Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ავტომობილები > ჰეჩბეკი ქროსოვერი 8000$-მდე


Posted by: dezdemona123 1 Nov 2023, 09:59
გამარჯობა მეგობრებო

საწვავის ფასებიდან გამომდინარე გადავწყვიტე მანქანის შეცვლა.
მჭირდება რჩევა, რა ვიყიდო 8000$ ფარგლებში,

-ცოტა მაღალ პასადკაზე რომ იდგეს, მოჯიპო ელემენტი, ხშირად მიწევს ქალაქგარეთ სიარული და მნიშვნელოვანია.
-ჰიბრიდი ან დიზელი
-საჭე მარცხნივ.

ამჟამად გვყავს Nissan Juke, ცოტა მახინჯია მაგრამ სატარებლად არც ისე ცუდია smile.gif რაიმე მსგავს გაბარიტ პარამეტრებში მინდა smile.gif

Posted by: perpetuummobile 1 Nov 2023, 13:59
QUOTE (dezdemona123 @ 1 Nov 2023, 09:59 )
ცოტა

"ცოტა" lol.gif

ნუ სტირი ნუ, შენთან არის ნოდარი...
გოგო თუა საჭესთან, კვაზიმოდო და ესმერალდა მახსენდება, მაგ დროს მღვდლობა ასწორებს...

პ.ს. დიზელსა და ჰიბრიდს თუ დაივიწყებ კარგია, ბენზინიდან კი სუბარუ ფორესტერი 2.0i ძრავზე.

Posted by: dezdemona123 1 Nov 2023, 14:11
perpetuummobile

ბიჭია საჭესთან
და დიდად ვერ გავიგე პოსტის ნახევარი რა შუაში იყო საერთოდ.
და ჰიბრიდი რატო უნდა დავივიწყო?
ფორესტერი 2,0 რამდენს წვავს?

Posted by: perpetuummobile 1 Nov 2023, 16:09
dezdemona123

დიზელი და ჰიბრიდი კარგია დაბალი გარბენით, მერე ყველა მოშორებაზეა.
რაც რთული კონსტრუქციისაა მანქანა, მით ხშირი და ძვირი სერვისი ჭირდება.

ტრასაზე 6ლ 90-100თ 100კმზე, ქალაქს კი გააჩნია, თბილისის მეგაპოლისურ საცობებში ვერ გაიგებ რამდენს წვავს მანქანა.

* * *
ჰონდა ფიტზეც იფიქრე 4/4ზე, სტანდარტულზე ერთი ზომით მაღალი საბურავები რომ დაუგო დაგიწვავს 1-1.5ლ მეტს.
კლირენსი სამყოფი არასდროსაა...

Posted by: dezdemona123 1 Nov 2023, 17:10
perpetuummobile
ფორესტერს რომელი წლისას ამბობ?

......................................

Posted by: perpetuummobile 1 Nov 2023, 17:31
dezdemona123

მთხლეკანონისამებრ 2013+

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 1 Nov 2023, 21:04
dezdemona123
ტოიოტა RAV4, CH-R
სუბარუ ქროსთრექი / ფორესტერი
ჰონდა ფიტი 4x4
Pajero IO (მარა ძაან მოძველდა)

Posted by: dezdemona123 2 Nov 2023, 09:51
Datvlas-vin-gtxovs
მაქედან CH-R ყველაზე მტად მომწონს მაგრამ ეგ 15მდე მაინც მიდის. ქროსთრექი მგონია რ ბევრს წვავს და არა?

Posted by: cuore 2 Nov 2023, 10:21
chevrolet trax
buick encore
.......................................................

Posted by: Kambucha78 2 Nov 2023, 15:53
dezdemona123
QUOTE
ამჟამად გვყავს Nissan Juke, ცოტა მახინჯია მაგრამ სატარებლად არც ისე ცუდია  რაიმე მსგავს გაბარიტ პარამეტრებში მინდა

სანამ ეს წავიკითხე, ჯუკი მინდოდა მერჩია. ამაზე უკეთესი ამ ფასში რა უნდა იყიდო არ ვიცი. ბევრს არ წვავს, კარგი სატარებელია და ცოტა მაღალია. ვიზუალურად რას გავს სხვა თემაა, მე არ მომწონს, სხვას მოსწონს.

2012 წლიანი ან ცოტა ძველი ესქეიფის ჰიბრიდიც შეიძლება, მაგრამ ყველა იჟანგება უბედურად. თუ მთელს იყიდი კარგია. ტრასაზე ჯუკზე ნაკლებს არ წვავს, მაგრამ ქალაქში ცოტას წვავს. მეტი არაფერი მახსენდება პრიუსი/ფუჟენის გარდა, რომლიც საშუალოზე დაბალია.

Posted by: dezdemona123 22 Nov 2023, 22:15
QUOTE (cuore @ 2 Nov 2023, 10:21 )
chevrolet trax
buick encore
.......................................................

აი ეს ბიუიკები ბევრია საკმაოდ შემოყრილი და რის ბაზაზეა ეგენი აწყობილი? რისი ნწილები მიდის? რამდენად გამძლე მანქანებია

Posted by: idallgo 23 Nov 2023, 08:26
QUOTE
chevrolet trax
buick encore


QUOTE
რამდენად გამძლე მანქანებია


lol.gif

Posted by: George.Sampaio 23 Nov 2023, 09:14
Kia Soul

Juke_ზე ნაკლებს წვავს, სალონიც უფრო ფართო აქვს.
ვიზუალითაც ჯობია ჩემი აზრით,
მაღალი კლირენსი აქვს და საკმაოდ კარგი ხედვის არეალი.
ვფიქრობ აქვს უფლება ერთ-ერთ ვარიანტად განიხილოთ.

Posted by: dezdemona123 14 Mar 2024, 11:39
მეგობრებო ისევ აქტუალურია ეს თემა, სუბარუ ქროსტრეკისენ ვიხრები უფრო. რეალურად ეგ მანქანები რამდენს წვავს?

Posted by: PAINKILLER 14 Mar 2024, 13:16
QUOTE
სუბარუ ქროსტრეკისენ ვიხრები უფრო. რეალურად ეგ მანქანები რამდენს წვავს?

dezdemona123

კარგი არჩევანია smile.gif


ქალაქში საშუალოდ 10-11 ლიტრს წვავს, საცობებში თუ არ გიწევს ხშირად დგომა

ტრასაზე 7



ჰიბრიდს არ გირჩევ, წვა რეალურად 1 ლიტრით ნაკლები აქვს და ზედმეტი თავისტკივილი ემატება, არ ღირს მაგ 1 ლიტრად

Posted by: public_enemy 14 Mar 2024, 13:51
8000 თუ გაქვს 7ად მანქანა იყიდე და 1000ად თხევადი გაზი ჩადგი. ჰიბრიდიც იქნება და "ვარესიც" drug.gif
არჩევანის არეალიც იზრდება.

Posted by: idallgo 14 Mar 2024, 18:30
public_enemy
QUOTE
8000 თუ გაქვს 7ად მანქანა იყიდე და 1000ად თხევადი გაზი ჩადგი. ჰიბრიდიც იქნება და "ვარესიც"
არჩევანის არეალიც იზრდება.


არ გეხსომება, პატარა იქნებოდი, ასე კაი 15 წლის წინ, 2009-2010 წლებში მაგარ ხოდზე იყო ფორუმზე ბუნებრივი გაზის ჩაყენება. დაჟე თემებიც ქონდა ყოფილ მოდერს, პრედატორას გახსნილი. სასტავი სუბარუებში და ცლს-ებში აყენებდა გაზს.

ხოდა რატომ ვამბობ ამას... მაშინ ვინმე რო იკითხავდა რა მანქანა ვიყიდო და ბიუჯეტს წერდა, აქაურები (ცხონებული ჭიპა, თეამა, კვატრო და ძმები) ეგრევე უწერდნენ, ჯობია იაფად იყიდო რაიმე მანქანა და დარჩენილი ფულით ბუნებრივი გაზი მისცეო... up.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)