ ცხოვრებაში ის მომენტი, როდესაც საზოგადოებამ ზურგი შეაქციათ და ვერ განსაზღვრა სოციალურად კარგ საქმეს აკეთებდნენ თუ დამნაშავეები(ბოროტ ძალას წარმოადგენდნენ) იყვნენ.
ერთი ხუმრობა გვაქვს მარკეტინგში, ,,ქრისტეს ცუდი მარკეტოლოგი ჰყავდა, თორემ ჯვარზე არ დაამთავრებდა ცხოვრებასო". ხშირად მარკეტინგის ამბავია, როგორ მიაწვდია სოციუმს შენს იდეას, ბოროტებად აღიქვამენ თუ მხსნელად.

რორშახი კაი ტიპია, ვერ ვხვდები რას უწუნებთ.ყველას თავის მეთოდი აქვს. Avengers-სიდან მაქვს ბოლოს ნანახი,
აი, ჯოკერი კი საერთოდ, ისეთ სოციალურ ექსპერიმენტებს დგამს, ნებისმიერ სოც. ფსიქოლოგს შეშურდებოდა.
narmonana
ისედაც წასვლა მინდოდა


*********
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 30515
წევრი No.: 109310
რეგისტრ.: 15-January 10

გამოგზავნილია: 24 Jan 2019, 15:15  #54115857      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
sanfol
არა ბატონოო,ვილინუ არის ბოროტმოქმედი..ის,ვინც ბოროტს სჩადის

ანტიგმირია,რომელიც კარგს აკეთებს,მაგრამ ამორალური მეთოდებით

რორშახი ანტიგმირი,ჯოკერი,თანოსი და ასე შემდეგ ვილინი

This post has been edited by narmonana on 24 Jan 2019, 15:19


--------------------
"Is this a dagger which I see before me?"
Onyx′



*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10925
წევრი No.: 97183
რეგისტრ.: 4-August 09

გამოგზავნილია: 24 Jan 2019, 17:12  #54116513      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
narmonana
QUOTE
ამათ მოწონებას არანაირი ქვეცნობიერი და ლიბიდო არ სჭირდება biggrin.gif

იმიტომ რომ მაინც გმირები არიან თავიანთი flawებით biggrin.gif

შენ თუ იმ ვილინებზე იძახი, რომლებიც სიმპათიას მაინც იმსახურებენ ეგ სუბიექტური შეხედულებაა და მათ ცუდ ტიპობას ვერ ამართლებს
ეგრე ჰიტლერსაც ეგონა რო კაცობრიობისთვის კარგს აკეთებდა მაგრამ მილიონობით ადამიანის დახოცვა ვერ პრავდება იმით, რომ ჰიტლერი "ვილინი" კი არა "ანტი-გმირი" იყო

Dimitry762
sanfol
სიტყვა "ანტის" ნუ შეყავხართ შეცდომაში
Anti-Hero არის იგივე გმირი, რომელიც იბრძვის სამართლიანობისა და სიკეთისთვის, მაგრამ ტიპური Heroსგან განსხვავებით (მაგ: სუპერმენი) ამავდროულად აქვს მკვეთრად გამოხატული უარყოფითი თვისება ან თვისებები მაგ: სასტიკია, ლოთია, ეწევა და ა.შ :დ
Villain უარყოფითი პერსონაჟია და ვსო, რომელიც სიბოროტეს ემსახურება

რორშაკი კი სპრავედლივია და სიბოროტეს ებრძვის, მაგრამ ტიპი ცარიელი ნეგატივია პიროვნულად. ამიტომ არის ანტი-გმირი

პ.ს
user posted image


--------------------
“The way he walked. Very self-contained, not loosely. Such a nice old pilot-coat. He said hardly anything, I knew he really didn’t want to be with us.”
Dimitry762
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 268
წევრი No.: 247489
რეგისტრ.: 24-December 18

გამოგზავნილია: 24 Jan 2019, 17:21  #54116568      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Heart_of_Darkness @ 24 Jan 2019, 13:19 )
QUOTE (Dimitry762 @ 24 Jan 2019, 02:31 )
ისე ჯერ რომ ჩამოვყალიბდეთ და ვთქვათ რა არის გმირებში "ბოროტი" ?

რეალურ ცხოვრებაში შეგიძლია მკვეთრად გამიჯნო ბოროტება სიკეთისგან?
,,მე ნაწილი ვარ იმ ძალისა ვისაც მარად ბოროტება სწადია და სიკეთეს კი იქმნს".
მგონია, ხოლმე, რომ მათ შორის ძალიან სუსტი ზღვარი გადის. გააჩნია რომელი კუთხიდან შევხედავთ. რეალობიდან ბრეივიკი რომ აიღო დიდი დანაშაული ხომ ჩაიდინა, მაგრამ რომ ეძებო, მასშიც იპოვი საზოგადოებისადმი პროტესტს და რაღაც ისეთს რაც შეიძლება მოგეწონოს.
ჰოლივუდი უფრო პრიმიტიულ ხატებს ქმის ხოლმე, იმ იდეით,რომ ბოლოს ,,სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე".
მაგრამ თუნდაც ჰოლივუდის ჭრილშიც რომ შევაფასოთ, სპაიდერმენს და სხვა გმირებსაც ჰქონდათ ცხოვრებაში ის მომენტი, როდესაც საზოგადოებამ ზურგი შეაქციათ და ვერ განსაზღვრა სოციალურად კარგ საქმეს აკეთებდნენ თუ დამნაშავეები(ბოროტ ძალას წარმოადგენდნენ) იყვნენ.
ერთი ხუმრობა გვაქვს მარკეტინგში, ,,ქრისტეს ცუდი მარკეტოლოგი ჰყავდა, თორემ ჯვარზე არ დაამთავრებდა ცხოვრებასო". ხშირად მარკეტინგის ამბავია, როგორ მიაწვდია სოციუმს შენს იდეას, ბოროტებად აღიქვამენ თუ მხსნელად.

რორშახი კაი ტიპია, ვერ ვხვდები რას უწუნებთ.ყველას თავის მეთოდი აქვს. Avengers-სიდან მაქვს ბოლოს ნანახი,
აი, ჯოკერი კი საერთოდ, ისეთ სოციალურ ექსპერიმენტებს დგამს, ნებისმიერ სოც. ფსიქოლოგს შეშურდებოდა.

ობიექტურად, ბოროტების გამიჯვნა სიკეთისგან, ვერა. ჩემთვის სასურველის და ნაკლებად სასიამოვნოს გამოყოფა კი, შემიძლია. თუმცაღა იმ ნაკელბად სასიამოვნოშიც შეიძლება ინტერესი გამოვნახო და ჩემებურად წავიყვანო, საკუთარი ფასეულობებით.
კი, მეც შენსავით მგონია რომ დამოკიდებულება და ადამიანებში გამეფებული გრძნობები ფაიფურისნაირიადაა. ყოველთვის მოიძებნება ის დამაკავშირებელი თხელი ძაფი, რომლის გაწყდომაც დედა-შვილურ სიყვარულსაც კი გახლეჩს. გზად, ბრეივიკის დედაც :დ და მისი მაგდაგვარი პროტესტის გამოვლინების. ისე კი გეთანხმები, "როდესაც უყურებ უფსკრულს, უფსკრული გიყურებს შენ". რაღაც მომენტში კი საკუთარ თავსაც აიგივებ სიბნელესთან.
დიდებულ ტყესთან დაკავშირებით კი :დ მანდ ყველანაირი არსებები დაძრწიან. ძირითადად კი, მანდ მძრომიალა ჯოჯოები, გამეფებულ ფასეულობებს უწოდებენ სიკეთეს ან იმ ღირებულებებს რომლებსაც თავის დამკვიდრება ესაჭირეობათ. (ამაზე ცალკე თემაც კი გაიხსნება biggrin.gif)
სპაიდერმენს რაც შეეხება: ყველაფერი მერიჯეინისთვის, ცოცხლად მყოფი ბებისთვის, ბიძია ბენისთვის და რედაქციისათვის. სხვანაირად რომ ვთქვათ: ლამაზი გოგოსთვის, მყიფიერი მშვიდობისთვის, კრიმინალური ბუნების ადამიანების სახელმწიფო ძალით დასჯისკენ და ჯეი ჯონის იუმორით შენიღბული კაპიტალიზმისთვის. იგივე მისი ანტაგონისტი რომელიც მხოლოდ ველურ კაპიტალიზმს ირჩევს და მატერიალურზე იბოღმება, ვენომს ისახლებს ედი ბროკი და უკვე მიუღებელია.
სამყარო რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ ნამდივლად გამარჯვებულ პოზიციებში საჭიროებს ყოფნას. მაგრამ ხშირად ეს რომ ავთენტური არაა? მე კი შთაბეჭდილებიანი ბავშვი ვარ, რომელსაც კეთილდღეობა არ მოჰკლებია და ადვილად შევითვისვე იგივე ჩელავეკ პაუკის ნიღაბი :დ მაგრამ ბევრს უჭირს, იგივე პირობები არ აქვს. თან რამდენადად მართებულად გავიგე ეს ქსელები :დ ეგეც ჰო საკითხავია? ან ღირს საერთოდ ამ ქსელების გაბმა?
"ქრისტეს ცუდი მარკეტოლოგი ჰყავდა, თორემ ჯვარზე არ დაამთავრებდა ცხოვრებასო". ;დ ნაცნობი ხურმობაა, საინტერესო სფერო აგირჩევია, ერთი პერიოდი ბავშვობაში მიზიდავდა მარკეტინგიც. კი მთავარია როგორ შეფუთავ და გადმოსცემ. შეფუთვაზეა დამყარებული მიმღებლობა.
QUOTE
ჯოკერი კი საერთოდ, ისეთ სოციალურ ექსპერიმენტებს დგამს, ნებისმიერ სოც. ფსიქოლოგს შეშურდებოდა.

;დ კიი. ბოლოში რომ ეთქვა "it's prank bro" უფრო მეტი მიმდევარი ეყოლებოდა givi.gif


--------------------
თუ უსათაუროს ბედი აქვს ჩაღლევების, მე მინდა ვიყო იარაღი რომელმაც მოკლა ბრენდონ ლი
narmonana
ისედაც წასვლა მინდოდა


*********
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 30515
წევრი No.: 109310
რეგისტრ.: 15-January 10

გამოგზავნილია: 24 Jan 2019, 17:43  #54116701      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Onyx′
მე ეგ მგონია,რომ აი ბოროტმოქმედი რომაა პერსონაჟი და მაინც მოგვწონს და ვგულშემატკივრობთ<მაგაზე იყო თემა

თორე რორშახს და მისთანების მოწონების მიზეზების მეტი რა არის biggrin.gif



აი რატომ მოგვწონს ჰანიბალ ლექტერი?

საშინელი არსებაა,საზარელიი,რატომ მოგვწონს?

რატომ გვინდა რომ მოახერხოს და გაიქცეს? biggrin.gif

Dimitry762
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 268
წევრი No.: 247489
რეგისტრ.: 24-December 18

გამოგზავნილია: 24 Jan 2019, 17:49  #54116736      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Onyx′
QUOTE
Villain უარყოფითი პერსონაჟია და ვსო, რომელიც სიბოროტეს ემსახურება

აი წარმოუდგენელია და რა ვუყო, იგივე ბაფომეტიც კი ბოლოში თვალებში შემოციცინებას დამიწყებს ხოლმე biggrin.gif




narmonana
QUOTE
აი რატომ მოგვწონს ჰანიბალ ლექტერი?

საშინელი არსებაა,საზარელიი,რატომ მოგვწონს?

რატომ გვინდა რომ მოახერხოს და გაიქცეს? biggrin.gif


პოპკორნი რომ არ გადავყაროთ 30 popcorn.gif
Heart_of_Darkness
Crazy Member


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 2201
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16

გამოგზავნილია: 24 Jan 2019, 18:15  #54116872      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (Onyx′ @ 24 Jan 2019, 17:12 )
Villain უარყოფითი პერსონაჟია და ვსო, რომელიც სიბოროტეს ემსახურება

ესენი უფრო საინტერესოები არიან.უბრალოდ ჰოლივუდურ კინოში თითქმის ყოველთვის მარცხდებიან.
Onyx′



*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10925
წევრი No.: 97183
რეგისტრ.: 4-August 09

გამოგზავნილია: 24 Jan 2019, 18:34  #54116976      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
narmonana
QUOTE
მე ეგ მგონია,რომ აი ბოროტმოქმედი რომაა პერსონაჟი და მაინც მოგვწონს და ვგულშემატკივრობთ<მაგაზე იყო თემა

მაშინ თემის სათაურშია შეცდომა

QUOTE
აი რატომ მოგვწონს ჰანიბალ ლექტერი?

საშინელი არსებაა,საზარელიი,რატომ მოგვწონს?

რატომ გვინდა რომ მოახერხოს და გაიქცეს?

ბოროტი საინტერესოს არ გამორიცხავს და იმიტომ, დაჟე გამორიცხავს კი არა პირიქით biggrin.gif

საინტერესო პერსონაჟია, ქარიზმატულია და ა.შ
იგივე მიზეზია რატომაც მოგვწონს ჰიტ ლეჯერის ჯოკერი, ჰიდელსტონის ლოკი და ა.შ
ტიპებს ქარიზმა ყურებიდან გადმოსდით, მაშინ როცა ტიპურ ჰიროუს გამოჩენაზე მაყურებელი ამთქნარებს

რატომ მოსწონთ გოგოებს ცუდი ბიჭები და არა ხუთოსნები? biggrin.gif

Dimitry762
QUOTE
აი წარმოუდგენელია და რა ვუყო, იგივე ბაფომეტიც კი ბოლოში თვალებში შემოციცინებას დამიწყებს ხოლმე biggrin.gif

იგივე მიზეზია biggrin.gif
Jules Winnfield
ბნელი მატერია


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9140
წევრი No.: 113880
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 25 Jan 2019, 11:14  #54120376      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
თანამედროვე კინოინდუსტრიაში რომელი ანტიგმირებიც მახსენდება, მათგან უმეტესობა ხედავს რომ საზოგადოებაში ან ზოგადად კაცობრიობას რაღაც პრობლემები აქვს, უნდა ამის გამოსწორება და აქვს გარკვეული გეგმა. აი ეს გეგმა, მეთოდი აქცევს მათ ანტიგმირებად. მე არ ვსაუბრობ ისეთ ანტიგმირებზე, რომლებსაც გმირის მიმართ შურისძიების სურვილი ამოძრავებთ. საუბარი მაქვს ჯოკერზე, ტანოსზე, ბეინზე და ა.შ.


--------------------
Straight, No Chaser!
----------------------
ისე კარგად ხუმრობ, რომ მინდა სახეში აგური ჩაგარტყა და მერე ვუყურო სისხლისგან როგორ დაიცლები. :)
------------------
[img]P6iEiEisYz[/img]
Heart_of_Darkness
Crazy Member


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 2201
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16

გამოგზავნილია: 25 Jan 2019, 13:25  #54121119      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Dimitry762
ტარანტინოს ჰყავს ეგეთი გმირები. ორი საათის განმავლობაში ერთმანეთის ჟლეტა მიდის, რომ შეხედო ორივე მხარეს ერთნაირი დამნაშავეები დგანან, არც წესრიგი ადარდებთ, არც კანონი, მაგრამ ისეთ მომენტს ამატებს, სადაც ,,ერთი შეხედვით ბოროტ გმირს" თანავუგრძნობთ და გვესმის მისი.
Dimitry762
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 268
წევრი No.: 247489
რეგისტრ.: 24-December 18

გამოგზავნილია: 25 Jan 2019, 15:52  #54121983      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Heart_of_Darkness

დაგეთანხმები. ტარანტინო როგორც დიალოგების გენია, მკაფიოდ წარმოაჩენს ადამიანურ მოტივებს და ხშირად ისინი როდი არიან ყოველდღიურობასთან მიღებული ფასეულობებით. მის ფილმებში ექსტრაორდინალური და ეგზისტენციალური საუბრები იძლევა მოქმედი გმირებისადმი დადებითად განწყობას. რაც მაგალითად სხვა ჰოლივუდურ ფილმებში ვერ/არ გვექნებოდა.

მსურს ავღნიშნო ასევე ტრიერის დოგვილი. სადაც მეტად ეცნობი ნიცშესეულ ფილოსოფიას, ფიქრდები გამეფებულ მოტივებზე და სხვა რაკურსითაც განსჯი მოქმედებებს.

Heart_of_Darkness
Crazy Member


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 2201
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16

გამოგზავნილია: 25 Jan 2019, 16:11  #54122099      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Dimitry762
ტრიერის მგონი ყველაფერი მაქვს ნანახი, მოკლემეტრაჟიანების გარდა biggrin.gif
მაგრამ მის ფილმებში ისეთ გმირებას, რომლებზეც თემაშია საუბარი, მაინცდამაინც, ვერ ვხედავ,
მთავარ გმირებს, ლოგიკური, ადამიანური, რეაქციები აქვთ სამყაროს თუ სოციუმის გამოწვევებზე.

რასაც ქვია villain-ური საქციელი იქნებოდა, რომელიმე რეჟისორმა რომ გაბედოს და ქალები და ბავშვები ამოახოცინოს ვინმეს და მერე ისე შემოატრიალოს სურათი, რომ 30წუთის შემდეგ ამ villain-ს ვგულშემატკივრობდეთ.
Dimitry762
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 268
წევრი No.: 247489
რეგისტრ.: 24-December 18

გამოგზავნილია: 25 Jan 2019, 16:34  #54122223      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Heart_of_Darkness
ჰმ, მასეთი ლამაზად შეფუთული villain-ები, ნებისმიერი დიქტატორი და დამპყრობელია. სამწუხაროდ ხალხიც აქტიურად გულშემატკივრობს. წესით ჩინგიზ ხანზე, რაიმე კარგად გადაღებული ავტობიოგრაფიული ფილმი მშვენიერ მაგალითად გამოდგებოდა. biggrin.gif
მხატვრულებიდან, რომლებიც ნაყურები მაქვს, ალბათ, ჩაპლინის დიდი დიქტატორი.
I SPY
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5602
წევრი No.: 104762
რეგისტრ.: 12-November 09

გამოგზავნილია: 27 Jan 2019, 18:09  #54131959      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რაზეა თემა
გმირი როგორც hero თუ character/?
უარყოფითი პერსონაჟი?

Heart_of_Darkness
ვერნერ ჰერცოგის ანტიგმირები მოგწონს?
ბრეივიკზე გეტანხმები, მაგრამ აქ იდეაა და მაგიტომ

არის რაღაც ბანალური ვილაინები რომ იზიდავთ ქალებს
ბევრი ალბათ სტავროგინზეც და პეჩორინზეც სველდებოდა თავის დროზე biggrin.gif

This post has been edited by I SPY on 27 Jan 2019, 18:09


--------------------
Processor: Intel Core Duo 2.2GHZ
RAM: DDR2 2GB
Video: 256MB
HDD: 160GB
[IMG]http://onida.files.wordpress.com[/IMG][COLOR=blue]
Heart_of_Darkness
Crazy Member


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 2201
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16

გამოგზავნილია: 28 Jan 2019, 14:21  #54136092      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
I SPY
თემა ,,მარველის" მიერ შექმნილი გმირებზე და ანტიგმირებზე სამსჯელოდ იყო გახსნილი, მაგრამ მარტო ამერიკული პოპკულტურის ჩარჩოში არ დავრჩით და კინომატოგრაფში თუ ლიტერატურაში ,,ბოროტი გმირის" იდეას განვიხილავთ.
QUOTE (I SPY @ 27 Jan 2019, 18:09 )
არის რაღაც ბანალური ვილაინები რომ იზიდავთ ქალებს

ეჭვი მაქვს, რომ არამარტო ქალებს.
QUOTE
ბევრი ალბათ სტავროგინზეც და პეჩორინზეც სველდებოდა თავის დროზე biggrin.gif
რამდენი ნამდებოდა თუ სველდებოდა არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ ,,უარყოფითი პერსონაჟებზე" მსჯელობა, მათი მოტოს განსაზღვრა არ არის მთლად უინტერესო საქმე.
მაგალითად, მიშიმას ,,ოქროს ტაძარის" პერსონაჟი საინტერესოა.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) 1 [2]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0241 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]