გართობით მშვენივრად გაერთობი, არც მე მომიწყენია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გენიალურია
რამდენიმე კარგი მომენტი ნამდვილად იყო ფილმში:
მაგალითად, საკმაოდ ლოგიკურადაა ახსნილი, როგორ გადაიქცა დედამიწა მაიმუნების პლანეტად. ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ ეს ახსნა მეტისმეტად თავს არ მოგვახვიეს. აი, როგორც იაფფასიან ფანტასტიკებშია - ორი გამოშტერებული (თავისი ჭკუით ჭკვიანური) გამომეტყველების მქონე ადამიანი რომ ვითომ უხსნის ერთმანეთს (სინამდვილეში კი ჩვენ) რაღაც სისულელეს.
ფილმი რომ მთავრდება, ფიქრობ, რომ ასიოდე მაიმუნი არ უნდა იყოს წესით საკმარისი გასაბატონებლად, მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, რომ ანალიტიკური აზროვნება გენებით გადაეცემათ - ანუ, გასაგებია, რომ გამრავლდებიან. ამას ჩვენით უნდა მივხვდეთ, ან მეორე სერიაში აგვიხსნიან.
მაგრამ აქვე ჩემი აზრით ცოტა ზედმეტი მოსდით, როდესაც ადამიანების ძალიან სწრაფად დამღუპველ და იოლად გადამდებ ვირუსსაც გვანახებენ - ასევე ჩვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული მისი გავრცელების წარმოდგენა.
ყველაზე მეტად კი აი რა არ მომეწონა და რის გამო დავაკელი 2 ქულა რეიტინგში:
ძალიან ძნელი მისახვედრია ვისკენ უნდა იყო - რომელია კარგი პერსონაჟი და რომელი ცუდი. ეს რომ ისე იყოს მოწოდებული, რომ არავინაა სულ თეთრი ან შავი და ყველას აქვს თავისი პლიუს-მინუსები, პრობლემა კიდევ არ იქნებოდა (თუმცა, მსგავს რამეს დრამაში უფრო მოელი). მაგრამ ნორმალური და ადექვატური ადამიანები საზიზღრებად გამოყავთ, და "კარგების" ცუდი საქციელი თითქოსდა არც ყოფილა.
მაგალითად: როდესაც მეზობელი შვილებს იცავს აგრესიული მაიმუნისგან, თურმე საზიზღარია. რომელი ნორმალური მოიქცეოდა სხვანაირად?
ასევე, როდესაც ავადმყოფი ადამიანი, რომელიც წესით მარტო არ უნდა ყოფილიყო (და "დადებით" პერსონაჟს ნამდვილად უნდა ქონოდა წესით იმის ფული, რომ მამა მარტო არ დაეტოვებინა), სამ მანქანას დაამტვრევს და დამტვრეული მანქანის პატრონი ყვირის და პოლიციაში რეკავს, ასევე მის წინააღმდეგ უნდა განვეწყოთ და მაიმუნის მიერ მისი სასტიკი ცემა გაგვიხარდეს.
დადებითი და გადასარევი კაცი კი რას აკეთებს? ლაბორატორიას, რომელმაც მას სამუშაო მისცა, ჯერ მაიმუნს პარავს (ნუ, ამას კიდევ გავუგებ), მერე წამალს, რომელსაც მამას უკეთებს.
როდესაც მისი მაიმუნის აგრესიული საქციელის გამო ცხოველის დროებით ჩაბარება უწევს (სასამართლომდე), არავის აფრთხილებს, რომ მაიმუნი, არაჩვეულებრივად ჭკვიანია, რითიც მომვლელებს სასიკვდილო საფრთხის წინაშე აყენებს. ბოლოში კი, როდესაც ხედავს, რომ მის ექსპერიმენტს საკმაოდ ბევრი ადამიანი შეეწირა, არანაირ სინდისის ქენჯნას არ ამჟღავნებს.
აი ასე.