ზოგადი ცნობები:ლიანდაგის სიგანე: 1520 მმ
მაქს. ქანობი: 37 %
მინ. რადიუსი: 160 მ
გვირაბები: 45
ხიდები :1714
გაშლილი სიგრძე: 1879 კმ
საექსპლ. სიგრძე: 1575 კმ
ორლიანდაგიანი ხაზები: 290 კმ
ერთლიანდაგიანი ხაზები: 1285 კმ
ვიწროლიანდაგიანი: 37 კმ
წევის სახეობა: მუდმივი დენი 3000 V
ელექტრიფიცირება: 100%
მაქსიმალური დადგენილი სიჩქარე სატვირთო შემადგენლობებისთვის: 80 კმ/სთ
სამგზავრო შემადგენლობებისთვის: 100 კმ/სთ.
საქართველოს რკინიგზის ვებ-გვერდია www.railway.ge
ქრონოლოგია:1865 წ. - მშენებლობის დაწყება
1871 წ. - ფოთი - ყვირილა
1871 წ. - თბილისი - ყვირილა
1872 წ. 10 ოქტომბერი - თბილისიდან ფოთში პირველი მატარებელი ჩადის (რკინიგზის გახსნის ოფიციალური თარიღი)
1877 წ. - რიონი-ქუთაისი
1883 წ. - თბილისი-ბაქო
1883 წ. - ბათუმი-სამტრედია
1887 წ. - რიონი-ტყიბული
1895 წ. - ზესტაფონი-ჭიათურა (ვიწროლიანდაგიანი)
1899 წ. - თბილისი - გიუმრი - ყარსი
1890 წ. - წიფის გვირაბი
1894 წ. - ხაშური-ბორჯომის
1902 წ. - ბორჯომი-ბაკურიანი (ვიწროლიანდაგიანი)
1915 წ. - თბილისი - თელავი (გურჯაანი და წნორისწყალის განშტოებებით)
1924 წ. - ნატანები-ოზურგეთი
1935 წ. - ბროწეულა-წყალტუბო
1930 წ. - სენაკი-ინგირი-გალი
1932 წ. - სურამის უღელტეხილის ელექტრიფიკაცია
1938 წ. - გალი-ოჩამჩირე-სოხუმი
1940 წ. - გორი-ცხინვალი
1946-1949 წწ. - ავტობლოკირების და ელექტრული ცენტრალიზაციის სისტემები და სარკინიგზო რადიოკავშირები.
1949 წ. - სოხუმი-ადლერი
1967 წ. – 100% ელექტრიფიკაცია
1986 წ. - მარაბდა-ახალქალაქი
მოძრავი შემადგენლობა:საქართველოს რკინიგზაზე გახსნის დღიდან გამოიყენებოდა Ч და Ф სერიის ორთქმავლები. 1924 წელს ისინი Э (სატვირთო) და Су (სამგზავრო) სერიების ორთქმავლებმა ჩაანაცვლა. 1932 წლიდან სურამის უღელტეხილზე მუშაობას იწყებენ ამერიკული С, საბჭოთა Сс და იტალიური Си სერიის ელმავლები. შემდგომ ელექტრიფიკაციასთან ერთად ორთქლმავლები საბოლოოდ ჩაანაცვლეს ВЛ-19, ВЛ-22 და ВЛ-8 სერიის ელმავლებმა. დღეს ძირითადი მაგისტრალური ლოკომოტივებია ВЛ-10 და ВЛ-11, რომლებსაც კაპიტალური რემონტის ან მოდერნიზაციის შემდეგ უბრალოდ 10 და 11 ინდექსი ენიჭებათ.
სამგზავრო ელექტრომატარებლებად გამოიყენება ЭР2 სერიის მოდერნიზირებული მატარებლები, რომელთაც მოდერნიზაციის ტიპის გათალისწინებით უნდარჩუნდებათ სახელწოდება, ან ენიჭებათ ..ეს" სერია. გარდა ამისა, ,,ვმკ" (ნაწილობრიც რუსთავის ვაგონმშენებელ ქარხანაში აწყობილი) და GRT სერის ჩინური ელექტრომატარებლები. ამასთანავე საქართველოს რკინიგზამ კომოანია Stadler-თან გააფორმა ოთხ ორსართულიან KISS Rus მოდელის ელექტრომატარებელზე შეკვეთა.
მიმდინარე პროექტები:2. რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი - ითვალისწინებს რკინიგზაზე უსაფრთხოების და გამტარუნარიანობის გაზრდას, დასახული მიზანია თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრის 3 საათამდე შემცირება. პროექტის ფარგლებში ხორციელდება საინჟინრო ნაგებობების მშენებლობა (მათ შორის უღელტეხილის მონაკვეთზე ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას რომელიც სიჩქარის გაზრდის საშუალებას მისცემს შემადგენლობებს), ლიანდაგისა და ელექტომომარაგების სისტემების განახლება. პროეტს ხელმძღვანელობს ფრანგული კომპანია SYSTRA და მისი დამთავრება 2013 წელს იგეგმება.
მოცემული პროექტის ფარგლებში მოხდება შემდეგ მონაკვეთებზე ხაზის გადაკეთება ან ახალი მარშრუტის დაგება:
ხაშური-თბილისი (წითელი ფერით აღნიშნულია მონაკვეთები, რომლებიც ექვემდებარებიან გადაკეთებას):
ხარაგაული-ხაშური (წითელი ფერით აღნიშნულია რკინიგზის ახალი ტრასა):
ზესტაფონი-ხარაგაული (წითელი ფერით აღნიშნულია მონაკვეთები, რომლებიც ექვემდებარებიან გადაკეთებას):
სამტრედია-ზესტაფონი (წითელი ფერით აღნიშნულია მონაკვეთები, რომლებიც ექვემდებარებიან გადაკეთებას):
ბათუმი-სამტრედია (წითელი ფერით აღნიშნულია მონაკვეთები, რომლებიც ექვემდებარებიან გადაკეთებას):
3. ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტი - ითვალისწინებს საქართველოს რკინიგზის დაკავშირებას თურქეთის რკინიგზასთან, რისთვისაც საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის საზღვრამდე აშენდება 1520მმ სიგანის ლიანდაგი, ქალაქ ყარსიდან კი 1435მმ სიგანის ლიანდაგი. შეერთების წერტილი იქნება სადგური კარწახი საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც მოხდება შემადგენლობებისთვის გოგორწყვილების გამოცვლა. საქართველოს რკინიგზის ვებ-გვერდის თანახმად, პროექტი ითვალისწინებს ,,საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდა – ახალქალაქის 178-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას სადგურ ახალქალაქიდან სადგურ ყარსამდე საერთო სიგრძით 98 კმ. საიდანაც საქართველოს მხარეს არის 30-კილომეტრიანი სარკინიგზო მაგისტრალი ახალქალაქი – კარწახის (თურქეთის საზღვარი) მიმართულებით, ხოლო თურქეთის მხარესაა კარწახიდან ყარსამდე 68 კმ სიგრძის მონაკვეთი. " ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია მარაბდა - თეთრიწყაროს მონაკვეთი.
მარაბდა-ახალქალაქის მონაკვეთი:
ყარსი-ახალქალაქის მონაკვეთი:
დაკონსერვებული პროექტები:
1. თბილისის შემოვლითი გზა - გულისხმობს თბილისის ზღვის ჩრდილოეთით ორლიანდაგიანი გზის მშენებლობას, რომელიც საშუალებას მისცემს ტრანზიტით მოძრავ შემადგენლობებს არ გაიარონ ქალაქში. რკინიგზის ოფიციალური საიტის მიხედვით:
,,27 კმ სიგრძის ახალი ორლიანდაგიანი ელექტრიფიცირებული სარკინიგზო ხაზი არსებულ ხაზს გამოეყოფა ზაჰესთან, გაივლის ავჭალისა და გლდანის ტერიტორიებს, თბილისის ზღვის ჩრდილოეთით მდებარე მაღლობს და შეუერთდება კახეთის არსებულ რკინიგზის ხაზს სადგურ ლილოსთან. გათვალისწინებულია კახეთის არსებული რკინიგზის ხაზის 10 კმ-იანი მონაკვეთის სადგურ ლილოსთან შეერთების წერტილიდან თბილისის მიმართულებით – გადაკეთება ორლიანდაგიან სარკინიგზო ხაზად არსებული ხაზის რეაბილიტაციისა და ახალი ხაზის დამატების გზით.“
შემოვლით რკინიგზაზე აშენებულია 4 გვირაბი: ავჭალასთან 1050 მეტრიანი, გლდანის დიდ ტბასთან, გლდანის ციხესთან 800 მეტრიანი და კვირიკეს ხევთან 1200 მეტრიანი.
პროექტის განხორციელების შემდეგ თბილისში უნდა მომხდარიყო ცენტრიდან რკინიგზის გადატანა თბილისის ზღვის ჩრდილოეთით. უქმდებოდა რკინიგზის ცენტრალური სადგური და რჩებოდა ორი სამგზავრო სადგური: აღმოსავლეთი სადგური ამჟამინდელი საკვანძოს (ნავთლუღის) ადგილზე და დასავლეთის სადგური დიდუბეში. ეს სადგურები მოემსახურებოდნენ მხოლოდ სამგზავრო შემადგენლობებს, დასავლეთის სადგური მოემსახურებოდა დასავლეთის მიმართულების სამგზავრო მატარებლებს, ხოლო აღმოსავლეთის სადგური მოემსახურებოდა თბილისი-ერევნის და თბილისი-ბაქოს მატარებლებს, პერსპექტივაში კი თურქეთის მიმართულებით მატარებლებსაც. ეს ორი სადგური იქნებოდა ჩიხური და მოხდებოდა მათ შორის არსებული ლიანდაგის და სხვა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დემონტაჟი, რაც საერთო ჯამში, 86 ჰექტარი მიწის ნაკვეთს გამოათავისუფლებდა. სატვირთო შემადგენლობებს მოემსახურებოდათ არსებული მახარისხებელი აფრიკაში და ორი ახალი სადგური შემოვლით ხაზზე - ლილო-2 (სოფელ ნასაგურთან) და კვირიკე (ამავე სახელობის ხევთან, თბილისის ზღვის ჩრდილოეთით).
პროექტს ახორციელებდა ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო და მისი დამთავრება 2013 წელს იგეგმებოდა, მაგრამ 2012 წელს მისი მშენებლობა შეწყდა იმ მიზეზით, რომ იგი ზრდიდა სარკინიგზო გადაზიდვების თვითღირებულებას და ამცირებდა რკინიგზის გამტარუნარიანიბას თბილისის ჩრდილოეთით ხელოვნური უღელტეხილის შექმნით. ამჟამად ფაქტიურად დასრულებულია მიწის ვაკისი, გვირაბები, ესტაკადა და ხიდები, დარჩენილია სალიანდაგო ზედნაშენის, ლიანდაგის, საკონტაქტო ქსელის, ელექტროკვების, სიაგნალიზაციის და ავტობლოკირების მონტაჟი, ასევე დამხმარე ნაგებობების აშენება. პროექტი დაკონსერვებულია და ტექნიკურ ექსპერტიზას გადის მისი დახვეწის მიზნით.
რარიტეტული შემადგენლობების სია:იმ მიზნით, რომ გაგვეკეთებინა ზედაპირული აღწერა რარიტეტული, ისტორიულად ღირებული მოძრავი შემადგენლობის, შევქმენით 4 კატეგორიისგან შემდგარი კლასიფიკაციის სისტემა და შევქმენით სია, რომელშიც ავღნიშნავთ სიის შემნის (ბოლო 4 წლის განმავლობაში დანაკარგებსაც. სია უფრო ცნობილია, როგორც ე.წ. დეზლიმატარებლებისსია, თუმცა მასში შედის არა მხოლოდ სარკინიგზო ტექნიკა.
პირველ რიგში შეგახსენებთ კატეგორიებს:
A. მცირე ტირაჟით გამოშვებული მოდელები, ან ფართო ტირაჟით გამოშვებულია, მაგრამ ამჟამად რამდენიმე არის მხოლოდ დარჩენილი მსოფლიოში
B. გარკვეულ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებული მოდელები
C. ფართო ტირაჟით გამოშვებული მოდელები, რომლებიდანაც გარკვეული რაოდენობა შენარჩუნდა და დღეს შედარებით კარგად არის წარმოდგენილი მსოფლიო მუზეუმებში, მაგრამ საქართველოში დარჩენილია მხოლოდ ერთი, ან რამდენიმე ეკზემპლარი.
D. ფართო ტირაჟით გამოშვებული მოდელები, რომლებიდანაც დიდი რაოდენობა დღესაც მუშაობს. მოდელი წარმოადგენს მოძრავი შემადგენლობის ტიპიურ ნაირსახეობას მოცემული რეგიონსათვის მოცემულ ეპოქაში და საინტერესოა არა იშვიათობის, არამედ საპირისპიროდ, ტიპიურობის გამო.
ახლა კი თავად დეზლიმატარებლებისსია:
1. ТЭ3-5386, თბილისი სატვირთო სალოკომოტივო დეპო, კატეგორია C დაიჭრა ორი წლის წინ2. პოლონსოს სისტემის ბრონირებული ვაგონი, სტალინის მუზეუმი გორში, კატეგორია A, B
3. Л სერიის ორთქლმავალი, ხაშურის სალოკომოტივო დეპო, კატეგორია C დაიჭრა4. დიზელ-მატარებელი Д-049 (თუ 031, დასაზუსტებელია), თბილისი სატვირთო სალოკომოტივო დეპო, კატეგორია C
5. ელმავლები ВЛ22м, ქუთაისის დეპო, კატეგორია C
6. ელმავალი ВЛ19, პიედესტალზე ხაშურის სალოკომოტივო დეპოში, კატეგორია A, B
7. Ср3 ელექტროსექცია, ხაშურის და ქუთაისის სალოკომოტივო დეპოები, კატეგორია C
8. თბომავლები ЧМЭ2 თბილისის ვაგონშემკეთებელ ქარხანასა და სამტრედიის დეპოებში, კატეგორია C აღარ არის სამტრედიის დეპოში, სავარაუდიდ დაჭრეს. თბილისშიც უცნობია დარჩა თუ არა9. ვიწროლიანდაგიანი სამგზავრო ვაგონი ბორჯომის დეპოში, კატეგორია A
10. ვიწროლიანდაგიანი ორთქლმავლები Ьп ბორჯომის სადგურთან და თბილისი ვაგონშემკეთებელთან, კატეგორია A
11. ვიწროლიანდაგიანი ორთქლმავლები Гр, კატეგორია C
12.სამანევრო ორთქლმავალი Ьвн-9775 სამტრედიის სადგურთან პიედესტალზე, კატეგორია A
13. Aк-1721 მუშტაიდის პარკში, კატეგორია A, B
14. მეტრო ვაგონი B4-163, ნაძალადევის ელექტროდეპო, კატეგორია A
15. ნორმალური სატვირთო ვაგონი (НТВ), საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, ასევე თუ არ ვცდები სადგურ შორაპანთან, კატეგორია A, B
16. ცისტერნა, გორის შპალსაჟღენთი ქარხანა, კატეგორია C
17. 50 ტონიანი სატვირთო ვაგონი, თბილისის სატვირთო სავაგონო დეპო, კატეგორია C
18. ელმავლები ВЛ-8, კატეგორია D
19. რეტრო-ტრამვაი KТM2, ტრამვაის დეპოს სამეურნეო ბაზა ავჭალაში, კატეგორია A
20. ელექტრომატარებლები Эр1 ან Эр2 პირვანდელი დიზაინის კაბინით (გლობუსი), კატეგორია D
Эр1 არსად შემინიშნავს, სავარაუდოდ აღარ დარჩა21. RIC სტანდარტის სამგზავრო ვაგონები, კატეგორია C
22. ვიწროლიანდაგიანი ელმავლები ЧС-11, ბორჯომის ვიწროლიანდაგიანი დეპო, კატეგორია A
23. ტროლეიბუსი Skoda 9Tr, ტროლეიბუსების დეპო ჭიათურაში, კატეგორია C
24. ტროლეიბუსი Skoda 14Tr 3 კარიანი, ტრამვაის დეპოს სამეურნეო ბაზა ავჭალაში, კატეგორია C
25. ტროლეიბუსი Skoda 14Tr 2 კარიანი, ტრამვაის დეპოს სამეურნეო ბაზა ავჭალაში, კატეგორია A
26. ტროლეიბუსი ЗиУ-682, ტროლეიბუსების დეპო ქუთაისში, კატეგორია C
27. Pafawag-ის ქარხნის ვიწროლიანდაგიანი სამგზავრო ვაგონი, რუსთავის საბავშვო რკინიგზა, კატეგორია C
28. ПВ51 მოდელის ვიწროლიანდაგიანი სამგზავრო ვაგონი, რუსთავის საბავშვო რკინიგზა, კატეგორია C დაწვეს ვიღაც ნაბი***ებმა29. Ikarus 200 სერიის ნებისმიერი მოდელის ავტობუსი, კატეგორია C
30. ЛАЗ-695 მოდელის ავტობუსი, კატეგორია D
31. მიკროავტობუსი RAF-2203, კატეგორია D
32. Den Oudsten ატელიის ავტობუსი, კატეგორია D
33. ეგოროვის ქარხნის ვაგონი ხაშურის დეპოს მიმდებარე ტერიტორიაზე, კატეგორია C
საქართველოს რკინიგზის თემა ფორუმზე:
I ნაწილიII ნაწილიIII ნაწილიIV ნაწილიV ნაწილიVI ნაწილიმეგობრებო, დროის უქონლობის გამო ფაქტიურად მხოლოდ ვაკოპირებ პოსტს. იმედი მაქვს, სიახლეებს დაამატებთ
Real SAABs don't leak. They just mark their territory.