Perfect_circle_blueდაურეკეთ დიმას 593 91 32 08. ძალიან დიდი სპეციალისტია ასეთი ინსტალაციების. კარგათ აკეთებს თუ მენდობით
ჯერ ანახეთ ოღონდ რომ გაიაროთ ფასი და სამუშაოების ჩამონათვალი.
zakro92მერე ყუთს რას უშვები? ლიტრაჟო ხომ ცოტა იქნება უფრო დიდი საბისთვის რომ არაფერი ვთქვათ გამაძლიერებელზე?
vanotl40 ვატი არის ნომინალური RMS სიმძლავრე, ხოლო 70 ვატი არის მაქსიმუმი დატვირთვის სიმძლავრე რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1-2 წამს თორე დინამიკი გადაიწვება!
მანქანის ძრავს შეუძლია თუნდაც 8000 ბრუნზე ტრიალი, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს რომ ამ ბრუნვებით უნდა ვიაროთ, და ან რამდენი ხანი გაუძლებს ასეთ ბრუნვებზე ტრიალს?
მოკლედ რომ ვთქვათ RMS -სიმძლავრე არის ის ფაქტიური მაქსიმალური სიმძლავრე რომელზეც გათვლილია დინამიკი, გამაძლიერებელი თუ მაგნიტოფონი. თუ მაგალითად RMS 100 ვატი აქვს დინამიკს ეს ნიშნავს იმას რომ მას შეუძლია მაქსიმუმ 100 ვატზე იმუშაოს განუწყვეტლივად შეუზღუდავი დრო. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ იგივე დინამიკი მშვენივრად ვერ დაუკრავს 40 ან თუნდაც 20 ვატზე.
მაქსიმუმი სიმძლავრე არის ლაბორატორიული პარამეტრი რომელიც აღნიშნავს რა სიმძლავრეს აიტანს აპარატურა 1 წამის განმავლობაში და არ დაიწვება! ეს არის მარკეტინგული ხრიკი/პარამეტრი რომელიც შეფუთვის დასამშვენებლად შექმნეს თავის დროს, და თემაში გაურკვეველ ადამიანების დასაბოლებლად
რომ ჰკითხოთ ქართველ კაცს რამდენს წვავს შენი მანქანაო, რას პასუხობს გამოკითხულთა 90 %? ტრასაზე 6 ლიტრს!
ვის აინტერესებს ტრასის წვა როცა 90 % ავტომობილი ქალაქის საცობებს ებრძვის და ხარჯი 10-13 ლიტრიც შეიძლება იყოს
ეხლა იგივე ადამიანს ვკითხოთ რამდენ ვატიანი "ბასავიკი" გიდგას მანქანაში, რას გვიპასუხებს????
7000000000 ვატი რასაკვირველია.
ხოდა ასეთებზეა გათვლილი ეგ პარამეტრი!
This post has been edited by EMMA GEORGIA on 22 Nov 2018, 22:30
EMMA GEORGIA -The EMMA (European Mobile Media Association) official rights representative in Georgia
www.emmanet.com
Viktor Buachidze - The EMMA GEORGIA Chairman
Tel: (+995) 555 54-55-99
CARAUDIO.GE the commercial partner of EMMA GEORGIA
www.caraudio.ge
(+995) 551 34-55-99