forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (54) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> თბილისის ავტობუსები - IX ნაწილი, მარშრუტები, გაჩერებები, გადახდა, სიახლეები და ა.შ
vatman
პროფესიონალი მგზავრი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8206
წევრი No.: 37933
რეგისტრ.: 9-July 07

გამოგზავნილია: 25 May 2019, 22:43  #54713132      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
წინა თემები:
თბილისის ავტობუსები
თბილისის ავტობუსები - II ნაწილი
თბილისის ავტობუსები - III ნაწილი,
თბილისის ავტობუსები - IV ნაწილი
თბილისის ავტობუსები - V ნაწილი
თბილისის ავტობუსები - VI ნაწილი
თბილისის ავტობუსები - VII ნაწილი
თბილისის ავტობუსები - VIII ნაწილი

ინფორმაცია:
ოფიციალური ვებ-გვერდი
http://transit.ttc.com.ge/

სასარგებლო ბმულები:
ავტობუსები რეალურ დროში (online), ტაბლოს მონაცემები, მარშრუტების სია, მგზავრობის დაგეგმვა და ა.შ.
http://transit.ttc.com.ge/?page=schedule

სამგზავრო ტარიფი, ფასდაკლებები და შეღავათებით მოსარგებლე კატეგორიები
http://ttc.com.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=54

ჯარიმის გადახდა ინტერნეტით
http://ttc.com.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=40



ცნობები:

თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს ავტობუსი დაემატა 1933 წელს, რომელიც საწყის ეტაპზე, დღეში ხაზზე მხოლოდ 5 ავტობუსი მოძრაობდა და მისი სიგრძე დაახლოებით 10 კილომეტრი იყო. ავტობუსების რაოდენობა და გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა თავის პიკს მიაღწია 80 წლებში.
90 წლებში იწყება ავტობუსების ქსელის დეგრადაცია, და ფაქტიურად მისი მთლიანად გაუქმება, რამდენიმე ხაზის გამოკლებით.
თბილისის ავტობუსების სისტემის განახლება (თავიდან გაკეთება) 2004 წლიდან დაიწყო როდესაც პირველი ჰოლანდიური DAF-ის მეორადი მოხმარების ავტობუსების პარტია ჩამოვიდა. შემდე პირველი მცირე რაოდენობა უკრაინული Bogdan A092 ჩამოვიდა. 2006 წელს ჰოლანდიური ავტობუსების მეორე პარტია მიიღო მერიამ.

user posted image

user posted image

user posted image

2007 მერიამ გამოაცხადა ტენდერი 510 ახალი ავტობუსის შეძენაზე (360 პატარა 150 დიდი). ტენდერში კორპორაცია ბოგდანმა გაიმარჯვა და თბილისის მერიას 360 Bogdan A092 და 150 Bogdan A144.5 მიაწოდა.

user posted image

user posted image


2010 წელს თბილსში 6 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ DAF-ების ერა დასრულდა. უმრავლესობა ჩამოიწერა ნაწილი თავდაცვის სამინისტროს გადასცეს.
მანამდეც ჩამოიწერა გარკვეული რაოდენობა, ზოგი დაიწვა ზოგს ავარია მოუვიდა და ა.შ. ასევე მოხდა მაშრუტების დიდი ნაწილის შემოკლება, ასევე რამდენიმე მაშრუტი გაუქმდა.


2011 წლის სიახლე არის გაჩერებებზე ტაბლოების დამონტაჟება. პირველ ეტაპზე თბილისში ასეთი 450 ტაბლო დამონტაჟდა.

user posted image

ყველა ავტობუსი აღჭურვილია GPS სისტემებით, რომელიც მათ ადგილმდებარეობას განსაზღვრავს. ინფორმაცია გადაეცემა სერვერს, რომელიც ამუშავებს მას და იმის მიხედვით როგორია მარშრუტი საშუალო მოძრაობის სიჩქარის გათვალისწინებით, ითვლის დროს, როცა ავტობუსი გაჩერებას მიაღწევს
დროის განსაზღვრა ხდება ავტობუსის მიერ გადაცემული ინფორმაცის მიხედვით–სად იმყოფება იმ მომენტში დ რამდენი მანძილი დარჩა გასავლელი. დავუშვათ, მოცემული ინფორმაციით ავტობუსი ერთ–ერთ გაჩერებაზე უნდა მივიდეს 15 წუთში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქალაქში 90–წამიანი შუქნიშნები გვაქვს, რომელიც ადვილი შესაძლებელია დაკეტილი დახვდეს ავტობუსს, ის უკვე ვეღარ შეძლებს ზუსტად 15 წუთში დანიშნულების ადგილზე მისვლას. თუმცა ჩვენი გამოცდილებით ავტობუსის მოძრაობის საშუალო სიჩქარე ზოგადად ემთხვევა ნაკადის საშუალო სიჩქარეს და ძალიან დიდი ცდომილება, რაც ადამიანების სერიოზულ უკმაყოფილებს გამოიწვევდა, ჯერჯერობით არ მიგვიღია.
რაც შეეხება ხარვეზებს, ეს უფრო ადრე იყო, როცა საცდელი 20 ტაბლო გავუშვით. ბევრი რამის შეცვლა და გათვალისწინება მოგვიწია, რასაც მანამდე საჭიროდ არ ვთვლიდით. მაგალითად, ავტობუსი საწყისი პუნქტიდან გასვლას აგვიანებს, შესაბამისად შუალედურ გაჩერებაზე მისვლის დრო იცვლება; ან ქალაქში საცობია, რაც მოძრაობას აფერხებს. ამგვარი შემთხვევებისთვის საჭირო გახდა ალგორითმების შექმნა, რომელიც მსგავსი სიტუაციებიდან გამოსავალს იძლევა.
http://www.navigator.ge/ArticleView.aspx?Id=1106


2012 წელს დაინერგა SMS სერვისი, რომელიც მგზავრებს საშუალებას აძლევს გაიგონ მარშრუტის მოსვლის ფაქტიური დრო ნებისმიერ გაჩერებაზე (მათ შორის სადაც ტაბლო არ არის დამონტაჟებული). სერვისი კომფორტულია იმ კუთხითაც, რომ გაჩერების ნომრის ცოდნის შემთხვევაში, მოსვლის დროის გაგება შეიძლება გაჩერებაზე მისვლამდეც, სახლიდან გაუსვლელად.

ასევე შეიქმნა სატრანსპორტო აპლიკაციია მობილური ტელეფონებისთვის, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას
მობილური ტელეფონიდან გამოიყენოს ყველა ის სერვისი, რომლის მიღებაც შესაძლებელია კომპანიის ვებგვერდიდან:
მგზავრობის დაგეგმვა, ავტობუსი რეალურ დროში, ინფორმაცია გაჩერებების შესახებ, მარშრუტების მოსვლის დრო
რეალურ დროში, განრიგები და ა.შ.

ასევე მოხდა თბილისის ავტობუსის მარშრუტების, გაჩერებების და განრიგების ინფორმაციის ინტეგრაცია
Google-ს სისტემაში (Google Transit), რომლის შედეგადაც შესაძლებელი იქნება მგზავრობის დაგეგმვა, მარშუტების და
გაჩერებების შესახებ ინფორმაციის მიღება Google-ს რუკაზე (Google Map).


2013 წლის შემოდგომაზე, თბილისის მერიამ დედაქალაქში ახალი თანამედროვე ტიპის ავტობუსების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა, მაგრამ ტენდერის შედეგები გააუქმეს. ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტებმა ვერ დააკმაყოფილეს ტექნიკური დოკუმენტაცია და გამოეთიშნენ. საპასუხოდ მათ გაასაჩივრეს შედეგები. საბოლოოდ მერიამ, საკრებულოს ზეწოლით გააუქმა ტენდერი.

2015 წელს EBRD-მა გამოაცხადა ახალი ტენდერი 143 ავტობუსის შესაძენად: 12 მეტრიანი, 100% დაბალ იატაკიანი, ბუნებრივ აირზე მომუშავე ძრავით. ტენდერი დასრულდა 2016 წელს და გაიმარჯვა MAN Truck & Bus AG. 2017 წელს MAN Truck & Bus AG თბილისს აჩუქა კიდევ ერთი ავტობუსი. შესაბამისად მანის ავტობუსების რაოდენობა შეადგენს 144.

user posted image

2016 წლის 26 მაისს სტამბულის მერიამ თბილისს საჩუქრად გადასცა 5 ცალი მეორადი მერსედეს კონექტოს მარკის ავტობუსი. თავდაპირველად მოძრაობდნენ ღამის 137 მაშრუტზე, შემდეგ გადავიდნენ 85 მაშრუტზე. ამჟამად აღშნული ავტობუსები არ მუშაობენ

user posted image

user posted image

2017 წელს გაიხსნა ახალი ავტობაზა დიდ დიღომში, სადაც გადავიდა მე-2 ავტობაზა ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიიდან. ავტობაზა გათვლილია 377 ავტობუსზე:
http://ttc.com.ge/index.php?lang_id=GEO&se...35&info_id=3097

2018 წელს თბილისის ბიუჯეტის სახსრებით შედგა ტენდერი 90 ცალი, 10 მეტრიანი ავტობუსების შესაძენად. გაიმარჯვა შპს "თეგეტა თრაქ ენდ ბასი", რომელიც წარმოადგენს MAN Truck & Bus AG ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში. ავტობუსის მოდელი MAN Lion city A47. ამჟამად ჩამოვიდა მხოლოდ 50 ავტობუსი და დადიან ჯერ მხოლოდ N85 და N95 მაშრუტებზე. 27 მაისიდან ახალი ავტობუსებით ჩანაცვლდება N50, N55 და N71 მარშრუტებზე მოძრავი, ძველი ავტობუსები. N50-ზე - რვა ერთეული, N55-ზე - ათი ერთეული და N71-ზე - ცხრა ერთეული ავტობუსი იმოძრავებს. დანარჩენი 40 ავტობუსის ჩამოსვლის შემდეგ 10 მეტრიანი მანის ავტობუსები გადანაწილდება შემდეგ მაშრუტებზე: N3, N15, N33, N54 და N79

user posted image

ავტობუსების მიწოდება დაიწყება თებერვალში და ამჟამინდელი მონაცემებით დასრულდება 2019 წლის ნოემბერში.

2018 წლის ნოემბერში გამცხადდა ტენდერი 220 8 მეტრიანი ავტობუსების შესაძენად. 2019 წლის მაისის მდგომარეობით გაიმარჯვა შპს "ჯითი მოტორსმა", რომელმაც უნდა შემოიყვანოს Isuzu Novo city life. ხელშეკრულება გაფორმებულია 24 აპრილს, მიწოდება უნდა მოხდეს 8 თვის განმავლობაში ეტაპობრივად

user posted image

დამატებითი მონაცემები თბილისის ავტობუსის შესახებ:
ავტობუსების მაშრუტები 1986 წლის მდგომარეობით, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ პოსტში:
თბილისის ავტობუსები - VIII ნაწილი (post #54687066)

სსიპ "საქართველოს ფუჭი და გამოუსადეგარი ინფორმაციის ეროვნულმა სააგენტოს" მაშრუტების ისტორიის ბაზის საწყისი ეტაპი:
თბილისის ავტობუსები - VIII ნაწილი (post #54687793)

სსიპ "საქართველოს ფუჭი და გამოუსადეგარი ინფორმაციის ეროვნულმა სააგენტოს" მოანცემები ავტობუსები მაშრუტების მიხედვით:
თბილისის ავტობუსები - VIII ნაწილი (post #54671144)

This post has been edited by vatman on 26 May 2019, 00:10


--------------------
Старый друг лучше новых двух... знает как испортить настроение

Пиво бывает двух видов: халявное и за свои деньги
Kublicha
ip conflict


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 33566
წევრი No.: 10108
რეგისტრ.: 11-May 05

გამოგზავნილია: 25 May 2019, 22:59  #54713212      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vatman
up.gif up.gif up.gif

ამ თემაში მომელოცოს 100 ცალი თორმეტმეტრიანი cng, 100ცალი თორმეტმეტრიანი EV და 57 ცალი 18 მეტრიანის ტენდერების გამოცხადება და ხელშეკრულების გაფორმება.
ასევე ისუზუებიდან ერთ 50-60 ის ჩამოსვლა და ხაზებზე გასვლა.
ასევე ფაშისტისთვის მიგველოცოს ხაზზე დანიშვნა. (ოღონდ არა 78ზე)
ასევე 5-6 დიდ ქუჩაზე ბასლეინის დახაზვა
ასევე 1 ბაზის მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადება
ასევე 2 ცალი ვანჰულის ჩამოყვანა სატესტოდ

This post has been edited by Kublicha on 25 May 2019, 23:02


--------------------
Boul ma sene, boul ma guiss madi re nga fokni mane
Khamouma li neka thi sama souf ak thi guinaw
Beugouma kouma khol oaldine yaw li neka si yaw
mo ne si man, li ne si mane moye dilene diapale
forum-ge
;)


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4337
წევრი No.: 63759
რეგისტრ.: 7-June 08

გამოგზავნილია: 25 May 2019, 22:59  #54713215      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მერიის ხალხი სულ იმეორებენ წლის ბოლოსთვის სრულად ჩანაცვლდება ბოგდანებიო და საინტერესოა როგორ აპირებენ? ამ ეტაპზე რა ტენდერებიც ჩატარდა აშკარად არასაკმარისი რაოდენობაა. ნახევარი წელში მოასწრებენ დანარჩენზე ტენდერსაც და შემოყვენასაც? მით უფრო 8 მეტრიანების ტენდერის გაწელილ ვადებს თუ გავიხსენებთ.


--------------------


-------------------
hattrick.org. ==> FC_Dinamo Tbilisi
---
buzzerbeater.com ==> დინამო თბილისი
ქაფქიანა
I still have a soul


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 31983
წევრი No.: 71656
რეგისტრ.: 20-October 08

გამოგზავნილია: 25 May 2019, 23:34  #54713408      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ლურჯი და მწვანე მანების ფოტოები არ უნდა იყოს პირველ პოსტში?

Kublicha

QUOTE
57 ცალი 18 მეტრიანის


აი ეს ჯღანი რიცხვი საიდან მოვიდა, ერთი გამაგებინა.

ყოფილიყო 60, დაშავდებოდა რამე?

QUOTE
ვანჰულის ჩამოყვანა


იმედია, ეგ არ მოხდება და ჯღანი, მეიდინჩაინა ვიზუალი არ იქნება აქ.


--------------------
...Came the end, the final end of Eternity
—And the beginning of Infinity.

Ceterum censeo Russio esse delendam...

We need ®US(SI)A Military Presence. © A10
beqa331
Save the humanity


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18079
წევრი No.: 94198
რეგისტრ.: 22-June 09

გამოგზავნილია: 25 May 2019, 23:44  #54713490      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

ასეთი მდგომარეობაა
vatman
პროფესიონალი მგზავრი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8206
წევრი No.: 37933
რეგისტრ.: 9-July 07

გამოგზავნილია: 26 May 2019, 00:13  #54713643      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ქაფქიანა
QUOTE
ლურჯი და მწვანე მანების ფოტოები არ უნდა იყოს პირველ პოსტში?

ჩასწორდა სურათების ლინკები

QUOTE
იმედია, ეგ არ მოხდება და ჯღანი, მეიდინჩაინა ვიზუალი არ იქნება აქ.

რას ერჩი სრულიად ბელგიურ ბრენდს? spy.gif
ქაფქიანა
I still have a soul


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 31983
წევრი No.: 71656
რეგისტრ.: 20-October 08

გამოგზავნილია: 26 May 2019, 00:17  #54713662      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
vatman

ვიზუალს.

საქმეც მაგაშია, რომ ევროპული ბრენდია და იაფფასიანი, ჩინური მაძუნგალა ვიდი აქვს.
Kublicha
ip conflict


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 33566
წევრი No.: 10108
რეგისტრ.: 11-May 05

გამოგზავნილია: 26 May 2019, 01:20  #54713944      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ის რაღაც კრილო-კალპაკები მოაშორონ და დაემსგავსება რაღაცას
ქაფქიანა
I still have a soul


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 31983
წევრი No.: 71656
რეგისტრ.: 20-October 08

გამოგზავნილია: 26 May 2019, 07:25  #54714263      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Kublicha

არამხოლოდ.

ცხვირი აქვს სრული კატასტროფა.
ERAMUS
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1135
წევრი No.: 244970
რეგისტრ.: 23-August 18

გამოგზავნილია: 26 May 2019, 07:52  #54714274      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიქსირ

QUOTE
აი ეს ჯღანი რიცხვი საიდან მოვიდა, ერთი გამაგებინა.

ყოფილიყო 60, დაშავდებოდა რამე?

პირველი შემთხვევაა რო? biggrin.gif biggrin.gif 143 მანი შეუკვეთეს თავიდან ყოფილიყო 145 ან 150
* * *
QUOTE
რამდენიმე მაშრუტი გაუქმდა.

ძალიან ბევრი გაუქმდა user.gif
experto
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26552
წევრი No.: 10279
რეგისტრ.: 19-May 05

გამოგზავნილია: 26 May 2019, 08:38  #54714318      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
2004 წლიდან დაიწყო როდესაც პირველი ჰოლანდიური DAF-ის მეორადი მოხმარების ავტობუსების პარტია ჩამოვიდა.



ის "მეორადი მოხმარების" ავტობუსები იმ დროისთვის იყო როგორც ახალი მერსედესი ძველი ჟიგულების გარემოცვაში!
მანამდე ასეთებიც კი არ იყო და ხალხი დაყავდათ როგორც ნახირი ვენახში!

იმ ბიუჯეტით რაც შევარდნაძის რეჟიმმა დაუტოვა ქვეყანას ეს იმ დროისთვის ძაან დიდი მიღწევა იყო !
იმის მერე ბიუჯეტი განვითარდა მარა რატომღაც ისევ ევროკავშირი გვეყმარება ავტობუსების შეძენაში იმ დროს როდესაც 1 წლის პრემია-დანამატების ფულით სავსებით შესაძლებელი იყო მთელი ავტო-პარკის შეცვლა მარა ისევ ვემათხოვრებით ევროკავშირს და მერე თავს ვიწონებთ ახალი ავტობუსებით! biggrin.gif


მიმაგრებული სურათი
201801042139026227.jpg
Kublicha
ip conflict


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 33566
წევრი No.: 10108
რეგისტრ.: 11-May 05

გამოგზავნილია: 26 May 2019, 09:26  #54714379      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ისე არ ვიცოდო რომ ეს 90 მანი ჩვენი რესურსებით ვიყიდეთ და არა იბიარდის სესხით. ამ თემაში ჩემთვის ეგ სასიამოვნო აღმოჩენა იყო

ისუზუებზე როგორაა ეგ საქმე?

This post has been edited by Kublicha on 26 May 2019, 09:27
ERAMUS
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1135
წევრი No.: 244970
რეგისტრ.: 23-August 18

გამოგზავნილია: 26 May 2019, 10:12  #54714465      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Kublicha
QUOTE
ისუზუებზე როგორაა ეგ საქმე?

ეგენიც ჩვენი ბიუჯეტითაა ნაყიდი
* * *
რატომღაც არამგონია მერსედესები დასაჭრელად გაიმეტონ
Mick-el-Angelo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 578
წევრი No.: 186250
რეგისტრ.: 16-May 14

გამოგზავნილია: 26 May 2019, 13:01  #54715091      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გილოცავთ ახალ თემას, ვუერთდები Kublicha-ს კეთილ სურვილებს, და დავამატებ რომ კიდევ ბევრი კაი ამბავი გაგვეგოს ამ თემის აქტიური იუზერებისგან. smile.gif ახალი მარშრუტები მოგველოცოს ერთმანეთისთვის, ახალი ბუსები და მრავალი სხვა რამ. კაი ხალხია აქ შეკრებილი, მადლობა ყველას, ვინც შემოდის და გვიზიარებს ამბებს, თავის აზრებს. ძალიან საინტერესოა, და დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო საინტერესო გახდება ჩვენი საყვარელი განყოფილება ამ ფორუმზე.
მეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი!!! მეტი ბას ლეინი!!! ტრამვაი ქალაქს!! ნაკლები მარშრუტკა!!! წინ ამხანაგებო, ნათელი სატრანსპორტო მომავლისაკენ!!!
biggrin.gif Make Tbilisi Public Transport Great Again!!!
rommel
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1044
წევრი No.: 198581
რეგისტრ.: 23-February 15

გამოგზავნილია: 26 May 2019, 13:07  #54715122      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ამ თემაში მომელოცოს 100 ცალი თორმეტმეტრიანი cng, 100ცალი თორმეტმეტრიანი EV და 57 ცალი 18 მეტრიანის ტენდერების გამოცხადება და ხელშეკრულების გაფორმება.
ასევე ისუზუებიდან ერთ 50-60 ის ჩამოსვლა და ხაზებზე გასვლა.
ასევე ფაშისტისთვის მიგველოცოს ხაზზე დანიშვნა. (ოღონდ არა 78ზე)
ასევე 5-6 დიდ ქუჩაზე ბასლეინის დახაზვა
ასევე 1 ბაზის მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადება
ასევე 2 ცალი ვანჰულის ჩამოყვანა სატესტოდ


user posted image
3 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
2 წევრი: SESH, Kublicha
Topic Options Pages: (54) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0341 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]