ხალხო ან მე ვერ ვანგარიშობ ან თქვენ. მოკლედ ერთ სართულიანი სახლის აშენება.
1. ბალავარი.
2. სტიაშკა.
3. ბლოკი (გარე კედლები).
4. ბლოკი (შიდა კედლები).
5. ჭერის სტიაშკა.
6. ელ. გაყვანილობა.
7. წყლის გაყვანილობა.
8. შიდა კედლების მოპირკეთება.
9. იატაკის მოპირკეთება.
10. კარ ფანჯარა.
დაახლოებით რაც არის გასაკეთებელი დავწერე. ეხლა დაწვრილებით.
1. 60 კვადრატულიანი სახლისათვის მჭირდება 7-8 კუბი ბეტონი. 8 კუბი ბეტონი, ერთი სამზე რომ გავაკეთოთ 2 ტონა ცემენტი და 6 კუბი ხრეში უნდა. 2 ტონა ცემენტი არის 40 პაჩკა, 12 ლარიანი ცემენტი 480 ლარი. 6 კუბი ხრეში დაახლოებით 150 ლარია. ანუ ბალავარის მასალა ჯდება 630 ლარი. ნუ დაიქირავებთ მუშებს, მოკიდეთ მეგობრებს ხელი, დაიქირავეთ ბეტონმრევი და თქვენ თვითონ ჩაასხით.
2. სტიაშკას დაახლოებით 7 კუბი ყოფნის და გამოთვალეთ.
3. გარე კედლებს 1200 ბლოკი უნდა, 1,10 ღირს ნორმალური ბლოკი. ეგეც შენი 1320 ლარი. პლიუს ცემენტი და ქვიშა ასაშენებლად. 1500 ლარში აშენდა. ახლობელი მშენებელი ყველას ეყოლება, თანაც ბლოკით შენება არც ისე რთულია. მთავარია თარაზოში არ გაგექცეს და სწორად აშენო.
4. შიდა კედლებისათვის თხელი ბლოკი 70 თეთრშია. და სულ 180 ცალი მჭირდება.
5. ჭერის სტიაშკა დაახლოებით იგივეა რაც იატაკის.
6. ელ გაყვანილობა. აბონენტად გახდომა 400 ლარი ღირს. სახლში 15 წერტილია და თითო 20 ლარზე მეტი არ უნდა გადაიხადო. სულ 700 ლარი გამოვიდა.
7. წყლის გაყვანილობა. აქ აბონენტობა არ ვიცი, მაგრამ პლასმასის მილები საკმაოდ იაფიც არის და ადვილი სამუშაოა. ერთი უთო იყიდეთ და მცირე გამოცდილება ვისაც აქვს ისიც შეძლებს გაკეთებას.
8. შიდა კედლების მოპირკეთება. გიფსო კარდონი, ჩვეულებრივიი ერთი ლისტი 14 ლარი ღირს. და ნესტ გამძლე 18 ლარი. არც ეს ჯდება ძვირი. აი ხელოსნის ფულზე ვერაფერს გეტყვით. არ ვიცი.
9. იატაკი, ლამინატი და მეტლახი.
10. კარ ფანჯარა, კვადრატული თავის ჩასმიანად 70$. ამ ჩემს სახლს 10 კვადრატი ფანჯრები აქვს და 700$ მაგას უნდა, კარებებზეც 300$.
11. +ჭაღები. საშუალოდ 50 ლარი. ზოგგან 20 ლარიანია ზოგგან 100 ლარიანი. სულ 7 წერტილია.
ეხლა ვისაც აუშენებია ან კარგად ერკვევა ამ საკითხში ვთხოვ შენიშვნები მომცეს და დამანახოს რეალობა
ჩემი დაანგარიშებით ასეა. ჰო მუშა ხელზე მხოლოს ჭამას ვანგარიშობ, ოხრად არიან მოხალისეები
ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი