#60871540 · 30 Nov 2023, 18:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (tozi777 @ 30 Nov 2023, 08:35 ) | QUOTE (2Bua @ 30 Nov 2023, 08:29 ) | ებრაელებმა შეუთვალეს ჰამასს თუ ყოველ დღე 10 მძევალი გაანთავისუფლებენ საბრძოლო მოქმედებები შეჩერებული იქნება. |
რამდენი ჰყავთ სულ? დადგენილია?
.........................
|
არა მგონია იცოდნენ. იციან რამდენი ადამიანია უგზო უკვლოდ დაკარგული. არ იციან რამდენი ცოცხალია.
მაგალითად, 2006-ში ვითომ ორი ებრაელი მებრძოლი რომ მოიტაცეს აღმოჩნდა რომ ერთი უკვე მკვდარი იყო და მეორე ვერ დაადგინეს როდის მოკლეს.
სამწუხაროდ, ბევრი მძევალი არა მგონია ცოცხალი იყოს. ალყაში მყოფი ტერორისტებისთვის რომლებსაც გასაქცევი არ აქვთ მძევლები ზედმეტი ფუფუნება.
ჰამასი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ მაშინ ეგვიპტეში ისლამური საძმო საკმაოდ ძლიერ პოზიციებზე იდგა. თითქმის ხელ-შეუხებელი იყვნენ და კოპტებიც, ეგვიპტელი მონოთეისტური ქრისტიანული ეკლესია, მხარს უჭერდა ისლამურ საძმოს. 2011-ში არჩევნებშიც კის გაიმარჯვეს, მაგრამ როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ რადიკალიზმს მიაწვენ რასაც მოყვა სამხედრო გადატრიალება. ჰამასის პოზიციები გაძლიერდა სწორედ 2006-2014 წლებში. როგორც კი ისლამური საძმო მოკვდეს ეგვიპტელებმა და ქვეყნიდან გააქციეს, ჰამასი გადაერთო თურქეთზე მაგრამ თურქეთმა ვერ გარისკა დიდი მხარდაჭერა და მოუწიათ ირანზე გადართვა.
ეს არის ჰამასის ყველაზე დიდი პრობლემა. ბუნებრივი მოკავშირე, ეგვიპტე, მათ აღიქვავს მტრად იმიტომ რომ ისლამური საძმოს ფილიალია იდეოლოგიურად, ხოლო ვინც ეხმარება ის ძალიან შორსაა. მიტომ ზიან ჰამასის ლიდერები ყატარში და თურქეთში და არა ღაზაში. ღაზადან ვერ გაიქცევიან.
მარიან დაადებ ჰამასის პოლიტ-ბიურო ვეღარ აკონტროლებს ადგილზე სიტუაციას. ირანელები იმის ჩიტები არ არიან რომ მაგ პოლიტბიუროს მიცეს ფული. ფული წავიდოდ პირდაპირ ღაზაში არსებულ ორგანიზაციის ლიდერებთან რაც მათ დიდ დამოუკიდებლობას მიცემდა. თუ შეადარებთ 2006-ს ომს, მაშინ ჰეზბოლას და ლიბანის პოლიტიკური ლიდერები აქტიურობდნენ, ხალხი ხვდებოდა მათ და სულ ტელევიზიებში იყვნენ. ეხლა მხოლოდ ერდოღანი და აიათოლა შეხვდეთ ჰამასის "ლიდერებს". ღაზაში მყოფი ხომ საერთოდ იმალებიან.
ჰამასი ვერ გადარჩება როგორც ორგანიზაცია. დაიშლება რადიკალებად და მოდერატებად. ეგვიპტე ვისაც დაუჭერს მხარს ის გაიმარჯვებს საბოლოოდ.
|