forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (76) « პირველი ... 74 75 [76]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> კითხვა კარდიოლოგთან V
MGS
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 159
წევრი No.: 250229
რეგისტრ.: 26-April 19

გამოგზავნილია: 18 Jun 2019, 10:40  #54825510      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა, ერთი კვირის წინ ვერ ვგრძნობდი თავს კარგად, საღამოს წნევა გავიზომე და 140-95 აჩვენა, რაც ჩემთვის მაღალია. მეორე დილით 160 ავიდა. მივედი ექიმთან და დამინიშნა დილაობით ერთი ტაბლეტი RamiLich 5 მგ.
რაც დალევა დავიწყე წნევა მაღლა აღარ წასულა, არის 110-130ის ფარგლებში. დღეს მეუბნება ექიმი რომ ჰიპერტონიკი ხარ და მუდამ უნდა სვა ეგ ერთი ტაბლეტი დილაობითო.
ცხოვრების ბოლომდე მედიკამენტის მიღება ძალიან მეზარება და სხვა ვარიანტი რამე არ არის?
შეიძლება მარტო ორი დღის წნწვის მიხედვით გადაწყვიტოს ექიმმა, რომ ჰიპერტონიკი ვარ? იმ დღეებში მქონდა დიდი სტრესი, ღამეები არ მეძინა და ამინდის ცვლილებაც იყო. არ შეიძლებ რომ მარტო მოკლევადიანი იყო ის წნევის მომატება?
zviadcardio
ვინმე მესხი / ტაო-კლარჯელ-არტანუჯელი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4357
წევრი No.: 14847
რეგისტრ.: 25-November 05

გამოგზავნილია: 18 Jun 2019, 20:46  #54828809      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Babibi
ეს არ წარმოადგენს რამე მკურნალობის უკუჩვენებას.
უბრალოდ უმჯობესი იქნება თუ ამ საკითხს აცნობებთ იმ ექიმს ვინც ჰორმონი დაგინიშნათ.
იდეაში პრობლემა არ არის.

MGS
QUOTE
არ შეიძლებ რომ მარტო მოკლევადიანი იყო ის წნევის მომატება?

რა თქმა უნდა შეიძლება.
ასაკი, წონა და რამე დაავადება თუ გაქვთ დადგენილი დაწერეთ


--------------------
> ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია © შოთა
> სამაგიეროდ, - ჩემში რაც არი, - სხვისი არაა ერთი მისხალი © მუხრანი
> ვიცი, ერთხელ რაც მე უნდა ვთქვა, სხვა ვერავინ, ვერასოდეს იტყვის! © სულაკაური
> European Heart Rhythm Association (EHRA) Certified GEORGIAN Expert
>RitmArt.ge
Kakasha
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 69
წევრი No.: 251145
რეგისტრ.: 16-June 19

გამოგზავნილია: 18 Jun 2019, 20:59  #54828888      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გულის წნევები იცის ხომ ნერვოზმა ..? თან ამას ემატება გუგების ჰაფართოება და შემდეგ ბუნდოვნად ვხედავ უკვე
MGS
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 159
წევრი No.: 250229
რეგისტრ.: 26-April 19

გამოგზავნილია: 18 Jun 2019, 22:00  #54829234      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
zviadcardio
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის, ასაკი 35 წელი, წონა 100 კილო, ჭარბწონიანად ვითვლები, მარა ნავარჯიშევი ვარ და კუნთიც ბევრი მაქვს. სამუშაო ოფისში, მოძრაობა ძალიან ცოტა (ეხლა უკვე დავიწყე დღეში 1 საათი ფეხით სიარული)
როგორ მივხვდე როცა დროიქნება წამლისთვის თავის განებების? ექიმმა თქვა ეხლა ნორმაში რომ გაქვს ამ წამლის გამოაო და უნდა გააგრძელოო. მე რომ ჩავეკითხე უწამლოდ რისი გაკეთება შეიძლება მეთქი, თუ 15 კილოს დაიკლებ მაგ შემთხვევაში შეიძლება აღარ დაგჭირდეს წამალიო. ილისის დასაწყისთი კარდიოლოგთან მივდივარ ულტრაშალით რომ გამსინჯოს გულზე ხომ არაა რამე, მარა რავი გულს არც მე და არც ჩემი მშობლები არ შეუწუხებია. სხვა დაავადება უცნობია, სისხლის ანალიზები ჩავაბარე და ხვალიქნება შედეგები.
კარდიოლოგსაც შევეკითხები რას მირჩევს, 24 საათიანი ხომ მაინც უნდა გადაეღო ამ ექიმს? ეგრევე ერთ დღეში გაზომილი წნევის მიხედვით დილა-საღამოს შეიძლება რომ ჰიპერტონია დამიდგინოს? წინა საღამოს მაგამდე კი გაიზომე 140 მარა როგორც მივხვდი ახალ გაღვიძებულზე და წამომჯდარზე შეიძლება არასწორი წნევა მაჩვენოს, თან ნახევარ საათში 120 ზე იყო რო გავიზომე.
zviadcardio
ვინმე მესხი / ტაო-კლარჯელ-არტანუჯელი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4357
წევრი No.: 14847
რეგისტრ.: 25-November 05

გამოგზავნილია: 18 Jun 2019, 22:21  #54829347      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Kakasha
ყველა სახის ჩივილი შეიძლება ახლდეს ემოციას - მათ შორის წნევის მატება

MGS
არ იღელვოთ. მშვიდად შეასრულეთ ქვემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები და ყველაფერი კარგად იქნება.
ვიდრე რეკომენდაციებზე გადავალთ გიპასუხებთ რომ 24 სთ წნევის მონიტორინგი აუცილებელი არ არის. უბრალოდ წნევა გაიზომეთ სახლის პირობებში, მშვიდ მდგომარეობაში. მინიმუმ 15-20 წუთიანი დასვენების შემდეგ. თუ პირველი გაზომვით კარგი წნევა გაზომეთ - ყველაფერი რიგზეა და მეორედ გაზომვა არ გჭირდებათ. თუ პირიქით მაღალი წნევა გაზომეთ 5 წუთში კიდევ გადააკონტროლეთ და უმცირესი მიიღეთ მხედველობაში. ამით "ემოციურ" წნევის მატებას გამორიცხავთ.
ახლა საქმე და რეკომენდაციები:
1. მიირთვით თითქმის უმარილო საკვები, მლაშე პროდუქტი და მინერალური წყალი უპირობოდ აკრძალეთ, მაქსიმალურად მოიშორეთ ნახევარფაბრიკატები - ამ რეკომენდაციით 6-8-ით შეიმცირებთ წნევას
2. ფეხით სიარული. მინიმუმ 30 წთ (უწყვეტი) სიარული აუცილებელია ყოველდღე - აქვეითებს წნევას 6 ერთეულით
3. წონაში კლება - მოიშორეთ მინიმუმ 15კგ. 10 კგ-ის მოკლება 6 ერთეულით აქვითებს წნევას. 15კგ კლების შემთხვევაში გვექნება მინუს 9
5. თამბაქოს, ენერგეტიკული სასმელის აკრძალვა - 6ერთეული
6. ალკოჰოლი დღეში მაქსიმუმ 150მლ ღვინო ან 25მლ მაგარი სასმელი ან 300მლ ლუდი
7. შეზღუდეთ კოფეინი, ცომეული და ტკბილი
ცხადია რეომენდაციების შესრულება მეორე დღესვე შედეგს არ მოგცემთ
ამ რეკომენდაციები ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში დაახლოებით 2 თვეში წნევა აღარ გექნებათ. გარკვეული რეკომენდაციები მუდამ უნდა შეასრულოთ რომ წამალი არ დაგჭირდეთ და მიღებული შედეგი შევინარჩუნოთ.
ახლა შეკითხვა წამლის შესახებ
როგორც კი თქვენი წნევა გახდება სტაბილურად 110 და ნაკლები. რამიპრილი გაანახევრეთ და გააგრძლეთ ნახევარი აბის მიღება.
როგორც კი ნახევარ აბზეც გექნებათ სტაბილურად დაბალი წნევა 110 და ნაკლები წამალი მოიშორეთ.
ეს შესრულებადი მისიაა
წარმატებები
MGS
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 159
წევრი No.: 250229
რეგისტრ.: 26-April 19

გამოგზავნილია: 18 Jun 2019, 22:28  #54829376      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
zviadcardio
შენ გაიხარე, ასეთი სრულყოფილი პასუხი მინდა მესმოდეს მუდამ ექიმისგან და არა "წამალი სვი და დაგეწევა წნევა".
აუცილებლად შევასრულებ რეკომენდაციებს, ნუ 15 კილოს ასე უცებ ვერ დავიკლებ მარა ჯანსაღ კვებაზე გადასვლით და ფიზიკური აქტივობით ვფიქრობ 15 კილოგრამის დაგდება უნდა შევძლო.
დიდი მადლობა და წარმატებები!
Kakasha
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 69
წევრი No.: 251145
რეგისტრ.: 16-June 19

გამოგზავნილია: 18 Jun 2019, 22:35  #54829404      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ისე ძალიან თავს ვიკავებ ნერვოპათოლოგის წამლების მიღებისგან,,, მაგრამ სხვა გზა აღარ მრჩება თითქმსის ყველა ანალიზი გავაკეთე კარდიოგრამა, გულის ეხოსკოპია, თავის კატე, შარდის სისხლის ანალიზი , კუაგულოგრამა, მუცლის ღრუს ეხო, და ყველაფერი ნორმაშია,, მაგრამ წნევების თამაში გულის წნევის და პულსის კატასტროფულად მაღლა აწევა, თვალებში გაორება, თითქმის სხეულის გაბუჟება, უჰაერობა თითქოს ფილტვები არ მომყვება, გათიშვის შეგრძნება და თავბრუსხვევა, ცოტ ცოტა ჩხვლეტების შეგრძნება მარცხენა გულის მხარეს წინ და უკან,,, ვერ ამოვხსენი რისგან შეიძლება,,, საბოლოოდ ნერვოზამდე მივდივარ,, :/ : /

This post has been edited by Kakasha on 18 Jun 2019, 22:38
zviadcardio
ვინმე მესხი / ტაო-კლარჯელ-არტანუჯელი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4357
წევრი No.: 14847
რეგისტრ.: 25-November 05

გამოგზავნილია: 18 Jun 2019, 23:01  #54829544      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
MGS
იცოცხლეთ smile.gif

Kakasha
არ არის აუცილებელი ძლიერ წამლების მიღება.
მიბრძანდით ნევროლოგთან, აუხსენით ჩივილები და სთხოვეთ რომ მკურნალობა "მსუბუქი" პრეპარატით დაიწყოს.
არაფერია დაუძლეველი და მოუგვარებელი
Kakasha
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 69
წევრი No.: 251145
რეგისტრ.: 16-June 19

გამოგზავნილია: 20 Jun 2019, 09:25  #54836413      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

არ ვარ კომპეტენტური ამაში და შემიფასეთ რა თუ შეგიძლიათ
zviadcardio
ვინმე მესხი / ტაო-კლარჯელ-არტანუჯელი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4357
წევრი No.: 14847
რეგისტრ.: 25-November 05

გამოგზავნილია: 20 Jun 2019, 21:42  #54841315      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Kakasha
პრაქტიკულად ნორმალური ანალიზია
ამას არაფერი ჭირდება
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (76) « პირველი ... 74 75 [76]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0522 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]